განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2019
საქმის ნომერი
010100119002817354
დავის ტიპი
126 1
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002817354

1-67/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - ზ-----------–--–იძე

 

ბრალდებული - თ--------ზ შ----ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N 1-----------

 

ბრალდებული: თ--------ზ შ----ძე

მამის სახელი: თ------

დაბადებული: 15.05.1----–--–---------------------–--------------–----------–--------------------–----------–------------–---------------–----–----–-----------------------------------------------–------------------------------------–------------------–--------–----–---–------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 30 მაისს ქ.ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ "ქართველო"-ში თ--------ზ შ----ძემ ხელის რამდენჯერმე დარტყმით, ა-–--–ა გ--------ეს მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო, ამავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ მიაჩნიათ და ეთანხმებიან აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა რიგი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით: ა-–--–ა გ--------ის, ირ---–----------------------------–--------------–-------------------------–------------------–-----------------------------------------------–--------------------–-------------------------------ის ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ თ--------ზ შ----ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ან ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

თ--------ზ შ----ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

თ--------ზ შ----ძის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ თ--------ზ შ----ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიმართ ჯარიმის გამოყენება არის მიზანშეწონილი, რადგან ჯარიმის გამოყენება გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და თ--------ზ შ----ძის რესოციალიზაციისათვის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

თ--------ზ შ----ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღრულებო ბიუროს

 

თ--------ზ შ----ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი