განაჩენი

სისხლის სამართლის 04.12.2018
საქმის ნომერი
330100115001077597
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - გიორგი დარახველიძე

სხდომის მდივანი - ქეთევან ხელაძე,სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნა-------------–ი,დაცვის მხარე:

 

ადვოკატები - მა----------–---–ი, ქე------------ე, ილ-----–--–-–---–ი, პა-----------–--ე

 

ბრალდებული - რი------–--ე დაბადებული 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ.თბილისი, თ-------------------------------------–---------------------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (2015 წლის 23 ივლისის ეპიზოდი)

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (2015 წლის 25 ივლისის ეპიზოდი)

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

რი------–--ემ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს. 2015 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ჭ------–------------ შესახვევში, რი------–--ემ ლი-------–-–---–ს აშკარად გასტაცა მისი კუთვნილი 1000 ლარად ღირებული KINGLEON N--- მოდელის მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ქმედებით ლი-------–-–---–ს მიადგა 1000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2015 წლის 25 ივლისს ღამის საათებში თბილისში გ-------–---–-------------- მდებარე სუპერმარკეტ ,,ნ-----–-“ რი------–--ემ ლი-------–-–---–ს ყელიდან ჩამოგლიჯა და აშკარად გასტაცა ოქროს ჯაჭვი მასზე ჩამოკიდებული ოქროს ჯვარით, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ქმედებით ლი-------–-–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი 1500 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რი------–--ემ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს. 2015 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ჭ------–------------ შესახვევში, რი------–--ემ ლი-------–-–---–ს აშკარად გასტაცა მისი კუთვნილი KINGLEON N--- მოდელის მობილური ტელეფონი, რომლის ღირებულება სასაქონლო ექსპერტიზის N1----- დასკვნის თანახმად შეადგენს 50 ლარს, აღნიშნულის შემდეგ რი------–--ე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ ქმედებით ლი-------–-–---–ს მიადგა 50 ლარის ზიანი. ამდენად, როგორც გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება მობილური ტელეფონის (KINGLEON N---) საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნისა და ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ. ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით კი უტყუარად დასტურდება, რომ რი------–--ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად დაზარალებულ ლი-------–-–---–ისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანი არ აღემატება 150 ლარს და იგი შეადგენს 50 (ორმოცდაათ) ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდებულის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2015 წლის 23 ივლისის ეპიზოდი).

 

2015 წლის 25 ივლისს ღამის საათებში თბილისში გ-------–---–-------------- მდებარე სუპერმარკეტ ,,ნ-----–-“ რი------–--ემ ლი-------–-–---–ს ყელიდან ჩამოგლიჯა და აშკარად გასტაცა ოქროს ჯაჭვი მასზე ჩამოკიდებული ოქროს ჯვარით, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ოქროს ჯაჭვის და ჯვარის ღირებულება ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად შეადგენს 670 ლარს, რითიც ლი-------–-–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი 670 ლარის ოდენობით.

 

სამართლებრივი აღწერა, შეფასება:

 

ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით (2015 წლის 23 ივლისის ეპიზოდი).

