განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2019
საქმის ნომერი
130100118002614709
დავის ტიპი
126 1 , 124
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1-177-2018

(130100118002614709)

განაჩენი

საქართველოს სახელით

27 თებერვალი, 2019 წელი ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი რუსუდან ავთანდილაშვილი

ბრალდების მხარე:

პროკურორი - რ-----------–--

დაცვის მხარე:

ბრალდებული - შ-------–----–--ე, პირადი ნომერი 5----------, დაბადებული 1--- წლის 29 მარტს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ--–-----–----–----–----------------------ში

ადვოკატი - ი---------------ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 124-ე მუხლი

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. შ-------–----–--ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქალაქ ხ-–----–-----–-----------------ზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, შ-------–----–--ემ სახისა და თავის არეში მუშტი რამდენჯერმე დაარტყა ზ--–--------------ეს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ესე იგი შ-------–----–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

1.2. შ-------–----–--ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქალაქ ხ-–----–-----–-----------------ზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, შ-------–----–--ემ თავის არეში მუშტი დაარტყა ზ--–--------------ეს, რის შემდეგაც იგი (ზ--–--------------ე) წაიქცა და თავი დაარტყა ასფალტზე, რითაც შ-------–----–--ემ, გაუფრთხილებლობით, ჯანმრთელობის მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ზ--–--------------ეს.

 

ესე იგი შ-------–----–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

შ-------–----–--ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა გარდა მისივე აღიარებისა, დასტურდება მოწმეების: საბა მიქელაძის, ვარლამ ტაგანაშვილის, მარინა მურადიანის, დაზარალებულ ზ--–--------------ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ შ-------–----–--ის აღიარებითი ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიღ, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, პროკურორ ბ----------------–---–-ა და ბრალდებულ შ-------–----–--ეს შორის, ადვოკატ ი---------------ის მონაწილეობით.

 

პროკურორმა ბ----------------–---–მა 2019 წლის 27 თებერვალს, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე წარმოადგინა შუამდგომლობა და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულ შ-------–----–--ის მიმართ, სასამართლოს მიერ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა. პროკურორმა იშუამდგომლა: შ-------–----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით.

სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობით.

სსკ-ის 124-ე მუხლით დაეკისროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, შ-------–----–--ეს შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

შუამდგომლობას დაეთანხმა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული პროკურორი რ-----------–--, ბრალდებული შ-------–----–--ე და მისი ადვოკატი ი---------------ი.

 

სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს შ-------–----–--ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; იგი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის, მას (ბრალდებულს) აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას. ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ბ----------------–---–ის შუამდგომლობის დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით, 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-e, 230-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ბ----------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. დამტკიცდეს, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, 2019 წლის 27 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ბ----------------–---–-, ბრალდებულ შ-------–----–--ესა და და ადვოკატ ი---------------ს შორის;

შ-------–----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით.

სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობით.

სსკ-ის 124-ე მუხლით დაეკისროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, შ-------–----–--ეს შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ შ-------–----–--ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

გაუქმდეს შ-------–----–--ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 აგვისტოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას დ------------–---------------------), ლ--–--------–---------------------) და თ--------------–---------------------) თანასაკუთრებაში არსებულ 1607 (ათასექვსასშვიდი) ლარად შეფასებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ხ---------–--------------------–----–--------------------------------------, რომელსაც შ-------–----–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად შერჩეული გირაოს თანხის 1000 (ათასი) ლარის ნაწილში დაედო ყადაღა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ხაშურის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

განაჩენი საჩივრდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის საფუძველზე.

მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ზაზა რამიშვილი