განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2019
საქმის ნომერი
820100118002538850
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#820100118002538850

№1-173/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 თებერვალი 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე

 

პროკურორი- დ----- ხ------–---–-

 

ბრალდებული - თ------ თ----------ე, გ-- მ-----ე

ადვოკატი - ზა---------ე, მა-–-----------ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173210518008 საქმე

 

1. ბრალდებულ გ-- მ-----ის მიმართ

მამის სახელი: დ---------

დაბადებული: 1--------- წელი;

მოქალაქეობა: საქართველო

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: სა–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მისამართი: ბათუმი, ფ-----–--–-----------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და მესამე ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები;

 

2. ბრალდებულ თ------ თ----------ის მიმართ

მამის სახელი: თ------

დაბადებული: 0--------- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო, ხელვაჩაური

მოქალაქეობა: საქართველო

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: სა–----–--

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

მცხოვრები ქ. ბათუმი, ფ------------–--–---------------------------,პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და მესამე ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. ბრალდების დადგენილების თანახმად 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ბათუმში, ფრ----------–--–ის გამზირი N336-ა ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე , თ------ თ----------ემ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად გ-- მ-----ესთან ერთად, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის გ---- ს-----ეს აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცა მართვის ქვეშ არსებული სედანის ტიპის ბმვ-ს მარკის რუხი ფერის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით S-------- და მასში არსებული საგნები, რამაც გამოიწვია 4500 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. თ------ თ----------ემ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს - მაღალტექნოლოგიურ საწარმოო პირობებში კუსტარული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის „BERRETA-M1934” მოდელის N345789 პისტოლეტს და საბრძოლო მასალას - 6 (ექვსი) ცალ ქარხნულ წესით დამზადებულ 1908 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნებს, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდამფლობელობაში არსებულ BMW-X5-ის მოდელის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით G-------- -ს, სალონში არსებულ საბარგულში 2018 წლის 30 მაისამდე. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები, 2018 წლის 30 მაისს, 18:40 სთ-დან - 19:58 სთ-ის პერიოდში, ქ. ბათუმში , ივ---------–---–-ს ქ. N18-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარებული თ------ თ----------ეს მფლობელობაში არსებულ BMW-X5-ის მოდელის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით G-------- -ს ჩხრეკის იქნა ამოღებული.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. გ-- მ-----ესა და თ------ თ----------ეს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით არ გაუტაციათ გ---- ს-----ის ბმვ-ს მარკის რუხი ფერის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით S-------- მასში არსებული საგნებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

4. ბრალდებულებმა გ-- მ-----ემ და თ------ თ----------ემ უარყვეს გ---- ს-----ის ავტომანქანის გატაცების ფაქტი.

 

5.დაზარალებულმა გ---- ს-----ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე, იგი დედის -გ------–ი ს-----ის კუთვნილი BMW-ს მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით S-------- გ------- მ-------ესთან ერთად იმყოფებოდა ქ. ბათუმში, ფრ----------–--–ის გამზირზე მდებარე N336 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე , მათგან მოშორებით იდგა თ------ თ----------ე 10-12 პირთან ერთად. ვინაიდან თ------ თ----------ემ მას შორიდან აჩვენა მისთვის შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაცია, იგი ჩამოვიდა ავტომანქანიდან ისე, რომ გასაღები ჩატოვა მანქანაში და მივიდა თ------ თ----------ესთან, რომელმაც მისვლისთანავე მას დაარტყა ხელი, ხელი დაარტყეს იქ მყოფმა სხვა პირებმაც, ამიტომ გამოიქცა ავტომანქანის მიმართულებით, ამოიღო ე.წ. „ბიტა“ და მოიქნია, მაგრამ რადგან მას დაედევნა თ------ თ----------ე და მასთან ერთად მყოფი ყველა პიროვნება, მან დააგდო „ბიტა“ და გაიქცა . ხსენებული პირები დაედევნენ, სდიეს დაახლოებით 20-30 მეტრი და შეწყვიტეს დევნა. შემდეგ კი დაახლოებით 60-70 მეტრის მანძილიდან დაინახა, რომ თ------ თ----------ე დაჯდა დედამისის -გ------–ი ს-----ის კუთვნილ BMW-ს მარკის ავტომანქანის საჭესთან, გვერდზე დაუჯდა გ---- ს-----ე და წაიყვანეს ავტომანქანა.

 

6 მოწმის სახით დაკითხულმა გ---- ს-----ის დედამ გ------–ი ს-----ემ განმარტა, რომ მას საკუთრებაში ჰყავს BMW-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით S--------, ვინაიდან უჩივის ჯანმრთელობას, ხსენებულ ავტომანქანას მართავს მისი შვილი გ---- ს-----ე. 2018 წლის 12 მაისს ჰქონდა მაღალი წნევა, ამიტომ აფთიაქში იყიდა წამალი და ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც დაინახა, რომ მის შვილს, გ---- ს-----ეს, თ------ თ----------ემ დაარტყა ხელი და გ---- გაიქცა, მაგრამ დაედევნა თ------ თ----------ე და მასთან ერთად მყოფი კიდევ 7-8 ბიჭი, რომელთაგან იცნობდა მხოლოდ გ-- მ-----ეს. მისმა შვილმა შეძლო გაქცევა, ხოლო თ------ თ----------ე დაჯდა მის კუთვნილ BMW-ს მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით S--------, საჭესთან, გვერდით დაუჯდა გ-- მ-----ე და ხსენებულმა პირებმა წაიყვანეს მისი კუთვნილი ავტომანქანა.

 

7. სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 03 ივნისის ამოღების ოქმით დგინდება, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მა----–-----ში მდებარე ავტოფარეხში ნანახი და ამოღებული იქნა BMW-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით S--------, მასში არსებული ნივთებით.

 

8. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული თ----–- ა----–----ის ჩვენებით კი დგინდება, რომ ხსენებული ავტომანქანა ავტოფარეხში მიიყვანა და გააჩერა მისმა მეუღლემ ვ------- მ-------ემ.

 

9. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად BMW-ს მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით S--------, ამოღებულ იდენტიფიკაციისთვის ინფორმატიულ ანაწმენდებზე გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და გასხვავდება თ------ თ----------ის გენეტიკური პროფილისგან.

 

10. მართალია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა გ---- ს-----ემ და მისმა დედამ, გ------–ი ს-----ემ, განაცხადეს, რომ მათი კუთვნილი ავტომაქანა წაიყვანა თ------ თ----------ემ და გ---- მ-----ემ, მაგრამ სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს იმ თვითმხილველი ე.წ. ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები, რომლებიც წარმოადგენს საქმის მტკიცებულებების მნიშვნელოვან წყაროს. სასამართლოს მხედველობაში აქვს ე.წ. ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი საქმის შედეგით. განსაკუთრებით კი თვით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვ------- მ-------ის ჩვენება, რომლის ნათესავის ავტოფარეხიდან ამოიღეს BMW-ს მარკის ავტომანქანა , სახელმწიფო ნომრით S--------. რომელმაც სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ, იგი შეესწრო თ------ თ----------ესა და გ---- ს-----ეს შორის მომხდარ კომფლიქტს, რის შემდეგ ყველა წავიდა და გ---- ს-----ემ მისი BMW-ს მარკის ავტომანქანა , სახელმწიფო ნომრით S--------, ღია მდგომარეობაში, ავტომანქანის გასაღებთან ერთად , მიატოვა შემთხვევის ადგილზე. მისივე განმარტებით გ---- ს-----ე იმყოფებოდა გ------- მ-------ესთან ერთად, ეს უკანასკნელი კი არის მისი სიძის დის შვილი, ამიტომ მან დაქოქა ავტომანქანა, გადაიყვანა ავტოფარეხში და აღნიშნული შეატყობინა გ------- მ-------ეს.

 

11.ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ- რ----– თ---------ემ ასევე დაადასტურა, რომ 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე, იგი შეესწრო ქ. ბათუმში, ფრ----------–--–ის გამზირი N336-ა ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გ---- ს-----ესა და თ------ თ----------ეს შორის მომხდარ კონფლიქტს, რა დროსაც გ---- ს-----ემ ადგილზე დატოვა მისი კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც წაიყვანა სხვა პირმა და ის თ------ თ----------ესა და გ-- მ-----ეს არ წაუყვანიათ.

 

12. .ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ, დ----- ბ-----ემ, ასევე უარყო თ------ თ----------ის და გ-- მ-----ის მიერ გ---- ს-----ის კუთვნილი BMW-ს მარკის ავტომანქანის სახელმწიფო ნომრით S--------, წაყვანის ფაქტი და განმარტა, რომ ის შემთხვევის ადგილიდან წაიყვანა სხვა პირმა.

 

13. მოწმის სახით დაკითხულმა გ------- წ---–-----ემ ასევე დაადასტურა, რომ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. კონფლიქტის შემდეგ თ------ თ----------ე და გ-- მ-----ე წავიდნენ ფეხით, ხოლო გ---- ს-----ის კუთვნილი BMW-ს მარკის ავტომანქანა , სახელმწიფო ნომრით S-------- , წაყვანა ვ------- მ-------ემ.

 

14. მოწმის სახით დაკითხულმა დაცვის მხარის მოწმეებმა, ლ---- ზ-------ემ, ჯ---- ს------ემ და ზ-------------–--ემ ასევე დაადასტურეს, რომ შეესწრნენ თ------ თ----------ესა და გ---- ს-----ეს შორის მომხდარ კონფლიქტს, გ---- ს-----ე სწრაფი ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ, თ------ თ----------ე და გ-- მ-----ე კი ფეხით წავიდნენ საპირისპირო მიმართულებით, რაც შეეხება გ---- ს-----ის კუთვნილი BMW-ს მარკის ავტომანქანას, რომელიც გ---- ს-----ემ დატოვა ადგილზე, ის ლ---- ზ-------ის განმარტებით წაყვანა ვ------- მ-------ემ. ამავდროულად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა ყველა მოწმემ ცალსახად უარყო, რომ გ---- ს-----ის კუთვნილი BMW-ს მარკის ავტომანქანა თ------ თ----------ესა და გ-- მ-----ეს არ წაუყვანია, ასევე განაცხადეს, რომ მათ უბანში აფთიაქი წლების განმავლობაში აღარ ფუნქციონერებს.

 

15. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც, თუმცა აღნიშნული ჩანაწერების ყურებით პირთა იდენტიფიცირება შეუძლებელია.

 

16. ამდენად, მართალია სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა გ---- ს-----ემ და მისმა დედამ გ------–ი ს-----ემ განაცხადეს, რომ ავტომანქანა წაიყვანა თ------ თ----------ემ და გ-- მ-----ემ, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ხსენებული პირთა ჩვენებები, საკამრის არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანარჩენი მტკიცებულებები, თვითმხილველი ე.წ. ნეიტრალური მოწმეების ჩვენებების სახით, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი საქმის შედეგით, განსაკუთრებით კი თვით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები, ეჭვქვეშ აყენებს მათ უტყუარობას.

 

17. მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე №397აპ–14) შემდეგი: საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ–ის 82–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და, საერთოდ, ნებისმიერი – გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებულობისათვის.

 

18. სწორედ აღნიშნული სტანდარტით მტკიცებულებების შეფასებისას, იმ დროს, როდესაც სასამართლო სხდომაზე დაკითხული დანარჩენი თვითმხილველი ე.წ. ნეიტრალური მოწმეები , რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი საქმის შედეგით და განსაკუთრებით თვით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები, უარყოფენ გ-- მ-----ის და თ------ თ----------ის მიერ გ---- ს-----ის ავტომანქანის წაყვანას, ეჭვქვეშ აყენებს დაზარალებული გ---- ს-----ის ჩვენების უტყუარობის ხარისხს. გ---- ს-----ე, რომელიც მისი განმარტებით გალახეს, დაამცირეს, გარბის და მას მისდევს 10-12 კაცი, ამ ვითარებაში 60-70 მეტრის მანძილიდან რამდენად სწორედ აღიქვა თუ ვინ დაჯდა მისი ავტომანქანის საჭესთან და მეორეს მხრივ მოწმე გ------–ი ს-----ის ჩვენების უტყუარობის ხარისხს, რომელსაც მისი განმარტებით ჰქონდა მაღალი წნევა, უჩივის მხედველობას, შეესწრო შვილის ცემას, არ ჩაერია მასში, არანაირი მოქმედება არ განახორციელა და ასეთ ვითარებაში 50 მეტრის მანძილიდან, როდესაც ავტომანქანასთან იყო ხალხმრავლობა, რამდენად სწორედ აღიქვა თუ ვინ დაჯდა ავტომანქანის საჭესთან.

 

19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

20.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

21. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

22. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

23. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

24. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

25.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც განაჩენში წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე მთლიანობაში პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს.

 

26. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გ-- მ-----ისა და თ------ თ----------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში: გ---- ს-----ის ავტომანქანის წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გატაცების ნაწილში, არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა მათი ბრალეულობის დასამტკიცებლად, რის გამოც გ-- მ-----ე და თ------ თ----------ე ცნობილი უნდა იქნენ უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და მესამე ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდნენ.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

27. თ------ თ----------ემ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს - მაღალტექნოლოგიურ საწარმოო პირობებში კუსტარული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის „BERRETA-M1934” მოდელის N345789 პისტოლეტს და საბრძოლო მასალას - 6 (ექვსი) ცალ ქარხნულ წესით დამზადებულ 1908 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნებს, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მფლობელობაში არსებულ BMW-X5-ის მოდელის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით G-------- -ს, სალონში არსებულ საბარგულში 2018 წლის 30 მაისამდე. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები, 2018 წლის 30 მაისს, 18:40 სთ-დან - 19:58 სთ-ის პერიოდში, ქ. ბათუმში , ივ---------–---–-ს ქ. N18-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარებული თ------ თ----------ეს მფლობელობაში არსებულ BMW-X5-ის მოდელის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით G-------- -ს ჩხრეკის იქნა ამოღებული.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმედო შეძენა და შენახვა.

 

28 . ბრალდებულმა თ------ თ----------ემ ბრალდების ამ ნაწილშიც თავი უდანაშაულოდ სცნო.

 

29. 2018 წლის 30 მაისს ჩატარებული BMW-X5-ის მოდელის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით G-------- ჩხრეკის ოქმით დადგენლია, რომ ავტომანქანის ჩხრეკა დაიწყო 18.40 საათზე, რომელიც მიმდინარეობდა ქ. ბათუმი ივ---------–---–-ს ქ. 18 მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის გამო ჩაატარა და ჩხრეკის ოქმი შეადგინა კახაბრის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა გ---- ფ----------ემ. ჩხრეკის ოქმის თანახმად, ავტომანქანა გაჩერებული იყო ხსენებულ ტერიტორიაზე, ავტომანქანის გასაღები ჰქონდა თ------ თ----------ეს და ავტომანქანის კარებები გახსნეს ხსენებული გასაღების დახმარებით. ავტომანქანის ჩხრეკას ესწრებოდა თ------ თ----------ეც. ჩხრეკის ოქმის თანახმად ავტომანქანის სალონში, წინა მარჯვენა მხარეს, სავარძლის პირდაპირ, სათავსოში“ე.წ. „ბარდაჩოკში“აღმოჩენილი და ამოღებულ იქნა მუყაოს კოლოფი, წარწერით TP-LINK, კოლოფის გახსნის შემდეგ მასში აღმოჩნდა შავი ფერის, ყავისფერ სახელურიანი ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი წარწერით „BERRETA“ , ერთი ცალი მჭიდი, რომელშიც მოთავსებული იყო 6 ცალი ვაზნა. ხსენებული კოლოფში მოთავსდა იარაღის მსგავსი საგანი, მჭიდით და ვაზნებით და ადგილზე დაილუქა სპეციალურ პაკეტში. ჩხრეკაში მონაწილეობა მიიღეს პოლიციელებმა დ----- ა-------–--ემ, რ----- კ------, გ------- ა----–----, მ------ კ------ ექსპერტებმა რ----- ბ-----ემ, ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე თ------ თ----------ემ უარი განაცხადა.

 

29. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ჩხრეკის ჩამტარებელმა და მასში მონაწილე პირებმა დ----- ა-------–--ემ, რ----- კ------, გ------- ა----–----, მ------ კ------ ექსპერტებმა რ----- ბ-----ემ დაადასტურეს ავტომანქანის ჩხრეკის ოქმში აღწერილი საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, შინაარსი და შედეგები.

 

30. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერი სრულ თანხვედრაშია, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჩხრეკის ჩამტარებელი და მასში მონაწილე პირების ჩვენებებთან.

 

31. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანზე, ერთ ცალი მჭიდზე, რომელშიც მოთავსებული იყო 6 ცალი ვაზნა დაინიშნა ბალისტიკური ექსპერტიზა, რომელმაც N 1649/ბ დასკვნით დაადგინა, რომ N345789 არის 9 მმ კალიბრის „BERRETA-M1934” მოდელს მიმსგავსებული, მაღალტექნოლოგიურ საწარმოო პირობებში, კუსტარული წესით დამზადებული პისტოლეტი, იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. ერთი ცალი მჭიდი არის 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის მაკაროვის კონტრუქციის პისტოლეტისთვის განკუთვნილი მჭიდი, გადაკეთებული და კუსტარულად მორგებული ექსპერტიზაზე წარდგენილ პისტოლეტზე, 6 ცალი ვაზნა, არის ქარხუნული წესით დამზადებული 1908 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვანზნები, განკუთვნილი ამავე კალიბრის პისტოლეტებისთვის ექვსივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის.

 

32. N 005590318 ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად BMW-X5-ის მოდელის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით G--------, ამოღებულ „BERRETA-M1934” მიმსგავსებული მოდელის პისტოლეტზე, (ლულა, სასხლეტი, დამცავი რკელი) გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის თ------ თ----------ეს.

 

33. სასამართლო შეფასების გარეშე არ ტოვებს დაცვის მხარის მიერ ბრალდების ამ ნაწილში წარმოდგენილ მტკიცებულებების, ბრალდებულის დის და მეუღლის ჩვენებებს, და განმარტავს, რომ აღნიშნული ჩვენებები ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგანაც ხსენებული პირები არ ესწრებოდნენ ჩხრეკას, შესაბამისად არ არიან თვითმხილველი პირები და მათი ჩვენებები, ისევე როგორც ჟურნალისტებთან გაკეთებული კომენტარები, არის მათი მოსაზრებები. ამავდროულად სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის და მისი მეუღლის განმარტებას, რომ BMW-X5-ის მოდელის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით G--------, კარებები არ იკეტებოდა, რადგან სასამართლო სხდომაზე ავტომანქანის გამოკვლევით დადგინდა, რომ ხსენებული ავტომანქანის ყველა კარები იყი დაკეტილი და მათი გახსნა მოხდა საქმეზე ნივთმტკიცებად დართული გასაღების დახმარებით.

 

34. ამდენად, სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ თ------ თ----------ე, რომელსაც არ აქვს უფლებამოსილი ორგანოს მიერ "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვა ცეცხლასასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის, შეძენის და შენახვის, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლ იარაღი - მაღალტექნოლოგიურ საწარმოო პირობებში კუსტარული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის „BERRETA-M1934” მოდელის N345789 პისტოლეტი და საბრძოლო მასალა - 6 (ექვსი) ცალ ქარხნულ წესით დამზადებულ 1908 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნები, რომელიც მართლასინააღმდეგოდ შეინახა BMW-X5-ის მოდელის სახელმწიფო ნომრით G-------- -ავტომანქანის სალონში არსებულ საბარგულში საიდანაც 2018 წლის 30 მაისს 18:40 სთ-დან - 19:58 სთ-ის პერიოდში, ქ. ბათუმში , ივ---------–---–-ს ქ. N18-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარებული თ------ თ----------ეს მფლობელობაში არსებულ BMW-X5-ის მოდელის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით G-------- -ს ჩხრეკის იქნა ამოღებული.

 

35. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ------ თ----------ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის-მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

36. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

37. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ თ------ თ----------ის ბრალეულობა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმედო შეძენა და შენახვაში.

 

სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა თ------ თ----------ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით /2018 წლის 6 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქცია/

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

38. თ------ თ----------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

39. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ თ------ თ----------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს თ------ თ----------ეს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 267-268-ე, 270-271-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. .ბრალდებული გ-- მ-----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და მესამე ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

2.გაუქმდეს მსჯავრდებულ გ-- მ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და გ-- მ-----ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან .

 

3.გამართლებულ გ-- მ-----ეს განემარტოს რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

4. ბრალდებული თ------ თ----------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და მესამე ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

5. ბრალდებული თ------ თ----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში /2018 წლის 6 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქცია/ და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით.

 

6.გაუქმდეს მსჯავრდებულ თ------ თ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

7. თ------ თ----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 07 ივნისიდან.

 

8.თ------ თ----------ეს სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 06 ივნისის ჩათვლით.

 

9.ასევე გაუქმდეს თ------ თ----------ის მიმართ შერჩეული აღ/ღონისძიება გირაო და მოეხსნას ყადაღა თ------ თ----------ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გირაოს უზრუნველსაყოფად, გუ-–----ა ღო----------ის (---------------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბათუმი, ა---- შ------ ქ. N22 ბინა N21 (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0-------------------

 

10. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერმტკიცებულებები:

 

- სედანის ტიპის ბმვ-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით S-------- - რომელიც ინახება აჭარის შსს მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციის ეზოში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს

.

- ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდები და სუნის ნიმუშები 2 ცალ 0,5 ლიტრიან მინის ქილაში, ავტომანქანის სავარძლის ზედაპირიდან აღებული მიკრონაწილაკები, ავტომანქანიდან აღებული ხელის ნახჭის კვლები, სუნის ნიმუშები - განადგურდეს;

 

- გ------- მ-------ის კუთვნილი ნივთები: ნოკიის ფირმის მობილური ტელეფონი, შავი ფერის ტყავის საფულე, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი, მართვის მოწმობა, აიდი ბარათი, შავი პლასტიკური ბარათი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

- გ---- ს-----ის კუთვნილი ნივთები: აიდი ბარათი, მართვის მოწმობა, ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა, იარაღის რეგისტრაციის მოწმობა, სავიზიტო ბარათი, გასაღების მაგვარი საგანი, პულტის მაგვარი საგანი, შავი ფერის ხის კეტი, ავტომანქანის გასაღები - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

- რე-----–-------ისაგან ამოღებული სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

- მხარეთა მიერ წარმოდგენილი “CD” დისკები - დაერთოს საქმეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

- ბმვ - X-5-ის მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით G-------- - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

- 9 მმ კალიბრის ,,BERETTA-M1934’’ მოდელის N345789 პისტოლეტი და საბრძოლო მასალა - ქარხნული წესით დამზადებულ 1908 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნები - რომელიც ინახება ხელვაჩაურის შსს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში - უსასყიდლოდ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს;

 

- თ. თ----------ის ავტომანქანის გასაღები - ინახება ხელვაჩაურის შსს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

11.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

12.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი