გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.02.2019
საქმის ნომერი
330210018002385212
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
01.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/10126-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე სს „დ-------------------–-------------------------“

წარმომადგენელი არ-----------------

მოპასუხეები ა---------–-------–-–---–--

სსიპ სა-------------------–-----------------------

წარმომადგენელი მა----------------, ბე------------–---–-

დავის საგანი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად

მიყენებული ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეების ა---------–-------–-–---–სა და სსიპ სა-------------------–-----------------------სათვის მოსარჩელე სს „დ-------------------–-------------------------ს“ სასარგებლოდ 15 191 ლარის გადახდის დაკისრება.

 

2017 წლის 31 ოქტომბერს, ქ. თბილისში, მ----–----------ზე, მოპასუხე სა-------------------–-----------------------ს საკუთრებაში არსებული „რენოს“ მარკის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას, მოპასუხე ა---------–-------–-–---–მა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება და შეეჯახა „ი-----–-“ დაზღვეულ, შპს „ო----“ კუთვნილ „შ-------–-----“ მარკის სატრანსპორტო საშუალებას, რომელის დაზღვეული იყო სს „დ-------------------–-------------------------ში“.

შპს „ო----“ კუთვნილი „შ-------–-----“ მარტის სატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 15 191 ლარი.

 

სს „დ-------------------–-------------------------მ“ სრულად შეასრულა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება, ნაწილობრივ აუნაზღაურა დამზღვევს 23 103.82 ლარის ოდენობით ზიანი, ხოლო ზიანის ანაზღაურების დანარჩენი ნაწილი 281.25 აშშ დოლარის (745.3 ლარი) ოდენობით ჩაუთვალა დამზღვევს, ამ უკანასკნელის მიერ „ი------------“ გადასახდელ სადაზღვევო პრემიაში.

 

სს „დ-------------------–-------------------------მ“ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შედგენაში გადაიხადა 912 ლარი. მოსარჩელეს დამატებით გადახდილი აქვს შპს „ა------------------------------ს“ 30 ლარი ევაკუატორით მომსახურების საფასური. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში „-------“ გადახდილი აქვს 21 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სსიპ ს--------------------–----------------------მა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა და აღნიშნავს, რომ სატრანსპორტო საშუალება ა---------–-------–-–---–-სათვის არ იყო გადაცემული მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისათვის. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ ზიანი უნდა აანაზღაუროს ავტომობილის მფლობელმა - არასწორია. მოპასუხე ა---------–-------–-–---–- თავის პოზიციაზე შერჩეულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, როგორც უფლებამოსილი მძღოლი მასთან გაფორმებული არის ხელშეკრულება და მას აქვს ვალდებულება აღებული მიბარებული ნივთის სათანადოდ დაცვასა და მოვლაზე. ავტომანქანა, რომელსაც იგი მართავდა იყო ტექნიკურად გამართული, დადგენილი პერიოდულობით ხდებოდა მისი გამართულობის შემოწმება და საჭიროებისამებრ შეკეთება უფლებამოსილ ცენტრში. საგზაო შემთხვევა არ გამოუწვევია სა-------------------–-----------------------ს საჯარო უფლებამოსილებების არაჯეროვან შესრულებას, რაც ზიანის ანაზღაურების მიზნებისათვის ჩაითვლება მართლსაწინააღმდეგო ქმედებად. არ არსებობს კავშირი მძღოლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას ან დეპარტამენტის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებასა და ზიანს შორის, რის გამოც დეპარტამენტი დასაქმებულის ბრალზე ავტომატურ რეჟიმში პასუხისმგებლობას ვერ იტვირთავს.

 

სსიპ ს--------------------–----------------------მა სადავოდ გახადა მოთხოვნილი თანხის ოდენობა და განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნა ემყარება მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საექსპერტო დაწესებულებას არ ჩაუტარებია ბაზრის კვლევა და ემყარება მხოლოდ ერთი კომპანიის შპს „ა----------–----- მიერ მიწოდებულ სუბიექტურ ინფორმაციას. მიწოდებული ფასები არის გამყიდველის პირადი შეფასება, საკუთარი ეკონომიკური ინტერესების ჭრილში, ხოლო საბაზრო ღირებულება უნდა ჩამოყალიბდეს კონკურენციის პირობებში ბაზრის მიერ და არა გამყიდველის ან მყიდველის პირადი შეხედულების საფუძველზე.

 

ექსპერტიზის დაკვნის მიხედვით, ცვეთის კოეფიციენტის განსაზღვრისათვის აუცილებელია ავტომობილის ექსპლუატაციის ვადის და გარბენის დადგენა. შესაბამისად, რადგანაც ვერ მოხდა ოდომეტრის გადამოწმება, გაუგებარია რის საფუძველზე მოხდა ცვეთის მოცულობის განსაზღვრა და რატომ იყო გამოყენებული მსგავსი ავტომობილის საშუალო წლიური გარბენი, რადგანაც ერთი და იგივე ასაკის ორ ავტომობილს გარბენი შეიძლება რადიკალურად განსხვავებული ჰქონდეს, რაც ცვეთის დარიცხვისას სხვადასხვა მაჩვენებელს მოგვცემდა. ცვეთის მოცულობის განსაზღვრა გარბენის საშუალო მაჩვენებელზე დაყრდნობით არასწორია.

 

საექსპერტო დაწესებულებას საერთოდ არ მიუთითებია თუ რის საფუძველზე დაყრდნობით განსაზღვრა ჩასატარებელი აღდგენითი სამუშაოების ღირებულება. შესაბამისად, ზიანის მოცულობის შეფასება მოხდა არასათანადო გამოკვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით. ექსპერტიზის დასკვნა სასამართლომ არ უნდა მიიღოს როგორც მტკიცებულება ზიანის დადგენის თვალსაზრისით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანია - როგორც მტკიცების ტვირთის მატარებელი - ვერ უზრუნველყოფს ზიანის დასაბუთებას. მოთხოვნილი ზიანის თანხა შეუსაბამოა რეალურ ზიანის მოცულობასთან და იგი არ აღემატება 5000 ლარს.

 

2.2. მოპასუხე ა---------–-------–-–---–მა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ და შესაგებელში აღნიშნავს, რომ სს „დ-------------------–-------------------------ს“ მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობა შეუსაბამოა ბაზარზე არსებულ ფასებთან, რის გამოც არ უნდა მოხდეს აღნიშნული თანხის დაკისრება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით Z------, დაზღვეული იყო სს „დ-------------------–-------------------------ში”.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ავტომობილის დაზღვევის პოლისი.

 

3.1.2. 2017 წლის 31 ოქტომბერს, ქ. თბილისში, მ----–----------ზე, სსიპ სა-------------------–-----------------------ს საკუთრებაში არსებული „რენოს“ მარკის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას, მოპასუხე ა---------–-------–-–---–მა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება და შეეჯახა „ი-----–-“ დაზღვეულ, შპს „ო----“ კუთვნილ „შ-------–-----“ მარკის სატრანსპორტო საშუალებას.

 

ავტოსაგზაო შემთხვევისას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ა---------–-------–-–---–-ს მიმართ შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, დამრღვევი დაჯარიმდა 250 ლარით.

 

ადმინისტრაციული სამართალდამრღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა გადახდილია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საჯარიმო ქვითარი;

- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმის დანართი;

- ა---------–-------–-–---–-სა და ელდარ მამედოვის ახსნა-განმარტება.

- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

 

3.1.3. სს „დ-------------------–-------------------------მ“ დამზღვევს აუნაზღაურა ზიანი 23 103.82 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება

- 17.11.2017 წლის N----- საგადახდო დავალება;

- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. შპს „ო----“ კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ზიანის ოდენობაა 15 191 ლარი.

 

ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (იხ. სუსგ ას-867-834-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ა---------–-------–-–---–- სადავოდ ხდის ზიანის ოდენობას იმ გარემოებაზე აპელირებით, რომ ზიანის ოდენობა შეუსაბამოა ბაზარზე არსებულ ფასებთან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის დამტკიცება ევალება მოსარჩელეს. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე სასამართლოს წარმოუდგენს მტკიცებულებებს ზიანის გაანგარიშების თაობაზე, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე, რომელიც ზიანის ოდენობას ხდის სადავოდ.

 

მოსარჩელემ ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნა, რომლითაც ექსპერტმა გამოიკვლია ავტოავარიის შედეგად დაზიანებული მაღალი გამავლობის ავტომანქანა „CHEVTOLET CAPTIVA”-ს, სახელმწიფო ნომრით Z------ აღდგენითი ღირებულება. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მაღალი გამავლობის ავტომანქანის „CHEVTOLET CAPTIVA”-ს, სახელმწიფო ნომრით Z------ მეორადი დეტალები ბაზარზე არ არის წარმოდგენილი, შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნა შპს „ა----------–----- (შ-------–----- ცენტრის) პრეისკურანტის ფასები, რომლის თანახმადაც, დაზიანებული ნაწილების ღირებულება შემდეგნაირად განისაზღვრა: ძრავის სახურავი - 3600 ლარი, ეკრანი და წინა განივი ძელი საბჯენებით - 3500 ლარი, წინა ბამპერი (კომპლექტში) – 3750 ლარი, წინა მარცხენა და მარჯვენა მაშუქი - 2100 ლარი, წინა ბამპერის მარცხენა და მარჯვენა სამაგრი - 150 ლარი, წინა მარცხენა ნისლსაწინააღმდეგო მაშუქი - 460 ლარი, წინა აბსორმერი - 160 ლარი, წინა მარცხენა ფარის კერხერი - 400 ლარი, წყლის რადიატორი - 980 ლარი, კონდენციონერის რადიატორი - 870 ლარი, დიფუზორი ვენტილატორით - 2500 ლარი, წინა მარცხენა და მარჯვენა საშხეფური - 250 ლარი, წინა ბამპერის ქვედა მოპირკეთება - 1350 ლარი, ძრავის სახურავის საკეტი - 360 ლარი, ჰაერის მიმმართველის რეზერვუარი - 160 ლარი, საქარე მინის საწმენდი წყლის რეზერვუარი, ჯამში - 21 090 ლარი.

 

შესაცვლელი დეტალების ღირებულებამ შეადგინა 21 090 ლარი, მაგრამ 2012 წლიდან ავტოსაგზაო შემთხვევამდე ავტომობილი იმყოფებოდა ექსპლუატაციაში და განიცდიდა საექპლუატაციო ცვეთას. საექსპლუატაციო ვადა მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 5 წელს, ხოლო ცვეთის კოეფიციენტის პროცენტული მაჩვენებელი საორიენტაციოდ - 45%-ს, რაც უნდა გამოაკლდეს ახალი დეტალების ღირებულებას და ავტომობილზე ავარიის შედეგად დაზიანებული დეტალების ღირებულება ცვეთის გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს 11 600 ლარს.

 

ექსპერტიზის ბიუროს მიერ ასევე გამოკვლეულია ავტომობილზე ჩასატარებელი აღდგენითი სამუშოების ღირებულება: სამღებრო სამუშოების ღირებულება შეადგენს 700 ლარს, სათუნუქე სამუშაოების - 300 ლარს, სარობოტე სამუშოების - 800 ლარს, წყლის სისტემის გამართვა - 30 ლარი, კონდენციონერის გამართვა - 80 ლარი, დაშლა-აწყობა - 300 ლარი, ჯამში - 2 210 ლარი. ანუ დაზიანებული დეტალებისა და აღდგენითი სამუშაოების ღირებულება ჯამში შეადგენს 11 600 + 2 210 = 13 810 ლარს. აღნიშნული თანხის ოდენობა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის იზრდება 10%-ით და საბოლოოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, დაზიანებული ავტომანქანა „CHEVTOLET CAPTIVA”-ს, სახელმწიფო ნომრით Z------ აღდგენითი ღირებულება, ცვეთის კოეფიციენტისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 15 191 ლარს.

 

ამდენად, მოსარჩელის მიერ ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებიდან დგინდება, რომ დაზღვეული ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრისას ექსპერტმა დაზიანებული ნაწილებისა და აღდგენითი სამუშაოების ღირებულებების დასადგენად, მეორადი ნაწილების ბაზარზე არარსებობის გამო, გაითვალისწინა შ-------–----- ცენტრის პრეისკურანტის ფასები, დაზიანებული ავტომანქანის ცვეთის კოეფიციენტი 45% და ამ გარემოებებიდან გამომდინარე განსაზღვრა ზიანის ოდენობა. ამასთან, ცვეთის კოეფიციენტის პროცენტული მაჩვენებელი დაადგინა, მისი ექსპლუატაციის ვადისა და შესაფასებელი ავტომანქანის გარბენის დაფიქსირების შეუძლებლობის გამო, მსგავსი ავტომობილის საშუალო წლიური გარბენის შესაბამისად. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შ-------–----- მარკის ავტომანქანაზე, შ-------–----- ცენტრის ფასებზე დაბალი საბაზრო ფასის არსებობას; ასევე ზიანის ოდენობის განსაზღვრისას ცვეთის კოეფიციენტის უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლის გამოყენების საჭიროებას, დაზღვეული ავტომანქანის გარბენის დაფიქსირების შეუძლებლობის პირობებში.

 

ამდენად, ზიანის ოდენობის დასადასტურებლად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დამზღვევის- შპს „ო----“ კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 15 191 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე ა---------–-------–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 15 191 ლარის გადახდა.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 832-ე, 992-ე, 999-ე, 998-ე, 408-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი იგი აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

 

სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო ურთიერთობებში დამკვიდრებული მესამე პირის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების მზღვეველზე გადასვლის მექანიზმს (სუბროგაციის პრინციპი). საქართველოს უზენაესი სასამართლო 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაში განმარტავს, სუბროგაციის დოქტრინის სამართლებრივ ფუნქციას სადაზღვევო ურთიერთობის და დელიქტური ვალდებულებების ჭრილში, კერძოდ ''...აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია ''სუბროგაციის'' პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით).....'' (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება. საქმე №ას-380-364-2016. http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx).

 

ამდენად, სუბროგაციის პრინციპის რეალიზაცია დამოკიდებულია მესამე პირის მიმართ დამზღვევის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი, შესაძლებლობას ანიჭებს მზღვეველს წარუდგინოს მოთხოვნა მესამე პირს უკვე დელიქტურ-სამართლებრივი ურთიერთობების ჭრილში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, ა---------–-------–-–---–-ს მიერ სსიპ სა-------------------–-----------------------ს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების მართვისას, საგზაო წესების დარღვევის შედეგად, დაზღვეული შპს „ო----“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დაზიანება. ასევე დადგენილია, რომ სადაზღვევო კომპანიამ დამზღვევს აუნაზღაურა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი.

 

ამდენად, შპს „ო----“ მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე გადავიდა მზღვეველზე - სს „დ-------------------–-------------------------ზე“.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სასამართლოს მიერ 3.2.1. პუნქტში დადგენილი გარემოების შესაბამისად, დაზღვეულის ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 15 191 ლარს.

 

6.2. მოსარჩელე ითხოვს როგორც ზიანის მიმყენებელს, ისე ავტომანქანის მესაკუთრეს სოლიდარულად დაეკისროს ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

 

სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილი სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა პირს ეკისრება მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის შემთხვევაში, სსკ-ის 395.1-ე და 992-ე მუხლები) განსხვავებულ წესს ადგენს. როგორც წესი, სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელი, მიუხედავად იმისა, მართავს თუ არა ის ამ საშუალებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე, თუ ზიანი მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგია. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი გამოყენება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია.

 

სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

 

აღნიშნული მუხლი არის დელიქტური ვალდებულებებისათვის სპეციალური ნორმა, რომელიც ადგენს, რა შემთხვევაშია დასაშვები მოთხოვნის სოლიდარულად წარდგენა.

 

მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა, რომ მოთხოვნა პირველი მოპასუხის (ზიანის მიმყენებლის) მიმართ შესაძლებელია დაეფუძნოს სსკ-ის 992-ე მუხლს, ხოლო მეორე მოპასუხის (მესაკუთრის) მიმართ - სსკ-ის 999-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მესამე წინადადებას. ამასთან, მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა გამორიცხულია, ვინაიდან სსკ-ის 992-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ბრალეული მოქმედებისათვის, ხოლო 999-ე მუხლი კი - ბრალის გარეშე, შესაბამისად, ამ ნორმების შეერთება სსკ-ის 998-ე მუხლთან შეუძლებელია (იხ. სუსგ ას-1085-1022-2015). „სსკ-ის 992-ე და 999-ე მუხლების ერთობლივად გამოყენება სამართლებრივად არათავსებადია, რადგან 992-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ბრალეული მოქმედებისათვის, ხოლო 999-ე მუხლით კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება, ბრალის მიუხედავად“ (იხ. სუსგ ას-143-139-2016).

 

ვინაიდან მოთხოვნის სოლიდარულად წარდგენა გამორიცხულია, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია ის პირი, ვისი მოქმედების უშუალო შედეგსაც მიყენებული ზიანი წარმოადგენს, ანუ, განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევია ა---------–-------–-–---–-- ხოლო სსიპ სა-------------------–-----------------------ს მიმართ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ა---------–-------–-–---–ს მოსარჩელე სს „დ-------------------–-------------------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 456 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად; ა---------–-------–-–---–ს მოსარჩელე სს „დ-------------------–-------------------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 912 ლარის გადახდა ექსპერტიზის მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად, 30 ლარის გადახდა ევაკუატორის მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად და 21 ლარის გადახდა საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 2591, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „დ-------------------–-------------------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ა---------–-------–-–---–ს მოსარჩელე სს „დ-------------------–-------------------------ს“ სასარგებლოდ 15 191 ლარის გადახდა;

 

1.2. სარჩელის მოთხოვნა მოპასუხე სა-------------------–-----------------------ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. დაეკისროს ა---------–-------–-–---–ს მოსარჩელე სს „დ-------------------–-------------------------ს“ სასარგებლოდ 456 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

2.1. დაეკისროს ა---------–-------–-–---–ს მოსარჩელე სს „დ-------------------–-------------------------ს“ სასარგებლოდ 912 ლარის გადახდა ექსპერტიზის მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად, 30 ლარის გადახდა ევაკუატორის მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად და 21 ლარის გადახდა საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე მაკა ჭედია