განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002553904
საქმე №1/275-18
გორის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 იანვარი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი
სხდომის მდივანი ანა ტეტუნაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნათია კიკალ--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - კ------- მ-----–-ს ძე ყ-----–---–ი - დაბადებული 1----–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, არასრული-საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: კასპის რაიონი, ს------–-------–-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუქნტებით.
დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი ან მეტი პირის მიმართ.
სხდომის სახე - სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 - 2017 წლის მარტის თვის დასაწყისში, კასპის რაიონის ს------–------–-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კ------- ყ-----–---–მა შელაპარაკებისას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს - გ------- ყ-----–---–ს, სახეში ორჯერ გაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. – 2018 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 06:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კ------- ყ-----–---–მა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე კასპის რაიონის ს------–------–-ში, შელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის გ------- ყ-----–---–ის მიმართ განახორციელა ძალადობა, ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სახის არეში და მოუჭირა ყელში, რის შედეგადაც გ------- ყ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს კ------- ყ-----–---–მა არასრულწლოვანი შვილის გ------- ყ-----–---–ის თანდასწრებით, შელაპარაკების ნიადაგზე, დედის - ლ--–- ბ------ის მიმართ განახორციელა ძალადობა - ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ლ--–- ბ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო გადაწყვეტილება, კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულ-- იხელმძღვანელოს გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით, მხოლოდ პრეიუდიციის არსებობის შემთხვევაში.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, გამოკვლეული იქნა მოწმეების - თ----- ხ--–-–---–ის, გ------- კ-----------ის, გ------- ბ---–----–---–ის, დ----- დ---–--–---–ის, ლ-- ხ-------–--ის, ი---- ფ------–---–ის და დაზარალებულების - ლ--–- ბ------ის და გ------- ყ-----–---–ის ჩვენებები, ხოლო ი-–-- მ-------ის და პ----- ჯ---–--ის ჩვენებათა გამოკვლევის ნაწილში ბრალდებულის მიერ მიჩნეული იქნა უდავოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე მიღების მიუხედავად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვალდებულ-- გაითვალისწინოს მტკიცებულებათა შეფასების კრიტერიუმები, კერძოდ, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ბარბერა, მესაგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა, ხოლო საქმეზე ბელიჩე რუსეთის წინააღმდეგ, განმარტა, რომ ევროპულ სასამართლოსთან შედარებით ეროვნული სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, რადგან მას აქვს უპირატესი შესაძლებლობა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებები განხილული უნდა იქნას (შეფასდეს) დადგენილი სტანდარტის (რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა) ფარგლებში და დადგინდეს შესაბამისი ფაქტების არსებობა ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის დისპოზიციურ შემადგენლობასთან, კერძოდ:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის სუბიექტია ბრალდებულის ოჯახის წევრი. ამავე კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოვიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ საქმეზე, დაზარალებულ ლ--–- ბ------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ის ბრალდებულის დედაა, ხოლო დაზარალებულ გ------- ყ-----–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ ის ბრალდებულის შვი-–--. აღნიშნული ფაქტი ასევე დაადასტურა ბრალდებულმა კ------- ყ-----–---–მა. შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ--–- ბ------ე და გ------- ყ-----–---–ი ბრალდებულის ოჯახის წევრები არიან.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მიზნებისათვის, ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ძალმომრეობით აქტში და შესაძლებელ-- განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ხელის სახეში დარტყმით და ყელში მოჭერით. აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობის ცნებას არ განმარტავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. შესაბამისად, ვინაიდან 1261-ე მუხლის ნორმის დისპოზიცია ბლანკეტური ხასიათისაა, სასამართლო მიმართავს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, „ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით,“ ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.“
დაზარალებულ გ------- ყ-----–---–ის ჩვენების მიხედვით ცხოვრობს მამასთან კ------- ყ-----–---–თან და ბებიასთან ლ--–- ბ------ესთან ერთად. 2017 წლის მარტის თვეში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კ------- ყ-----–---–მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, 2018 წლის 13 ივნისს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კ------- ყ-----–---–მა ლ--–- ბ------ის თანდასწრებით, დაახლოებით ოთხჯერ დაარტყა ხელი სახის არეში და ყელის არეში მოუჭირა ხელი, რა დროსაც კვლავ განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულმა გ------- ყ-----–---–მა ასევე დაადასტურა ლ--–- ბ------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტიც, კერძოდ, განმარტა რომ ბრალდებულმა კ------- ყ-----–---–მა იმავე დღეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბებიას - ლ--–- ბ------ეს, კერძოდ, ხელი ჰკრა და სახის არეში დაარტყა ხელი.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, არასრულწლოვან გ------- ყ-----–---–ის მიმართ ძალადობის ფაქტი ასევე დაადასტურა დაზარალებულმა ლ--–- ბ------ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ 2017 წლის მარტის თვეში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა კ------- ყ-----–---–მა სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი მის არასრულწლოვან შვილს გ------- ყ-----–---–ს, ხოლო . 2018 წლის 13 ივნისს ყელზე მოუჭირა ხელი. ის მათ გაშვლებას ცდილობდა, რა დროსაც კ------- ყ-----–---–მა ხელი ჰკრა მას და დაარტყა სახის არეში. დარტყმის შედეგად დაზარალებულმა ლ--–- ბ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მოწმე ლ-- ხ-------–--ის ჩვენებით დგინდება, რომ დაზარალებული გ------- ყ-----–---–ი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოიკითხა საპროცესო წარმომადგენლის თანდასწრებით, რა დროსაც საპროცესო კანონმდელობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
მოწმე თ----- ხ--–-–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 13 ივნისს დაზარალებულ ლ--–- ბ------ისაგან შეიტყო, რომ მისმა შვილმა კ------- ყ-----–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის შვილიშვილს გ------- ყ-----–---–ს.
მოწმე გ------- კ-----------ის ჩვენებით დგინდება, რომ ბრალდებულ კ------- ყ-----–---–ის დაკავებისას შეადგინა დაკავების ოქმი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.
მოწმე გ------- ბ---–----–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებულის სახით დააკავა კ------- ყ-----–---–ი მის საცხოვრებელ სახლში, ხოლო გამომძიებელმა გ------- კ-----------მა აღნიშნულზე შეადგინა დაკავების ოქმი.
მოწმე დ----- დ---–--–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 13 ივნისს ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერება და საგამოძიებო ექსპერიმენტი დაზარალებულების გ------- ყ-----–---–ის და ლ--–- ბ------ის მონაწილობით, მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით.
შეტყობინების ბარათის მიხედვით, 2018 წლის 13 ივნისს, ს------–------–-დან მიღებული იქნა სატელეფონო საშუალებით ინფორმაცია კ------- ყ-----–---–ის მიერ შვილის მიმართ ძალადობის განხორციელების თაობაზე. შეყობინების ინიციარი იყო ბებია - ლ--–- ბ------ე.
ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, კ------- ყ-----–---–ი დაკავებული იქნა 2018 წლის 13 ივნისს ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. დაკავების დროს საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
ალკოტესტზე შემოწმების ოქმის მიხედვით, კ------- ყ-----–---–ს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობის ფაქტი.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, დაზარალებულ ლ--–- ბ------ის ჩვენების შემოწმებისას, ამ უკანასკნელმა მიუთითა იმ ოთახზე, სადაც ბრალდებულმა შვილის და მის მიმართ ძალადობა განახორციელა. ოქმს თან ერთვის შინაარსის ამსახველი ფოტოილუსტრაცია. ანალოგიური შინაარისის ინფორმაციას მოიცავს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც ჩატარდა არასრულწლოვან გ------- ყ-----–---–ის მონაწილოებით.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 ივნისის სასამართლო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, „გ------- ყ-----–---–ს პირადი გასინჯვისას აღენისნებოდა სისხლნაჟღენთები მარჯვენა თვალბუდისა და კისრის არეში. დაზიანებები მიყენებულ-- მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.“
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე და დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა კ------- ყ-----–---–მა ჩაიდინა ძალადობა არასრულწლოვანი შვილის - გ------- ყ-----–---–ის და დედის - ლ--–- ბ------ის მიმართ.
ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- ამ
კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ძალადობის შედეგად გამოწვეულ ფიზიკურ ტკივილს, რაც დროსაც აუცილებელ-- მიზეზობრივი კავშირის არსებობა ბრალდებულის ქმედებასა და შედეგს შორის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლის მიხედვით, „თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელ-- მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.“ დაზარალებულ ლ--–- ბ------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, კერძოდ მისი სასამართლოსათის მიცემული ჩვენების მიხედვით, ხელის სახეში დარტყმის დროს მას ეტკინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაზარალებულ - ლ--–- ბ------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკური ტკივილის განცდას და შეგედობრივად, აღნიშნულ ძალადობას არ მოჰყოლ-- ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რაც გათვალისწინებულ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით. ასევე დაზარალებულ გ------- ყ-----–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს როდესაც მას სახეში დაარტყა ხელი და ყელში მოუჭირა ხელი ბრალდებულმა კ------- ყ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ძალადობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ
საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, გ------- ყ-----–---–ის დაბადების თარიღია - 2002 წლის 14 მარტი, დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს, იგი იყო 15 წლის. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს ბრალდებულის მიერ ძალადობის ჩადენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ მტკიცებულებათა ერთობლიობითაა დადასტურებული და სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისპოზიციურ შინაარს.
ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე
ოჯახის წევრის მიმართ.
დადგენი-–--, რომ კ------- ყ-----–---–ის მიერ მეუღლის დედის - ლ--–- ბ------ის მიმართ ძალადობა ჩადენი-–-- დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის - გ------- ყ-----–---–ის თანდასწრებით (გ------- ყ-----–---–ის დაბადების თარიღი - 14.03.2----–--–-). აღნიშნული დადასტურებულ--, როგორც დაზარალებულის ლ--–- ბ------ის, არასრულწლოვანი დაზარალებულის - გ------- ყ-----–---–ის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებებით. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს ბრალდებულის მიერ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ქმედება მტკიცებულებათა ერთობლიობითაა დადასტურებული და სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისპოზიციურ შინაარს.
ძალადობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.
დადგენი-–--, რომ კ------- ყ----–---–ის მიერ ძალადობა ჩადენი-–-- ორი პირის მიმართ, კერძოდ დედის - ლ--–- ბ------ის და არასრულწოვანი შვილის - გ------- ყ-----–---–ის მიმართ. აღნიშნული დადასტურებულ--, როგორც დაზარალებულების ჩვენებებით ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს ბრალდებულის მიერ ძალადობის ჩადენა ორი პირის მიმართ მტკიცებულებათა ერთობლიობითაა დადასტურებული და სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისპოზიციურ შინაარს.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლ--ნი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანი-–-- საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულ--, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა. შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი აწესებს სასჯელს ოჯახში ძალადობისთვის, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები აწესებს სასჯელს ოჯახში ძალადობისთვის, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი ან მეტი პირის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით (პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ბრალდებულ კ------- ყ-----–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რაც გათვალისწინებულ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის მარტის თვის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები (2018 წლის 13 ივნისის ეპიზოდი).
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
კ------- ყ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ მან ხელი შეუწყო საქმის განხილვას ნაწილობრივად უდავო წარმოების წესით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სხდომაზე გამოკითხულმა დაზარალებულებმა გ------- ყ-----–---–მა და ლ--–- ბ------ემ გამოხატეს პოზიცია, რომ პატიობენ ბრალდებულს და ითხოვეს ბრალდებულის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენება.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელ-- ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლ--ნია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლ--ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლ--ნობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა და მისი შედეგების გათვალისწინება.
სასამართლო სასჯელის სამართლ--ნობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასამართლო ვალდებულ-- მხედველობაში მიიღოს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კ------- ყ-----–---–ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ------- ყ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუქნტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 1 (ერთი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუქნტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი 1 (ერთი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, კ------- ყ-----–---–ს განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექსვი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
კ------- ყ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ კ------- ყ-----–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 ივნისიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი