განაჩენი

სისხლის სამართლის 20.02.2019
საქმის ნომერი
330100118002791061
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5----18

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა

 

სხდომის მდივან - თამთა გაჩეჩილაძის,პროკურორ - მ-----– ქ-----ს,ადვოკატ - მ--- წ-------–ის,ბრალდებულ - ლ---- ჯ-–-------ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ---- ჯ-–-------ის, დაბადებულის 1--- წლის 1--------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების თ---–-------–------------------------------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---- ჯ-–-------მა ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მანვე ჩაიდინა ადევნება, ესე იგი პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატიურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 7 ნოემბერს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, გ--------------------–-------------- ბინასთან ლ---- ჯ-–-------მა ამავე მისამართზე მცხოვრებ ნ---- ს---–----–---–ს შელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ნ---- ს---–----–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 8 ნოემბერს, დაახლოებით 20:30 საათიდან 23:30 საათამდე პერიოდში, ქ.თბილისში, გ--------------------–-------------- ბინასთან ლ---- ჯ-–-------ი ამავე მისამართზე მცხოვრებ ნ---- ს---–----–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, დახრჩობით, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ლ---- ჯ-–-------ს და ნ---- ს---–----–---–ს 2015 წლიდან 2017 წლამდე ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა, მათი დაშორების შემდეგ, დაახლოებით 2017 წლის ნოემბრის თვიდან 2018 წლის 9 ნოემბრამდე, ლ---- ჯ-–-------ი ნ---- ს---–----–---–ის მიმართ ახორციელებდა ადევნებას, კერძოდ: სისტემატიურად დაჰყვებოდა ნ---- ს---–----–---–ს ფეხით მოძრაობისას და უკანონოდ უთვალთვალებდა, ასევე მობილური ტელეფონის მეშვეობით ამყარებდა მასთან არასასურველ კომუნიკაციას. აღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია ნ---- ს---–----–---–ის ფსიქიკური ტანჯვა და მისი ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა.

 

ბრალდებულმა ლ---- ჯ-–-------მა სასამართლო სხდომაზე სრულად აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება და თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ლ---- ჯ-–-------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ 2018 წლის 7 ნოემბერს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, გ--------------------–-------------- ბინასთან ლ---- ჯ-–-------მა ამავე მისამართზე მცხოვრებ ნ---- ს---–----–---–ს შელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ნ---- ს---–----–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ლ---- ჯ-–-------ი ნ---- ს---–----–---–ს ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, დახრჩობით, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე ლ---- ჯ-–-------ი ნ---- ს---–----–---–ის მიმართ ახორციელებდა ადევნებას, კერძოდ: სისტემატიურად დაჰყვებოდა ნ---- ს---–----–---–ს ფეხით მოძრაობისას და უკანონოდ უთვალთვალებდა, ასევე მობილური ტელეფონის მეშვეობით ამყარებდა მასთან არასასურველ კომუნიკაციას. აღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია ნ---- ს---–----–---–ის ფსიქიკური ტანჯვა და მისი ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა.

გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - მოწმეების ნ---- ს---–----–---–ის, ე---------- გ---–--ის, ნ----- მ------–-–---–ის, ლ---- ჯ-–-------ის გამოკითხვის ოქმებით, შეტყობინებით, პაციენტის სამედიცინო ბარათით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემაკავებელი ორდერებით, ტელეფონის ნომრის დეტალური ამონაბეჭდით და საქმის სხვა მასალებით, რომლებიც სადავო არ გაუხდია დაცვის მხარეს, დადასტურდა ლ---- ჯ-–-------ის მიერ ჩადენილი დანაშაული.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ლ---- ჯ-–-------ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ ლ---- ჯ-–-------მა აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა არ გააჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდებულ ლ---- ჯ-–-------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლის ვადით უნდა აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---- ჯ-–-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება,საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ლ---- ჯ-–-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

2. ლ---- ჯ-–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

3. ლ---- ჯ-–-------ს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 16 ნოემბრიდან 2019 წლის 9 იანვრის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში;

4. გაუქმდეს 2019 წლის 23 იანვრის განჩინებით, ქ----- გ-----ს (პირადი №-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე მ--------–-------------------–---------------, საკადასტრო კოდით: №-------------) ბრალდებულ ლ---- ჯ-–-------ის გირაოს თანხის 5 000 ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა;

5. გამოსაცდელი ვადის პერიოდში საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ლ---- ჯ-–-------ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარებაზე დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი