გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2019
საქმის ნომერი
120210018002280268
კატეგორია
დავის ტიპი
სამეზობლო
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2280268-2/081-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 იანვარი 2019 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე: ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი: მარიამ სუხიაშვილი

მოსარჩელე - ი-----–- დ---------–---–ი

წარმომადგენელი - ა-–---------- პ---–---–ი

მოპასუხე - ლ--–- შ--–--–---–ი

წარმომადგენელი - ნ-------- ც---–---ე, ზ------ გ--------–---

დავის საგანი - აუცილებელი გზის გამოყოფა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ი-----–- დ---------–---–ს (პ/ნ 5----------), ბ---------ის რაიონი, დაბა ბ---------ში მდებარე ს/კ 64.--.--.--- მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის საჯარო გზასთან კავშირის მიზნით მიეცეს აუცილებელი გზის მოწყობის და სარგებლობის უფლება, მოპასუხე ლ--–- შ--–--–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ბ---------ის რაიონი, დაბა ბ---------ი, ს/კ 64.--.--.---, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2018 წლის 30 ოქტომბრის ექსპერტიზის N5--------- დასკვნის, დანართი N4-ში მითითებული გზის შესაბამისად.

 

მოსარჩელე სარჩელს ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

ი-----–- დ---------–---–ი არის ბ---------ის რაიონი დაბა ბ---------ში მდებარე უძრავი ქონების, ს/კ 64.--.--.--- მესაკუთრე.

 

მოპასუხე ლ--–- შ--–--–---–ი არის ბ---------ის რაიონი დაბა ბ---------ში მდებარე უძრავი ქონების, ს/კ 64.--.--.--- მესაკუთრე.

 

ი-----–- დ---------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ გააჩნია მისასვლელი გზა, გარდა ადრე არსებული მისასვლელი გზისა, რომლის ნაწილი რეგისტრირებულია ლ--–- შ--–--–---–ის საკუთრებად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ი-----–- დ---------–---–ის უძრავი ქონების ჯეროვანი სარგებლობისათვის შესაძლებელია მოეწყოს გზა ორი მხრიდან. შესაბამისად არ ეთანხმება იმ გარემოებას, რომ ი-----–- დ---------–---–ის უძრავი ქონების ჯეროვანი სარგებლობისათვის გზა უნდა გავიდეს აუცილებლად მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. აუცილებელი გზის მოწყობა შესაძლებელია გ------ მ--–----ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უძრავი ქონება მდებარე ბ---------ის რაიონი დაბა ბ---------ი, ს/კ 64.--.--.--- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ი-----–- დ---------–---–ის (პ/ნ 5----------) სახელზე;

 

3.1.2. უძრავი ქონება მდებარე ბ---------ის რაიონი დაბა ბ---------ი, ს/კ 64.--.--.--- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლ--–- შ--–--–---–ის (პ/ნ 0----------) სახელზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 04.09.2015წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- 17.01.2014წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ბ---------ის მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------ში ს/კ 64.--.--.--- რეგისტრირებული ი-----–- დ---------–---–ის მიწის ნაკვეთს არა აქვს კავშირი საჯარო გზასთან.

 

3.2.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 ოქტომბრის საინჟინრო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად:

ი-----–- დ---------–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთს (ს/კ 64.--.--.---) ჩრდილოეთის მხრიდან ესაზღვრება გ------ მ--–----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ 64.--.--.1--), ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოღობილია მავთულბადით, დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება გ------ მ--–----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ 64.--.--.6--), სამხრეთის მხრიდან ესაზღვრება მ----------ს მ-----------ს საკუთერბაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ 64.--.--.---), ხოლო აღმოსავლეთის მხრიდან ლ--–- შ--–--–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ 64.--.--.---).

 

3.2.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 ოქტომბრის საინჟინრო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად:

ა) ბ---------ის მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------ში ს/კ 64.--.--.--- რეგისტრირებულ ი-----–- დ---------–---–ის საკუთერბაში არსებულ მიწის ნაკვეთს ფაქტიური მდგომარეობით არა აქვს კავშირი საჯარო გზასთან.

ბ) ბ---------ის მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------ში ს/კ 64.--.--.--- რეგისტრირებულ ი-----–- დ---------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან დამაკავშირებელი გზის მოწყობა შესაძლებელია ისე, როგროც ეს მოცემულია დანართი N2-ზე, დანართი N3-ზე და დანართი N4-ზე.

 

1 ვარიანტით გზის მოწყობისას ექსპერტის მიერ გასასვლელის მოსაწყობად შესწავლილი იქნა ს/კ 64.--.--.--- რეგისტრირებული ი-----–- დ---------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ს/კ 64.--.--.1-- რეგისტრირებული გ------ მ--–----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამხრეთ ნაწილში და ს/კ 64.--.--.--- რეგისტრირებული ლ--–- შ--–--–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული დაურეგისტრირებელი ფართი.

 

დაურეგისტრირებელი ფართის სიგანე დასავლეთ ნაწილში შეადგენს 1.77 მ-ს, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში 2.40 მ-ს. სამშენებლო ნორმებით განსაზღვრული სიგანით 2.75 მეტრიანი გასასვლელის მოსაწყობად იმ შემთხვევაში თუ გზა მოეწყობა ს/კ 64.--.--.1-- გ------ მ--–----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მხარეს გასასვლელი ფართობი, რომელიც მოექცევა გ------ მ--–----ის საკუთრებაში შეადგენს 15.71 კვ.მ. (დანართი N3) ხოლო იმ შემთხვევაში თუ გასასვლელის (გზის) ნაწილი მოეწყობა ს/კ 64.--.--.--- რეგისტრირებული ლ--–- შ--–--–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მხარეს გასასვლელის (გზის) ფართობი, რომელიც მოექცევა ლ--–- შ--–--–---–ის საკუთრებაში შეადგენს 13.83 კვ.მ.-ს (დანართი N4).

 

2 ვარიანტით გზის მოწყობისას ექსპერტიზს მიერ გასასვლელის მოსაწყობად (გზის) შესწავლილი იქნა ს/კ 64.--.--.--- რეგისტრირებული ი-----–- დ---------–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილში არსებული არსებული დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის გავლით. მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრულია მავთულბადით. ამ ვარიანტით გზის მოწყობის შემთხვევაში გასასვლელი ცენტრალურ გზაზე გაივლის დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთს (დანართი N2). სასამართლოს სხომაზე ექსპერტმა დააზუსტა, რომ აღნიშნული დურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული თ----------–--–-–---–-ს საკუთებაში.

 

3 ვარიანტით გზის მოწყობა შესაძლეებლია ს/კ 64.--.--.--- რეგისტრირებული ი-----–- დ---------–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამხრეთი მხრიდან. ამ ვარიანტით გზის მოწყობის შემთხვევაში გასასვლელი (გზა) მოიცავს ს/კ 64.--.--.6-- რეგისტრირებულ ნ--- ბ-----ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს და ს/კ 64.--.--.6-- რეგისტრირებულ გ------ მ--–----ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (დანართი N2).

 

3.2.4. ლ--–- შ--–--–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 64.--.--.---) სამხრეთის მხრიდან არის დაურეგისტრირებელი ფართი. ჩრდილოეთის მხრიდან ი-----–- დ---------–---–ის მიწის ნაკვეთი ფარავს (გადმოწეულია) ლ--–- შ--–--–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე 4.98 მ-ით, ხოლო სამხრეთი მხრიდან ი-----–- დ---------–---–ის მიწის ნაკვეთი ფარავს (გადმოწეულია) ლ--–- შ--–--–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე 3.43 მ-ით. იმ შემთხვევაში თუ მოხდება ლ--–- შ--–--–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 64.--.--.---) ჩამოჩოჩება სამხრეთის მიმართულებით და მოხდება ი-----–- დ---------–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 64.--.--.---) საზღვრის ფაქტიური მონაცემების სარეგისტრაციო მონაცემებთან შესაბამისობაში მოყვანა, შესაძლებელი იქნება გასასვლელის (გზის) მოწყობა გამონთავისუფლებულ ტერიტორიაზე და მხარეები განთავისუფლებული იქნებიან სერვიტუტის ვალდებულებისაგან.

 

3.2.5. ამგეგმავ/ამზომველის დ-------------–--ის დასკვნის თანახმად, ი-----–- დ---------–---–ის მიწის ნაკვეთამდე ყველაზე ახლო მისასვლელი გზის მშენებლობა შესაძლებელია ცენტრალური გზიდან - ლ--–- შ--–--–---–ის საკუთრებაში არსებული ს/კ 64.--.--.--- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილობრივ გადაკვეთით. ი-----–- დ---------–---–ის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთამდე მისასვლელი გზის ოპტიმიზაციისათვის - ოთხი მეტრის სიგანის გზის მისაღებად საჭიროა მესაკუთრე ლ--–- შ--–--–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილობრივ გადაკვეთა, რადგან გზას მეორე კიდეს ჩაუდის დაბა ბ---------ის ერთერთი საკანალიზაციო და სადრენაჟე არხი, რომელის მხარესაც გზის გაფართოება შეუძლებელია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 ოქტომბრის საინჟინრო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა;

- დ-------------–--ის დასკვნა, სიტუაციური ნახაზები;

- ექსპერტ დ--------------–---ს ჩვენება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

3.2.6 ი-----–- დ---------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან კავშირის უზრუნველსაყოფად, გასასვლელის ყველაზე ოპტიალურ ვარიანტს წარმოადგენს, მოპასუხე ლ--–- შ--–--–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთის გავლით მისი მოწყობა.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა ამისა საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვე დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე უთითებს, რომ ი-----–- დ---------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოწყობა უნდა მოხდეს გ------ მ--–----ი საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გავლით და არა ლ--–- შ--–--–---–ის საუთრებაშ არსებული მიწის ნაკვეთის გავლით. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში ი-----–- დ---------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლ--–-დ გ------ მ--–----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 64.--.--.1--) გავლით აუცილებელი გზის მოწყობის შემთხვევაში გასავლელი გზის ფართობი, რომელიც მოექცევა გ------ მ--–----ის საკუთრებაში შეადგენს 15.71 კვმ., შესაბამისად აუციელბელი გზა იკავებს უფრო მიწის ნაკვეთის უფრო დიდ ნაწილს, ვიდრე ლ--–- შ--–--–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე გავლის შემთხვევაში (13.83კვ.მ.). გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ გ------ მ--–----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მხარეს ჩაედინება დაბა ბ---------ის ერთ-ერთი საკანალიზაციო და სადრენაჟე არხი. საქმეში წარმოდგენილი დ-------------–--ის დასკვნის თანახმად, მითითებულ მხარეს გზის გაფართოება შეუძლებელია, ხოლო ექსპერტის დ--------------–---ს განმარტებით, ღელეზე შესაძლებელია გზის მოწყობა, თუმცა გარკვეული ხარჯების გაწევა იქნება საჭირო. შესაბამისად, მოპასუხის მიერ მითითებული გზის გავლით ი-----–- დ---------–---–ის მიწის ნაკვეთამდე აუცილებელი გზის მოწყობა მიზანშეუწონელია.

 

ამდენად, ი-----–- დ---------–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთთან მისასვლ--–-დ გზის მოწყობის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს გასასვლელის (გზის) მოწყობა ლ--–- შ--–--–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გავლით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, აუცილებელი გზის დადგენის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, 115-ე, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 170-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების მართლზომიერად განხორციელება ნიშნავს სასამართლო დავაში მონაწილე პირთა უფლების თანაზომიერად დაცვას. დავის გადაწყვეტისას სამართლის ნორმათა შეფასებას ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის კანონით დაცული უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

აღნიშნული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მესაკუთრის უფლებები – ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, ნივთით ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა - შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მესაკუთრეს შეიძლება დაეკისროს მისი საკუთრებით სარგებლობის თმენის ვალდებულება.

 

სწორედ ასეთი თმენის ვალდებულებაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.

 

დასახელებული ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლება წარმოადგენს საკუთრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვის კანონისმიერ (არასახელშეკრულებო) უფლებას მეზობელი მესაკუთრის თანხმობის მიუხედავად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი-----–- დ---------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან. ი-----–- დ---------–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ სხვისი, მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთზე გამავალი გზის საშუალებით. დადგენილია, რომ მოსარჩელის ნაკვეთთან დაკავშირების ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი გულისხმობს მოპასუხე ლ--–- შ--–--–---–ის მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 64.--.--.---) შესაბამისი ფართით სარგებლობას.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ არ დადასტურდა იმ სახის გარემოება, რომელიც გვაფიქრებინებდა, რომ მოსარჩელემ თავისი მოქმედებით მოისპო უკვე არსებული გზით სარგებლობის შესაძლებლობა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–- დ---------–---–ს უნდა მიეცეს მისი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ განთავსებული, მოპასუხე ლ--–- შ--–--–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადაადგილების შესაძლებლობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენების უფლება საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად დგება იმ შემთხვევაში, თუ იგი იზოლირებულია საჯარო გზების, ელექტრო, ნავთობის, გაზის ან წყალმომარაგების ქსელისაგან და ასეთი კავშირი მხოლოდ მეზობელი უძრავი ქონების სარგებლობით არის შესაძლებელი. როგორც აღინიშნა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების საჯარო გზასთან დაკავშირება შეუძლებელია ისე, რომ არ მოხდეს მოპასუხე ლ--–- ო–--–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობა. ამდენად დადგენილი გარემოებების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე ვალდებულია, ითმინოს მოსარჩელის მიერ მისი კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობა. ასეთ პირობებში მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოეშობა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული თმენის ვალდებულება.

 

საქმეზე დადგენილი გარემოებები იძლევა სამოქალაქო კანონმდებლობის დასახელებული ნორმის შესაბამისად გათვალისწინებულ აუცილებელ გზის დადგენას, რადგან სახეზე გვაქვს მწვავე ობიექტური საჭიროება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჯეროვანი გამოყენება ვერ ხერხდება მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის გარეშე. ამდენად სასამართლო ასკვნის, რომ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით დადგენილი აუცილებელი გზის დადგენის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა.

 

როტგროც ზემოთ აღინიშნა, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია აუცილებელი გზის მოწყობის შესაძლებლობის ალტერნატიული გზა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, აღნიშნულზე სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ ალტერნატიული გზის გავლით, კერძოდ გ------ მ--–----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 64.--.--.1--) გავლით აუცილებელი გზის მოწყობის შემთხვევაში გასავლელი გზის ფართობი, რომელიც მოექცევა გ------ მ--–----ის საკუთრებაში შეადგენს 15.71 კვმ., შესაბამისად იკავებს უფრო დიდ ნაწილს, ვიდრე ლ--–- შ--–--–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე გავლის შემთხვევაში (13.83კვ.მ.). გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ გ------ მ--–----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მხარეს ჩაედინება დაბა ბ---------ის ერთ-ერთი საკანალიზაციო და სადრენაჟე არხი. საქმეში წარმოდგენილი დ-------------–--ის დასკვნის თანახმად, მითითებულ მხარეს გზის გაფართოება შეუძლებელია, ხოლო ექსპერტის დ--------------–---ს განმარტებით, ღელეზე შესაძლებელია გზის მოწყობა, თუმცა გარკვეული ხარჯების გაწევა იქნება საჭირო. შესაბამისად, მოპასუხის მიერ მითითებული გზის გავლით ი-----–- დ---------–---–ის მიწის ნაკვეთამდე აუცილებელი გზის მოწყობა მიზანშეუწონელია. ამასთან, სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ლ--–- შ--–--–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამხრეთის მხრიდან არის დაურეგისტრირებელი ფართი, მიწის ნაკვეთის სამხრეთს მიმართულებით ჩამოჩოჩების და ი-----–- დ---------–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრის ფაქტიური მონაცემების სარეგისტრაციო მონაცემებთან შესაბამისობაში მოყვანის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება გასასვლელის (გზის) მოწყობა გამონთავისუფლებულ ტერიტორიაზე.

 

ამდენად დადგენილია, რომ ი-----–- დ---------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან. ი-----–- დ---------–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ სხვისი, მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთზე გამავალი გზის საშუალებით. ამდენად, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი საჯარო გზასთან კავშირის უზრუნველსაყოფად წარმოადგენს სწორედ მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გავლით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელეს, სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი. სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე ლ--–- შ--–--–---–ს ი-----–- დ---------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ი-----–- დ---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს

 

2. ი-----–- დ---------–---–ს (პ/ნ 5----------), ბ---------ის რაიონი, დაბა ბ---------ში მდებარე ს/კ 64.--.--.--- მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის საჯარო გზასთან კავშირის მიზნით მიეცეს აუცილებელი გზის მოწყობის და სარგებლობის უფლება, მოპასუხე ლ--–- შ--–--–---–ი (პ/ნ 0-----------) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ბ---------ის რაიონი, დაბა ბ---------ი, ს/კ 64.--.--.---, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2018 წლის 30 ოქტომბრის ექსპერტიზის N5--------- დასკვნის, დანართი N4-ში მითითებული გზის შესაბამისად.

 

3. მოპასუხე ლ--–- შ--–--–---–ს ი-----–- დ---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის - გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი