განაჩენი

სისხლის სამართლის 22.02.2019
საქმის ნომერი
820100118002749366
დავის ტიპი
151 , 126 1
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820100118002749366

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

 

საქმის N 1-327/2018 წ.

 

22 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ქართველიშვილი

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი რ----------–----ე

 

დაცვის მხარე - ადვოკატი ი-----–-----–--ე

 

ბრალდებული - მ-----------–--ე (დაბადებული 1--------- წელს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ზ---------ე).

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 28 დეკემბრამდე რედაქცია) - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის ივლისის დასაწყისიდან 2018 წლის 25 ოქტომბრამდე ეპიზოდი).

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 28 დეკემბრამდე რედაქცია) - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი).

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის ივლისის თვის დასაწყისიდან 2018 წლის 25 ოქტომბრამდე ჩათვლით პერიოდში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ე----–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მ-----------–--ე, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს მეუღლეს ნ-------------ეს, რაც იწვევდა დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ-----------–--ემ 2018 წლის ივლისის თვის დასაწყისში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ე----–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, მისივე ოჯახის წევრ მეუღლეს ნ-------------ეს ეგრეთწოდებული მაშის სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებითა და შვილს ე-–--------–--ეს თავის არეში ხელის დარტყმითა და ჭიქის ფეხის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ნ-------------ისათვის და ე-–--------–--ისათვის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ-----------–--ემ 2018 წლის 20 ოქტომბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ე----–ი მდებარე საცხოვრებელი სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კომფლიქტისას, მისივე ოჯახის წევრ მეუღლეს ნ-------------ეს ყელის არეშინ ხელების მოჭერითა და ხელის სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ-----------–--ე 2018 წლის 25 ოქტომბერს დაახლოებით 14:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ე----–ი მდებარე საცხოვრებელი სახლში, მის მიერ საოჯახო ნივთებისა და ე-–--------–--ის ტანისამოსის განზრახ დაზიანებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტისას, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს შვილს ე-–--------–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი).

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბრალდებულმა მ-----------–--ემ, სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტო-ცხრილით, ე-------------ის, ნ-------------ის, ე-–--------–--ის, დ--------------–--ის, ა-------------ის გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტო-ცხრილით, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, დაკავების ოქმი, ნ-------------ის და ე-–--------–--ის განცხადებები, ნივთმტკიცებები.

 

ამრიგად, უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა მ-----------–--ემ ოჯახის წევრის მეუღლის ნ-------------ის მიმართ განახორციელა სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ასევე ოჯახის წევრის მეუღლის ნ-------------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ასევე ოჯახის წევრის მეუღლის ნ-------------ის და შვილის ე-–--------–--ის მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ასევე ოჯახის წევრის შვილის ე-–-------------ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც ე-–-------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა მ-----------–--ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახში ძალადობით, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფით და დამცირებით, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ბრალდებულმა მ-----------–--ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახში ძალადობით, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ბრალდებულმა მ-----------–--ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით- ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფით და დამცირებით, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

 

ბრალდებულმა მ-----------–--ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ოჯახში თანასწორუფლებიანობას და მშვიდ თანაცხოვრებას, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ქმედების განმსაზღვრელი მოტივი იყო პირადი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ოჯახის წევრებისადმი და მოქალქეობრივი მოვალეობებისადმი ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით საკუთარი უპირატესობის წარმოჩენა, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა ოჯახში და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, ისეთი ფორმებით, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ წესებს ეწინააღმდეგება, რაც დასაგმობია, რადგანაც სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ცალკეულმა პირებმა თავის თავზე აიღონ სხვა პირის დასჯა და ანგარიშსწორება, ვინაიდან უგულებელყოფილი იქნება კანონის უზენაესობა.

 

სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულთა ერთობლიობა, რომლებიც ჩადენილი იქნა სიმთვრალეში. ამავე დროს მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაზარალებულებს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ და შერიგდნენ. საგულისხმოა, რომ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის და მ-----------–--ის განთავისუფლების შემდეგ მას რაიმე დარღვევა არ ჩაუდენია, მ-----------–--ე არაა ნასამართლევი, აღიარა და ინანიებს ჩადენილს, რაც მიუთითებს, რომ მან გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის სახედ პირობით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რომლის ზომა ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში საშუალო ზომით.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენის დროს მ-----------–--ე არ იყო ნასამართლევი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით შთანთქმის წესით.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

მ-----------–--ის მიმართ უნდა გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება გირაო. ვინაიდან სასამართლოში არაა წარმოდგენილი ინფორმაცია მ-----------–--ემ უზრუნველყო თუ არა გირაო ფულადი თანხით ან უძრავი ქონებით სასამართლო ვერ იმსჯელებს ამ საკითხზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - ნივთმტკიცების სახით არსებული ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს – ნადგურდება;

 

შესაბამისად ნივთმტკიცება თეფშის ნატეხები უნდა განადგურდეს, ხოლო თეფში და ე-–--------–--ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ-----------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივლისიდან 2018 წლის 25 ოქტომბრამდე ეპიზოდი, 2018 წლის 28 დეკემბრამდე რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მ-----------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი, 2018 წლის 28 დეკემბრამდე რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მ-----------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

მ-----------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ-----------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

მ-----------–--ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო, 2018 წლის 27 ოქტომბრიდან 2018 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით.

 

გაუქმდეს მ-----------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო.

 

მ-----------–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთმტკიცება თეფშის ნატეხები განადგურდეს, ხოლო თეფში და ე-–--------–--ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის კანონიერი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი