განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №150100119002822480
1/6-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – არარატ ესოიან
სხდომის მდივანი – ეთერ მაღრაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე;
დაცვის მხარე
ბრალდებული დ-----– ა-------ის ძე ხ----–-----ი (დაბადებული 19---–-–----------ს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მისამართი: რუსეთის ფედერაცია, კ-----------------------------–---------------------–---------------);
ადვოკატი: კახაბერ ასპანიძე;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ახალქალაქის რაიონის სოფელ დ-----------ში, დ-----– ხ----–-----მა ყელის არეში ხელის მოჭერით და სახის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისი ყოფილი მეუღლის მამას - ვ----- ს---------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ფაქტების დადგენა:
2.1.1. დ-----– ხ----–-----ი და ს------ ხ----–-----ი (ქალიშვილების გვარი ს---------ი) იმყოფებოდნენ ქორწინებაში 1999 წლის 20 თებერვლიდან, რომელიც გაუქმდა 2018 წლის 08 ივნისს განქორწინებით, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის N145 სასამართლო უბნის მოსამართლის 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით.
მტკიცებულებები: ბრალდებულის განმარტება, 2018 წლის 08 ივნისის განქორწინების III – АГ N652190 მოწმობა (ს.ფ. 12-13), სასამართლო გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-17);
2.1.2. განქორწინების შემდეგ ბრალდებულმა გადაწყვიტა ოჯახში მომხდარი საკითხების გასარკვევად მივიდეს ახალქალაქის რაიონის სოფელ დ-----------ში, მის ყოფილ მეუღლის მამასთან - ყოფილ სიმამრთან ვ----- ს---------თან. 2018 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, დ-----– ხ----–-----მა ახალქალაქის რაიონის სოფელ დ-----------ში შეაღწია ვ----- ს---------ის სახლში, რა დროსაც მან ყელის არეში ხელის მოჭერით და სახის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ----- ს---------ს, მის (ვ----- ს---------ის) ოჯახის წევრების (მეუღლე ე------ ს--------ნის, შვილიშვილების ლ----- ს---------ის და ს------ ს---------ის) და თანასოფლელ ვ------ ო--------ის თანდასწრებით. აღსანიშნავია, რომ სწორედ ვ------ ო--------მა აღეკვეთა დ-----– ხ----–-----ის აღნიშნული ქმედება.
მტკიცებულებები: ბრალდებულის განმარტება (იხ. სხდ. ოქმი) და აღიარებითი ჩვენება, მოწმეთა ე------ ს--------ის, ლ----- ს---------ის, ვ------ ო--------ის, ს------ ს---------ის ჩვენებები;
2.1.3. აღნიშნული ცემის შედეგად ვ----- ს---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები: დაზარალებულის ვ----- ს---------ის ჩვენება, ვ----- ს---------ის სამედიცინო ბარათი (ს.ფ. 32-35).
2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ-----– ხ----–-----მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: ვ----- ს---------ის, ე------ ს--------ის, ლ----- ს---------ის, ვ------ ო--------ის, ს------ ს---------ის, დ-----– ხ----–-----ის ჩვენებები, დ-----– ხ----–-----ის მიერ წარდგენილი განქორწინების შესახებ დოკუმენტაცია, მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ დ-----– ხ----–-----ის ბრალეულობას.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.
შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-----– ხ----–-----ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ახალქალაქის რაიონის სოფელ დ-----------ში, დ-----– ხ----–-----მა ყელის არეში ხელის მოჭერით და სახის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისი ყოფილი მეუღლის მამას - ვ----- ს---------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილი ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ დ-----– ხ----–-----ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილს, არ არის ნასამართლევი, დანაშაული ჩადენილი აქვს პირველად, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა;
4.2. ბრალდებული დაზარალებულთან არ არის შერიგებული, მან განმარტა, რომ ის ჯერ თავის მეუღლეს შეურიგდება და შემდეგ მის მამას (დაზარალებულს).
4.3. ბრალდებულმა განაცხადება, რომ იგი დაქირავებული მეომარი იყო, იბრძოდა სირიეში და დონბასში.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვადით, გარდა ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5.3. დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს მხოლოდ ჯარიმა მინიმალური ოდენობით, ვინაიდან დაცვის მხარის განმარტებით, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, დანაშაული ჩაიდინა პირველად; გასათვალისწინებელია მისი მატერიალური მდგომარეობა.
5.4. მოცემულ შემთხვევაში მართალია ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით. არსებობს 4.1.-ში აღნიშნული დადგენილი გარემოებები, თუმცა სასამართლომ ყურადღება მიაქცია ბრალდებულის განცხადებებს: 1) რომ ბრალდებული დაქირავებული მეომარი იყო, იბრძოდა სირიეში და დონბასში, რაც მიუთითებს მის ან აგრესიული ხასიათზე ან მისი არაადეკვატურობაზე; 2) რომ ის ჯერ თავის მეუღლეს შეურიგდება და შემდეგ მის მამას (დაზარალებულს), რას ნიშნავს, რომ ბრალდებული არ ინანიებს, დაზარალებულთან დაძაბულ ურთიერთობაშია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, დღემდე ვერ გადაიხადა მის მიმართ შეფარდებული გირაოს თანხა და ვერ უზრუნველყო უძრავი ქონებით, რის გამოც დარჩა პატიმრობაში.
შესაბამისად დადგენილი 4.2. და 4.3. გარემოებების გათვალისწინებით, თავისუფლების აღკვეთაზე ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამდენად, დადგენილი 4.1. გარემოების გათვალისწინებითაც, ბრალდებულს ძირითად სასჯელად უნდა შეეფარდოს - მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად სავსებით აკმაყოფილებს რეპრესიის, რესოციალიზაციის და პრევენციის პრინციპებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 200-ე, 258 -260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ-----– ხ----–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (თვის)თვის ვადით;
2. დ-----– ხ----–-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდეს;
3. დ-----– ხ----–-----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 14 თებერვლიდან; ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა 2018 წლის 16 დეკემბრიდან - 2019 წლის 14 თებერვლამდე;
4. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე არარატ ესოიან