განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2019
საქმის ნომერი
511100119002855360
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 511100119002855360

№1/1-19 გამოძიების №(018060219001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი, 2019 წელი ქ.ნინოწმინდა

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი

მოსამართლემ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

ანაიტ ოგანესიანმა

სხდომის მდივნის ლუიზა გიქოშვილის

 

პროკურორის - გურამ ჭყონიძის,ბრალდებულის - სმ------------–----ს,ადვოკატის - ზაზა ზარიძის,თარჯიმანის - ანაიტ კარსლიანის

 

მონაწილეობით, ბრალდებულის პირველი წარდგენის ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ ჭყონიძის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე ბრალდებულ - სმ------------–----ს (დაბადებული: 23.03.1970 წელს, პირადი №07001030829, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ახალქალაქის რაიონი სოფელი დიდი ხორენია) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ ჭყონიძის შუამდგომლობის თანახმად, სმბატ არაქელიანმა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 06 თებერვალს, ახალქალაქის რაიონის სოფელ დიდ ხორენიაში, საკუთარი საცხოვრებელის სხვენში, სმ------------–---- მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა, ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ერთ ცალ ქარხნული წესით დამზადებულ 1983 წელს გამოშვებულ, „TOЗ-8“ მოდელის, მცირეკალიბრიან, გამოსაყენებლად ვარგის ცეცხლსასროლ იარაღსა და 89 (ოთხმოცდაცხრა) ცალ 5.6 მმ კალიბრის ვაზნას, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

 

2019 წლის 18 თებერვალს გამოტანილ იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და სმბატ არაქელიანს ჩადენილი ქმედებისათვის იმავე დღეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

2019 წლის 18 თებერვალს ადვოკატის უშუალო მონაწილეობითა და ბრალდებულ - სმ------------–----ს წინასწარი ნებაყოფლობითი თანხმობით, ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ ჭყონიძესა და ბრალდებულ - სმბატ არაქელიანს შორის გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე.

 

საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების თანახმად, სმ------------–---- ცნობილ იქნება დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირა პროკურორმა გურამ ჭყონიძემ, ბრალდებულმა - სმბატ არაქელიანმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ზაზა ზარიძემ.

 

სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები - (მოწმეების: სმ------------–----ს, ცოლაკ არაქელიანის, ჰასმიკ აკოპიანის, დავით დიდებაშვილის, რევაზ ვანაძის, სეგოს სამსონიძის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, სმბატ არაქელიანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთები, ნინოწმინდის მაგისტრატი სასამართლოს განჩინება საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ, ბალისტიკური ექსპერტიზის N03/ბ დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა) - სრულად ადასტურებს სმ------------–----ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას. ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ ჭყონიძის შუამდგომლობის დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 21-ე, 197-ე, 209-213-ე, 215-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გურამ ჭყონიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს ბრალდებულ - სმბატ არაქელიანსა და პროკურორ გურამ ჭყონიძეს შორის 2019 წლის 18 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

3. სმ------------–---- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

სმბატ არაქელიანს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა 2000 ლარი.

 

4. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ სმ------------–----ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მათ ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის პრობაციის ბიუროს.

 

5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი 01 (ერთი) ცალი „TOЗ-8“ მოდელის მცირეკელიბრიანი შაშხანა საქარხნო ნომრით -7495 და 60 ცალი 5.6 მმ კალიბრიანი ვაზნა, რომელიც ინახება შსს ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოში, გადაეცეს შსს სპეციალურ სამსახურს.

 

6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას. მისი გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

 

7. მსჯავრდებულს უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 21-ე თავით გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სსსკ-ის 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე ანაიტ ოგანესიან