განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-71-19
(#042151218001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21.02.2019 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა
ბრალდების მხარე: პროკურორი ლევან ჯალაღანია,დაცვის მხარე:
ადვოკატი არჩილ ცაგურია,ბრალდებული: ნ----------------ი
მამის სახელი: ო------ი
დაბადებული: 01.01.1--- წ.
დაბადების ადგილი: საქართველო, მარნეული
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და მცხოვრები: მარნეულის რ-ნი სოფ. კ-------ა.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111,108-ე მუხლი, განზრახ მკვლელობა;
თარჯიმანი: თალე ალიევა,სხდომის სახე: ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად სცნო:
2018 წლის 10 დეკემბერს, საღამოს საათებში მარნეულის რაიონის სოფელ კ-------აში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მასთან მუდმივად მცხოვრები და ერთიან საოჯახო მეურნეობის მქონე მამიდის, ბ---------------ას დამოკიდებულებით განაწყენებულმა ნ----------------მა განიზრახა მისი სიცოცხლის მოსპობა: ბ---------------ას საძინებელ ოთახში, ურთიერთშელაპარაკებისას ხელი ჰკრა, რის შედეგედაც ეს უკანასკნელი წაიქცა, თავი მიარტყა ტახტს და გონება დაკარგა. აღნიშნულის შემდეგ ნ----------------მა გონებადაკარგული ბ---------------ა ჩაიყვანა სახლის სარდაფში კვალის დაფარვის მიზნით, რა დროსაც ბ---------------ა მოვიდა გონს. ნ----------------მა აიღო ხის ჯოხის ნაჭერი და რამოდენიმეჯერ ჩაარტყა მას თავის არეში, რის შედეგადაც ბ---------------ა გარდაიცვალა.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
სასამართლოს დასკვნა, ნ----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: თავად ბრალდებულის ნ----------------ის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების: ა------------ის, ჯ---–-------------ის, ე-–---------------ას, ვ----–----------ის, ს--–--------------ის, ა------------ის, ა-----------ის, ნ---------------ის, ა--------–---ის, ა-–-------------–---–ის, დ--------–-----------ის, ა------------------–--–---ის, ზ-----------------ას გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, შემთხვევის ადგილის და გვამის დათვალიერების ოქმებს.
აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოში 2019 წლის 07 თებერვალს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.
ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის №1გ/79-17 განჩინებაში ნათქვამია, რომ ,,ოჯახური ძალადობა, რაც ტრადიციულად მიიჩნეოდა ოჯახის ,,შიდა საქმედ’’, გასცდა ამ ვიწრო გაგებას და იგი, დღეის მდგომარეობით მიჩნეულია ისეთ დანაშაულად, რომელიც საფრთხეს უქმნის არამარტო ცოლ-ქმრის ურთიერთობას, არამედ მცირეწლოვანი შვილების ნორმალურ ფსიქიკურ გარემოში განვითარებას”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ”ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი”. სიცოცხლის უფლება დაცულია საქართველოს კონტიტუციის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.
სიცოცხლის უფლება დაცულია ასევე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის კვალიფიკაციისათვის პირველ ფაქტობრივ წინაპირობად უნდა განისაზღვროს, რომ ხელყოფა მიმართული იყო ცოცხალ ადამიანზე, ხოლო მეორე ფაქტობრივი წინაპირობაა - სიცოცხლის დამთავრებისა და სიკვდილის მომენტის დადგენა. ვინაიდან ყველა სახის მკვლელობა მატერიალური შემადგენლობისაა, იგი დამთავრებულია სიცოცხლის მოსპობის მომენტიდან, ამასთან ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
საქართველოს სსკ-ს მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.
საქართველოს სისხლის სამართლის მეცნიერებასა და პრაქტიკაში მკვლელობა განმარტებულია როგორც სხვისთვის მართლსაწინააღმდეგოდ და განზრახ სიცოცხლის მოსპობა, ამიტომ მკვლელობად ჩაითვლება მხოლოდ სხვა ადამიანისათვის განზრახ სიცოცხლის მოსპობა.
საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება ჩადენილი იქნეს მხოლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვის ფორმით. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენით ბრალდებული ნ----------------ის საქართველოს სსკ 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენ პირად, ანუ დამნაშავედ ცნობის თაობაზე.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ნ----------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა - აღიარება და მონანიება დამამძიმებელი გარემოებაა, რომ იგი არის ნასამართლობის მქონე და ბრალად შერაცხული ქმედება ჩადენილი აქვს ოჯახის წევრის მიმართ, პირობითი მსჯავრის დროს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს დანაშაული. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ პირს, რომლის ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნიჯათ მამედოვს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე დანაშაულის პრევენციისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს სსკ-ს 108-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის სახით ისეთი ზომით, რაც პროპორციული იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.
6.აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
6.1. ნ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
6.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- ორი ფიცრის ნატეხი, ანაწმენდი ერთ ბიოლოგიურ ჩხირზე, ტომრები, ბარი, სუნის ნიმუში ანაწმენდები ორ ბიოლოგიურ ჩხირზე, სიგარეტის ნამწვი, საფერფლე სიგარეტის ნამწვით, ცარიელი სიგარეტის კოლოფი, ჯოხი სისხლის ლაქები ორ ბიოლოგიურ ჩხირზე - უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით (ინახებასაქართველოს შსს ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტში);
- ნ----------------ის ქურთუკი, ა------------ის პირადობის მოწმობა, ზეწარი, ბალიშის პირი, მოსაცმელი, წინდა, თავშალი, მამაკაცის სვიტერი და ჯინსის შარვალი, ნაჭრის შარვალი, ბ---------------ას ტანსაცმელი, მობილური ტელეფონი, უნდა დაუბრუნდეთ მფლობელებს ან საამისოდ უფლებამოსილ პირებს (ინახება საქართველოს შსს ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტში);
- CD-R დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12(თორმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს ნ----------------ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის №1/213-18 განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის №1/213-18 განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
2. ნ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2018 წლის 16 დეკემბრიდან.
3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- ორი ფიცრის ნატეხი, ანაწმენდი ერთ ბიოლოგიურ ჩხირზე, ტომრები, ბარი , სუნის ნიმუში ანაწმენდები ორ ბიოლოგიურ ჩხირზე, სიგარეტის ნამწვი, საფერფლე სიგარეტის ნამწვით, ცარიელი სიგარეტის კოლოფი, ჯოხი სისხლის ლაქები ორ ბიოლოგიურ ჩხირზე - უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით (ინახებასაქართველოს შსს ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტში);
- ნ----------------ის ქურთუკი, ა------------ის პირადობის მოწმობა, ზეწარი, ბალიშის პირი, მოსაცმელი, წინდა, თავშალი, მამაკაცის სვიტერი და ჯინსის შარვალი, ნაჭრის შარვალი, ბ---------------ას ტანსაცმელი, მობილური ტელეფონი, უნდა დაუბრუნდეთ მფლობელებს ან საამისოდ უფლებამოსილ პირებს (ინახება საქართველოს შსს ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტში);
- CD-R დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი