განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/230-18 6 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------
N0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ჯ----– ნა----–-–---–ი;
დაცვის მხარე - ა-–----- ბუ------რი
ბრალდებული - ბ------ თ------ის ძე ხვ--------ი (დაბადებული 1--- წლის 8 მ-----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: თბილისი, ლ. ღ-------------- ქ. N9, ბინა N9-ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი
კვალიფიკაცია:
1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტები (2018 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზი--- გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით.
2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტები (2018 წლის 1 მაისის ეპიზოდი) - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზი--- გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით.
3) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი (2018 წლის 10 მაისის ეპიზოდი) - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზი--- გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2018 წლის 02 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე, ბ------ ხვ--------მა ქ. თბილისში, რუსთავის გზატკეცილი N257-ში მდებარე ი------- ჭ--------იას ავტო-სამრეცხაოში ძალაყინის გამოყენებით, საკეტის დაზიანების გზით უკანონოდ შეაღწია, საიდანაც ფარულად დაეუფლა ზ----- ლ------–---–ის ხალიჩას ღირებულს 160 ლარად და ი------- ჭ--------იას კუთვნილ, გერმანული წარმოების წნევით სარეცხ აპარატს ე. წ ,,კერხერს“ ღირებულს 2000 ლარად, 1 ცალ 50 ლიტრი--- წნევის სატუმბ ხელსაწყოს ე. წ. „კომპრესორს“, ღირებულს 350 ლარად, 1 ცალი ,,ომაქსის’’ ფირმის 50 ლიტრის ტევადობის ქაფის ბალონს, ღირებულს 350 ლარად, 1 ცალ ვერცხლისფერ მტვერსასრუტს, ღირებულს 250 ლარად, 1 ცალ ელექტრო შესადუღებელ აპარატს, ღირებულს 300 ლარად, 1 ცალ „perfect s“ - ის ფირმის სალარო აპარატს, ღირებულს 350 ლარად და 1 ცალ პლასტმასის მილების შესადუღებელ უთოს თავისივე მწვანე ფერის ყუთით, ღირებულს 45 ლარად. ბ------ ხვ--------მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულ ი------- ჭ--------იასათვის 3645 ლარის, ხოლო ზ----- ლ------–---–ისათვის 160 ლარის მნიშვნელოვანი ზი--- გამოიწვია.
2.2. 2018 წლის 01 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ბ------ ხვ--------მა ქ. თბილისში, ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი N26-ში მდებარე ი----- მა--------ას კუთვნილ ავტო-სამრეცხაოში ძალაყინის გამოყენებით, საკეტის დაზიანების გზით უკანონოდ შეაღწია, საიდანაც ფარულად დაეუფლა გერმანული წარმოების წნევით სარეცხ აპარატს ე. წ. ,,კერხერს“ ღირებულს 1500 ლარად, 1 ცალ 20 ლარად ღირებულ ქაფის მისასხმელ ბალონს. ბ------ ხვ--------მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულ ი----- მა--------ასათვის 1520 ლარის მნიშვნელოვანი ზი--- გამოიწვია.
2.3. 2018 წლის 10 მაისს, შუადღისით, ზუსტი დრო დაუდგენელია, ბ------ ხვ--------მა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, უკანონოდ შეაღწია მცხეთის რაიონის სოფელ ნავაზში მდებარე თ------ დო-–---ს საცხოვრებელ სახლში და ფარულად დაეუფლა, თ------ დო-–---ს კუთვნილ სხვადასხვა საოჯახო ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 7555 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზი---.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზი--- გამოიწვია, ჩადენილი საცავში და ბინაში უკანონო შეღწევით:
2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ბ------ ხვ--------მა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
2.2. დაზარალებულ ი----- მა--------ას გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა რუსთავის გზატკეცილი N26-ში განთავსებულ ავტო-სამრეცხაოში. იგი სამრეცხაო ნივთებს იყენებს დახურულ შენობაში, რომელსაც გააჩნია რკინის კარი და იკეტება ბოქლომით. 2018 წლის 1 მაისს ი----- მა--------ამ შეინახა სამრეცხაო ნივთები - წნევით სარეცხი აპარატი ე. წ. ,,კერხერი“, ქაფის მისასხმელი ბალონი, ხოლო მეორე დილას 2 მაისს, მან და მისმა მეგობრებმა ნახეს, რომ კარი იყო გატეხილი და ბოქლომი არსად ჩანდა, ხოლო აღნიშნული ნივთები კი დახვდათ მოპარული. აღნიშნული ქურდობის შედეგად, მას მიადგა 1520 ლარის მნიშვნელოვანი ზი---.
