გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/17296-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 თებერვალი, 2019 წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი
მოსარჩელეები - 1 - მა--------------–ი
2 - არ---–------------–ი
3 - რა-----------------–ი
წარმომადგენელი - ეკ-----------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო
წარმომადგენელი - მა-------------ე
დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და საკუთრებაში გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. უმკვიდროდ იქნეს ცნობილი საცხოვრებელი სადგომი, მდებარე ქ. თბილისში, კო--------------ში, ცნობა დახასიათების მიხედვით ლიტ „ა“-დან პირველ სართულზე არსებული 31.35 კვ.მ. და ლიტ „ბ“-დან 12.68 კვ.მ. (ზ--–---–------- მიერ აზომვითი ნახაზის თანახმად) და უსასყიდლოდ გადაეცეთ მა--------------–ს (პ/ნ 0----------) და არ---–------------–ს (პ/ნ 0----------) თანასაკუთრებაში.
1.2. უმკვიდროდ იქნეს ცნობილი საცხოვრებელი სადგომი, მდებარე ქ. თბილისში, კო--------------ში, ცნობა დახასიათების მიხედვით ლიტ „ა“-დან მეორე სართულზე არსებული 40.55 კვ.მ. და ლიტ „ბ“-დან 16.95 კვ.მ. (ზ--–---–------- მიერ აზომვითი ნახაზის თანახმად) და უსასყიდლოდ გადაეცეს რა-----------------–ს (პ/ნ 0----------) საკუთრებაში.
(ს.ფ. 219; 2019 წლის 06 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი - 11:47:32სთ; 11:49:20 სთ, ს.ფ. 223-228).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა დახასიათების თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, კო--------------, ფაქტიური ფართობი: 119.00 კვ.მ, ლიტერი „ა“ (საცხოვრებელი), საერთო ფართი: 36.63 კვ.მ, უ.დ.დ.-ს გარეშე არსებული ფართი: 40.38 კვ.მ, სარდაფის ფართი: 16.20 კვ.მ; ლიტერი „ბ“ (დამხმარე), უ.დ.დ.-ს გარეშე არსებული ფართი: 25.00 კვ.მ. - რეგისტრირებულია ნი----------–---–ის საკუთრებად.
(მტკიცებულება: ცნობა-დახასიათება, ს.ფ. 35)
3.2.2. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის მიხედვით ნი----------–---–ის გარდაცვალების თარიღია 1986 წლის 22 აგვისტო.
(მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობა, ს.ფ. 26)
3.2.3. სსიპ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან, 1986 წლის 22 აგვისტოს გარდაცვლილი ნი----------–---–ის სამკვიდრო ქონების თაობაზე არ იძებნება ინფორმაცია.
(მტკიცებულება: სსიპ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაცია, ს.ფ. 55)
3.2.4. სსიპ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში ინახება ნოტარიუს ლ--------------- მიერ 1983 წლის 16 ივლისს დამოწმებული N----- ანდერძი, რომლის თანახმად მოანდერძეს წარმოადგენს ნი-----------------–---------–---–ი. ანდერძის მიხედვით, ნი-----------------–---------–---–--------–----------------------------–ს უანდერძებს მის კუთვნილ სახლს მდებარე ქ. თბილისი, ჯ------------–-----------ში (ამჟამად კო---------------ში).
(მტკიცებულება: სსიპ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაცია, ანდერძი, ს.ფ. 56-60)
3.2.5. საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობებითა და გარდაცვალების მოწმობებით დადგენილია, რომ არ---–------------–ის მეუღლეს წარმოადგენდა შუ–---------------–ი, ხოლო შვილებს - თე---------------------–ი, რა-----------------–ი, ნე-–-------------–-----------------------–ი. არ---–------------–ის გარდაცვალების თარიღია - 1987 წლის 17 მარტი, შუ–---------------–ის გარდაცვალების თარიღია - 2006 წლის 02 აპრილი, ხოლო თე---------------------–ის გარდაცვალების თარიღია - 2008 წლის 22 ივლისი. თავის მხრივ თე---------------------–ის მეუღლეს წარმოადგენს მა--------------–ი, ხოლო შვილს არ---–------------–ი.
(მტკიცებულება: დაბადების მოწმობები, გარდაცვალების მოწმობები, ქორწინების მოწმობა, ს.ფ. 18-25)
3.2.6. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობების მიხედვით, მა--------------–მა და არ---–------------–მა მემკვიდრეობით მიიღეს 1987 წლის 17 მარტს გარდაცვლილი არ---–------------–ის სახელზე რიცხული სამკვიდროს 1/3 ნაწილი თანაბარწილად, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით, რომლებიც წარმოადგენენ არ---–------------–ის შვილის -თე---------------------–ის მეუღლეს და შვილს, მათ ასევე მემკვიდრეობით მიიღეს 2008 წლის 22 ივლისს გარდაცვლილი თე---------------------–ის სახელზე რიცხული სამკვიდრო, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით. ხოლო რა-----------------–მა მემკვიდრეობით მიიღო 1987 წლის 17 მარტს გარდაცვლილი მამის - არ---–------------–ის სახელზე რიცხული სამკვიდროს 1/3 ნაწილი, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით.
(მტკიცებულება: სამკვიდრო მოწმობები, ს.ფ. 36-44)
3.2.7. საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით შედგენილი განცხადებით ნე-–-------------–მა წერილობით დაადასტურა არ---–------------–ის სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტი. განცხადების თანახმად, მას არ მიუღა სამკვიდრო არც ქონების ფაქტობრივი დაუფლებით, არც სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანის გზით, არც აპირებს სამკვიდროს მიღებას და არ---–------------–ის დანაშთ ქონებაზე არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.
(მტკიცებულება: განცხადება, ს.ფ. 163-165)
3.2.8. 2018 წლის 01 მაისს გაცემული სანოტარო მოქმედებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებების თანახმად, მა--------------–ს, არ---–------------–სა და რა-----------------–ს უარი ეთქვათ 1986 წლის 22 აგვისტოს გარდაცვლილი ნი----------–---–ის ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობაზე, ვინაიდან ნოტარიუსთან არ იქნა წარდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილება ნოტარიუს ლ--------------- მიერ 1983 წლის 16 ივლისს დამოწმებული ანდერძის კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ 1987 წლის 17 მარტს გარდაცვლილ არ---–------------–ისადმი.
(მტკიცებულება: სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილებები, ს.ფ. 45-51)
3.2.9. საქმეში წარმოდგენილი სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათებით, მ-----------------------–-----------------------–--------–------------ს ძე სა---------–- რეგისტრირებულია 1954 წლის 28 აპრილიდან; რა-----------------–ი - 1973 წლის 13 დეკემბრიდან; თე---------------------–ი - 1984 წლის 24 მაისიდან; მა--------------–ი - 1991 წლის 11 აპრილიდან; ხოლო არ---–------------------------------–ი - 2008 წლის 07 აგვისტოდან.
(მტკიცებულება: საინფორმაციო ბარათები, ს.ფ. 27-34)
3.2.10. საქმეში წარმოდგენილი კომუნალურ გადასახადის ქვითრებითა და აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით, მისამართზე: თბილისი, კო-------------- – სს „თ--–----“ N------- აბონენტად დაფიქსირებულია - „სა---------–-------.“, ხოლო შპს „ყ--------------------–---ს“ N---------- აბონენტად - „სა---------–-“. სს „თ--–----“ მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, მისამართზე: თბილისი, კო-------------- - 1996 წლის მონაცემებით N------- აბონენტად რეგისტრირებული იყო ა-----–----------------------------–ი, ხოლო 1996 წლამდე არსებული ინფორმაცია ორგანიზაციაში არ ინახება ხანდაზმულობის გამო.
(მტკიცებულება: ქვითრები, ბრუნვის ისტორია, სს „თ--–----“ მიერ გაცემული ცნობა, ს.ფ. 61-74, 105-122, 179-196)
3.2.11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, მისამართზე: ქ. თბილისი, კო---------------ში რეგისტრირებული არიან შემდეგი პირები: არ---–------------–ი, ქ-----------------–----------------------–--------------------------–-------------–---–-------------------–-----------------------–-------------------–-------------–-------ე. საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობების, ქორწინების მოწმობისა და გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, მისამართზე რეგისტრირებულ პირთაგან არ---–------------–ი, მა--------------–ი და რა-----------------–ი წარმოადგენენ მოსარჩელე პირებს; ქე----------------–ი არის რა-----------------–ის შვილის - გი------------------–-ს მეუღლე; მა-----------------–- არის რა-----------------–ის შვილიშვილი - გი------------------–-სა და ქე----------------–ის შვილი; თ--------------–ი არის რა-----------------–ის შვილი; ნა-----–-------ე არის რა-----------------–ის შვილიშვილი - თ--------------–ის შვილი; ხოლო კა---------------ძე არის ა-----–----------------------------–ის შვილიშვილი - მზია სა---------–-ს შვილი.
(მტკიცებულება: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია, დაბადების მოწმობები, გარდაცვალების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, ს.ფ. 203-204, 207-218)
3.2.12. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მა--------------–ი, არ---–------------–ი და რა-----------------–ი წარმოადგენენ ქ. თბილისში, კო---------------ში მდებარე უძრავი ქონების მოსარგებლის უფლებამონაცვლეებს, საიდანაც შპს „პ--------------------“ (დირექტორი: ზ--–----–-----) მიერ შედგენილი ნახაზისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების თანახმად, პირველი სართული დაკავებული აქვთ მა--------------–სა და არ---–------------–ს, ხოლო მეორე სართული დაკავებული აქვს რა-----------------–ს.
(მტკიცებულება: ქვითრები, ცნობა, ბრუნვის ისტორია, საინფორმაციო ბარათები, ნახაზი, 2019 წლის 06 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 27-34, 52-53, 61-74, 105-122, 223-228)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელეების მა--------------–ის, არ---–------------–ისა და რა-----------------–ის სარჩელი საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-5, მე-9 მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლეა პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მა--------------–ი, არ---–------------–ი და რა-----------------–ი წარმოადგენენ ქ. თბილისში, კო---------------ში არსებული უძრავი ქონების მოსარგებლის უფლებამონაცვლეებს, რომელთა მამკვიდრებელმა - არ---–------------–მა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება მოიპოვა ქონების მესაკუთრესთან - ნი----------–---–თან საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით.
6.2. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გარდაცვლილ ნი----------–---–ს მემკვიდრეები არ დარჩენია, არ მოიპოვება ინფორმაცია მისი კანონისმიერი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეზე დადგენილ გარემოებათა შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლის უფლებამონაცვლეებს და შესაბამისად, მათი მოთხოვნა ნი----------–---–ის სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ასევე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, მოპასუხეს არ ეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8,46-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მა--------------–ის, არ---–------------–ისა და რა-----------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. უმკვიდროდ იქნეს ცნობილი საცხოვრებელი სადგომი, მდებარე ქ. თბილისში, კო--------------ში, ცნობა დახასიათების მიხედვით ლიტ „ა“-დან პირველ სართულზე არსებული 31.35 კვ.მ. და ლიტ „ბ“-დან 12.68 კვ.მ. (ზ--–---–------- მიერ აზომვითი ნახაზის თანახმად) და უსასყიდლოდ გადაეცეთ მა--------------–ს (პ/ნ 0----------) და არ---–------------–ს (პ/ნ 0----------) თანასაკუთრებაში.
1.2. უმკვიდროდ იქნეს ცნობილი საცხოვრებელი სადგომი, მდებარე ქ. თბილისში, კო--------------ში, ცნობა დახასიათების მიხედვით ლიტ „ა“-დან მეორე სართულზე არსებული 40.55 კვ.მ. და ლიტ „ბ“-დან 16.95 კვ.მ. (ზ--–---–------- მიერ აზომვითი ნახაზის თანახმად) და უსასყიდლოდ გადაეცეს რა-----------------–ს (პ/ნ 0----------) საკუთრებაში.
2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი