გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/5678-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 იანვარი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - სს ,,ს------------------------------ი’’
წარმომადგენელი - ნ------------–---–ი, ე-–---------–--–ი
მოპასუხე - ი-----–- გ--------ა
წარმომადგენელი - პ------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს ი-----–- გ--------ას სს ,,ს------------------------------ი’’-ს სასარგებლოდ 19 437 ლარის გადახდა (დაზუსტებული მოთხოვნა).
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სს „ს-----------------------------------–--სა“ და ფ/პ რ---- შ--------ს შორის 2016 წლის 18 ივნისს დაიდო ავტომობილის TOYOTA/H-----ის რეგისტრაციის ნომრით - F-------- დაზღვევის ხელშეკრულება და გაიცა შესაბამისი დაზღვევის სერთიფიკატი N M---------.
აღნიშნული ავტომანქანა დაზიანდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელსაც ადგილი ქონდა 2016 წლის 8 სექტემბერს ქობულეთში დ. აღმაშენებლის #99-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ავტოსაგზაო შემთხვევაში პასუხისმგებელ პირად შესაბამისი კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოების შეფასებითა და გადაწყვეტილებით დადგინდა მოპასუხე ი-----–- გ--------ა. შემთხვევასთან დაკავშირებით გაფორმდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები. მზღვეველის მიერ შეფასებულ იქნა ზარალი, რომელიც 26 441.95 ლარის ოდენობით აუნაზღაურდა მოსარგებლე პირს - რ---- შ--------ს.
მოსარჩელის განმარტებით, ზიანის მიმყენებელს მიმართა სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებული თანხის გადახდევინების მოთხოვნით, თუმცა არავითარი რეაგირება არ მოყოლია.
2. მოპასუხეთა პოზიცია.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შეფასებულ ზარალს და მოიცავს რიგ უზუსტობებს. ამასთან, მოსარჩელის მხრიდან არანაირი მოთხოვნა ზარალის ანაზღაურების შესახებ არ მიუღია. აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხვა მესამე პირებისათის მიყენებული ზარალი მის მიერ იქნა ანაზღაურებული სრულად მოთხოვნისთანავე. მოპასუხის განმარტებით, ავტოსატრანსპორტო საშუალება არ იყო ახალი და მანქანა გამოშვებულია 2008 წელს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ავტოტრანსპორტით ხდებოდა ტურისტების გადაყვანა, რაც ზრდიდა მისი ცვეთის მაჩვენებელს.
მოპასუხის განმარტებით, პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ზიანის არსებობა. თუ არ არსებობს ზიანი, ვერც პასუხისმგებლობა იარსებებს, ვინაიდან ზიანი არის ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ამოსავალი წერტილი. ანაზღაურებას ექვემდებარება რეალურად მიყენებული ზიანი, აღნიშნულ შემთხვევაში ზარალის ოდენობა არ არის რეალური და არ უნდა იქნეს ანაზღაურებული.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 18 აგვისტოს სს „ს-----------------------------------–--სა“ და ფ/პ „რ---- შ--------“-ს შორის დაიდო ავტომობილის TOYOTA/H---- -ის რეგისტრაციის ნომრით F-------- დაზღვევის ხელშეკრულება და გაიცა შესაბამისი დაზღვევის სერთიფიკატი. აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელემ იკისრა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტოტრანსპორტის დაზღვევის სერთიფიკატი (ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2016 წლის 08 სექტემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპასუხის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით K------, რომელსაც მართავდა ი-----–- გ--------ა შეეჯახა ,,ტოიოტა’’-ს მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით F--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სქემა, ახსნა-განმარტებები (ს.ფ.18-26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2016 წლის 08 სექტემბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად ცნობილ იქნა ი-----–- გ--------ა, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის დარღვევის გამო დაჯარიმდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2017 წლის 12 იანვარს შპს „G---”-ის გაცემული დეფექტური აქტის თანახმად ავტომანქანა TOYOTA H-----თვის მიყენებული ზარალის თანხა შეადგენს 28 842 ლარს, რომელსაც გამოაკლდა ფრანშიზა 1 442.10 ლარი და პოლისზე დარჩენილი პრემია 300 აშშ დოლარი და სს „ს-----------------------------------–--“-ს მიერ გადახდილი იქნა 26 441.95 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დეფექტური აქტი (ს.ფ. 27);
- ზარალის დარეგულირების აქტი (ს.ფ. 28);
- საგადახდო დავალება (ს.ფ. 29)
3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით სს „ს-----------------------------------–--“-ს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ს------------------------------ი“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განჩინება (ს.ფ. 120 - 121)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 08 სექტემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანა TOYOTA H---- -თვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგინა 14 725 ლარს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებუ-ლებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 12 აპრილს შპს „ტ-------------------------–----------–--------------------–------ი“-ს ექსპერტი რ---------–------–---–ის სასაქონლო შეფასების დასკვნის თანახმად, ავტომობილი - ავტობუსი „ტოიოტა H----” სახელმწიფო ნომრით F-------- დღეს არსებული მდგომარეობის მიხედვით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანების აღდგენის დეტალები და შესრულებული სამუშაოები ერთად ჯამში საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს დაახლოებით: 14 725 ლარს (+/- 10% გაუთვალისწინებელი ხარჯები).
ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ავტომობილის არსებული მდგომარეობის მიხედვით, ავტომობილი - ავტობუსი „ტოიოტა H----” სახელმწიფო ნომრით F-------- საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებების აღდგენის ღირებულების დადგენა მოხდა ქალაქში არსებული სერვისცენტრების მონაცემებით, მეორადი და დაშლილი ავტომობილების ნაწილების ფასების შესწავლით, ანალიზით და საბაზრო პირობების გათვალისწინებით. გასათვალისწინებელია, რომ 2008-2016 წლებში ავტომობილი იმყოფებოდა ექსპლუატაციაში და განიცდიდა საექსპლუატაციო ცვეთას. ცვეთის კოეფიციენტის პროცენტული მაჩვენებლის დასადგენად საჭიროა: ექსპლუატაციის ვადა და გარბენი, რაც აღნიშნულ ავტომობილზე შესაბამისად შეადგენს რვა წელიწადს, გარბენი კი მაჩვენებლის მიხედვით შეადგენს 385 000 კილომეტრს. რის გამოც, ცვეთის კოეფიციენტის პროცენტული მაჩვენებელი საორიენტაციოდ არის 20 %, რაც ასევე უნდა გამოაკლდეს ახალი ნაწილების ღირებულებას და მიღებულ იქნება, ავტომობილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული დეტალების ღირებულება ცვეთის გათვალისწინებით, და საორიენტაციოდ განისაზღვრა 14 725x20% = 2 945 ლარით. დასკვნის თანახმად, სწორედ აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ავტომობილზე ჩასატარებელი აღდგენითი სამუშაოების ღირებულება, შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის აღდგენისათვის საჭირო თანხა საორიენტაციოდ შეადგენს 14 725 ლარს დამატებული 2 945 ლარი. ამასთან, თანხის ოდენობა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის იზრდება 10%-ით და შეადგენს 19 437 ლარს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით ექსპერტმა დაადგინა, რომ წარდგენილი ავტომობილის დაზიანე-ბებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს დაახლოებით 19 437 ლარს.
აღნიშნული ავტომობილის მატერიალური ზარალი გამოწვეული საგზაო სატრანსპორ-ტო შემთხვევის შედეგად და ექსპლუატაციაში ყოფნის ცვეთის კოეფიციენტისა და საბაზრო ეკონომიკის პირობების გათვალისწინებით 2016 წლისათვის იქნებოდა დაახლოებით 19 437 ლარი (+/- 10 % გაუთვალისწინებელი ხარჯები).
მოპასუხე მხარემ სადაოდ გახადა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული თანხა და მიიჩნია, რომ ავტომობილისათვის გასაწევი ხარჯების ოდენობა შეადგენს 3 000 ლარს. თუმცა, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას ვინაიდან, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია, რაც დაუსაბუთებელს ხდის მის ზემოაღნიშნულ შედავებას მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებასთან მიმართებაში, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც სადაოდ არ არის გამხდარი თავად ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი და მასში მოპასუხის ბრალეულობა.
ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპერტის დასკვნა გაზიარებულ უნდა იქნეს 14 725 ლარის ნაწილში, რაც შეადგენს ავტომობილი - ავტობუსი „ტოიოტა H----” სახელმწიფო N F-------- დღეს არსებული მდგომარეობის მიხედვით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანების აღდგენის დეტალებისა და შესრუ-ლებული სამუშაოების ერთად ჯამში, საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასაქონლო შეფასება (ს.ფ. 104 - 116);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს ,,ს------------------------------ი’’-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 820-ე, 821-ე, 832-ე, 992-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
დადგენილია, რომ ი-----–- გ--------ა, რომელიც მართავდა ავტო-სატრანსპორტო საშუალებას, ვერ უზრუნველყო მანევრირების უსაფრთხოების წესების დაცვა და შეეჯახა ავტო - სატრანსპორტო საშუალება ავტომობილი - ავტობუსი „ტოიოტა H----”, სახ N F--------, რამაც გამოიწვია ავტო-საგზაო შემთხვევა. ასევე, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 18 აგვისტოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა მოსარჩელე კომპანიაში დაზღვეული ავტო-სატრანსპორტო საშუალება ფორდ ტრანზიტი სახ. ნომრით „ტოიოტა H----”, სახ N F--------.
მოსარჩელემ დამზღვევს აუნაზღაურა ზიანი 26 441.95 ლარი. დადგენილია, რომ ავტომობილის აღდგენისათვის გასაწევი ხარჯის ოდენობა შეადგენს 14 725 ლარს. აღნიშნულის საწინააღმდეგო გამაბათილებელი მტკიცებულება მოპასუხეს სასამარ-თლოსათვის არ წარუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე სადაზღვევო კომპანიას წარმოეშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება იმ პირის მიმართ, რომელსაც ეკისრებოდა მისი ანაზღაურების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზღვეული ავტო-სატრანსპორტო საშუალების დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით. ამასთან, მიყენებული ზიანის ოდენობად სასამართლომ დაადგინა 14 725 ლარი. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ დაზღვეული ავტო-სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს სადაზღვევო კომპანიამ აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, მზღვეველზე გადავიდა მოთხოვნა მოპასუხის მიმართ, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელის ფასი თავდაპირველად განსაზღვრულ იქნა 26 441.95 ლარით და სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 793.26 ლარი. მოგვიანებით, სარჩელი შემცირდა და მოთხოვნა განისაზღვრა 19 437 ლარით. ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა 14 725 ლარით.
შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს შემცირებული მოთხოვნის 7004.95 ლარის სანაცვლოდ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის თანხა, რაც შეადგენს 211 ლარს. ამასთან, დარჩენილ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა 14 725 ლარის ნაწილში, რაც შეადგენს სასარჩელო მოთხოვნის 76%, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 442.52 ლარის გადახდა, დარჩენილი თანხა კი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ს------------------------------ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. ი-----–- გ--------ას სს ,,ს------------------------------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 14 725 ლარის გადახდა;
3. ი-----–- გ--------ას სს ,,ს------------------------------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 442.52 ლარის გადახდა;
4. სს ,,ს------------------------------ი’’-ს დაუბრუნდეს 27/02/2017 წელს სს „საქართველოს ბანკი“-ს N2---- ელექტრონული საგადახდო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 793.26 ლარიდან 211 ლარი;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე