განაჩენი

სისხლის სამართლის 11.02.2019
საქმის ნომერი
010100118002560750
დავის ტიპი
181 2 ა
თარიღი
11.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002560-50

საქმე N--662/18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11.02.2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ად--–----–--------ა

 

1.ბრალდებული: მუ------ა ქა----- აკ-----რ

მამის სახელი: ალ-------თ

დაბადებული: 2--0-.1--- წელი

პირადი ნომერი: 3---------2

მოქალაქეობა: თურქეთის

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არმქონე

ფ/მცხოვრები: ბათუმი, მე-–---–---–--------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა’ ქვეპუნქტი.

 

2.ბრალდებული: რა---- ირ----ე

მამის სახელი: ზუ-----

დაბადებული: 0-.0-.19-- წელი

პირადი ნომერი: 6---------7

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არმქონე

მცხოვრები: ბათუმი, ინ-------------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა’ ქვეპუნქტი.

 

ადვოკატი - პა---------–---ძე, პა----------ძე

 

თარჯიმანი - ინ---------ა

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №171180518010

 

აღწერილობით სამოტივაციო ნაწილი

 

1.1.პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად რა---- ირ----ის მიმართ:

 

2--- წლის 27-28 მაისს ღამის საათებში, ქ. ბათუმში ტა---ის ქN--ში მდებარე შპს ,,ძ---ის’’ ღამის კლუბ ,,ფ-–-ში’’ დირექტორმა რა---- ირ----ემ ჯგუფურად იქვე ღამის კლუბ ,,ფ-–-ში’’ მომუშავე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მუ------ა ქა----- აკ-----რთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს მუ----- ჩი-–-–------–უსა და მე---------–---ჩს მოსთხოვა თითქოსდა შეკვეთილი არარსებული მენიუს საზღაურის 730 ლარის გადაცემა, რასაც თან ერთვოდა ძალადობის გამოყენების მუქარა ამ მუქარის რეალობისთვის კი ძალადობაც, კერძოდ რა---- ირ----ემ ფულის გადაცემის მოთხოვნის შემდეგ მუშტი ჩაარტყა მე---------–---ჩის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე ქვემო მესამედში და მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

1.2. სასამართლომ დაადგინა:

 

2--- წლის 27-28 მაისს ღამის საათებში, ქ. ბათუმში ტა---ის ქN--ში მდებარე შპს ,,ძ---ის’’ ღამის კლუბ ,,ფ-–-ში’’ დირექტორმა რა---- ირ----ემ ჯგუფურად იქვე ღამის კლუბ ,,ფ-–-ში’’ მომუშავე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მუ------ა ქა----- აკ-----რთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს მუ----- ჩი-–-–------–უსა და მე---------–----ს აიძულებდნენ, თავისი ნების საწინააღდეგოდ გადაეხადა არარსებული მენიუს საზღაური;

 

1.3.პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად მუ------ა ქა----- აკ-----რის მიმართ:

 

2--- წლის 27-28 მაისს ღამის საათებში, ქ. ბათუმში ტა---ის ქN--ში მდებარე შპს ,,ძ---ის’’ ღამის კლუბ ,,ფ-–-ში’’ იქმე მომუშავე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მუ------ა ქა----- აკ-----რმა ჯგუფურად შპს ,,ძ---ის’’ დირექტორთან რა---- ირ----ესთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს მუ----- ჩი-–-–------–უსა და მე---------–----ის მიმართ ფულის გადაცემის მოთხოვნით განახორციელა ძალადობის გამოყნების მუქარა და ძალადობაც, კერძოდ იგი სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების - ცემის მუქარით ითხოვდა მე---------–---ჩისაგან და მუ----- ჩი-–-–------–უსგან თითქოსდა შეკვეთილი არარსებული მენიუს საზღაურის 730 ლარის გადახდას ამავდროულად ამ მუქარის განხორციელების მომენტში მან ყური აუწია მე---------–---ჩს.

 

1.2. სასამართლომ დაადგინა:

 

2--- წლის 27-28 მაისს ღამის საათებში, ქ. ბათუმში ტა---ის ქN--ში მდებარე შპს ,,ძ---ის’’ ღამის კლუბ ,,ფ-–-ში’’ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მუ------ა ქა----- აკ-----რმა ჯგუფურად შპს ,,ძ---ის’’ დირექტორთან რა---- ირ----ესთან ერთად ერთად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს მუ----- ჩი-–-–------–უსა და მე---------–---ჩს აიძულებდნენ, თავისი ნების საწინააღდეგოდ გადაეხადა არარსებული მენიუს საზღაური;

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.2. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.

 

2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2--- წლის 27-28 მაისს ღამის საათებში, ქ. ბათუმში ტა---ის ქN--ში მდებარე შპს ,,ძ---ის’’ ღამის კლუბ ,,ფ-–-ში’’ რა---- ირ----ის და მუ------ა ქა----- აკ-----რის მიერ მუ----- ჩი-–-–------–უს და მე---------–---ჩის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმე ჯო---------ის, მე---------–---ჩის, ზა-------------ის, ნა----–--------ის, რო---------ის, რა-------------ის, მუ----- ჩი-–-–------–უს, ვ--------------------- გამოკითხვის ოქმები, ხელწერილები საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად ნებართვის მიღების შესახებ და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, ამოცნობის ოქმები, ნივთიერმტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედების აუდიო ვიდეო ჩანაწერის N4------------- ოქმები და N--- კრებსი: N--- ოქმი, და 4--- კრებსი, 09.0-.2--- წლის ოქმი დისკო კლუბ ,,ფ-–-ს’’ კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე და ვიდეო ჩანაწერი.

 

2.4. დადგენილია, რომ 2--- წლის 18 მაისს მუ----- ჩი-–-–------–უს განცხადების საფუძვლეზე, სადაც მიუთიტებდა ღამის კულბებში არსებულ დარღვევებზე, ბათუმის საქალაქო სამმართველოში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ -ი ს 181- ე მულით ; (იხ განცხადება, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი) ;

 

2.5. ჯე---–-–-–--–-ძემ განაცხადა, რომ ძირითადად თვითონ აწარმოებდა ხსენებულ საქმეზე გამოძიებას; ჩატარებული აქვს არაერთი საგამოძიებო მოქმედება დაკითხა დაზარალებული, და მოწმეები; საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი იყო მუ----- ჩი-–-–------–უს განცხადება; მოწოდებული ჰქონდა ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებულ ფაქტზე, თუმცა ეს ფაქტი იყო ადრე პერიოდში; ეს განცხადება გახდა საფუძველი დაეწყოთ გამოძიება, როცა მოქალაქემ აცნობა იმის შესახებ და ადასტურებდა, რომ კიდევ გრძელდებოდა ასეთი შემთხვევები, - კონკრეტულად არ გამორიცხავს რომ კლუბი ფ-–- არ იყო ნახსენები, - თუმცა ვინაიდან ფაქტები დადასტურებულად მიიჩნიეს და კვლავ გრძელდებოდა, ამიტომ დაიწყო ზოგადად გამოძიება; ეს ხდებოდა სხვადასხვა კლუბებში, იყო კიდეც რამდენიმე შემთხვევაზე გამოძიება დაწყებული; არ გამორიცხავს, რომ თავად კლუბის მფლობელმა მიაწოდა თანამშრომლების სატელეფონო ნომრები, რომ ისნი გამოეკითხა; პირველ განყოფილებაში მიმდინარეობდა გამოძიება სხვა ფაქტებზე; პირველ განყოფილებაში მსგავს ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობდა, ეს იყო სხვა საქმე და ამ საქმეზე დართვის საჭიროება არ არსებობდა; (იხ ოქმი 2--09.2---წ 12:37:11სთ -13:0-:0-სთ)

 

2.6. რა-------------ემ განმარტა, რომ მუშაობს ბათუმის საქალაქო სამმართველოში; მე---------–---ჩმა გამოთქვა სურვილი, რომ დაეხმარებოდა პოლიციას გამოეაშკარავებინა ის დარღვევები, რაც იყო კლუბებში, რადგან მისი ნაცნობები შედიოდნენ ამ კლუბებში და მათ ხშირად ახდევინებენ არარეალურ თანხებს, იმაზე გაცილებით მეტს , ვიდრე იღებენ მომსახურებას; მას კლუბი ზუსტად არ დაუსახელებია ; ირ----ეს არ იცნობს, კლუბ ფ-–-სთან არანაირი შეხება არ ჰქონია; მას კონკრეტულ პირებზეც არ ჰქონია რაიმე სახის პრეტენზია; (იხ ოქმი 04.10.2---წ 16:0-:41სთ-16:13:54სთ);

 

2.7. ჯო---------ემ განაცხადა, რომ ის იმ დროისთვის მუშაობდა პირველი განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; მის სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებული იყო დისკო კლუბები მათ შორის „ფ-–-“, გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, იმ დროს კლუბის მფლობელი იყო რა---- ირ----ე; აღნიშნული კლუბიდან რამოდენიმე საქმე არსებობდა, ანუ დაწყებული იყო გამოძიება თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებზე ხდებოდა კლუბის მხრიდან გაწეულ მომსახურებაზე არარეალური თანხის მოთხოვნა, ანუ არ იყო შესაბამისი გაწეულ მომსახურებაზე; (იხ ოქმი 17.10.2---წ , 13:53:52სთ -13:57:21სთ)

 

2.8. ზა-------------ემ განაცხადა, რომ მონაწილეობა მიიღო დისკის დათვალიერებაში, გამოკითხვისას მიაწოდა ინფორმაცია ღამის კლუბ „ფ-–-ზე“ რომელიც მდებარეობს ტა---ის ქ. #6-ში ამ კლუბიდან შემოსული შეტყობინებების თაობაზე, რომელიც ძალადობასა და იძულებას ეხებოდა; ასევე თუ არ გადაიხდიდნენ შეკვეთის შესაბამისად თანხას ისინი მიმართავდნენ პოლიციის განყოფილებას; ანუ შემოდიოდა ორივე შემთხვევაზე შეტყობინებები; პოლიციაში აცხადებდნენ, რომ არ იხდიდნენ თანხას; გამოკითხვებში თურქეთის მოქალაქეები აფიქსირებდნენ, რომ მათ თხოვდნენ გაცილებით დიდ თანხას, ვიდრე მათი შეკვეთა იყო; სამსახურებრივად აქვს შეხება და ამ კლუბის წრამომადგელნებს იცნობს, რამდენიმე საქმეც ჰქონია პირადად წარმოებაში; ვიდეოჩანაწერი ეხება კლუბ ფ-–-ს, შედიან მოქალაქეები, მიდის მათთან ერთერთი მფლობელი რა---- ირენამაძე და მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ჩანაწერის მიხედვით გვერდში არტყამს ფეხს; როგორც ახსოვს , იყო ერთხელ; მეორე მოქალაქე მუ------ა აკ-----რია, ის ყურზე ქაჩავს ერთერთ მოქალაქეს; ერთი და იგივე პიროვნებაა, როგორც იცის, და ეს პირი მე---------–---ჩია; არც მანამდე და არც შემდეგ ამ პიროვნებასთან ურთიერთობა არ ჰქონია; განცხადებებით მოქალაქეები მომართავდნენ ხშირად წარმომადგენელების მიმართ; ისინი მოითხოვდნენ მენიუს წარმოდგენას და მოთხოვნილი თანხა განსხვავდებოდა შეკვეთილის მიხედვით არსებული თანხისგან; ღამის კლუბში ბრალდებულები არიან დაახლოებით ერთი წელი, კლუბი ისე მანამდეც არსებობდა; ხშირად დავა გვარდებოდა ურთიერთშეთანხმებით და არ ახსენდება, რომ სისხლის სამართლის საქმე იყო რომელიმე პირის მიმართ, მას არ ჰქონია წარმოებაში , სხვა არ იცის; ანუ შესაძლებელია იყოს; ის იმ ღამით შემთხვევით მოხდა იქ თუმცა თავად არ შესწრებია ფიზიკურ ი შეურაცხყოფის ფაქტს, თუმცა ჩანაწერში ჩანდა; მან ჩანაწერის დათვალიერებისას მიუთითა კონკრეტულ პირებზე , ვინ, ვინ იყო; (იხ. ოქმი 10.10.2---წ 13:11:09სთ- 13:23:33სთ)

