გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/12265-18
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯი---რია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) - და---- სო----
წარმომადგენელი - ნი--- ლი--------
მოპასუხე (შეგებებული სარჩელის ავტორი) - შპს „------- 20--“
წარმომადგენელი - ნო----- ზა------, ბე-- ვა----, ხა---- პა----
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება (ძირითადი სარჩელით), თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)
აღწერილობითი ნაწილი
1.მოთხოვნა
და---- სო----ს შპს „------- 20--“-ის სასარგებლოდ დაეკისროს იუ---------–- მო------------ ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურება.
2. ფაქტობრივი გარემოებები
2.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „------- 20--“-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება.
2.2. 2018 წლის 18 სექტემბრის იურიუდიული მო------------ შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ კლიენტი (შპს „------- 20--“) კომპანიას (შპს იუ---------–- მო------------ ბი------ - სამართალწარმოება) უხდის იუ---------–- მო------------ საფასურს (ჰონორარს) – 500 ლარის ოდენობით (საშემოსავლი გადასახადის გარეშე), მას შემდეგ, რაც საქმის წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულდება კლიენტის სასარგებლოდ. ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, გასამრჯელოს ნაწილი - 100 ლარის ოდენობით უკვე გადახდილია.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 18.09.2018 ხელშეკრულება იუ---------–- მო------------ გაწევის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რადგან 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლოს გარეშე ხარჯის, კერძოდ იუ---------–- მო------------ ხარჯის ანაზღაურების საკითხი, დამატებითი გადაწყვეტილებით და---- სო----ს უნდა დაეკისროს შპს „------- 20--“-ის სასარგებლოდ 70.48 ლარის გადახდა სასამართლოს გარეშე ხარჯის ასანაზღაურებლად.
4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 53-ე მუხლებით.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
ამავე მუხლის 31 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგი---ს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
სასამართლო განმარტავს, რომ ამ ნორმით დადგენილი 7-დღიანი ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა მხარემ შეიტყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი და ის გარემოება, რომ სასამართლოს არ უმსჯელია ამა თუ იმ საკითხზე.
განსახილველ შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2019 წლის 18 იანვარს, მაგრამ შეგებებული სარჩელის ავტორი არ დასწრებია გადაწყვეტილების გამოცხადებას. მხარემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2019 წლის 23 იანვარს გამოითხოვა, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, როდის ჩაბარდა მას სარეზოლუციო ნაწილი, ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება ვადის დაცვითაა წარმოდგენილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს მაქსიმალურ ზღვარს, რომლის ფარგლებში დაიშვება წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, რადგან შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე და---- სო----ს მოსარჩელე შპს „------- 20--“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 70.48 (1458+304 (152 დღე*2)=1762 *4%=70.48) ლარის გადახდა იუ---------–- მო------------ ხარჯის ასანაზღაურებლად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 261-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „------- 20---ის“ წარმომადგენლის - ბე-- ვა----- განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. და---- სო----ს დაეკისროს შპს „------- 20--“-ის სასარგებლოდ 70.48 ლარის გადახდა წარმომადგენლის დახმარების ხარჯის ასანაზღაურებლად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო წესით, დამატებითი გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯი---რია