განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1----14
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 დეკემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - გიორგი დარახველიძე
სხდომის მდივანი - ქეთევან ხელაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვა------–-----–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ცი-----------–---–ი,ბრალდებული - უ-------------- დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ.თბილისი, ვ---------–-------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
საქართველოს თა----–--ს სამინისტროს შე------–-------–--------ის სა--------------------ის უფროსს უჩ-----------ას 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის იანვრამდე პერიოდში ოფიციალურ დოკუმენტში, სახელფასო უწყისში და რეესტრში, შეჰქონდა ყალბი ჩანაწერი, რის შედეგად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა საქართველოს თა----–--ს სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა 78 000 ლარის ოდენობით.
სასამართლომ დაადგინა:
საქართველოს თა----–--ს სამინისტროს შე------–-------–--------ის სა--------------------ის უფროსს უჩ-----------ას 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის იანვრამდე პერიოდში ოფიციალურ დოკუმენტში, სახელფასო უწყისში და რეესტრში, შეჰქონდა ყალბი ჩანაწერი, რის შედეგად მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა საქართველოს თა----–--ს სამინისტროს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას 78 000 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე უჩ-----------ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ" ქვეპუნქტებზე.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულის წარმომადგენელმა სო------–-------–---–მა განაცხადა, რომ საქართველოს თა----–--ს სამინისტროს წარმომადგენელია, რომელიც დაზარალებულად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საქმეში. მისი განმარტებით, უჩ-----------ას ზიანი ნაწილობრივ აქვს ანაზღაურებული.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გი--------------–---–მა განაცხადა, რომ საქართველოს თა----–--ს სამინისტროს შე------–-------–--------ის სა--------------------ის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა 2013 წლის იანვრის თვეში, მან უჩ-----------ა შეცვალა. მეთაურის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა გადაბარების კომისია, იგი აღრიცხავდა ბაზის საფინანსო დოკუმენტაციას, რის გამოც კონსულტაციის გავლის მიზნით შეხვდა ზემდგომ საფინანსო ორგანოს ფინანსისტს ივ-----------------–-–---–ს. მასსა და ივ-----------------–-–---–ს შორის საუბარი შეეხებოდა მის თანამდებობრივ სარგოს, რა დროსაც ივ-----------------–-–---–ის მიერ წარდგენილი იქნა უჩ-----------ას მიერ შედგენილი სექტემბრის თვის სახელფასო რეესტრი, სადაც უჩ-----------ას ხელფასის სახით დაფიქსირებულია თანხა 8812 ლარი. ხოლო ქვედანაყოფის სახელფასო რეესტრში უჩ-----------ას ხელფასად დაფიქსირებული იყო 812 ლარი. მსგავსი გარემოებები იკვეთებოდა სხვა თვეების სახელფასო რეესტრებშიც, სადაც ცდომილება იყო ქვედანაყოფის რეესტრებსა და თა----–--ს სამინისტროში გაგზავნილ რეესტრებს შორის. მან გამოვლენილი უზუსტობა აცნობა მეთაურს სე------------ს, შემდეგ კი სამხედრო პოლიციას და სა--------------------ს. მისივე განმარტებით, ქვედანაყოფში ხელფასის ოდენობა რეგულირდება თა----–--ს მინისტრის ბრძანებით, თავდაპირველად დგება უწყისი, შემდეგ კი სახელფასო რეესტრი, რომლის ერთი პირი რჩება ქვედანაყოფში, ხოლო მეორე პირი იგზავნება ზემდგომ საფინანსო ორგანოში. სახელფასო რეესტრებს ადგენდა უჩ-----------ა.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ივ-----------------–-–---–მა, რომელმაც დამატებით განაცხადა, რომ ის არის სა----–-----------------------–---ის განყოფილების უფროსი. მის სამსახურში სა----–--------ის სა--------------------იდან მიდის წერილობით მოთხოვნა ხელფასების თაობაზე, რომელსაც ერთვის სახელფასო რეესტრი და დანართი, მათთან ხდებოდა შეჯამება და შემდეგ იგზავნებოდა თა----–--ს სამინისტროში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გი--------------–---–მა დაადასტურა, რომ 2011 წლის აპრილის თვეში ანგარიშზე ხელფასის სახით დაერიცხა 2000 ლარით მეტი. ზედმეტად დარიცხული თანხა მან სა--------------------ს დაუბრუნა, კერძოდ უჩ-----------ას, მან განუცხადა, რომ ტექნიკური შეცდომის გამო დაერიცხა 2000 ლარით მეტი, რომელიც ბიუჯეტში უნდა დაბრუნებულიყო. რაიმე სახის დოკუმენტი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით არ შემდგარა.
მოწმე სე------------ს ჩვენების მიხედვით, 2012 წლიდან დაინიშნა საქართველოს თა----–--ს სამინისტროს შე------–-------–--------ის მეთაურად, ხოლო ამავე ქვედანაყოფის სა--------------------ის უფროსად დაინიშნა უჩ-----------ა. უჩ-----------ა ამზადებდა ყველა დოკუმენტაციას თანამშრომლების ხელფასებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ხელმოსაწერად შეჰქონდა მასთან. უჩ-----------ას ხელფასი შეადგენდა დაახლოებით 800-900 ლარს. როდესაც ახალმა ფინანსისტმა გი--------------–---–მა აღმოაჩინა უჩ-----------ას დარღვევები, ამ უკანასკნელმა მასთან საუბარში აღნიშნა, რომ ქვედანაყოფის სახელფასო დოკუმენტაციაში უთითებდა მის (უჩ-----------ა) რეალურ ხელფას, ხოლო ზემდგომ საფინანსო ორგანოში გასაგზავნ სახელფასო დოკუმენტაციაში კი ზრდიდა ხელფასის ოდენობას.
მოწმე თა---------–---ს განმარტებით, მუშაობს თა----–--ს სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში. ხელფასის თაობაზე პირველადი დოკუმენტაცია მუშავდება ქვედანაყოფის სა--------------------ში, შემდეგ ქვედანაყოფის მეთაური ამოწმებს მას და აწერს ხელს, შემდეგ ტარდება კანცელარიაში, სადაც ნომერი მიენიჭება, რის შემდეგაც სახელფასო დოკუმენტაცია ეგზავნება ზემდგომ სა--------------------ს. კონკრეტულ შემთხვევაში, შერეული სა----–--------იდან სა----–-----------------------–---აში იგზავნება სახელფასო დოკუმენტაცია, საიდანაც იგზავნება თა----–--ს სამინისტროს ფინანასების მართვის დეპარტამენტში. ფინანსების მართვის დეპარტამენტში უჩ-----------ას ხელმოწერით ხელფასების თაობაზე მომართვა არ შემოსულა. მას სა----–-----------------------–---აში უნდა შეეტანა მომართვა ხელმოსაწერად. მანვე განმარტა, რომ თანხის სისწორე ხდება პირველადი დოკუმენტებით, მოთხოვნა თანხებთან დაკავშირებით რამდენად სწორია ფინანსების მართვის დეპარტამენტში არ მოწმდება, დეპარტამენტიდან ხორციელდება გადახდა. გადარიცხვა ხდება ცენტრალური ხაზინიდან, სადაც საგადახდო მოთხოვნები მიემართება ფინანსების მართვის დეპარტამენტიდან და გადარიცხვა ხდება რეკვიზიტების მიხედვით. სა----–--------ა დეპარტამენტს მოთხოვნით მომართავდა სა----–---ო ჯარების მეშვეობით.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ალ--------------------–---–მა აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურის ხელფასის დაანგარიშება ხდება იმ ქვედანაყოფის სა--------------------ში, სადაც სამხედრო მოსამსახურე მსახურობს. პირველადი დოკუმენტაცია ქვედანაყოფში ინახება, შემდეგ დგება სახელფასო რეესტრი, რომელსაც ხელს აწერს ფინანსისტი და ქვედანაყოფის ხელმძღვანელი. სახელფასო რეესტრი იგზავნება სა----–-----------------------–---ის სა--------------------ში, სადაც დგება ნაერთი და იგზავნება თა----–--ს სამინისტროს საფინანსო განყოფილებაში, რის შემდეგაც ხდება თანხის აღრიცხვა ანგარიშზე. ქვედანაყოფის მეთაურს არ გააჩნია კონტროლი ხელფასის თაობაზე, იგი ენდობა ფინანსისტს. ასევე კონტროლის მექანიზმი არ გააჩნია სა----–-----------------------–---ას, სადაც ერთიანდება ყველა წარდგენილი ინფორმაცია ხელფასების თაობაზე. თა----–--ს სამინისტროს სა--------------------საც არ გააჩნია კონტროლის მექანიზმი ხელფასების ოდენობის განსაზღვრის თაობაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა რო----------მ და რო---------------ემ დაადასტურეს, რომ შერეული სა----–--------ის სა--------------------ის უფროსად მუშაობდა უ-------------- რომელსაც ევალებოდა დროულად მოემზადებინა სახელფასო უწყისები და სახელფასო რეესტრი, დროულად გაეგზავნა თა----–--ს სამინისტროში, რათა მომხდარიყო სამხედრო მოსამსახურეებზე ხელფასების დარიცხვა.
რევიზიის აქტის თანახმად, 2011 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში, შერეული სატრანსპორტო სა----–--------ის საფინანასო სამსახურის უფროსის უჩ-----------ას მიერ ზედმეტად ხელზე მიღებულმა თანხამ ხელფასის სახით სულ შეადგინა 76 000 ლარი, მათ შორის: 2011 წელს შეადგინა 20 000 ლარი, ხოლო 2012 წელს კი 56 000 ლარი. 2011 წელს შერეული სატრანსპორტო სა----–--------ის უმცროსი სერჟანტის გი--------------–---–ის ზედმეტად ხელზე მიღებულმა თანხამ ხელფასისა და პრემიის სახით შეადგინა 2 720 ლარი, მათ შორის: ხელფასის სახით 2000 ლარი, პრემიის სახით 720 ლარი. 2011 წლის ივლისის თვეში შერეული სატრანსპორტო სა----–--------ის ყოფილი უფროსის მა-–--------------ის ზედმეტად ხელზე მიღებულმა თანხამ ხელფასის სახით შეადგინა 3000 ლარი. ჯამში მთლიანად შერეული სატრანსპორტო სა----–--------აზე ზედმეტად გაცემულმა თანხამ ხელფასის და პრემიის სახით შეადგინა 81 720 ლარი. ზედმეტად გაცემული თანხის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სა---------–---------ს მიერ გაცემული ნაერთი ამონაწერი უჩ-----------ას, მა-–--------------ის და გი--------------–---–ის პირადი ანგარიშიდან.
აღნიშნული აქტის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ნი-----------–---ა და მა----------–---–მა.
ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის იანვრამდე პერიოდში, შერეული სატრანსპორტო სა----–--------ის თანამშრომლებზე: უ-------------- მა-–--------------ი და გი--------------–---–ი, სულ არასწორად გაცემული ხელფასი ხელზე შეადგენს 81 000 ლარს, საიდანაც 2011 წელს არასწორადაა გაცემული - 25 000 ლარი, 2012 წელს - 56 000 ლარი. მათ შორის: 2011 წელს უჩ-----------აზე არასწორადაა გაცემული 20 000 ლარი, მა-–--------------ზე - 3 000 ლარი და გი--------------–---–ზე - 2 000 ლარი, ხოლო 2012 წელს უჩ-----------აზე არასწორად გაცემული ხელფასი შეადგენს 56 000 ლარს.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურ მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ან----–----–---–მა.
ხელწერილის ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ხელმოწერები, უჩ-----------ას სახელით (ტექსტის სახით), განლაგებული: შერეული სა----–--------ა 2012 წლის ხელფასის რეესტრში, სადაც უჩ-----------ას სახელის და გვარის გასწვრივ მითითებულია თანხა: 4812.00, მაისის თვის პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე გვერდებზე მარჯვენა ქვედა მხარეს, შესრულებულია უჩ-----------ას მიერ. ხელმოწერები, უჩ-----------ას სახელით (შტრიხული ხელმოწერები) განლაგებულია: შერეული სა----–--------ა 2012 წლის ხელფასის რეესტრში, სადაც უჩ-----------ას სახელის და გვარის გასწვრივ მითითებულია თანხები: 4812.00, მაისის თვის ყველა გვერდზე, მარჯვენა ქვედა მხარეს და ბოლო გვერდზე, გრაფაში: ,,სა--------------------ის უფროსი ს---; 4812.00 ივნისის თვის ყველა გვერდზე, მარჯვენა ქვედა მხარეს და ბოლო გვერდზე, გრაფაში: ,,სა--------------------ის უფროსი ს---; 4812.00, ივლისის თვის ყველა გვერდზე, მარჯვენა ქვედა მხარეს და ბოლო გვერდზე, გრაფაში: ,,სა--------------------ის უფროსი ს---; 4812.00, აგვისტოს თვის ყველა გვერდზე, მარჯვენა ქვედა მხარეს და ბოლო გვერდზე, გრაფაში: ,,სა--------------------ის უფროსი ს---; 8812.00 სექტემბრის თვის ყველა გვერდზე, მარჯვენა ქვედა მხარეს და ბოლო გვერდზე, გრაფაში: ,,სა--------------------ის უფროსი ს---, 91--.80 ოქტომბრის თვის ყველა გვერდზე, მარჯვენა ქვედა მხარეს და ბოლო გვერდზე, გრაფაში: ,,სა--------------------ის უფროსი ს---; 8974,80 ნოემბრის თვის ყველა გვერდზე, მარჯვენა ქვედა მხარეს და ბოლო გვერდზე, გრაფაში: ,,სა--------------------ის უფროსი ს---, შესრულებულია უჩ-----------ას მიერ.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მა---------მ.
საქართველოს თა----–--ს მინისტრის N---- ბრძანების თანახმად, უჩ------------------------ა დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სა----–---ო ჯარების შერეული სა----–--------ის სა--------------------ის უფროსად-ფინანსისტად 2011 წლის 1 ნოემბრიდან (შაშტატო კატეგორია ,,მაიორი“; შტატი N8--------), გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სა----–---ო ჯარების შერეული სატრანსპორტო სა----–--------ის სა--------------------ის ბუღალტერ-ხაზინადარის თანამდებობიდან (საშტატო კატეგორია ,,კაპრალი (სპეც)“; შტატი N8-------).
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა უჩ-----------ამ განაცხადა, რომ თა----–--ს სამინისტროში მუშაობა დაიწყო 2005 წლიდან, იგი სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 2010 წლიდან კი თა----–--ს მინისტრის ბრძანებით სა----–--------ის ფინანასურ სამსახურში დაიწყო მუშაობა. მასთან შრომითი ხელშეკრულება თა----–--ს სამინისტროს არ გაუფორმებია, მან არ იცოდა რეალურად მისი ყოველთვიური ხელფასი რამდენი იყო, მიუხედავად ამისა, მან იცოდა მისი უფლება-მოვალეობები ფინანსურ სამსახურში. მას მძიმე დაავადება აღმოაჩნდა, თუმცა დამალა სამსახურის დაკარგვის შიშით. ვინაიდან მისი მკურნალობა სოლიდურ ხარჯებს მოითხოვდა იგი იძულებული იყო მისი სახელფასო თანხები გაეზარდა. მანვე განმარტა, რომ იგი არ უარყოფს სახელმწიფოზე ზიანის მიყენებას, მის მიერ ანაზღაურებული იქნა მიყენებული ზიანის მესამედი. იგი მზაობას გამოთქვამს აანაზღაუროს თანხის დარჩენილი ნაწილი, თუ რა თქმა უნდა თა----–--ს სამინისტრო შეუწყობს ხელს და მოხდება თანხის განწილვადება. იგი ტაქსაობით ინახავს ოჯახს, თუმცა მზად არის შემოსავლის ნაწილი მოახმაროს ზიანის ანაზღაურებას.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდებულმა უჩ-----------ამ ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით, ხოლო მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით შერაცხული ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ" ქვეპუნქტებზე შემდეგ გარემოებათა გამო.
ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით დასაკვალიფიცირებლად აუცილებელია, რომ სხვისი ნივთი, რომელსაც პირი მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებს უნდა იყოს მიმთვისებელი პირის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. სასამართლო სხდომაზე კანონის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებით, კი დასტურდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: უჩ-----------ა თა----–--ს სამინისტროში იკავებდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სა----–---ო ჯარების შერეული სა----–--------ის სა--------------------ის უფროსი-ფინანსისტის თანამდებობას. ქვედანაყოფში მის მოვალეობაში შედიოდა პირველადი სახელფასო დოკუმენტაციის შედგენა, რომელსაც ის ქვედანაყოფის მეთაურთან ერთად აწერდა ხელს და აგზავნიდა ზემდგომ სა--------------------ში. ბრალდებულ უჩ-----------ას არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა სახელფასო თანხების განაწილებასთან თანამშრომლებზე, მათ შორის არ ჰქონდა შემხებლობა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ თანხასთან, რომლის მითვისებასაც ბრალდება ედავება უჩ-----------ას. ბრალდებულის მიერ მომზადებული დოკუმენტები იგზავნებოდა სა----–-----------------------–---აში, საიდანაც უკვე დოკუმენტაცია მიდიოდა თა----–--ს სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში, რომელიც თავის მხრივ საგადახდო მოთხოვნებს უგზავნიდა ცენტრალურ ხაზინას, ხოლო ცენტრალური ხაზინა თანხას ანაწილებდა თანამშრომლების სახელფასო ანგარიშებზე რეკვიზიტების მიხედვით. ამდენად, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, უჩ-----------ა ვერ განკარგავდა თანხებს, შესაბამისად იგი ვერ მიითვისებდა იმას, რაც მის მართლზომიერ მფლობელობაში არ იმყოფებოდა. ყოველ ჯერზე, მას სახელფასო დოკუმენტში ყალბი ჩანაწერის შეტანით შეცდომაში შეყავდა უწყება, რომელიც დაკავებული იყო თანამშრომლების საბანკო ანგარიშებზე თანხის დარიცხვით. მისთვის სიყალბე წარმოადგენდა თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ხერხს, რამეთუ სხვაგვარად - ინფორმაციის დამახინჯების და მოტყუების გარეშე იგი ვერ დაეუფლებოდა როგორც მის ანგარიშზე დარიცხულ 76000 (სამოცდათექვსმეტი ათასი) ლარს, ასევე გი--------------–---–ის ანგარიშზე დარიცხულ 2000 (ორი ათასი) ლარს, საერთო ჯამში 78000 (სამოცდათვრამეტი ათასი) ლარის დიდი ოდენობით თანხას. ანუ მის ანგარიშზე თანხა ჯდებოდა სხვისი შეცდომაში შეყვანის გზით, რის შემდეგაც უჩ-----------ა ეუფლებოდა თანხას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ უჩ-----------ას მიმართ შერაცხული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ" ქვეპუნქტებზე (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დიდი ოდენობით დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება
ბრალდებულ უჩ-----------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს უჩ-----------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, წარსულ ცხოვრებას (მისი წარსული არაფრითაა შებღალული), პირად და ეკონომიკურ პირობებს, მის მიდრეკილებას აანაზღაუროს ზიანი (ნაწილი ანაზღაურებული აქვს, მზაობას გამოთქვამს ხელშეწყობის შემთხვევაში აანაზღაუროს ზიანის დარჩენილი ნაწილი), რის შედეგადაც მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - მიღწევა შესაძლებელია მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშე, მის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
უჩ-----------ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე. უჩ-----------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
უჩ-----------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ უჩ-----------ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ უჩ-----------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2-----------–-- განჩინებით - ბრალდებულ უჩ-----------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 8 000 ლარის ნაცვლად შესატან უჩ-----------ას (პირადი N0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა - /მდებარე ზონა ა--–----, სექტორი ნ---------7, კვარტალი 01, ნაკვეთი 1--, საკადასტრო კოდი 4-------------
უჩ-----------ას მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
დისკები - დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი დარახველიძე