 

2.9. დაზარალებულმა მუ----- ჩი-–-–------–უმ განაცხადა, რომ სა-----დან შემოვიდა საქართველოში 2017 წლის დეკემბრის თვე იყო, მსგავსი შემთხვევა გადახდა და ამიტომ შეიტანა საჩივარი; პოლიციის განყოფილებაში მყოფებს თხოვა დახმარებოდნენ თუ რატომ ხდებოდა ასეთი, თურქეთიდან ყავდა სტუმარი და წავიდნენ ფ-–-ში ერთი რედბული, ერთი ვისკი და თხილეული აიღეს; იქ გასართობი არაფერი იყო და წასვლა დააპირეს; სასმელი მიირთვეს და მიმტანს თხოვეს ანგარიში, მაგრამ ანგარიშის მოტანამდე მოიტანეს სხვა რაღაცეები, რაც არ შეუკვეთავთ, ხილის ასორტი და მსგავსი რაღაცეები, ასევე გოგონა დაჯდა მათ მაგიდასთან, მოითხოვეს ანგარიში, როგორც ახსოვს 700-800 ლარი იყო, თქვეს, რომ ერთი რედბული და ერთი ვისკი ამდენი ღირებულების არ უნდა ყოფილიყო, ანგარიში მიაბრუნეს და იგივე მოუტანეს და ამიტომ მოხდა არეულობა; მან იცის, რომ კლიენტები ხშირად გამოთქვამდნენ ასეთი სახის პრეტენზიებს; და ეს რომ დასრულდეს, თხოვა ამისთვის პოლიციას დახმარება, როგორც ხდება მოწმედ, ან ჩაწერა და მსგავსი; ის დათანხმდა აღჭურვაზე და პოლიციის განყოფილებაში ჩაწერა და აღჭურვა მოხდა მაისის თვის ბოლოს 27 თუ 30 რიცხვი იყო, როგორც ახსოვს;

 

როცა იმ დღეს კლუბში მიუტანეს ისეთი რამ, რაც არ შეუკვეთავთ, მიმტანს განუცხადეს აღნიშნულზე, თუმცა მიმტანმა უთხრა, რომ საჩუქარი იყო, თავად არ დათანხმდებოდნენ სხვა შემთხვევაში, დალევდენენ ერთ ჭიქას და წავიდოდნენ; კლუბში, როცა შევიდნენ იკითხეს, იყო თუ არა გართობა და უთხრეს რომ ნახევარ საათში დაიწყებოდა, დასხდნენ შეუკვეთეს და რადგან არ დაიწყო გართობა, აპირებდნენ წასვლას, ამ შუალედში იყო რომ მოიტანეს რაღაცეები და ამ დროს მოვიდა გოგონა; სანამ ანგარიშს მიუტანდნენ, მანამდე მიიტანეს ეს ხილის ასორტი; ანგარიში როცა ჩაუსწორებლად დაუბრუნეს, იქ აღმოჩნდა მისი ნაცნობი და დარწმუნებული იყო რა არ არსებობდა ამ ოდენობით თანხის გადახდის საფუძველი, მას თხოვა გარკვევა; იყო კამათი, გავიდნენ გარეთ და ისევ შემოვიდნენ; ეუბნებოდა მისი მეგობარი, რომ წავიდოდა თურქეთში და დარჩენილ თანხას რადგან ადგილზე არ ჰქონდა, გამოაგზავნიდა; ისინი არ თანხმდებოდნენ, მათ შორის იყო გინებაც კამათიც; ისინი ეუბნებოდნენ, რომ ვერ გავიდოდნენ იქედან ღირებულების გადახდის გარეშე აყენებდნენ შეურაცხყოფას; მის მეგობარს გვერდში მოარტყეს და ყური აუწია ერთმა თურქი ეროვნების მუშაკმა; ყური ვინც აუწია, ჩაწერილია, დარბაზში ამჟამად არ ზის, როგორც იცის; თურქმა აუწია მის მეგობარს ყური; მეორე ქართველი იყო და აგინებდა და გვერდში ჩარტყა ფეხი ერთხელ; ის ეუბნებოდა მის ნაცნობს, რომ რატომ ექცეოდნენ ასე , გადაუხდელობის შემთხვევაში მის მეგობარს ემუქრებოდნენ; მის მიმართ მუქარა არ იყო, რადგან იქ იყო მისი ნაცნობი; დასაწყისში მის მიმართაც იყო ხმამაღალი საუბარი, თუმცა შემდეგ არა, მაგრამ მისმა სტუმარმა ეს გადაიარა; ამოცნობაში მიიღო მონაწილეობა და ამოიცნო ის პირები;

 

კლუბში ამ ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ არის ნამყოფი, იქვე ახლოს იყო მაგრამ სახელწოდება კლუბის არ ახსოვს; თავიდან არ იცოდა, რომ ასეთი ფაქტი მოხდებოდა, მაგრამ თავი დაიზღვია და წინასწარ აღიჭურვა , რადგან თავად გადახდენია მსგავსი რამ;

 

კლუბში იქნებოდა ერთი საათი; შესასვლელში მას შესვლის ღირებულებასთან დაკავშირებით მას არ დაუნახავს, მაგრამ ანგარიშში ეწერა და 200 თუ 300 იყო შესვლის თანხა; ეს შემდეგ აჩვენეს, რომ ეწერა ; მენიუ იყო მაგიდაზე, მენიუსთვის არ დაუხედავს კუთხეში იყო საფერფლეს ქვეშ; შეკვეთა მიუტანეს; მათ შეუკვეთეს რედბული ვისკი და ჩიპსი, ამას მოყვა სხვა რაღაცეებიც; მაგიდასთან მჯდომი გოგონა კი მიირთმევდა; ის თავისი სურვილით გადმოჯდა მათ მაგიდასთან; კლუბში იყო ერთი მიმტანი, მისი ნაცნობი ირ---–-, დანარჩენები ნახა ანგარიშის მოთხოვნის შემდეგ; ამ საუბრის და ურთიერთობის დროს გავიდა გარეთ და ისევ შემოვიდა; ისინი პირდებოდნენ რომ თურქეთიდან გამოუგზავნიდნენ თანხას; ძალადობა იყო იმ სახით, რომ მხოლოდ ეუბნებოდნენ რომ თანხა გადაეხადათ და მიეტანათ, სხვაგვარად არც ბარათის მოკითხვა და გამორთმევა, ჯიბეში ხელის ჩაყოფა და საერთოდ, თანხის იძულებით გამორთმევის არანაირი მოქმედება კლუბის თანამშრომლების მხრიდან არ მომხდარა; მის მიმართ საერთოდ არანაირი შეურაცხყოფა არ განხორციელებულა; მან დაინახა რომ ხელი დაარტყეს ერთხელ მის მეგობარს, ეს მოქმედება არის აღწერილი, როგორც იცის; რაც შეეხება ყურის აწევას, მან დაინახა და ეს არც ჩანს; გამოძიების მიმდინარეობისას მიცემული ჩვენება წაიკითხა და ადასტურებს რომ იგივეს აჩვენებს, არ შეცვლილა რაიმე; ისინი ამბობდნენ, რომ გაითიშებოდა ჩამწერები, თქვეს, მაგრამ გათიშეს თუ არა არ იცის, მას ისედაც ჰქონდა ეს ჩამწერი; პოლიციელები მოვიდნენ და შემდეგ წავიდნენ; მას არ გამოუძახებია; ქართველი მამაკაცი, როცა ანგარიშზე შეიქმნა პრობლემა, მაშინ მოვიდა ის არ წასულა კლუბში იყო, 2 3 წუთი იყო შეკამათება და გაეცალა; ანგარიშში მითითებული თანხა მას არ გადაუხდია; გადაიხადა 250 ლარი; მათ თავად კლუბის თანამშრომელმა უთხრა რომ პოლიციას გამოიძახებდნენ, დაეთანხმნენ, გამოძახებაზე, არ გადაიხადა ეს თანხა; ბოლოს უთხრეს, რომ 250 ლარი გადაეხადათ და დაესრულებინათ ამ თემაზე საუბარი და გადაიხადეს; (იხ ოქმი 17.12.2---სთ 15:23:28სთ -16:11:54სთ);

 

