გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/80-1-1-
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 20-9 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე- ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი- ნინო ჭაბუკიანი
მოსარჩელე - შ--------------------’’
წარმომადგენელი - ე-–-----–-----–--
მოპასუხეები - 1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - გ-------------------
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენელი - გ----------------
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20-- წლის 07 ივნისის №------- გადაწყვეტილება და დაევალოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 20-- წლის 15 მაისის №------- გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა(იხ. სასარჩელო განცხადება; ტომი 1, ს.ფ. 2-13; დაზუსტებული სასარჩელო განცხადება; ტომი 1, ს.ფ. 96-107).
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20-- წლის 17დეკემბრის №--- ბრძანება შ--------------------ს’’ დირექტორის თ-------------–------ს წარმომადგენლის მი----–------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’ (იხ. სასარჩელო განცხადება; ტომი 1, ს.ფ. 2-13; დაზუსტებული სასარჩელო განცხადება; ტომი 1, ს.ფ. 96-107).
მოსარჩელის განმარტებით, 2--- წლის 28 თებერვალს შ--------–---------- ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს N-------- გადაწყვეტილების საფუძველზე 49წლის ვადით იჯარის ფორმით გადაეცა ოთხი მიწის ნაკვეთი მდ. მტ--------------------------–----------------------------------–----–------------------------------ დაწესებულებების მოწყობის ვალდებულებით. 20-7წლის ნოემბერში, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს თანხმობით მოხდა მოიჯარის ცვლილება და შ--------–---------- ჩაენაცვლა შ--------------------’’ უცვლელი პირობებითა და ვალდებულებებით. 20-- წლის 31 მარტს, შ----------------------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს(A--------) პირველი კლასის 6----მ-მდე ფართობის 5----------ე სიმაღლის და 2-----------ე ჩაღრმავების მქონე შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი იქნა შენობის პროექტი, კონსტრუქციული ნახაზები, დასკვნა, ისტორიული კვლევა, პროექტი განხილული იქნა თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე 2----–-–------------–---------------- მიეცა დადებითი შეფასება. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 20--წლის 15 მაისს მიიღო გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, თუმცა არ გაითვალისწინეს მოთხოვნის ნომენკლატურა და ნაცვლად პირველი კლასის ნაგებობის ნებართვისა, გასცეს დროებით შენობა ნაგებობაზე ერთ წლიანი ვადით. 20--წლის 21 მაისს, შ--------------------ს’’ მიერ მოთხოვნილი იქნა ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების შეტანა, კერძოდ- ვადის შეზღუდვის მოხსნა, რაზეც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 20-- წლის 07 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება N------- უარის თქმის შესახებ და სამართლებრივ დასაბუთებაში მიუთითა, რომ სამსახურს არ მიაჩნია მიზანშეწონილად ხსენებული ცვლილების განხორციელება. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, საჩივართან ერთად წარდგენილი იქნა კონსტრუქციული დასკვნა და დოკუმენტაცია იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული შენობა არ წარმოადგენს დროებით, მობილური ტიპის ნაგებობას, რომლის დაშლა-გადატანა არის შესაძლებელი, თუმცა აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული საჩივრის განმხილველი ორგანოს მიერ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ დაკმაყოფილდა შ--------------------ს’’ ადმინისტრაციული საჩივარი.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მათ ბათილად ცნობას და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რომლითაც ცვლილება შევა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემულ გადაწყვეტილებაში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 20-7 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ------–---------------------–-----------------------------------------–--------------------) საკადასტრო კოდი: №--.1-.0-.0--.0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 7-.0-კვ.მეტრი; ნაკვეთის წინა ნომერი: 0-, 2----–-–---------------–----- საკუთრების უფლებით აღრიცხულია ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 2--------7(იხ. ტომი 2, ს.ფ. 11--119)
3.1.2. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–--------------–------------- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ქ.თბილისში, რ--------------–------ მიმდებარედ არსებული 7----------- მიწის ნაკვეთი(საკადასტრო კოდი: №--.1-.0-.0-1.0--), ქ.თბილისში, რ-----------------------–------–--–--------------–---------- მიწის ნაკვეთი(საკადასტრო კოდი: №--.17.0-.0-5.0-0), ქ.თბილისში, გ--------–--------ს დასაწყისში მდებარე 7--ვ.მეტრი მიწის ნაკვეთი(საკადასტრო კოდი: №--.1-.0-.0-1.0--), ქ.თბილისში, დ---------------ს ტერიტორიაზე არსებული 1-----------ი მიწის ნაკვეთი(საკადასტრო კოდი: №--.1-.0-.0-1.0--), იჯარით, პირდაპირი განკარგვის წესით, ნ-----------------–----–----------------------------- დაწესებულებების მოწყობის მიზნით გადაეცა შ--------–----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2---–-–-- 28 თებერვლის №--------- გადაწყვეტილება და საიჯარო პირობები(იხ.ტომი 1, ს.ფ. 15-20)
3.1.3. ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 07ივლისის №------- გადაწყვეტილებით, სამსახურმა განიხილა განცხადება და თანდართული საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც ეხებოდა ქ.თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, გ--------–--------ს დასაწყისი, ნაკვეთი 0-/0--, ნ------------- მოწყობის საკითხს და დაადასტურა ქალაქ თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, გ---------–---------------–------------------------------------- მოწყობის შესაძლებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 07 ივლისის №------- გადაწყვეტილება I კლასის - ნ------------- მოწყობის შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე(იხ. ტომი 1, ს.ფ. 29-30)
3.1.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 20-7წლის 17 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ შ--------–---------- მიეცა თანხმობა ქალაქ თბილისის მთავრობის 2--- წლის 21 თებერვლის №0-.2--2-- დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2---–-–-- 28 თებერვლის №--------- გადაწყვეტილების საფუძველზე, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემულ: ა)ქ.თბილისში, რ--------------–------ მიმდებარედ არსებული 7----------- მიწის ნაკვეთზე(საკადასტრო კოდი: №--.1-.0-.0-1.0--); ბ) ქ.თბილისში, რ-----------------------–------–--–---- არსებული 1------------ მიწის ნაკვეთზე(საკადასტრო კოდი: №--.17.0-.0-5.0-0); გ)ქ.თბილისში, გ--------–--------ს დასაწყისში მდებარე 7--ვ.მეტრი მიწის ნაკვეთზე(საკადასტრო კოდი: №--.1-.0-.0-1.0--), დ) ქ.თბილისში, დ---------------ს ტერიტორიაზე არსებული 1----------- მიწის ნაკვეთზე(საკადასტრო კოდი: №--.1-.0-.0-1.0--) იჯარის უფლება უცვლელი საიჯარო პირობებითა და ვალდებულებებით, გადასცეს შ--------------------’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 20-7 წლის 17 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 21-22)
3.1.5. 20-- წლის 31 მარტს, ქ------------------(შ--------------------ს’’ წარმომადგენელი) №A-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, გ--------–--------ს დასაწყისი, ნაკვეთი 0-/0--, N0-.1-.0-.0-1.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე 6----მ-მდე ფართობის 5----------ე სიმაღლის და 2მეტრამდე ჩაღრმავების მქონე შენობა-ნაგებობის განთავსების შესაძლებლობის თაობაზე წერილობითი დასტურის გაცემა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20-- წლის 15 მაისის №------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა №A-------- განცხადება და ქ.თბილისში, გ--------–--------ს დასაწყისი, ნაკვეთი 0-/0--, N0-.1-.0-.0-1.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსების შესაძლებლობის თაობაზე გაიცა წერილობითი დასტური, რომლითაც შენობა-ნაგებობის განთავსების ვადა განისაზღვრა მისი გაცემიდან 1 წლის ვადით. ამავე გადაწყვეტილებით დამკვეთს ასევე განემარტა, რომ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის პირველივე მოთხოვნისთანავე შენობა-ნაგებობა ექვემდებარებოდა დემონტაჟს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20-- წლის 15 მაისის №------- გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 25-26)
3.1.6. 20-- წლის 21 მაისს, ქ------------------(შპს ,-------------------- წარმომადგენელი) №--------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ამავე სამსახურის 20--წლის 15 მაისის №------- გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ- წერილობითი დასტურის უვადოდ გაცემა ნაცვლად ერთწლიანი ვადისა. ასევე, გადაწყვეტილებიდან იმ მითითების ამოღება, რომლის თანახმადაც, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის პირველი მოთხოვნისთანავე შენობა-ნაგებობა ექვემდებარებოდა დემონტაჟს.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20-- წლის 07 ივნისის №------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შ---------------------’ №--------- განცხადება იმ საფუძვლით, რომ სამსახურს გადაწყვეტილებიდან ზემოაღნიშნული პირობების ამოღება არ მიაჩნდა მიზანშეწონილად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20-- წლის 07 ივნისის №------- გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 27-28)
3.1.7. 20-- წლის 14 ივნისს, შ--------------------ს’’ დირექტორის თ-------------–------ს წარმომადგენელმა მ-----–------–---–მა №----------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20-- წლის 07 ივნისის №------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20-- წლის 17 დეკემბრის №--- ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა შ--------------------ს’’ დირექტორის თ-------------–------ს წარმომადგენლის მი----–------–---–-ს 20-- წლის 14 ივნისის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20-- წლის 07ივნისის №------- გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შ--------------------ს’’ დირექტორის თ-------------–------ს წარმომადგენლის მი----–------–---–-ს 20-- წლის 14 ივნისის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი(იხ. ტომი 2, ს.ფ. 10-12)
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20-- წლის 17 დეკემბრის №--- ბრძანება შ--------------------ს’’ დირექტორის თ-------------–------ს წარმომადგენლის მი----–------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 30--37)
3.1.8. საქმეში წარმოდგენილია ხელოვნებათმცოდნე ლ--–--------------–---–-- 2---–-–-- ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა რეკომენდაცია პროექტისათვის ,--------, სადაც აღნიშნულია, რომ მდინარე მტკვრის, ძველი ქალაქის მთავარი არტერიის ,,გაცოცხლება’’, თბილისისთვის ტრადიციული საშუალებით - სანაოსნო ტრანსპორტის აღდგენით, მნიშვნელოვანია, როგორც ტურისტული მიმზიდველობის გაზრდის, ასევე მდინარისა და ქალაქის ხელოვნურად დარღვეული კავშირის აღდგენის კუთხით. ამასთან, ზემოთ ჩამოთვლილი ტერიტორიების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, რეკომენდირებულია ნავსადგურების არქიტექტურული სახე და დიზაინი ორგანულად მიესადაგოს ძველი ქალაქის ისტორიულ კონტექსტს. ამდენად, შესაბამისი იქნება თანამედროვე, სადა, მინიმალისტური ხერხებით გადაწყვეტილი ფორმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელოვნებათმცოდნე ლ--–--------------–---–-- 2--- წლის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა რეკომენდაცია პროექტისათვის ,--------(იხ. ტომი 1, ს.ფ. 44-49)
3.1.9. საქმეში წარმოდგენილია ექსპერტის, საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორის- ჯ---–------ საექსპერტო დასკვნა ქ.თბილისში, გ--------–--------ს დასაწყისში, ნაკვეთი 0-/0-- არსებული შენობის(ყო----–----------------- შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნული შენობის კონსტრუქციული ნაწილი კარგ მდგომარეობაშია, მის მზიდუნარიანობას, მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება და მიეცა დადებითი შეფასება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტის, საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორის- ჯ---–------ საექსპერტო დასკვნა(იხ. ტომი 1, ს.ფ. 71-73)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, შ--------------------ს’’ სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს მთავრობის 20-9 წლის 24 მარტის №57 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-- წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20-- წლის 07 ივნისის №------- გადაწყვეტილება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20-- წლის 17დეკემბრის №--- ბრძანება შ--------------------ს’’ დირექტორის თ-------------–------ს წარმომადგენლის მი----–------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20-- წლის 07 ივნისის №------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შ--------------------ს’’ №--------- განცხადება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20-- წლის 15 მაისის №------- გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და მოპასუხისათვის- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ცვლილება იქნება შეტანილი 20-- წლის 15 მაისის №------- გადაწყვეტილებაში,- მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 20-9 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა)I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; გ)III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; დ)IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე)V კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით(განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები).
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 20-9 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 20-9 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, დროებითი შენობა და ნაგებობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან ან/და წყალთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები(გარდა წყლის ტრანსპორტისა). დადგენილების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება არის ახალი მშენებლობა. ამავე დადგენილების მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, არასაზოგადოებრივ, კერძო მიწის ნაკვეთზე განთავსებული დროებითი შენობა და ნაგებობა, გარდა ამ დადგენილებით I კლასს დაქვემდებარებული მახასიათებლების მქონე შენობისა და ნაგებობისა, საჭიროებს მშენებლობის ნებართვას დადგენილების შესაბამისად.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 20-9 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების პირველი პუნქტების თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, თუმცა 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ხოლო 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20--წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულება’’, რომლის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა)მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ამავე დებულების 3.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს არქიტექტურული პროცესების მართვა – დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხორციელდება არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ქ.თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო, იგი ვალდებული არის იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2--- წლის 28 თებერვლის №--------- გადაწყვეტილებით ქ.თბილისში, გ--------–--------ს დასაწყისში მდებარე 7--ვ.მეტრი მიწის ნაკვეთი(საკადასტრო კოდი: №--.1-.0-.0-1.0--), იჯარით, პირდაპირი განკარგვის წესით, ნ-----------------–----–----------------------------- დაწესებულებების მოწყობის მიზნით გადაეცა შ--------–----------, ხოლო ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 07 ივლისის №------- გადაწყვეტილებით, სამსახურმა დაადასტურა ქალაქ თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, გ---------–---------------–------------------------------------- მოწყობის შესაძლებლობა.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 20-7 წლის 17 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილებით შ--------–---------- მიეცა თანხმობა ქალაქ თბილისის მთავრობის 2--- წლის 21თებერვლის №0-.2--2-- დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2---–-–-- 28 თებერვლის №--------- გადაწყვეტილების საფუძველზე, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემულ ქ.თბილისში, გ--------–--------ს დასაწყისში მდებარე 7--ვ.მეტრი მიწის ნაკვეთზე(საკადასტრო კოდი: №--.1-.0-.0-1.0--) იჯარის უფლება უცვლელი საიჯარო პირობებითა და ვალდებულებებით, გადაეცა შ---------------------------.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 20-- წლის 31 მარტს ქ------------------(შ---------------------’ წარმომადგენელი) №A-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, გ--------–--------ს დასაწყისი, ნაკვეთი 0-/0--, N0-.1-.0-.0-1.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე 6----მ-მდე ფართობის 5----------ე სიმაღლის და 2-----------ე ჩაღრმავების მქონე შენობა-ნაგებობის განთავსების შესაძლებლობის თაობაზე წერილობითი დასტურის გაცემა, ხოლო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20-- წლის 15 მაისის №------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა №A-------- განცხადება და ქ.თბილისში, გ--------–--------ს დასაწყისი, ნაკვეთი 0-/0--, N0-,1-.0-.0-1.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსების შესაძლებლობის თაობაზე გაიცა წერილობითი დასტური, რომლითაც შენობა-ნაგებობის განთავსების ვადა განისაზღვრა მისი გაცემიდან 1 წლის ვადით. ამავე გადაწყვეტილებით დამკვეთს ასევე განემარტა, რომ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის პირველივე მოთხოვნისთანავე შენობა-ნაგებობა ექვემდებარებოდა დემონტაჟს.
დადგენილია ასევე, რომ 20-- წლის 21 მაისს ქ------------------(შ--------------------ს’’ წარმომადგენელი) №--------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ამავე სამსახურის 20-- წლის 15 მაისის №------- გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, წერილობითი დასტურის უვადოდ გაცემა ნაცვლად ერთწლიანი ვადისა. ასევე, გადაწყვეტილებიდან იმ მითითების ამოღება, რომლის თანახმადაც, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის პირველი მოთხოვნისთანავე შენობა-ნაგებობა ექვემდებარებოდა დემონტაჟს, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20-- წლის 7 ივნისის №------- გადაწყვეტილებით შ--------------------ს’’ №--------- განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმის დადგენა, ჰქონდა თუ არა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საზოგადოებრივ ტერიტორიაზე დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსებასთან დაკავშირებით ვადის განსაზღვრისა და დამკვეთისთვის მისი დემონტაჟის თაობაზე მოთხოვნის დაწესების უფლება და შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 20-9 წლის 24მარტის №57 დადგენილების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი შენობისა და ნაგებობის გამოყენების მაქსიმალური ვადაა 1 წელი და შესაძლებელია ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ ვადის მაქსიმუმ 1 წლით გაგრძელება. ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც არ ხდება ვადის გაგრძელება, აუცილებელია დროებითი შენობისა და ნაგებობის დემონტაჟი(დაშლა/დანგრევა), ტერიტორიიდან გატანა, აგრეთვე, ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა ან/და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, საზოგადოებრივ ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი შენობისა და ნაგებობის გამოყენების ვადას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მითითებული სამართლებრივი ნორმიდან ცალსახად დგინდება, რომ საზოგადოებრივ ტერიტორიაზე დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება შესაძლებელია მხოლოდ განსაზღვრული ვადით, რომლის ხანგრძლივობის მიზანშეწონილობას შესაბამისი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ადგენს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ამავე დროს, კანონმდებლობით განსაზღვრულია დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსების მაქსიმალური ვადა და იგი შეადგენს ერთ წელს, ხოლო უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, არსებული დროებითი შენობა-ნაგებობა იძენს უნებართვო ხასიათს, რის გამოც მისი კანონიერად განთავსებისთვის საჭიროა ზემოაღნიშნული ვადის გაგრძელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია, განახორციელოს დროებითი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.
მოცემულ შემთხვევაში, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ მიჩნეული იქნა, რომ №A-------- განცხადებით გათვალისწინებული ობიექტი თავისი მახასიათებლებით წარმოდგენდა დროებით შენობა-ნაგებობას, რასაც ასევე იზიარებს სასამართლო და აღნიშნავს, რომ დასახელებული საპროექტო ობიექტი, კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ შ--------------------სთვის’’ იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე(საკ.კოდი: N0-.1-.0-.0-1.0--) განთავსებას ექვემდებარებოდა მხოლოდ განსაზღვრული ვადით, რომლის დაწესების უფლებამოსილებაც გააჩნდა სწორედ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს. შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ საკითხის შესწავლის შემდგომ, ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთზე დროებითი შენობა-ნაგებობის გამოყენება მიზანშეწონილად მიიჩნია მაქსიმალური - ერთი წლის ვადით და აღნიშნული პირობა განსაზღვრა კიდეც 20-- წლის 15 მაისის №------- გადაწყვეტილებაში. რაც შეეხება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20-- წლის 15 მაისის №------- გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ იმ დათქმას, რომელიც გულისხმობს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის პირველი მოთხოვნისთანავე, დამკვეთის მიერ დროებითი შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განხორციელებას,- სასამართლო ამ შემთხვევაშიც იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მითითებული პირობა თავის თავში მოიაზრებს იმ შემთხვევას, როდესაც დროებითი შენობა-ნაგებობის გამოყენების ვადა ამოწურულია და დამკვეთის მიერ ვადის გაგრძელება არ ხდება. ასეთ პირობებში, დამკვეთის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს ვადაგასული დროებითი შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განხორციელება, მისი უნებართვო ხასიათის გათვალისწინებით. შესაბამისად, ვადაამოწურული დროებითი შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განხორციელებასთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული პირობა სრულად გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ შ---------------------- განცხადებით მოთხოვნილი ჰქონდა არა დროებითი შენობა-ნაგებობის, არამედ პირველი კლასის 6----მ-მდე ფართობის 5----------ე სიმაღლის და 2მეტრამდე ჩაღრმავების მქონე შენობა-ნაგებობის განთავსების შესაძლებლობის თაობაზე წერილობითი დასტურის მოპოვება, რის გამოც შენობა-ნაგებობის გამოყენება არ უნდა შეზღუდულიყო ერთი წლის ვადით,-აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საპროექტო ობიექტი, თავისი მახასიათებლებით განეკუთვნებოდა დროებით შენობა-ნაგებობას, რამდენადაც იგი წარმოადგენდა საძირკვლის არმქონე, ასაწყობ-დასაშლელ ან/და მობილურ სისტემას, რომლის გამოყენების ვადა, როგორც უკვე აღინიშნა, განისაზღვრება მაქსიმუმ ერთი წლით. ამასთან, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ საპროექტო ობიექტის განსაზღვრული ვადით განთავსება არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას იმ ვალდებულების შესასრულებლად, რაც საჩივრის ავტორს, როგორც ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მოიჯარეს, საიჯარო პირობებიდან გამომდინარე, აკისრია. ვინაიდან კანონმდებლობა იძლევა დროებითი შენობა-ნაგებობის გამოყენების ვადის გაგრძელების საშუალებას ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, საჩივრის ავტორს ობიექტურად არ ერთმევა შესაძლებლობა, საიჯარო პირობებით განსაზღვრული ვადის განმავლობაში, მიწის ნაკვეთზე განათავსოს საპროექტო ობიექტი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ვერ უთითებს კანონმდებლობის რა ნორმები იქნა დარღვეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ საჩივრის განხილვისას მის მიერ წარდგენილი იქნა კონსტრუქციული დასკვნა და დოკუმენტაცია იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული შენობა არ წარმოადგენს დროებით, მობილური ტიპის ნაგებობას, რომლის დაშლა-გადატანა არის შესაძლებელი, თუმცა აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული საჩივრის განმხილველი ორგანოს მიერ,- სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია ხელოვნებათმცოდნე ლ--–--------------–---–-- 2--- წლის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა რეკომენდაცია პროექტისათვის ,--------, სადაც აღნიშნულია, რომ მდინარე მტკვრის, ძველი ქალაქის მთავარი არტერიის ,,გაცოცხლება’’, თბილისისთვის ტრადიციული საშუალებით - სანაოსნო ტრანსპორტის აღდგენით, მნიშვნელოვანია, როგორც ტურისტული მიმზიდველობის გაზრდის, ასევე მდინარისა და ქალაქის ხელოვნურად დარღვეული კავშირის აღდგენის კუთხით. ამასთან, ზემოთ ჩამოთვლილი ტერიტორიების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, რეკომენდირებულია ნავსადგურების არქიტექტურული სახე და დიზაინი ორგანულად მიესადაგოს ძველი ქალაქის ისტორიულ კონტექსტს. ამდენად, შესაბამისი იქნება თანამედროვე, სადა, მინიმალისტური ხერხებით გადაწყვეტილი ფორმა; საქმეში ასევე წარმოდგენილია ექსპერტის, საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორის- ჯ---–------ საექსპერტო დასკვნა ქ.თბილისში, გ--------–--------ს დასაწყისში, ნაკვეთი 0-/0-- არსებული შენობის(ყო----–----------------- შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნული შენობის კონსტრუქციული ნაწილი კარგ მდგომარეობაშია, მის მზიდუნარიანობას, მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება და მიეცა დადებითი შეფასება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება ამავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნებითაც კი არ დგინდება, რომ საპროექტო ობიექტი თავისი მახასიათებლებით არ წარმოადგენს დროებით შენობა-ნაგებობას და გააჩნია საძირკველი, ხოლო სხვა მტკიცებულება მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ მიიღო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე მხარემ კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს და კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შ--------------------ს’’ სასარჩელო მოთხოვნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20-- წლის 07 ივნისის №------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რომლითაც ცვლილება იქნება შეტანილი 20-- წლის 15 მაისის №------- გადაწყვეტილებაში უსაფუძვლოა და აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6.4. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20-- წლის 17 დეკემბრის №--- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც შ---------------------’ დირექტორის თ-------------–------ს წარმომადგენელს მ-----–------–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60--ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 1-5-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 20--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20-- წლის 17 დეკემბრის №--- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 60- მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შ--------------------ს’’ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60--ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად-10-(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, შ--------------------ს’’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ--------------------ს’’ სარჩელი მოპასუხეების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი