გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2019
საქმის ნომერი
190210118002686580
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-2864-18

(საქნე N190210118002686580)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

31 იანვარი, 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე - მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე

 

მოსარჩელე - ფ------ გ-----------ე

წარმომადგენელი - მ----- ლ---------–----

 

მოპასუხე - ა----- ბ---------ი

წარმომადგენელი - ნ----- ტ-------

 

თარჯიმანი - ნ------- გ-------, ე---------- ჩ--------, ო----- რ-----------, ლ--–- გ-------------, ს----– ო--------

 

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. 2017 წლის 25 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების : მდებარე ქ.გ----------, დ.ა----–-----–-- ქ. #6, ბინ #58, ს/კ . 8------------------ მესაკუთრედ ცნობა.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 25 აპრილს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება მოსარჩელე ფ------ გ-----------ესა და მოპასუხე ა----- ბ---------ს შორის მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინაზე, მდებარე ქ.გ----------, დ.ა----–-----–-- ქ. #6, ბინ #58, თუმც ეს ხელშეკრულება გაფორმდა ფორმალურად , რეალურად მას თანხის ღირებულება არ მიუღია და არც ა----- ბ---------ს არ ჰქონდა ბინის ყიდვის განზრახვა, ბინის გადაფორმება მოხდა მის შვილის რ--- გ-----------სა და ა----- ბ---------ს შორის არსებული ურთიერთობის გამო, რაც უკავშირდებოდა ვალს და ბიზნესის დაწყებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სარჩელზე დადგენილი წესით მოპასუხემ შესაგებელი წარმოადგინა,რომელმაც არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ნოტარიული წესით, არავითარი სხვა ტიპის ურთიერთობა მათ შორის არ არსებობდა, არანაირი თვალთმაქცური გარიგება არ დადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2017 წლის 25 აპრილს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე ფ------ გ-----------ემ მოპასუხე ა----- ბ---------ს მიყიდა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ.გ----------, დ.ა----–-----–-- ქ. #6, ბინ #58, ს/კ . 8------------------.

 

მტკიცებულება: მხარის ახსნა-განმარტება, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან .

 

3.2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნოტარიუსმა დავით ბედიანაშვილმა განმარტა, რომ 2017 წლის 25 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე - მდებარე ქ.გ----------, დ. ა----–-----–-- ქ. #6, ბინ #58, ს/კ 8------------------ გაფორმდა მის სანოტარო ბიუროში, მხარეები უშუალოდ გაეცნენ ხელშეკრულების შინაარსს და დაადასტურეს ხელმოწერებით, მათი ნების გამოვლენის ნამდვილობაში მას ეჭვი არ შეაქვს.

 

მტკიცებულება: მხარის ახსნა-განმარტება, მოწმის დ. ბედიანაშვილის ჩვენება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. არ დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება არის თვალთმაქცური გარიგება.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მისმა შვილმა რ--- გ-----------ემ ა----- ბ---------თან ერთად ბიზნესის დაწყების და ამ მიზნით თანხის მოძიებისთვის გადაწყვიტა კრედიტის აღება ბანკიდან, რადგან მის შვილს და თავად მოსარჩელესაც ჰქონდათ ცუდი საკრედიტო ისტორია და ვალდებულებები, ამიტომ კრედიტი უნდა აეღო ა----- ბ---------ს, ხოლო გარანტად შვილის თხოვნით ა----- ბ---------ისათვის უნდა გადაეფორმებინა მის საკუთრებაში არსებული ბინა მდებარე - ქ. გ----------, დ.ა----–-----–-- ქ. #6, ბინ #58, ს/კ . 8------------------.

 

ა----- ბ---------მა, როგორც რ--- გ-----------ეს მეგობარმა, ისარგებლა მისი ნდობით, ისარგებლა იმით, რომ რ--- გ-----------ეს ჰქონდა ფინანსური პრობლემები და შეპირდა, რომ ბანკიდან გამოიტანდა კრედიტს, რომელსაც შემდგომ დაფარავდა რ--- გ-----------ე, თუმც ბინის გადაფორმების შემდეგ არ შეასრულა პირობა, არ გამოიტანა კრედიტი და გაემგზავრა მოსკოვში, ბინა კი თვალთმაქცურად მიისაკუთრა, სარჩელიც შეიტანა სასამართლოში ბინიდან მოსარჩელის გამოსახლების თაობაზე.

 

მოპასუხე ა----- ბ---------მა არ დაადასტურა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასთან მოსარჩელის შვილის რ--- გ-----------ეს კავშირი და განმარტა, რომ მან ბინა შეიძინა ფ------ გ-----------სგან, რაშიც მას გადაუხადა 30000 ლარი. მას რ--- გ-----------ესთან ერთად ბიზნესის დაწყების ან მისი ფინანსური ვალდებულებების გამო ბანკიდან კრედიტის აღების განზრახვა არ ქონია და ამის გამო გარანტად არც მისი მამის ფ------ გ----------ეს ბინის გადაფორმება არ მომხდარა. მან გადაიხადა ნასყიდობის საგნის ფასი და ხელშეკრულებაც ნოტარიულად გააფორმეს მხარეებმა - გამყიდველმა ფ------ გ----------ემ და მყიდველამ ა----- ბ---------მა.

 

სასამართლოზე მოსარჩელის მიერ პოზიციის დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა რ--- გ-----------ეს განცხადება, სადაც იგი უთითებს რომ მას ა----- ბ----------ის ვალი აქვს 20000 აშშ დოლარი და ამის გამო მათ შორის იყო დაძაბული ურთიერთობა . ამ ვალის საგარანტიოდ გადაუფორმა მამამისმა - ფ------ გ-----------ემ მისი თხოვნით ბინა ა----- ბ---------ს, რომელსაც ამის შემდგომ ბანკიდან უნდა აეღო კრედიტი , საიდანაც ნაწილით ვალი დაიფარებოდა , ხოლო ნაწილით ბიზნესს დაიწყებდა. აღნიშნული განცხადების შინაარსი ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან იგი ამ შემთხვევაში არის დაინტერესებული საქმის შედეგით, ამ ფაქტს სხვა ნეიტრალური პირი ან მტკიცებულება არ ადასტურებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლოს ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცური ბუნება უნდა შეფასებინა მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმის - ნოტარიუს დავით ბედიანაშვილის ჩვენებისა და რ--- გ-----------ეს წერილობითი განცხადების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოსარჩელისა და მოპასუხის პოზიციები იყო ურთიერთსაწინააღმდეგო, მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ნოტარიუსმა მხოლოდ ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებასთან დაკავშირებით ისაუბრა და მისი ჩვენება გარიგების თვალთმაქცურ ხასიათთან დაკავშირებით არაინფორმაციული იყო, რ--- გ-----------ე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით არ დაკითხულა, ხოლო მისი განცხადება დაინტერესებული პირის პოზიციას გამოხატავდა. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც თვალთმაქცური გარიგების, ფაქტობრივი გარემოებები, რაც მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ დასტურდება მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც თვალთმაქცური გარიგების, დადების ფაქტი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 50-ე, 56-ე, 477-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

ამავე კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, მეორე ნაწილის თანახმად კი მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები შეცავს დათქმებს მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებების შესახებ,1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

მოჩვენებითი გარიგების დროს ხელშეკრულების მონაწილეებს არ სურთ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგების დანიშნულებიდან გამომდინარეობს, მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ყველა სუბიექტი, ხოლო თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები ( თვალთმაქცური გარიგება). ასეთი გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. სასამართლოს მიაჩნია, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შუსაბამობა.

 

ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო რეგულაციათა ანალიზისა და გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ფ------ გ-----------ესა და მოპასუხე ა----- ბ---------ს შორის დადებული 2017 წლის 25 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებზე: მდებარე ქ.გ----------, დ.ა----–-----–-- ქ. #6, ბინა #58, ს/კ 8------------------, რომ თვალთმაქცური გარიგებაა და რომ მხარეებმა ამ გარიგებით ფორმალურად გადააფორმეს უძრავი ქონება ა----- ბ---------ზე და ფაქტობრივად არ სურდათ რომ რეალურად გარიგებას რაიმე შედეგი მოყოლოდა (რომ ა----- ბ---------ი გამხდარიყო ბინის მესაკუთრე გამყიდველისათვის ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდით) ან რომ მხარეებს სურდათ ამ გარიგებით სხვა გარიგების დაფარვა, სასამართლოზე ვერ დადასტურდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟის სახით 900 ლარი, აღნიშნული თანხა უნდა ჩაითავლოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა ა----- ბ---------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. გ----------, დ. ა----–-----–-- ქ. #6, ბინ #58, ს/კ 8------------------.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ფ------ გ-----------ეს სარჩელი მოპასუხე ა----- ბ---------ის მიმართ 2017 წლის 25 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების: მდებარე ქ. გ----------, დ. ა----–-----–-- ქ. #6, ბინა #58, ს/კ 8------------------ მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

 

2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა ა----- ბ---------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. გ----------, დ. ა----–-----–-- ქ. #6, ბინ #58, ს/კ 8------------------.

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი