გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.11.2018
საქმის ნომერი
330210016001536786
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
19.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/31139-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,ბ-–-------------’’

წარმომადგენელი - მ----- ო------–---–ი, ქ------- ქ---------ე, ა----------------ი

 

მოპასუხე - სს--------------------------- ე-------------------’’ (ყოფილი სს--------------------------- ა------------ი’’)

წარმომადგენელი - ე----- ჟ----–---–---ი, ს--–---- წ---–-----ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე სს--------------------------- ე-------------------’’-ს (ყოფილი სს--------------------------- ა------------ი’’)“ მოსარჩელე შპს ,,ბ-–-------------’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს სადაზღვევო თანხის 15 640 აშშ დოლარის ოდენობით ექვივალენტი ლარში გადახდა.

 

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2015 წლის 28 ივლისს შპს--------------------------- ა------------სა’’ და შპს ,,ბ-–-------------’’-ს შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება. დაზღვევის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მზღვეველის მიერ დამზღვევისთვის/მოსარგებლისთვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის გზით წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

 

შპს--------------------------- ა------------ი’’ 2015 წლის 23 დეკემბერს გარდაიქმნა სს--------------------------- ა------------ად’’, შესაბამისად, ,,ს----------------------- ა------------ი’’ განსახილველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს შპს ,,ბ-–-------------ს’’ წინაშე ვალდებულ პირს.

 

დაზღვევის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის და დაზღვევის პოლისის თანახმად, დაზღვევის ობიექტს წარმოადგენდა S--------------, სარეგისტრაციო ნომერი F---5--, საიდენტიფიკაციო ნომერი V----------------. დამზღვევს მზღვეველისთვის სრულად აქვს ანაზღაურებული სადაზღვევო პრემია.

 

დაზღვევის პოლისის თანახმად დაზღვეული ტარნსპორტის უფლებამოსილ მძღოლად განისაზღვრა შპს ,,ბ-–-------------’’-ს ყველა თანამშრომელი. სატრანსპორტო საშუალების გამოყენების მიზნად კი განისაზღვრა სამსახურეობრივი და პირადი მოხმარება.

 

დაზღვევის ხელშეკრულების და პოლისის მოქმედების პერიოდში 2016 წლის 25 აპრილს ტვირთის გადაზიდვისას ხ---------–--------------------– ს--------ში ავტოსადაზღვევო შემთხვევის შედეგად დადგა სადაზღვევო შემთხვევა-დაზიანდა დაზღვევის საგანი, შპს ,,ბ-–-------------ს’’ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ავტომანქანა უნაგირ-საწევარა, რომელსაც მართავდა შპს ,,ბ-–-------------’’-სთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ე---–--- პ-----ე.

 

აღნიშნული ავტომანქანა მოსარჩელე შ-------------–------------- მართლზომიერ მფლობელობაში დროებით ჰქონდა გადაცემული, რაშიც ყოველთვიურად იხდიდა ქირის თანხას - 1000 ლარის ოდენობით. მხარეთა შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად კი შპს ,,ბ-–-------------მ’’ ქირავნობის საგნისთვის ზარალის მიყენების შემთხვევაში გამქირავებლის წინაშე იკისრა სრული მატერიალური პასუხისმგებლობა.

 

სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტზე დამზღვევის მიერ დაუყოვნებლივ მოხდა მზღვეველის ინფორმირება. ამასთან, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #ა----------, რომლითაც დასტურდება შემთხვევის დადგომის და დამზღვევისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, რაშიც არ დგინდებოდა ზიანის დადგომაში შპს ,,ბ-–-------------ს’’ თანამშრომლის ე---–--- პ-----ის ბრალეულობის, კერძოდ, განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულ ფაქტზე საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ არც ადგილზე და არც შემდგომ არ შემდგარა შესაბამისი დასკვნა, ასევე საქმეზე არ დაწყებულა ძიება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსარჩელის პოზიციას დამზღვევის/მოსარგებლის არაბრალეულობასთან დაკავშირებით.

 

მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც მან უარი განაცხადა.

 

მხარის მოსაზრებით, არ დგინდება დამზღვევის ან მისი წარმომადგენლის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ზიანის მიყენების ფაქტი, არ არსებობს საგამონაკლისო შემთხვევა, რის გამოც მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს სადაზღვევო თანხა - სრული კასკო 15640 აშშ დოლარის ოდენობით (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-16 და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სს--------------------------- ე-------------------’’-მ (ყოფილი სს--------------------------- ა------------ი’’) წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2015 წლის 28 ივლისს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის გაფორმდა ავტოსატრანსპოტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის/დაზღვეულისათვის/ მოსარგებლისათვის სადაზღვევო შემთხვევის მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის/დაზღვეულისათვის/მოსარგებლისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგენით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის გზით ამავე პირობებით დადგენილი წესით.

 

2015 წლის 23 დეკემბერს თანახმად დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებისა, მოპასუხეს შეეცვალა სამართლებრივი ფორმა, თუმცა შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობით დაკავშირებულ პირებთან უფლებამოსილი დარჩა ამავე სახელშეკრულებო ურთიერთობით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

დაზღვევის პოლისისა #------ და დაზღვევის პირობების შესაბამისად, დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს ა/მანქანის S--------------’’ სახელმწიფო ნომრით F---5-- ან/და მის ცალკეულ ნაწილთან დაკავშირებული დაზღვეულის ქონებრივი ინტერესები, რომელიც დაკავშირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობასთან, გამოყენებას და განკარგვასთან.

დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად ,,უფლებამოსილი მძღოლი არის’’ დამზღვევის/დაზღვეულის ნებისმიერი თანამშრომელი, რომელსაც კანონმდებლობის საფუძველზე აქვს დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ასევე, მხარეთა მიერ შეთანხმებული წერილობითი ფორმით დამატებული ფიზიკური პირი.

 

2016 წლის 25 აპრილს სს--------------------------- ა------------ში’’ შევიდა შეტყობინება ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. თუმცა აღნიშნული, დაზღვევის პირობების თანახმად არ წარმოშობს მზღვეველის უპირობო ვალდებულებას გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება. რაც შეეხება უფლებამოსილი მძღოლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, აღნიშნული დადგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, რომელსაც დაეთანხმა მხარე და არ გაუსაჩივრებია დადგენილი წესით, აქვე საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მართლსაწინააღმდეგო არ გულისხმობს მხოლოდ სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრულ ქმედებას, რაზეც მიუთითებს მოსარჩელე სარჩელში.

 

შემთხვევის შესახებ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით მოპასუხემ მიმართა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ესპერტიზის #--------- დასკვნაში მითითებულია, რომ ,,შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანის მძღოლის გამოკითხვის ოქმიდან ცნობილია, რომ ავტომანქანის გადაბრუნება გამიიწვია ნახევარმისაბმელის მიწოლამ უნაგირა საწევარზე, გამოკითხვის ოქმიდან ასევე ცნობილია, რომ ავტომანქანა მოძრაობდა მცირე აღმართზე, ამდენად თუ გავითვალისწინებთ ზემოაღნიშნულ გარემოებებს, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მოცემულ საგზაო სიტუაციაში ავტომანქანის სიჩქარე ბევრად აღემატებოდა მოცემული რადიუსის მქონე მოსახვევის უსაფრთხო გავლისათვის საჭირო სიჩქარეს, სხვა შემთხვევაში ცხადია ავტომანქანის გადაბრუნებას არ ექნებოდა ადგილი. გარდა ამისა, ავტომანქანა მოძრაობდა მცირე აღმართზე, რა დროსაც უნაგირა საწევარს მიაწვა ნახევარმისაბმელი, აღნიშნული კი ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი გამოიყენებდა მკვეთრ მუხრუჭს, სხვა შემთხვევაში ცხადია აღმართზე მიმავალ უნაგირა საწევარს თავისი მისაბმელი ვერანაირად ვერ წამოეწეოდა და მითუმეტეს ვერ მიაწვებოდა, ამდენად, მივდივართ დასკვნამდე, რომ უშუალოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ, შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანის მძღოლი მოძრაობდა გაცილებით მაღალი სიჩქარით, ვიდრე ეს მოცემული რადიუსის მქონე მოსახვევის უსაფრთხო გავლისთვის საჭირო სიჩქარეა, რამაც ცხადია გამოიწვია ავტომანქანის სიმძიმის ცენტრის მკვეთრი გადანაცვლება მარცხვნივ, ამავდროულად მძღოლმა მიმართა დამუხრუჭებას, დამუხრუჭებამ კი გამოიწვია მისაბმელის უნაგირა საწევარზე მიწოლა, რასაც მოჰყვა ავტომანქანის საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა და გადაბრუნება მარცხენა გვერდზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თუ გავითვალისწინებთ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმის განვითარებას, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მოცემულ კონკრეტულ პირობებში შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანის მძღოლის ე---–--- პ-----ის მოქმედება არ შეესაბამება საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ 21-ე მუხლის მესამე პუნქტის და 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში, მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.’’

 

ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის #I-------------------- ხელშეკრულების პირობების 6.1.16 ქვეპუნქტის თანახმად, მზღვეველი არ აანაზღაურებს ზარალს, რომელთაც ადგილი ჰქონდა დამზღვევის ან მისი წარმომადგენლის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

 

რაც შეეხება უფლებამოსილი მძღოლის განზრახ და უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებას, საქმეში წარმოდგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუზველზეც იგი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის. არ მომხდარა საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება კანონით დადგენილი წესით. ამდენად, დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ განსაზღვრულმა უფლებამოსილმა მძღოლმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები. ვინაიდან სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს მაღალი ხარისხით. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და იგი უნდა განისაზღვროს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენით და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით. უხეში გაუფრთხილებლობა მოიცავს სწორედ იმ წესების და მითითებების დარღვევას, შეუსრულებლობას, რომელიც სავალდებულოდ უნდა იცოდეს მსგავსი მოქმედების განმახორციელებელმა პირმა. მოცემულ სადავო შემთხვევაში უფლებამოსილ მძღოლს უნდა გაეთვალისწინებინა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის დანიშნულება (ტვირთის გადაზიდვა, მაღალი მოცულობა და ა. შ), ასევე მოძრაობის ტრაექტორია, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ავტომანქანის გადაბრუნება გამოიწვია ნახევარმისაბმელის მიწოლამ უნაგირა საწევარზე აღმართზე მოძრაობისას და თუკი მძღოლი იმოძრავებდა დადგენილი წესების შესაბამისად, ცხადია, ავტომანქანის გადაბრუნებას არ ექნებოდა ადგილი. გარდა ამისა, მოძრაობისას უნაგირა საწევარს მიაწვა ნახევარმისაბმელი, აღნიშნული კი ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი გამოიყენებდა მკვეთრ მუხრუჭს, სხვა შემთხვევაში აღმართზე მიმავალ უნაგირა საწევარს თავისი მისაბმელი ვერანაირად ვერ წამოეწეოდა და მითუმეტეს ვერ მიაწვებოდა, ამასთან გასათვალისწინებელია მოსარჩელის მოქმედება შემთხვევის დადგომაში, კერძოდ, მხედველობაშია მისაღები არა მხოლოდ შედეგი-მოძრაობის წესების დარღვევით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევა, არამედ, შემთხვევის შედეგად დაზღვეული საგნისთვის მიყენებული დაზიანების ხარისხი-სრული ზარალი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შეფასების და გაანალიზების საფუძველზე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელის უფლებამოსილი მძღოლის მოქმედება თავსდება უხეში გაუფრთხილებლობის სამართლებრივ კვალიფიკაციაში და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და დაზღვევის პირობების შესაბამისად უარი განაცხადა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე (იხ. შესაგებელი ს.ფ. 67-79 და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის 2015 წლის 28 ივლისის I-------------------- ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე შპს ,,ბ-–-------------ს’’ და შპს--------------------------- ა------------ს’’ შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება. დაზღვევის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მზღვეველის მიერ დამზღვევისთვის/მოსარგებლისთვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის გზით წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

 

ხელშეკრულების 3.1 ქვეპუნქტის თანახმად დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს სადაზღვევო პოლისში მითითებული, დამზღვევის (დაზღვეული/მოსარგებლე) კანონიერ საკუთრებაში (სარგებლობა/მფლობელობა) მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება ან/და მასთან დაკავშირებული დამზღვევის/დაზღვეულის ქონებრივი ინტერესები, რომლებიც დაკავშირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობასთან, გამოყენებას და განკარგვასთან.

 

ამავე ხელშეკრულების 3.2 ქვეპუნქტის თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის კონკრეტული სახეობა მითითებულია სადაზღვევო პოლისში: ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარის (ცასცო) სრული დაზღვევის შემთხვევაში ანაზღაურდება დაზღვევის ობიექტის დაზიანებით, განადგურებით ან/და დაკარგვით გამოწვეული ზიანი (ავტოსატრანსპორტო საშუალების ქურდობის, ძარცვის და ყაჩაღობის ჩათვლით). ამავე ხელშეკრულების 3.4. ქვეპუნქტის თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარის (ცასცო) არასრული დაზღვევის შემთხვევაში ანაზღაურდება დაზღვევის ობიექტის დაზიანებით ან/და განადგურებით გამოწვეული ზიანი (ავტოსატრანსპორტო საშუალების ქურდობის, ძარცვის და ყაჩაღობის გარდა).

 

ხელშეკრულების 2.5 ქვეპუნქტის თანახმად ,,უფლებამოსილი მძღოლი’’ არის დამზღვევის/დაზღვეულის ნებისმიერი თანამშრომელი, რომელსაც კანონმდებლობის საფუძველზე აქვს დაზღვეული ავტოსატრასპორტო საშუალების მართვის უფლება, ასევე მხარეთა მიერ შეთანხმებული წერილობითი ფორმით დამატებული ფიზიკური პირი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის I-------------------- ხელშეკრულების (ს.ფ. 17-28)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2 ავტომობილის დაზღვევის პოლისის #------ თანახმად, მოსარჩელე შპს ,,ბ-–-------------მ’’ ს----------------------- ,,ა------------ში“ დააზღვია მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა, მარკა, მოდელი - S--------------, საიდენტიფიკაციო ნომერი V----------------, გამოშვების წესი 1---- სარეგისტრაციო მოწმობა A--------- შემდეგი პირობებით, მესამე პირთა მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა, სადაზღვევო თანხა 5 000 აშშ დოლარი, სადაზღვევო პრემია 50 აშშ დოლარი. მძღოლის და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა, დამატებითი დაფარვა ნაწილობრივი ქურდობა, ერთჯერადი ანაზღაურებით, სადაზღვევო თანხა 1500 აშშ დოლარი, სრული კასკო, სადაზღვევო თანხა 17000 აშშ დოლარი, ფრანშიზა დაზიანებაზე 50 აშშ დოლარი, ფრანშიზა ქურდობისას 1360 აშშ დოლარი, ფრანშიზა ძარცვა/ყაჩაღობისას 1360 აშშ დოლარი, ფრანშიზა სრული ზარალი 1360 აშშ დოლარი, პრემია 595 აშშ დოლარი, ჯამურ სადაზღვევო პრემია 645 აშშ დოლარი. სადაზღვევო პერიოდად განისაზღვრა 17/12/2015-17/12/2016 წლამდე პერიოდი.

 

ხელშეკრულებით უფლებამოსილ მძღოლებად მიეთითა - ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი. სატრანსპორტო საშუალების გამოყენების მიზნად განისაზღვრა სამსახურეობრივი და პირადი მოხმარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაზღვევის პოლისი #------ (ს.ფ. 48-49)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.3 ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის 2015 წლის 28 ივლისის I-------------------- ხელშეკრულების თანახმად, დაწვრილებით იქნა განსაზღვრული დაფარული რისკები და ის შემთხვევები, რომლებიც იწვევდნენ, ასევე რომლებიც არ იწვევდნენ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ანაზღაურებას.

 

ამავე ხელშეკრულების 2.12 ქვეპუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევად მიიჩნევა - წინამდებარე ხელშეკრულებით/პირობებით და/ან მის საფუძველზე გაცემული სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკის დადგომით გამოწვეული ზიანი, რომელიც წარმოშობს მზღვეველის ვალდებულებას, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება. ხოლო 2.9 ქვეპუნქტის თანახმად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევად მიიჩნევა საავტომობილო გზაზე სატრასპორტო საშუალების მოძრაობის შედეგად და მისი მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი, ნაგებობა. 2.13 ქვეპუნქტის თანახმად კი სადაზღვევო რისკი არის მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა. კასკო სრულის შემთხვევაში დაზღვევა ხორციელდება ყველა რისკისაგან გარდა გამონაკლისებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და ნაწილობრივი ქურდობისა, კასკო არასრულის შემთხვევაში-დაზღვევა ხორციელდება ყველა რისკისგან, გარდა გამონაკლისებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და გარდა ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობისა.

 

დაზღვევის ხელშეკრულებით განისაზღვრა გამონაკლისი შემთხვევები, რომლის 6.1.16 ქვეპუნქტის თანახმად მზღვეველი არ აანაზღაურებს ზარალს, რომელსაც ადგილი ჰქონდა დამზღვევის ან მისი წარმომადგენლის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის I-------------------- ხელშეკრულების (ს.ფ. 17-28)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.4. 2016 წლის 15 მარტს შ--------------–---------- და შპს ,,ბ-–-------------ს’’ შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად შ--------------–---------’ შპს ,,ბ-–-------------ს’’ მიაქირავა ავტომანქანა უნაგირ-საწევარა S-------------- თეთრი ფერის, სახელმწიფო ნომრით F-- 5--, რომელიც წარმოადგენს გამქირავებლის საკუთრებას. ეს ხელშეკრულება ძალაში იყო ხელმოწერის დღიდან 2 წლის განმავლობაში. ყოველთვიური ქირა კი შეადგენდა 1000 ლარს.

 

ხელშეკრულების 6.3 ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებელი იღებდა სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობას გამქირავებლის წინაშე წინამდებარე ხელშეკრულების 1.1 პუნქტში მითითებულ ქონებაზე. თუ ამ ქონებას მიადგება ზარალი, დამქირავებელი სრულად აუნაზღაურებდა გამქირავებელს მიყენებულ ზარალს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 50-52)

- მოპასუხის ახსნა-განმარტება

 

4.5. 2013 წლის 03 იანვარს შპს ,,ბ-–-------------ს’’ და ე---–--- პ-----ეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად დამქირავებელი ავალებს, ხოლო მუშაკი ასრულებს შემდეგ მოვალეობებს: მძღოლის მოვალეობებს. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად სამუშაოს ხანგრძლივობა განისაზღვრება თვის განმავლობაში განხორციელებული რეისების მიხედვით. მე-6 მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულება დადებული იყო უვადოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 53)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.6. სს--------------------------- ა------------ის’’ 2016 წლის 01 ივლისის #---------- წერილიდან და N--------------- გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ 2016 წლის 25 აპრილს სს--------------------------- ა------------ში’’ შევიდა შეტყობინება ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. კერძოდ, კომპანიაში შესული დოკუმენტაციიდან (საპატრულო პოლიცია-მძღოლის ახსნა-განმარტება და მობილური ჯგუფის ოქმი) ირკვევა, რომ 2016 წლის 25 აპრილს ე---–--- პ-----ე შ--------------–--------’’ კუთვნილი S---------------ის მარკის სახელმწიფო ნომრით F---5-- უნაგირა საწევარით, რომელშიც ჩაბმული იყო შპს ,,ბ-–-------------ს’’ კუთვნილი R-----ის მარკის სახ #F----- ნახევარ მისაბმელი (რომელზეც დამაგრებული იყო სასმელით და სიგარეტით დატვირთული კონტეინერი). ხ---------–--------------------– ს--------სთან თ----–-----------ე კმ-ზე მოსახვევში, მცირე აღმართზე მოძრაობის გაგრძელებისას, მძღოლი გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, რა დროსაც იგრძნო, რომ ნახევარმისაბმელი მიაწვა ავტომანქანას, რა დროსაც მისაბმელი გადაწვა მარცხენა გვერდზე, გადაითრია ავტომანქანა და გადავარდა მოძრაობის საწინააღმდეგო ზოლში, გაცურდა დაახლოებით 10 მეტრის მანძილზე და გაჩერდა გზის საპირისპირო მხარის გვერდულზე.

 

აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმის სახით დაედო ე---–--- პ-----ეს, რაც ამ უკანასკნელის მიერ არ გასაჩივრებულა და ამჟამად კანონიერ ძალაშია შესული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წერილი და თანდართული მასალები (ს.ფ. 54; 97-101)

- საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 55)

- ფოტომასალა (ს.ფ. 156-157)

 

4.7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2016 წლის 22 ივნისის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ესპერტიზის #--------- დასკვნის მიხედვით, მოცემულ კონკრეტულ პირობებში შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანის მძღოლის ე---–--- პ-----ის მოქმედება არ შეესაბამება საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ 21-ე მუხლის მესამე პუნქტის და 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში, მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2016 წლის 22 ივნისის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ესპერტიზის #--------- დასკვნა (ს.ფ. 94-96)

 

4.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, 2016 წლის 18 ოქტომბრის #--------- დასკვნის მიხედვით, 1--- წელს დამზადებულ ავტომობილ S---------------ის სახელმწიფო ნომრით F-- 5--, საიდენტიფიკაციო ნომერი V-------------- განვითარებული ავარიული ხასიათის, მექანიკური სახის დაზიანებები აღენიშნება კაბინის მარცხენა გვერდზე, დეფორმირებული სახურავი, მარცხენა კარი, მარცხენა გვერდითა პანელი, დაზიანებულია კაბინის ზედა და უკანა ნაწილის მოსაპირკეთებელი პანელები, ასევე დაზიანებულია მაჩვენებელთა დაფა, ხელსაწყოების პანელის მარცხენა ნაწილი, მარცხენა უკანა ხედვის სარკე, ჩამსხვრეულია საქარე მინა და მარცხენა კარის მოძრავი მინა. დეფორმირებულია ავტომობილის ჩარჩო, კაბინის სადგამი-ანჯამები და საკეტი მექანიზმები, სიჩქარეების მექანიკური გადაცემათა კოლოფი ჩარჩენილია სიჩქარეში, რომლის განეიტრალებაც ვერ ხერხდება დაზიანებების გამო. სწორედ აღნიშნული დაზიანებების გათვალისწინებით (ძრავი გაუმართავ მდგომარეობაში) ექსპერტის მიერ დადგენილი იქნა, რომ 1--- წელს დამზადებული ავტომობილ S---------------ის სახელმწიფო ნომრით F-- 5--, საიდენტიფიკაციო ნომერი V-------------- საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით მიახლოებით შეადგენს 8000 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, #--------- დასკვნა (ს.ფ. 124-128)

4.9. მოსარჩელემ 2016 წლის 01 ივლისს მიმართა მოპასუხეს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ანაზღაურების თაობაზე, რაზეც მხარეს ეთქვა უარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 01 ივლისის წერილი (ს.ფ. 102-103)

- გადაწყვეტილება სადაზღვევო ამანღაურების გაცემაზე უარის თქმის თაობაზე (ს.ფ. 104-105)

4.10. 2018 წლის 07 მაისის მოძრავი ქონების N07/05 შეფასების თანახმად, უნაგირა საწევარა S-------------- სახელმწიფო ნომრით F---5-- სავარაუდო საბაზრო ღირებულება დაზიანებების არ ქონის შემთხვევაში შეადგენდა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 07 მაისის შეფასება (ს.ფ. 159-164)

 

4.11. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 15 ივნისის #--------- წერილით დადგენილია, რომ ხ---------–--------------------– ს--------სთან თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 163-ე კმ-ზე 2016 წლის 25 აპრილს რაიმე სახის შეფერხების ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილი

4.12. 2018 წლის 31 ოქტომბრიდან სს,,ს----------------------- ა------------მა’’ შეიცვალა სახელწოდება და განისაზღვრა როგორც სს--------------------------- ე-------------------’’

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა შპს ,,ბ-–-------------ს’’ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 799-ე, 829-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

სამართლებრივი თვალსაზრისით, დაზღვევა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიად განიხილება, რამდენადაც ის შესაძლო ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსში გათვალისწინებული ნორმებით (799-858-ე მუხლები) კანონმდებელი დამზღვევსა და მზღვეველს შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის მოწესრიგებას ისახავს მიზნად. ამ თვალსაზრისით 799-ე მუხლი, როგორც ცენტრალური ნორმა, დაზღვევის ხელშეკრულების არსსა და მხარეთა უფლებამოვალეობების ურთიერთმიმართებას განსაზღვრავს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა.“ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დაზღვევის ხელშეკრულების სინალაგმატური ბუნება მხარეებისთვის ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების დაკისრებით გამოიხატება. მზღვეველი უფლებამოსილია, მოითხოვოს სადაზღვევო პრემიის გადახდა და ვალდებულია, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი. თავის მხრივ, დამზღვევი უფლებამოსილია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ვალდებულია, შეთანხმებული ჯერადობითა და ოდენობით იხადოს სადაზღვევო პრემია.

 

სადაზღვევო შემთხვევა წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს. მხარეები სადაზღვევო შემთხვევას არსებითი პირობის სახით წინასწარ განსაზღვრავენ ხელშეკრულებაში. სადაზღვევო შემთხვევის მაგალითია ხანძარი, ქურდობა, გადაუდებელი სამედიცინო ჩარევის აუცილებლობა და ა.შ. საკრედიტო ვალდებულების დაზღვევის შემთხვევაში სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა.

 

სადაზღვევო დავებში ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობების დადგენისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სადაზღვევო შემთხვევასა და დამდგარ ზიანს შორის არსებული მიზეზობრივი კავშირის დადგენა. ზოგადი პრინციპის თანახმად, მხედველობაში მიიღება პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი და მიზეზთა მიზეზების დაუსრულებელი ძიება უმართებულოდ მიიჩნევა.

 

დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და დამდგარ ზიანს შორის კავშირის არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მოსარჩელის თანამშრომლის - ე---–--- პ-----ის ქმედებამ - უხეშმა გაუფრთხილებლობამ, კერძოდ:

 

საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის #ა---------- ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 25 აპრილს ხ---------–--------------------– ს--------სთან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. სახელმწიფო ნომრით F---5-- ავტომანქანის მძღოლმა ე---–--- პ-----ემ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გადავიდა მოძრაობის საპირისპირო მხარეს და ამობრუნდა. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი იქნა ე---–--- პ-----ე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის. ჯარიმის ოდენობად განისაზღვრა 250 ლარი.

 

ე---–--- პ-----ის 2016 წლის 25 აპრილის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ მოსახვევში შესვლის დროს ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, ვინაიდან ავტომანქანა იყო დატვირთული, გადავიდა მოძრაობის საპირისპირო მხარეს, რა დროსაც ამობრუნდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა. ე---–--- პ-----ის განმარტებით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მისი ბრალეულობით.

 

უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ მითითებული სამართალდარღვევის ოქმი არ გასაჩივრებულა და ამჟამად კანონიერ ძალაშია შესული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე მიღებული აქტის არსებობა, იმთავითვე მოიცავს ქმედების მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ხასიათს, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. მოსარჩელის მიერ არ მომხდარა საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სს--------------------------- ა------------ის’’ 2016 წლის 01 ივლისის #---------- წერილიდან და N--------------- გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ 2016 წლის 25 აპრილს სს--------------------------- ა------------ში’’ შევიდა შეტყობინება ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. კერძოდ, კომპანიაში შესული დოკუმენტაციიდან (საპატრულო პოლიცია-მძღოლის ახსნა-განმარტება და მობილური ჯგუფის ოქმი) ირკვევა, რომ 2016 წლის 25 აპრილს ე---–--- პ-----ე შ--------------–--------’’ კუთვნილი S---------------ის მარკის სახელმწიფო ნომრით F---5-- უნაგირა საწევარით, რომელშიც ჩაბმული იყო შპს ,,ბ-–-------------ს’’ კუთვნილი R-----ის მარკის სახ #F----- ნახევარ მისაბმელი (რომელზეც დამაგრებული იყო სასმელით და სიგარეტით დატვირთული კონტეინერი). ხ---------–--------------------– ს--------სთან თ----–-----------ე კმ-ზე მოსახვევში, მცირე აღმართზე მოძრაობის გაგრძელებისას, მძღოლი გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, რა დროსაც იგრძნო, რომ ნახევარმისაბმელი მიაწვა ავტომანქანას, რა დროსაც მისაბმელი გადაწვა მარცხენა გვერდზე, გადაითრია ავტომანქანა და გადავარდა მოძრაობის საწინააღმდეგო ზოლში, გაცურდა დაახლოებით 10 მეტრის მანძილზე და გაჩერდა გზის საპირისპირო მხარის გვერდულზე.

 

ამდენად, დადასტურებულად უნდა მივიჩნიოთ, რომ ე---–--- პ-----ის მიერ დარღვეული იქნა საგზაო მოძრაობის წესები.

 

რაც შეეხება უხეშ გაუფრთხილებლობას, სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად.

 

მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და იგი უნდა განისაზღვროს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენითა და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით.

 

უხეში გაუფრთხილებლობა მოიცავს სწორედ იმ წესებისა და მითითებების დარღვევას, შეუსრულებლობას, რომელიც სავალდებულოდ უნდა იცოდეს მსგავსი მოქმედების განმახორციელებელმა პირმა.

 

საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ესპერტიზის #--------- დასკვნით დადგენილია, რომ ,,შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანის მძღოლის გამოკითხვის ოქმიდან ცნობილია, რომ ავტომანქანის გადაბრუნება გამოიწვია ნახევარმისაბმელის მიწოლამ უნაგირა საწევარზე, გამოკითხვის ოქმიდან ასევე ცნობილია, რომ ავტომანქანა მოძრაობდა მცირე აღმართზე, ამდენად თუ გავითვალისწინებთ ზემოაღნიშნულ გარემოებებს, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მოცემულ საგზაო სიტუაციაში ავტომანქანის სიჩქარე ბევრად აღემატებოდა მოცემული რადიუსის მქონე მოსახვევის უსაფრთხო გავლისათვის საჭირო სიჩქარეს, სხვა შემთხვევაში ცხადია ავტომანქანის გადაბრუნებას არ ექნებოდა ადგილი. გარდა ამისა, ავტომანქანა მოძრაობდა მცირე აღმართზე, რა დროსაც უნაგირა საწევარს მიაწვა ნახევარმისაბმელი, აღნიშნული კი ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი გამოიყენებდა მკვეთრ მუხრუჭს, სხვა შემთხვევაში ცხადია აღმართზე მიმავალ უნაგირა საწევარს თავისი მისაბმელი ვერანაირად ვერ წამოეწეოდა და მითუმეტეს ვერ მიაწვებოდა, ამდენად, მივდივართ დასკვნამდე, რომ უშუალოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ, შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანის მძღოლი მოძრაობდა გაცილებით მაღალი სიჩქარით, ვიდრე ეს მოცემული რადიუსის მქონე მოსახვევის უსაფრთხო გავლისთვის საჭირო სიჩქარეა, რამაც ცხადია გამოიწვია ავტომანქანის სიმძიმის ცენტრის მკვეთრი გადანაცვლება მარცხვნივ, ამავდროულად მძღოლმა მიმართა დამუხრუჭებას, დამუხრუჭებამ კი გამოიწვია მისაბმელის უნაგირა საწევარზე მიწოლა, რასაც მოჰყვა ავტომანქანის საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა და გადაბრუნება მარცხენა გვერდზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თუ გავითვალისწინებთ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმის განვითარებას, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მოცემულ კონკრეტულ პირობებში შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანის მძღოლის ე---–--- პ-----ის მოქმედება არ შეესაბამება საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ 21-ე მუხლის მესამე პუნქტის და 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში, მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.’’ ვინაიდან აღნიშნულ შემთხვევაში მძღოლის ქმედება არ შეესაბამებოდა დაზღვევის პირობებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ამასთან, სწორედ ამ ქმედების შედეგად მიადგა ზიანი დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, სს--------------------------- ა------------ი’’ მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეცა ანაზღაურება მოცემულ შემთხვევაზე.

 

ექსპერტ დ----- გ---–-----ის ჩვენების თანახმად, იგი სპეციალობით არის ინჟინერი. მუშაობს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სატრანსპორტო, ტექნიკურ- ტრასოლოგიურ, რადიაციული და სახანძრო განყოფილების ხელმძღვანელად და აქვს ექსპერტად მუშაობის 15 წლის სტაჟი. მისი განმარტებით, 2016 წლის 1 ივნისს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს განცხადებით მიმართა შპს--------------------------- ა------------ის’’ ქონებრივი და პასუხისმგებლობის რისკების დეპარტამენტის დირექტორმა ილია მიქუჩაძემ, აინტერესებდა რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, შეეძლო თუ არა სკანია F-- 5---ის საწევარას მძღოლს ე---–--- პ-----ეს ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება და მოცემულ შემთხვევაში მისი მოქმედება შეესაბამება თუ არა საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ მოთხოვნებს. რა სიჩქარით მოძრაობდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ხსენებული უნაგირა საწევარა და რა სიჩქარითაა დაშვებული ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ხსენებული გზის მონაკვეთზე. ექსპერტის მიერ შესწავლილი იქნა ის გარემოებები, რომელსაც აყენებდა დაკითხვის ოქმში მძღოლი ე---–--- პ-----ე და დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში მძღოლის მოქმედება არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ 21-ე და 33-ე მუხლის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებშიც აცილებული იქნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევა. 21-ე მუხლის თანახმად კი, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს უნდა გააჩნდეს ავტომობილის მართვისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. როცა ავტომანქანას მართავს მძღოლი, მან უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ მოსახვევში შესვლის დროს სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე უნდა შეამციროს იმ დონეზე, რომ სატრანსპორტო საშუალების ინერციის ძალებმა არ გამოიწვიოს ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაბრუნება. კონკრეტული ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო მოსახვევში შესვლისთვის შეუთავსებელი მაღალი სიჩქარით. ექსპერტის მიერ სწორედ ეს უნარჩვევები იქნა განხილული სასამართლო სხდომაზე. ამავე კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ცალსახად ავალდებულებს მძღოლს ისეთი სიჩქარით მართოს ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომ დაცული იქნას მოძრაობის უსაფრთხოება. განსახილველი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რ---------------–------–---. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომანქანის გადაბრუნება გამოიწვია ნახევარმისაბმელის მიწოლამ უნაგირა საწევარზე, გამწევი ძალა გააჩნია უნაგირა საწევარს, როგორი სიჩქარითაც მოძრაობს უნაგირა საწევარი, ისეთივე სიჩქარე აქვს მისაბმელსაც. აღმართზე იქნებოდა თუ დაღმართზე, მკვეთრი მუხრუჭის არსებობის შემთხვევაში მოხდებოდა მისაბმელის მიწოლა უნაგირა საწევარზე. მოცემულ საგზაო სიტუაციაში ავტომანქანის სიჩქარე ბევრად აღემატებოდა მოცემული რადიუსის მქონე მოსახვევის უსაფრთხო გავლისათვის საჭირო სიჩქარეს, სხვა შემთხვევაში ცხადია ავტომანქანის გადაბრუნებას არ ექნებოდა ადგილი, რადგან რ---------------–------–--- მხოლოდ ს------–------აშია ისეთი მრუდი, რომ 40-50 კმ. საათში სიჩქარით მოძრაობის დროს შეიძლება მოხდეს ავტომობილის გადაბრუნება. განსახილველ შემთხვევაში კი ავტომობილის 40-50 კმ. სიჩქარით მოძრაობაც კი ვერ გამოიწვევდა ავტომანქანის მოსახვევში გადაბრუნებას, რადგან რეალურად ასეთი სიჩქარე თავისუფლად იძლევა მცირე აღმართზე არსებული მოსახვევის გავლის საშუალებას, სადაც ინერციის ძალები გაცილებით ნაკლებია. ავტომანქანა მოძრაობდა მცირე აღმართზე, რა დროსაც უნაგირა საწევარს მიაწვა ნახევარმისაბმელი, აღნიშნული კი ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი გამოიყენებდა მკვეთრ მუხრუჭს, სხვა შემთხვევაში ცხადია აღმართზე მიმავალ უნაგირა საწევარს თავისი მისაბმელი ვერანაირად ვერ წამოეწეოდა და მითუმეტეს ვერ მიაწვებოდა, განსახილველ შემთხვევაში გზის მონაკვეთიდან გამომდინარე უშუალოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ, შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანის მძღოლი მოძრაობდა გაცილებით მაღალი სიჩქარით, ვიდრე ეს მოცემული რადიუსის მქონე მოსახვევის უსაფრთხო გავლისთვის საჭირო სიჩქარეა, რამაც ცხადია გამოიწვია ავტომანქანის სიმძიმის ცენტრის მკვეთრი გადანაცვლება მარცხვნივ. ამავდროულად მძღოლმა მიმართა დამუხრუჭებას, დამუხრუჭებამ კი გამოიწვია მისაბმელის უნაგირა საწევარზე მიწოლა, რასაც მოჰყვა ავტომანქანის საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა და გადაბრუნება მარცხენა გვერდზე. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. 60 კმ სიჩქარეც რომ ყოფილიყო ავტომანქანა ვერ გადაბრუნდებოდა. განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გაცილებით მაღალ სიჩქარეს, რომ ავტომანქანამ ვერ გაიარა მოსახვევი და გადაბრუნდა. საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ 33-ე მუხლი ცალსახად ავალდებულებს მძღოლს, რომ გაითვალისწინოს მეტეო პირობები. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ვალდებულია დააფიქსიროს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გზის დაზიანების თუ სხვა დამატებით გარემოებების არსებობა შემთხვევის ადგილზე. თუმცა ასეთს განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მაგრამ გზის საფარის რა სახის დაზიანებასაც არ უნდა ჰქონოდა ადგილი, ის ასე მარტივად ვერ გამოწვევდა 40-50 კმ. სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის გადაბრუნებას. შემთხვევის დროს ანუ 25 აპრილს გზა მოყინული არ იქნებოდა, მაქსიმუმ გზის საფარი ყოფილიყო სველი, რაც ასევე არ გამოიწვევდა ავტომანქანის გადაბრუნებას მოსახვევში. მძღოლის სასარგებლოდ ყველა შემთხვევასაც, რომ ჰქონოდა ადგილი და ვთქვათ, რომ იყო ღამის საათები, მეტეოროლოგიური პირობები გაუარესებული, გზის საფარი დაზიანებული, 40-50 კმ სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა მაინც ვერ გადაბრუნდებოდა მოსახვევში. მანქანის გადაბრუნება მხოლოდ მაღალი სიჩქარით მოძრაობისას იქნებოდა შესაძლებელი. შემთხვევის ადგილი არის დასახლებული პუნქტი, სადაც დაშვებულია მაქსიუმ 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა. ექსპერტის განმარტებით, მძღოლი საპატრულო პოლიციის მიერ სიჩქარის გადაჭარბებაზე არ ყოფილა დაჯარიმებული და ვერც იქნებოდა, რადგან ისინი არ წარმოადგენენ პირებს, რომლებიც უშუალოდ განსაზღვრავენ ავტოსაგზაო შემთხვევა სიჩქარის გადაჭარბებით მოხდა თუ სხვა რაიმე ფაქტორის ზემოქმედებით. მათ არ გააჩნიათ სათანადო ცოდნა სიჩქარის განსაზღვრისთვის. ისინი მარტივად წერენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, სიჩქარის გადაჭარბება მხოლოდ მაშინ შეიძლება მიუთითონ ოქმში, თუ უშუალოდ მძღოლი იტყვის, რომ მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით. ავტოსაგზაო შეთხვევის დროს რა ახსნა-განმარტებაც არ უნდა მისცეს მძღოლმა, შემდეგ მას ს----------------------- განმეორებით დაკითხავს. საპატრულო პოლიციამ უნდა მიუთითოს შემთვევის ადგილის სქემა, მასში მიუთითოს აღმართი იყო თუ დაღმართი, განსახილველ შემთხვევაში სქემაში მართალია არ არის მითითებული, მაგრამ მისთვის ეს ტერიტორია ცნობილია, ასევე მითითებულია მძღოლის დაკითხვის ოქმში. სქემაზე დამუხრუჭების კვალი არ ჩანს და ვერც გამოჩნდება, რადგან არ იყო იმხელა ადგილი და დრო რომ დამუხრუჭება გამოჩენილიყო, მოხდა დამუხრუჭება და მაშინვე მოხდა მანქანის გადაბრუნება. დაშვებული სიჩქარის პირობებში მანქანის გადაბრუნება შეიძლება გამოიწვიოს, თუ წინა მარჯვენა საბურავს დაეჯახებოდა შემხვედრი მოძრავი ავტომანქანა ან სხვა რაიმე ზემოქმედება მოხდება მასზე, დაიბლოკება წინა მარჯვენა ნაწილი, ინერციით მიექცევა მარცხნივ და გადაბრუნებდება. რაც შეხება ტვირთის სიმძიმეს, მძღოლი ვალდებულია გაითვალისწინოს ტვირთის მდგომარეობა. ის უნდა იყოს კარგად დაბმული, არ უნდა მოძრაობდეს თავისუფლად და არ უნდა გადაადგილდებოდეს. თუ ავტომანქანა არის დატვირთული, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს მისი სიმძიმე და იაროს ისეთი სიჩქარით, რომ არ გამოიწვიოს მანქანის გადაბრუნება. კონტეინერში თუ ტვირთი არათანაბრად არის გადანაწილებული, მაშინ მარჯვნიდან მარცხნივ მისი გადაადგილება გამოიწვევს მანქანის გადაბრუნებას, მაგრამ ამ დროს მივდივართ მძღოლის დანაშაულამდე, რადგან მან არ გამოიჩინა მისთვის საჭირო უნარჩვევები და არ დაამაგრა ტვირთი. თუ დაშვებულ ნორმაზე მეტი ტვირთია და მძღოლმა არ იცის, ეს გამორიცხულია, რადგან მან უნდა იცოდეს უნაგირა საწევარის და მისაბმელის მასა, რაც არ უნდა აღემატებოდეს 44 ტონას, გადატვირთულობის დროს ღერძზე დატვირთულობა ჯარიმდება 1000 ლარით, ამას ითვალისწინებს ყველა და ზედმეტი წონის ტვირთის შემთხვევაში გადაზიდვას არ ანხორციელებენ. ადგილი ვერც მძღოლის ჩაძინებას ექნებოდა, რადგან ასეთ შემთხვევაში ავტომანქანა პირდაპირ იმოძრავებდა და დაჯახება მოხდებოდა სხვა ტრაექტორიით. განსახილველ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე არ არის დიდი მრუდი. მოსახვევში გზის სიგანე არც მცირდება და არც იზრდება. ასეთ შემთხვევას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, თუ მიმდინარეობს გზის სარემონტო სამუშაოები. განსახილველ შემთხვევაში კი ადგილი არც გზის შევიწროებას ჰქონია და არც ტვირთის არათანაბარ გადანაწილებას ან მოძრაობას. შემთხვევა გამოიწვია მხოლოდ გადაჭარბებულმა სიჩქარემ.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ე---–--- პ-----ის მიერ დარღვეული და უგულვებელყოფილი იქნა საგზაო მოძრაობის ძირითადი წესები, კერძოდ, მძღოლმა გადააჭარბა სიჩქარეს, ვერ გამოავლინა სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის საჭირო აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რამაც გამოიწვია ავტოავარია, დარღვეულია ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანევრირების წესები და მისი ქმედება თავსდება უხეში გაუფრთხილებლობის სამართლებრივ კვალიფიკაციაში.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს დაზღვევის ხელშეკრულების 6.1.11 პუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევებს, კერძოდ, მზღვეველი არ აანაზღაურებს ზარალს, რომელსაც ადგილი ჰქონდა დამზღვევის ან მისი წარმომადგენლის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახეზეა დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევა (გადაწყვეტილების 4.6 და 4.7 პუნქტი), რაც გამორიცხავს მოპასუხის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად დამზღვევის ბრალი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. აღნიშნული მუხლების და სადაზღვეო ხელშეკრულების საფუძველზე 6.1.11 მუხლის თანახმად სადაზღვეო კომპანია თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან იმ შემთხვევაში თუ დამზღვევი ჩაიდენს უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეულ სამართალდარღვევას.

 

საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ 21-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, მძღოლს უნდა ჰქონდეს სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები. თუ სატრანსპორტო საშუალების მართვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესაბამისი მართვის უფლების მინიჭების შემდეგ, მძღოლს ეკრძალება ამ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვების გარეშე, აგრეთვე ამ უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) შემთხვევაში.

 

ამავე კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება.

 

ხოლო მეორე პუნქტის თანახმად სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მძღოლ ე---–--- პ-----ის მიერ დარღვეული და უგულვებელყოფილი იქნა საგზაო მოძრაობის ძირითადი წესები, კერძოდ, გადააჭარბა სიჩქარეს, ვერ გამოავლინა სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის საჭირო აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რამაც გამოიწვია ავარია, დარღვეულია ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანევრირების წესები და მისი ქმედება თავსდება უხეში გაუფრთხილებლობის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე შპს ,,ბ-–-------------ს’’ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 1094 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,ბ-–-------------’’-ს სარჩელი მოპასუხე სს--------------------------- ე-------------------’’-ს (ყოფილი სს--------------------------- ა------------ი’’) მიმართ სადაზღვევო თანხის სახით 15 640 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ - არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე შპს ,,ბ-–-------------’’-ს მიერ 2016 წლის 11 ოქტომბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1094 ლარი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე