გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.10.2019
საქმის ნომერი
130210018002731028
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N2-1241-18

130210018002731028

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.10.2019 წ. ქ.ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე: სს "ს----------–-------კი"

წარმოამდგენელი -

მოპასუხეები: - ლ------------–--ლი, ი------–-----–--ლი, ბ--–---------–--ლი, დ----------------–--ლი, ლ--–---------–--ლი

წარმომადგენელი: მ---------–-–-ილი

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

1) ი------–-----–--ლი, დ----------------–--ლი, ლ------------–--ლი, ბ--–---------–--ლი, ლ--–---------–--ლი, ცნობილ იქნენ აწ გარდაცვლილ ვ----–--------–--ლის უფლებამონაცვლეებად.

2) უძრავი ქონება მდებარე ქარელის რაიონის სოფელ დ----ში (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N--.1--4-.1-8. სსიპ-საჯარო რწეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღირიცხოს: ი------–-----–--ლის (პ/ნ 4----------), დ----------------–--ლის (პ/ნ-----------), ლ------------–--ლის (პ/ნ4----------), ბ--–---------–--ლის (პ/ნ 4---------- და ლ--–---------–--ლის (პ/ნ4---------3) სახელზე ვ----–--------–--ლის(პ/ნ 4---------4) 1/5 წილის პროპორციულად.

3) ი------–-----–--ლს, დ----------------–--ლს, ლ------------–--ლს, ბ--–---------–--ლს და ლ--–---------–--ლს სს "ს----------–-------კის" სასარგებლოდ 2017 წლის 12 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ N G------------------- ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 2017 წლის 12 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 61 44-.79 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 55 600 ლარი, პროცენტი-3356.13 ლარი და პირგასამტეხლო 2492.66 ლარი.

 

4.) დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს"ს----------–-------კის" სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ლ------------–--ლის (პ/ნ 4----------), ი------–-----–--ლის (პ/ნ 4----------, ბ--–---------–--ლის (პ/ნ 4----------), დ----------------–--ლის (პ/ნ 4----------) და ლ--–---------–--ლის (პ/ნ4---------30) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქარელის რაიონი, სოფელი დ----ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 6--1--4-.1-8 .

5) იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყიოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოსდ მიექცეს მოპასუხეების: ი------–-----–--ლის (პ/ნ 4---------- და ლ------------–--ლის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონებები.

6) ი------–-----–--ლს, დ----------------–--ლს, ლ------------–--ლს, ბ--–---------–--ლს და ლ--–---------–--ლს სს "ს----------–-------კის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 843.47 ლარის გადახდა.

7. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებს:

 

2017 წლის 12 დეკემბერს სს "ს----------–-------კსა" და ვ----–--------–--ლს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ NG------------------- ხელშეკრულება რომლის თანახმად მსესხებლის საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 1 000 000 აშშ დოლარით ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 240 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0-4- პროცენტი.

2017 წლის 12 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ NG------------------- ხელშეკრულების სს "ს----------–-------კსა" და ლ------------–--ლს, ი------–-----–--ლს, ბ--–---------–--ლს, ვ----–--------–--ლს, დ----------------–--ლს და ლ--–---------–--ლს შორის 2017 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა იოპოთეკის ხელშეკრულება N GAH00024-313, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ლ------------–--ლის, ი------–-----–--ლის, ბ--–---------–--ლის, ვ----–--------–--ლის, დ----------------–--ლის და ლ--–---------–--ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქარელის რაიონი, სოფელი დ----ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 6--1--4-.1-8.

ზემოაღნიშნული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგკლებში 2017 წლის 12 დეკემბერს სს "ს----------–-------კსა და ვ----–--------–--ლს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება NG-----------------------------, რომლის თანახმად ვ----–--------–--ლის სასარგებლოდ გაიცა სესხი 60 000 ლარის ოდენობით, წლიური 13,5% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრყულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 37 თვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათის ყოველ ვადაგადაცილებუკლ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით.

2017 წლის 12 დეკემბრის N G----------------------------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს "ს----------–-------კსა" და ი------–-----–--ლს შორის 2017 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

2017 წლის 12 დეკემბრის N G----------------------------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს "ს----------–-------კსა" და ლ------------–--ლს შორის 2017 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

აღნიშნული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების თანახმად სოლიდარული თავდები პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 120 000 ლარით.

სს"ს----------–-------კის" მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად. კერძოდ, მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ხელშეკრულებაზე ანდართული გრაფიკის შესაბამისად. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლების მიერ დაირღვა კრედიტის დაფარვის გრაფიკი. მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებებისა სს"ს----------–-------კი"-ს მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ მოტივით, რომ თანხის ძირითადი მსესხებელი ვ----–--------–--ლი 2018 წლის 20 ივნისს ტრაგიკულად გარდაიცვალა ავტოავარიაში, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში ახორციელებდა გადაზიდვებს სწორედ იმ მანქანით, რომელიც შეძენილი ჰქონდა ბანკის სესხით. სიცოცხლის განმავლობაში ვ----–--------–--ლი ბანკის ვალს ეტაპობრივად იხდიდა კეთილსინდისიერად. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ფულადი ვალდებულების შესრულება მისი პირადი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი გახდა. რადგან თავდები პირები არიან მისი ოჯახის წევრები, რომელთაც გააჩნიათ მხოლოდ იპოთეკით დატვირთული ერთადერთი საცხოვრებელი სახლი. ოჯახი არის სოციალურად დაუცველი და ცხოვრობს ბუფერულ ზონაში. იმის გამო, რომ ძირითადი მსესხებელი ვ----–--------–--ლი გარდაცვლილია და სასესხო ვალდებულების შესრულება მის გარეშე შეუძლებელია, მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ მოცემული სასესხო ვალდებულება უნდა შეწყდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2017 წლის 12 დეკემბერს სს "ს----------–-------კსა" და ვ----–--------–--ლს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ NG------------------- ხელშეკრულება რომლის თანახმად მსესხებლის საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 1 000 000 აშშ დოლარით ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 240 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0-4- პროცენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

-გენერალური საკრედიტო ხაზის N G------------------- ხელშეკრულება.

 

3.1.2. 2017 წლის 12 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ NG------------------- ხელშეკრულებით სს "ს----------–-------კსა" და ლ------------–--ლს, ი------–-----–--ლს, ბ--–---------–--ლს, ვ----–--------–--ლს, დ----------------–--ლს და ლ--–---------–--ლს შორის 2017 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა იოპოთეკის ხელშეკრულება N GAH00024-313, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ლ------------–--ლის, ი------–-----–--ლის, ბ--–---------–--ლის, ვ----–--------–--ლის, დ----------------–--ლის და ლ--–---------–--ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქარელის რაიონი, სოფელი დ----ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 6--1--4-.1-8.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

- იპოთეკის ხელშეკრულება NN GAH00024-313,-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

3.1.3. ზემოაღნიშნული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 12 დეკემბერს სს "ს----------–-------კსა და ვ----–--------–--ლს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება NG-----------------------------, რომლის თანახმად ვ----–--------–--ლის სასარგებლოდ გაიცა სესხი 60 000 ლარის ოდენობით წლიური 13,5% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 37 თვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათის ყოველ ვადაგადაცილებუკლ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

- საკრედიტო ხელშეკრულება NG-----------------------------,3.1.4. 2017 წლის 12 დეკემბრის N G----------------------------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს "ს----------–-------კსა" და ი------–-----–--ლს შორის 2017 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებიობის ხელშეკრულება.

2017 წლის 12 დეკემბრის N G----------------------------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს "ს----------–-------კსა" და ლ------------–--ლს შორის 2017 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

აღნიშნული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების თანახმად სოლიდარული თავდები პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 120 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება- ი------–-----–--ლი.

-სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება- ლ------------–--ლი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 სს"ს----------–-------კის" მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად-კერძოდ, მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობერბისა და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლების მიერ დაირღვა კრედიტის დაფარვის გრაფიკი. მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებებისა სს"ს----------–-------კი"-ს მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეუსრულებელია, რის გამოც სოლიდარულად გადასახდელად ეკისრებათ 61 44-.79 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 55 600 ლარი, პროცენტი-3356.13 ლარი და პირგასამტეხლო 2492.66 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, მე-400, 403-ე,404-405-ე, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 873-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, კი, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის თანახმად, კი, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა მოპასუხეებზე მითითებული თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამასთან, მითითებული კანონის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას. ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოში კანონი იმას კი არ გულისხმობს, რომ პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა თავიდანვე შეუსაბამოდ მაღალი თუ იქნებოდა, მხოლოდ ეს გახდებოდა მისი შემცირების საფუძველი, არამედ იმასაც, რომ შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ შეიძლება პირგასამტეხლო იქცეს ვალდებულების შესრულების პროცესშიც. ორივე შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს მოვალის ინტერესები. ასეთ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც თავის მხრივ წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, იმის მხედველლობაში მიღებით, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ პირგასამტეხლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან (სესხის ოდენობა, ძირითადი მოვალის გარდაცვალება და სხვ.) გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ, მიზანშეწონილად მიიჩნევს მისი ოდენობის შემცირებას. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას.

6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან, 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია რომ 2017 წლის 12 დეკემბერს სს "ს----------–-------კსა" და ვ----–--------–--ლს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ NG------------------- ხელშეკრულება რომლის თანახმად მსესხებლის საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 1 000 000 აშშ დოლარით ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 240 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0-4- პროცენტი.

2017 წლის 12 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ NG------------------- ხელშეკრულების სს "ს----------–-------კსა" და ლ------------–--ლს, ი------–-----–--ლს, ბ--–---------–--ლს, ვ----–--------–--ლს, დ----------------–--ლს და ლ--–---------–--ლს შორის 2017 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N GAH00024-313, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ლ------------–--ლის, ი------–-----–--ლის, ბ--–---------–--ლის, ვ----–--------–--ლის, დ----------------–--ლის და ლ--–---------–--ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქარელის რაიონი, სოფელი დ----ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 6--1--4-.1-8.

ზემოაღნიშნული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 12 დეკემბერს სს "ს----------–-------კსა და ვ----–--------–--ლს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება NG-----------------------------, რო,ლის თანახმად ვ----–--------–--ლის სასარგებლოდ გაიცა სესხი 60 000 ლარის ოდენობით წლიური 13,5% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 37 თვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით.

2017 წლის 12 დეკემბრის N G----------------------------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს "ს----------–-------კსა" და ი------–-----–--ლს შორის 2017 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებიობის ხელშეკრულება.

2017 წლის 12 დეკემბრის N G----------------------------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს "ს----------–-------კსა" და ლ------------–--ლს შორის 2017 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

აღნიშნული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების თანახმად სოლიდარული თავდები პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 120 000 ლარით.

სს"ს----------–-------კის" მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად-კერძოდ, მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლების მიერ დაირღვა კრედიტის დაფარვის გრაფიკი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლის 1-ლი ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; (11.1--2015. N4626 ) ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. (ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიულიშინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, როდესაც მის შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება აღსრულების დაყოვნების შედეგად მიყენებულ ზიანს.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №1/5/675,681 30/09/2016)

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მრავალსულიანი ოჯახი არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს სადავო ფართში და ამ მიმართებით შესაძლოა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივმა აღსრულებამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოთ მათ. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს ამის კანონიერი საფუძველი. კერძოდ, არ არის დასაბუთებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების გარეშე რა ზიანი შეიძლება მიადგეს მოსარჩელე მხარეს.

 

5.0. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს.ს. ს----------–-------კის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეები: ლ------------–--ლი (პ/ნ 4----------), ი------–-----–--ლი (პ/ნ 4----------, ბ--–---------–--ლი (პ/ნ 4----------), დ----------------–--ლი (პ/ნ 4----------) და ლ--–---------–--ლი (პ/ნ4---------30) ცნობილ იქნენ აწ გარდაცვლილი ვ----–--------–--ლის (პ/ნ 4---------4) უფლებამონაცვლეებად.

 

3. უძრავი ქონება მდებარე: ქარელის რაიონი, სოფელი დ----ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 6--1--4-.1-8 სსიპ- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღირიცხოს ლ------------–--ლის (პ/ნ 4----------), ი------–-----–--ლის (პ/ნ 4----------, ბ--–---------–--ლის (პ/ნ 4----------), დ----------------–--ლის (პ/ნ 4----------) და ლ--–---------–--ლის (პ/ნ4---------30) სახელზე ვ----–--------–--ლის (პ/ნ 4---------4) 1/5 წილის პროპორციულად.

 

4. მოპასუხეებს: ლ------------–--ლს (პ/ნ 4----------), ი------–-----–--ლს (პ/ნ 4----------, ბ--–---------–--ლს (პ/ნ 4----------), დ----------------–--ლს (პ/ნ 4----------) და ლ--–---------–--ლს (პ/ნ4---------30) სს"ს----------–-------კი"-ს (ს/ნ204378869) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 59 456 ორმოცდაცხრამეტი ათას ოთხასორმოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 55600 ლარი, პროცენტი-3356 ლარი და პირგასამტეხლო 500 ლარი.

 

5. მოპასუხეებს: ლ------------–--ლს (პ/ნ 4----------), ი------–-----–--ლს (პ/ნ 4----------, ბ--–---------–--ლს (პ/ნ 4----------), დ----------------–--ლს (პ/ნ 4----------) და ლ--–---------–--ლს (პ/ნ4---------30) სს"ს----------–-------კი"-ს (ს/ნ204378869) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახწელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის, 1783 ლარის და 68 თეთრის გადახდა, დანარჩენი თანხა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

6. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს"ს----------–-------კის" სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ლ------------–--ლის (პ/ნ 4----------), ი------–-----–--ლის (პ/ნ 4----------, ბ--–---------–--ლის (პ/ნ 4----------), დ----------------–--ლის (პ/ნ 4----------) და ლ--–---------–--ლის (პ/ნ4---------30) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქარელის რაიონი, სოფელი დ----ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 6--1--4-.1-8 .

 

7. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყიოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოსდ მიექცეს მოპასუხეების: ი------–-----–--ლის (პ/ნ 4---------- და ლ------------–--ლის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონებები.

 

8.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძლება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

ნაირა გიგიტაშვილი