განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2019
საქმის ნომერი
330100118002494057
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

(0-----------)

თბილისის საქალაქო

სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ - ნ--------------–ის,ადვოკატ - ი------------–--ის

მონაწილეობით,ბრალდებულ ვ-–-------- შ---------ის მონაწილეობის გარეშე, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქმე ვ-–-------- გ-------ს ძე შ---------ის (პ/ნ 2---------8) - დაბადებულის 1----–-–----------------–-, მცხოვრების მისამართზე: კ----------------------------- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ვ-–-------- შ---------ის ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ესე იგი სისტემური შეურაცყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

ვ-–-------- შ---------ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა შ-----------–-------ნთან და ცხოვრობდა მასთან და მათ საერთო მცირეწლოვან შვილთან ანი ქ--–-----იანთან ერთად. ქ, თბილისი ე-----–---–---–-ს ქ---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. თანაცხოვრების უკანასკნელი ოთხი თვის მანძილზე, ვ-–-------- შ---------ი სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ შ-----------–-------ნს, აგინებდა დედის მისამართით და უწოდებდა „ქუჩის ქალს “. შეურაცყოფის მიყენების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე, შ-----------–-------ნი განიცდიდა ტანჯვას.

2018 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათზე ქ, თბილისი ე-----–---–---–-ს ქ---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ-–-------- შ---------იმ სცემა შ------ა ქ--–-----იანი, ხელი დაარტყა სახისა და თავის არეში, რა დროსაც შ-----------–-------ნმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ვ-–-------- შ---------ის ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ესე იგი სისტემური შეურაცყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 20 თებერვალს დაახლოებით 16:00 საათზე ქ, თბილისი ე-----–---–---–-ს ქ---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ-–-------- შ---------იმ სცემა შ------ა ქ--–-----იანი, ხელი დაარტყა სახისა და თავის არეში, რის შემდგომაც ხელით ძლიერად უბიძგა და დააჯახა მაგიდას რა დროს შ-----------–-------ნმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ვ-–-------- შ---------ის ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ესე იგი სისტემური შეურაცყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 07 მაისს , დაახლოებით 00:30 საათზე ქ, თბილისი ე-----–---–---–-ს ქ---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ვ-–-------- შ---------იმ სცემა შ------ა ქ--–-----იანი, კერძოდ, გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა სახის არეში და ერთხელ კეფის არეში, რის შემდგომაც შეეცადა შ-----------–-------ნისთვის ყელის არეში ხელის მოჭერა და ამ უკანასკნელის მიერ თავის გათავისუფლების მცდელობისას, კვლავ დაარტყა ხელი კეფის არეში. მიყენებული ფიზიკური შეურაცყოფის შედეგად შ-----------–-------ნმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ვ-–-------- შ---------ის ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 28 აპრილს, ღამის საათებში ქ. თბილისი, ს---–----–--–--------------- - ში მდებარე შპს „ა-------------“ სამშენებლო ობიექტზე არსებულ საწყობში, უკანონოდ შეაღწია ვ-–-------- შ---------იმ და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა შპს „ ა-------------“ კუთვნილ 610 ლარად ღირებულ BOCSH-ის ფირმის 1 ცალ პერფერატორს, 1 ცალ ბურღთან ერთად და ვ----------–--ის კუთვნილ 88 ლარად ღირებულ “STERN”- ის ფირმის 1 ცალ პერფორატორს 2 ცალ სატეხთან ერთად, ასევე ვ-–-------- შ--------იმ უკანონოდ შეაღწია იმავე მისამართზე , ზემოაღნიშნული საწყობის გვერდით განთავსებულ საწყობში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა შპს „ ა-------------“ კუთვნილ 143 ღირებულ “BOCSH” – ის ფირმის 1 ცალ პერფერატორს, 1 ცალ სატეხთან ერთად. ვ-–-------- შ--------ის ქმედების შედეგად შპს „ ა------------“ მიადგა 752 ( შვიდას ორმოცდაცამეტი) ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ვ-–-------- შ---------იმ ჩაიდინა საქართველოს 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით, ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილ ბრალდებაში ვ-–-------- შ---------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.

ვ-–-------- შ---------ის საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია, ვინაიდან 2018 წლის 02 ივლისის სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის N---------- დასკვნის თანახმად, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მას არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში.

დაზარალებულმა შ-----------–-------ნმა სასამართლოს მოახსენა, რომ ვ-–-------- შ---------ის იცნობს ექვსი წელია და მასთან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ჰყავთ საერთო შვილი. ვ-–-------- შ---------ის პერიოდულად ჰქონდა ფსიქიკური აშლილობები, რამოდენიმეჯერ გადაიჭრა ვენები, რის გამოც შ-----------–-------ნს უწევდა სტრესის გადატანა. მიუხედავად დაზარალებულის არაერთგზის თხოვნისა, რომ ვ-–-------- შ---------ის მიემართა სამკურნალო დაწესებულებისათვის ის არ თანხმდებოდა,ექიმის მიერ დანიშნული წამლების მიღებაზეც უარს აცხადებდა და სისტემატურად ეჩხუბებოდა.

დაზარალებულის განმარტებით 2018 წლის 10 იანვარს ვ-–-------- შ---------იმ კვლავ მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

მოწმე რ-----------–--------მა სასამართლოს მოახსენა, რომ ვ-–-------- შ---------ი 5 წელია რაც მისი შვილის მეუღლეა. როდესაც მასთან მიდიოდნენ სტუმრად ხშირად ჩხუბობდნენ. 2018 წლის 07 მაისს მოწმეს დაურეკა თავისმა შვილმა და უთხრა რომ ვ-–-------- შ---------იმ ის ცემა რის გამოც ტუჩი ჰქონდა გახეთქილი.

მოწმე გ------- მ---------ემ სასამართლოს მოახსენა რომ კომპანია „აქსისში“ მუშაობს დაახლებით 8 წელია და მის მოვალეობაში შედის სამშენებლო ობიექტების კონტროლი. 2018 წლის 28 აპრილს მას შეატყბონეს, რომ თბილისში ც--–------------- მდებარე ორი საწყობის საკეტი იყო გატეხილი, ერთი საწყობიდან დაკარგული იყო ორი ცალი პატარა ზომის „ბოშის“ ფირმის „პერფორატორი“, „შტერნის“ ფირმის „პერფორატორი“ და მეორე საწყობიდან კი დაკარგული იყო დიდი ზომის „პერფერატორი“.

მოწმე ვ----------–---მ სასამართლოს მოახსენა, რომ 2017 წლის 27 აპრილის მდგომარეობით მუშაობდა კომპანია „ა------ში“ და იმ დღეს მოუწია სამსახურში გვიანობამდე დარჩენა და გათავისუფლდა 20:00 საათზე. 2018 წლის 28 აპრილს დილით როდესაც დაბრუნდა თბილისში, ც--–---------------ში მდებარე საწყობის კარზე საკეტი იყო გატეხილი, საიდანაც დაკარგული იყო ორი ცალი პატარა ზომის „პერფორატორი“, ამათგან ერთი იყო თავისი, „შტერნის“ ფირმის, ხოლო მეორე მუშების. მან ასევე გაიგო, რომ გატეხილი იყო იქვე გვერდზე მდებარე მეორე საწყობიც, საიდანაც ასევე დაკარგული იყო დიდი ზომის „პერფორატორი“.

მოწმე შ--–------–-----–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ აქვს ექსპერტად მუშაობის 10 წლიანი სტაჟი, მის მიერ ჩატარებული იქნა სასაქონლო ექსპერტიზა, მან სასამართლო სხდომაზე დაადასტურა 2018 წლის 15 მაისის სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნის სისწორე.

მოწმე ვ--------–----–---–---მა სასამართლოს მოახსენა, რომ ვ-–-------- შ---------ის ბოლო ექსპერტიზა იყო ამბოლატორიული, მან სასამართლო სხდომაზედაადასტურა 2018 წლის 02 ივლისის სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის N---------- დასკვნის სისწორე.

მოწმე გ----------------მა სასამართლოს მოახსენა, რომ მუშაობს საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–------------------–-----------------–---–-------------------------–-- თანამდებობაზე. 2018 წლის 07 მაისს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიიღო ინფორმაცია, რომ თბილისში, ბ-–---–---–-- ქ---------ში ვ-–-------- შ---------იმ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, შ-----------–-------ნს, აღნიშნულის შესახებ მან პატაკით აცნობა მის ხელმძღვანელს.

მოწმე მ-------–----------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ მუშაობს საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–------------------–-----------------–---–-. 2018 წლის 07 მაისს განყოფილებაში მივიდა შ-----------–-------ნი, რომელმაც განუცხადა მას რომ მისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გ----------------მა მიიღო ინფრომაცია, რომ ვ-–-------- შ---------ი აპირებდა ქალაქიდან გასვლას. მ-------–----------–-–---–ისა და მისი თანამშრომლის მიერ დაკავებული იქნა ვ-–-------- შ---------ი, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა.

მოწმე ლ-------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 02 მაისის მდგომარეობით მუშაობდა ე------------------–------ თანამდებობაზე. სასამართლო სხდომაზე მან დაადასტურა 2018 წლის 02 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე.

მოწმე ი-----–---------–---–-ა სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 28 აპრილის მდგომარეობით მუშაობდა ტ-------------–-დ, რა დროსაც ის თბილისში, დიდუბეში, სამთო ქიმიის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა მისთვის უცნობმა მგზავრმა და სთხოვა დახმარება ტვირთის გადაზიდვაში, ვინაიდან მგზავრს არ ჰქონდა თახნა მას შესთავაზა ე.წ „დრელი“, რამოდენიმე დღის შემდეგ გამომძიებლისაგან გაიგო რომ ეს პიროვნება იყო დაკავებული. გამომძიებლის მიერ ი-----–---------–---–ის სახლიდან ამოღებული იქნა აღნიშნული „დრელი“, რაზეც შედგა სათანადო ოქმი.

მოწმე გ------- პ----–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 02 მაისის მდგომარეობით მუშაობდა შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–-------------------–---–- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან დაადასტურა თავისი შედგენილი ინფორმაციული პატაკის სისწორე.

მოწმე გ-------–---–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2015 წლიდან მუშაობს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–-------------------–---–-------------–-- თანამდებობაზე მან სასამართლო სხდომაზე დაადასტურა 2018 წლის 03 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე.

მოწმე თ----------------–---–-ა სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 02 მაისის მდგომარეობით მუშაობდა შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–-------------------–---–-------------–-- თანამდებობაზე მან სასამართლო სხდომაზე დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე.

მოწმე ა---------–--------მ სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 29 აპრილის მდგომარეობით მუშაობდა თბილისში ქ-------------------------ში მდებარე სახელოსნოში, რა დროსაც ვ-–-------- შ---------იმ მასთან მიიტანა პერფორატორები შესანახად. რამოდენიმე დღის შემდეგ ვ-–-------- შიმანოვკი მასთან მივიდა პოლიციელებთან ერთად, რომლებმაც ამოიღეს აღნიშნული პერფორატორები და დალუქეს.

მოწმე აგ--–----------–-- სასამართლოს მოახსენა, რომ დაახლეიბით ორი წელია იცნობს ვ-–-------- შ---------ის. 2018 წლის 29 აპრილის, დილით მასთან მივიდა ვ-–-------- შ---------ი და მიიტანა პერფორატორი, რომლის გაყიდვაც მას სურდა და დატოვა მოწმესთან. აღნიშნული პერფორატორი მეორე დღეს ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა, რაზეც შეადგინეს შესაბამისი ოქმი.

მოწმე ლ-–---------–---მ სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 28 აპრილის მდგომარეობით მუშაობდა ტ-------------–-დ, დაახლოებით 04:00-05:00 საათისთვის ვეფხვი და მოყმის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ის გააჩერა მისთვის უცნობმა პიროვნებამ და სთხოვა სამი ცალი პერფორატორის გადატანა ჯერ ლომბარდთან, ხოლო შემდეგ ავტოსადგურ „ოკრიბას“, ტეროტორიაზე, სადაც მისთვის უცნობმა მგზავრმა აღნიშნული პერფორატორები ჩააწყო თეთრი ფერის სამარშუტო ტაქსში და მოწმეს გადაუხადა მგზავრობის საფასური.

2018 წლის 29 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ შ-----------–-------ნს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ზედა ტუჩის მიდამოში ნაჭდევის და სისხლჩაქცევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.(ტ 1 ს.ფ 71-73)

2018 წლის 15 მაისის სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნით დასტურდება, რომ პერფორატორის „STERN RH26E” და ორი ცალი სატეხის საბაზრო ღირებულება მათი ექსპლოასტაციაში ყოფნისა და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს 88.00 (ოთხმოცდარვა) ლარს, პერფორატორის „BOSH GBH8-45D“ და ერთი ცალი ბურღის - 610 (ექვსას ათ) ლარს, ხოლო პერფორატორი „BOSH GBH2-24DFR“ და ერთი ცალი სატეხის - 143 (ასორმოცდასამი) ლარი (ტ 2 სფ 84)

2018 წლის 03 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას ბრალდებულმა ვ-–-------- შ---------იმ მიუთითა დანაშაულის ჩადენის ადგილის შესახებ, ასევე მან მიუთითა იმ ადგილზე, სადაც შეინახა ც--–------------- მდებარე საწყობიდან მოპარული ნივთები (ტომი 2, ს.ფ. 110-122).

2018 წლის 02 ივლისის სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის N---------- დასკვნით დასტურდება, რომ ვ-–-------- შ---------ის აღენიშნება ემოციურად არამდგრადი პერსონალური აშლილობა (კოდი F 60.3 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იგი ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა ემოციურად არამდგრადი პერსონალური აშლილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა) შემდგომში მას განუვითარდა ამჟამადაც უგრძელდება ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა (კოდიF 60.3 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), დეკომპესაციის მდგომარება. ამჟამად, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მას არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ამჟამად იგი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი მან უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში გამოჯანმრთელებამდე (არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული კრიტერიუმების ამოწურვამდე) აღნიშნული რეკომენდირებულია ჩატარდეს „აკადემიკოს ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში” (ხონი-ქუტირი), რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ვ--------–----–---–---ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვ-–-------- შ---------ის მიმართ საქართველოს სსკ 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ წარდგენილი ბრალდებები არის დასაბუთებული, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული ვ-–-------- შ---------ი ზემოაღნიშნული მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

სასამართლო სარწმუნოდ და საფუძვლიანად მიიჩნევს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენებებით, გამოკვლეული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2018 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათზე ქ, თბილისი ე-----–---–---–-ს ქ---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ვ-–-------- შ---------იმ სცემა შ------ა ქ--–-----იანი, ხელები დაარტყა სახისა და თავის არეში, რა დროსაც შ-----------–-------ნმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 20 თებერვალს დაახლოებით 16:00 საათზე ქ, თბილისი ე-----–---–---–-ს ქ---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ვ-–-------- შ---------იმ სცემა შ------ა ქ--–-----იანი, ხელები დაარტყა სახისა და თავის არეში, რის შემდგომაც ხელით ძლიერად უბიძგა და დააჯახა მაგიდას რა დროს შ-----------–-------ნმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 07 მაისს , დაახლოებით 00:30 საათზე ქ, თბილისი ე-----–---–---–-ს ქ---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ვ-–-------- შ---------იმ სცემა შ------ა ქ--–-----იანი, კერძოდ, გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა სახის არეში და ერთხელ კეფის კეფის არეში, რის შემდგომაც შეეცადა შ-----------–-------ნისთვის ყელის არეში ხელის მოჭერა და ამ უკანასკნელის მიერ თავის გათავისუფლების მცდელობისას, კვლავ დაარტყა ხელი კეფის არეში. მიყენებული ფიზიკური შეურაცყოფის შედეგად შ-----------–-------ნმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 28 აპრილს, ღამის საათებში ქ. თბილისი, ს---–----–--–--------------- - ში მდებარე შპს „ა-------------“ სამშენებლო ობიექტზე არსებულ საწყობში, უკანონოდ შეაღწია ვ-–-------- შ---------იმ და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა შპს „ ა-------------“ კუთვნილ 610 ლარად ღირებულ BOCSH-ის ფირმის 1 ცალ პერფერატორს, 1 ცალ ბურღთან ერთად და ვ----------–--ის კუთვნილ 88 ლარად ღირებულ “STERN”- ის ფირმის 1 ცალ პერფერატორს 2 ცალ სატეხთან ერთად, ასევე ვ-–-------- შ--------ის უკანონოდ შეაღწია იმავე მისამართზე , ზემოაღნიშნული საწყობის გვერდით განთავსებულ საწყობში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა შპს „ა-------------“ კუთვნილ 143 ღირებულ “BOCSH” – ის ფირმის 1 ცალ პერფერატორს, 1 ცალ სატეხთან ერთად. ვ-–-------- შ--------ის ქმედების შედეგად შპს „ ა------------“ მიადგა 752 ( შვიდას ორმოცდაცამეტი) ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლო სხდომებზე აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა გამოკვლევისას უტყუარად დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ვ-–-------- შ---------ის მიერ ბრალად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების ვ----------–--ის, გ------- მ---------ისა და სხვა მოწმეთა ჩვენებებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით და ექსპერტიზის დასკვნებით), სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ-–-------- შ---------იმ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემური შეურაცყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი) ასევე მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, (დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით), და სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მას მსჯავრი.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვ-–-------- შ---------იმ გამოძიების ეტაპზე აღიარა ჩადენილი ქმედება (მისთვის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაასახელა ის ადგილი სადაც ინახავდა მოპარულ ნივთებს. სასამართლო ესევე ითვალისწინებს ვ-–-------- შ--------ის ფსიქიკურ მდგომარეობას. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები ვ-–-------- შ---------ის არ გააჩნია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ-–-------- შ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.

ვ-–-------- შ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.

ვ-–-------- შ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

ვ-–-------- შ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი. საბოლოოდ, ვ-–-------- შ---------ის დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

ვ-–-------- შ---------ი სასჯელის მოსახდელად გამოჯანმრთელებამდე მოთავსებულ იქნეს „აკადემიკოს ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში” (ხონი-ქუტირი), რის შემდეგაც სასჯელის მოხდა გაუგრძელდეს საერთო წესით.

ვ-–-------- შ---------ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 07 მაისიდან.

გაუქმდეს ვ-–-------- შ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ორი ცალი „ბოშის“ ფირმის პერფორატორი, ერთი ცალი „შტერნის“ ფირმის პერფორატორი და ოთხი ცალი ბურღი, ლურჯი ფერის ყუთან ერთად, რომელიც ინახება შსს გ-–-----------–--------------------–--------–-–-------- განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე

ლ. ორკოდაშვილი