2.3. დაზარალებულ ი------- ჭ--------იას გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი არის დირექტორი ავტო-სამრეცხაოსი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N257-ში, იგი სამრეცხაო ნივთებს ინახავს სათავსოში, რომელსაც აქვს ბოქლომი. 2018 წლის 2 აპრილს აღნიშნული სათავსო დახვდა გატეხილი და ნივთები გაქურდული. კერძოდ, წნევით სარეცხი აპარატი ე. წ. ,,კერხერი“, 1 ცალი 50 ლიტრი--- წნევის სატუმბი ხელსაწყო ე. წ. „კომპრესორი“, 1 ცალი ,,ომაქსის’’ ფირმის 50 ლიტრის ტევადობის ქაფის ბალონი, 1 ცალი ვერცხლისფერი მტვერსასრუტი, 1 ცალი ელექტრო შესადუღებელი აპარატი, 1 ცალი „perfect s“ - ის ფირმის სალარო აპარატი, 1 ცალი პლასტმასის მილების შესადუღებელი უთო თავისივე მწვანე ფერის ყუთით, ასევე მოპარული იქნა ზ----- ლ------–---–ის ხალიჩა, რომელიც მას დატოვებული ჰქონდა გასარეცხად. აღნიშული ქურდობის შედეგად, ი------- ჭ--------იას მიადგა 3645 ლარის მნიშვნელოვანი ზი---.
2.4. დაზარალებულ ზ----- ლ------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მან 2018 წლის მ-----ის ბოლოს მისი ახლობლის ავტოსამრეცხაოში მიიტანა ხალიჩა გასარეცხად, ხოლო 2018 წლის 2 აპრილს ი------- ჭ--------იასგან შეიტყო, რომ მისი ხალიჩა მოპარული იქნა. აღნიშული ქურდობის შედეგად, მას მიადგა 160 ლარის მნიშვნელოვანი ზი---.
2.5. დაზარალებულ თ------ დო-–---ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი მ-----ო ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ ნავაზში. 2018 წლის 10 მაისს დილის საათებში მან დაკეტა სახლი და გაემგზავრა გურიაში სიძის გასვენებაში. დაახლოებით იქნებოდა 21:00 საათი, როდესაც იგი სახლში დაბრუნდა და დაინახა, რომ სახლის კარი იყო ღია და იფიქრა, რომ შესაძლოა ქარს გაეღო, როდესაც იგი სახლში შევიდა მას უნდოდა ტელევიზორის ჩართვა, მაგრამ კედელზე ტელევიზორი აღარ ეკიდა. აღნიშნულის შემდეგ მან დაიწყო სახლის დათვალიერება, რადგან მიხვდა, რომ მისი სახლი იყო გაქურდული, დათვალიერებისას თ------ დ---–--ემ ნახა, რომ წაღებული იყო ასევე LG”-ის ფირმის მონაცრისფრო ფერის ნოუთბუქი თავისი ჩანთით და დამტენით, ვინჩესტერის “WALTTER M 13”-ის მოდელის ფირმის თოფი, ოთხი ცალი 12 კალიბრის ვაზნით, ორი ნახატი, ერთი ცალი მოვერცხლისფრო ბეჭედი, ,,STILENS” ფირმის პლაზმური ტელევიზორი და პულტი, პროცესორი და მონიტორი, დასადგამი საათი, ოქროს საქორწინო ბეჭედი, ერთი ცალი ნათლობის ჯვარი, ოქროს ცეპი და სხვა ნივთები. აღნიშნული ქურდობის შედეგად, მას მიადგა 7555 ლარის მნიშვნელოვანი ზი---.
2.6. გამოკითხვის ოქმებითა და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ დაზარალებულებს ი----- მა--------ას, ი------- ჭ--------იას, ზ----- ლ------–---–ს და თ------ დ---–--ეს მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზი---.
2.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ. სსკ-ის 177-1891 მუხლები) მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
2.8. გამოკითხვის ოქმებით ასევე დასტურდება, რომ ბ------ ხვ--------მა ქურდობის მიზნით 2018 წლის 2 აპრილსა და 1 მაისს შეაღწია საცავში - ი------- ჭ--------იას და ი----- მა--------ას ავტოსამრეცხაოში განთავსებულ სათავსოში და ასევე 2018 წლის 10 მაისს შეაღწია თ------ დო-–---ს საცხოვრებელ სახლში - ბინაში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცებები, დაზარალებულების ი------- ჭ--------იას, ი----- მა--------ას გამოკითხვის ოქმები, ზ----- ლ------–---–ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების გ------- ტე-----ის, ი-----–- ი---–---–ის, ზ---- შ--–---–--ლის, უ–---ი ბ----–---–ის, მ------ ხვ--------ის, ი---ს გ------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ბ------ ხვ--------ის აღიარებითი ჩვენება, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკისას ამოღებული ნივთმტკიცებები, დაქტილოსკოპიური, ოდოროლოგიური, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, ბ. ხვ--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა და ჩხრეკისას ამოღებული ნივთმტკიცებები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, ნივთის - ხალიჩის ამოცნობის ოქმი, ნივთის - უთოს ამოცნობის ოქმი, სალარო აპარატის დათვალიერების ოქმი, ნივთის - „კერხერის“ ამოცნობის ოქმი, ნივთის - ქაფის ბალონის ამოცნობის ოქმი და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ------ ხვ--------მა 2018 წლის 2 აპრილის ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, 2018 წლის 1 მაისს ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული და 2018 წლის 10 მაისს ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ ბ------ ხვ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს და სასამართლოს სთხოვს პატიებას, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, მისი ოჯახი განიცდის ეკონომიურ გაჭირვებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამი---ს ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.3. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზი---, შეურიგდეს დაზარალებულს.
5.4. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულს კვლავ გააჩნია პრეტენზია, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ------ ხვ--------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა მინიმუმთან მიახლოებული სახით.
სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ------ ხვ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
2. ბ------ ხვ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 1 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა -3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
3. ბ------ ხვ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 10 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, ბ------ ხვ--------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
5. ბ------ ხვ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
6. ბ------ ხვ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 16 მაისიდან.
7. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: სტილენსის ფირმის ტელევიზორის ყუთი, “LG”-ის ფირმის პლაზმური ტელევიზორი, “LG”-ის ფირმის მონაცრისფრო ფერის ნოუთბუქი თავისი ჩანთით და დამტენით, ვინჩესტერის “WALTTER M 13”-ის მოდელის ფირმის თოფი, ოთხი ცალი 12 კალიბრის ვაზნით, ორი ნახატი, ერთი ცალი მოვერცხლისფრო ბეჭედი, ,,STILENS” ფირმის პლაზმური ტელევიზორი და პულტი, ასევე პროცესორი და მონიტორი; ყვითელი KARCHER ფირმის კერხერი რეზინის მილით და ე.წ. ,,პისტოლეტით’’, რკინის ძალაყინი და ერთი ცალი რკინის საბურავის მოსახსნელი ქანჩი, კრემისფერი ყვავილები--- ხალიჩა, სონის ფირმის მობილური ტელეფონი, მწვანე ფერის ე.წ. ბარგალკა, ყვითელი ფერის ქაფის ბალონი, შავი ფერის დურბინდი, შავი ფერის ,,PERTEQT S’’ ფირმის სალარო-აპარატი, მწვანე ფერის რკინის ყუთში მოთავსებული პლასტმასის მილების შესადუღებელი უთო, გორგოლაჭები--- ყვითელი ფერის ,,KARCHER’’-ის ფირმის კერხერი დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, სუნის ნიმუშები, დ/ბარათები, ხელთათმანი განადგურდეს, ხოლო ორი ცალი DVD დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი