განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 თებერვალი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნ---- ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნა-------------–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ჯ--- მ-------ის ძე ც---–---ე - დაბადებული 1----–-–-------------------, სქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------–-------------ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 26 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისი, ლ---------------------თან, ჯ--- ც---–---ემ ყოფილ მეუღლეს - თ-- ჭ-------ს სხეულზე, ფერდის არეში მიადო დანა, მოსთხოვა, რომ ხმა არ ამოეღო და გაჰყოლოდა თავის ავტომანქანაში, რაზეც უარის მიღების შემდეგ, ორივე ხელი ძლიერად ჩასჭიდა მკლავებში და ძალის გამოყენებით ჩასვა იგი „ჰონდა ფიტის“ მარკის (სახ.ნომრით R--------) ავტომანქანის უკანა სალონში, სადაც თავადაც ჩაჯდა, რის შემდეგაც კვლავ მიადო დანა თ-- ჭ-------ს სხეულზე და ჩაკეტილ ავტომანქანაში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში აიძულებდა მას შერიგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში უცხადებდა, რომ ვერ გადავიდოდა ავტომანქანიდან და ემუქრებოდა თვალების დათხრით, დასახიჩრებითა და სიცოცხლის მოსპობით, რაც თ-- ჭ-------მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ჯ--- ც---–---ე თ-- ჭ-------ს ფსიქიკურად და ფიზიკურად აიძულებდა შეესრულებინა მოქმედება, რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი ნება იყო, კერძოდ, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ აიძულებდა ავტომანქანაში ჩაჯდომას, მასთან შერიგებას და ოჯახური თანაცხოვრების გაგრძელებას.
2018 წლის 26 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისი, ლ---------------------თან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით 2018 წლის 2 მარტს გამოცემული შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ჯ--- ც---–---ის მიერ, ყოფილ მეუღლესთან - თ-- ჭ-------თან და მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოების გზით, დარღვეული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნა და ვალდებულება, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის ვადით თ-- ჭ-------თან და მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოების აკრძალვის თაობაზე.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულ თ-- ჭ-------ის ჩვენებით, ბრალდებულ ჯ--- ც---–---ის ყოფილი მეუღლეა. თანაცხოვრების პერიოდში ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა იყო კონფლიქტები ბრალდებულის აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულების გამო. ბოლო პერიოდში ურთიერთობა დაეძაბათ, ჯ--- ც---–---ის პატიმრობაში ყოფნის დროს კი, მისივე ინიციატივით 2012 წელს განქორწინდნენ.
2018 წლის 2 მარტს, თ--მ სატელეფონო საუბრისას უარი უთხრა ბრალდებულს შვილის სასეირნოდ წაყვანაზე, ვინაიდან გვიანი იყო. მიუხედავად აღნიშნულისა, ჯ--- მივარდა სახლში, სადაც ბავშვი იმყოფებოდა თ--ს რძალთან თ----- ც----------ესთან ერთად და სცადა შვილის ძალით წაყვანა სასეირნოდ, თუმცა არასრულწლოვანმა წინააღმდეგობა გაუწია. სახლში დაბრუნებულ თ--ს ბავშვიცა და თ----- ც----------ეც ატირებული და შეშინებული დახვდა, რის გამოც გამოიძახა საპატრულო პოლიცია და ჯ--- ც---–---ის მიმართ გამოიცა ერთთვიანი შემაკავებელი ორდერი. მიუხედავად აღნიშნულისა, ყოფილმა მუღლემ მესამე დღესვე მიაკითხა სამსახურთან და უთვალთვალებდა, 2018 წლის 15 მარტს კი ტელეფონით დაუკავშირდა და სთხოვდა მანქანის გაჩერებას, ვინაიდან სასაუბრო ჰქონდა. დაზარალებულის ჩვენებით, მას არ სურდა ჯ---სთან საუბარი, თუმცა ამ უკანასკნელმა გზა ჩაუჭრა გაჩერების მიზნით. დაზარალებულმა კვლავ გამოიძახა საპატრულო პოლიცია და შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისათვის ჯ---ს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 4 დღის ვადით. მომხდარის შემდეგ, დაზარალებულმა ადვოკატის მეშვეობით მიმართა სასამართლოს და გამოიცა 6 თვიანი დამცავი ორდერი, რომლითაც ბრალდებულს აეკრძალა დაზარალებულთან მიახლოვება.
2018 წლის 26 მაისს, დაახლოებით 22:30 საათის შემდეგ სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს, ლაითურის ქუჩაზე, დაზარალებულს დახვდა ჯ--- ც---–---ე კუთვნილი ა/მანქანა ჰონდა „ფიტით“. ჯ---მ სწრაფი ნაბიჯით გადაუღობა გზა თ--ს და სთხოვა დალაპარაკებოდა, რაზედაც უარი მიიღო, რის საპასუხოდაც ჯ---მ ყოფილ მეუღლეს ფერდზე ძლიერად მიაჭირა ლითონის მაგვარი, წვეტიანი საგანი, სავარაუდოდ დანა და უთხრა, რომ თუ იყვირებდა, „გამოწელავდა“. დაზარალებულის განმარტებით, გვიანი იყო და ახლო-მახლო ქუჩაში არავინ იყო, რომ საშველად მოეხმო. ბრალდებულმა იძულებით, ხელის მოკიდებით გაათრია თ-- საკუთარი ა/მანქანისაკენ, გააღო წინა მარჯვენა კარი და აიძულებდა ჩაჯდომას, რომ სასაუბროდ წასულიყვნენ ზღვაზე. დაზარალებულის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო, ჯ---მ ამჯერად გააღო ა/მანქანის უკანა კარი, ძალის გამოყენებით ჩააგდო ყოფილი მეუღლე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რომ აიყვანდა ზღვაზე, სადაც აწამებდა და თვალებს დათხრიდა. შექმნილმა ვითარებამ დაზარალებული დაარწმუნა, რომ მუქარა რეალურად განხორციელდებოდა, რომ ჯ--- მას მოკლავდა. ბრალდებული თავადაც ჩაჯდა მანქანაში, კარი შიგნიდან ჩაკეტა და მოითხოვდა თ--სგან შერიგებასა და ერთად ცხოვრებას. თ-- საპასუხოდ ეუბნებოდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეეძლო და დროულად მოეყვანა მუქარა სისრულეში, ამ სიტყვების მოსმენისას, ჯ---მ მანქანაში აანთო სინათლე და დაზარალებულმა მის ხელში დაინახა საშუალო ზომის გასაშლელი დანა. ყოფილე მეუღლესთან საუბარში ბრალდებულმა აღიარა, რომ სისტემატურად უთვალთვალებდა და უკან დასდევდა მას, გარდა ამისა, სურდა მისთვის მანქანის საწვავის ავზში ასაფეთქებლის ჩაგდება და მისი მოკვლა, თუმცა შვილის გამო იკავებდა თავს. დაზარალებულის ჩვენებით, ვინაიდან მათი საუბარი გაგრძელდა ნახევარ საათზე მეტი, მისი ძმა ჯ----– ჭ-------ი გამოვიდა სახლიდან საძებნელად. ჯ----–ის დანახვაზე, ჯ---მ გააღო ა/მანქანის კარი გააღო, დაკეცა დანა და ჩადო ა/მანქანის სათავსოში. ჯ----–მა დაინახა ყოფილი მეუღლეები და კითხვაზე თუ რას აკეთებდა თ-- ჯ---ს მანქანაში, ბრალდებულმა უპასუხა, რომ საუბრობდნენ. თ--მ ისარგებლა ძმის გამოჩენით, მისი დახმარებით გადმოვიდა ა/მანქანიდან და სახლში შევიდა. დაზარალებულის განმარტებით, ჯ--- ც---–---ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად მას ხელებზე და ფეხებზე აღენიშნებოდა დალურჯებები და ნაკაწრები, ასევე მუხლზე კანი ჰქონდა გადამძვრალი, რაც მანქანაში ჩატენვის დროს დაუზიანდა. დაზარალებულის ჩვენებით, რომ არა მისი ძმა, 2018 წლის 26 მაისს სავარაუდოდ ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. თ-- ჭ-------მა დაადასტურა, რომ პოლიციისადმი არაერთხელ მიმართვის მიუხედავად, ჯ--- ც---–---ე თავს არ ანებებდა, მუდმივად უთვალთვალებდა როგორც გადაადგილების დროს, ისე სამსახურში ყოფნისას, სამსახურთან არსებულ ავტოსადგომზე ხშირად ხედავდა ბრალდებულის მანქანას.
მოწმე ჯ----– ჭ-------ის ჩვენებით, არის თ-- ჭ-------ის ძმა. თ--სა და ჯ---ს თავდაპირველად ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, ჯ---ს პატიმრობაში ყოფნისას კი მოხდა მათი განქორწინება. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არაერთხელ ჰქონდა ადგილი კონფლიქტს, რა დროსაც ჯ--- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა თ--ს, ამასთან წინააღმდეგობის მიუხედავად ცდილობდა მასთან ურთიერთობას. მოწმემ დაადასტურა, რომ დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე არაერთხელ გამოიძახა თ--მ ასაპატრულო პოლიცია, გამოიცა შემაკავებელი და დამცავი ორდერები, შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო ჯ---ს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.
მოწმის ჩვენებით, 2018 წლის 26 მაისს, საღამოს საათებში, ვინაიდან დაზარალებულს დააგვიანდა სახლში დაბრუნება, თავად გავიდა გარეთ მის მოსაძებნად, რა დროსაც დაინახა თ--ს მანქანა, მისგან დაახლოებით 10 მეტრში კი - ჯ---ს მანქანა. ჯ---ს მანქანასთან მიახლოვებისას, ეს უკანასკნელი გადმოვიდა უკანა კარიდან და ჯ----–ს დაუდასტურა, რომ თ-- მის მანქანაში იჯდა და საუბრობდნენ. ჯ----–მა მანქანიდან გადმოიყვანა თ--, უთხრა მათ, რომ თუკი სალაპარაკო ჰქონდათ მეორე დღეს ესაუბრათ, ვინაიდან გვიანი იყო და სახლში შეაცილა დაზარალებული, რომელიც ძალიან აღელვებული იყო. ჯ----– ჭ-------ის განმარტებით, აღელვებულმა და შეშინებულმა დამ სახლში შესვლისას უამბო, რომ ჯ--- თ--ს დახვედრია, რაღაც წვეტიანი საგანი მიუდია, ძალით ჩაუსვამს თავის ა/მანქანაში და აიძულებდა შერიგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ყელის გამოჭრით.
მოწმე მ--- გ----------–---–ის ჩვენებით, არის თ-- ჭ-------ის თანამშრომელი სურსათის მაღაზიაში. დაზარალებულისგან ფლობს ინფორმაციას ბოლო პერიოდში ყოფილ მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობის თაობაზე, ასევე ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მხრიდან მუქარებს, დანის გამოყენებით გატაცების მცდელობას, რის გამოც თ--მ არაერთხელ გამოიძახა საპატრულო პოლიცია. მოწმის განმარტებით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თ-- იყო სტრესულ მდგომარეობაში, ნერვიულობის ფონზე დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და საჭიროებდა მედიკამენტოზურ მკურნალობას. მოწმემ დაადასტურა, რომ სტრესის ქვეშ იყვნენ თ--ს თანამშრომლებიც, ვინაიდან დაზარალებულის სამსახურიდან ყოველი გასვლა და უკან დაბრუნება იყო დიდი რისკი.
მოწმე ნ--- ს--------ის ჩვენებით, არის დაზარალებულ თ-- ჭ-------ის დედა. მოწმე თავად არასდროს შესწრებია კონფლიქტს ყოფილ მეუღლეებს შორის, მაგრამ დაზარალებულისაგან არერთხელ სმენია, რომ ჯ--- ც---–---ე ემუქრებოდა თ--ს სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, კი ყელის გამოჭრით, თუკი არ შეურიგდებოდა, რის გამოც თ--მ არაერთხელ მიმართა პოლიციას. მოწმის ჩვენებით, ჯ--- შეეცადა არასრულწლოვანი შვილის, ნ---- ც---–---ის უნებართვოდ წაყვანას სახლიდან, რა დროსაც თ--ს მიერ გამოძახებულმა საპატრულო პოლიციამ გამოსცა შემაკავებელი ორდერი და აუკრძალა ჯ---ს დაზარალებულთან მიახლოვება, თუმცა ბრალდებულმა დაარღვია პირობა, რასაც მოყვა მისი ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. ვინაიდან ჯ--- კვლავ არ ანებებდა თ--ს თავს, დაზარალებულის განცხადებით, სასამართლომ გამოსცა 6 თვიანი დამცავი ორდერი. აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 26 მაისს, ჯ---მ ყოფილი მეუღლე მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვა ა/მანქანაში და არ აძლევდა გადმოსვლის საშუალებას, მოითხოვდა მისგან შერიგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსობით.
არასრულწლოვანი მოწმის ნ---- ც---–---ის ჩვენებით, 2018 წლის მარტის თვეში, ბიცოლასთან თ----- ც----------ესთან ერთად იმყოფებოდა სახლში და ამზადებდა დედისათვის მისალოც ბარათს. მოულოდნელად ბინაში შემოვარდა გაბრაზებული ჯ--- ც---–---ე, ფეხშიშველი შვილი ხელში აიყვანა და „მხეცივით გავარდა“ მასთან ერთად გარეთ. მოწმის განმარტებით, ტირილი დაიწყო და მამას უთხრა, რომ არსად გაყოლა არ სურდა, რის შემდეგაც ჯ---მ ბავშვი სახლში დააბრუნა. არასრულწლოვანმა ნ.ც---–---ემ დაადასტურა, რომ ბრალდებული თ-–----------ესა და თ---------ს დაემუქრა, რომ სახლს „თავზე დაამხობდა.“
მოწმე თ----- ც----------ის ჩვენებით, არის თ-- ჭ-------ის ძმის, ჯ----–ის მეუღლე და ცხოვრობს მასთან ერთად. დაზარალებულისაგან იცის, რომ კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან ჯ--- ც---–---ესთან. მოწმის განმარტებით, 2018 წლის მარტის თვეში, ჯ---ს ჰქონდა მცდელობა მათი არასრულწლოვანი შვილი ნ---- უნებართვოდ წაუყვანა სახლიდან, რა დროსაც აგრესიულად შევარდა სახლში და ბავშვი ხელში აყვანილი გაიყვანა გარეთ, თუმცა ნ----ს ტირილისა და მოთხოვნის გამო, იძულებული გახდა უკან დაებრუნებინა. მოწმემ მომხდარის თაობაზე შეატყობინა თ--ს, მან კი გამოიძახა საპატრულო პოლიცია. მოწმისათვის ცნობილია, რომ ჯ--- ც---–---ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი და დამცავი ორდერები, ასევე შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი.
2018 წლის 26 მაისს, საღამოს საათებში, სახლში ერთად შემოსული მეუღლისა და თ-- ჭ-------ისაგან შეიტყო, რომ ჯ--- დახვედრია ყოფილ მეუღლეს სახლთან, დანის გამოყენებით ჩაუსვამს ა/მანქანაში და აიძულებდა შერიგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დანის დემონსტრირებით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, დასახიჩრებითა და თვალების დათხრით. მოწმის განმარტებით, თ---------ი იყო ძალიან განერვიულებული და კანკალებდა, ხელზე კი აღენიშნებოდა დალურჯება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა: ვ------- კ--–-----–---–მა, ბ--- ა--–------მა, გ--–- ხ-------მ და გ---- მ--------–---–მა დაადასტურეს ჯ--- ც---–---ის ბრალდების სს საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
2018 წლის 2 მარტის №0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, ჯ--- ც---–---ეს აეკრძალა მსხვერპლთან - თ-- ჭ-------თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის დადგენილებით, ჯ--- ც---–---ე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 4 (ოთხი) დღე-ღამის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით, 6 (ექვსი) თვის ვადით გამოიცა დამცავი ორდერი ჯ--- ც---–---ის მიმართ შემდეგი პირობებით:
- აეკრძალა ჯ--- ც---–---ეს თ-- ჭ-------თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და ყველა იმ ადგილთან მიახლოება, სადაც შეიძლება იმყოფებოდეს თ-- ჭ-------ი;
- აეკრძალა ჯ--- ც---–---ეს თ-- ჭ-------თან კონტაქტი, მათ შორის, ტელესაკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, რაიმე ფორმით ურთიერთობა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, ფსიქოლოგიური ძალადობა, იძულების ნებისმიერი ფორმის გამოყენება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–----ი ტ------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, 28.05.2018წ. მოქალაქე თ-- ჭ-------ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა მხარის შუა მესამედში წინა და შიგნითა ზედაპირების საზღვარზე სისხლნაჟღენთის სახით. სისხლნაჟღენთი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 27 მაისს 21:40 საათზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ჯ--- მ-------ის ძე ც---–---ე (გამომძიებელი გ.ტ----–---–ი).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით კრიმინალიზებულია ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ამდენად, ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, რომ შეზღუდვა იყოს უკანონო, ხოლო ქმედება - მსხვერპლის ნება-სურვილის საწინააღმდეგო.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულისა და მოწების ჩვენებებით, უტყუარად დასტურდება ჯ--- ც---–---ის მიერ ყოფილი მეუღლის - თ-- ჭ-------ის მიმართ ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტი, რითაც დაზარალებულმა თ---------მა განიცადა ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე თავად ბრალდებულმაც დაადასტურა, რომ დაზარალებული ნამდვილად ჩასვა მანქანაში უკანა სავარძელზე, თუმცა განმარტა, რომ ეს არ იყო იძულება და მითუმეტეს იძულება შერიგებისა და თანაცხოვრების გასაგრძელებლად.
მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ნება, რომ მას არ სურდა არათუ შერიგება ყოფილ მეუღლესთან, არამედ არანაირი, მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაციაც კი, გარდა თ-- ჭ-------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება სხვა მოწმეთა ჩვენებებითა და ბრალდებულის მიმართ გამოცემული შემაკავებელი და დამცავი ორდერებით, აგრეთვე შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელით. მიუხედავად ამისა, 2018 წლის 26 მაისს, თ-- ჭ-------მა განიცადა მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, რაც გამოხატა ჯ--- ც---–---ის მხრიდან ფიზიკურ (დანის დემონსტრირებით, ძალის გამოყენებით, ა/მანქანაში ჩასმა, რის შედეგადაც დაზარალებულს სხეულზე დაზიანება მიადგა) და ფსიქიკურ (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, კარჩაკეტილ სივრცეში დაზარალებულისაგან მოთხოვნა, რომ შერიგებოდა ყოფილ მეუღლეს) იძულებაში, რომ თ-- ჭ-------ს შეესრულებინა ის მოქმედება, რომლის განხორციელებაც მის უფლებას წარმოადგენდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, რა დროსაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მოცემულ შემთხვევაში, ჯ--- ც---–---ის მიერ, დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას ადასტურებს თ-- ჭ-------ის თანმიმდევრული და სანდო ჩვენება, რომელიც სრულ შესაბამისობაშია როგორც სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებთან, ისე სხვა მოწმეთა ჩვენებებთან. დანაშაულებრივი ფაქტთან მყისიერ შემხებლობაში მყოფმა პირებმა: ჯ----– ჭ-------მა და თ----- ც----------ემ სრულყოფილად აღწერეს თ-- ჭ-------ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, თუ როგორი შეშინებული იყო განხორციელებული იძულებისა და მუქარის გამო დაზარალებული და როგორ კანკალებდა. გარდა ამისა, თავად დაზარალებულმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან განხორციელებული მუქარა რეალურად აღიქვა და რომ არა მისი ძმის გამოჩენა, სავარაუდოდ 2018 წლის 26 მაისს ცოცხალი ვეღარ გადარჩებოდა. მუქარის საფუძვლიანობის შეფასებისას ასევე გასათვალისწინებელია ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ნასამართლობა ძალადობრივი დანაშაულისათვის, მოწმეთა ჩვენებებში დაფიქსირებული კონფლიქტისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი, რაც მუდმივ სტრესსა და შიშში ამყოფებდა დაზარალებულს, აგრეთვე მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი და დამცავი ორდერები, რაც ასევე ვერ გახდა ბრალდებულისათვის შემაკავებელი. ყოველივე ზ/აღნიშნული ნათლად მიუთითებს, რომ ასეთი წარსული „გამოცდილების“ მქონე პირისაგან ცივი იარაღის - დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარამ ობიექტურად გამოიწვია შიში დაზარალებულში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდებოდა.
საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას, ჩადენილს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ 2018 წლის 2 მარტს გამოცემული შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, ჯ--- ც---–---ე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 4 (ოთხი) დღე-ღამის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით კი, ჯ--- ც---–---ის მიმართ გაიცა დამცავი ორდერი და ამ უკანასკნელს 6 თვის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან - თ-- ჭ-------ის საცხოვრებელთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე კონტაქტი, მათ შორის ტელესაკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, რაიმე ფორმით ურთიერთობა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, ფსიქოლოგიური ძალადობა, იძულების ნებისმიერი ფორმის გამოყენება.
ჯ--- ც---–---ემ არ შეასრულა რა ზ/აღნიშნული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2018 წლის 26 მაისს, მიუახლოვდა მსხვერპლის - თ-- ჭ-------ის საცხოვრებელ სახლს, დაამყარა მასთან არასასურველი კომუნიკაცია და უფრო მეტიც, ყოფილი მეუღლის მიმართ განახორციელა როგორც იძულება, ისე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯ--- ც---–---ემ ზ/აღნიშნული სამივე დანაშაული ჩაიდინა ყოფილი მეუღლის, თ-- ჭ-------ის მიმართ, რომელიც საქართველოს სსკ-ის მე-11 მუხლის შენიშვის შესაბამისად, ითვლება ოჯახის წევრად, შესაბამისად, ჯ--- ც---–---ის დანაშაულებრივი ქმედებების კვალიფიკაცია, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, სწორია.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ--- ც---–---ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით;
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც მას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ჯ--- ც---–---ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
4.2. ჯ--- ც---–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა და ახალი განზრახი დანაშაულების ჩადენა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად ჯ--- ც---–---ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საპატიმრო სასჯელი, ვინაიდან არასაპატიმრო სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, არააადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი.
სასამართლო სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით ყურადღებას მიაქცევს რამდენიმე გარემოებას, კერძოდ:
ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები (მაგ: ზოგიერთს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ეს შეიძება გამოწვეული იყოს გარკვეულ გარემოებებში), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიღწეულია. ინფორმირებულობის ასამაღლებლად განხორციელებული ინტერვენციები თანდათან იწვევს ქცევის ცვლილებას, თუმცა ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად მაინც რჩება.
ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმადფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.
პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.
სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთი მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ--- ც---–---ეს დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საპატიმრო სასჯელი, საბოლოოდ, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით კი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია როგორც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან, ისე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებასთან და ხსენებულ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ რეკომენდაციებთან (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირების განუხორციელებლობა. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ჯ--- ც---–---ის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განაჩენი, კერძოდ:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განაჩენით, ჯ--- ც---–---ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 8 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით (სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 5 იანვრიდან).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ჯ--- ც---–---ეს შეუმცირდა ზ/აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 6 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 3 თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით (სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 5 იანვრიდან).
ჯ--- ც---–---ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 4 იანვარს და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა უსრულდება 2021 წლის 3 იანვარს.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ--- ც---–---ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ--- ც---–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ--- ც---–---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ჯ--- ც---–---ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წელი და 3 (სამი) თვე;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ--- ც---–---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ჯ--- ც---–---ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 მაისიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - ჯ.ც---–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნ---- ნაჭყებია