2.10. საქმის განხილვისას სხდომაზე საჯაროდ გამოქვეყნდა დაზარალებულის მე---------–---ჩის გამოკითხვის ოქმი , რომლის თანახმად, დადგენილია, რომ 2--- წლის 26 მაისს მოხდა მისი აღჭურვა შესაბამისი აუდიო ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით , მუ----- ჩი-–-–------–უსთან ერთად ის ჩაჯდა ტაქსში და მძღოლმ მიიყვანა ისინი რადგან უთხრეს, რომ სურდათ გართობა, - დისკო კლუბ „ე----ეში“ ; შესვლისას იქ იმყოფებოდნენ კლუბის პერსონალი და სავარაოდოდ რამდენიმე მეძავი ქალი; მიიყვანეს მაგიდასთან , რომელზედაც იდო საინფორმაციო ბუკლეტი ; მაგიდა იყო ე.წ. „ვიპ მაგიდა“ ძვირი მომსახურებით, როცა განუცხადეს, რომ არ სურდათა ეს გმაგიდა და თანახმა იყვნენ ჩვეულებრივ მომსახურებაზე, შეთავაზა იქ მყოფმა მამაკაცმა, რომ ვინაიდან რადგან პირველდ იყვნენ , მოემსახურებოდნენ ჩვეულებრივი ფასებით და წესებით; იმავე მაგიდასთან; გადახედეს მენიუს და შეუკვეთეს ეთითო ცალი რედბული - ენერგეტიკული სასმელი და თითო ვისკი; ამ შეკვეთასთან ერთად მიუტანეს ჩიპსი და თხილი; პრეტენზია გამოთქვეს აღნიშნულზე, პასუხად უთხრეს, რომ ის იყო კლუბის საჩუქარი; ; მალე მეორე მიმტანმა მამაკაცმა მიუტანა მათ ხილის ასორტი , ესეც გააპროტესტეს, ხილის ასორტზეც უთხრეს, რომ იყო საჩუქარი; შეთავაზეს გართობა , რომ ქალები მივიდოდნენ მათ მაგიდასთან, რაზეც უარი უთხრეს; მათ მაგიდასთან მაინც მივიდა დისკო კლუბში მოცეკვავე სტიპტიზიორი ქალი, რომელმაც მოითხოვა თანხა, მაგრამ არ მიუციათ; , ამის შემდეგ მაგიდასთან მათ დაუკითხავად მივიდა ორი ქალი დასხდნენ მათ მიმტანმა მალევე შეტავაზა სასმელი და მოუტანა; , ასევე კიდევ რამდენჯერმე მიუთანეს დასალევი; ; მათთვის ამ შეკვეთებზე არაფერი უკითხავთ; ქალები მათ თავაზობდნენ სასტუმროში ასვლას და არ დაეთანხმნენ; ამ დროს მიმტანმა მათ მაიდაზე მიიტანა შოკოლადი ასევე შეკვეთის გარეშე და მათ ამშვიდებდა, რომ ქალების დასალევიც და შოკოლადიც მათი საჩუქარი იყო; ; მალევე მიმტანთაგან ერთერთმა მოიტანა შეკვეთის საფასური, რომლის მიხედვიტაც გადასახდელი ჰქონდათ 2700 ლარი; აღნიშნული გააპროტესტეს; ამავდროულად მაგიდასთან მოვიდა თურქი ეროვნების მაღალი აღნაგობის პიროვნება და მანაც მოთხოვა მათ 2700 ლარის გადახდა; შემდეგ მეპატრონედ გაცნობილმა მამაკაცმა მიიყვანა ისინი ბართან და დაუწყო ახნს, რომ შეკვეთილი ჰქონდათ თავიანთი სურვილით, ასევე ქალბატონებმა მიიღეს ალკოჰოლური სასმელი და ის მათ უნდა გადაეხდათ; ; მეპატრბნე მათ უხსნიდა, რომ ეს მომსახურება უფრო მეტი - 3200 ლარი ღირდა, მოითხოვა მათგან პლასტიკური ბარატები, მაგრა თანხის მოხსნა ვერ მოახერხეს; არ იყო ანგარიშზე; ისინი ეუბნებოდნენ კლუბის პერსონალს, რომ ისინი არ გაურბოდნენ თანხის გადახდას, მაგრამ გადაიხდიდდნენ იმდენს რაც შეკვეთა იყო სინამდვილეში; როცა გაეცვნენ ანგარიშს, იყო გაცილებიტ მეტი ღირებულებით, ვიდრე მენიუში ჰქონდათ; ითხოვდნენ შესვლის თანხას, ითხოვდნენ სტრიპტიზიორის ცეკვის თანხას; ეუბნებოდნენ, რომ თანხის გადახდის გარეშე ვერ გავიდოდნენ კლუბიდან; ითხოვდნენ პოლიციის გამოძახებას; მოხდა ისე, რომ პოლიციის ტანამშრომელი შენიშნა კლუბში, , ამ დროს თხოვეს რომ ჩუმად ყოფილიყვნენ; ამ დროს მუ----- ჩი-–-–------–უმ მაგიდაზე დადო ის თანხა , რაც შეკვეთილი ჰქონდათ - 90 ლარი; ; განმარტავს, რომ დისკო კლუბში მას და მუ----- ჩი-–-–------–უს ემუქრებოდნენ ცემით , ახორციელებდნენ ფქსიქოლოგიურ ზეწოლას; მას ახსოვს კლუბში მეპარტონედ გაცნობილი პირიც და მიმტანებიც და შეეძლო მათი ამოცნობა; 2--- წლის 27 მაისს ისევ მოხდა მათი აღჭურვა მმუ----- ჩი-–-–------–უსთან ერტად მივიდა ამჯერად დისკო კლუბ „ფ-–-ში“; მიმტანს სულ მისცეს რედბულისა და ერთი ვისკი შეკვეთა; მ, მიმტანმა კი მათ დაუკითხავად მიუტანა თხილი, შოკკოლადი და ჩიპსი; მათ არ სურდათ თხილის გარდა დატოვება, მაგრამ მაინც დაუდო მათ მაგიდაზე; შემდეგ მოიტანა ხილის ასორტი; ესეც არ უნდოდათ მაგრამ მაინც დაუდო მაგიდაზე; და დაუტოვა, ; შეთავაზეს ქალების მომსახურებაც და უარი თქვეს; გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მათტან დაჯდა ერთი ქალი; მას მიუტანეს დასალევები; საბოლოოდ, როცა ანგარიში მოითხოვეს , ანგრაიში იყო 730 ლარის; გამოთქვეს პრეტენზია; მოითხოვა კლუბის უფროსი; თავიდან მათთან მივიდა ერთი ქართველი მამაკაცი, მას მუ-----ი მიმართავდა სახელით - ირ---–-; ირ---–- ეუბნებოდნენ, რომ ამ თანხას არ გადაიხდიდნენ; თითქოს გაუკეთეს ფასდაკლება და ითხოვდნენ ხან 600 ლარის, ხან 500 ლარის გადახდას; მათთან მივიდა თურქი ეროვნების მამაკაცი, რომელიც მფლობელად გაეცნო და უხსნიდა ანგარიში სოდენობას, თუ რისგან შედგებოდა; ;მან დაუწრყო გინება უზენზურო სიტყვებით და ემუქრებოდა ცემით; ; ამ კამათის დროს შემოვიდა ქართველი მამაკაცი, რომელმაც თავისი მარჯვენა ხელის მუშტი სამ ოთხჯერ ჩაარტყა მარცხენა მენჯის ძვალზე, რომ თანხა გადაეხადა; თურქი ეროვნების პიროვნება და ირ---–-ს სახელით პირი ემუქრებოდნენ მას, ცდილობდნენ, რომ თანხა გამოეძალათ; და ბოლოს 300 ლარზე ჩამოვიდნენ; აღარ აძლევდნენ რა დისკო კლუბიდან გამოსვლის საშუალებას, და მიხვდნენ, რომ ვეღარ წავიდოდნენ , ირ---–-მ მუ-----ს რადგა პოლიცის თანამშრომლები შემოვიდნენ გამოართვა 250 ლარი და დაანება მათ თავი, რის შემდეგაც დისკო კლუბიდან გამოვიდნენ, მას შეუძლია ამ პირების ამოცნობაც; (იხ ს.ფ.28-33)

 

2.11. ირ---–-------–--ემ განაცხადა რომ კლუბ ფ-–-ში დაიწყო მუშაობა 2--- წლის იანვარში; უფროსი იყო ალი, დიჯეის განხრით; ის ხელშეკრულებით აიყვანეს სამუშაოზე; 2--- წლის 26 მაისს როცა სამსახურში მივიდა მუსიკა ჩართო მარხულობდა, ივახშმა რა---- ირ----ესთან ერთად, იჯდნენ კლუბის ეზოში შესასვლელთან, საუბრობდნენ; დიდხანს გაგრძელდა საუბარი, თან იცოდნენ, რომ კლუბში კლიენტები იყვნენ მოსულები; გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ დაუძახა მიმტანმა რომ იყო მისი ნაცნობი და შესულიყო; მართლაც იცნობდა მუ----- ბა-–----ის, მიესალმა; ისაუბრეს, ჰქონდა ანგარში მისული შეეკითხა როგორც თავის სამსახურზე, ისე ანგარიშზე, ეუბნებოდა, რომ ანგარიში მიუვიდა გადამეტებული, შემოვიდნენ ჭამეს და სვეს გართობა უნდოდათ , მაგრამ შესაბამისი არ იყო; მან უპასუხა, რომ მისი საქმე ეს არ იყო, მაგრამ თხოვდა უფროსს და თუ შესაძლებელი იქნებოდა დაეხმარებოდა; თხოვა კიდეც რა----ის, მას უარი არ უთქვამს; ისევ გარეთ გავიდა; რადგან ეს მისი საქმე არ იყო; ამის შემდეგ კიდე დაუძახეს , რა----იც იყო შემოსული. მათ ჰქონდათ საუბარი; თანხასთან დაკავშირებით მათ ეძვირათ და გარკვეულ პრეტენზიებს გამოხატავდნენ, თავად ესაუბრებოდა მურატს რადგან მას იცნობდა; მუსიკა იყო ჩართული ყველა საუბრობდა ხმამაღლა; მუ-----მა თხოვა კიდე თანხასთან დაკავშირებით რა შეიძლებოდა; დაინტერესდა, მათ რისი საშუალება ჰქონდათ, მუ-----მა მიაწოდა თანხა მადლობა გადაუხადა და დააპირეს გასვლა; ამით ყველაფერი დასრულდა და გამოვიდნენ გარეთ; ორი სტუმარი იყო, ორივე თურქული ეროვნების; თავადაც თურქულ ენაზე საუბრობდა; პრეტენზია ძირითადად შეეხებოდა ანგარიშს; ერთი ის იყო, რომ ხილის ასორტის მიტანა არ მოეწონათ, არ ჰქონდათ აღნიშნული შეკვეთილი; მაგრამ თავად არ იცოდა რა თქმა უნდა ამის შესახებ; იქ მაგიდაზე თხილი, ჩიპსი და ხილის ასორტი დაინახა, ყველაფერი არც ახსოვს; მან ფასები არ იცის; მათ ასევე პრეტენზია ჰქონდათ ქალბატონის მიერ შეკვეთილ სასმელზე; არც გაურკვევია, თავად მიუტანეს, თუ მათ შეუკვეთეს; იმ დროს ის კლუბში არსებულ ვითარებას ვერ აზუსტებს, რადგან სულ იქ ადგილზე არ ყოფილა; იყო პერიოდი, როცა გავიდა სიგარეტის შესაძენად; მუ----- ჩი-–-–------–უს იცნობდა ლიფტების კომპანიიდან, ეხმარებოდა მას საქმიანობის განხორციელებაში; რა---- ირ----ე იყო მისი უფროსი, მუ------ა ქა----- აკ-----რი, იყო მიმტანი; ამ მაგიდასთან მუ------ა ქა-----ი მას არ შეუმჩნევია, ის მაგიდასთან იჯდა მუ-----ის წინ და მუ------ა იქ რომ ყოფილიყო, დაინახავდა; მეორე სტუმარს ესაუბრებოდა თუ არა ვინმე არ ახსოვს და ვერ დააკონკრეტებს; მეორე პირი რა---- ირ----ეს შეკითხვას უსვამდა, როგორც ახსოვს; საუბარი, ზოგადად ღამის კლუბი არის და ხმამაღალი იყო; კითხვა პასუხი და ეს საუბარი მიდიოდა ხმამაღლა; კლუბში შესვლის ღირებულება კლუბის მეორე შესასვლელთან იყო გამოკრული , თვალში საცემი იყო, დიდი ასოებით იყო წარწერა; ადასტურებს, რომ მშვიდი საუბარი არ ყოფილა; ამასთან მას ყურადღება გადატანილი ჰქონდა მუ-----თან საუბარზე; რა----ი იქ არ დარჩენილა, გამოვიდა გარეთ, თუმცა სულ ერთად არ ყოფილან; შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდა 7-12 წუთი; მას არ დაუნახავს რა---- ირ----ისაგან ფიზიკურ შეურაცხყოფა, მასთან ერთად ყოფნის პერიოდში, რომ მომხდარიყო, დაინახავდა; (იხ. ოქმი 25.12.2--- წ17:18:40სთ-17:36:10სთ)

 

2.12. ვა–--------ემ განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ გაცემული იყო განჩინება ვიდეოაღჭურვის შესახებ განჩინება 2--- წლის 27 მაისს მუ----- ჩი-–-–------–უ და მე---------–---ჩი თანხმობას გამოთქვამდნენ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე, ის იყო მათთან კონტაქტზე კლუბ ფ-–-ში მას მოსთხოვეს 730 ლარი და მე---------–---ჩს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხოფა; ამის შესახებ აცნობა ჯე---–-–-–--–-ძეს; ისინი გამოვიდნენ კლუბიდან და მას განუმარტეს, რომ თხოვდნენ ზედმეტი თანხის გადახდას; მათ დაემუქრნენ და მე---------–---ჩს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა; მან იცოდა, რომ ტარდებოდა ოპერატიული სამძებრო ღონისძიება და ის ეხებოდა დანაშაულებრივი ქმედების გამოვლენას, დაწყებული იყო გამოძიება; მან მხოლოდ მონაწილოება მიიღო სამძებრო ღონისძიებაში და სხვა მისთვის მოცემულ საქმეზე ცნობილი არ არის; მას რა ინფორმაციასაც მიაწოდებდა ეს ორი პირი უნდა ეცნობებინა გამოძიებლისათვის; ეს პირები იყვნენ აღჭურვილი ვიდეოკამერით; (იხ ოქმი 16.01.2019წ ;13:27:29სთ -13:33:28სთ)

 

2.13. ნა----–--------ემ განაცხადა, რომ სამსხური ესაჭიროებოდა, შეთავაზეს კლუბ „ფ-–-ში“ რომელიც მდებარეობს ტა---ის ქ#6-ში; გაესაუბრა მეპატრონეს - რა----ის გვარი არ ახსოვს; პრობლემა არ ყოფილა და მიიღეს; თან მოიკითხა, რომ პრობლემა ხომ არ იქნებოდა რაიმე, , მაისის თვე იყო ბოლო რიცხვები, პირველივე დღეს მოხდა ინციდენტი, თუმცა ისეთი არაფერი არ ყოფილა; შემოვიდა ორი სტუმარი, შეუკვეთეს ორი რედბული და ორი ვისკი, კიდევ იყოს ის, რომ მის მოვალეობაში შედიოდა რასაც კლიენტი შეუკვეთდა უნდა მიეტანა და რასაც გაატანდნენ ბარიდან, შეკვეთა მიუტანა და მიუტანა ხილიც, პრეტენზია დააფიქსირეს, რომ არ შეუკვეთავთ. უთხრეს, მან მიმართა, რომ ასეთ ხილზე რატომ ამბობდნენ უარს; ცოტა ხანში ვიღაც გოგო მიუჯდა; მივიდა შეთავაზა ხომ არ დაპატიჟებდნენ რაიმეზე, რამოდენიმე ხნის შემდგე მიუტანეს ხილის კოქტეილი - წვენი, რამოდენიმე ჭიქა დალია; შემდეგ ანგარიში მოითხოვეს მიუტანა 700 ზე მეტი იყო ლარი, როგორც ახსოვს, გამოთქვეს პრეტენზია, რომ ამდენი არ შეუკვეთავთ; რამოდენიმე ხანი იყო დაძაბული საუბარი, მაგრამ გამოერიდა თავად და არ იცის ზუსტად რა მოხდა; კლიენტებიდან შეკვეთის მიღება და ბარიდან გატანება, ანუ რასაც მისცემდნენ უნდა მიეტანა; იმ ღამით უბრალოდ იყო დაძაბული საუბარი, მაგრამ მას არ ესმოდა; არც აინტერესებდა, მან როცა მიუტანა ანგარიში, გაიკვირვეს და თავად არც ჩარეულა; ეს იყო ფასთან დაკავშირებული პრობლემა; იყო გადასახადთან გადახდებთან დაკავშირებით; ალბათ მიირთვეს რომ მიიტანა, კოქტეილზე უარი არ უთქვამთ ცოტა ხანში დაგიძახებთო, რომ არ გამოიძახეს, ბარიდან გაატანეს და მიუტანა; ხმამაღალი და დაძაბული საუბარი იყო, ფიზიკურ დაპირისპირებას არ შესწრებია; (იხ ოქმი 29.01.2019წ 13:27:44სთ-13:45:21სთ)

 

2.14. მოწმის სახით დაკითხვისას თა---–------–----ემ განაცხადა, რომ მუშაობდა კლუბ „ფ-–-ში“ დამლაგებლის და მიმტანის პოზიციაზე; სამუშაოზე აიყვანა სიტყვიერად რა---- ირ----ემ ; მუშაობდა ყოველდღიურად , 21:00 საათზე სრულდებოდა მისი სამუშაო, იმ დროს უკვე ახალი პირი იყო მიმტანი, მას გადააბარა სამუშაო, დაახლოებით 22:00 საათი იქნებოდა, რომ დაბრუნდა, ტელეფონი დარჩა და მის წასაღებად და დაინახა მაგიდასთან მჯდომი ორი პირი, წყნარად იჯდა ორი მამაკაცი, მიირთმევდნენ სასმელს, რაიმე სახის ხმაური, ან დაძაბულობა არ შეუნიშნავს; როცა კლუბიდან გამოვიდა ისინი ისევ იჯდნენ და სვამდნენ; ფასები იცის; ყველა მაგიდაზე იყო დადებული მენიუ და მასში ეწერა ფასები, შესვლაც იყო ფასიანი; მას მათ მაგიდაზე რა იყო შეკვეთილი და ზუსტად რას მიირთმევდნენ არ იცის, მაგიდასთან არ მისულა; მას რაიმე სახის ინციდენტი იმ კლუბში არ შეუნიშნავს, მსგავსი არაფერი არ მომხდარა, იმ პერიოდის განმავლობაში რა პერიოდშიც ის მუშაობდა ; იმუშავა დაახლოებით ორი თვე, ასეთი რომ ყოფილიყო, დატოვებდა სამუშაოს; ევალებოდა და ყველა მაგიდას ამოწმებდა და ყველგან იყო დადებული მენიუ; მასში მითითებული იყო სახელწოდებებიც და ფასებიც, ინგლისურ თურქულ და ქართულ ენაზე; იქ იყო შესვლის ფასიც მითითებული;(იხ ოქმი 13.12.2---წ 13:44:46სთ-13:51:49სთ)

 

2.15. ბრალდებულმა რა---- ირ----ემ განაცხადა, რომ იმ დღეს იზმირში იყო, ჩამოვიდა და შესასვლელთან დაჯდა და ყავას სვამდა; მუ------ა ქა----- აკ-----რი იმ დღეს კლუბში არ იყო, ფეხი ჰქონდა ნატკენი და იმ დროს მოვიდა ყავის დასალევად; რომ შეატყობინეს რაღაც პრეტენზიები ჰქონდათ კლიენტებს, შევიდა და მიმართა რომ არ ეთავხედათ და გადაეხადათ თუ რაიმე იყო გადასახდელი, თან მათი ნაცნობი იყო ირ---–-------–--ე, მათთან მომუშავე პირი, - და ზედმეტად აღარც ჩარეულა, გამოვიდა გარეთ; უბრალოდ მოუწოდა, რომ არ ეხმაუ-----; ნაცნობები იყვნენ, არც თანხა არც ოდენობა, არც გადახდის იძულება მისი მხრიდან არ ყოფილა; ეს პიროვნებები პირველად ნახა, არც იცნობდა, არც ახსოვდა სახეზე; მათი ურთიერთობა შემოიფარგლა იმით, რომ როცა უთხრა ირ---–-მ, შევიდა და მათ მიმართა, რომ რა პრეტენზიები ჰქონდათ, ნაცნობები იყვნენ და არ ჭირდებოდათ ხმაური და არეულობა; მას არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია მათთვის, ის მივიდა მათთან დაახლოებით წუთნახევარი და მიმართა მხოლოდ დამშვიდებულიყვნენ , ირ---–- იყო მათი ნაცნობი და ის ესაუბრებოდა; არა თანხის დაკლებას ითხოვდნენ, თუ რა ოდენობა იყო და რას აპროტესტებდნენ, სად გადაიხადეს, რამდენი გადაიხადეს ისიც არ იცის, აქ გაიგო საქმის განხილვისას ამის შესახებ; ყველა ადგილი იყო გადაღებებში და გამოჩნდებოდა; ფასები მათთან ნორმალური იყო, ღამის კლუბის ფასები ისედაც განსხვავებულია, მაგრამ ისეთი განსხვავება არ იყო რომ იყოს საპროტესტო; ადასტურებს, რომ ღირებულებასთან დაკავშირებით არ იცის, არც მოუკითხავს, უბრალოდ რადგან ხმამაღლა საუბრობდნენ, ა----ე მიმართა, რომ ნაცნობები იყვნენ და არ უნდოდათ და არ ჭირდებოდათ ასეთი თავხედობა ერთი მათგანი ნასვამი იყო, და მოგვარებულიყვნენ და იქ საკამათო არაფერი არ იყო; იქ მუ------ა ამ დროს, როცა თავად მივიდა, - არ დაუნახავს; სულ იქ იყო წუთნახევარი; მათი მხრიდან ხშირად ყოფილა შემთხვევები რომ გამოეძახებინათ პოლიცია, კლიენტების თვითნებობის გამო, რომ მათ არ სურდათ გადაეხადათ მომსახურების საფასური; ისინი მშვიდად გამოვიდნენ და წავიდნენ; მუ------ას ჰქონდა თუ არა მათთან კომუნიკაცია არ იცის ფაქტიურად ის შიგნით არ იყო; (იხ ოქმი 31.01.2---წ 15:22:36სთ-15: 47:13სთ)

 

2.16. მუ------ა ქა----- აკ-----რმა განაცხადა, რომ ორი დღე კლუბში არ მუშაობდა, იმ დღეს მივიდა თანხის მისაღებად, რა----ი ირ----ე და ორი თანამშრომელი შესასვლელში ისხდნენ და ყავას სვამდნენ, თავადაც შევიდა ყავის ასაღებად, დაინახა, რომ ბარში იჯდა ორი პირი, მოიკითხა და უთხრეს, რომ იყვნენ კლიენტები; ისევ გამოვიდა გარეთ რა----ისთან და ირ---–-სთან დაყო 15 წუთი, შემდეგ ისევ შევიდა ბარში, ირ---–-------–--ე უკვე ამ ბარში იჯდა მათ მაგიდასთან და საუბრობდენ; ცოტა ხანში ირ---–- ადგა და ერთერთმა ანიშნა, რომ მისულიყო მასთან და მოიკითხა თუ მუშაობდა იქ, იმ დღეს არ მუშაობდა უთხრა, მაგრამ მოუსმენდა; უხსნიდნენ, რომ მათთან მიტანილ ანგარიშში იყო შეცდომა და თუ შეეძლო გაეკეთებინა ფასდაკლება; ამ დროს მათ მაგიდასთან ახლოს იდგა და აიღო ჩამოწერილი ანგარიში და კითხა მათ, თუ დახედეს და გაეცვნენ მენიუს, სანამ შეკვეთას მისცემდნენ და მიანიშნა ხელით მენიუზე, რომელიც მაგიდაზე იდო, მენიუ და ანგარში შეადარეს ერთმანეთს და აღნიშნეს ფასები, შედარებით ფასები ემთხვეოდა მენიუში აღნიშნულს და ანგარში სწორი იყო; თანხა სწორად იყო დათვლილი; თხოვეს თუ შეეძლო გაეკეთებინა მაინც ფასდაკლება; მიუთითა, რომ ბარის მეპატრონისთვის უნდა ეთხოვათ აღნიშნულზე; სუფრასთან როცა მივიდა, რა----ი იქ არ იყო, გარეთ იჯდა; დაზარალებულების მხრიდან საუბრის ტონი იყო ხამამაღალი, მე---------–---ჩი ძალიან ხმამაღლა საუბრობდა; ფიქრობდა რომ ნასვამი იყო და ამიტომ; ახლა ხვდება, რომ სპეციალურად აკეთებდა აღნიშნულს; თავად ვერ ხვდება რატომ არის აქ არცერთი გამოკვლეული მტკიცებულება არ ადასტურებს მის ბრალეულობას; საქართველოში დაახლოებით სამი თვით ადრე ჩამოვიდა რა----ის იცნობდა; როცა დაუძახეს მათ პრეტენზია არ ჰქონდათ მიღებულ შეკვეთაზე, თუმცა მათ მხოლოდ კითხეს თუ შეიძლებოდა რაიმე სახის ფასდაკლება; იქ ისეთი არაფერი არ ხდებოდა, რომ ასეთი ხმაურის საფუძველი ყოფილიყო, შემდეგ მიხვდა, რომ ისინი სპეციალურად აკეთებდნენ, რომ გამოეწვიათ თანამშრომლები; მენიუში იყო ყველა ფასი მითითებული, ხილის ასორტი - 30 ლარი ჩიპსი 10 ლარი, ლუდი 15 ლარი, კოქტეილი 100 ლარი და ა.შ. ჩანაწერებშიც ჩანს რომ თავად არაფერს არ აკეთებს და არ ძალადობს; (იხ ოქმი, 15:50:51სთ-16:12:02სთ)

 

2.17. მოწმის სახით დაკითხვისას ბე---------------–--------–------------------------------------–-------–--ლს და რო---------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული მოქმედებების ავთენტურობა და კანონიერება; ( იხ ოქმი 2--09.2---წ 12:33:0- სთ -12:34:58სთ; ოქმი 04.10.2--- 16:0017სთ-16:02:35სთ; ოქმი 10.10.2---წ 13:0-:21სთ-13:0-:44სთ; ოქმი 0-.12.2--- 16:34:57სთ -16:35:08სთ)

 

2.18. საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის ჯე---–-–-–--–-ძის მიერ, შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 2--- წლის 11 ივნისს, 20:20 საათზე და დასრულდა 2--- წლის 11 ივნისს, 21:20 საათზე. დათვალიერება მიმდინარეობდა საღამოს საათებში, ხელოვნური განათების პირობებში, უნალექო ამინდში. დათვალიერებული იქნა ქ. ბათუმში, ტა---ის ქN--ში მდებარე დისკო კლუბი ,,ფ-–-’’, რომელიც განთავსებულია ოთხ სართულიანი შენობის პირველ სართულზე, ქუჩიდან ეზოში შემოსასვლელისგან მარჯვენა მხარეს და დისკო კლუბში შესასვლელი მოწყობილია მე-3 კარებიდან, რომელიც შეღებილია ყავისფრად. დისკოში შესასვლელი კარების მარცხენა მხარეს დამონტაჟებულია ვიდეო კამერა, რომელიც მიმართულია ტა---ის ქუჩისაკენ, ანუ უყურებს დისკო კლუბის და შენობის ეზოს. დისკო კლუბის შესასვლელში პირდაპირ განთავსებულია ვიდეოკამერების ჩაწერის შემნახავი მოწყობილობა და მონიტორი, რომლის მიხედვითაც დისკო კლუბში ჩართულია სამი კამერა. ერთი გარეთ, ერთი შესასვლელის და ერთი დარბაზის თვალთვალისათვის. აღნიშნული ოთახის გვერდით განთავსებულია საპირფარეშო. დისკოში შესასვლელიდან მარცხნივ შევდივართ დისკოკლუბის დარბაზში, დისკო კლუბის დარბაზის სიგრძეა დაახლოებით 22 მეტრი, სიგანე დაახლოებით 18 მეტრი. შესასვლელისგან მარჯვნივ კიბით მივდივართ ე.წ ,,ანტრესორზე’’, სადაც ასევე განთავსებულია მაგიდები და ისინი გადმოყურებენ დისკოკლუბის დარბაზს. შესასვლელისგან მარჯვნივ განთავსებულია ბარი, რომლის ზემოთა კედელზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერა, რომელიც უთვალთვალებს ბარს და დისკოს დარბაზს. დისკოკლუბში დარბაზში შესასვლელ კარებზე მწეპავი ლენტით მიმაგრებულია თანხის ფურცელზე ამობეჭდილი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დისკოკლუბში შესვლა ფასიანია და ღის 100 ლარი. დისკო კლუბის მაგიდაზე დევს მენიუს ფურცელი რომელზედაც ასახულია დისკო კლუბში მომსახურების საფასური. აღნიშნული ლამინირებული ფურცლებზე ასახული ინფორმაცია მოცემულია უცხო ენაზე, რა---- ირ----ის განმარტებით თურქულ ენაზე. დისკო კლუბის ბარში 2--- წლის 27-28 მაისის ანგარიშები აღმოჩენილი ვერ იქნა. შემთხვევის ადგილი ფოტოგრაფირებული იქნა მობილური ტელეფონი სამსუნგით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა დისკო კლუბის ერთერთ მაგიდაზე დადებული მენიუს დამინირებული ფურცელი. აღნიშნული მენიუს ლამინირებული ფურცელი მოთავსებული და დალუქული იქნა თეთრი ფერის კონვერტში მრგვალი ბეჭდით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დასრულების შემდეგ გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები და დასუ-----და. (იხ. ტომი 1, ს/ფ 214-240).

 

2.19. 2--- წლის 22 მაისის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ განჩინენის საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მუ----- ჩი-–-–------–უს და მე---------–---ჩის მიერ ქ, ბათუმში, ტა---ის ქN--ში მდებარე ღამის კლუბ ,,ფ-–-ს’’ ტერიტორიაზე მოხდა ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა. (იხ. კრებსები ს/ფ 108-158);

 

2.20. 2--- წლის 09 ივნისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ გამომძიებლის ჯე---–-–-–--–-ძის მიერ, 2--- წლის 09 ივნისს, 22:25 საათიდან 2--- წლის 10 ივნისის 00:15 საათამდე დროის შუალედში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქ. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე დისკო კლუბ ,,ე-----ის’’, შპს ,,ეს----------------- კომპიუტერული სისტემიდან გამოთხივილი იქნა ვიდეო ჩანაწერი. გამოთხოვილი დისკები მოთავსებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში და დალუქული იქნა, რომელზეც გაკეთებული იქნა მონაწილე პირების ხელმოწერები. ს/ფ 167-169);

 

2.21. 2--- წლის 09 ივნისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ გამომძიებლის ჯე---–-–-–--–-ძის მიერ, 2--- წლის 09 ივნისს, 20:35 საათიდან 21:55 საათამდე დროის შუალედში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქ. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე შპს ,,ძ---ის’’, N4-------- დისკო კლუბ ,,ფ-–-ს’’ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხივილი იქნა შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეთვალთვალის კამერების ჩანაწერები 04 ცალ დისკზე, გამოთხოვილი დისკები მოთავსებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში და დალუქული იქნა, რომელზეც გაკეთებული იქნა მონაწილე პირების ხელმოწერები. ს/ფ 170-172);

 

2.22. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით 10.0-.2--- წ დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე დისკო კლუბ ,,ფ-–-ს’’ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ნივთიერი მტკიცებულების გახსნა და დათვალიერება მიმდინარეობდა 2--- წლის 10 ივნისის 11:35 საათიდან 12:25 საათამდე პერიოდში;

 

აღნიშნული დისკო კლუბიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები 04 ცალ დისკზე მოთავსებული და დალუქულია თეთრი ფერის კონვერტში მრგვალი ბეჭდით. პაკეტის მთლიანობა მისი გახსნის დროს დარღვეული არ ყოფილა. პაკეტში აღმოჩნდა 04 ცალი დისკი, რომლებიც სათითაოდ მოთავსებული იქნა კომპიუტერის დისკის წამკითხავში და მოხდა მათში ჩაწერილი ვიდეოფაილების გახსნა და დათვალიერება. აღნიშნულ დისკზებში ჩაწერილია შემდეგი ვიდეოფაილები:

1.ვიდეოფაილი სახელით NVR_ch2_main_2-------------_2-------------- მასში შენახულია დისკო კლუბის შიგა პერიმეტრის თვალვალის კამერის ვიდეოჩანაწერი, დათარიღებული 2--- წლის 27 მაისის 22 საათიდან 23 საათამდე დროის პერიოდში.

2.ვიდეოფაილი სახელით NVR_ch2_main_2------------0_2-------------- მასში შენახულია დისკო კლუბის შიგა პერიმეტრის თვალვალის კამერის ვიდეოჩანაწერი, დათარიღებული 2--- წლის 27 მაისის 23 საათიდან 28 მაისის 00 საათამდე დროის პერიოდში.

3.ვიდეოფაილი სახელით NVR_ch2_main_2------------0_2-------------. მასში შენახულია დისკო კლუბის შიგა პერიმეტრის თვალვალის კამერის ვიდეოჩანაწერი, დათარიღებული 2--- წლის 28 მაისის 00 საათიდან 01 საათამდე დროის პერიოდში.

4.ვიდეოფაილი სახელით NVR_ch2_main_2-------------_2-------------. მასში შენახულია დისკო კლუბის შიგა პერიმეტრის თვალვალის კამერის ვიდეოჩანაწერი, დათარიღებული 2--- წლის 28 მაისის 01 საათიდან 01:35 საათამდე დროის პერიოდში.

5.ვიდეოფაილი სახელით NVR_ch4_main_2-------------_2-------------- მასში შენახულია დისკო კლუბის გარე პერიმეტრის თვალვალის კამერის ვიდეოჩანაწერი, დათარიღებული 2--- წლის 27 მაისის 22 საათიდან 23 საათამდე დროის პერიოდში.

6.ვიდეოფაილი სახელით NVR_ch4_main_2------------0_2-------------- მასში შენახულია დისკო კლუბის გარე პერიმეტრის თვალვალის კამერის ვიდეოჩანაწერი, დათარიღებული 2--- წლის 27 მაისის 23 საათიდან 28 მაისის 00 საათამდე დროის პერიოდში.

7.ვიდეოფაილი სახელით NVR_ch4_main_2------------0_2-------------. მასში შენახულია დისკო კლუბის გარე პერიმეტრის თვალვალის კამერის ვიდეოჩანაწერი, დათარიღებული 2--- წლის 28 მაისის 00 საათიდან 01 საათამდე დროის პერიოდში.

8.ვიდეოფაილი სახელით NVR_ch4_main_2-------------_2-------------. მასში შენახულია დისკო კლუბის გარე პერიმეტრის თვალვალის კამერის ვიდეოჩანაწერი, დათარიღებული 2--- წლის 28 მაისის 01 საათიდან 01:35 საათამდე დროის პერიოდში.

 

აღნიშნული ვიდეოფაილების დათვალიერება მოხდა დაჩქარებული, სწრაფი გადახვევის გზით, რა დროსაც 23:01 საათზე დისკო კლუბთან ტაქსის ტრაფარეტიანი ავტომობილით მივიდა ორი პიროვნება (მე----- მა-–----ი და მუ----- ჩი-–-–------–უ). მათ დისკო დისკო კლუბის შესასვლელში შეხვდა დისკი კლუბი დაცვის თანამშრომელი, რომელზედაც ზა-------------ე უთითებს, რომ არის ნუ--------–-ძე, მას აცვია შავი, თეთრწარწერებიანი მაისური და შავი ფერის შარვალი. ხოლო მეორე პიროვნებაზე ზა-------------ე უთითებს, რომ აღნიშნული პიროვნება არის ახალი თანამშრომელი დისკო კლუბის და მისი ვინაობა არ იცის. 23:04 საათზე კადრში ჩნდება მესამე პიროვნება შავი მაისურით და ლურჯი ჯინსის შარვლით, რომელზედაც ზა-------------ე უთითებს, რომ არის დისკო კლუბის დაცვის თანამშრომელი რაულ ბოლქვაძე. 23:09 საათზე დისკო კლუბის შენობიდან გამოვიდა პიროვნება, რომელსაც აცვია ლურჯი პერანგი და ლურჯი შარვალი, რომელზეც ზა-------------ემ უთითებს, რომ არის დისკო კლუბის ბარმენი როინ ირ----ე. 23:10 საათზე წითელი ფერის ტო------ს მარკის ავტომობილით დისკო კლუბთან მოვიდა ავტომობილის წინა მარჯვენა მხრიდან ჩამოვიდა პიროვნება, რომელსაც აცვია თეთრი ფერის მკერდზე პორიზონტალურ ზოლებიანი მაისური, შავი შარვალი და თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, რომელზედაც ზა-------------ე უთითებს, რომ არის დისკო კლუბის მფლობელი რა---- ირ----ე. მძღოლის სავარძლიდან ჩამოვიდა თეთრი ფერის მაისურში, ლურჯ ჯინსის შარვალში და სპორტულ ფეხსაცმელში ჩაცმული ახალგაზდა მამაკაცი, რომელზედაც ზა-------------ემ უთითებს, რომ არის დისკო კლუბის დიჯეი ირ---–-------–--ე. 23:42 საათზე დისკო კლუბში მოდის თეთრი ფერის მაისურში, პატარა ნახატებით და ლურჯი ფერის ჯინსის შარვალში ჩაცმული, ბლანჟეებიანი პიროვნება, რომელზეც ზა-------------ე უთითებს, რომ არის კლუბის ერთერთი თანამშრომელი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მუ------ა ქა----- აკ-----რი.

 

ვიდეოჩანაწერების მიხედვით დისკო კლუბში სტიმრებს ემსახურება მიმტანი, რომელიც ზა-------------ის განმარტებით არის ნა----–-------ძე. ვიდეოჩანაწერის მიხედვით 23:26 საათზე დისკო კლუბში მოსული ქალი მივიდა და დაჯდა ერთერთ მაგიდასთან, სადაც იჯდა ორი მამაკაცი(მე---------–---ჩი და მუ----- ჩი-–-–------–უ). ზა-------------ე უთითებს, რომ აღნიშნული ქალი არის რეკლამის ქალი რეხელი ცხადაძე. ვიდეოჩანაწერის მიხედვით 23:54 საათზე ბართან მყოფმა როინ ირ----ემ შეადგინა დისკო კლუბში მყოფი სტუმრების (მე---------–---ჩის და მუ----- ჩი-–-–------–უს) მაგიდის ანგარიში, რომელიც მიმტანმა მიუტანა სტუმრებს. 23:57 საათზე სტუმრებთან ერთად (მე---------–---ჩის და მუ----- ჩი-–-–------–უ) მივიდა ირ---–-------–--ე, შემდეგ 2--- წლის 28 მაისის 00:02 საათზე მუ------ა ქა----- აკ-----რი. 2--- წლის 28 მაისის 00:50 საათამდე დროის პერიოდში აღნიშნულ სტუმრებს (მე---------–---ჩი და მუ----- ჩი-–-–------–უ), ირ---–-------–--ეს და მუ------ა ქა----- აკ-----რს შორის მიდის საუბარი, ვიდეოჩანაწერების მიხედვით დაძაბული, 00:50 საათზე კი მათთან მიდის რა---- ირ----ე, რომელმაც დაარტყა ერთერთ სტუმარს (მე---------–---ჩის), რის შედეგაც გავიდა დისკო კლუბიდან და გარეთ მყოფ მუ------ა აკ-----რს უთითებს მარცხენა ფერდზე, სავარაუდოდ მის მიერ ერთერთ სტუმარზე (მე---------–---ჩი) დარტყმის შესახებ. მუ------ა ქა----- აკ-----რი უკან ბრუნდება დისკო კლუბში და მიდის სტუმრებთან, სადაც ასევე გრძელდება დაძაბული საუბარი ვიდეოჩანაწერების მიხედვით და ერთერთ სტუმარს (მე---------–---ჩის) ყურებზე ქაჩავს. 28 მაისის 01:23 საათზე დისკო კლუბში მიდის პოლიციის თანამშრომელი, რომელზეც ზა-------------ე უთითებს, რომ არის თვითონ. დისკო კლუბში ზა-------------ე მისვლის მიზეზს უთითებს, რომ მივიდა სამსახურეობრივი დავალებიდან გამომდინარე, იმ პერიოდში ბათუმში მომხდარ გახმაურებული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით. აღნიშნული სტუმრების (მე---------–---ჩის და მუ----- ჩი-–-–------–უს) შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო.

ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების შემდეგ დისკი დაილუქა. (იხ ს.ფ.173-175, ტ-1)

 

2.23. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2--- წლის 10 ივნისს, მოწმე მე---------–---ჩის მიერ, მასზე წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნობილი იქნა, მარჯვნიდან მესამე ადგილას მამაკაცი N-, რომელიც ნახა 2--- წლის 27 მაისს, ქ. ბათუმში, ტა---ის ქუჩაზე მდებარე დისკო კლუბ ,,ფ-–-ში’’.აღნიშნული პიროვნება ამოიცნო ასაკით, რომელიც დაახლოებით იქნება 30 წლის, აღნაგობით, წვერით, თმებით, მრგვალი, ცოტათი შავგრემანი პირისახით, სიმაღლით, სახის მოყვანილობით. (იხ ს.ფ.183-185, ტ-1);

 

2.24. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2--- წლის 10 ივნისს, მოწმე მუ----- ჩი-–-–------–უს მიერ, მასზე წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოცნობილი იქნა, მარჯვნიდან პირველ ადგილას მამაკაცი N-, რომელიც ნახა 2--- წლის 27 მაისს, ქ. ბათუმში, ტა---ის ქუჩაზე მდებარე დისკო კლუბ ,,ფ-–-ში’’.აღნიშნული პიროვნება ამოიცნო ასაკით, რომელიც დაახლოებით იქნება 30 წლის, აღნაგობით, წვერით, თმებით, მრგვალი, ცოტათი შავგრემანი პირისახით, სიმაღლით, სახის მოყვანილობით. (იხ ს.ფ.189-190, ტ-1);

 

2.25. 6პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2--- წლის 10 ივნისს, მოწმე მე---------–---ჩის მიერ, მასზე წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნობილი იქნა, მარჯვნიდან პირველ ადგილას მამაკაცი N-, რომელიც ნახა 2--- წლის 27 მაისს, ქ. ბათუმში, ტა---ის ქუჩაზე მდებარე დისკო კლუბ ,,ფ-–-ს’’ წინ, როდესაც გავიდა დისკო კლუბის გარეთ. ასევე, 2--- წლის 28 მაისს, როდესაც იყო დისკო კლუბში და აპროტესტებდა დისკო კლუბის პერსონალის მიერ მასზე მიტანილ მომსახურების ანგარიშის თანხას. აღნიშნული პიროვნება ამოიცნო ასაკით, რომელიც დაახლოებით იქნება 35 წლის, აღნაგობით, შუბლზე შეთხელებული, წაგრძელებული პისახით, სახის მოყვანილობით. (იხ ს.ფ.195-196, ტ-1);

 

2.26. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2--- წლის 10 ივნისს, მოწმე მუ----- ჩი-–-–------–უს მიერ, მასზე წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნობილი იქნა, მარჯვნიდან პირველ ადგილას, მამაკაცი N-, რომელიც ნახა 2--- წლის 28 მაისს, ქ. ბათუმში, ტა---ის ქუჩაზე მდებარე დისკო კლუბ ,,ფ-–-ში, როდესაც მუ----- ბალთაჩთან ერთად აპროტესტებდა დისკო კლუბის პერსონალის მიერ მასზე მიტანილ მომსახურების ანგარიშის თანხას. აღნიშნული პიროვნება ამოიცნო ასაკით, რომელიც დაახლოებით იქნება 35 წლის, აღნაგობით, სიმაღლით, შუბლზე შეთხელებული, ოდნავ წაგრძელებული პისახით, ზოგადად სახის მოყვანილობით. (იხ ს.ფ.201-202, ტ-1);

 

2.27. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2--- წლის 10 ივნისს, მოწმე მე---------–---ჩის მიერ, მასზე წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნობილი იქნა, მარჯვნიდან მეორე ადგილას, მამაკაცი N-- რომელიც ნახა 2--- წლის 27 და 28 მაისს, ქ. ბათუმში, ტა---ის ქუჩაზე მდებარე დისკო კლუბ ,,ფ-–-ში, რომელმაც მას გაეცნო დისკო კლუბის ერთერთ მეპატრონედ. აღნიშნული პიროვნება ამოიცნო ასაკით, რომელიც დაახლოებით იქნება 35 წლის, აღნაგობით, სიმაღლით, შავი ფერის თმებით და ვარცხნილობით, სახის მოყვანილობით და ნიკაპთან გაუპარსავი თმებით. (იხ ს.ფ.20--20-, ტ-1);

 

2.28. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2--- წლის 10 ივნისს, მოწმე მუ----- ჩი-–-–------–უს მიერ, მასზე წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნობილი იქნა, მარჯვნიდან მესამე ადგილას, მამაკაცი N-, რომელიც ნახა 2--- წლის 27 და 28 მაისს, ქ. ბათუმში, ტა---ის ქუჩაზე მდებარე დისკო კლუბ ,,ფ-–-ში, რომელმაც მას გაეცნო დისკო კლუბის ერთერთ მეპატრონედ. აღნიშნული პიროვნება ამოიცნო ასაკით, რომელიც დაახლოებით იქნება 35 წლის, სპორტული აღნაგობით, სიმაღლით, თმებით და ვარცხნილობით, წვერით და ნიკაპთან გაუპარსავი წვერით, სახის მოყვანილობით. (იხ ს.ფ.211-212, ტ-1);

 

2.29. 2--- წლის 13 ივნისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ რა---- ირ----ის დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო: 2--- წლის 22:30 საათზე და დასრულდა 22:40 საათზე. ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო - 2--- წლის 13 ივნისი, 22:27 საათი. დაკავება განხორციელდა ქ. ბათუმში, ტა---ის N--ში მდებარე დისკო კლუბი ,,ფ-–-ს’’ შენობაში. ბრალდებულის დაკავების ოქმი შეადგინა საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელმა ალექსანდრე როდინაძე. (იხ. ს/ფ 247-251, ტომი N-);

 

2.30. 2--- წლის 13 ივნისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მუ------ა ქა----- აკ-----რის დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო: 2--- წლის 22:25 საათზე და დასრულდა 22:56 საათზე. ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო - 2--- წლის 13 ივნისი, 22:20 საათი. დაკავება განხორციელდა ქ. ბათუმში, ტა---ის N--ში მდებარე დისკო კლუბი ,,ფ-–-ს’’ შენობაში. ბრალდებულის დაკავების ოქმი შეადგინა საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელმა ან---------------ემ. (იხ. ს/ფ 260-264, ტომი N-);

 

2.31. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით 23.0-.2--- წ დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე დისკო კლუბ ,,ფ-–-ს’’ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ნივთიერმტკიცებულების გახსნა და დათვალიერება მიმდინარეობდა 2--- წლის 23 ივლისი, 14:25 საათიდან 14:55 საათამდე პერიოდში;

 

2--- წლის 23 ივლისს, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის ჯე---–-–-–--–-ძის მიერ, დაზარალებულ მე---------–---ჩის თანდასწრებით, თარჯიმნის ქეთევან ცომაია-უჩუნჯუს მონაწილეობით, მოახდინა აღნიშნული დისკო კლუბიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების დათვალიერება. დისკები 04 ცალ დისკზე მოთავსებული და დალუქულია თეთრი ფერის კონვერტში მრგვალი ბეჭდით. პაკეტის მთლიანობა მისი გახსნის დროს დარღვეული არ ყოფილა. პაკეტში აღმოჩნდა 04 ცალი დისკი, რომლებიც სათითაოდ მოთავსებული იქნა კომპიუტერის დისკის წამკითხავში და მოხდა მათში ჩაწერილი ვიდეოფაილების გახსნა და დათვალიერება დაჩქარებული, სწრაფი გადახვევის გზით.

 

23:01 საათზე დისკო კლუბთან ტაქსის ტრაფარეტიანი ავტომობილით მივიდა ორი პიროვნება მე----- მა-–----ი და მუ----- ჩი-–-–------–უ. 23:10 საათზე წითელი ფერის ტო------ს მარკის ავტომობილით დისკო კლუბთან მოვიდა ავტომობილის წინა მარჯვენა მხრიდან ჩამოვიდა პიროვნება, რომელსაც აცვია თეთრი ფერის მკერდზე პორიზონტალურ ზოლებიანი მაისური, შავი შარვალი და თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, რომელზედაც მე---------–---ჩიმ განაცხადა, რომ აღნიშნული მამაკაცია მის მიერ ამოცნობილი დისკო კლუბის მფლობელი რა---- ირ----ე, რომელმაც მას შემდეგ დისკო კლუბში ყოფნის დროს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მძღოლის სავარძლიდან ჩამოვიდა თეთრი ფერის მაისურში, ლურჯ ჯინსის შარვალში და სპორტულ ფეხსაცმელში ჩაცმული ახალგაზდა მამაკაცი, რომელზედაც მე---------–---ჩიმ განაცხადა, რომ არის მის მიერ ამოცნობილი დისკო კლუბის თანამშრომელი ირ---–-------–--ე, რომელიც მუ----- ჩი-–-–------–უს ნაცნობი თუ მეგობარი იყო. 23:42 საათზე დისკო კლუბში მოდის თეთრი ფერის მაისურში, პატარა ნახატებით და ლურჯი ფერის ჯინსის შარვალში ჩაცმული, ბლანჟეებიანი პიროვნება, რომელზეც მე---------–---ჩიმ განაცხადა, რომ არის მის მიერ ამოცნობილი კლუბის ერთერთი თანამშრომელი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მუ------ა ქა----- აკ-----რი, რომელმაც მას შემდგომ ყურებზე მოქაჩა და ცემის თუ სიცოცხლის მოსპობის მუქარით თხოვდა ფულად თანხას. მე---------–---ჩის განმარტებით მათ მაგიდაზე მოსამსახურე ქალის სახელი და გვარი არ იცის.

 

მე---------–---ჩის განმარტებით ვიდეოჩანაწერის მიხედვით 23:55 საათზე მას მუ----- ჩი-–-–------–უს მიუტანეს ანგარიში, რომლის მიხედვითაც მათ გადასახდელი ქონდათ 730 ლარი. რაც შეეხება მათ მაგიდასთან მიტანილ საკვებს კერძოდ თხილს, შოკოლადს, ხილის ასორტს და ჩიპსს, მათ არ შეუკვეთავთ, მათ მაგიდასთან მოსული ქალი აიშე, მათტან დაჯდა თვითნებურად და არც იმ ქალის დასალევების მიტანა დაუვალებიათ მიმტანისთვის. მათ მხოლოდ ერთი ჭიქა ვისკის და ორიუ ქილა რედ ბულის შეკვეთა მისცეს, რის გამოც გააპროტესტეს ანგარიშის ღირებულება 730 ლარი. 23:57 საათზე მათთან მივიდა ირ---–-------–--ე და ესაუბრა თახნის გადახდის თაობაზე, შემდეგ 2--- წლის 28 მაისის 00:02 საათზე მუ------ა ქა----- აკ-----რი, რომელმაც მას საუბრის დროს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ცემიტ და მოკვლით, ასევე ყურებზე მოქაჩა დამამცირებლად. 00:50 საათზე მათთან მიდის რა---- ირ----ე, რომელზედაც მე---------–---ჩიმ განაცხადა, რომ აღნიშნულ დროს რა---- ირ----ემ მას დაემუქრა ცემით და მოკვლით, თუ ფულს არ გადაიხდიდა და დაარტყა კიდევაც მას მარცხენა გვერდში, რა დროსაც მან განიცადა ტკივილი. 2--- წლის 28 მაისის 01:23 საათზე დისკო კლუბში მიდი პოლიციის თანამშრომელი და მე---------–---ჩის გადმოცემით, დისკო კლუბის პერსონალმა, კერძოდ ირ---–-------–--ემ მუ----- ჩი-–-–------–უს გამოართვა 250 ლარი, რაც ქონდათ და ამის შემდეგ მან და მუ----- ჩი-–-–------–უმ დატოვეს დისკო კლუბი. ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების შემდეგ დისკი დაილუქა. (იხ ს.ფ.299-300, ტ-1)

 

2.32. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #0--------. 08.0-.2--- დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემების თანახმად 14.04.2---წ, 18:05სთ) მე---------–---ჩის აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვის საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ დროს და თარიღს; (იხ ტ-1 ს.ფ. 304-30-)

 

2.33. მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ღუ--------------–--ლმა განაცხადა, რომ ადასტურებს მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორეს; გამომძიებლის მიერ დანიშნული იყო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და დასკვნა შეადგინა თავად; მან ვიზუალურად დაათვალიერა მე---------–---ჩი და მხოლოდ ვიზუალურად შეამოწმა, მას მუცლის მარცხენა ზედაპირზე ქვედა მესამედში, აღენიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი; (იხ ოქმი 0-.12.2---წ 16:20:25სთ -16:27:43სთ)

 

2.34. ნივთიერი მტკიცებულებები წარმოდგენილი ჩანაწერის სახით დათვალიერებული იქნა ასევე სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით; დისკებში არსებული ჩანაწერების დათვალიერებისას, გაურკვეველი იყო თითოეული მათგანის საუბარი, თარჯიმნის მიერ მისი თარგმნა სამართალწარმოების ენაზე, აქედან გამომდინარე ვერ მოხერხდა; (იხ სხდომის ოქმი);

 

2.35. საქმეში წარმოდგენილია ასევე კრებსები , სადაც გაშიფრულია 2--- წლის 27 მაისი 22:48 სთ-დან 28 მაისის 01:00 საატამდე ბათუში ტა---ის ქ. #6-ში განთავზსებული დისკო კლუბ „ფ-–-ში“ განხორციელებული ფარული ვიდეო აუდიო ჩანაწერი მუ----- ჩი-–-–------–უ (მ) მე---------–---ჩი (ბ) (იხ ს.ფ.130-158)

 

2.36. სასამართლო ზემოთმითითებული მტკიცებულებების ანალიზით და შესწავლით ყურადღებას შეაჩერებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი რელევანტური მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბათუმში მუ----- ჩი-–-–------–უ და მე---------–---ჩი ბათუმში ტა---სი ქ. # 6-ში იმყოფებოდნენ 2--- წლის 27 -28 მაისს; მატ მისცეს შეკვეტა და კამათი გამოიწვია ანგარიშის წარდგენამ,დაზარალებულების განმარტებით კლუბის პერსონალი მოითხოვდა იმაზე მეტ თანხას, ვიდრე მათ შეუკვეთეს და იყო სინამდვილეში;

 

დაზარებულების ჩვენების შეფასებით და ანალიზით, (მათ შორის მე---------–---ჩის გამოქვეყნებული ჩეება) წინააღმდეგობაშია ნაწილობრივ ერთმანეთთან და სასამართლო არ მიიჩნევს დადასტურებულად ქმედებებს იმ შინაარსით, როგორც აღწერს გამოკითხვის ოქმით დაზარლებული მე---------–---ჩი;

 

საქმის განხილვისას მუ----- ჩი-–-–------–უ აღწერს რა კლუბში მათი სტუმრობის დროს განვითარებულ მოვლენებს, ადასტურებს, რომ კამათი ნამდვილად მოხდა და ეს შეეხებოდა ანგარიში მიხედვით არსებულ თანხის ოდენობას და სხვაობას რეალურად მათ მიერ შეკვეთილ მენიუზე, თუმცა ის არ ადასტურებს კლუბის პერსონალის ისეთ მოქმედებებს, როგორზეც გამოკითხვის ოქმით უთითებს მე---------–---ჩი, კერძოდ მუ----- ჩი-–-–------–უ განმარტავს, რომ მის მეგობარს მიაყენეს შეურაცხყოფა უზენხზურო სიტყვებტ და ჰქონდა ადგილი თუქრი ეროვნების პიროვნების მხრიდან ყურის აწევას ხოლო ერთჯერადად ქართველის პიროვნების მხრიდან გვერდში ჩარტყმას ფეხით, რაც შეეხება ირ---–-------–--ეს, რომელსაც იცნობდა, მას თან ის უბრალოდ მოითხოვდა დახმარებოდა ფასდაკლებაში, და მის ჩართულობაზე რაიმე სახიტ იძულებაზე არ განმარტავს; რაც შეეხება მე---------–---ჩს, ის აჩვენებს, რომ ირ---–-------–--ე დანარჩენ პირენტან ერთად აყენებდა მას შეურაცხყოფას ემუქრებოდა ცემით და მოკვლით, თუ არ გადაიხდიდა თანხას და რა---- ირ----ემ ქართველმა რომელიც იქ იყო) მას მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა სამ-ოთხჯერ; დაზარალებულების ჩვენებები აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგო, ძალადობის განხორციელების შემთხვევის აღწერის დროს;

 

2.37. სასამართლო იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად, უნდა შეფასდეს: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

სასამართლო სრულად იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომ იმ საკითხზე, ჩნდება თუ არა პრობლემა, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულება არ დასტურდება საქმის სხვა მასალებით, უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულება სავსებით დამაჯერებელია და არ არსებობს საფრთხე, რომ იგი არასანდოა, გამამყარებელი მტკიცებულებების საჭიროება, შესაბამისად ნაკლებია. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bykov v. Russia, №4------; 10/0-/2009; § 90) და განმარტავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, სწორედ ასეთ წონად მტკიცებულებად მიაჩნია შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი, რომელთანაც თანხვედრაშია დაზარალებულის მუ----- ჩი-–-–------–უს ჩვენება კამათის არსებობაზე; კერძოდ მოცემული ჩანაწერით დადასტურებულია, კამათი, და საქმის განხილვისას გამოკვეთილია კამათის საფუძველი; თავად ბრალდებულებიც , თუმცა არაპირდაპირ , მაგრამ მაინც ადასტურებენ, რომ კლუბში მყოფი სტუმრები არ ეთანხმებოდნენ მათთან წარდგენილ ანგარიშს; ბრალდებული მუ------ა ქა----- აკ-----რი საქმის განხილვისას აცხადებს, რომ მას დაუძახეს და თხოვეს აეხსნა მენიუდან გამომდინარე რატომ იყო ანგრაიში ასეთი გაზრდილი ფასებით და გაეკეთებინათ ფასდაკლება, ხოლო რა---- ირ----ის განმარტებით, მას მიმართეს, რომ პრეტენზია ჰქონდათ სტუმრებს და სურდათ შეღავათის მიღება; კლუბში შესულმა მოუწოდა მათ რომ არ ეთავხედათ და გადაეხადათ ის რაც იყო გადასახდელი; ირ---–-------–--ის განმარტებით ის იცნობდა ერთერთ მათგანს და მას თხოვა მუ----- ჩი-–-–------–უმ, რომ თანხა იყო დიდი ოდენობის და გაეწიათ შეღავათები, რის შემდეგაც მისივე თხოვნით შემოდის კლუბში რა---- ირ----ე; პრეტენზია რომ არსებობდა შეკვეთილსა და შეკვეთის გარეშე მიტანილ პროდუქტებზე, ადასტურებს მიმტანი - ნა----–--------ეც, მის განმარტებით მას უნდა მიეტანა მაგიდასთან ის, რასაც გაატანდნენ;

 

2.38. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით, გამოძალვა, არის სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები.

 

ბრალდებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ მასში ,რომ მათ ჩაიდინეს გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა ჯგუფურად, რასაც ერთვოდა დაზარალებულების მიმართ ძალადობის გამოყენება და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა;

 

სასამართლო განმარტავს, რომ გამოძალვის საგანს წარმოადგენს როგორც ქონება, ისე ქონებაზე უფლება, რომლის თანახმადაც განსაზღვრული ქონებრივი უფლება ან ქონებით სარგებლობა დამნაშავეზე გადადის.

 

ობიექტური მხრივ გამოძალვა გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრისადმი ან ქონების მფლობელისადმი მიმართულ მოთხოვნაში გადასცეს ნივთი ან მასზე უფლება. ასევე ქონებით სარგებლობის უფლება.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გამოძალვა არის სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, მის სუბიექტურ მხარეს რომელიც პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, დამნაშავემ იცის, რომ უკანონოდ მოითხოვს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემას, ან ქონებრივი სარგებლობის მიღებას და სურს იგი. ამავდროულად იგი მოქმედებს ანგარებითი მოტივით.

 

ამ მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად დაზარალებულის იძულება მუქარის სხვადასხვა სახით გამოიხატება. გამოძალვის დროს მუქარა მომავლისკენაა მიმართული. ამიტომაც ქონების დაუფლება მაშინვე კი არ ხდება, არამედ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულთა მხრივ დაზარალებულებთან მიმართებაში მოთხოვნა გამომდინარეობდა მათი უფლებიდან, მიეღოთ მომსახურების ღირებულება.

 

2.39. დადგენილია, რომ დისკო კლუბის პერსონალის მიერ წარდგენილი ანგარიშის შესაბამისად მომსახურების ღირებულება შეადგენდა 730 ლარს, დაზარალებულები მე---------–---ჩი და მუ----- ჩი-–-–------–უ მიიჩნევდნენ რომ მათ მიერ მიღებული მომსახურების ღირებულება იყო გაცილებით ნაკლები და გამოთქვამდნენ მზაობას ამ თანხის გადახდისათვის; ბოლოს მათ გადაიხადეს 250 ლარი და დატოვეს კლუბი; თანხის ეს ოდენობა მიღებული იქნა კლუბის პერსონალის მხრიდან;

 

როგორც დაზარალებული, ისე მოწმეები განმარტავდნენ, რომ მოთხოვნას შეადგენდა მომსახურების ღირებულებას და არა მათი ნივთის, ან მათი ქონების საკუთრების უფლების გადაცემა. შესაბამისად არ არსებობს ბრალდებულთაგან გამოძალვის ფაქტი. არც ჯგუფურად, არც ინდივიდუალურად, რის გამოც ბრალდების კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს;

 

2.40 სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარისაგან არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულთათვის დისკო კლუბისაგან მიწოდებული სერვისის კანონშეუსაბამობას მოთხოვნასთან, ან მხარეთა შორის ზეპირი გარიგების შედეგად მიღწეული შეთანხმების უსაფუძვლობას, რის გამოც მოთხოვნა მართლზომიერია და ბრალდებულთა ქმედებაში გამოძალვის ელემენტები არ აღინიშნება.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ან უდანაშაულოდ ცნობისათვის მტკიცებულებათა შეფასების დროს არც ერთი მტკიცებულება არ უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებისაგან მოწყვეტით, არამედ მხოლოდ მათთან ერთობლიობაში და რომ მისი მტკიცებულებითი ძალა, სარწმუნოობა და დამაჯერებლობა იმის შესაბამისად განისაზღვროს, რამდენად ეთანხმება მისი შინაარსი სხვა მტკიცებულებებს პირდაპირ ან არაპირდაპირ.

 

როდესაც საქმეზე ორი ურთიერთსაპირისპირო მტკიცებულება არსებობს, და ამათგან ერთი ისეთი შინაგანი წინააღმდეგობის შემცველია, რის გამოც მისი მიღება შეუძლებელია, არ შეიძლება ამის გამო მეორე, საპირისპირო მტკიცებულება ავტომატურად მიჩნეული იქნეს უტყუარად და მისაღებად. გათვალისწინებული იქნა, რომ ურთიერთსაპირისპირო მტკიცებულებებიდან რომელიმე მათგანისათვის უპირატესობის მინიჭებაში საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დასაბუთებული დასკვნის გასაკეთებლად, გარდა უტყუარობისა, არსებით როლს თამაშობს მათი მტკიცებულებითი ძალა. სწორედ მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი წარმოშობის წყაროს სანდოობა და მტკიცებულებითი ძალა წარმოადგენენ გადამწყვეტი მნიშვნელობის იმ ფაქტორებს, რომლებიც პირდაპირ ახდენენ გავლენას პირის ბრალეულობის თუ უდანაშაულობის შესახებ მოსამართლის შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებაზე., ხოლო ეს უკანასკნელი არ შეიძლება წარმოადგენდეს თვითნებური წარმოსახვისა და წინასწარ შეუმოწმებლად , თუნდაც ერთი შეხედვით, გარეგნულად ერთობ დამაჯერებელი ვერსიის ჭეშმარიტებად აღიარების ნაყოფს.

 

3.2. სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან ბრალდებულების მუ------ა ქა----- აკ-----რისა და რა---- ირ----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, მითითებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის, აღნიშნულ მუხლებით დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

3.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.4. მოქმედის სისხლის სამართლის კოდექსით კრიმინალიზირებულია იძულება - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნებასურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება,საქმეზე დაკითხული მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად არის დადასტურებული რომ დისკო კლუბ ,,ფ-–-ში” ბრალდებულთა და დაზარალებულთა შორის დავის საფუძველი გახდა გაწეული მომსახურების რაოდენობასა და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მხარეთა პრეტენზიები. ბრალდებულები კატეგორიულად მოითხოვდნენ დანახარჯის დაზარალებულთაგან ანაზღაურებას, წარუდგინეს შესაბამისი ანგარშიც, დაზარალებულები კი ასევე კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ გადასახდელი თანხის ოდენობას და მოითხოვდნენ პოლიციის გამოძახებას;

 

კონკრეტულ შემთხვევაში მუ------ა ქა----- აკ-----რის და რა---- ირ----ის დაზარალებულთა მიმართ კლუბისაგან გაწეული დანახარჯის ამოღებისათვის ჩადენილი ქმედება გადაიზარდა ამ პირთა იძულებაში გადაეხადათ მოხმარებულის ღირებულება.

 

ობიექტური მხრივ იძულება გამოიხატება მოქმედებაში -ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში კერძოდ პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება ან და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება.

 

ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების შეზღუდვა უნდა იყოს უკანონო. განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება პირის ფიზიკურ იძულებაში, პირის ფსიქიკურ იძულებაში,-პირის ფიზკურ იძულებაში იგულისხმება მისი გათოკვა, ხელების გაკავება, ხელიდან რაიმე დოკუმენტების ან საგნების გამოგლეჯა, ცემა, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება

 

-ფსიქიკური იძულება იგივე მუქარაა, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის; მოკვლის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების, და სხვა ამდენად სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლში მუქარა უფრო ფართოდაა გაგებული.

 

ამ მუხლის შემადგენლობა სახეზეა მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს, ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგანაც თავის შეკავება მისი უფლებაა. ესე იგი კანონით მისი გადასაწყვეტია ამ ქმედებას ჩაიდენს თუ არა.

 

ფიზიკური ან ფსიქიკური იძულების მიზანია სხვა პირს ჩაადენინოს რაიმე ქმედება ან საკუთარ თავზე განაცდევინოს მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ქმედება.

 

ბრალდებულთა ყველა ქმედება მიმართული იყო დაზარალებულების იძულებისათვის გადაეხადათ დანახარჯი , რადგან ნებაყოფლობით არ იხდიდნენ მას;

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულ მხარეს არ დასტურდება, რომ ამ პერიოდში არ შეეძლოთ გადაადგილება კლუბიდან არაერთხელ გასვლა და შემოსვლა დააფიქსირა თავად დაზარალებულმა მუ----- ჩი-–-–------–უმ;

 

სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას რომ დაზარალებულები იყვნენ რა აღჭურვილი, ისინი ცდილობდნენ გამოეკვეთათ ბრალდებულების ქმედებები, არ გამორიცხავს იმაზე მეტ გაღიზაიანებას, რაც შესაძლებელი იყო გამოეწვია პერსონალს, კერძოდ ბრალდებულებს; ბრალდებულების განმარტებითაც მე---------–---ჩი ზედმეტად ხმაურობდა, რასაც ამჯამად უკვე აძლევენ შეფასებას, იმ სახით, რომ ეს სპეციალურად ხდებოდა;

 

დადგენილია, რომ ბოლოს მიღწეული იქნა შეთანხმება ბრალდებულებს და დაზარალებულებს შორის 250 ლარზე, რომლის გადახდის შემდეგაც მათ დატოვეს კლუბი „ფ-–-“

 

3.5. ამდენად სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათი შეფასებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულებმა მუ------ა ქა----- აკ-----რმა და რა---- ირ----ემ ჩაიდინეს იძულება ჯგუფურად, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნებასურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ ბ“ ქ/პუნქტით, რის გამოც ისინი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პმეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ბრალდებულებს სასჯელის სახით ითვალისწინებს გამასწორებელ სამუშაოებს ორ წლამდე ვადით ან თვრამეტ თვემდე თავისუფლების აღკვეთას.

 

5.4. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პიროვნებებს, მახასიათებლებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ჩადენილი ქმედების ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას - აღნიშნული დანაშაული (იძულება) წარმოადგენს ერთ-ერთი ძალადობრივი ხასიათის დანაშაულს, მიმართულს ადამიანის ნებისა და თავისუფლების წინააღმდეგ; სასამართლო ასევე ითვალისწინებს სასჯელის როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენციის მიზნებს და მიიჩნევს, რომ ამ მიზნებისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ერთი მხრივ უნდა იყოს ადეკვატური ჩადენილი დანაშაულისა და ბრალდებულების პიროვნებისა, ხოლო მეორე მხრივ არ უნდა იყოს წამახალისებელი როგორც ბრალდებულებისთვის, ასევე სხვა პირთათვის და უნდა უზრუნველყოს კერძო/ზოგადი პრევენციის მიზნები. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, რათა მსჯავრდებულებმა გააცნობიერონ ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულების მიმართ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - 10 (ათი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს რა---- ირ----ის და მუ------ა ქა----- აკ-----რის რესოციალიზაციას.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბრალდებული რა---- ირ----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე (2--- წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) .

 

ბრალდებული რა---- ირ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2--- წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ რა---- ირ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება- პატიმრობა გაუქმდეს

 

მსჯავრდებულ რა---- ირ----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2--- წლის 13 ივნისიდან.

 

ბრალდებული მუ------ა ქა----- აკ-----რის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე (2--- წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) .

 

ბრალდებული მუ------ა ქა----- აკ-----რი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2--- წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ მუ------ა ქა----- აკ-----რის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება- პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ მუ------ა ქა----- აკ-----რს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2--- წლის 13 ივნისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ფარული აუდიო ვიდეო გადაღების ამსახველი აუდიო ვიდეო ფაილები, ჩაწერილი 4 ცალ დისკზე, დალუქული თეთრი ფერის კონვერტში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით;

 

ნივთიერი მტკიცებულება - დისკო კლუბ ,,ე----ეს’’ კომოიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 2 ცალ დისკზე, დალუქული თეთრი ფერის კონვერტში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით;

 

ნივთიერი მტკიცებულება - დისკო კლუბ ,,ფ-–-ს’’ კომოიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 4 ცალ დისკზე, დალუქული თეთრი ფერის კონვერტში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით;

 

ნივთიერი მტკიცებულება - დისკო კლუბ ,,ფ-–-ში’’ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსუ-----ები 1 ცალ დისკზე, დალუქული თეთრი ფერის კონვერტში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით;

 

ნივთიერი მტკიცებულება - დისკო კლუბ ,,ფ-–-ში’’ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამოღებული მენიუს ლამინირებული ფურცელი 1 ცალ დისკზე, დალუქული თეთრი ფერის კონვერტში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე