გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
3-----------------
საქმე №2/2-----18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 თებერვალი 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე შპს “მი--------------------ი”
წარმომადგენელი ნო------------–--ე
მოპასუხეები და------------ი, გრ-----–-------–---–ი, ზუ-------------ი
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს და------------ს, გრ-----–-------–---–ს და ზუ-------------ს შპს “მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 22 ოქტომბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის 2522 აშშ დოლარის და სარგებლის 396.79 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. მოპასუხეებს და------------ს, გრ-----–-------–---–ს და ზუ-------------ს შპს “მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარგებელი მიუღებელი შემოსავლის სახით - 403.52 აშშ დოლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე და------------მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
2.2. მოპასუხეებს გრ-----–-------–---–ს და ზუ-------------ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავ-- ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 22 ოქტომბერს და------------ს და შპს „მი--------------------ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება #TL---------.
სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი ვ--ლ-------, სანომრე ნიშანი O------, გამოშვების წელი 2---, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა A--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება; (ს.ფ 17-22)
3.1.2. 2016 წლის 22 ოქტომბრის #TL--------- შეთანხმებით, მსესხებელს სესხის სახით გადაეცა 3466 აშშ დოლარი ყოველთვიურად 4%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხის დაბრუნება და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა უზრუნველეყო 12 თვის განმავლობაში იმდაგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება; (ს.ფ 17-22)
- 2016 წლის 22 ოქტომბრის #TL--------- შეთანხმება (ს.ფ. 23)
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ 24)
3.1.3. 2016 წლის 22 ოქტომბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად შპს „მი--------------------ს“, გრ-----–-------–---–ს და ზუ-------------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე, იმგვარად, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავდებებმა უზრუნველყონ კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულება.
ამავე შეთანხმებებით, თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 10500 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილობითი განცხადებები სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ 27;30)
- სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები (ს.ფ 25-26; 28-29)
3.1.4. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით განსაზღვრული ფულადი ვალდებულების შესრულება. 2017 წლის 13 მარტს და------------ს გაეგზავნა შეტყობინება და გაფრთხილება, დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის ან/და გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე.
მოპასუხეს გზავნილი არ ჩაბარებია, თუმცა 2017 წლის 15 მარტს ზემოაღნიშნულის შესახებ ეცნობა საჯარო გამოქვეყნების გზით გაზეთ „ს----------------–-“ .
3.1.5. 2017 წლის 28 მარტს მსესხებელს გაეგზავნა დამატებითი შეტყობინება/შეთავაზება ავტომობილის მაქსიმალურად მაღალ ფასად გაყიდვის მიზნით გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად. მოპასუხეს წერილის შინაარსი ასევე გაეგზავნა ელექტრონული ფორმით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილობითი შეტყობინებები (ს.ფ 39-40;)
- გაზეთი „ს----------------“ (ს.ფ 50-51)
- ელექტრონული შეტყობინება (ს.ფ 52)
3.1.6. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიშის მიხედვით, შესაფასებელი ობიექტის (ვ--ლ-------, სანომრე ნიშანი O------, გამოშვების წელი 2---, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა A--------) საბაზრო ღირებულება დასკვნაში დასახელებული ფაქტების გათვალისწინებით, 2017 წლის 14 მარტის მდგომარეობით დამრგვალებით შეადგენს 3000 ლარს, ხოლო ლიკვიდური ფასია 2500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ავტომანქანის შეფასების აქტი (ს.ფ 32-37)
3.1.7. 2017 წლის 25 ივნისს მოსარჩელემ მოახდინა გირავნობის საგნის რეალიზაცია 2894 ლარად, რომლის გაქვითვაც განხორციელდა შემდეგნაირად: 154 აშშ დოლარი არის სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო, 571 აშშ დოლარით სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი, ხოლო 475 აშშ დოლარით შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 31)
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
3.1.8. დადგენილია, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდგომ შემცირებული დავალიანება შეადგენს სესხის ძირითად თანხას - 2522 აშშ დოლარს და სარგებელს 396.79 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება; (ს.ფ 17-22)
- 2016 წლის 22 ოქტომბრის #TL--------- შეთანხმება (ს.ფ. 23)
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავ-- ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავ--დ არ დაუსახელებიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიიჩნია, რომ შპს “მი--------------------ის” სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 411-ე, 412-ე, 623-ე, 625-ე, 895-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვ--ს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია, რომ 2016 წლის 22 ოქტომბერს და------------ს და შპს „მი--------------------ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება #TL---------, რომლის საფუძველზეც 2016 წლის 22 ოქტომბერს გაცემული საკრედიტო შეთანხმებით, 4%-იანი სარგებლის დარიცხვით მსესხებელზე გაიცა სესხი 3466 აშშ დოლარი. მოპასუხეს სესხი უნდა გადაეხადა 12 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და სარგებელს შეთანხმებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
2016 წლის 22 ოქტომბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად შპს „მი--------------------ს“, გრ-----–-------–---–ს და ზუ-------------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე, იმგვარად, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავდებებმა უზრუნველყონ კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულება. ამავე შეთანხმებებით, თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 10500 აშშ დოლარით.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, რომ 2017 წლის 25 ივნისს მოსარჩელემ მოახდინა გირავნობის საგნის რეალიზაცია 2894 ლარად, რომლის გაქვითვაც განხორციელდა შემდეგნაირად: 154 აშშ დოლარი არის სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო, 571 აშშ დოლარით სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი, ხოლო 475 აშშ დოლარით შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეთა მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რის გამოც გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდგომ შემცირებული დავალიანება შეადგენს სესხის ძირითად თანხას - 2522 აშშ დოლარს და სარგებელს 396.79 აშშ დოლარს.
შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისთვის სესხის ძირითადი ნაწილის დავალიანების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხეებს და------------ს, გრ-----–-------–---–ს და ზუ-------------ს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარგებელი მიუღებელი შემოსავლის სახით - 403.52 აშშ დოლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვ--ს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.
მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
წარმოდგენილ შემთხვევაში ხელშეკრულებით დადგენილ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საკრედიტო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი) რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორინტირებული.
ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს, მით უფრო როდესაც საკითხი ეხება საკრედიტო დაწესებულებას, რომლის საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა.
განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს აღნიშნულ ნაწილშიც და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარგებელი მიუღებელი შემოსავლის სახით - 403.52 აშშ დოლარი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. დადგენილია, რომ 2016 წლის 22 ოქტომბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ. ამდენად სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილიც დასაბუთებულია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 249.04 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვ--კატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. შესაბამისად, მოპასუხეებს ასევე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა - 100 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „მი--------------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხეებს და------------ს, გრ-----–-------–---–ს და ზუ-------------ს შპს “მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 22 ოქტომბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 2522 აშშ დოლარის და სარგებლის - 396.79 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. მოპასუხეებს და------------ს, გრ-----–-------–---–ს და ზუ-------------ს შპს “მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარგებელი მიუღებელი შემოსავლის სახით - 403.52 აშშ დოლარის ოდენობით.
2. მოპასუხეებს და------------ს, გრ-----–-------–---–ს და ზუ-------------ს შპს “მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 249.04 ლარის და მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გაწეული ხარჯის - 100 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი