გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.02.2019
საქმის ნომერი
330210018002750392
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
13.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/35222-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მაია სვიანაძე

სხდომის მდივანი - ხატია გაგელიძე

მოსარჩელე - გი--------------ე

მოპასუხე - სსიპ ს----–-–-------------------------–----------ო

წარმომადგენელი - ავ--------–-------------ე

დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. უმკვიდროდ იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში ან-----------------ის სახელზე რიცხული უძრავი ნივთი მდებარე: ქა-–--------–-----–-----------------------ი N- და უმკვიდროდ ცნობილი ქონება საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს გი--------------ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელის განმარტებით, ოჯახთან ერთად რამდენიმე ათეული წელია ფლობს საცხოვრებელ სადგომს, მდებარე ქ. თბ--–--–---–------------------იხი, N-, ჩაწერილია ამავე მისამართზე და ფიქსირდება საბინაო წიგნაკში. ამავდროულად, რეგისტრირებულია სს „თელასის“ აბონენტად. ქონება შეიძინა ან-----------------ისგან ხელწერილის საფუძველზე. ან-----------------ი 20---–-–--------------–ის გადაწყვეტილებით გარდაცვლილად იქნა გამოცხადებული და არ იძებნება ჩანაწერი მის სამკვიდრო ქონებაზე და მისი სახელით დამოწმებულ ანდერძზე.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ, სსიპ ს----–-–-------------------------–----------ომ, სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.

3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათების მიხედვით დგინდება, რომ ქ. თბ--–-----–-----------------------ში არსებული უძრავი ქონების (ლიტერი „ა“ (საცხოვრებელი) ფართით 51.35 კვ.მ. და ლიტერი „გ-ვ-ბ-ვც“ (დამხმარე) ფართით 25.00 კვ.მ) თანამესაკუთრეებად აღრიცხულნი არიან ან-----------------ი (მიწის ფართი უ.დ.დ-ს გარეშე 19-- წლამდე, სააღრიცხვო ბარათი N0-----, აღრიცხულია - 1--- წელს; ბინა - სააღრიცხვო ბარათი N0-----, აღრიცხულია - 1--- წელს) და გი--------------ე (მიწის ფართი უ.დ.დ-ს გარეშე 19-- წლამდე, სააღრიცხვო ბარათი N0-----, აღრიცხულია - 1--- წელს; ბინა - N-----, 0---------, ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი). (ს.ფ. 34, 36, 42-52) 3.2.2 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20---–-–--------------ის წერილით დგინდება, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბ--–-----–-----------------ი, N- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.1--1--0--.0--) რეგისტრირებულია სახელთმფლობელობის თანამესაკუთრეთა და ილ--------------ის თანასაკუთრების უფლებით. ილ--------------ის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 1---------. (ს.ფ. 57) მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დაბადების მოწმობით დგინდება, რომ ილ--------------ე არის მოსარჩელე გი--------------ის შვილი. 3.2.3 საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილების და 2012 წლის 17 თებერვლის უსწორობის გასწორების განჩინების მიხედვით, ან-----------------ის გარდაცვალების თარიღია 20---–-–----------------–ი. (ს.ფ. 37-39) 3.2.4 სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 20---–-–-----------------ს გაცემული ინფორმაციით, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში და ანდერძების ერთიან რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი 20---–-–----------------–ს გარდაცვლილი ან-----------------ის სამკვიდრო ქონების ან დამოწმებული ანდერძის თაობაზე. (ს.ფ. 40-41) 3.2.5 19---–--–ს შედგენილი ხელწერილით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ან-----------------ს და გი--------------ეს შორის გაფორმდა ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გი--------------ემ 3 000 მანეთად იყიდა ან-----------------ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, მისამართზე ქ. თბ--–--–---–------------------იხი, N--ში, ფართით 23.90 კვ.მ, რომელიც შედგება 3 ოთახისგან. (ს.ფ. 32-33) 3.2.6 ან-----------------ის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში მის კუთვნილ 1/2 წილზე რეგისტრირებული არ არის. (ს.ფ. 57) 3.2.7 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაციით, მოსარჩელე გი--------------ე 2----–-–---------------იდან არის რეგისტრირებული მისამართზე: ქ. თბ--–-----–-----------------ი, N-. (ს.ფ. 31) 3.2.8 ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით, ასევე მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებით, მოწმის ჩვენებით, კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრებით, სს „თელასის“ წერილით, მოზობლების ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილით და საბინაო წიგნით სასამართლოს შეექმნა რწმენა იმისათვის, რომ გაიზიაროს მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება და დადგენილად მიიჩნიოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გი--------------ე წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არის საფუძვლიანი, დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-5, მე-9 მუხლები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. 6.2 „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მოსარგებლე არის – პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე. 6.3 ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს. 6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე. დადგენილია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე ან-----------------ის გარდაცვალების თარიღია 20---–-–----------------–ი და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით ჩანაწერი მისი სამკვიდროს მიღების ან რეგისტრირებული ანდერძის თაობაზე არ იძებნება. ამდენად, მის სახელზე საკუთრებად აღრიცხული და მოსარჩელის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომი მდებარე: ქ. ც------------------იხი, N- ცნობილი უნდა იქნას უმკვიდროდ. 6.5 ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). 6.6 „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, უმკვიდროდ უნდა იქნას ცნობილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების მიხედვით, ან-----------------ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე: ქ. თბ--–--–---–------------------იხი N--ში და უმკვიდროდ ცნობილი ქონება საკუთრებაში უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს მოსარჩელე გი--------------ეს.

7. საპროცესო ხარჯები

გი--------------ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გი--------------ის (პ/ნ 0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. უმკვიდროდ იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში ან-----------------ის სახელზე რიცხული უძრავი ნივთი მდებარე: ქა-–--------–-----–-----------------------ი, N- და უმკვიდროდ ცნობილი ქონება საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს გი--------------ეს (პ/ნ 0----------).

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სვიანაძე