განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/606-18
გამოძიების N041081217004
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე - ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - გ--- დ--------–--ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - მ------- ა----------ე
ბრალდებული - ი------- დ------ე
პირადი ნომერი: N6----------
დაბადების თარიღი: 20.08.1988 წელი
მამის სახელი: ვალტერი
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
განათლება: უმაღლესი
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ს---–--------ს გამზ. #33/67
ფაქტიურად მცხოვრები: ქ.ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. #6/35
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ასევე, სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით დროის მონაკვეთში, ქუთაისში, თ----------ის ქ. #66/68-ში მდებარე შპს ,,ნ----------------------–----–-----------“-ს ფილიალში, ამავე ფილიალის ოპერატორმა, ი------- დ------ემ, რომელსაც შრომითი ხელშეკრულებით დავალებული ჰქონდა კლიენტთა მომსახურეობის თანხების მიღება, აღრიცხვა და სათაო ოფისში გადაგზავნა, მომხმარებლებისათვის ტვირთის ჩაბარების შემდეგ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ეტაპობრივად მიითვისა შპს ,,ნ----------------------–----–-----------“-ს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა 20275,5 (ოცი ათას ორას სამოცდათხუთმეტი მთელი ხუთი მეათედი) ლარი.
2. 2018 წლის მარტში, ქუთაისში, თ----------ის ქ. #66/68-ში მდებარე შპს ,,ნ----------------------–----–-----------“-ს ფილიალში, ამავე ფილიალის ოპერატორმა - ქუთაისის საქალაქო სამმართველოს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა ი------- დ------ემ, რომელსაც შრომითი ხელშეკრულებით დავალებული ჰქონდა კლიენტთა მომსახურეობის თანხების მიღება, აღრიცხვა და სათაო ოფისში გადაგზავნა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა შპს ,,ნ----------------------–----–-----------“-ს კუთვნილი 4891,9 (ოთხი ათას რვაას ოთხმოცდათერთმეტი მთელი ცხრა მეათედი) ლარი, რამაზ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ ი------- დ------ის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
1. ი------- დ------ემ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით.
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
2. ი------- დ------ემ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ბრალდებულ ი------- დ------ის მიერ, მის მიმართ ინკრიმინირებული, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ საქმეში წარმოდგენილი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებანი: ა-------------–---–ის, დ----------–---ის, ი------- დ------ის, ნ---------------–---–ის, მ-----–-------ის, დ-------------ის, დ---------------ის, მ---------------ს, ბ-----–---------ის, დ---------------–--ის, გამოკითხვის ოქმები, ელექტრონული ზედდებულების ამსახველი დისკის დათვალიერების ოქმი, ი------- დ------ის შრომითი ხელშეკრულება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი და საქმეში არსებული სხვა ინფორმაციათა ერთობლიობა.
სამართლებრივი შეფასება:
წარდგენილ კვალიფიკაციას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით - სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით - სასამართლო სწორად შერაცხულად მიიჩნევს. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. ობიექტური მხარე გამოიხატება სხვისი ნივთის (როგორც მოძრავი, ისე უძრავი) ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში. დამნაშავე მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას ახორციელებს შემდეგ შემთხვევებში: სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობისა თუ სპეციალური დავალების სახით. შესაბამისად ი------- დ------ის მიერ ჩადენილი ქმედება გასაკიცხ ქმედებადაა მიჩნეული კანონმდებლის მიერ.
სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გამოტანილი განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს, მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პირის ბრალეულობას.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ი------- დ------ის მიერ გახორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება დასტურდება ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით.
შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
ასევე სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებული მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ნასამართლობის მქონე ბრალდებულმა კვლავ განახორციელა ახალი განზრახი დანაშაულებრივი ქმედებები. აღნიშნული მიუთითებს ბრალდებულის ქმედების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ასევე, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა არ აუნაზღაურა დაზარალებულს მიყენებული ზიანი.
სასამართლო ამავე დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ბრალდებულის პიროვნებას, იმ გარემოებას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მომხდარ ქმედებას და მიიჩნევს, რომ შესაძლოა ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და დაადგეს გამოსწორების გზას, თუ მის მიმართ, სასამართლო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილს ჩაუთვლის პირობით მსჯავრად, რაც თავისი შინაარსით, მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაც იქნება და ასევე, ხელს შეუწყობს ბრალდებულის სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, რადგანაც იგი გამართლებული იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ი------- დ------ის რესოციალიზაციისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 21-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებული ი------- დ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ასევე, სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
2. სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე; 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი, ან სხვა მატერიალურად პასუხისმგებლობითი თანამდებობის დაკავების უფლება.
3. სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით და 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი, ან სხვა მატერიალურად პასუხისმგებლობითი თანამდებობის დაკავების უფლება.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი------- დ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე; 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი, ან სხვა მატერიალურად პასუხისმგებლობითი თანამდებობის დაკავების უფლება.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარი და თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 01 წლისა და 06 თვის ვადით და საბოლოოდ, ბრალდებულ ი------- დ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე; 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი, ან სხვა მატერიალურად პასუხისმგებლობითი თანამდებობის დაკავების უფლება.
5. გაუქმდეს ი------- დ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, მსჯავრდებულ ი------- დ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 06 ივნისიდან.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ ი------- დ------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლის განხორციელება და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს ი------- დ------ეს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
7. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებიდან: შპს ,,ნ----------------------–----–ის“ სათავო ოფისიდან ამოღებული (თბილისი, წერეთლის გამზ. #116/201) ქუთაისის ფილიალიდან გადაგზავნილი ზედდებულები (2017 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით) და შპს ,,ნ----------------------–----–-----------“-ს ცენტრალური ტერმინალიდან ამოღებული (თბილისი, აგლაძის ქ. #32) ქუთაისის ფილიალის კუთვნილი სისტემური ბლოკი (ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. ხოლო ქუთაისის ფილიალიდან გამოთხოვილი ელექტრონული ოპერაციების ისტორიის ამსახველი დისკი, რომელიც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლერი თედორაძე