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლი-------–-–---–მა განმარტა, რომ მასსა და რი------–--ეს შორის იყო კონფლიქტური სიტუაცია, მას ხშირად თავს ესხმოდა რი------–--ე და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2015 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 23:40 საათზე, მან ა/მანქანა გააჩერა ჭ------–------------ შესახვევში, როდესაც უნდა გადასულიყო ა/მანქანიდან, მას თავს დაესხა რი------–--ე, რომელმაც ხელიდან გასტაცა მობილური ტელეფონი, შემდეგ კი გაიქცა გზის მიმართულებით, სადაც ელოდებოდა მისი შვილი გი----------–--ე ა/მანქანით. მას მობილური ტელეფონი მისმა შვილმა აჩუქა, რომელმაც საზღვარგარეთ შეიძინა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე თე-----------მ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე. მან ასევე განაცხადა, რომ ბრალდებულმა რი------–--ემ წარუდგინა დაზარალებულ ლი-------–-–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, რი------–--ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა რი------–--ის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი თეთრი ფერის მობილური ტელეფონი, უკანა მხარეს თეთრი ფერისვე ტყავის საფარით, წარწერების გარეშე. ვიზუალურად მობილურ ტელეფონს არ აღენიშნება არანაირი დაზიანების კვალი.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, ლი-------–-–---–ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი მობილური ტელეფონის ღია ფერის ყუთი, რომელსაც გარედან აქვს ტელეფონის სურათი, წარწერით: SM-------------3, ხოლო ყუთის ძირზე ასახულია წარწერა: KINGLEON N---, იმეი კოდები: 3-------------------------------, რომელშიც დევს 1 ცალი ტელეფონის ე.წ. ,,ელემენტი“ და ტელეფონის პასპორტი უცხოურ ენაზე დაწერილი.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ლი-------–-–---–ის მონაწილეობით გახსნილი იქნა პაკეტი და დათვალიერებული იქნა პაკეტში მოთავსებული თეთრი ფერის მობილური ტელეფონი, რომელიც რი------–--ემ ნებაყოფლობით წარუდგინა გამომძიებელს. მობილური ტელეფონი იყო გამორთულ მდგომარეობაში, დაზიანების გარეშე. ლი-------–-–---–ის მონაწილეობით მობილური ტელეფონი მიერთებული იქნა დამტენზე, რომელიც ჩაირთო. მობილური ტელეფონის დათვალიერების დროს მასში არ აღმოჩნდა არც ფოტოსურათები, არც ესემესები, არც შემოსული და გასული ზარები და ტელეფონის ე.წ. ,,მენიუ“ არის გასუფთავებული, მასში არ არის არანაირი ინფორმაცია. ლი-------–-–---–ის განმარტებით მობილური ტელეფონი არის მისი საკუთრება, რომელიც 2015 წლის 23 ივლისს ღამის საათებში აშკარად გასტაცა რი------–--ემ. მობილური ტელეფონის გატაცებამდე, მობილურ ტელეფონში იყო ბევრი საჭირო ინფორმაცია, ასევე შეტყობინებები, ზარები და ფოტოსურათები.

 

სასაქონლო ექსპერტიზის N1----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის, ,,N---0”, IMEI კოდებით: IMEI1: 3--------------------------------------- საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნისა და ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე ლი-------–-–---–ს ზედა ტუჩზე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიაკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს - ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზუ-------------–-–---–მა.

 

ბრალდებულმა რი------–--ემ სასამართლო სხდომაზე გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება და თავი შეიკავა ჩვენების მიცემისგან.

 

ამრიგად, აღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების შედეგად სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რი------–--ემ ჩაიდინა ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. (2015 წლის 23 ივლისის ეპიზოდი).

 

ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2015 წლის 25 ივლისის ეპიზოდი).

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში, გ-------–---–------------ N33ა-ში, განთავსებულ სუპერმარკეტ ,,ნ-----–-“.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლი-------–-–---–მა განაცხადა, რომ 2015 წლის 25 ივლისს ღამის საათებში, იმყოფებოდა გ-------–---–-------------- მდებარე სუპერმარკეტ ,,ნ-----–-“, როდესაც სალაროსთან გადაიხადა პროდუქტის საფასური, მასთან მივარდა რი------–--ე, რომელმაც დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, შემდეგ კი ყელიდან ჩამოგლიჯა და აშკარად გასტაცა ოქროს ჯაჭვი მასზე ჩამოკიდებული ოქროს ჯვარით. იგი რი------–--ეს არ აძლევდა საშუალებას დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი, ცდილობდა შეეჩერებინა, თუმცა რი------–--ემ მოახერხა დაეტოვებინა სუპერმარკეტის ტერიტორია და იგი გაიქცა.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ლი-------–-–---–ის მონაწილეობით გახსნილი იქნა ნივთიერი მტკიცებულების პოლიეთილენის პაკეტი, რომელიც დალუქული იყო გლ-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების ლუქით. პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა ოქროს ფერი ცეპი, რომელიც არის წვრილი ჯაჭვისებრი ნაქსოვი, აქვს ოქროს მცირე ზომის ჩამკეტი. ცეპს ჩამოკიდებული აქვს ოქროს ფერი ჯვარი, ცეპს გატეხილი აქვს ჩამკეტი მექანიზმის მცირე დეტალი, რომელიც მოწმე ლი-------–-–---–ის განმარტებით დაზიანდა მაშინ, როდესაც ის ჩამოგლიჯა რი------–--ემ და გასტაცა. აღნიშნულ ნივთზე ლი-------–-–---–მა განმარტა, რომ არის მისი საკუთრება და მის ამოცნობაში არის დარწმუნებული.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა 2015 წლის 25 ივლისის 22:00 საათიდან 22:40 საათამდე დროის მონაკვეთი დაზარალებულ ლი-------–-–---–ის მონაწილეობით. ვიდეო ჩანაწერზე აღბეჭდილია მარკეტის შიდა პერიმეტრი, სადაც ჩანს მარკეტში არსებული სავაჭრო სექციები და სალარო მაგიდები. მარჯვნივ არსებულ მაგიდასთან დგას ქალბატონი, რომელსაც ტანთ აცვია თეთრი ფერის კაბა აღნიშნულზე ლი-------–-–---–მა განაცხადა, რომ არის თვითონ და განმარტა, რომ მარკეტში შეიძინა პროდუქტი და სალაროში მოლარესთან იხდიდა ღირებულების საფასურს, ამ დროს ვიდეო ჩანაწერზე ჩანს, რომ მაღაზიაში შედის ერთი ქალბატონი, რომელსაც ტანთ აცვია მოკლე შავი ფერის ქვედაბოლო კაბა და თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, აღნიშნული ქალბატონი შემოსვლისთანავე ათვალიერებს მარკეტში ხალხს, რა დროსაც დაინახავს ლი-------–-–---–ს და მაშინვე მივარდება ყელის არეში. ლი-------–-–---–მა განმარტა, რომ აღნიშნული პირი არის რი------–--ე, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე მას გასტაცა კუთვნილი მობილური ტელეფონი, ხოლო 2015 წლის 25 ივლისს გასტაცა ფიზიკური ძალის გამოყენების შედეგად ოქროს ცეპი და ჯვარი. ამის შემდეგ, რი------–--ე სირბილით გადის მარკეტიდან გარეთ, აღნიშნულზე ლი-------–-–---–მა განმარტა, რომ როდესაც რი------–--ემ ჩამოგლიჯა ცეპი ჯვართან ერთად ის დაიჭირა თმებით და სთხოვდა რომ ცეპი და ჯვარი დაეგდო დაბლა, მაგრამ ხელიდან ვერ გააგდებინა, ხოლო გაშველების შემდეგ რი------–--ე გაიქცა და წაიღო ცეპი და ჯვარი.

 

ანალოგიური შინაარსის ფაქტობრივი გარემოება დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ელექტრონული დისკით, რომელიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ნი-----------–---–მა, თა--------------–---–მა, მა--------------–---–მა, ლი----------–-–---–მა და მა-----–-------–---–-ა დაადასტურეს რი------–--ესა და ლი-------–-–---–ს შორის 2015 წლის 25 ივლისს სუპერმარკეტ ,,ნი------–ი“ მომხდარი ინციდენტი. მოწმეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქალბატონი ერთმანეთს უყვიროდნენ, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს, შემდეგ ერთმა ქალბატონმა (რი------–--ე) დატოვა მაღაზიის ტერიტორია, ხოლო მეორე ქალბატონი (ლი-------–-–---–ი) აცხადებდა, რომ გასტაცეს ყელსაბამი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე თა---------------–მა დაადასტურა, რომ მან მიიღო მონაწილეობა რი------–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში. მისი განცხადებით ჩხრეკა ჩატარდა ქ.თბილისში, თ--------------------------------------–----------------------------ში. მისი განცხადებით ჩხრეკა ჩატარდა მშვიდ და წყნარ სიტუაციაში. მან წარუდგინა რი------–--ეს დადგენილება ბინის ჩხრეკის თაობაზე. თა---------------–მა დაადასტურა, რომ სამზარეულოს ოთახში, საკანფეტედან ამოღებული იქნა ოქროსფერი ცეპი ოქროსფერი ჯვრით. მან აღნიშნა, რომ ცეპი დაზიანებული იყო ჩამკეტთან.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ლე-------–---–-----მა.

 

ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ.თბილისში, თ-------------------------------------–-------------------------------ში ჩატარებული იქნა ჩხრეკა. ბინის ჩხრეკის შედეგად სამზარეულო ოთახიდან, კერძოდ მაგიდაზე არსებული საკამფეტედან ამოღებული იქნა ოქროსფერი ძეწკვი, ოქროსფერი ჯვრით, რომელიც მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა გლ-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების ლუქით.

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის N9------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ჯაჭვის ჩამკეტ მექანიზმს აღენიშნება დაზიანება ტეხვის სახით, აღნიშნული დაზიანება წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ჯაჭვის ჩამკეტ მექანიზმს არსებული დაზიანების ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის არ არსებობის გამო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე სა-–-----------–-–---–მა განაცხადა, რომ ბინის ჩხრეკის თაობაზე სახლში მისულები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. მას არ დაუნახავს თუ რა ადგილიდან ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა ოქროს ცეპი და ჯვარი. იგი ერთ-ერთ პოლიციის თანამშრომელს წყლის დასალევად შეჰყვა სამზარეულოს ოთახში, საიდანაც გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთ პოლიციის თანამშრომელს ხელში ეჭირა ოქროს ცეპი და ჯვარი. მან ასევე განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ოქროს ცეპი და ჯვარი არ დალუქეს ადგილზე და ამოღებული ნივთები ჩვეულებრივ პოლიეთილენის პარკში მოათავსეს. მისი განმარტებით, სხვა დროს ამოღებული ოქროს ცეპი და ჯვარი სახლში არ უნახავს, რომ ყოფილიყო აუცილებლად ექნებოდა ნანახი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნა--------–---მ განაცხადა, რომ ბინის ჩხრეკის თაობაზე, სახლში მისული იყო სამი პოლიციის თანამშრომელი. ერთ-ერთმა პოლიციის თანამშრომელმა მოითხოვა გვერდით ოთახში გასვლა, რათა წყალი დაელია. პოლიციის თანამშრომელს გვერდით ოთახში გაჰყვა მისი რძალი სა-–-----------–-–---–ი, რა დროსაც მეორე მხრიდან გვერდით ოთახში დაუკითხავად გავიდა ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელი, საიდანაც გამოიტანა ოქროს ცეპი და ჯვარი და განაცხადა, რომ რასაც ეძებდნენ ის იპოვეს. შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა შეადგინეს დოკუმენტები, ისე რომ მას არ წაუკითხავს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე ლი-------–-–---–ის პირადი შემოწმებისას სხეულზე არსებული დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თე---------------–---მ.

 

ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიაზე წარდგენილი ყელსაბამი ჯვართან ერთად დამზადებულია 585 სინჯის ოქროსგან. ექსპერტიზაზე წარდგენილი ყელსაბამი ჯვართან ერთად დამზადებულია ქარხნული თუ კუსტარული წესით ვერ იქნა განსაზღვრული, ვინაიდან ჯვარზე არ არსებობს რაიმე სახის დამღა, ხოლო ყელსაბამზე არსებული დამღით (-------------- ვერ იქნა განსაზღვრული მისი წარმომავლობა. ექსპერტიზაზე წარდგენილი ყელსაბამისა და ჯვრის საბაზრო ღირებულება შეადგენს 670 ლარს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლე-------------მ.

 

ბრალდებულმა რი------–--ემ სასამართლო სხდომაზე გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება და თავი შეიკავა ჩვენების მიცემისგან.

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ბრალდებულ რი------–--ის მხრიდან სხვისი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2015 წლის 25 ივლისის ეპიზოდი).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რი------–--ემ ჩაიდინა ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით (2015 წლის 23 ივლისის ეპიზოდი) და ასევე მან ჩაიდინა ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2015 წლის 25 ივლისის ეპიზოდი), კერძოდ: მოწმეების ჩვენებები არის დამაჯერებელი, უტყუარი და ერთმანეთში თანხვედრილი. მოწმეების ჩვენებები ასევე თანხვედრაშია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან და ვიდეო ჩანაწერზე დაფიქსირებულ ფაქტებთან. კერძოდ, დაზარალებული ლი-------–-–---–ი თავის ჩვენებაში ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სწორედ რი------–--ემ მას გასტაცა მობილური ტელეფონი და ოქროს ცეპი ჯვართან ერთად, ხოლო მოწმეები ნი-----------–---–ი, თა--------------–---–ი, მა--------------–---–ი, ლი----------–-–---–ი და მა-----–-------–---–ი თავის მხრივ ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2015 წლის 25 ივლისს სუპერმარკეტ ,,ნ-----–-“ ნამდვილად მოხდა ინციდენტი რი------–--ესა და ლი-------–-–---–ს შორის, რა დროსაც, ინციდენტის დასრულების შემდეგ რი------–--ემ სწრაფად დატოვა მაღაზიის ტერიტორია, ხოლო ლი-------–-–---–ი აცხადებდა, რომ გასტაცეს ყელსაბამი, რომელიც პოლიციის თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა რი------–--ის საცხოვრებელი სახლიდან. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის და დათვალიერების ოქმით ამოღებული ლი-------–-–---–ის კუთვნილი ნივთები (მობილური ტელეფონი, ოქროს ჯაჭვი და ჯვარი) ამ უკანასკნელის მიერ ამოცნობილი იქნა და მანვე მიუთითა რი------–--ეზე, რომ მან გასტაცა აღნიშნული ნივთები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ რი------–--ემ თავისი ქმედებებით ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ასევე ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას რი------–--ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალდებაში (ორივე ეპიზოდი), ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა სასამართლო სხდომაზე კანონის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებით საპირისპირო გარემოება დასტურდება. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოწმეთა სა-–-----------–-–---–ის და ნა--------–--ის ჩვენებებს იმ ნაწილში, რომ თითქოს სახლში ოქროს ნივთები არ იყო და პოლიციის თანამშრომლებმა თვითონ მიიტანეს, რადგან სასამართლოსთვის გაუგებარია თუ რა ინტერესი უნდა ჰქონოდათ სამართალდამცავებს ბრალდებულის მიმართ. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სამართალდამცავები არიან დაინტერესებული პირები, რათა მოხდეს ბრალდებულის მსჯავრდება წარდგენილ ბრალდებაში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ბრალდებულ - რი------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ რი------–--ეს უნდა დაენიშნოს ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ისეთი სახე, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს რი------–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რი------–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე. რი------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

რი------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ რი------–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

რი------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

 

მსჯავრდებულ რი------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

რი------–--ის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.

 

მსჯავრდებულ რი------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 26 ივლისიდან 2015 წლის 28 ივლისის ჩათვლით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

ერთი ცალი ცეპი, ჯვარი და მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

დისკები - დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი დარახველიძე