გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210018002495726 (2-360/18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2019 წელი. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი თამარ ქართველიშვილი
მოსარჩელეები - ნ----- კრ-------- , რუ--–-- კო-----ე
წარმომადგენელი - შო---------–-ძე
მოპასუხეები - ბ--- კო-----ე, ლ---- კო-----ე
წარმომადგენელი - ლე-–-----------ძე
დავის საგანი - უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული სარგებელის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1. ბ--- კო-----ეს და ლ---- კო-----ეს სოლიდარულად დაეკისროთ რუ--–-- კო-----ის და ნ----- კრ--------ს სასარგებლოდ 38 800 ლარის გადახდა.
2. მოპასუხეებს დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მოსარჩელე ნ----- კრ--------სა და მუ----- კო-----ეს ქორწინების პერიოდში 1981 წელს შეეძინათ შვილი მოსარჩელე რუ--–-- კო-----ე. ბავშვის დაბადებიდან დიდი ხნის პერიოდში მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობდნენ, ნ----- კრ-------- შვილთან ერთად უკრაინაში წავიდა საცხოვრებლად. 2011 წელს ნ----- კრ-------- დაბრუნდა საქართველოში, მუ----- კო-----ემ და ნ----- კრ--------მ მოახდინეს ქორწინების რეგისტრაცია და დაიწყეს ერთად ცხოვრება ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სი-------ში. მუ----- კო-----ე გარდაიცვალა 2015 წლის 16 აპრილს. გარდაცვალებამდე ნ----- კო-----ემ, რუ--–-- კო-----ემ და მუ----- კო-----ემ სოფ. სი-------ში, კომლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დაიწყეს და ააშენეს საცხოვრებელი სახლი, რომლის მშენებლობა სრულად დღემდე არ არის დასრულებული. მშენებლობის დაწყებამდე მუ----- კო-----ის მშობლებს სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდათ, რომ კომლის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის ნახევარს გადასცემდნენ მუ----- კო-----ეს, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდგომ პირობა შეცვალეს და კომლის ქონება, მათ შორის მუ----- კო-----ის და მისი მეუღლის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში დაირეგისტრირეს მისმა მშობლებმა ა--- კო-----ემ და ფა----- კო-----ემ. აღნიშნული ქონება, მათ შორის მუ----- კო-----ის ახალ აშენებული საცხოვრებელი სახლი ჩუქების ხელშეკრულებით გადასცეს შვილიშვილს ბ--- კო-----ეს, რომელმაც თავის მხრივ, მიწის ის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ნ----- კრ--------სა და რუ--–-- კო-----ის საცხოვრებელი სახლი, ნასყიდობის ხელშეკრულებით 1000 ლარად გადასცეს მოპასუხე ლ---- კო-----ეს. ყველა გასხვისება მოხდა მოჩვენებით, უძრავი ქონების გადამალვისა და პრეტენზიების თავიდან აცილების მიზნით, ასევე გარდაცვლილი არიან ა--- და ფა----- კო-----ეები, რომელთა საკუთრების მიღებით უსაფუძვლოს გამდიდრდნენ ბ--- კო-----ე და ლ---- კო-----ე, აღნიშნული ქონება წარმოადგენდა ნ----- კრ--------სა და რუ--–-- კო-----ის საკუთრებას, რომლებსაც მიღებული აქვთ მუ----- კო-----ის სამკვიდრო მოწმობა, რომელშიც შედის ყველა აქტივი და პასივი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეები და მათი წარმომადგენელი წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელს არ ცნობენ, მიიჩნევენ რომ სარჩელი არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და მიუთითებენ შემდეგ გარემოებებზე:
ნ----- კრ-------- და მუ----- კო-----ე ერთად ცხოვრობდნენ დაახლოებით 1980 წელში, საიდანაც შეეძინა შვილი რუ--–-- კო-----ე, ერთი წლის არ იყო ბავშვი, რომელიც წაიყვანა ნ----- კრ--------მ საქართველოდან უკრაინაში და მან უკრაინაში შექმნა მეორე ოჯახი საიდანაც გააჩინა ქალიშვილი. ნ----- კრ-------- საქართველოში მუ----- კო-----ესთან ჩამოდიოდა 2011 წლიდან დროგამოშვებით, ისინი ერთად სისტემატურად არ ცხოვრობდნენ. მუ----- კო-----ე გარდაიცვალა 2015 წლის აპრილის თვეში, მაგრამ ის ფაქტი რომ თითქოს გარდაცვალებამდე ნ----- კრ-------- და მუ----- კო-----ემ ერთობლივად დაიწყეს სახლის მშენებლობა სიანმდვილეს არ წარმოადგენს, რადგან მუ----- კო-----ეს არ დაუწყია სახლის მშენებლობა, სახლის შენებლობა დაიწყო მისმა მამამ ა--- კო-----ემ, 2013 წელს, როცა 37000 ლარად გაყიდა მიწა მდინარე ჭოროხის სანაპიროზე. მუ----- კო-----ე ამ პერიოდისთვის შეუძლოდ იყო, ის არსად არ მუშაობდა და არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა,მუ----- კო-----ე დაავადებული იყო სიმსივნით და ის მისთვის ცნობილი გახდა მისთვის სიკვდილამდე ორი წლით ადრე, ის გადიოდა ქიმია თერაპიის კურს და ბოლოს იგი გარდაიცვალა ფილტვის სისმსივნით. ადამიანი, რომელიც დაუძლურებული იყო სიმსივნით, რონელიც განადგურებული იყო ფსიქოლოგიურად როგორ იფიქრებდა სახლის აშენებაზე. ასევე არ გააჩნდა თანხები ნ----- კრ--------საც და ვერ ააშენებდა სახლს, რადგან საქართველოში არ ცხოვრობდა და უკრაინიდან ჩამოდიოდა სამთვეში ერთხელ. ა--- კო-----ე არ დაპირებია მის შვილს მუ----- კო-----ეს და ნ----- კრ--------ს მის საკუთრებაში არსებული ქონების სანახევროდ გადაცემასთან დაკავშირებით და ასეთი დაპირება რომ ყოფილიყო სიცოცხელშივე გადაუფორმებდა. ის რომ ქონება ბებია ბაბუამ გადაუფორმეს ბ--- კო-----ეს იყო მათი ნება თავიანთი უძრავი ქონების ჩუქების გზით მათი შვილიშვილის საკუთრება გამხდარიყო. ბ--- კო-----ე არის ნ----- კო-----ის შვილი, რომელიც ა--- კო-----ის ქონებაში დღემდე ცხოვრობდა და ცხოვრობს. ნ----- კო-----ის მიერ იქნა ა--- და ფა----- კო-----ეზე მზრუნველობა გაწეული და გარდაცვალების შემდგომ წესი აგებული და პატივით დაკრძალული.
მოპასუხე ბ--- კო-----ე მიიჩნევს, რომ მის მიმართ დავა უსაფუძვლოა, რადგან მას ქონება არ მიუღია და ა--- კო-----ის ქონება გადაუფორმა მუ----- კო-----ის ქალიშვილს ლ---- კო-----ეს.
მოპასუხე მხარე მიუთითებს სხვა გარემოებებზეც, მიიჩნევენ, რომ სახეზე არ არის უსაფუძვლო გამდიდრების არანაირი პირობა, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელეები ნ----- კრ-------- და რუ--–-- კო-----ე არიან დედა-შვილი, რუ--–-- კო-----ე დაბადებულია 1981 წლის 01 მარტს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში, მამა არის კო-----ე მუ----- ა---ს ძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
- ქორწინების მოწმობა.
3.1.2. მოსარჩელე ნ----- კრ-------- შვილის დაბადების შემდგომ საცხოვრებლად წავიდა უკრაინაში, მუ----- კო-----ე დაქორწინდა ნათელა სუ-----იძესთან, რომელთანაც შეეძინა ქალიშვილები ლ---- კო-----ე და ლელა კო-----ე. მუ----- კო-----ე გაცილებული იყო მეორე მეუღლესთანაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
- მოწმეთა ჩვენებები.
3.1.3. 2011 წელს ნ----- კრ-------- დაბრუნდა საქართველოში, ამავე წლის 23 ივნისს მუ----- კო-----ესთან გატარდნენ ოფიციალურ ქორწინებაში და დაიწყეს ერთად ცხოვრება. მათთან საცხოვრებლად ჩამოდიოდა შვილი რუ--–-- კო-----ე, რომელიც მიიღო სახლში ოჯახის წევრად როგორც მამამ მუ----- კო-----ემ, ასევე ბაბუამ ა--- კო-----ემ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქორწინების მოწმობა
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
-მოწმეთა ჩვენები.
3.1.3. ქორწინებისა და შვილის დაბრუნების შემდგომ მუ----- კო-----ეს გაუჩნდა ცხოვრების ინტერესი, მეუღლესთან ნ----- კრ--------სთან ერთად კომლის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთზე, მამისეული სახლის გვერდით დაიწყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, მუ----- კო-----ე გარდაიცვალა 2015 წლის 16 აპრილს, სახლი ამჟამად არ არის სრულად აშენებული, მისი საბაზრო ღირებულება შედგენს 37900 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
-მოწმეთა ჩვენები.
-გარდაცვალების მოწმობა
-ფოტოსურათები
-სოფლის მცხოვრებთა ხელმოწერილი განცხადება
-ექსპერტიზის დასკვნა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მუ----- კო-----ის გარდაცვალების შემდგომ სამკვიდრო მიიღო და ქონების ფაქტობრივი ფლობა განაგრძო მოსარჩელე ნ----- კო-----ემ, გარდაცვალებიდან გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა მუ----- კო-----ის მამისა და ნათესავების სახლში, განკარგა კუთვნილი საოჯახო ნივთები მაცივარი, მუ----- კო-----ის კუთვნილი არყის სახდელი აპარატი და სხვა ნივთები, ფაქტობრივად ფლობს მუ----- კო-----ესთან ერთად აშენებულ სახლს, რომელიც დაკეტილია და გასაღები ინახება ნ----- კრ--------სთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
-მოწმეთა ჩვენებები.
3.2.2. მიწის ნაკვეთი, რომელზეც მუ----- კო-----ის მიერ დაწყებული იქნა სახლის მშენებლობა, წარმოადგენდა კომლის სარგებლობაში არსებულ 5000 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს. კომლს უფროსად ირიცხებოდა მუ----- კო-----ის მამა- ა--- კო-----ე. მუ----- კო-----ის გარდაცვალების შემდგომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობები საკუთრების უფლებით დაირეგისტრირეს ა--- კო-----ემ და ფა----- კო-----ემ, ხოლო შემდგომ ჩუქების ხელშეკრულებით გადასცეს შვილიშვილს ( მუ----- კო-----ის ძმის შვილს) ბ--- კო-----ეს, რომელმაც აღნიშნული ქონების ნაწილი, 305 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მუ----- კო-----ის მიერ აშენებული სახლი ნასყიდობით, 1000 ლარად გადასცა მუ----- კო-----ის ქალიშვილს ლ---- კო-----ეს და ამჟამად ირიცხება მის საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
-საარქივო ცნობა
-საკომლო ამონაწერი
- ჩუქების ხელშეკრულება
-ნასყიდობის ხელშეკრულება.
-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.
3.2.3. მხარეთა შორის ძირითად სადავო საკითხს წარმოადგენს ნ----- კო-----ისა და რუ--–-- კო-----ის მიერ სახლის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების ოდენობა.
მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სახლის მშენებლობას ორგანიზებას უწვდა და ძირითადი ხარჯები გაღებულია ნ----- კრ--------სა და რუ--–-- კო-----ის მიერ, გარკვეული ხარჯები თავისი სამეურნეო შემოსავლიდან გაღებული აქვს მუ----- კო-----ესაც. სახლი შენდებოდა მუ----- კო-----ის ოჯახისათვის მეუღლე ნ----- კრ--------სა და ვაჟიშვილის რუ--–-- კო-----ისათვის. მუ----- კო-----ის გარდაცვალების შემდგომ აღნიშნული სახლი ფაქტობრივად წარმოადგენს მათ საკუთრებას, თუმცა უსაფუძვლო გამდიდრებით ქონება დარეგისტრირდა მოპასუხეებზე.
მოპასუხე მხარე საწინააღმდეგოს განმარტავს. მათი მტკიცებით, ნ----- კრ--------სა და რუ--–-- კო-----ეს არავითარი მატერიალური მონაწილეობა არ მიუღიათ სახლის მშენებლობაში, სახლი აშენდა მუ----- კო-----ის მამის ა--- კო-----ის ფულით, რომელიც მან მიიღო საკომპენსაციოდ სხვა მიწის ნაკვეთის გასხვისებით. ნ----- კრ-------- ფაქტობრივად არ იმყოფებოდა საქართველოში, ხოლო მუ----- კო-----ე თავისი ავადმყოფობის გამო ვერ შეძლებდა სახლის მშენებლობას.
ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლო დასახელებული სადავო ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.
ამავე კოდექსის კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოსარჩელე მხარემ თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად წარმოადგინა სოფელ სი-------ის მაცხოვრებელთა 43 პირის ხელმოწერით დადასტურებული ჩანაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ ,,რუ--–-- კო-----ემ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში, რომელიც მშობლებმა სიტყვიერად მისცეს, ნ----- კრ--------სთან და მათ საერთო შვილთან რუ--–-- კო-----ესთან ერთად ააშენა საცხოვრებელი სახლი და სახლთან მდებარე ხის პატარა შენობა, თუმცა მშენებლობის დასრულებამდე და სანამ ის დაირეგისტრირებდა მიწის ნაკვეთს და სახლს, გარდაიცვალა.“
წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები, რითაც დგინდება, რომ ნ----- კრ--------მ შეიძინა და სოფელ სი-------ში მიიტანა 350 ცალი სამშენებლო ბლოკი, წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები სამშენებლო ბეტონის შეძენაზე, რომელიც სოფელ სი-------ში ტრანსპორტირებულია ჯ--- მჭ----–-–---–-ს მიერ. მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან მიღებულ ნ----- კრ--------სა და რუ--–-- კო-----ის მიერ მიღებულ საზღვრის კვეთის ინფორმაციაზე, რითაც დგინდება, რომ ნ----- კრ-------- 2011 წლიდან ძირითადი პერიოდი იმყოფებოდა საქართველოში. წარმოდგენილია ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რითაც მოსარჩელის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მუ----- კო-----ე გარდაცვალებამდე ხანმოკლე პერიოდში რამდენიმე თვე ავადმყოფობდა.
მოსარჩელე მხარის ინიციატივით დაკითხული იქნენ მოწმეები ზ----- კო-----ე, რო-–---- ხა---–---–ი, ე-–------ ხა---–---–ი, ჯ--- მჭ----–-–---–-, ზუდი კო-----ე. მოწმე ზ----- კო-----ემ აჩვენა, რომ მუ----- კო-----ე იყო მის ბიძაშვილი, ნ----- კრ--------ს მასთან დაბრუნებისა და ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ მამისეულ მიწის ნაკვეთზე მუ----- კო-----ემ მეუღლესთან ერთად დაიწყო სახლის მშენებლობა. მშენებლობაში ძირითადად თვითონ ეხმარებოდა და ყველაფერს თვითონ აკეთებდა, მას სამშენებლო მასალების შესაძენად ფულს აძლევდა ნ----- კრ--------, ეხმარებოდნენ მეზობლებიც, თანხას აგზა---და რუ--–-- კო-----ეც, ერთხელ თვითონ ესწრებოდა ფულის მიღებაში როცა რუ--–-- კო-----ემ გადმორიცხა 200 ევრო. სახლი იყო მუ----- კო-----ის ოჯახის, უნდა დარეგისტრირებულიყო მასა და მისი ოჯახის წევრებზე, თუმცა მისი გარდაცვალების შემდგომ მისმა მამამ ა--- კო-----ემ თავისზე გადაიფორმა, ხოლო ნ----- კრ-------- იძულებული იყო გაეყიდა დარჩენილი უძრავი ქონება და წასულიყო უკრაინაში.
მოწმე რო-–---- ხა---–---–ის ჩვენებით მუ----- კო-----ე იყო მესი მეზობელი და უახლოესი მეგობარი. მუ-----ის დაუბრუნდა მის 30 წლის უკან დაკარგული ვაჟიშვილი რუ--–--ი და მას გაუჩნდა ცხოვრების ინტერესი. მამისეული მიწა გაინაწილეს ძმებმა და მუ----- კო-----ემ დაიწყო სახლის მშენებლობა, სახლი შენდებოდა რუ--–--ის დაფინანსებით და უნდა ყოფილიყო რუ--–--ის.
მოწმე ე-–------ ხა---–---–ის ჩვენებით, მუ----- კო-----ემ მას შემდეგ გადაწყვიტა სახლის მშენებლობა, რაც იპოვა თავისი ცოლ-შვილი. მუ-----ის ჰქონდა საკმაო შემოსავლები და სახლის მშენებლობაზე იხარჯებოდა მისი თანხები, მშენებლობაში ეხმარებოდნენ მეზობლები.
მოწმე ჯ--- მჭ----–-–---–-ს ჩვენებით მუ-----ის სახლის მშენებლობის დროს თვითონაც იშენებდა სახლს. ეზიდებოდა სილა ცემენტს, მოუტანა რამდენჯერმე მუ-----ისაც. თანხას იხდიდა მუ----- კო-----ე და ნ----- კრ-------- არ უნახავს.
მოწმე ზუდი კო-----ის ჩვენებით ა--- კო-----ემ ორივე ვაჟიშვილს გაუნაწილა მიწის ნაკვეთი, ასევე გაუნაწილა საკომპენსაციოდ მიღებული თანხებიც.
მოწინააღმდეგე მხარემ თავისი არგუმენტების გასამყარებლად წარმოადგინა საკომპენსაციო ხელშეკრულება რითაც ადასტურებს, რომ 2013 წელში ა--- კო-----ემ შპს ,,აჭარ ენერჯი 2007’ -ისაგან მიიღო მიწის ნაკვეთის საკომპენსაციო თანხა. წარმოდგენილია მეზობლების ხელმოწერით დადასტურებული განმარტება (46 პირის ხელმოწერა) სადაც აღნიშნულია, რომ ძველი კომლის სახლის მიმდებარედ მშენებლობა დაიწყო თავად ა--- კო-----ემ თავისი სახსრებით რომელიც მიიღო მიწის ნაკვეთის გასხვისებით 37400 ლარად. სახლი შენდებოდა ა--- კო-----ის მხარდაჭერით.
მოპასუხე მხარის ინიციატივით დაკითხული იქნენ მოწმეები: ზ---- კო-----ე, ჟუ–---- კო-----ე, სა---------------ე, მზ----------------ძე.
ზ---- კო-----ის ჩვენებით, მუ----- კო-----ისათვის სახლის მშენებლობა დაიწყეს ა--- კო-----ის ფულით, რომლიც მან მიიღო მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად, ა---ს უნდა ეცხოვრა მუ-----ისთან ერთად, მაგრამ მშენებლობის პერიოდში მოხდა უკმაყოფილება, ა--- კო-----ემ დაიბარა ზ---- კო-----ე და უთხრა სახლი შვილიშვილზე უნდა გადავაფორმოო, თვითონ წაიყვანა რეესტრში და ქონება გადაუფორმა შვილიშვილს.
მოწმე ჟუ–---- კო-----ის ჩვენებით მისმა მამამ ა--- კო-----ემ კომპენსაციით მიღებული თანხა მისცა მუ----- კო-----ეს სახლის მშენებლობისათვის, მუ----- კო-----ეს და ნ----- კრ--------ს საკუთარი თანხები არ გააჩნდათ, ნ----- კრ-------- მუ-----ის გარდაცვალების შემდგომაც ართმევდა ფულს ა--- კო-----ეს. მუ-----ის გარდაცვალების შემდგომ მისი ქონება გაყიდა ნ----- კრ--------მ, სახლს თვითონ დაეპატრონა და გასაღებიც მას აქვს. ა--- კო-----ეს უნდოდა რომ ქონება ყველა შვილიშვილს დარჩენოდა, ამიტომ გადაუფორმა ბ--- კო-----ეს.
მოწმე სა---------------ის ჩვენებით, მუ----- კო-----ემ დაიწყო სახლის მშენებლობა როცა ჩამოიყვანა თავისი ცოლი და შვილი, მანამდე მისი მამა ა--- კო-----ეც ამბობდა, რომ მუ-----ის შვილი რომ ჩამოვა სახლი უნდა დავახვედროვო. ა---მ მიიღო ფულადი კომპენსაცია და გაუნაწილა შვილებს, პირველად თქვა ათ- ათი ათასი გავუნაწილევო. თანხა მუ-----ისაც ჰქონდა და სახლის მშენებლობაში მეზობლებიც ეხმარებოდნენ, სახლი შენდებოდა მუ-----ისათვის. მისი გარდაცვალების შემდეგ ცოლმა და შვილმა გაყიდეს დარჩენილი ქონება და წავიდნენ.
მოწმე მზ----------------ძის ჩვენებით, ნ----- კრ-------- მუ-----ისთან დაბრუნდა 35 წლის შემდეგ, გარდაცვალებამდე 4 წლით ადრე, მას მიეცა სტიმული შვილის ჩამოყვანაზე, მას ეხმარებოდა მამა - ა--- კო-----ე, უნდოდა მასთან ცხოვრება და გვერდით ერთად დაიწყეს სახლის მშენებლობა. მშენებლობაში ეხმარებოდნენ ბიძაშვილები და მეზობლები, მაგრამ ფულს იხდიდა ა--- კო-----ე, მუ-----ის გარდაცვალების შემდეგ ნ-----მ დაიწყო ქონების გაყიდვა, ამიტომ ა--- კო-----ემ სახლი გაიფორმა თავის სახელზე და შემდეგ გადასცა შვილიშვილებს.
მხარეთა განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამჟამად ირიცხება ლ---- კო-----ის სახელზე, შენდებოდა მუ----- კო-----ის ოჯახისათვის. მისი მშენებლობისათვის ერთობლივად იქნა გაღებული თანხები როგორც უშუალოდ მოსარჩელეების, ასევე მუ----- კო-----ისა და ა--- კო-----ის მიერ. მუ----- კო-----ის გარდაცვალების შემდგომ აღნიშნული შენობა ნაგებობა და სხვა მოძრავი ნივთები დარჩა ნ----- კრ--------სა და რუ--–-- კო-----ის ფაქტობრივ მფლობელობაში. მოძრავი ნივთები გაყიდა ნ----- კრ--------მ და თანხა მოიხმარა, ხოლო შენობა ნაგებობა და მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა ა--- კო-----ემ, რომელმაც ჩუქებით გადასცა შვილიშვილს ბ--- კო-----ეს იმ პირობით, რომ მუ----- კო-----ის მიერ აშენებული სახლს თანაბარწილად გადაუფორმებდა მუ----- კო-----ის შვილებს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სახლის ნახევარი წარმოადგენს მუ----- კო-----ის სამკვიდრო ქონებას, შესაბამისად ქონების ნახევარი, რომელიც ეკუთვნოდა ნ----- კრ--------ს უსაფუძვლოდ იქნა გაცემული მოპასუხეებზე, რითაც ისინი უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა განმარტებები
-მოწმეთა ჩვენებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ----- კრ--------სა და რუ--–-- კო-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ბ--- კო-----ესა და ლ---- კო-----ეს და სოლიდარულად დაეკისროთ ნ----- კრ--------სა და რუ--–-- კო-----ის სასარგებლოდ 18950 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 987-ე 976-ე, 976-ე, 991-ე, 1319-ე, 1328-ე, 1421-ე მუხლები.
- სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობის და შესაბამისად მოთხოვნის დაყენების სამართლებრივი საფუძველი.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტით ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”.
ამავე კოდექსის 987-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს”.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 987-ე მუხლები არეგულირებენ უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს. უსაფუძვლო გამდიდრების გამო ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში მოიშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.
დადგენილია, რომ მოსარჩელეები ნ----- კრ-------- და რუ--–-- კო-----ე მუ----- კო-----ესთან ერთად სოფელ სი-------ში მუ----- კო-----ის მამის კომლის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთზე იშენებდნენ საცხოვრებელ სახლს. აშენებულია 120.7 კვ. მეტრი ფართი, რომელიც სხვა ქონებასთან ერთად გაიფორმა ა--- კო-----ემ მთლიანი ქონება ჩუქებით გადასცა ბ--- კო-----ეს, მან კი ზემო დასახელებული სახლი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 37000 ლარს, 1000 ლარის ნასყიდობით გადასცა, მოპასუხე ლ---- კო-----ეს. ბ--- კო-----ე აცხადებს, რომ ბაბუამ ა--- კო-----ემ სადავო სახლი იმ მიზნით გაუფორმა, რომ შემდგომში გადაეფორმებინა მუ----- კო-----ის შვილებისათვის, მათ შორის რუ--–-- კო-----ისათვის, თუმცა როგორც დადგინდა რუ--–-- კო-----ეს არათუ მამის წილის, არამედ მისი მონაწილეობით მშენებარე სახლის კუთვნილ წილიც არ მიეცა. სახლის ნახევარი წარმოადგენდა ნ----- კრ--------ს საკუთრებას და მისი კუთვნილი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციით მოპასუხეები უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
ამავე კოდექსის 1319-ე მუხლით სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.
საქართველოს სკ-ის 1421-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლ----დ მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
დადგენილია, რომ მუ----- კო-----ის გარდაცვალების შემდგომ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას ახორცილებდა ნ----- კრ--------. ანუ მან ნება გამოხატა მემკვიდრეობის მისაღებად და შეასრულა მემკვიდრეობის მიღებისათვის საჭირო მოქმედება, დაეუფლა სამკვიდრო ქონებას.
ასევე დადგენილია, რომ სამკვიდრო ქონების ნაწილი, რომელიც ეკუთვნოდა მუ----- კო-----ეს, საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული. აღნიშნული მიზეზით ვერ მოხდა ქონების სამართლებრივი დაკანონება, რაც შემდგომში განახორციელა ა--- კო-----ემ და გადასცა მოპასუხეებს. ბ--- კო-----ე და ლ---- კო-----ე ამ მოქმედებით უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ, მიიღეს ქონება, რომელზეც არ გააჩნდათ უფლება.
სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლით ,,პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში განხილვისა და მხედველობაში მიღების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა მუ----- კო-----ისა და ნ----- კრ--------ს საკუთრებას. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკბნით დგინდება, რომ მუ----- კო-----ისა და ნ----- კრ--------ს მშენებარე სახლის ღირებულება შეადგენს 3700 ლარს. მუ----- კო-----ის სხვა მემკვიდრეებს, მათ შორის მოპასუხე ლ---- კო-----ეს უფლება ჰქონდათ მხოლოდ მუ----- კო-----ის წილზე, ანუ სადავო ქონების ნახევარზე, მათ კი უსაფუძვლოდ მიიღეს მთლიანი ქონება. შესაბამისად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელეებზე სადავო ქონების ღირებულების ნახევარის - 18950 ლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37 მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს კი წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები და სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილვე შემთხვევაში სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 1200 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დაკისრებული თანხის, 18950 ლარის 3% -ის, 566. 50 ლარის ანაზღაურება.
რაც შეეხება, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხს, იმის გათვალისწინებით რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თანაბარი პროპორციით და ორივე მხარეს აქვს გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯები, სასამრთლო არ დააკისრებს მხარეებს აღნიშნული ხარჯების ანაზღაურებას.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, უცვლელად უნდა დარჩეს 2018 წლის 6 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ნ----- კრ--------ს და რუ--–-- კო-----ის სასარჩელო მოთხოვნა.
2. ბექა კო-----ეს და ლ---- კო-----ეს სოლიდარულად დაეკისროთ რუ--–-- კო-----ის და ნ----- კრ--------ს სასარგებლოდ 18950 (თვრამეტი ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
3. ბ--- კო-----ეს და ლ---- კო-----ეს სოლიდარულად დაეკისროთ რუ--–-- კო-----ის და ნ----- კრ--------ს სასარგებლოდ მოსარჩელეების მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 566. 50 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე