გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№221210218002785045 (2/51-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.02.2019 წელი ქ. ზუგდიდი
მესტიის მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
განმცხადებელი მა------------ი
მოთხოვნა: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2. დადგინილად იქნეს ცნობილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ მა------------ს (პ/ნ 3----------) მიღებული აქვს მამის არ-----------------ს (პ/ნ 3---------- გარდაც. მოწმობა №2----------) სამკვიდრო ქონება მდებარე მესტიის რ-ნის სოფელ ეცერში.
3. განმცხადებლის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი დარჩეს შესაბამის ანგარიშზე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
შენიშვნა:
მხარემ სასამართლო სხდომაზე, ასევე წერილობით განცხადებაში უარი განაცხადა გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და მოითხოვა გადაწყვეტილება დასაბუთების გარეშე. შესაბამისად, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა