განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/581
გამოძიების N041140518003
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---- ზ-------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - პ---–- კ------ე, შ------- ვ----------ე
ბრალდებული: პ----- დ-----ე
პირადი ნომერი: 5----------
დაბადების თარიღი: 0-.0-.1---წ.
მამის სახელი: ზ------
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: საშუალო
ნასამართლობა: არმქონე
საცხოვრებელი ადგილი: ქ. ქუთაისი, ხ-------ის ქ. N61, ბ. #42
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით.
ბრალდებული გ------ გ--–------
პირადი ნომერი: 0----------
დაბადების თარიღი: 0-.0-.1---წ.
მამის სახელი: გ------
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: საშუალო
ნასამართლობა: არმქონე
საცხოვრებელი ადგილი: სამტრედია, ბ---–----ის ქ. N23
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორივე ბრალდებულის ეპიზოდში) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ბრალდებულ პ----- დ-----ის ეპიზოდი).
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდებულ პ----- დ-----ეს წარედგინა ბრალდება, დანაშაულისათვის, რაც, გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით -ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობის ნივთის დაუფლების მიზნით, ასევე, დანაშაულისათვის, რაც, გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება. ბრალდებულ გ------ გ--–-----ს წარედგინა ბრალდება, დანაშაულისათვის, რაც, გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობის ნივთის დაუფლების მიზნით.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდებულები პ----- დ-----ე და გ------ გ--–------, 2018 წლის 14 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარის გამოყენებით, თავს დაესხნენ ქ. ქუთაისში ი. ჭ-------ის გამზირზე #37-ში მდებარე შპს ,,ი-------------ის“ თანამშრომელს ნ------------–--ეს. დააბეს იგი წებოვანი ლენტით და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით აშკარად დაეუფლნენ შპს ,,ი-------------ის“ კუთვნილ 8850 (რვაათას რვაას ორმოცდაათი) აშშ დოლარსა და 2050 (ორი ათას ორმოცდაათი) თურქულ ლირას, რის სედეგადც შპს ,,ი------------ს“ მიადგა 22856,0- ლარის დიდი ოდენობით ზიანი. ბრალდებულები პ----- დ-----ე და გ------ გ--–------ სიცოცხლის ხელყოფის მუქარით ასევე, აშკარად დაეუფლნენ ნ------------–--ის კუთვნილ 50 (ორმოცდაათი) ლარად ღირებულ 2 ცალ საფულეს. 250 ლარად ღირებულ ,,SAMSUNG J3” მოდელის ტელეფონს 90 (ოთხმოცდაათი) ევროს, 1860 (ათას რვაას სამოცი) აშშ დოლარსა და 2750 (ორი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარს. რის შედეგადაც ნ------------–--ეს მიადგა 8114,93 ლარის ქონებრივი ზიანი.
ასევე, ბრალდებული პ----- დ-----ე, 2018 წლის 14 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე ქ. ქუთაისში ი. ჭ-------ის გამზირზე #37-ში, მართალსაწინააღმედოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ 7,62 მმ კალიბრის ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ,,AKM”-ის მოდელის ავტომატს და 30 ცალ 1943 წლის ნიმუშის 7,62 კალიბრის ვაზნას, რომლებიც გასროლის წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რომლებიც სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულებმა პ----- დ-----ემ და გ------ გ--–-----მა ჩაიდინეს, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული ყაჩაღური თავდასხმა დაზარალებულ ნ------------–--ეზე, ასევე, ბრალდებულმა პ----- დ-----ემ ჩაიდინა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით.
აღნიშნული დასკვნის საფუძველია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნ------------–--ემ, განმარტა, რომ მუშაობს შპს ,,ლ-----------------სში“- მოლარე ოპერატორად. მის სამსახურეობრივ მოვალეობაში შედის თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული გზავნილების ჩაბარება ადრესატებისთვის, რომლებიც მასთან ოფისში ელოდებიან თურქეთიდან მათ სახელზე გადმოგზავნილ ფუთებს, ფულად თანხას და სათანადო დოკუმენტის გაფორმების შემდგომ მისგან იბარებენ აღნიშნულ გზავნილებს. შემთხვევის დღეს, 2018 წლის 14 მაისს დილიდან იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა მის მოვალეობას, ახდენდა მოქალაქეებზე თანხების მიღება- ჩაბარებას, დილით მიიღო გზავნილები, გახსნა ,,სკოჩები“ და დაიწყო გზავნილების გაცემა, რა დროსაც, მასთან მივიდა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი და უთხრა, რომ სურდა თურქეთის მიმართულებით ბილეთების შეძენა, მაგრამ რიგში ბევრი ხალხი იყო და ერთ საათში გამოივლიდა. დაზარალებულის განმარტებით, იმის გამო, რომ ,,კლიენტი“ არ დაეკარგა მან ამ ახალგაზრდა მამაკაცს გადასცა მისი სავიზიტო ბარათი და უთხრა დაკავშირებოდა მას და ბილეთებს დაუჯავშნიდა. დაზარალებულის განმარტებით, როდესაც გასცა თანხები იგი მარტო დარჩა ოფისში, იქნებოდა დაახლოებით 14:30 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდი, როდესაც დაუკავშირდა სკოლაში მყოფ მის შვილს და ესაუბრებოდა მას, რა დროსაც, გაიღო ოფისის კარები და მასთან შევიდა ერთი მამაკაცი, რომელიც იყო პირბადით. მან მაშინვე შეიცნო ეს პიროვნება რომელიც დილით იყო მასთან მისული ბილეთების შესაძენად, ხოლო მისი თანმხლები მეორე მამაკაცმა დაიწყო კრებზე არსებული ,,ფორთოჩკის“ დაკეტვა, მან უთხრა ამ მეორე მამაკაცს, რომ თავი დაენებებინა კარებისათვის და თავად დაკეტავდა. მასთან მისულმა ახალგაზრდა მამაკაცმა მოსთხოვა მას, რომ გადაეცა მისთვის ტელეფონი და კარების გასაღები, მას შეეშინდა და გადასცა მოთხოვნილი საგნები, რა დროსაც, ამ მამაკაცმა უთხრა, რომ ,,არ ინერვიულო, არ შეგეშინდეს, ფულის წასაღებად ვართ მოსულებიო, ვართ შეიარაღებული არ შეგვეწინააღმდეგო, თორემ გესვრითო“. ამ დროს მეორე მამაკაცმა, რომელიც ცდილობდა კარების დაკეტვას, გადაწია ტანთცმული კურტკა და დაანახა, რომ კურტკის ქვეშ ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი ალბათ ავტომატი, რადგანაც ეს იარაღი თოფს არ გავდა. მასთან ოფისში შესულმა ორმა მამაკაცმა იგი გაიყვანეს მეორე ოთახში, მეორე მამაკაცმა მიაწოდა ზურგჩანთა, ხოლო პირველმა მამაკაცმა, რომელიც მასთან პირველად მივიდა უთხრა ,,დაგსკოჩავთ არ შეგეშინდესო“ ზურგჩანთიდან ამოიღო ხელთათმანები და ამის შემდეგ ,,სკოჩით“ დაიწყო მისი ,,დასკოჩვა“. უთხრეს მას, რომ დაწოლილიყო და იგიც დაემორჩილა მათ. უთხრეს, ,,იწექი და არაფერს არ დაგიშავებთო“. როდესაც პირველად მასთან მისული მამაკაცი ,,სკოჩავდა“ მას, ამ დროს გაიხედა კარებისაკენ, რა დროსაც, მათთან მივიდა მეორე მამაკაცი, რომელსაც ავტომატი ეკავა და უთხრა ,,იჩქარე, წავიდეთო“. ეს იარაღიანი მამაკაცი იმყოფებოდა სამუშაო მაგიდასთან და იღებდა თანხებს, რის შემდეგაც იგი პირველი გავიდა ოფისიდან, ხოლო შემდგომ გავიდა მეორე მამაკაცი, კერძოდ, რომელმაც ,,სკოჩით“ შეკრა იგი. დაზარალებულმა საქმის სასამართლო განხილვის დროს მიუთითა ბრალდებულებზე და განმარტა, რომ ვინც ,,სკოჩით“ შეკრა იგი არის ბრალდებული გ--–------, ხოლო ვისაც იარაღი ეჭირა კი არის ბრალდებული დ-----ე, დაზარალებულმა იქვე მიუთითა, რომ ამ ფაქტის გამო იმდენად იყო შეშინებული, რომ მუდმივად ფიქრობს მომხდარზე. დაზარალებულმა განმარტა, რომ ბრალდებულმა გ--–-----მა უთხრა მას, რომ იყვნენ შეიარაღებული. განმარტავს, რომ მასთან პირელად მივიდა გ--–------, ,,სკოჩი“ და ხელთათმანები ჰქონდა გ--–-----ს, ისინი მან ამოიცნო გამოძიების მიმდინარეობის დროს, მათი ფიზიკური აღნაგობით და განმარტა, რომ მათი დავიწყება მისთვის ყოვლად შეუძლებელია, რადგანაც ყოველდღიურად ფიქრობს მომხდარზე და თვალწინ უდგას ეს პიროვნებები. განმარტავს, რომ მთლიანად ოფისიდან თავდამსხმელებმა წაიღეს დაახლოებით 12 ათასი დოლარი. ქონდა სხვადასხვა სახის თანხები, როგორც აშშ დოლარი, ასევე ლარი და თურქული ლირა. წაღებული თანხიდან მეტი წილი იყო კომპანიის, ასევე იყო მისის პირადი ფულიც, დაახლოებით 2 ათას ლარამდე. მიუთითებს, რომ მისთვის ზიანი არავის არ აუნაზღაურებია, კომპანია მისგან ითხოვს თანხის ჩაბარებას, რომლებიც არიან თურქი ეროვნების პიროვნებები და ეუბნებიან, რომ ,,როგორც ჩაგაბარეთ ფულადი თანხა ისე დაგვიბრუნეთო“. ამ ფაქტის შემდეგ მას არ აღმოაჩნდა მისი კუთვნილი მობილურიც, რომელიც შემდგომ ამოიცნო გამოძიების მიმდინარეობის დროს. როგორც ბრალდებულების, ასევე მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ამოცნობა გამოძიების დროს ჩატარდა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. განმარტავს, რომ როგორც მატერიალურ ზიანთან ერთად მას მიადგა მორალური ზიანიც და პირდაპირ მიუთითა ბრალდებულებზე და განმარტა, რომ სწორედ მათ განახორციელეს მისი დაყაჩაღება, ითხოვს ზიანის ანაზღაურებას და ბრალდებულების კანონის შესაბამისად დასჯას.
მოწმის სახით დაკითხულმა ე-–---- გ------მა, 2018 წლის 14 მაისს, დაახლოებით 15:00 საათისათვის მისული იყო ჭ-------ის ქუჩაზე არსებულ თანხების გამცემ ოფისში თანხის ასაღებად. მაგრამ ოფისის კარები დახვდა დაკეტილი, იმის გამო, რომ ოფისი სულ მუშაობდა, მას გაუკვირდა, თუ რატომ იყო კარები დაკეტილი. ამ დროს კარებთან იდგა ახალგაზრდა გოგო, რომელიც ასევე ელოდებოდა ოფისის კარების გახსნას. ამ გოგოს შესთავაზა მას, რომ დაერეკათ ოფისში მომუშავე ქალბატონისთვის. რა დროსაც, დაინახეს, რომ ოფისის შიგნიდან ვიღაც მამაკაცმა დაუძახა მათ, რომ ,,არ მუშაობს დღესო“. მაგრამ მან მაინც დააპირა დაერეკა ოფისში მომუშავე ქალბატონისათვის, რა დროსაც, ოფისიდან გამოვიდა ორი მამაკაცი, რომელთაც მას ისევ უთხრეს, რომ ოფისი არ იმუშავებსო და წავიდნენ. მოწმის განმარტებით, ერთ მამაკაცს სახეზე აფარებული ჰქონდა სამედიცინო ნიღაბი და იყო მაღალი პიროვნება. ხოლო მორე მამაკაცს მუქი რაღაც ეცვა, მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. ხოლო მაღალ მამაკაცს რომელსაც ნიღაბი ეკეთა იმიტომ მიაქცია ყურადღება, რომ იგი მათი მიმართულებით მოძრაობდა, ხოლო მეორე მამაკაცს ზურგჩანთა ჰქონდა. მათი წასვლიდან დიდ ხანს არ გაგრძელებულა ოფისის კარებთან მათი ყოფნა და აპირებდნენ სახლში წასვლას, რა დროსაც, ოფისის კარებს მოადგა ქალბატონი, რომელიც რაღაცას ანიშნებდა მათ და სახიდან იძრობდა ,,სკოჩს“. რის შემდეგაც, გამოაღო კარები და დაიძახა ,,პატრული გამოიძახეთო“ და იქვე ჩაიკეცა. იქვე მყოფმა ახალგაზრდა გოგომ დაიწყო დარეკვა. ხოლო მან სასწრაფო გამოიძახა. მალე მოვიდა პოლიციაც და მათთან ერთად შევიდა ოფისში. ოფისში მომუშავე ქალბატონს ყვითელი ,,სკოჩით“ ჰქონდა ხელები შეკრული და სახეზეც ჰქონდა ,,სკოჩი“ აკრული, ამბობდა, რომ ,,ოფისში შესულა ორი მამაკაცი, რომელთაც უთქვამთ ბილეთები გვინდაო, ასევე გაუფრთხილებიათ არ შეგეშინდეს და არ იყვირო, უნდა გაგსკოჩოთო და ოფისის კუთვნილი თანხა წაუღიათ“. განმარტავს, რომ ოფისიდან გამოსულ პიროვნებებს, ზუსტად სახეზე ვერ იხსენებს, რის გამოც, მათ ამოცნობას ვერ შეძლებს. განმარტავს, რომ ოფისში მყოფი ქალბატონისთვის თავდამსხმელებს ,,სკოჩი“ არ შეუხსნით იგი თვითონ ცდილობდა სკოჩის მოხსნას, როგორც მან, ასევე იქვე მყოფმა ახალგაზრდა გოგონამ, რომელსაც ადრე არ იცნობდა, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონებიდან დარეკეს პოლიციაში და გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ა------–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 14 მაისს, დაახლოებით 16:00 სთ-ზე, მისული იყო ქ.ქუთაისში ჭ-------ის გამზირზე არსებულ ოფისთან, მის სახელზე თურქეთიდან გადმოგზავნილი თანხის ასაღებად მაგრამ ოფისი დაკეტილი დახვდა, იფიქრა, რომ ოფისში მომუშავე ქალბატონი ალბათ გასული იყო სამსახურიდან. ამ დროს შიგნიდან გაიღო ოფისის კარები და ორი სპორტული აღნაგობის მამაკაცი გამოვიდა. მათი გამოსვლის შემდეგ იგი შიგნით არ შესულა. ოფისიდან გამოსულ ორ მამაკაცს სახე თითქმის დაფარული ჰქონდათ ,,კაშნებით“. გამოსვლისთანავე ამ ორ მამაკაცმა უთხრეს, რომ ოფისი დაკეტილი იყო, ისინი იყვნენ სპორტული აღნაგობის პირები. ხელში არაფერი არ ეჭირათ, ერთს მხარზე გადაკიდებული ქონდა შავი ზურგჩანთა, ისინი სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ. მოწმის განმარტებით, მათთან კონტაქტი ჰქონდა წამიერად და ამის გამო ისინი სახეზე არ დაუნახავს. ეცვათ მუქი სპორტულები. მათი წასვლისთანავე ოფისის კარებს შიგნიდან მოადგა ქალბატონი, რომელმაც გაიხსნა ხელები და ყვიროდა ,,პოლიციაში დარეკეთო“. მოწმემ დაადასტურა მხარის მიერ მის გამოკითხვაში მიცემული ჩვენების სისწორე, კერძოდ, ის ნაწილი სადაც მითითებულია, რომ ქალბატონს ,,სკოჩი“ ჰქონდა პირზე და ხელები ჰქონდა შეკრული და ისიც, რომ თავად ამ ქალბატონმა გაიხსნა ხელები. მიუთითა, რომ ბრალდებულები არ არიან სპორტული აღნაგობის პირები და მათი ამოცნობა არ შეუძლია.
მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილების გამომძიებელმა პ----- ხ----–--მ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, 2018 წლის 14 მაისს იმყოფებოდა სამსახურში და იყო მორიგე გამომძიებელი. განყოფილებაში შესული შეტყობინებით ირკვეოდა, რომ ქ.ქუთაისში ქ.ჭ-------ის გამზირზე არსებულ ოფისში მომხდარი იყო ყაჩაღობა. რის საფუძველზეც, იგი ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება ექსპერტების მონაწილეობით. შემთხვევის ადგილზე ამოღებული იქნა ნივთმტკიცებები და ოთხი თითს კვალი. ამოღებული ნივთმტკიცებები დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ასევე, მის მიერ დაზარალებულად იქნა ცნობილი და შემდეგ გამოკითხული ნ------------–--ე. ასევე, მის მიერ ოპერატიულ ჯგუფთან ერთდ დაკავებული იქნა პ----- დ-----ე და წარუდგინა მას ბრალი. დაზარალებულმა თავის ჩვენებაში განმარტა, რომ თავდამსხმელთაგან ერთ პიროვნებას ეკეთა სამედიცინო ნიღაბი, ხოლო მეორე თავდამსხმელს კი ეკავა ცეცხლსასროლი იარაღი ავტომატი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი შედგენილი იქნა შემთხვევის ადგილზე, რასაც ხელი მოაწერეს დამსწრე პირებმა. ასევე, მის მიერ ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც, ბრალდებულმა პ----- დ-----ის მითითებით გადაადგილდებოდა ოპერატიულ ჯგუფთან ერთად. საგამოძიებო ექსპერიმენტს ესწრებოდნენ ექსპერტებიც. პ----- დ-----ის მითითებით ისინი მივიდნენ ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის უკანა ეზოში არსებულ რკინიგზის რელსებთან, სადაც გზიდან მოშორებით ეკალ-ბარდებში პ----- დ-----ის მითითებით ამოღებული იქნა ამ უკანასკნელის მიერ დამალული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რაზედაც, პ----- დ-----ემ განმარტა, რომ ეს ის იარაღი იყო, რომელიც მას ჰქონდა ყაჩაღური თავდასხმის დროს. მოწმის განმარტებით, მის მიერ დანიშნული იქნა სხვადასხვა ექსპერტიზები და ჩატარებული იქნა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- ა-–------ემ განმარტა, რომ 2018 წლის მაისის თვეში (ზუსტი რიცხვი არ ახსოვს) პოლიციის პირველ განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, განყოფილების თანამშრომლებმა სთხოვეს მონაწილეობა მიეღო, ჭ-------ის ქუჩაზე არსებულ ოფისში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შედეგად შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. მოწმის განმარტებით, იგი მის მეწყვილესთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც იყო გამომძიებელი პ----- ხ----–-- ოპერატიულ ჯგუფთან ერთად. გამომძიებელმა სთხოვა მათ, რომ მონაწილეობა მიეღო ოფისის დათვალიერებაში, სადაც განხორციელებული იყო ყაჩაღური თავდასხმა, ოფისში იმყოფებოდა დაზარალებული ქალბატონიც. გამომძიებლის მითითებით დაიწყეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება. მათ მიერ ამოღებული იქნა ნივთმტკიცებები, ოფისის გარე პერიმეტრიდან ამოღებული იქნა სიგარეტის ნამწვავები, ოფისის კარებიდან კი ამოიღეს ანაწმენდები. ასევე, ამოღებული იქნა წებოვანი ლენტი, რომელზეც იყო თმის ნიმუშები ასევე, ამოიღეს ქალის მოსასხამი. მოწმის განმარტებით, ორივე ექსპერტი მუშაობდნენ ერთად. ამოღებული ნივთმტკიცებები ადგილზევე ილუქებოდა პაკეტებში. ადგილზე შედგენილი იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რაც მისი სისწორე დაადასტურეს ოქმზე ხელის მოწერით. ასევე, რამდენიმე დღის შემდეგ მის მეირ იქნა ამოღებული დნმ-ის ნიმუშები ცეცხლსასროლი იარაღიდან. მონაწილეობა მიიღო ბალისტიკურ ექსპერტიზაში. დაათვალიერა ცეცხლსასროლი იარაღი და აღებული იქნა დნმ-ის ნიმუშები. იარაღიდან თითის კვლების ამოღება არ მოუხდენია, რადგანაც მას დადგენილების მიხედვით ეს არ ევალებოდა.
მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის მოადგილემ დ-------- ს---–-----–--ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. ექსპერიმენტს ატარებდა გამომძიებელი პ----- ხ----–-- ორ ექსპერტთან ერთად. საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო პოლიციის პირველი განყოფილებიდან და მოძრაობდნენ პ----- დ-----ის მითითებით. თავიდან ამ უკანასკნელმა ისინი მიიყვანა იმ ადგილას, სადაც შეხვდა მის მეგობარს გ------ გ--–-----ს. შემდეგ მივიდნენ ი.ჭ-------ის გამზირზე არსებულ ოფისთან, სადაც განმარტა, რომ გ------ გ--–-----თან ერთად მისული იყო ამ ოფისთან და მოახდინეს ყაჩაღური თავდასხმა და ოფისში მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მოახდინა იარაღის დემონსტრირება და დაზარალებული ქალბატონის ,,სკოჩით“ შეკვრა. იქვე განმარტა, რომ გარეთ გამოსულებს შეხვდათ ორი ქალბატონი, რომელთან ჰკითხეს, რომ ,,იყო თუ არა ოფისში ნ-----“. პ----- დ-----ის განმარტებით, ამ ორ ქალბატონს უპასუხეს, რომ ,,ნ----- ოფისშია არ იყო“. მოწმის განმარტებით, ოფისიდან გავიდნენ გუგუნავას ქუჩაზე, სადაც მარცხნივ შეუხვიეს შევჩენკოს ქუჩაზე, სადაც პ----- დ-----ემ მიუთითა, იმ ადგილზე, სადაც მის მიერ დამალული იყო ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღის ადგილმდებარეობა თავად პ----- დ-----ემ მიუთითა. იარაღი იყო ეკალბარდებში და გარეთა თვალისთვის შეუმჩნეველი იყო. ამოღებული იარაღი იყო კალაშნიკოვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდით და ვაზნებით. ამოღებული იარაღი დალუქული იქნა ექსპერტების მიერ. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შეადგინა პ----- ხ----–--მ, ხოლო დამსწრე პირები გაეცნენ მათ და გააკეთეს შესაბამისი ხელმოწერა. საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში. განმარტავს, რომ პ----- დ-----ემ გზიდან დაახლოებით 5-6 მეტრის მოშორებით მიუთითა ადგილზე, სადაც ცეცხლსასროლი იარაღი იქნა ამოღებული, იარაღი ისე იყო ბუჩქებში ჩამალული, რომ გზიდან არ ჩანდა. იარაღს ჰქონდა მჭიდი, მჭიდიდან ამოღებული იქნა დაახლოებით 30 ცალი ტყვია, ამოღებული ნივთები ადგილზევე დაილუქა და დასურათდა ექსპერტების მიერ. საგამოძიებო ექსპერიმენტში პ----- დ-----ე მონაწილეობდა ნებაყოფლობით, რაიმე წინააღმდეგობას ადგი-–-- რ ჰქონია. მოწმის განმარტებით, ასევე ის მონაწილეობდა ბრალდებულის დაკავებაში, კერძოდ, დაკავების დროს იცავდა პერიმეტრს.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-კინოლოგმა ი------ მ----–----–--ემ განმარტა, რომ მონაწილეობას იღებდა ი.ჭ-------ის ქუჩაზე არსებულ ოფისზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში კინოლოგ ძაღლთან ერთად. ძაღლმა აიღო სუნის კვალი, გადაკვეთა ჭ-------ის ქუჩა გავიდა კორპუსების უკან, გაიარა გუგუნავას ქუჩაზე და იქ გაჩერდა. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდნენ ექსპერტებიც, რომლებიც მუშაობას შეუდგნენ კინოლოგი ძაღლის მიერ სუნის კვალის აღების შემდგომ.
მოწმის სახით დაკითხულმა მთავარმა ექსპერტმა გ------- ქ---------ემ განმარტა, რომ მაისის თვეში (ზუსტი რიცხვი არ ახსოვს) თავის მეწყვილესთან ერთად მონაწილეობა მიიღო პ----- დ-----ის მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში. ექსპერიმენტი დაიწყო პოლიციის 1-ლი განყოფილებიდან და მასში მონაწილეობას იღებდა, როგორც გამომძიებელი, ასევე, ოპერატიული ჯგუფის წევრებიც. ისინი მოძრაობდნენ პ----- დ-----ის მითითების მიხედვით. ამ უკანასკნელის მითითებით მივიდნენ ჭ-------ის გამზირზე, სადაც პ----- დ-----ემ მიუთითა იმ ადგილზე, სადაც შეხვდა მეორე პიროვნებას, რომელთან ერთადაც განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა. შემდეგ მიიყვანა ისინი ჭ-------ის ქუჩაზე არსებულ ოფისთან, სადაც განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა. რის შემდეგაც, პ----- დ-----ის მითითებით მივიდნენ გუგუნავას ქუჩაზე, რა დროსაც, გზიდან დაახლეობით 15 მეტრში ბუჩქებში პ----- დ-----ის მითითებით ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი მათ მიერ იქნა ამოღებული და დალუქული, ხოლო ოქმს ადგენდა გამომძიებელი, რაზედაც მოაწერეს ხელი. ხოლო თავად პ----- დ-----ემ მოაწერა თუ არა ხელი აღნიშნულ ოქმს არ იცის. მოწმის განმარტებით, ექსპერიმენტი მიმდინარეობდა საღამოს პერიოდში მაგრამ ჯერ კიდევ იყო დღის სინათლე. მოწმემ ბრალდებულ პ----- დ-----ის შეკითხვაზე მიუთითა, რომ შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მოძრაობდნენ სწორედ მისი მითითებით. მოწმის განმარტებით, ბრალდებული პ----- დ-----ე მოძრაობდა მათ წინ, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილე პირები მიჰყვებოდნენ მას უკან.
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილების გამომძიებელმა გ------- გ--------ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს განმარტა, რომ 2018 წლის 14 მაისს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ი.ჭ------ის გამზირზე არსებულ ოფისზე განხორციელებულ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, რაზედაც პირველ განყოფილებაში შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, მისი მონაწილეობით. განმარტავს, რომ მის მიერ მოწმის სახით გამოკითხული იქნა ბრალდებული გ------ გ--–------, ჩაუტარა ამ უკანასკნელს პირადი ჩხრეკა. ასევე, მის მიერ იქნა ჩატარებული ამოცნობა, რა დროსაც, დაზარალებულმა ნ------------–--ემ ამოიცნო ბრალდებული გ------ გ--–------ და მიუთითა, რომ სწორედ ის იყო პიროვნება, რომელმაც განახორციელა ოფისზე ყაჩაღური თავდასხმა. გ------ გ--–------ დაკავებული იქნა მის მიერ და ექსპერტების მონაწილეობით აიღო მისგან ნიმუშები. მოწმის განმარტებით, გამოკითხვის დროს გ------ გ--–-----მა აღიარა ჩადენილი დანაშაული. ამ უკანასკნელს ქონდა მობილური ტელეფონი, რომელსაც იგი ოფისზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს დაეუფლა, ასევე, გ------ გ--–-----ს ჰქონდა ფული, რომელიც გატაცებული იქნა მის მიერ ოფისიდან. აღნიშნული ნივთები ამოღებული და დალუქული იქნა მის მიერ. ფულად თანხასთან დაკავშირებით გ------ გ--–-----მა განაცხადა, რომ ეს იყო მის მიერ თურქეთის ოფისიდან გატაცებული ფულადი თანხა. განმარტავს, რომ დაზარალებულის მიერ ბრალდებულის ამოცნობა ჩატარდა სპეცოთახში, სადაც ბრალდებულთან ერთად იყო მისი მსგავსი ორი პიროვნება. დაზარალებულმა გ------ გ--–------ ამოიცნო მისი აღნაგობით, სიმაღლით, რაზედაც შედგა სათანადო ოქმი. განმარტავს, რომ ამოცნობის დასრულების შემდეგ მოხდა გ------ გ--–------ს დაკავება. დაკავების ოქმს გაეცნო ბრალდებული და მოაწერა ხელი. რაც შეეხება ნიმუშების აღებას, მოწმის განმარტებით ექსპერტების მიერ გ------ გ--–------სგან ნიმუშები ამოღებული იქნა ამ უკანასკნელის თანხმობის საფუძველზე. ასევე, პ----- დ-----ისაგან ნიმუშების აღება მოხდა ნებაყოფლობით ექსპერტების მონაწილეობით. მოწმის განმარტებით, იგი მთლიანად ადასტურებს მის მიერ განხორციელებულ ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფაქტს.
ანალოგიურად აჩვენა, მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ლ-–- ჯ---------მ და დაადასტურა, რომ მონაწილეობას იღებდა გ------ გ--–------ს მიმართ ჩატარებულ პირად ჩხრეკაში და ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტში. მოწმის განმარტებით, გ------ გ--–------ს პირადი ჩხრეკა ჩატარებული იქნა პოლიციის პირველ განყოფილებაში. მისგან ამოღებული იქნა პირადი ნივთები ფულადი თანხა. რომელიც შეადგენდა როგორც აშშ დოლარს, ასევე ლარს. მობილური ტელეფონი და ბროშურა. რაზედაც შედგა სათანადო ოქმი, რომელსაც ჩხრეკაში მონაწილე პირებთან ერთად ხელი მოაწერა თავად გ------ გ--–-----მაც, მას რაიმე სახის შენიშვნა ან განცხადება არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, ასევე, მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელშიც მონაწილეობდა გამომძიებელი ლ-----–--–--------ე და ორი ექსპერტი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებული გ------ გ--–------ თვითონ მიუთითებდა, თუ რა მიმართულებით უნდა ემოძრავათ მათ. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს რაიმე ამოღებულია არ ყოფილა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შეადგინა გამომძიებელმა, რაზედაც ხელი მოაწერეს, როგორც დამსწრე პირებმა, ასევე, ბრალდებულმა გ------ გ--–-----მა.
მოწმის სახით დაკითხულმა, პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელმა ლ-----–--–--------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 14 მაისს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ ჭ-------ის გამზირზე არსებულ ოფისზე განხორციელებული იყო ყაჩაღური თავდასხმა და გატაცებული იყო ფულადი თანხა. რაზედაც დაიწყო გამოძიება. მოწმის განმარტებით, მისი უშუალო მონაწილეობით ჩატარებული იქნა ბრალდებულ გ------ გ--–-----თან საგამოძიებო ექსპერიმენტი. რა დროსაც, გ------ გ--–-----მა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს განუცხადა მათ, რომ მის მეგობარ პ----- დ-----ესთან ერთად განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა ჭ-------ის გამზირზე არსებულ ოფისზე, სადაც გაკოჭეს ქალბატონი და გაიტაცეს ფულადი თანხა. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, გ------ გ--–------ს მითითებით გაიმართნენ იმ ადგილისკენ, სადაც მოხდა ყაჩაღური თავდასხმა, რა დროსაც, გ------ გ--–-----მა მიუთითა მათ ის ადგილი, სადაც მოხდა ყაჩაღური თავდასხმა და ის ადგილი თუ რა მიმართულებით წავიდნენ შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, განმარტავდა, რომ ისინი ჩასხდნენ ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა რ----- კ-------–--ე. მოწმის განმარტებით, ასევე, მის მიერ საქმეზე დანიშნული იქნა ექსპერტიზები, გამოკითხა მოწმეები, ჩაატარა ამოცნობა. ხოლო რაც შეეხება გ------ გ--–-----თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, რაიმე საგანი ან ნივთი ამოღებული არ ყოფილა. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ექსპერტებმა მოახდინეს დასურათება იმ ადგილების, რაზედაც გ------ გ--–------ მიუთითებდა.
ანალოგიურად აჩვენეს, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ექსპერტებმა გ------- ჯ--------მ და ო-–--- ს-----ემ და განმარტეს, რომ 2018 წლის 18 მაისს მონაწილეობას იღებდნენ ბრალდებულ გ------ გ--–------ს მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში. მათი განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო გ-------------ს ქუჩაზე პოლიციის პირველი განყოფილებიდან ღამის საათებში და გ------ გ--–------ს მითითებით გაემართნენ ჭ-------ის გამზირზე და მივიდნენ ერთ-ერთ კორპუსთან არსებულ ოფისში, სადაც გამომძიებლის მითითებით მოახდინეს ფოტოგადაღება. ამ კორპუსიდან გადავიდნენ გუგუნავას ქუჩაზე, სადაც ასევე მოახდინეს ფოტოგადაღება. ადასტურებენ გამომძიებლის მიერ შედგენილ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე ხელის მოწერას. მოწმეთა განმარტებით, მათთვის გამომძიებლისგან იყო ცნობილი, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდებოდა ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.
მოწმის სახით დაკითხულმა რ----- კ-------–--ემ განმარტა, რომ გ------ გ--–------ არის მისი ბიძაშვილი, ხოლო პ----- დ-----ეს ადრე არ იცნობდა. 2018 წლის 1 მაისს იმყოფებოდა ქ.ქუთაისში მისი ბიძის საცხოვრებელს სახლთან ჭ-------ის ქუჩაზე. რა დროსაც, მისმა ბიძაშვილმა დაურეკა მას და სთხოვა წაეყვანა იგი სამტრედიაში. იგი შეხვდა მას და ავტომანქანაში ჩასხდნენ მისი ბიძაშვილი გ------ გ--–------ და ამ უკანასკნელის თანმხლები პ----- დ-----ე. მათი მითითებით მივიდა სტადიონთან და ისინი ჩამოვიდნენ მისი ავტომანქანიდან, ხოლო თვითონ კი წავიდა თავის საქმეზე. მათი ჩასვლიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მოპირდაპირე ქუჩაზე, კერძოდ, გუგუნავას ქუჩაზე ისევ შეხვდა მათ, რა დროსაც, გ------ გ--–-----ს ჰქონდა ზურგჩანთა და გაემართნენ სამტრედიისკენ. ხოლო, ამ დროს მას პ----- დ-----ე არ უნახავს. განმარტავს, რომ პირველი შეხვედრის დროს, როდესაც ჩასხდნენ მის ავტომანქანაში ისინი მიიყვანა სტადიონთან და იქვე კორპუსის კუთხესთან ჩამოსვა, ამ დროს ჰქონდა თუ არა ზურგჩანთა გ------ გ--–-----ს არ ახსოვს. ხოლო, როდესაც მეორედ შეხვდა ამ უკანასკნელს ახსოვს, რომ ჰქონდა ზურგჩანთა. მათ რაიმე სახის პირბადე სახეზე არ ეკეთათ და არც ხელთათმანები არ ეკეთათ ხელზე. განმარტავს, რომ გ------ გ--–-----ს ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი.
მოწმის სახით დაკითხულმა, პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ------- მ---------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 14 მაისს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი. მოწმის განმარტებით ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ მოწმის სახით იქნა გამოკითხული პ----- დ-----ე და განემარტა მას მოწმის უფლებები, მათ შორის ადვოკატის ყოლის უფლება. გამოკითხვის დროს პ----- დ-----ემ აღიარა მის მიერ წარდგენილი ბრალდება და მიუთითა, რომ ყაჩაღობის დროს გატაცებული ფულადი თანხა ინახებოდა მასთან. რის გამოც, ჩაუტარდა ამ უკანასკნელის პირადი ჩხრეკა. რა დროსაც, პ----- დ-----ის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი, რომელიც დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ოქმს ხელი მოაწერე ჩხრეკაში მონაწილე პირებმა და მათ შორის პ----- დ-----ემაც. მოწმე იქვე განმარტავს, რომ მის მიერ ჩატარებული იქნა ამოცნობა, რა დროსაც, ამოსაცნობ ოთახში პ----- დ-----ესთან ერთად იმყოფებოდა სხვა ორი პირი. პ----- დ-----ეს მიეცა უფლება თავად აერჩია თუ სად დადგებოდა, იგი დადგა ამოსაცნობ პირებთან მარჯვნიდან მესამე. ამ დროს დაზარალებულმა ნ------------–--ემ ამოიცნო ამოსაცნობი პირიდან მარჯვნიდან მესამე პირი და განმარტა, რომ ეს პირია, რომელმაც მოახდინა 2018 წლის 14 მაისს მასზე ყაჩაღური თავდასხმა. მის მიერ ამოცნობილი პირი იყო პ----- დ-----ე. ამოცნობის დასრულების შემდგომ შედგა სათანადო ოქმი, რომელზედაც სხვა დამსწრე პირებთან ერთად ხელი მოაწერა პ----- დ-----ემ. მოწმის განმარტებით, ამოცნობის დროს ამომცნობი პირი კარგად დააკვირდა ამოსაცნობ პირებს და ამის შემდგომ ამოიცნო პ----- დ-----ე. განმარტავს, რომ პ----- დ-----ე საგამოძიებო განყოფილებაში გამოცხადდა მასზე გაგზავნილი უწყების თანახმად, თუ ვინ გაუგზავნა მას უწყება ზუსტად არ იცის, ალბათ საგამოძიებო ჯგუფის სხვა მონაწილე პირმა. ხოლო რაც შეეხება დაზარალებულ ნ------------–--ეს იგი მის მიერ იქნა გამოძახებული ამოცნობაში მონაწილეობის მიზნით.
პოლიციის 1-ლი განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა, მოწმის სახით დაკითხულმა დ----- მ-------ემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 19 მაისს დაახლოებით 16:00 საათზე პოლიციის პირველ განყოფილებაში მონაწილეობას იღებდა პ----- დ-----ის მიმართ ჩატარებულ პირად ჩხრეკაში. რა დროსაც, პ----- დ-----ისაგან ამოღებული იქნა ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი. პ----- დ-----ისაგან ეს ნივთები ამოღებული იქნა შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან. ოქმი შედგენილი იქნა გამომძიებელ გ------- მ---------ის მიერ და ხელმოწერილი იქნა მასში მონაწილე პირების მიერ, ოქმს, ასევე, ხელი მოაწერა პ----- დ-----ემაც. ასევე, ამოღებულ და დალუქულ პაკეტზე დამსწრე პირებთან ერთად ხელი მოაწერა პ----- დ-----ემაც. პ----- დ-----ისაგან ამოღებული ფულადი თანხის რაოდენობა დაახლოებით იყო 900 ლარამდე რაც ზუსტად არ ახსოვს.
მოწმის სახით დაკითხულმა, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ბ---- ჯ--–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის მაისის თვეში მუშაობდა პოლიციის პირველ განყოფილებაში გამომძიებლად. სადაც, 2018 წლის 19 მაისს ღამის საათებში ოპერატიულ ჯგუფთან ერთად მონაწილეობა მიიღო პ----- დ-----ის მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში. ექსპერიმენტში გამომძიებელთან ერთად მონაწილეობას იღებდა ორი ექსპერტი. ექსპერიმენტი დაიწყო პოლიციის პირველი განყოფილებიდან პ----- დ-----ის თანხმობით და მოძრაობდნენ ქალაქის ტერიტორიაზე ამ უკანასკნელის მითითებით. მივიდნენ ჭ-------ის გამზირზე არსებულ ოფისთან, სადაც პ----- დ-----ემ მიუთითა, რომ ეს იყო ის ადგილი, საიდანაც გაიტაცეს ფულადი თანხა. ამის შემდეგ გაემართნენ მოპირდაპირე მხარეს და ბინების უკანა მხარეს წავიდნენ ლიანდაგებისაკენ, სადაც პ----- დ-----ემ მიუთითა ის ადგილი, სადაც შენახული ჰქონდა ყაჩაღური თავდასხმის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი. მისი მითითებით ამოღებული იქნა ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდით და ვაზნით. იარაღი ამოიღეს და ადგილზე დალუქეს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ექსპერტებმა. მოწმის განმარტებით, პ----- დ-----ეს იარაღი შენახული ჰქონდა მოფარებულ ადგილას ბუჩქებში. განმარტავს, რომ ექსპერიმენტის ოქმი ივსებოდა იმ ადგილას, სადაც ჩერდებოდნენ. საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულების შემდგომ გაეცნო ოქმს და მასზე შენიშვნა არ ჰქონია და არც სხვა ექსპერიმენტში მონაწილე პირებს არ გამოუთქვამთ რაიმე სახის შენიშვნა. ოქმზე ხელმოწერა განხორციელდა ადგილზე. განმარტავს, რომ ისინი მოძრაობდნენ პ----- დ-----ის მითითების მიხედვით, ამ უკანასკნელის მიმართ რაიმე სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია.
მოწმის სახით დაკითხულმა, პოლიციის პირველი განყოფილების განყოფილების გამომძიებელმა მ------ რ------ემ განმარტა, რომ 208 წლის 19 მაისს მის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშრებით, რომ ჭ-------ის ქუჩაზე არსებულ ოფისზე ყაჩაღური თავდასხმა უნდა განეხორციელებია გ------ გ--–-----ს, რომელიც ინფორმაციის მიღების დროისათვის მოძრაობდა ქალაქის ტერიტორიაზე. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია მან მიიღო დილის საათებში და დაახლოებით 10 წუთში აცნობა ხელმძღვანელობას და მიმართა მათ პატაკით. აღნიშნულის შემდეგ მისთვის უცნობია თუ როგორ განხორციელდა შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები. განმარტავს, რომ იგი მანამდე არ იცნობდა გ------ გ--–-----ს.
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი, და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
საქმეში არსებული N1126119 ქუთაისის პოლიციის 1-ლი განყოფილების სამორიგეო ნაწილში შესული შეტყობინების თანახმად, ადგილი ჰქონდა ყაჩაღობის ფაქტს. კერძოდ: ,,საპატრულო ეკიპაჟი ,,109“ პატრულ-ინსპექტორმა ა. მ--–--ემ აცნობა, რომ ქუთაისში, ი.ჭ-------ის გამზ. N34-ში განთავსებულ ,,ლ-----------------ის“ ოფისში შევიდა ორი მამაკაცი, რომლებსაც ეკეთათ სამედიცინო ნიღბები და შეიარაღებული იყვნენ ავტომატით. წაიღეს თანხა 5000 დოლარამდე, რამდენიმე ამანათი და ოფისში მომუშავე ნ------------–--ის მობილური ტელეფონი“.
საქმეში არსებული N1125711 ქუთაისის პოლიციის მე-4 განყოფილების სამორიგეო ნაწილიდან ქუთაისის 1-ლი განყოფილებისთვის გადაცემული შეტყობინების თანახმად, ადგილი ჰქონდა ყაჩაღობა/ბანდიტიზმის ფაქტს. კერძოდ: ,,ინციდენტის თარიღი: 5/14/2018 3:57:31 PM ინციდენტის ტიპი: ყაჩაღობა/ ბანდიტიზმი ზარის ტიპი: CALL მისამართი: რეგიონი: იმერეთი, დასახლება: ქუთაისი, რაიონი: ქუთაისი, ქუჩა: ი-–-- ჭ-------ის გამზირი, დამატებითი: N34; თურქეთის ოფისი, ლ-----------------ის ოფისი ინიციატორი: გ------ი ე-–----, ინიციატორის ტელეფონის ნომერი: 5---------, შენიშვნა: 05/14/2018 15:59:49 (მ-----------–- OP გ---–- (R-rez) 2 მამაკაცი იყო, ქალბატონი არის დაკოჭილი 05/14/2018 15:59:55 მ-----------–- OP გ---–- (R-rez) ნიღბიანები იყვნენ 05/14/2018 16:00:44 მ-----------–- OP გ---–- (R-rez) არ იციან წაიღეს თუ არა რამე.
ასეთი სახის ინფორმაციის არსებობა, იმის მიუხედავად, თუ ვისგან გახდა იგი ცნობილი, მიუთითებს, რომ საგამოძიებო მოქმედების დაყოვნებას, შესაძლოა მოჰყოლოდა მტკიცებულებების გადამალვა, აქედან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქმეზე მოპოვებული ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე ეჭქვეშ ვერ დააყენებს მოპოვებული მტკიცებულებების რელევანტურობას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან.
საქმეში არსებული ქუთაისის პოლიციის 1-ლი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პ----- ხ----–--ს მიერ შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ,, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქუთაისში, ი-–-- ჭ-------ის გამზირი N34-ში განთავსებულ თურქეთის ოფისი ,,L-------------“ -ში რომლის მარჯვენა მხარეს განთავსებულია თურქეთის ოფისი ,,მეტრო“ ხოლო მარცხენა მხარეს კი განთავსებულია გათბობის სისტემების მაღაზიის, წინა მხარეს არის საავტომობილო გზა. ოფისში შესასვლელი კარები არის ერთ ფრთიანი, სვი ფერის იღება შიგნიდან გარეთ მხარეს, კარებს აქვს სახელურები მრგვალი ფორმის, ყავისფერი, ასევე მას ქვემოთ აქვს საკეტი მოწყობილობა, რომელიც არის ურდულის ტიპის, კეტავს კარებს, ასევე ზემოთ მხარეს აქვს რკინის ფორთოჩკა რომელსაც ასევე აქვს საკეტი მოწყობილობა რომელიც კეტავს და აღებს ფორთოჩკას, ფორთოჩკაზე მიმაგრებულია მართკუთხა ფორმის პლასტმასის აბრა, რომელსაც ერთ მხარეს აქვს წარწერა ,,ღიაა“ ხოლო მეორე მხარეს კი ,,დაკეტილია“ ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა სიგარეტის 10 ცალი ნამწვი, რომელიც თურქეთის ოფისის წინ იყო განლაგებული, რომლებიც მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა FCD-848191 ლუქის ბეჭდით,, ამის შემდეგ თურქეთის ოფისის შესასვლელი კარებიდან ამოღებული იქნა გარეა სახელური, რომელიც დაილუქა FCD-848190 ლუქის ბეჭდით ასევე ამავე კარების შიგნითა სახელური მოთავსდა FCD-848189 ლუქის ბეჭდით, ამის შემდეგ ამავე კარებიდან ამოღებული იქნა ჩამოკიდებული პლასტმასის აბრა, რომელიც დაილუქა FCD-876054 ლუქის ბეჭდით ამავე კარების ზემოთა საკეტიდან ამოღებული იქნა ანაწმენდები, რომელიც დაილუქა FCD-848165 ლუქის ბეჭდით, ამავე კარების შიდა ჩარჩოს ზედაპირიდან ამოღებული იქნა ხელის 4 კვალი, რომელიც დაილუქა FCD-730601 ლუქის ბეჭდით, ყოველივე ამის შემდეგ გააღეს ოფისში შესასვლელი კარები და შევიდნენ მისაღებ ოთახში სადაც დგას მაგიდა ხის შვი ფერის, რომლიდანაც ორ მეტრში განთავსებულია შავი ფერის ხის დახლი ანუ სამუშაო მაგიდა, რომელზედაც დევს სხვადასხვა დასახელების ნივთები ტელეფონი სვი ფერის, ყვავილები თავისი ლარნაკით თურქეთის ოფისში განთავსებულ ამავე დახლიდან ამოღებული იქნა წებოვანი ლენტი, რომელზეც აკრია თმის მაგვარი ღერები, რომლებიც მოთავსდა FCD-848164 ლუქის მქონე პაკეტში, ამის შემდეგ ამავე დახლიდან კერძოდ ქვემოთ მხარეს დახლზე მიწეპებული იყო საღეჭი რეზინი რომელიც მოთავსდა FCD-864582 ლუქის მქონე პაკეტში, ამავე დახლს აქვს უჯრები სამი ცალი ზედა შუანა და ქვედა, ექსპერტთა მიერ ამოღებული იქნა დახლის ზედა უჯრის სახელური, რომელიც დაილუქა FCD-864565 ლუქის მქონე პაკეტში, ამავე უჯრიდან ამოღებული იქნა შუა სახელური, რომელიც დაილუქა FCD-864521 ლუქის მქონე პაკეტში, ასევე ამოღებული იქნა დახლის ქვედა უჯრის სახელური რომელიც დაილუქა FCD-864923 ლუქის მქონე პაკეტში, ამავე დახლის ზედა უჯრიდან ამოღებული იქნა ზედა უჯრის გასაღები, რომელიც დაილუქა FCD-864513 ლუქის მქონე პაკეტში, ამავე დახლზე დევს ფულადი თანხა კერძოდ: ერთი ცალი 50 დოლარიანი, 1 ცალი 110 ლირა, 1 ცალი 20 ლარიანი და 5 ცალი 100 დოლარიანი კუპიურები, რომლებიც ამოღებული იქნა და დაილუქა FCD-864514 ლუქის მქონე პაკეტში, ამავე დახლის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ავტოკალამი, რომელიც იდო მარჯვენა მხარეს რომელიც დაილუქა FCD-864581 ლუქის ბეჭდით, ასევე დახლის მარცხენა მხრიდან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის ავტოკალამი, რომელიც დაილუქა FCD-864580 ლუქის მქონე პაკეტში, ამავე დახლის უკან მხარეს დგას სეიფი, რომელიც ოფისის მეპატრონის ნ------------–--ის განმარტებით გააღო დანაშაულის ჩამდენმა პირმა, რის შემდეგადაც ამოღებული იქნა გასაღები, რომელიც დაილუქა FCD-864579 ლუქის მქონე პაკეტში, ამავე დახლიდან ამოღებული ინქა პლასტმასის ჭიქა, რომელიც დაილუქა FCD-864578 ლუქის მქონე პაკეტში, ამავე დახლზე დევს სამგზავრო ბილეთები რომელიც დაილუქა FCD-864577 ლუქის მქონე პაკეტში, ოფისში განთავსებულ სეიფიდან ამოღებული იქნა მუყაოს ყუთი, რომელშიც იდო ფულადი თანხა ნ------------–--ის გადმოცემით კერძოდ 900 დოლარი, 90 ევრო და 500 ლარი, ასევე მისივე კუთვნილი ფულადი თანხა 900 დოლარი, რომლებიც დამნაშავეებმა წაიღეს, მუყაოს ყუთი მოთავსდა FCD-864576 ლუქის მქონე პაკეტში, ასევე სეიფიდან ამოღებული იქნა საფულე ლურჯი ფერის, რომელშიც ნ------------–--ის თქმით ედო ფულადი თანხა 50 დოლარი და 1200 ლარი, რომლებიც ასევე დამნაშავე პირებმა წაიღეს, ამოღებული ლურჯი ფერის საფულე მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა -864575 ლუქის მქონე პაკეტში, ამის შემდეგ ნ------------–--ის მითითებით გავიდნენ მეორე ოთახში სადაც გაიყვანა დამნაშავე პირმა, გავიდნენ მეორე ოთახში სადაც დევს დიდი ზომის თეთრი ფერის სკამი, რომელზეც დევს შავი ფერის მოსასხამი, რომელიც დაილუქა FCD-864574 ლუქის მქონე პაკეტში, ამავე ოთახში დევს ,,SHARP“ ფირმის შავი ფერის ტელევიზორი ნ------------–--ის გადმოცემით სწორედ სკამსა და ტელევიზორს შორის დააწვინა დამნაშავე პირმა იგი და პირზე გადააწეპა წებოვანი ლენტი, ასევე ხელებზეც გადააკრა წებოვანი ლენტი, ყოველივე ამის შემდეგ ადგილზე მოყვანილი იქნა გაწვრთნილი ძაღლი რომელმაც შემთხვევის ადგილზე აიღო სუნი და მოძრაობა დაიწყო თურქეთის ოფისიდან პირდაპირ გადაკვეთა საავტომობილო გზა გავიდა ი-–-- ჭ-------ის ბინის წინ გავიდა ბინის უკან მხარეს წავიდა მარცხნივ გავიდა გუგუნავას ქუჩაზე და შეჩერდა მატარებლის რკინიგზასთან. ყველა საგამოძიებო მოქმედება დასურათებული იქნა. ოქმში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას შესწორებას, დამატებას ან განცხადებას ადგილი არ ჰქონია“. ოქმის სისწორე დამოწმებულია მასში მონაწილე პირების მიერ, ოქმზე ხელმოწერით.
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების სტანდარტია დასაბუთებული ვარაუდი, რომელსაც ადგენს სსსკ-ის 119-ე მუხლი, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც კონკრეტულ ადგილზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთის არსებობის დასაბუთებულ ვარაუდს შექმნის და შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას ჩაატაროს ისეთი საგამოძიებო მოქმედება როგორიცაა ჩხრეკა და ამოღება.
საქმეში არსებული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილების გამომძიებლის გ------- გ--------ის მიერ შედგენილი გ------ გ--–------ს პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად: ,,გ------ გ--–------სგან ამოღებული იქნა მარჯვენა მხარზე გადაკიდებული რუხი ფერის ნაჭრის პატარა ზომის ხელჩანთა წარწერით ,,AOLLON” რომელსაც აქვს შავი ფერის ტყავის ხელსაკიდი და შვი ფერის მხარზე გადასაკიდი ზონარი და აქვს ორი ცალი ელვა შესაკრავიანი კიბე ანუ სათავსო და ერთი სათავსო ელვაშესაკრავის გარეშე. აღნიშნულ ხელჩანთის პირველ სათავსოში აღმოჩენილი იქნა გ------ გ--–------ს სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი N0---------- აღნიშნული პასპორტის მესამე გვერდზე ჩადებული აღმოჩნდა ბროშურა წარწერით ,,L-------------” GEORGIA რომელზეც მითითებულია ტელეფონის ნომრები და მათ შორის ერთ-ერთი ნომერი 5----------- მონიშნულია ლურჯი მელნით. ამავე ჯიბეში აღმოჩენილი იქნა შავი ფერის მობილური ტელეფონი წარწერით ,,HAMMER” რომელსაც წინა პანელზე გასდევს ნარინჯისფერი ზოლი, ტელეფონის იმეი კოდებია: 3--------------; მეორე იმეი 3--------------, რომელშიც განთავსებულია სიმ ბარათი 5----------- ასევე ამოღებული იქნა ორი ცალი ოც ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ათ ლარიანი კუპიურა ორი ცალი ოც თეთრიანი, ერთი ცალი ერთ ლარიანი, ერთი ცალი ათ თეთრიანი და ერთი ცალი ხუთ თეთრიანი მონეტა ჯამში 51,55 ლარი. ხელჩანთის მეორე სათავსოში აღმოჩენილი იქნა ოთხი ცალი ას ლარიანი კუპიურა, ოთხი ცალი ორმოცდაათ ევროიანი კუპიურა ორი ცალი ოც ევროიანი კუპიურა თანხა ჯამში 90 ევროს და 610 ლარის ოდენობით. ელვაშესაკრავის გარეშე სათავსოდან ამოღებული იქნა ყვითელი ფერის რეზინში ერთი ცალი გახვეული ას ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ორმოცდაათ დოლარიანი კუპიურა და ათი ცალი ორმოცდაათ ევროიანი კუპიურა, ჯამში ასორმოცდაათი აშშ დოლარი და ხუთასი ევროს ოდენობით, პატარა ზომის კუპლეტებიანი ფურცელი რომელზეც დაწერილია ტელეფონი ნომრები ასევე ამავე ჯიბიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის სამსუნგს ფირმის მობ. ტელეფონი იმეი კოდებით: 3----------------; 3-----------------; რომელსაც შემოკრული აქვს მოწითალო ფერის გულის ორნამეტებით გაფორმებული სილიკონის ბუდე. მობილური ტელეფონში დევს მეხსიერების ბარათი და არ დევს სიმ ბარათები. ოქმში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას შესწორებას, დამატებას ან განცხადებას ადგილი არ ჰქონია“. ოქმის სისწორე დამოწმებულია მასში მონაწილე პირების მიერ, ოქმზე ხელმოწერით.
საქმეში არსებული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გ------- მ---------ის მიერ შედგენილი გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული პ----- დ-----ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად: ,,პ----- დ-----ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, მისი მოწმის სახით გამოკითხვის დასრულებისთანავე, პირადი ჩხრეკის შედეგად მისივე ტანთცმული ჯინსის შარვლის მარჯვენა წინა ჯიბიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა 6 ცალი 100 დოლარიანი კუპიურა, 6 ცალი 50 დოლარიანი კუპიურა, 1 ცალი 50 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი 20 ლარიანი კუპიურა და 4 ცალი 10 ლარიანი კუპიურა საერთო ჯამში 900 აშშ დოლარის და 110 ლარის ოდენობით. ამავე ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შვი ფერის ,, სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი მასშია არსებული სიმბარათით 597-70-26-11. აღნიშნული ნივთები დაილუქა ერთად პოლიეთილენის პარკში 01 პაკეტად N3315111 ლუქის ბეჭდით. პ----- დ-----ის განცხადებით მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხა წარმოადგენს 2018 წლის 14 მაისს ჭ-------ის გამზირზე თურქული ოფისიდან ყაჩაღურად გატაცებულ ფულის ნაწილს“. ოქმის სისწორე დამოწმებულია მასში მონაწილე პირების მიერ, ოქმზე ხელმოწერით.
სსსკ- 111-ე მუხლის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წინ საგამოძიებო მოქმედებების მონაწილეებს განემარტებათ მათი უფლება -მოვალეობები, ასეთი განმარტების გარეშე, საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და მტკიცებულებათა მოპოვება, ითვლება საპროცესო კანონმდებლობის დარღვევად, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ამას სასამართლო არსებით დარღვევად მიიჩნევს. ამის საფუძველი დაზარალებულ ნ------------–--ის მიერ ბრალდებულების ამოცნობის მიმართებით არ არსებობს, რადგანაც, როგორც ბრალდებულთა ამოცნობის ოქმების შინაარსის შესწავლით, ასევე, სასამართლოში ამოცნობაში მონაწილე პირების პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით, დადგენილია, რომ ამოცნობის დაწყებამდე ბრალდებულებს განემარტათ მისი უფლება-მოვალეობები, თავად ბრალდებულებმა აირჩიეს ამოსაცნობ პირებს შორის მათთვის მისაღები ადგილი, რის შემდეგაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება- ამოცნობა, რა დროსაც, დაზარალებულმა მათთვის დამახასიათებელი ნიშნების საფუძველზე ამოიცნო ორივე ბრალდებული, აღნიშნული მთლიანად გამორიცხავს, დაცვის მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებული ვერ შეძლებდა მათ ამოცნობას იმის გამო, რომ მათ არ ჩაუდენიათ მასზე ყაჩაღური თავდასხმა.
საქმეში არსებული, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილების გამომძიებლის გ------- გ--------ის მიერ შედგენილი პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ,,ნ------------–--ემ ამოსაცნობი პირების წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ მის წინაშე წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარჯვნიდან მეორე პიროვნება. ნ------------–--ემ ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: მოგრძო ფორმის ცხვირით, მომრგვალო ფორმის პირსახით, დიდი ღაბაბით და სიმაღლით. ნ------------–--ის მიერ ამოცნობილი პიროვნება არის გ------ გ--–------“.
საქმეში არსებული, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გ------- გ--------ის მიერ შედგენილი ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 19 მაისს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში მოხდა 1--- წლის 0- ივნის დაბადებული გ------ გ------ს-ძე გ--–------ს დაკავება. მისი დაკავება მოხდა ამოცნობის დასრულებისთანავე მშვიდ ვითარებაში ყოველგვარი იძულებისა და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.
საქმეში არსებული, 2018 წლის 19 მაისს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივ თანაშემწე-გამომძიებლის გ------- მ---------ის მიერ შედგენილი პირის ამოცნობის ოქმის თანახმად:,, ნ------------–--ემ ამოსაცნობი პირების წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ მის წინაშე წარმოდგენილი სამი პიროვნებიდან მან ამოიცნო მარჯვნიდან მესამე პიროვნება. მან აღნიშნული პიროვნება ამოიცნო მისი სიმაღლით, აღნაგობით, შვი ფერის თვალებით, მოგრძო პირსახით, ფართო ტუჩებით, თმის ფერით. ნ------------–--ემ აღნიშნა, რომ აღნიშნული პიროვნება ნახა 2018 წლის 14 მაისს ქ.ქუთაისში ი.ჭ-------ის გამზირზე N34-ში მდებარე ,,ლ-----------------ის“ ოფისში, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი და ჯანმრთელობისათვის საშიში ხელყოფის მუქარით გასტაცა ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი. ნ------------–--ის მიერ ამოცნობილი პიროვნება არის პ----- დ-----ე“.
საქმეში არსებული, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილების უბნის დეტექტივ თანაშემწე-გამომძიებლის ლ-----–--–--------ის მიერ შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად: ,,საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე ბრალდებულის სახით დაკავებულ გ------ გ--–-----ს კიდევ ერთხელ განემარტა მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის ოქმი, რისი სისწორეც მან დაადასტურა და თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე. აღნიშნულის შემდეგ შევროლეტის მარკის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით W-------- გ------ გ--–------ს მითითებით გაემართნენ ქ.ქუთაისში ზ. გ-------------ს 1-ლი შესახვევი N15-ის წინ მდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ავტომანქანების საპარკინგო ადგილზე, რომელზედაც მიუთითა გ------ გ--–-----მა და განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილზე დასხდნენ ავტომანქანაში ის და მისი თანმხლები პ----- დ---------ე, აღნიშნულის შემდგომ მიუთითა, რომ მან და პ----- დ---------ემ რ----- კ-------–--ის მართვის ქვეშ მყოფი BMW მარკის ავტომანქანით სახ. ნომრით M-------- გაიარეს ი.ჭ------ის გამზირზე მდებარე შპს ,,იბერის“ შენობასთან, ასევე ჭ-------ის გამზირზე განთავსებულ მაღაზია ,,ვესპე“ ასევე საქართველოს ბანკის ფილიალის, სავაჭრო ცენტრ ,,გრანდ მოლი“ ბაზრობა ,,იმერეთის ბაზრობა“ ეზოსთან, ასევე საცხოვრებელ ბინებთან, სადაც გ------ გ--–------ს მითითებით, შევჩერდით პ.ხორავას ქუჩა N12 თან სადაც გ------ გ--–------ს მითითებით, ის და კერძოდ პ----- ჩამოვიდნენ ავტომანქანიდან, აღნიშნულის შემდგომ ჭ-------ის გამზირზე N32 და N34 კორპუსების შიდა მხარეზე სადაც მისივე თქმით შევიდნენ ის და პ----- თურქეთის ოფისთან მისვლამდე. აღნიშნულის შემდგომ მიუთითა ჭ-------ის გამზირის N34-ში განთავსებულ თურქეთის ოფისზე, რომელიც მისი თქმით პ----- დ-----ესთან ერთად დააყაჩაღა, 2018 წლის 14 მაისს“. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ამ ადგილას მითითებულია, რომ ,,თანახმა ვარ შპს იკა ტურში ჩატარდეს საგამოძიებო ექსპერიმენტი ნ.ბ-----–--ე“. ,,აღნიშნული ობიექტის მოლარე ოპერატორმა ნ------------–--ემ თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე, რის შემდეგაც გ------ გ--–-----მა ოფისში მიუთითა მაგიდაზე, სადაც მისი თქმით მისული იყო და ესაუბრებოდა ოფისის თანამშრომელ ქალბატონს, ასევე მიუთითა, რომ აღნიშნულ მაგიდასთან მყოფ ქალბატონს მოთხოვა მობილური ტელეფონი და ოფისში შესასვლელი კარის გასაღები. ამის შემდეგ მიუთითა ოფისში მეორე ოთახში ადგილზე სადაც მისი თქმით მან გაკოჭა და დააწვინა ზემოთ მითითებული ქალბატონი, ამის შემდეგ გ------ გ--–-----მა მიუთითა, ოფისიდან გასვლის შემდეგ მიმართულებაზე, კერძოდ N34-ე კორპუსის საპირისპირო მხარეზე არსებულ კორპუსებზე, რითაც მისი თქმით ის და მისი თანმხლები პ----- დ-----ე ყაჩაღობის ფაქტის ჩადენის შემდეგ გაიქცნენ, აღნიშნულის შემდეგ მიუთითა ზემოთ მითითებულ ბინაზე, კერძოდ N43-ზე რომლის შიდა მხარესაც მისი განმარტებით ის და პ----- ფეხით მიუყვებოდნენ დანაშაულის ჩადენის შემდგომ, რომ გუგუნავას ქუჩაზე ლიანდაგზე გადასულიყვნენ, სადაც მისი თქმით რ-----ი კ-------–--ე ელოდა მანქანით. ამის შემდეგ მისი განმარტებით ის მივიდა გუგუნავას ქუჩაზე ლიანდაგის გადასასვლელთან და ჩაჯდა BMW-მარკის ავტომანქანაში რომელსაც მისი თქმით მართავდა რ-----ი კ-------–--ე. აღნიშნულის შემდეგ მისი მითითებით გავემართეთ შევჩენკოს ქუჩის გავლით სულხან საბას გამზირზე, რის შემდეგაც შევჩენკოს ქუჩის ბოლოდან გადავიდნენ სულხან საბას გამზირზე, სადაც გ------ გ--–-----მა მიუთითა სულხან საბას გამზირის მიმართულებით და განმარტა, რომ ამ გზით ის წავიდა პ-----ს მართვის ქვეშ მყოფი BMW-მარკის ავტომანქანით. ამის შემდეგ მისი მითითებით გავედით გუგუნავას ქუჩაზე სავაჭრო ცენტრ ,,ოთხიანთან“ მიმდებარე ტერიტორიაზე, განთავსებულ ზეთების სარეალიზაციო ბოქსებთან, სადაც გ------ გ--–------ს განმარტებით ისინი კერძოდ ის და რ-----ი შევიდნენ, სადაც გ------ გ--–------ს განმარტებით რ-----იმ იყიდა ავტომობილის ზეთი. ამის შემდეგ მისი განმარტებით რ-----ისთან ერთად ის წავიდა წერეთლის ქუჩაზე. ამით საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა დასურათდა ექსპერტების მიერ, რაიმე ამოღებული ან დალუქული არ ყოფილა“. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნა, შესწორება დამატება არ შესულა. ოქმი ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ, მათ შორის ოქმს ხელს აწერს გ------ გ--–------.
საქმეში არსებული, 2018 წლის 19 მაისს ქ.ქუთაისის პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პ----- ხ----–--ს მიერ შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად: ,,საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე პ----- დ-----ეს წარედგინა მის მიერ მიცემული გამოკითხვის ოქმი, რომლის სისწორეც მან დაადასტურა ოქმზე ხელმოწერით, რის შემდეგად პოლიციის პირველი განყოფილების შენობიდან სამსახურეობრივი ავტომანქანა ,,ტიოტა-ჰაილუქსით“ რომლის ნომერია ,,J------“-ით მოძრაობა დაიწყეს პ----- დ---------ის მითითებით ი-–-- ჭ-------ის გამზირი N58-ში განთავსებული მინებიან შენობასთან, მოძრაობა დაიწყო აღმაშენებლის გამზირი N117-დან გაიარეს აღმაშენებლის გამზირის მოკლე მონაკვეთი, გავიდნენ საიათნოვას ქუჩაზე, შემდეგ თავისუფლების ქუჩა გავიდნენ ი-–-- ჭ-------ის გამზირზე, შემდეგ უნივერმარკი, შემდეგ ბინის კორპუსები, შეუხვიეს მარჯვენა ხარეს და მივიდნენ მარცხნივ ი-–-- ჭ-------ის გამზირის N58-ში განთავსებულ მინებიან შენობასთან, სადაც პ----- დ---------ემ მიუთითა, რომ ამ ადგილას შეხვდა მის მეგობარს გ------ გ--–-----ს. ამის შემდეგ პ----- დ---------ის მითითებით მოძრაობა გააგრძელეს ი-–-- ჭ-------ის გამზირზე, კერძოდ შუქნიშანი გადაკვეთეს და გაიარეს კოსტავას შენობა, ავტოსადგურის და ,,განდ მოლის“ წინა მდებარე ტერიტორია, ბაზრობა ,,იმერეთი“ ბაზრობა ,,ოაზისი“ და მივიდნენ სტაიდონ ,,ტორპედოს“ ჩასახვევში, ჩაუხვიეს მაღაზია ,,ფუტკართან“ და გაყვნენ საცხოვრებელ კორპუსებს, შემდეგ გაიარეს ,,გათბობის სისტემები“ და მივიდნენ თურქეთის ოფის ,,ლ-----------------თან“. სადაც პ----- დ---------ემ ხელით მიუთითა შესავლელ კარებზე და თქვა, რომ ამ კარებში შევიდა და შემდეგ მივიდნენ ნ------------–--ის სამუშაო მაგიდასთან. პ----- დ---------ემ მიუთითა, რომ სწორედ ამ მაგიდაზე იჯდა ქალბატონი რომელსაც დანახა ავტომატური იარაღი და უთხრა, რომ გასულიყო მეორე ოთახში. განმარტა, რომ ქალბატონი მას დაემორჩილა გაჰყვა მეორ ოთახში და ავტომატური იარაღის მუქარით აიძულა, რომ დაწოლილიყო იატაკზე, შემდეგ მან წებოვანი ლენტით შეუკრა ხელები და პირზეც ააფარა ლენტი. ამის შემდეგ როგორც პ-----მ განმარტა თანმხლებ გ------ გ--–-----თან ერთად აიღო ფულადი თანხები. ამის შემდეგ გავიდნენ გარეთ სადაც კარებთან შემოხვდათ ორი ქალბატონი და ჰკითხეს თუ სად იყო ნ-----, მათ კი უპასუხეს , რომ ,,ნ----- არ იყო“. ამის შემდეგ გადაკვეთეს საავტომობილო გზა და მივიდნენ ი-–-- ჭ-------ის გამზირის ბინა N43-ში განთავსებულ საცხოვრებელ ბინასთან. ამის შემდეგ პ-----ს მითითებით გაიარეს კორპუსები და გაიარეს საცხოვრებელი ბინა რომლის პირველ სართულზეც განთავსებულია სანოტარო ბიურო და რომლის წინა მხარესაც დამონტაჟებული არის სათვალთვალო კამერები, გავიდნენ გუგუნავას ქუჩაზე განთავსებულ ავტოპარკთან, გაიარეს ათი მეტრი, გავიდნენ გუგუნავას ქუჩაზე განთავსებულ მატარებლის ლიანდაგთან, სადაც პ----- დ-----ემ ხელით მიუთითა მარცხენა მხარეს სადაც განმარტა, რომ სწორედ აქეთ მხარეს წავიდა და გადამალა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. აქედან გაიარეს 550 მეტრი და მივიდნენ ყოფილი ელექტრო მექანიკური შენობის უკანა მხარეს, ეკალ-ბარდებთან სადაც აღმოჩენილი იქნა ავტომატური იარაღი თავისი 30 ცალი ვაზნით და ერთი ცალი მჭიდით, რომელიც დაილუქა N33151111 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის. კერძოდ: ამ ლუქის ბეჭდით დაილუქა ავტომატის მაგვარი რკინის საგანი, ხოლო მჭიდის და ვაზნის მაგვარი ვაზნები დაილუქა FCD-864773 ლუქის მქონე პაკეტში, ყველა საგამოძიებო მოქმედებები ასახული იქნა ფოტოზე. ოქმში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას შესწორებას, დამატებას ან განცხადებას ადგილი არ ჰქონია“. ოქმის სისწორე დამოწმებულია მასში მონაწილე პირების მიერ, ოქმზე ხელმოწერით.
საქმეში არსებული, 2018 წლის 19 მაისს შედგენილი ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პ----- ხ----–--ს მიერ შედგენილი პ----- დ-----ის დაკავების ოქმის თანახმად, ბრალდებულ პ----- ზ------ს-ძე დ-----ის დაკავება მოხდა ქ.ქუთაისში შევჩენკოს ქუჩის ყოფილი ელექტრო მექანიკური ქარხნის უკანა ტერიტორიაზე მშვიდ და წყნარ ვითარებაში რაიმე იძულების გარეშე. დაკავებული გადაყვანილი იქნა პოლიციის პირველ განყოფილებაში. მას განემარტა ბრალდებულისთვის გათვალისწინებული ყველა უფლება-მოვალეობანი. ოქმის სისწორე დამოწმებულია მასში მონაწილე პირების მიერ, ოქმზე ხელმოწერით.
საქმეში არსებული, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილების გამომძიებლის გ------- გ--------ის მიერ შედგენილი ნიმუშის აღების ოქმის თანახმად: მას შემდეგ რაც ბრალდებულმა გ------ გ--–-----მა წერილობით განაცხადა თანხმობა ნერწყვის ნიმუშია აღებაზე მისგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში სპეციალური ჩხირის გამოყენებით, რომელიც დაილუქა სპეც. პაკეტად FCD-85643, რომელზეც დაისვა თარიღი და ხელმოწერა.
საქმეში არსებული, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილების გამომძიებლის გ------- გ--------ის მიერ შედგენილი ნიმუშის აღების ოქმის თანახმად: მას შემდეგ რაც ბრალდებულმა გ------ გ--–-----მა წერილობით განაცხადა თანხმობა ხელის კვალის ნიმუშის აღებაზე მისგან აღებული იქნა ხელის კვალის ნიმუშები, დაქტილობარათით კი დაერთო საქმეს.
საქმეში არსებული, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლის გ------- გ--------ის მიერ შედგენილი პ----- დ-----ისაგან ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად: მას შემდეგ რაც ბრალდებულმა განაცხადა თანხმობა ნერწყვის ნიმუშის აღებაზე მისგან არსებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რომელიც დაილუქა სპეც პაკეტად FFCD-856203, რაზედაც გაკეთდა თარიღი და ხელმოწერები.
საქმეში არსებული, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლის გ------- გ--------ის მიერ შედგენილი პ----- დ-----ისაგან ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად: მას შემდეგ რაც ბრალდებულმა პ----- დ-----ემ წერილობით განახადა თანხმობა ხელის კვალის ნიმუშის აღებაზე მისგან აღებული იქნა ხელის კვალის ნიმუშები, დაქტილოფირზე რომელიც დაერთო საქმეს.
საქმეში არსებული, ქ.ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ლ-----–--–--------ის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმის თანახმად, ,,ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში არსებულ სს N041140518003 საქმეზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პერსონალური კომპიუტერის გამოყენებით 2018 წლის 14 მაისის ვალუტის კურსის დადგენის მიზნით დათვალიერებული იქნა ინტერნეტ გვერდი WWW.BOOM.GE კერძოდ GOOGLE-S საძიებო ველში ჩაწერილი იქნა დასახელება WWW.BOOM.GE რომელსაც მიეცა შესვლის ღილაკი ENTER რა დროსაც გახსნილი იქნა ხსენებული WWW.BOOM.GE -ს ველი რომელზეც მითითებულია ვალუტის კურსი, 2018 წლის 20 მაისის მდგომარეობით, ინტერნეტ გვერდზე არსებული კალენდრის ველზე ჩაწერილი იქნა 14 მაისი 2018 წელი, აღნიშნულით ვებგვერდის დათვალიერება დასრულებული იქნა, ვალუტის კურსის განმსაზღვრელი ნიშნული გვერდები ამობეჭდილი იქნა ორ ცალ თაბახის ფურცელზე, რომელიც ოქმთან ერთად დაერთო საქმეს“.
საქმეში არსებული ქ.ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პ----- ხ----–--ს მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმის თანახმად: ,,დათვალიერების მიზნით შვიდ პაკეტად დალუქული პოლიეთილენის პარკში ლუქით N33/5/1 პაკეტებისათვის, რომელზეც დასმულია თარიღი 21.0-.2018 წელი და ხელმოწერები, ლუქის და ფუთის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, პაკეტის გახსნის შემდგომ მასში მოთავსებული აღმოჩნდა შვიდი ცალი ,,CD” ფორმატის დისკი, რომელიც მოთავსდა HP-ის ფირმის კომპიუტერში და დისკი სპეციალური გამშვები პროგრამის მეშვეობით მოყვანილი იქნა მოქმედებაში, რომელზეც ჩაწერილი აღმოჩნდა საქაღალდე წარწერით ,,ლუქს-კარადენისი“ გახსნილი იქნა აღნიშნული საქაღალდე, რომელშიც ჩაწერილი აღმოჩნდა შვიდი ვიდეო ფაილი. დათვალიერების მიზნით გახსნილი იქნა პირველი ვიდეო ფაილი, რომელიც დათარიღებულია 14.05.2018 წელი, ჩანაწერი იწყება 15:00 სთ-ზე და მთავრდება 16:00 სთ-ზე რომელიც გადაღებულია დღისით, ჩანაწერში აღბეჭდილია თურქეთის ოფისის ,,ლ----------------ის“ წინამდებარე ტერიტორია, რომლის წინამდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს ვალუტის გადამცვლელი პუნქტი 15:49:33 საათზე კადრში ჩნდება სერი ფერის ავტომანქანა ,,ბმვ“ რომელიც გაივლის ,,ლუქს კარადენისის“ მოპირდაპირე მხარეს და ჩერდება ქუთაისში, ი-–-- ჭ-------ის გამზირი N49-ში განთავსებული საცხოვრებელი ბინის წინ, ამის შემდგომ გახსნილი იქნა მეორე ვიდეო ფაილი რომელსაც აქვს წარწერა CAM0- რომელიც დათარიღებულია 14.05.2018 წელით, ჩანაწერი იწყება 16:22:45 სთ-ზე და მთავრდება 16:23:15 სთ-ზე და ჩანაწერში აღბეჭდილია ორი ახალგაზრდა ერთ-ერთ მათგანს უკეთია ზურგჩანთა მუქი ფერის, ორივე მათგანი მოძრაობს 16:22:52 საათზე ქუთაისში, ი-–-- ჭ-------ის გამზირი N35-ში განთავსებული საოჯახო ტექნიკის მაღაზიის ,,ვესტელ“-ის უკანა მხარეს ტერიტორიაზე განთავსებული ავტოფარეხებთან გამოდიან ,,ვესტელი“-ს მაღაზიის წინ მხარეს და ზურგჩანთა რომელსაც აქვს ის მამაკაცი ხელებზე იძრობს ხელთათმანებს და ყრის წყლის გუბეში, ამის შემდეგ გახსნილი იქნა მესამე ვიდეო ფაილი, რომელიც დათარიღებულია 14:05:2018 წლით, ჩანაწერი იწყება 17:54:58 საათზე და მთავრდება 18:00 საათზე, cam 03 რომელიც გადაღებულია დღისით, ჩანაწერში აღბეჭდილია ქუთაისში, ი-–-- ჭ-------ის გამზირი N28-ში განთავსებული სპს ,,მონეტა ექსპრესს ჯორჯიას“ წინა ტერიტორია, სადაც 17:56:08 საათზე კადრში ჩნდება სერი ფერის ავტომანქანა ,,ბმვ“ რომლის ნომერია M-------- რომელიც გაივლის შპს ,,მ---------------------------ს“ წინა მხარეს და უხვევს მარჯვენა მხარეს შუქნიშანთან. ამის შემდეგ გახსნილი იქნა მეოთხე ვიდეო ფაილი, რომელიც დათარიღებულია 14:05:2018 წლით, ჩანაწერი იწყება 15:59:24 საათზე და მთავრდება 16:00 საათზე, cam 004 რომელიც გადაღებულია დღისით, ჩანაწერში აღბეჭდილია ქუთაისში, გუგუნავას ქუჩა N2-ში განთავსებული შპს ,,დეილი“-ს წინა ტერიტორია, სადაც 15:59:30 საათზე კადრში ჩნდება სერი ფერის ავტომანქანა ,,ბმვ“ რომელიც უხვევს მარჯვენა მხარეს გუგუნავას ქუჩაზე და მიდის რკინიგზის მიმართულებით. ყოველივე ამის შემდეგ გახსნილი იქნა მეშვიდე ვიდეო ფაილი, რომელიც დათარიღებულია 14:05:2018 წლით, ჩანაწერი იწყება 15:43:04 საათზე და მთავრდება 15:43:59 საათზე, cam 00- რომელიც გადაღებულია დღისით, ჩანაწერში აღბეჭდილია ქუთაისში, ი-–-- ჭ-------ის გამზირი N67ბ-ში განთავსებული შპს ,,პსპ“ წინა ტერიტორია, სადაც 15:43:09 საათზე კადრში ჩნდება სერი ფერის ავტომანქანა ,,ბმვ“ რომელიც გაივლის შპს ,,პსპ“-ეს წინ მხარეს გაივლის და კადრიდან უჩინარდება, ასევე შპს ,,პსპ“-ე მეორე ჩანაწერში 15:26:20 საათზე კადრში ჩნდება სერი ფერის ავტომანქანა ,,ბმვ“ რომელიც გაივლის შპს ,,პსპ“ წინ მხარეს და უჩინარდება. აღნიშნულით ვიდეოჩანაწერის ასლი კომპიუტერულ დისკზე, რომელიც დაილუქა პოლიეთილენის პარკში ლუქით N33/5/1/1 ლუქით პაკეტებისათვის რაზედაც დაისვა თარიღი და ხელმოწერები“.
საქმეში არსებული დეტექტივ თანაშემწე-გამომძიებლის პ----- ხ----–--ს მიერ შედგენილი ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად: ,, მოწმე ნ------------–--ეს დათვალიერების მიზნით წარედგინა პ----- დ-----ისაგან ამოღებული ერთ პაკეტად დალუქული ნივთები კოდით 33/5/1/1 საქმის ნომერი 041140518003 და დასმულია ხელმოწერები, იკითხება ტექსტი გ------ი გ--–------სგან ამოღებული 2 ცალი მობილური ტელეფონი, ფულადი თანხა, ავია ბილეთი და ჩანაწერი. ფუთის გახსნამდე შემოწმებული იქნა მისი მთლიანობა, რომელიც დარღვეული არ ყოფილა და ფუთის გახსნის შემდგომ მასში მოთავსებული აღმოჩნდა დათვალიერების მიმდინარეობისას ,,სამსუნგი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, ,,ჰამერი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, ერთი ცალი სავიზიტო ბარათი, ერთი ცალი ფურცელი, რომელზეც გაკეთებულია ჩანაწერები, ფულადი თანხები კერძოდ 11 ცალი 50 ევროიანი კუპიურა, 2 ცალი 20 ევროიანი კუპიურა, 5 ცალი 100 აშშ დოლარი, 5 ცალი აშშ დოლარი, 1 ცალი 10 აშშ დოლარი, 2 ცალი 20 ლარიანი, 1 ცალი 10 ლარიანი და ხურდა ფული 1 ცალი ერთ ლარიანი, 2 ცალი 20 თეთრიანი, 1 ცალი 10 ლარიანი, 1 ცალი 5 თეთრიანი. დათვალიერების მიმდინარეობისას დაზარალებულმა ნ------------–--ემ განმარტა, რომ ,,სამსუნგი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი არის თავის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც მას 2018 წლის 14 მაისს ქ.ქუთაისში, ი-–-- ჭ-------ის გამზირი N34-ში მდებარე თურქეთის ოფისს ,,ლ-----------------ი“-დან გასტაცა თავდამსხმელმა, როგორც ნ------------–--ემ განაცხადა იგი იცნო ვიზუალურად, ასევე როდესაც ჩართული იქნა ტელეფონი, მასში აღმოჩნდა გადაღებული ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც თქვა ნ------------–--ემ, რომ ფოტოებზე და ვიდეოებზე გამოსახული არის თავად და ასევე გამოსახულია მისი შვილი გ------- ბ-----–--ე. ასევე ნ------------–--ემ იცნო სავიზიტო ბარათი იმით, რომ მასზე გაკეთებული ჯვარი არის მის მიერ შესრულებული როგორც გამოკითხვაშიც და დღესაც თქვა მან ერთ-ერთ თავდამსხმელს თავად გაუკეთა ვიზიტკაზე მინიშნება დაუსვა ჯვარი მისი ტელეფონის გასწვრივ, რაც შეეხება მობილურ ტელეფონ ,,ჰამერ“-ზე ნ------------–--ემ განაცხადა, რომ არ არის მისი კუთვნილება, ასევე მისი თქმით ფურცლებზე გაკეთებული ჩანაწერი არ არის მისი შესრულებული და შესაბამისად ფურცელიც მისი კუთვნილება არ არის, რაც შეეხება კუპიურებს მასზე ნ------------–--ემ განაცხადა, რომ მსგავსი კუპიურები ჰქონდა მას პირადად ოფისში და ფაქტობრივად არის მისი კუთვნილება. ყოველივე ამის შემდეგ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნივთი მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა N33/5/1/1 ლუქის ბეჭდიით პეკტებისათვის“. ოქმის სისწორე დამოწმებულია მასში მონაწილე პირების მიერ ოქმზე ხელმოწერით. ბრალდების მხარემ საქმის სასამართლო განხილვისას გააკეთა განმარტება, რომ დათვალიერების ოქმის დასაწყისში შეცდომით არის მითითებული პ----- დ-----ე, ნაცვლად გ------ გ--–------სა, შემდგომ ოქმზე იკითხება ტექსტი გ------ გ--–------საგან ამოღებული 2 ცალი მობილური ტელეფონი, ფულადი თანხა, ავიაბილეთი და ჩანაწერი, რაც მხარის განმარტებით მიუთითებს, რომ დალუქულ პაკეტში მოთავებული ნივთები ამოღებულია გ------ გ--–------ს პირადი ჩხრეკის შედეგად.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება. არსებობს მტკიცებულება, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს მეცნიერული თვალსაზრისით უდგება და უტყუარობის უმაღლესი ხარისხით ადასტურებს მას. ძირითადად ასეთი მტკიცებულებებს ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენს.
საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს ექსპერტიზის დასკვნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია, თუ სავარაუდოდ მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. პირველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირ და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით. რაც, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. ასეთი ფაქტი ან გარემოება დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ წამოუდგენია. რის გამოც, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები წარმოადგენს ბრალდების დასადასტურებლად საკმარის საფუძველს, რადგანაც, მათში გადმოცემული დასკვნები უშუალოდ გამომდინარეობენ და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და მის შემხებლობაზე დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
საქმეში არსებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის N210/დ თანახმად, ,,1. სს N041140518003 საქმესთან დაკავშირებით, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის თითის ერთი კვალი N1 იდენტურია 28.08.1977 წელს დაბადებულია ნ----- შ-----ს ასული ბ------–--ის ხელის ანაბეჭდისა. 2. სს N041140518003 საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ 28.08.1977 წელს დაბადებული ნ----- შ-----ს ასული ბ------–--ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის ანაბეჭდების იდენტური-შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები და ანაბეჭდების ნიმუშები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის N223/დ თანახმად, ,,1. სს N041140518003 საქმესთან დაკავშირებით ამოღებული, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხელის თითის ერთი კვალი N1 იდენტური არ არის პ----- ზ------ს ძე დ-----ის და გ------ი გ------ს ძე გ--–------ს სახელზე შედგენილი დაქტილობარათებზე არსებული ხელის ანაბეჭდებისა. 2. სს N041140518003 საქმეზე, გამოკვლევაზე წარმოდგენილი- პ----- დ-----ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის ანაბეჭდები იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი- პ----- ზ------ს ძე დ-----ის ხელის ანაბეჭდებისა. ხოლო გ------ი გ------ს ძე გ--–------ს სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის ანაბეჭდების იდენტური ანაბეჭდის ნიმუშები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება“.
საქმეში არსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N041140518003 დასკვნის თანახმად: ,, 1. სს N0411140518003 საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილი კვალი N1 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. 2. გამოკვლევაზე წარმოდგენილი ხელის კვლები, გადატანილი დაქტილოფირებზე მაქს. ზომებით: 15X25მმ, 14 X21მმ და 17 X32მმ პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია. 3. სს N0411140518003 საქმესთან დაკავშირებით, N1 კვალის იდენტური ანაბეჭდები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება“.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი აღწერა;
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა პ----- დ-----ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 19 მაისს იმყოფებოდა მის ძმასთან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თავის პირად საქმეზე. როდესაც მისი ძმის სახლიდან გამოვიდა ავტობუსის გაჩერებასთან მასთან მივიდა ორი პიროვნება, მათ არ ეცვათ რაიმე სპეცფორმა, ასევე, იქვე იდგა მანქანა, რომლიდანაც გადმოვიდა კიდე ორი პიროვნება და ამ დროს მოვიდა ,,პიკაპის“ მანქანა რომელშიც ჩასვეს და წაიყვანეს პოლიციის პირველი განყოფილებაში, მანქანაში ჩასმის დროს ჩამოართვეს ტელეფონი, მოხსნეს სათვალე, პირველი განყოფილების ეზოში გააჩერეს ავტომობილი, რაც შეუძლია დაადასტუროს ეზოში მქონე კამერებმა, რაც მრავლად იყო იქ. განმარტავს, რომ მისი მანქანაში ყოფნა გაგრძელდა დაახლოებით ერთ საათამდე, მას აქვს დიაბეტი, რის გამოც, მოითხოვა წყალი. მიუტანეს ბოთლით წყალი, რომელიც დალია, გარკვეული ხნის შემდეგ მასთან ერთად მანქანაში მყოფმა თანამშრომელმაც მოითხოვა წყალი, რის გამოც, მიაწოდა მისი ბოთლი, რომ დაელია ამ ბოთლიდან თუმცა მან უთხრა, რომ ,,მაგ წყალი არ მინდაო“ და არ დალია, ჩავიდა ქვემოთ მოიტანა სხვა წყალი და ის დალია. განმარტავს, რომ ამის შემდეგ მანქანაში ჩაჯდა ვიღაც პიროვნება, რომელიც მას გაეცნო როგორც პოლიციის უფროსად, არ იცის თუ ზუსტად ვინ იყო, რომელმაც უთხრა, რომ ,,მომხდარი არის ყაჩაღობა და აღიარე ეს ფაქტიო, რის შემდეგაც გაგიკეთდება შეღავათი და გაგიკეთებენ საპროცესო შეთანხმებასო“ თუ არ აღიარებდა აღნიშნულ ფაქტს მოახდენდა მის ოჯახში იარაღის ჩადებას და ოჯახის წევრებსაც მასთან ერთად შეუქმნიდა პრობლემებს, შემდეგ კი ჩავიდა მანქანიდან. განმარტავს, რომ ამის შემდეგ გავიდა დაახლოებით 20 წუთი, როდესაც ისევ მოვიდა ის პიროვნება ვინც პოლიციის უფროსად გაეცნო დაახლოებით ,,შტანგის“ ტიპის რაღაც ნივთი ეკავა ჩაუჯდა მანქანაში და ითხოვდა ,,ავტომატს“ რაღაც ჩანაწერები ანახა თან, თუმცა ამ დროს მოწმის განმარტებით იგი უკვე გაბრუებული იყო. თავიდან ვერ აღიქვა თუ რატომ იყო გაბრუებული. ამის შემდეგ იგივე პიროვნებამ ისევ გაუმეორა, რომ ,,იარაღს მაინც ჩაუდებდნენ“ ოჯახში და მის ოჯახის წევრებსაც პრობლემებს შეუქმნიდა. განმარტავს, რომ ამის შემდეგ ჩამოიყვანეს მანქანიდან და შეიყვანეს განყოფილებაში უკანა მხარეს სადაც იყო ,,ბალკონი“ სიგარეტს ეწეოდა და სვამდა წყალს. ამის შემდეგ შეიყვანეს ოთახში, სადაც უთხრეს, რომ მას გარეთ ვერ გაიყვანდნენ და ამის გამო პირში გამოვლებულ წყალს აბრუნებდა მეორე ჭიქაში, როდესაც აღნიშნული რამოდენიმეჯერ გაიმეორა ამ ჭიქას გადააფარეს ცელოფანი და გაიტანეს ოთახიდან. ამის შემდეგ მოთხოვეს, რომ გაეხადა ფეხზე, რის შემდეგ მისი ტუფლი და ნასკი გაიტანეს ოთახიდან, არავის არ აუხსნია მისთვის თუ რატომ აკეთებდნენ ამას. განმარტავს, რაც შეეხება ადვოკატს, როდესაც მანქანაში ჩასვეს და ტელეფონი ჩამოართვეს მის შემდეგ არავისთან დაკავშირების უფლება არ მისცეს. ამის შემდეგ შეიყვანეს ოთახში სადაც იყო ,,ღიპიანი“ კაცი დაბალი სიმაღლის და სუსტი დაბალი სიმაღლის მამაკაცები, აღნიშნულის შემდგომ დააყენეს ერთად ვიღაც პირებთან და ვინ შეიყვანეს ამოსაცნობად არ იცის. განმარტავს, რომ ამის შემდგომ შევიდა მათთან გამომძიებელი, ასევე ამ პერიოდში მასთან შემოჰქონდათ რაღაც ფურცლები და ბრმად აწერდა ამ ფურცლებზე ხელს, ამ დროს საკმაოდ გაბრუებული იყო. ამის შემდგომ ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს ჭ-------ის მიმართულებით კერძოდ ,,ბომონდთან“ სადაც ჩამოიყვანეს მანქანიდან და გამომძიებელი და ექსპერტი აძლევდა მითითებებს, მას ვინც მასთან ერთად იყო, რომ ხელით მიეთითებინა გარკვეული ადგილები რათა გადაეღოთ სურათები. ამ ადგილას არის უამრავი კამერა რისი ამოღებაც არ მომხდარა, რაც ნათელს მოჰფენდა იმას, რაც პოლიციამ შეთხზა. ამის შემდეგ გააგრძელეს მოძრაობა და მივიდნენ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მივიდნენ ოფისთან და მოხდა იგივეს გამეორება ეუბნებოდნენ მიეთითებინა გარკვეული ადგილისაკენ და უღებდნენ ფოტოებს. გამოიყვანეს ოფისიდან, სადაც გადაჭრეს გზა და გადავიდნენ გზის მოპირდაპირე მხარეს, სადაც ბინების უკნიდან გადავიდნენ და მივიდნენ ლიანდაგებთან. ამ დროს პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დარეკა ტელეფონზე, რა დროსაც ვიღაცას უთხრა, რომ ,,სად ხართ მაგხელაზე რა გინდოდათ, მანამდე ვერ ნახეთ რამე ადგილიო“ გააგრძელეს გზა სადაც მივიდნენ ერთ-ერთ ადგილას სადაც დახვდათ ,,შკოდის“ ფირმის მანქანა, სადაც ბუჩქებიდან გამოვიდა ორი პიროვნება, რომელმაც თქვეს, რომ ,,აქ არისო“. ამის შემდეგ მიიყვანეს იმ ადგილას, სადაც ყუთი იყო რაზედაც მიანიშნებინეს ისევ და გადაუღეს ფოტოები. აღნიშნულის შემდეგ იმ ადგილიდან გადმოიტანეს რაღაც, რა დროსაც იმყოფებოდა მანქანაში, სადაც ისევ მიუტანეს რაღაც ფურცლები და რაზედაც მოაწერინეს ხელი და ამ ყველაფრის შემდეგ წაიყვანეს ისევ განყოფილებაში. განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს ,,კინოლოგი“ ძაღლი, რომელმაც აიღო კვალი და ჩერდება იმ ადგილას თითქოს სადაც ის და გ------ გ--–------ დაშორდნენ ერთმანეთს და სხვა მიმართულებებით წავიდნენ. ეს ყველაფერი თუ მართლა ასე მოხდა მაშინ რატომ არ გაჰყვა კინოლოგი ძაღლი შემდეგ მის კვალს, სადაც ვითომ შემდეგ იარაღი გადამალა, ეს ყველაფერი მიმანიშნებელია იმისი, რომ აღნიშნული იარაღი მართლა პოლიციის მიერ არის ჩადებული. განმარტავს, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეში, ასევე არის გამოძახების ოქმი, რომლის მიხედვითაც თითქოს ხელი მოაწერა, რომ გამოცხადდებოდა პოლიციის განყოფილებაში დასაკითხად, რაც სინამდვილეში ასე არ ყოფილა, რადგან როგორც ზემოთ აღნიშნა მისი დაკავება მოხდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რისი შემსწრეც, ასევე იყო იქვე მყოფი ტაქსის მძღოლი რომელსაც მანქანაში უდგას რეგისტრატორი და მისი დაკავების მომენტი გადაიღო. აღნიშნულის გამო მოითხოვს აღნიშნული ვიდეოს დათვალიერებას. განმარტავს, რომ 2018 წლის 14 მაისს იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდნენ მისი მეუღლე და შვილები. განმარტავს, რომ წყლის მიღების შემდეგ შეუძლოდ გახდა, რომ ნამდვილად ამ წყლის გამო მოხდა, რომელიც პოლიციელმა დაალევინა, ამაში დარწმუნდა იმის გამო, რომ იმ წყლის ბოთლიდან წყალი არ დალია პოლიციელმა და სხვა ბოთლი მოიტანა. განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს იყო ძალიან ცუდად, ვერ აცნობიერებდა ბევრ რამეს და ხელსაც ისე აწერდა ოქმებზე, რომ არ უკვირდებოდა, ასევე ხელს აწერინებდნენ ცარიელ ფურცლებზე ის შევსებული არ იყო. განმარტავს, რომ არ იცნობდა საქმეში წარმოდგენილ დაზარალებულად ცნობილ პიროვნებას ნ------------–--ეს, განმარტავს, რომ არ უნდა იქნეს დაზარალებულად ცნობილი აღნიშნული პიროვნება, რადგან მას პირადად არანაირი ზიანი არ მიუღია მისთვის, ასევე, აღნიშნული ქონება სხვის საკუთრებას წარმოადგენდა. განმარტავს, რომ მისი პირადი ჩხრეკა მოხდა პირველ განყოფილებაში ერთ-ერთ ოთახში სადაც, კომოდში დაინახა ის ,,შტანგის“ მაგვარი ნივთი, რომელიც ხელში ეკავა იმ პიროვნებას, რომელიც მას პოლიციის უფროსად გაეცნო. ჩხრეკის დროს მისგან ამოღებული იქნა ის ფული, რომელიც მისი მეუღლის სახელზე იყო გადმოგზავნილი და რომელიც ბანკში უნდა შეეტანა, რადგან სახლი ბანკში ჰქონდა ჩადებული, რომელიც გატანილი იყო აუქციონზე და იყიდებოდა. განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში, ასევე არის ოქმი ადვოკატის ყოლის უფლების განმარტების შესახებ, რაზედაც თვითონ აქვს ხელი მოწერილი, თუმცა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ამ დროს იყო გაბრუებული და არ იცოდა თუ რაზე აწერდა ხელს. როდესაც თვითონ უთხრა პოლიციის თანამშრომლებს, რომ ჰქონდა ადვოკატის ყოლის სურვილი მათ განუცხადეს, რომ ,,მაგი გაირკვევა მერე საჭირო იქნება თუ არ ადვოკატიო“. განმარტავს, რომ გ------ გ--–-----ს იცნობს დაახლოებით 90-ანი წლებიდან, ასევე იცნობს და ერთხელ არის შენახვედრი რ----- კ-------–--ესთან. განმარტავს, რომ რ----- კ-------–--ეს ჰყავს ავტომობილი ,,მერსედესი“ რომლის სახელმწიფო ნომერიც არ იცის, თავისი არის თუ არა არ იცის ითხოვს გამართლებას.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა გ------ გ--–-----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 19 მაისს იმყოფებოდა სამარშრუტო ტაქსში და მოძრაობდა ბათუმის მიმართულებით, საიდანაც პოლიციის თანამშრომლებმა მოახდინეს მისი ძირს ჩამოყვანა და გადაყვანეს განყოფილებაში, სადაც წარუდგინეს ბრალი, თითქოსდა მან ჩაიდინა მძიმე დანაშაული ,,ყაჩაღობა“ რაც მას ნამდვილად არ ჩაუდენია. როდესაც მიიყვანეს ქუთაისის პოლიციის პირველ განყოფილებაში დასვეს დივანზე და თვითონ პოლიციის თანამშრომლები რაღაც ფურცლებს ავსებდნენ, რის შემდეგაც, უთხრეს, რომ უნდა წასულიყვნენ და უნდა მიეთითებინა რაღაცეებზე და თან უნდა მომხდარიყო ფოტოგადაღება. ამის შემდეგ მოხდა მისი პირადი ჩხრეკა, ამოიღეს მისგან მობილური ტელეფონი, ფულადი თანხა და პასპორტი, რომლითაც იმ დღეს უნდა გაფრენილიყო ვარშავაში. განმარტავს, რომ 2018 წლის 14 მაისს იმყოფებოდა ოზურგეთში სადაც ა.წ გარდაცვლილი მისი ბიძა იმყოფებოდა კომაში და მთელი მისი სანათესაოსთან ერთად იყვნენ საავადმყოფოში. არამარტო 14 მაისს, არამედ 13- იდან 15 რიცხვამდე იმყოფებოდა აღნიშნულ ადგილას, რისი დადასტურებაც შეუძლიათ მის სანათესაოს. განმარტავს, რომ აღნიშნულის შესახებ გამოძიების ეტაპზეც აცხადებდა, თუმცა აზრი არ ჰქონდა არაფერს, რადგან ეს ყოველივე წინასწარ იყო შეთხზული მის მიმართ. როდესაც მოითხოვდა, რომ მას ჰყოლოდა დამცველი მას ამის უფლება არ მისცეს და ყველა ის ხელმოწერა, რომელიც მის მიერ არის გაკეთებული ოქმებზე გააკეთა იმის გამო, რომ აზრი აღარ ჰქონდა არაფერს და ასევე ეჭვს ქვეშ აყენებს იმას, რომ ზოგი ხელმოწერა არ არის მისი გაკეთებული, მაგალითად როდესაც ნივთმტკიცებები იქნა გამოკვლეული აღნიშნულ პაკეტზე მისი ხელმოწერა მის მიერ არ იყო შესრულებული. განმარტავს, რომ მისი პოლიციაში ყოფნის დროს, მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ეუბნებოდნენ ,,იმას გაგიკეთებთ, რომ ნათესაობას დაგიჭერთო“. განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, სხვის მიერ მითითებულ ადგილისკენ სწევდა ხელს და ასე ხდებოდა მის მიმართ ფოტოგადაღება. განმარტავს, რომ მისი პირადი ჩხრეკა ჩატარდა მისი სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოყვანის შემდეგ, რა დროსაც, წაართვეს მისი ზურგჩანთა, ამოიღეს მისგან ნივთები, მას არცერთი საგამოძიებო მოქმედების დროს არ მისცეს ადვოკატის ყოლის უფლება. განმარტავს, რომ მისი ჩხრეკის დროს მისი ზურგჩანთიდან ამოღებული დაზარალებულ ნ------------–--ის ტელეფონი და სავიზიტო ბარათი არ იცის თუ საიდან აღმოჩნდა მის ზურგჩანთაში, აღნიშნული ნივთები ნამდვილად ჩადებული იქნა სამართალდამცავების მხრიდან. აღნიშნული ჩხრეკის დროს მისგან ამოღებული თანხიდან მის საკუთრებას წარმოადგენდა მხოლოდ 500 ევრო და 300 ლარი დანარჩენი თანხის ჩადებაც მოხდა მის მიმართ. განმარტავს, რომ რუსეთში აქვს ავტონაწილების მაღაზია და იქედან ქონდა მიღებული აღნიშნული თანხა. ვარშავაში წასასვლელი ბილეთები წინასწარ ჰქონდა დაჯავშნული, სადაც მის პირად საქმეზე უნდოდა წასვლა. არ იცის თუ რატომ მოხდა მისი დაკავება და რატომ არის ამ გაურკვევლობაში. განმარტავს, რომ ის ნამდვილად იცნობს პ----- დ-----ეს, ხოლო რ-----ი კ-------–--ე არის მისი ახლო ნათესავი. განმარტავს, რომ 2018 წლის 14 მაისს იმყოფებოდა ოზურგეთში და მას რ----- კ-------–--ე არ უნახავს. იცის, რომ რ----- კ-------–--ეს ჰყავს ავტომობილი ,,მერსედესი“ განმარტავს, რომ ,,ლ-----------------სში“ ნამყოფი არასოდეს არ ყოფილა. განმარტავს, რომ ქართული იცის თუმცა არ შეუძლია ქართულად წერა და აქედან გამომდინარე, ვერ მოახდენდა ოქმებზე ხელის მოწერას. ითხოვს გამართლებას.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ფაქტის თუ გარემოების არსებობა ან არარსებობა ლოგიკურად უნდა მომდინარეობდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ამდენად, რელევანტურია ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან მის უარყოფას ახდენს.
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება რელევანტურია, იგი შესაძლებელია სასამართლოს მიერ არ იქნეს გაზიარებული თუ იგი არსებითად ეწინააღმდეგება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყევტილების მისაღებად მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც გულისხმობს მათ შეფასებას ცალ-ცალკე და საბოლოოდ ერთობლივად სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულთა ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, მთლიანად გამორიცხავენ მათი მხრიდან დაზარალებულ ნ------------–--ეზე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობას და ბრალდებულ პ----- დ-----ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტს, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულების მიერ, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს, რის გამოც, მათ ჩვენებებში ახსნილი გარემოებები სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგანაც, საქმის სასამართლო განხილვის დროს დადგენილი იქნა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ავთენტურობა, ანუ, უშუალო შემხებლობა, საქმის განხილვით დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
ყაჩაღობა ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობის ნივთის დაუფლების მიზნით.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა ნ------------–--ემ, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ მასზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელეს ბრალდებულებმა პ----- დ-----ემ და გ------ გ--–-----მა. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულთა მიერ მასზე განხორციელებული თავდასხმა იმდენად მოულოდნელი და შიშის მომგვრელი იყო მისთვის, რომ იგი მუდმივად ფიქრობს მომხდარზე, რის გამოც, მისთვის დაუვიწყარია ყაჩაღური თავდასხმის დროს განვითარებული მოვლენები და ყოველთვის ახსოვს თავდამსხმელები და მათი ფიზიკური მონაცემები. აქედან გამომდინარე, დაზარალებულის განმარტებით, სრულიად შეუძლებელია მისი მხრიდან რაიმე შეცდომის დაშვება ბრალდებულთა ამოცნობის დროს და საქმის სასამართლო განხილვის დროსაც ამოიცნო და მიუთითა თითოეულ ბრალდებულის მხრიდან თავდასხმის მომენტში განხორციელებულ მოქმედებებზე და განმარტა, რომ თავდასხმის დროს ოფისში მარტო იმყოფებოდა, სადაც პირველად შევიდა ბრალდებული გ------ გ--–------, რომელიც თავდასხმამდეც მისული იყო მასთან ოფისში და იმის გამო, რომ ოფისში იყო ხალხის სიმრავლე განუცხადა მას, რომ მოგვიანებით დაბრუნდებოდა, დაზარალებულის განმარტებით, იმის გამო, რომ ,,კლიენტი“ არ დაეკარგა ამ უკანასკნელს გადასცა მისი სავიზიტო ბარათი, ამ შეხვედრის გამო, გ------ გ--–------ ოფისში შესვლისთანავე ამოიცნო, იმ პიროვნებაში, რომელიც მისული იყო მასთან ოფისში. გ------ გ--–------ მივიდა მასთან და უთხრა, რომ მისული იყვნენ ფულის წასაღებად, მოსთხოვა გადაეცა მისთვის მობილური ტელეფონი და გასაღები, რაც გადასცა მოთხოვნისთანავე, ამის შემდგომ გ------ გ--–-----მა გაიყვანა იგი მეორე ოთახში, სადაც ხელ- ფეხი შეუკრა ,,სკოტჩით“ და უთხრა, რომ ,,თუ წყნარად იქნებოდა არაფერს დაუშვებდნენ თუ არადა ესროდნენ“ ამ დროს მეორე თავდამსხმელმა პ----- დ-----ემ კურტკის გადაწევით დაანახა იარაღი, რომელიც ,,უნდა ყოფილიყო ავტომატი რადგანაც თოფს არ გავდა“. დაზარალებულმა ასევე ამოიცნო მეორე ბრალდებული პ----- დ-----ე და განმარტა, რომ ეს უკანასკნელი ოფისში შევიდა მასთან გ------ გ--–------ს შესვლის შემდგომ, სწორედ ეს უკანასკნელი მივიდა მასთან, გადაიწია ტანსაცმელი და დაანახა იარაღი. დაზარალებულის განმარტებით, პ----- დ-----ემ გამოაღო სალარო და დაიწყო იქედან ფულის ამოღება, სწორედ ამ უკანასკნელმა მიაწოდა ზურგჩანთა გ------ გ--–-----ს, საიდანაც გ------ გ--–-----მა ამოიღო ,,სკოჩი“ და ხელთათმანები. დაზარალებულის განმარტებით, თავდასხმის დროს, პ----- დ-----ემ, როდესაც ამოიღო ფულადი თანხა სალაროდან უთხრა გ------ გ--–-----ს, რომ წასულიყვნენ და ისინი ერთად გავიდნენ ოფისიდან. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად იყო შეშინებული. დაადასტურა, რომ ბრალდებულები ამოიცნო მათი ფიზიკური მონაცემებით და ისინი არიან სწორედ ის პირები, რომელთაც განახორციელეს მასზე ყაჩაღური თავდასხმა.
გამოძიების მიმდინარეობის დროს, ბრალდებულ გ------ გ--–------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული და შემდეგ დაზარალებულის მიერ იქნა დათვალიერებული და ამოცნობილი მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც დაკარგა მასზე განხორციელებული თავდასხმის დროს, აღნიშნული ნივთმტკიცება სასმართლოში მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული. ასევე, მხარეთა მონაწილეობით, საქმის სასამართლო განხილვის დროს, დათვალიერებული და გამოკვლეული იქნა საქმეზე ნივთმტკიცებად დართული დაზარალებულის ჩვენებაში მითითებული მისი კუთვნილი სავიზიტო ბარათი, რომელიც ამოღებული იქნა ბრალდებულ გ------ გ--–------ს პირადი ჩხრეკის დროს. რაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ამ უკანასკნელის მონაწილეობას, წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებულ ყაჩაღურ თავდასხმაში.
დაზარალებულმა ნ------------–--ის მიერ თავის ჩვენებაში მითითებული გარემოება, იმის შესახებ, რომ თავდასხმის დროს ბრალდებულმა პ----- დ-----ემ მის წინაშე მოახდინა იარაღის დემონსტრირება, რომელიც დაზარალებულის განმარტებით ძალიან გავდა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, დასტურდება საქმეზე ბრალდებულ პ----- დ-----ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით, რა დროსაც, სწორედ ბრალდებულის პ----- დ-----ის მითითებით, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები მივიდნენ იმ ადგილზე, სადაც ბრალდებულის განმარტებით შენახული ჰქონდა ყაჩაღური თავდასხმის დროს მის ხელთ არსებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ამოღებული და დალუქული იქნა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი დადასტურებულია როგორც ბრალდებულ პ----- დ-----ის, ასევე, მასში მონაწილე პირების ოქმზე ხელის მოწერით. ოქმში ასევე მითითებულია, რომ რაიმე სახის შენიშვნა ან განცხადება საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს, როგორც ბრალდებულის, ასევე, მასში მონაწილე პირების მხრიდან არ გამოთქმულა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობას და მასში მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს. საგამოძიებო ექსპერიმენტი რომელიც არ ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას, ტარდება მოსამართლის განჩინების გარეშე, ამ შემთხვევაში გამომძიებელი ადგენს მხოლოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს.
სსსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი და ჩვენების ადგილზე შემოწმება ერთ საგამოძიებო მოქმედებად არის გაერთიანებული, რის გამოც, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას საგამოძიებო მოქმედების ადგილზე აღმოჩენილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ამოღებული, დათვალიერებული და დალუქული უნდა იქნეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, გამომძიებლის მიერ. როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება, დაზარალებულის, მოწმის ბრალდებულის ჩვენების(ინფორმაციის) შემოწმების მიზნით, იგი ჩატარებული უნდა იქნეს შესამოწმებელ ჩვენებაში მითითებულ ადგილზე და საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე იმ პირს ვისი ჩვენებაც მოწმდება უნდა მიეცეს შესაძლებლობა სრულად აღიდგინოს შემთხვევის ვითარება, რომლის მონაწილეც თავად იყო, ყოველგვარი ჩარევის გარეშე.
სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების პ----- დ-----ის და გ------ გ--–------ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით გამოძიების ორგანოს მიეცა შესაძლებლობა დაედგინა ბრალდებულების ჩვენებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები რეალურ სინამდვილეში, რა დროსაც, ორივე ბრალდებული მონაწილეობდა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ამის მიუხედავად, ბრალდებულებმა თანმიმდევრულად, ერთნაირად გადმოსცეს შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები, კერძოდ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიუთითეს მათი შეხვედრის ადგილზე, ასევე, განმარტეს, თუ როგორ შევიდნენ ოფისში დიდი ოდენობის ფულადი თანხის მითვისების მიზნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ახსნეს, თუ როგორ შეუკრეს ოფისში მყოფ ქალბატონი, საიდან და როგორ დაეუფლნენ ოფისში არსებულ ფულად თანხას, როგორ დატოვეს ოფისი და ის ფაქტიც კი ერთნაირად განმარტეს, თუ რა უპასუხეს ოფისიდან გამოსვლის დროს კარებთან მყოფ მოქალაქეებს, ასევე, თანმიმდევრულად მიუთითეს თუ სად, რა ვითარებაში შეხვდნენ შემთხვევამდე მოწმე რ-----ი კ-------–--ეს, როგორ გადაადგილდნენ ამ უკანასკნელის ავტომანქანით ოფისის მიმართულებით. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულმა გ------ გ--–-----მა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც შეხვდა მის ნათესავს მოწმე რ----- კ-------–--ეს თავდასხმის შემდგომ და როგორ გაემართა მასთან ერთად სამტრედიის მიმართულებით. ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულმა პ----- დ-----ემ, ნებაყოფლობით ყოველგვარი იძულების გარეშე საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები მიიყვანა იმ ადგილზე, სადაც გადამალა ყაჩაღური თავდასხმის დროს მის ხელთ არსებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებში მითითებულია, რომ ამ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის დროს, ბრალდებულთა მხრიდან რაიმე სახის შენიშვნა ან განცხადება არ გამოთქმულა, იგი დადასტურებულია, როგორც ბრალდებულთა, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირების ხელისმოწერით. აღნიშნული გარემოების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ ბრალდებულები გ------ გ--–------ და პ----- დ-----ე დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს მოქმედებდნენ ერთობლივად, ერთიანი განზრახვით და მათი მოქმედება ურთიერთგანპირობებული იყო.
ამ გარემოებების გათვალისწინებით და საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული სხვა მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების გ------ გ--–------ს და პ----- დ-----ის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევის დღეს ისინი საერთოდ არ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, არამედ, იმყოფებოდნენ სხვაგან, რის გამოც, ვერ განახორციელებდნენ ყაჩაღურ თავდასხმას დაზარალებულზე, აღნიშნული არსებითად ეწინააღმდეგება საქმის სასმართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და იგი გარდა ბრალდებულთა ჩვენებებისა, არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ბრალდებულების განზრახვის შინაარსის გამორკვევის მიზნით, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულ გ------ გ--–------ს ნათესავის რ----- კ-------–--ის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, სადაც ეს უკანასკნელი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ შემთხვევის დღეს, იგი თავისი კუთვნილი ავტომანქანით შეხვდა გ------ გ--–-----ს, ამ უკანასკნელის თხოვნის საფუძველზე, რა დროსაც, გ------ გ--–-----ს ახლდა იმ დროისათვის მისთვის უცნობი პიროვნება პ----- დ-----ე, რომლებიც ჩასხდნენ მის ავტომანქანაში და გ------ გ--–------ს თხოვნით მიიყვანა ისინი ქ.ქუთაისში არსებულ სტადიონთან, სადაც ჩამოვიდნენ მისი ავტომანქანიდან და გაემართნენ კორპუსებისაკენ. ჰქონდათ თუ არა მათ ამ დროს ზურგჩანთა არ ახსოვს. მაგრამ კარგად ახსოვს ის გარემოება, რომ დაახლოებით ამ ფაქტიდან ერთი საათის შემდეგ იგი ისევ შეხვდა გ------ გ--–-----ს, რომელსაც მხარზე გადაკიდებული ჰქონდა ზურგჩანთა, დაჯდა ეს უკანასკნელი მის მანქანაში და ისევ ამ უკანასკნელის თხოვნის საფუძველზე წაიყვანა იგი ქალაქ სამტრედიის მიმართულებით. აღნიშნულით, დადგენილი და დადასტურებულია, რომ ბრალდებულები ყაჩაღური თავდასხმის დროს ნამდვილად იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა დაზარალებულზე.
სამართლებრივი შეფასება:
იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან. სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულების პ----- დ-----ის და გ------ გ--–------ს მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან, შემდეგ გარემოებათა გამო:
საზოგადოებრივი საშიშროების მომეტებული ხასიათის გათვალისწინებით, ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და იგი დამთავრებულად ითვლება თავდასხმის მომენტიდან, რა დროსაც, მნიშვენლობა არა აქვს, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება, თავდასხმა ასეთ შემთხვევაში თავისი განხორციელების ფორმით უნდა იყოს დაზარალებულისათვის მოულოდნელი, უეცარი და ამ უკანასკნელის მიმართ უნდა ხასიათდებოდეს აგრესიული მოქმედებით. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, თვით დაზარალებულის მიერ, მის მიმართ, გამოყენებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში საფრთხის რეალური შეგნება, აღნიშნული გარემოებები მთლიანადაა დამახასიათებელი ბრალდებულების გ------ გ--–------ს და პ----- დ-----ის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის. რადგანაც დაზარალებული ნ------------–--ე მისივე ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს, დღის საათებში ოფისში მყოფი მოქალაქეების მომსახურების დასრულების შემდეგ მარტო იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც, ოფისში შევიდა ორი მამაკაცი ერთმანეთის მიყოლებით, პირველად შესული მამაკაცი მივიდა მასთან და მოსთხოვა გადაეცა მისთვის მობილური და გასაღები, უთხრა, რომ მისული იყვნენ ფულის წასაღებად, დაზარალებულის განმარტებით, იგი დაემორჩილა მოთხოვნას და შეშინებულმა გადასცა თავდამსხმელს მისი კუთვნილი ნივთები, რის შემდეგაც, მისი ნების საწინააღმდეგოდ, თავდამსხმელმა შეიყვანა იგი მეორე ოთახში, სადაც ,,სკოჩით“ შეკრა და უთხრა, რომ ,,არაფერს დაგიშავებთ, არ იყვირო, თორემ გესვრითო“ და მეორე თავდამსხმელმა ამ დროს გადაიწია ტანსაცმელი და დაანახა ავტომატის მსგავსი იარაღი, ამ თავდამსხმელმა სალაროდან აიღო ფულადი თანხა, უთხრა მის თანმხლებს, რომ წასულიყვნენ და ისინი გავიდნენ ოფისიდან, თან წაიღეს დიდი ოდენობის, როგორც მისი, ასევე ოფისის კუთვნილი ფულადი თანხა და წავიდნენ. ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედება მთლიანად მოიცავს ყაჩაღობის შემადგენლობისათვის დამახასითებელ ყველა არსებით ნიშანს, რადგანაც, ყაჩაღობა ობიექტურ მხრივ გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, მიმართულია ისეთი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისაკენ, როგორიცაა უპირველს ყოვლისა, საკუთრების უფლება და ამასთან ადამიანის ჯანმრთელობა. ყაჩაღობისას ადგილი აქვს მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით ადამიანზე თავდასხმას, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის მუქარა, ყაჩაღობას შეიძლება თან ახლდეს, ფსიქიკური ძალადობა, გამოხატული სიტყვიერ მუქარაში, ასევე, შესაძლებელია მუქარა გამოხატული იყოს უსიტყვოდ, ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, ასეთი მუქარა დაზარალებულის მხრიდან აღქმული უნდა იქნეს ობიექტურად რეალიზებად საფრთხედ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულები, კერძოდ პ----- დ-----ე ნ------------–--ეზე თავდასხმის დროს შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, რაც, დაზარალებულის მხრიდან აღქმული იქნა რეალურ საფრთხედ, აღნიშნული აშკარად მიუთითებს იარაღის დემონსტრირებით დაზარალებულის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტზე. სუბიექტური მხრივ, ყაჩაღობა გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში, რადგანაც, დამნაშავეს შეცნობილი აქვს მისი მოქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, მოსალოდნელი შედეგი და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს სხვის მოძრავ ნივთს, რაც ბრალდებულებმა პ----- დ-----ემ და გ------ გ--–-----მა, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ჯგუფურად, განახორციელეს კიდეც დაზარალებულზე ყაჩაღური თავდასხმის შედეგად.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მუქარის გამოხატვის ფორმა, რაც აუცილებელია ყაჩაღური თავდასხმისათვის უკვე განხორციელებული იქნა თავდამსხმელების მიერ, იმ მომენტიდან, როდესაც ისინი შეიარაღებული მივიდნენ დაზარალებულთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ გაიყვანეს იგი მეორე ოთახში, ბრალდებული გ------ გ--–------ დაემუქრა მას ყვირილის შემთხვევაში ,,ესროდნენ“ და ბრალდებულმა პ----- დ-----ემ ტანსაცმლის გადაწევით დაანახა ცეცხლსასროლი იარაღი. რადგანაც, ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულს განეკუთვნება და დამთავრებულად ითვლება თავდასხმის მომენტიდან, ხოლო მუქარის გამოხატვის ფორმა, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მათ შორის სავსებით შესაძლებელია მისი განხორციელება იარაღის ჩვენებით, ან სხვა მოქმედებებით, რომელიც საშიშია დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ ნ------------–--ის სუბიექტური აღქმიდან გამომდინარე, სავსებით დადგენილი და დადასტურებულია, რომ ბრალდებულებმა პ----- დ-----ემ და გ------ გ--–-----მა დაზარალებულ ნ------------–--ეზე, დიდი ოდენობით ფულადი თანხის ყაჩაღური გზით დაუფლებისათვის ამ უკანასკნელის მიმართ გამოიყენეს, ფსიქიკური ძალადობის ის ფორმა, რაც არსებულ სიტუაციაში სრულიად საკმარისი იყო შედეგის მისაღწევად და დაეუფლნენ კიდეც დაზარალებულისა და ოფისის კუთვნილ დიდი ოდენობის ფულად თანხას.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებით, მათი ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულების პ----- დ-----ის და გ------ გ--–------ს ქმედება შეფასებული უნდა იქნეს ყაჩაღობად, რადგანაც, მათი ქმედება სრულად მოიცავს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ მესამე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს, რაც, დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამორკვეულ ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რითაც ბრალდებულმა პ----- დ-----ემ ჩაიდინა, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ მესამე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით, ბრალდებულმა გ------ გ--–-----მა ჩაიდინა, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ მესამე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება
1.საქართველო ეკუთვნის იმ სახელმწიფოთა რიცხვს, სადაც, იარაღი ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის ზოგიერთი სახეობის შეძენაა შესაძლებელი, პოლიციის ნებართვით, ამგვარი ნებართვის გარეშე მისი შეძენა მართლსაწინააღმდეგოა და ისჯება სისხლის სამართლის კანონით.
ამ დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება ან ასაფეთქებელი მოწყობილობა.
ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვარგისია საბრძოლო მოქმედებისათვის, ე.ი. გამოყენებისათვის.
ცეცხლსასროლ იარაღს მიეკუთვნება: ტყვიამფრქვევი, ავტომატი, კარაბინი, პისტოლეტი, ნაგანი, თოფი და სხვა, რადგანაც, ეს იარაღები განკუთვნილია ცოცხალი არსების გასანადგურებლად.
საბრძოლო მასალა არის, ისეთი მასალა ან მოწყობილობა, რომელიც შესაბამისი იარაღიდან გასროლისთვისაა განკუთვნილი (ტყვია, ხელყუმბარა, ნაღმი და ა.შ.) საბრძოლო მასალას არ მიეკუთვნება სანადირო გლუვლულიანი თოფის ტყვია, რადგან მას არ ახასიათებს საბრძოლო დანიშნულება.
სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო ტარება.
,,იარაღის შესახებ“ კანონის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება.
იარაღით მოსარგებლე კი არის პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის, სამსახურებრივ მოვალეობათა შესასრულებლად.
იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც, პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს. ეს შეიძლება განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც იგი მოძრაობს და ა.შ.
იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება უფრო მომეტებული საშიშროების შემცველია, ვიდრე მისი მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა. ტარების დროს პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა დაუყონებლივ გამოიყენოს იგი.
იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება არის იმ შემთხვევაშიც, როცა იარაღს ატარებს ის პირის, ვისაც არ აქვს კანონიერი უფლება, ატაროს იგი.
სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულად ითვლება მასში ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედების-შეძენის, შენახვის, ტარების ჩადენისთანავე და მძიმე შედეგის დადგომა არაა საჭირო.
ცეცხლსასროლი იარაღის, ან საბრძოლო მასალის ტარების ჩადენა იწყება მოქმედებით (მაგალითად პირმა შინიდან გასვლის წინ ჯიბეში ჩაიდო ცეცხლსასროლი იარაღი), და შემდეგ უწყვეტად ხორციელდება. იარაღის უკანონო ტარება დამთავრებულია ამ ქმედების შეწყვეტის მომენტიდან.
ეს დანაშაული განზრახი დანაშაულია, რადგანაც პირს შეგნებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს.
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნებისმიერ განზრახ დანაშაულს, გააჩნია თავისი მოტივი და მიზანი. პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება ხასიათდება თავისთვის დამახასიათებელი ნებელობითი ხასიათით, რის გამოც, პირველ რიგში დადგენილი უნდა იქნეს თუ რა მიზანი ამოძრავებდა ქმედების ჩამდენს, სად და რა ვითარებაში ახორციელებდა თავის ქმედებას და რისი მიღწევა სურდა მას. ამ გარემოებების დადგენა ხელს შეუწყობს სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასებას.
ბრალდებულ პ----- დ-----ეს წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მისი ტარება, რომლის ჩადენაც აუცილებლად მოითხოვს მოქმედების განხორციელებას (მაგალითად პირმა შინიდან გასვლის წინ ჯიბეში ჩაიდო ცეცხლსასროლი იარაღი), რადგან ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ყოველთვის გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს და იგი დამთავრებულად ითვლება ჩადენისთანავე და მძიმე შედეგის დადგომა, ან კონკრეტული საფრთხის შექმნა საჭირო არ არის.
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება დამთავრებულად ითვლება იმ ქმედების განხორციელების მომენტში, რომელიც ზოგადად იწვევს საფრთხეს, რადგანაც პირი ცეცხლსასროლი იარაღით იმყოფება იმ ადგილას, სადაც შეიძლება საფრთხე შეექმნას საზოგადოებრივ უშიშროებას, ან მოძრაობს იმ ადგილზე სადაც ადამიანების ყოფნა სრულიად შესაძლებელია, ამ შემთხვევაში განხორციელებულ ქმედებასა და არსებულ საფრთხეს შორის მიზეზობრიობის დადგენა საჭირო არ არის, ამასთან ამ შემთხვევაში პირს გაცნობიერებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს და სურს ასეთი ქმედების ჩადენა.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების დადგენისათვის მნიშვნელოვანია, როგორც პირის განზრახვის შინაარსის გარკვევა, ასევე, იმ რეალური გარემოებების შეფასებაც, სადაც მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა ჩადენილი. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებული პ----- დ-----ე, ცეცხლსასროლ იარაღით გადაადგილდებოდა დაზარალებულ ნ------------–--ეზე განხორციელებულ თავდასხმამდე და თავდასხმას შემდგომაც ქუჩაში, რითაც, საფრთხე შეექმნა საზოგადოების უშიშროებას, რაც ბრალდებულს გაცნობიერებული ქონდა და სურდა ასეთი შედეგი. აღნიშნული დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით:
ბალისტიკური N113/ბ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,1. სს N041140518003 საქმეზე გამოკვლეული: N AC 3205 ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 7,62 კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატის მოდელი: ,,AKM“ მას კუსტარულად გადაჭრილი და დამოკლებული აქვს ლულა. მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 2. 01 ცალი მჭიდი დამზადებულია ქარხნული წესით, მისი ტევადობაა 30 ცალი ვაზნა და განკუთვნილია 7,62 კალიბრის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატების დიდი ჯგუფისათვის: ,,AK-47” ,,AKC-47” ,,AKM” AKMC” მატ შორის წარმოდგენილი NAC 3205 ავტომატისათვის. მჭიდების მექანიზმი გამართულია და თავსებადია წარმოდგენილ ავტომატთან. 3. 30 ცალი ვაზნის ფორმის მქონე ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის შემდეგი ავტომატებისათვის და ტყვიამფრქვევებისათვის ,,AK-47” ,,AKC-47” ,,AKM” AKMC” კარაბინისთვის ,,CKC“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის ,,РПД“ ,,РПК“ და სხვა. მათ შორის წარმოდგენილი N AC 3205 ავტომატისათვის. მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად“.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------ კ-----ამ მთლიანად დაადასტურა ექსპერტიზაში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ 2018 წლის 20 მაისს გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე ექსპერტ გ------- ა-–------ესთან ერთად მის მიერ ჩატარებული იქნა აღნიშნული ბალისტიკური ექსპერტიზა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
დაზარალებულმა ნ------------–--ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს დაადასტურა, რომ თავდამსხმელთაგან პ----- დ-----ეს ქონდა იარაღი, რომელიც გავდა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ფაქტის დადასტურება უნდა მოხდეს სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, რაც, ასევე, მოიცავს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების, შესაბამისობის დადგენას მისი წარმომავლობის საწყისთან, ანუ, იმ გარემოებების დადგენას, თუ რა ვითარებაში მოხდა ნივთიერი მტკიცებულების შემთხვევის ადგილზე აღმოჩენა და რა კავშირი აქვს მას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან, როგორც სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით, ასევე, ბრალდებულ პ----- დ-----ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულმა თავად მიუთითა იმ ადგილზე, სადაც დაზარალებულზე ყაჩაღური თავდასხმის შემდგომ შეინახა მის ხელთ არსებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი თავისი მჭიდით და 30-ი საბრძოლო ვაზნით, ამოღებული ნივთები გახსნილი და მხარეთა მონაწილეობით იქნა დათვალიერებული საქმის სასამართლო განხილვის დროს. აქედან გამომდინარე, გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მთლიანად დადგენილია ბრალდებულ პ----- დ-----ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტი.
ამდენად, საქმის სასამართლო განხილვის დროს, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმედ დაკითხული დაზარალებულ ნ------------–--ის, მოწმეების: რ----- კ-------–--ის, ა------–--ის, ე-–---- გ------ის, მ------ რ------ის, ლ-----–--–--------ის, პ----- ხ----–--ს, გ------- მ---------ის, გ------- გ--------ის, გ------- ა-–------ის, გ------ კ-----ას, ი------ მ----–----–--ის, ლ-–- ჯ--------ის, დ----- მ-------ის, გ------- ჯ--------ს, ო-–--- ს-----ის, გ------- ქ---------ის, დ-------- ს---–-----–--ის, ბ---- ჯ--–--ის მიცემული ჩვენებებით ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებით, ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირის ამოცნობის ოქმებით, ბრალდებულთა პირადი ჩხრეკის ოქმებითა და ამოღებული ნივთებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, გამოძიების მიერ ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღით და საბრძოლო მასალით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით. ვალუტის კურსის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული ხვა ინფორმაციათა შემცველი მასალათა ერთობლიობით დადგენილი და დადასტურებულია, რომ ბრალდებულებმა პ----- დ-----ემ და გ------ გ--–-----მა ჩაიდინეს ყაჩაღობა. ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული (ორივე ბრალდებულის შემთხვევაში) სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით. ასევე, ბრალდებულმა პ----- დ-----ემ, ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით.
პასუხისმგებლობის შესამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულების გ------ გ--–------ს და პ----- დ-----ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ისინი მეზობლებისაგან ხასიათდებიან დადებითად, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა კერძო და ზოგადი პრევენციების მიზნების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე, სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება, ამასთან სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პიროვნებას, მათ წარსულს, დადებით დახასიათებას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს და მიიჩნევს, რომ თავისუფლების სახით დასანიშნი სასჯელი მოცემულ შემთხვევაში უნდა აღემატებოდეს სასჯელის მინიმუმს.
ბრალდებულების პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების საზოგადოებრივად საშიში ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულების პ----- დ-----ის და გ------ გ--–------ს მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებული პ----- დ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
2. სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, ბრალდებულ პ----- დ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. გაუქმდეს პ----- დ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, მსჯავრდებულ პ----- დ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 მაისიდან.
6. ბრალდებული გ------ გ--–------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. გაუქმდეს გ------ გ--–------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, მსჯავრდებულ გ------ გ--–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 მაისიდან.
8. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სიგარეტის ნამწვები, ანაწმენდები, წებოვანი ლენტი, საღეჭი რეზინი, მუყაოს ყუთი, ხელი კვლები, ნ------------–--ის ხელის კვლის და ნერწყვის ნიმუში, გ------ გ--–------ს ნერწყვის ნიმუში, გ------ გ--–------ს ხელის კვლის ნიმუში, პ----- დ-----ის ნერწყვის ნიმუში, პ----- დ-----ის ხელის კვლის ნიმუში - განადგურდეს კანონის შესაბამისად.
კარების სახელურები, პლასტმასის აბრა, დახლის სახელურები, გასაღებები, ფულადი თანხა, საწერი კალმები, ჭიქა, სამგზავრო ბილეთები, საფულე, ქალის მოსასხამი, ბრალდებულ გ------ გ--–------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ხელჩანთა, ფულადი თანხები, hammeri-ისა და Sumsung-ის ფირმის მობილური ტელეფონები, პასპორტი, ფურცელი და ბროშურა- დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული ავტომატი, ერთი ცალი მჭიდი და 30 ცალი ვაზნა - გადაეგზავნოს შსს სამინისტროს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.
CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები, 0- ცალი CD დისკი, რომელზეც ჩაწერი-–-- საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოები, 0- ცალი CD დისკი, რომელზეც ჩაწერი-–-- შპს ,,დეილიდან“, ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან, შპს გალექს ჯორჯიადან, შპს ლუკოილიდან, შპს ოთხიანიდან, აფთიაქ პსპ-დან და შპს მ---------------------------დან გამოთხოვილი სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლებიც ერთვის სს საქმეს - დარჩეს საქმეში და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლერი თედორაძე