განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240100118002732041 №1/121
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19.02.2019 წელი ქ.სენაკი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე
სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია
ბრალდების მხარე
პროკურორი - გ----------------
დაცვის მხარე
ბრალდებული: ზ--------–-----ე
დაბადებული: 08.06.2--- წელი
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
პირადი ნომერი: 3----------
ნასამართლეობა: მქონე
საცხოვრებელი ადგილი: ქ.სენაკი, ა.ს-------------
ადვოკატი - გ--------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 21:25 საათზე, ქ.სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ზ--------–-----ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლ--–------–-----ს კერძოდ, ზ--------–-----ემ სახის არეში დაარტყა ხელი ლ--–------–-----ს, რის შემდეგ ხელი ჰკრა და წააქცია, ხოლო წაქცეულს ფეხის და მუცლის არეში დაარტყა ფეხი. აღნიშნული ძალადობის შედეგად ლ--–------–-----ს მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. ბრალდებულმა ზ--------–-----ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
4. 2018 წლის 05 ოქტომბრის სამედიცო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ 03.1018წ 01:02-01:18 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას ლ--–------–-----ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო დაზიანებები სისხლნაჟღენთის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, შ--------------ემ დაადასტურა დასკვნის ნამდვილობა.
5. მოწმის სახით დაკითხვისას, დაზარალებულმა ლ--–------–-----მ განმარტა, რომ 2018 წლის 02 ოქტომბერს, გაიგო რომ მის შვილს და ზ--------–-----ეს კონფლიქტი მოსვლიათ და მივიდა ზურაბთან კაზინოს წინ, დაახლოებით 21:30 საათი იქნებოდა და უთხრა რა მოხდაო. ამ სიტყვის მერე ზურაბმა უცებ სახეში დაარტყა ხელი, წააქცია და ორჯერ დაარტყა ფეხი მუცლის არეში და მარცხენა ფეხზე, ამის მერე დარეკა 112-ში, ამ ყველაფერს კერძო დაცვის თანამშრომლები შეესწრნენ, ისინი რომ წამოვიდნენ მისკენ, ზ--------–-----ე გაიქცა. პოლიციის მოსვლამდე პოლიციის პიკაპი დაინახა და სთხოვა გაეჩერებინათ, რომელშიც იჯდნენ ბ--------------- და ი-----–-------–--–---, შემდეგ იმ საღამოსვე წაიყვანეს ექსპერტიზაზე. ისინი შერიგებულები არიან, თვითონ მივიდა მასთან ზ--------–-----ე და ბოდიში მოუხადა და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, პროკურატურას მიმართა განცხადებით, რომ პატიობს და ითხოვს სასამართლომ გაითვალისწინოს მისი თხოვნა.
6. მოწმე ვ--–----------------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 02 ოქტომბერს დაახლოებით 21:30 საათზე კაზინოს წინ შემოვლაზე დადიოდა მის მეწყვილესთან შ--–------------–--სთან ერთად, სადაც იდგნენ ზ--------–-----ე და ლ--–------–-----, რომლებიც ლაპარაკობდნენ. რამდენიმე წუთში ზ--------–-----ემ ხელი დაარტყა სახეში, დაუჯიკავა და წააქცია ქალბატონი, წაქცეულ ქალბატონს ორჯერ მიარტყა ფეხი მუცელზე, სანამ მივიდოდნენ გაიქცა ზ--------–-----ე. რო მივიდნენ მაქაცარიამ 112-ს დაურეკა.
7. მოწმე შ--–------------–--მ განაცხადა, რომ 2018 წლის 02 ოქტომბერს, კაზინოს წინ არის სუპერმარკეტი და იცავდნენ აღნიშნულ ობიექტს, შემოვლაზე იყვნენ, დაინახეს ზ--------–-----ე და ლ--–------–----- საუბრობდნენ. შემდეგ ზურაბმა ხელი დაარტყა ქალბატონს სახეში, ხელი ჰკრა და წააქცია, წაქცეულს ორჯერ დაარტყა ფეხი, რომ წავიდნენ მათკენ დაუყვირეს რას შვებიო და ზ--------–-----ე გაიქცა. შემდეგ ქალბატონმა დარეკა 112-ში და მოვიდა პატრულის ეკიპაჟი შემდეგ სენაკის პოლიციელები.
8. მოწმე ბ---------------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 02 ოქტომბერს მორიგეობდა მის სამოქმედო ტერიტორიაზე მის მეწყვილე ი-----–-------–--–---სთან ერთად, რა დროსაც სამსახურიდან შემოუვიდა შეტყობინება და აცნობეს რომ ხმაური იყო ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც მივიდნენ და სიმშვიდე იყო, შემდეგ ბაზრის მოპირდაპირე მხარეს ჭავჭავაძის ქუჩაზე გააჩერა ქალბატონმა ლელა მაქაცარიამ. განუმარტა ქალბატონმა რომ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ტანის, ბარძაყისა და სახის არეში და უნდოდა წაეყვანათ სენაკის რაიონულ სამმართველოში რათა გაეკეთებინა განცხადება, შემდეგ თვითონ ჩაჯდა მანქანაში უკანა სავარძელზე, გზაში ჰკითხა თუ რა მოხდა, რაზედაც უპასუხა რომ ხელი დამარტყა ზ--------–-----ემ და ცუდად ვარ, ძალიან გთხოვთ მიმიყვანეთ პოლიციაშიო. შემდეგ მისთვის ზედმეტი შეკითხვა არ დაუსვიათ, მიიყვანეს სენაკის რაიონული სამმართველოს სამორიგეოში. როდესაც ქალბატონი ჯდებოდა მანქანაში დაცვის პოლიციელებიც მივიდნენ მასთან და უთხრეს რომ ჩხუბი მოხდაო.
9. მოწმე ი-----–-------–--–---მ განაცხადა, რომ 2018 წლის 2 ოქტომბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. ამ დროს რადიო სადგურით დაუკავშირდა სენაკის რაიონული სამმართველოს სამორიგეოდან მორიგე თანამშრომელი, რომელმაც შეატყობინა, რომ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსთაველის ქუჩაზე იყო პანიკა, სადაც მივიდნენ და ბაზარი დაკეტილი დახვდათ. დაახლოებით იყო 21:25 საათი და მსგავსი არაფერი იყო, შემდეგ ბაზრის მოპირდაპირე მხარეს ჭავჭავაძის ქუჩაზე გავიდნენ სადაც ხელი ანიშნა ქალბატონმა, რომ გაეჩერებინათ მანქანა, ეს ქალბატონი აღმოჩნდა ლ--–------–-----, ითხოვა რომ წაეყვანათ სენაკის რაიონულ სამმართველოში რათა უნდოდა განეცხადებინა მომხდარი შესახებ. გზაში მან განუმარტა რომ ზ--------–-----ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მუცლის, სახისა და ფეხის არეში. მან ასევე განმარტა, რომ ამ ყველაფერს ესწრებოდა უშიშროების სამსახურის თანამშრომლები შ--–------------–-- და ვ--–----------------.
10. მოწმე რ------------–------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 02 ოქტომბერს იყო მორიგე გამომძიებელი. საღამოს საათებში დაახლოებით 21:30 საათისთვის შევიდა შეტყობინება რომ ვინმე ზ--------–-----ემ იძალადა ლ--–------–-----ზე. აღნიშნულზე მის მიერ დაწყებულ იქნა გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. შემდეგ თავად ლ--–------–----- გამოცხადდა პოლიციაში და შეიტანა განცხადება-საჩივარი. რის შემდეგ მის მიერ მოწმის სახით გამოკითხულ იქნა ლ--–------–-----. ლ--–------–-----ს დაენიშნა სასამართლო ექსპერტიზა, რომელიც თვითონაც მოითხოვა და იმავე ღამეს გადაყვანილ იქნა ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის რეგიონალურ დეპარტამენტში. დასკვნის შედეგად მას ჰქონდა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. მის მიერე გამოკითხულ იქნა სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ირაკლი, ხურცილავა და ბ---------------, ასევე დაცვის თანამშრომლები ვ--–---------------- და შ--–------------–--. ლ--–------–----- ცნობილ იქნა დაზარალებულად, გაეცვალათ მხარეებს მტკიცებულებები, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ გააცნო ბრალდებულს, რომელიც ჩაიბარა და ხელიც მოაწერა.
11. მოწმე ზ---–-------მ განაცხადა, რომ მოცემულ საქმეზე 14 ოქტომბერს მის მიერ გამოკითხულ იქნა ქეთინო მაქაცარიას შვილი ბადრი რუხაძე, გამოკითხვას ესწრებოდა არასრულწლოვანის მამა სერგო რუხაძე, გამოკითხულ იქნა არასრულწლოვანი, გამოკითხვის დასრულების შემდეგ გაეცნენ ოქმს და დაადასტურეს ხელის მოწერით.
12. ბრალდებულმა ზ--------–-----ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 02 ოქტომბერს ლ--–------–-----სთან მოუვიდა შელაპარაკება, ლ--–------–----- მოვიდა მასთან, რა მოხდაო ჰკითხა და მან ხელი დაარტყა, წააქცია და ფეხიც დაარტყა. ამ ფაქტს დაცვის პოლიციელები ხედავდნენ ღვინჯილია და ჩოკორაია. იმ დღეს იყო არაფხიზელ მდგომარეობაში და არ ახსოვს რამე გამომწვევი უთხრა თუ არა ლ--–------–-----მ. შემდეგ მივიდა ის ლ--–------–-----სთან და ბოდიში მოუხადა, მის ოჯახის წევრებთან შვილთან და ლელასთანაც კარგი ურთიერთობა აქვს.
სამართლებრივი შეფასება:
13. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ--------–-----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ზ--------–-----ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრაშია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ზ--------–-----ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
14. სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს ზ--------–-----ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში.
15. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ--------–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის აღიარება.
ზ--------–-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.
16. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
17. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
18. ბრალდებულ ზ--------–-----ის მიერ სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
19. ზ--------–-----ის მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა.
20. ბრალდებული ზ--------–-----ე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით,სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 50-ე, 59-ე, 67-ე მუხლით, სსსკ-ის 81-ე, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ--------–-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განაჩენით ზ--------–-----ის მიმართ სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით დანიშნული პირობითი მსჯავრი _თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი_ თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ზ--------–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ ზ--------–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო.
3. ზ--------–-----ე დაკავებულ იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში, რაც დაევალოს სასამართლოს მანდატურის სამსახურს. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 19 თებერვლიდან.
4. ზ--------–-----ე მოთავსებული იქნეს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში, რაც დაევალოს შსს სენაკის რაიონული სამმართველოს უფლებამოსილ თანამშრომლებს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქ.№247) მეშვეობით.
მოსამართლე ლევან ნუცუბიძე