გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 12031001800-68856--3/172-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22.0-.2019 ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გია ბერაია
სხდომის მდივანი თამარ ტეფნაძე
მოსარჩელე -ნ---------–-–---–-(მონაწილეობის გარეშე)
მოსარჩელის წარმომადგენელი -მ--------------–----,მოპასუხე- ბ-----------------–----–----------------,წარმომადგენელი------------, მ------------.
მესამე პირი-გ-----------–-–---–-(მონაწილეობის გარეშე)
მესამე პირის წარმომადგენელი-მ--------------–----.
მესამე პირი-ე-–-------------–-(მონაწილეობის გარეშე)
მესამე პირი-ს--------------–---------"(მონაწილეობის გარეშე)
დავის საგანი: ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბ-----------------–----–---------------- 09.10.2018 წლის ბრძანება N0------
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ბ-----------------–----–---------------- მიერ 09.10.2018 წელს გამოიცა ბრძანება №0------, რომლითაც ნ---------–-–---–- საქართველოს კანონის "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე დაჯარიმდა 25 000 ლარით ბ-----------------–----–---------------- 2018 წლის 15 აგვისტოს №0- მითითების შეუსრულებლობის საფუძვლით.
ბ-----------------–----–---------------- მიერ 17.08.2018 წელს გამოიცა ბრძანება №0- 1---, რომლითაც დაიწყო ნ---------–-–---–-ს მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
ბრძანება განსაზღვრავდა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით ნ---------–-–---–-ს (პ/ნ 1----------) მიმართ, ქ.ბ---------–---–--------------------ში (ს/კ. №------------) და მის მიმდებარედ, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით.
ბ-----------------–----–---------------- მიერ 17.08.2018 წელს გაცემული ბრძანება №0- 1--- და 09.10.2018 წლის ბრძანება №0------ არის უკანონო, ვინაიდან ნ---------–-–---–-ს მხრიდან არანაირი უკანონო მშენებლობის განხორციელებას ადგილი არ პქონია.
17.08.2018 წელს გაცემული ბრძანებაში №0- 1--- მითითებულია, რომ მშენებლობა არის უნებართვოდ მიმდინარე, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ბრძანებაში მითითებულია, რომ ბრძანების გამოცემის საფუძველია ბ-----------------–----–---------------- 2018 წლის 15 აგვისტოს №0- მითითება. თავის მხრივ ზემოაღნიშნული მითითება არის უკანონო, ვინაიდან მასში მითითებული ინფორმაცია არ ასახავს სინამდვილეს. კერძოდ, მითითებაში №0- მითითებულია, რომ ნ---------–-–---–-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ.№6-----------) და მის მიმდებარედ, სახელმწიფოდან თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ბ-----------------–----–---------------- 2018 წლის 26 ივლისის № 0-/5985 წერილით მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერების მოთხოვნის მიუხედავად მიმდინარეობს უნებართვო მშენებლობა.
მათ მიერ 24.09.2018 წელს ბ-----------------–----–----------------ა და ს----------–--------–---------–----------------------–--- ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენილი იქნა წინასაპროექტო ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა, რომელშიც შინაარსობრივად მითითებულია, რომ მშენებლობა შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ნ---------–-–---–-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მერიის მხრიდან უნდა მოხდეს კომერციული ფართის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა. მითითებაში №0-, ასევე მითითებულია, რომ ადგილი აქვს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის "ა" და "ბ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა. აღნიშნული სრულიად დაუსაბუთებელია, ვინაიდან უძრავი ქონება ს/კ 6----------- სრულიად ეკუთვნის ნ---------–-–---–-.
0-.10.2018 წელს განცხადებით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით მომავალი მოპასუხის - ქ. ბ-----------------–----–---------------- 2018 წლის 17 აგვისტოს №201--- ბრძანების მოქმედების შეჩერება. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, განიხილა მათი განცხადება და 05.10.2018 წელს მიიღო განჩინება საქმეზე №3/15--18, რომლითაც დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა და შეაჩერა ქ. ბ-----------------–----–---------------- 2018 წლის 17 აგვისტოს №201--- ბრძანების მოქმედება. ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ, 05.10.2018 წელს გაიგზავნა ზემოაღნიშნული განჩინება ქ. ბ-----------------–----–---------------–-, რომელიც მათ ჩაბარდათ 2018 წლის 9 ოქტომბერს 12:18 საათზე. კერძოდ სასამართლოს გზავნილი ჩაიბარა ს--------------–---- პ/ნ 4----------.
მიუხედავად იმისა, რომ ბ-----------------–----–----------------თვის ცნობილი იყო ქ.ბ-----------------–----–---------------- 2011 წლის 17 აგვისტოს №2015--5 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 09.10.2018 წელს მაინც გამოსცა ბრძანება №0-1956, რომლითაც ნ---------–-–---–- დააჯარიმა 25 000 ლარით. ბ-----------------–----–---------------- ქმედება არის ყოვლად უკანონო, ვინაიდან ნ---------–-–---–-ს დაჯარიმების შესახებ ბრძანება გამოიცა მას შემდეგ, რაც სასამართლოს განჩინებით საქმეზე №3/15--18 შეჩერებული იყო ქ. ბ-----------------–----–---------------- 2018 წლის 17 აგვისტოს №201--- ბრძანების მოქმედება და ეს ცნობილი იყო ადმინისტრაციული ორგანოსათვის.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მ----------------------------–----–---------------- სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ბ-----------------–----–----------------09.10.2018 წლის ბრძანება N0------ ბრძანება გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არანაირი საფუძველი მისი ბათილად ცნობის არ არსებობს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 0- თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციულ N3/172-18 საქმეში საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესამე პირად ჩაება ს--------------–---------“.
ადმინისტრაციულ N3/172-18 საქმეში ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად აუცილებელ მესამე პირად ჩაებან ე-–-------------–- და გ-----------–-–---–-.
მესამე პირებს სარჩელზე შესაგებელი არ შემოუტანიათ.
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. ბ-----------------–----–---------------- მიერ 17.08.2018 წელს გამოიცა ბრძანება №0- 1---, რომლითაც დაიწყო ნ---------–-–---–-ს მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ბ-----------------–----–---------------- მიერ 17.08.2018 წლის გამოიცა ბრძანება №0- 1---(იხ.სფ.124).
4.2. ბ-----------------–----–---------------- 2018 წლის 15 აგვისტო N0- მითითებით ნ---------–-–---–- დაევალა დაუყონებლივ შეჩერება მიმდინარე მშენებლობის ბ-----------------–----–---------------–- მიმდინარე მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული საქმის წარმოების დასრულებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბ-----------------–----–---------------- 2018 წლის 15 აგვისტო N0- მითითება(იხ.სფ.22).
4.3. 2018 წლის 0- ოქტომბერს სასამართლოს განცხადებით მომართა ნ---------–-–---–-ს წარმომადგენელმა და ითხოვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მომავალი მოპასუხის ქ. ბ-----------------–----–---------------- 17.08.2018 წლის ბრძანების №0- 1--- მოქმედების შეჩერება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით ნ---------–-–---–- წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით დაკმაყოფილდა და შეჩერდა ქ. ბ-----------------–----–---------------- 17.08.2018 წლის ბრძანების №0- 1--- მოქმედება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნ---------–-–---–-ს წარმომადგენლის განცხადება(იხ.სფ.46-52).
- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინება(იხ.სფ.53-65).
4.4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც შეჩერდა ქ. ბ-----------------–----–---------------- 2018 წლის 17 აგვისტოს №20 1--- ბრძანების მოქმედება, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გაიგზავნა 05.10.2018 წელს და ქ. ბ-----------------–----–---------------- ჩაბარდათ 2018 წლის 9 ოქტომბერს 12:18 საათზე. კერმოდ სასამართლოს გზავნილი ჩაიბარა ს--------------–----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-გზავნილის ჩაბარების დასტური(იხ.სფ.291)
4.5. ბ------------------–----–--------------- 2018 წლის 09 ოქტომბრის ბრძანება N0------ დაჯარიმდა ნ---------–-–---–- 25000(ოცდახუთი ათასი) ლარით, ბ-----------------–----–---------------- 2018 წლის 15 აგვისტოს N0- მითითების შეუსრულებლობისათვის და განხორცეილდეს ქ. ბ---------–--–------------- ქ. N1-ში (ნაკვეთის N6-.2-.0-.8--) და მის მიმდებარედ, სახელმწიფოს ან/თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ წარმოებული მშენებლობის დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბორჯომის ბ-----------------–----–---------------- 09.10.2018 წლის ბრძანება N0------ (იხ.სფ.66-67).
4.6. ბ------------------–----–--------------- ბრძანება N0------ გამოცემულია 2018 წლის 09 ოქტომბერს, 14 საათსა და 2- წუთზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბორჯომის ბ-----------------–----–---------------- 09.10.2018 წლის ბრძანება N0------ (იხ.სფ.66-67).
-ამონაბეჭდი ბ-----------------–----–---------------- ელექტრონულ პროგრამიდან(იხ.სფ.212).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---------–-–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ-----------------–----–---------------- 2018 წლის 09 ოქტომბრის N0------ ბრძანება.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" ;
საქართველოს ორგანული კანონის ,,საერთო სასამართლოების შესახებ";
7. სამართლებრივი შეფასება.
7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ-----------------–----–---------------- 2018 წლის 09 ოქტომბრის N0------ ბრძანება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლის შესაბამისაობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს კანონდებლობასთან მიმართებაში.
7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
. ბ-----------------–----–---------------- მიერ 17.08.2018 წელს გამოიცა ბრძანება №0- 1---, რომლითაც დაიწყო ნ---------–-–---–-ს მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
ბ-----------------–----–---------------- 2018 წლის 15 აგვისტო N0- მითითებით ნ---------–-–---–- დაევალა დაუყონებლივ შეჩერება მიმდინარე მშენებლობის ბ-----------------–----–---------------–- მიმდინარე მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული საქმის წარმოების დასრულებამდე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსისმუხლი 3-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სარჩელის წარდგენა არ წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის დამაბრკოლებელ/ამ შემზღუდველ ფაქტორს. სარჩელის სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღებით მხარეებს არ ერთმევათ უფლება გაყიდონ, ან სხვა გზით გაასხვისო/ან უფლებრივად დატვირთონ უძრავი ქონება, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც მოპასუხე მხარეებს ერთმევათ აღნიშნული უფლებები, კერძოდ თუ მოსარჩელის მიერ გამოყენებული იქნება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის, რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
ამასთან ამავე კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდეც.
ამასთან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი გარდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად გარდა ზემო აღნიშნული ღონისძიებისა ითვალისწინებს ინდივიდულაურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას, კერძოდ:
საქართველოს ადმინისტერაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა.
ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ მხარის შუამდგომლობა შეიძლება წარდგენილ იქნეს სარჩელის აღძვრამდეც.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით ნ---------–-–---–-ს წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით ქ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 აგვისტოს N0- 1--- ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა და შეჩერდა ქ. ბ-----------------–----–---------------- 2018 წლის17 აგვისტოს N0- 1--- ბრძანების მოქმედება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ადმინისტერაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მეშვიდე ნაწილზე თუ შეჩერებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია, სასამართლოს შეუძლია გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში ბ-----------------–----–---------------- არ მოუმართავს შუამდგომლობით, რომ შეჩერებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია და არ მოუთხოვია გაუქმება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების, მის მიერ მხოლოდ კერძოდ საჩივრით იქნა გასაჩივრებული აღნიშნული განჩინება.
7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:
ა) ნორმატიული აქტის სახე;
ბ) ნორმატიული აქტის სათაური;
გ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი (თუ ნორმატიულ აქტში შეტანილია ცვლილება ან დამატება, მათი შეტანის თარიღიც);
დ) ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ განსაზღვრული ვადითაა მიღებული);
ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.
დადგენილია, რომ ბორჯომის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება N0------ რომლითაც დაჯარიმდა ნ---------–-–---–- 25000(ოცდახუთი ათასი) ლარით, ბ-----------------–----–---------------- 2018 წლის 15 აგვისტოს N0- მითითების შეუსრულებლობისათვის და განხორცეილდეს ქ. ბ---------–--–------------- ქ. N1-ში (ნაკვეთის N6-.2-.0-.8--) და მის მიმდებარედ, სახელმწიფოს ან/თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ წარმოებული მშენებლობის დემონტაჟი გამოცემულია 2018 წლის 09 ოქტომბერს, 14 საათსა და 2- წუთზე, რაც დასტურდება როგორც თვით ბრძანებით, რადგან ბრძანება დათარიღებულია აღნიშნული თარიღით, ასევე ამონაწერით ბ-----------------–----–---------------- ელექტრონული ჟურნალიდან, სადაც გამოცემის დრო მითითებულია 2018 წლის 09 ოქტომბერი, 14 საათსა და 2- წუთი.
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მეორე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები (შემდგომ − მუნიციპალიტეტის ორგანოები), რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
ამავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმდ ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე ორგანოზაცისათვის უწყების/გზავნილის ჩაბარების თარიღად ითვლება არა ის დროს როდესაც ის გადაეცემა ადრესატ, არამედ ის დრო, როდესაც ჩაჰბარდება კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს.
დადგენილია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც შეჩერდა ქ. ბ-----------------–----–---------------- 2018 წლის 17 აგვისტოს №201--- ბრძანების მოქმედება, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გაიგზავნა 05.10.2018 წელს და ქ. ბ-----------------–----–---------------- ჩაბარდათ 2018 წლის 9 ოქტომბერს 12:18 საათზე. კერმოდ სასამართლოს გზავნილი ჩაიბარა ს--------------–---- ბ-----------------–----–---------------- უფლებამოსილმა პირმა/კანცელარიამ, რაც ითვლება მერიისათვის ჩაბარების დროდ, რადგან საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი.
საქართველოს კონსტიტიციის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები. სპეციალიზებული სასამართლოები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. სამხედრო სასამართლოს შემოღება შეიძლება საომარი მდგომარეობის დროს და მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. საგანგებო სასამართლოების შექმნა დაუშვებელია. საერთო სასამართლოებში საქმეებს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საერთო სასამართლოების სისტემა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საერთო სასამართლოების შესახებ" 4-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ზოგადი ამდინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც შეჩერდა ქ. ბ-----------------–----–---------------- 2018 წლის 17 აგვისტოს №201--- ბრძანების მოქმედება, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გაიგზავნა 05.10.2018 წელს და ქ. ბ-----------------–----–---------------- ჩაბარდათ 2018 წლის 9 ოქტომბერს 12:18 საათზე. კერმოდ სასამართლოს გზავნილი ჩაიბარა ს--------------–---- მერის თანამშრომელმა/უფლებამოსილმა პირმა, რაც ითვლება მერიისათვის ჩაბარების დროდ, ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2018 წლის 09 ოქტომბრის N0------ ბრძანება გამოცემული მას შემდეგ, რაც უკვე მერიისათვის ცნობილი იყო სასამართლოს განჩინება ქ. ბ-----------------–----–---------------- 2018 წლის 17 აგვისტოს №201--- ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ და მერიას უფლება არ გააჩნდა გაეგრძელებინა ადმინისტრაციული წარმოება სასამართლოს მიერ უკვე შეჩერებული აქტის საფუძველზე, ამიტომ ბ-----------------–----–---------------- 2018 წლის 09 ოქტომბრის N0------ ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად დარღვეულია მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ სახეზე კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, შესაბამისად არსებობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, ამიტომ ნ---------–-–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ-----------------–----–---------------- 2018 წლის 09 ოქტომბრის N0------ ბრძანება.
8. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილს ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
ამავე კოდექსის უხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამიტომ მოპასუხე ბ-----------------–----–---------------- უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 25-- 25--ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ---------–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბ-----------------–----–---------------- 2018 წლის 09 ოქტომბრის N0------ ბრძანება.
2. მოპასუხე ბ-----------------–----–---------------- დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;
მოსამართლე გია ბერაია