გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240210018002490470
№2/521-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01.03.2019 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - მა----–--------ია
წარმომადგენელი - გუ------------ა
მოპასუხე - ნა-----------------–-----ე
წარმომადგენელი - მე----------–----–--ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
მოპასუხე ნა-----------------–-----ეს მოსარჩელე მა----–--------იას სასარგებლოდ დაეკისროს 3000 (სამი ათასი) დოლარის გადახდა;
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელემ 2014 წლის ივნისის თვეში და მას შემდეგ პერიოდში ( კერძოდ, აგვისტოს, სექტემბერის, ოქტომბრის თვეებში) მოპასუხე ნა-----------------–-----ესა და მის აწ გარდაცვლილი მეუღლეს - და--------–------ს ასესხა ფულადი თანხა, რომელიც მთლიანობაში შეადგენს 3000 აშშ დოლარს. შეთანხმების მიხედვით, მათ მოსარჩელისთვის ყოველი თვის ბოლოს უნდა გადაეხად--- სესხის 5% პროცენტიანი სარგებელი, სანამ თავდაპირველ, ძირ თანხას დააბრუნებდნენ სრულად. აღნიშნულის თაობაზე შედგა შესაბამისი წერილობითი თანხმობა, რომლის მიხედვით, მათ იკისრეს ვალდებულება ყოველ მომდევნო თვეს მათ გადაეხად--- აღნიშნული თანხის შესაბამისი პროცენტი მოსარჩელისთვს. შეთანხმებისამებრ, გარკვეული დროის მანძილზე მათ გადაიხადეს პროცენტი. 2015 წლის 20 ივლისს გარდაიცვალა და--------–------, რის შემდგომაც სესხის პროცენტის გადახდას აგრძელებდა გარდაცვლილის მეუღლე/მოპასუხე ნა-----------------–-----ე. ამ უკანასკნელმა თანხა ბოლოს გადაიხადა 2016 წლის 16 თებერვალს, რის შემდგომაც გადახდა შეწყვიტა და განმარტა, რომ მეტს ვეღარ გადაიხდიდა. მიუხედავად არაერთი მცდელობა, ნა-----------------–-----ესაგან სესხის თანხის დაბრუნებისა, უშედეგო აღმოჩნდა. და--------–------ გარდაიცვალა, ხოლო ნა-----------------–-----ეს ამჟამად გადასახდელი აქვს თანხა, რომელიც დღეის მდგომარეობით შეადგენს 3000 დოლარს. ნა-----------------–-----ე კი ვალდებულებას არ ასრულებს, რის გამოც იძულებულია მიმართოს სასამართლოს.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლმა გუ------------მ განმარტა, და--------–------ და ედ--------- არაერთგზის მივიდნენ მასთან და თხოვეს სესხის გაცემა. დამოუკიდებლად, ედ---------ც არაერთგზის მივიდა მასთან და თხოვა ფულის გაცემა სესხად. გუ------------ს განმარტებით, თავდაპირველად მას არ სურდა ფულის მიცემა ედ---------ზე, თუმცა შემდეგ ბუ---ს შესთავაზა 1000 აშშ დოლარი სესხის თანხა თვეში 10%-იანი სარგებლით, რაზედაც ედ--------- დ---ანხმდა. ედ---------ს 10%-იანი სესხის თანხა გადახდილია და ედ---------ს შვილს - ჯა--------ას გუ------------მ აღნიშნული დაუდასტურა 2016 წლის 9 მარტის ხელწერილით. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოწმის სახით დაკითხული ჯა--------ა არის აწ გარდაცვლილი და--------–------ს სიძე და ედ---------ს შვილი. ამის შემდეგ უშუალოდ ბუ---ს გადასახდელი დარჩა 1000 დოლარი, 5%-იანი სარგებლით. ბუ---ს ვალი მოიტანა მისმა შვილმა ჯა--------ამ. ჯა--------ას გადახდილი ვალი სხვა ვალია. წარმომადგენლის განმარტებით, როდესაც 1000 დოლარი მიიღო, ბუ---ს უთხრა, რომ თუ გადაიხდიდა თავ ფულს, მაშინ ამ თანხას ძირ თანხაში ჩაუთვლიდა, თუ არა და პროცენტის თანხაში. რადგან ჯა--------ამ არ გადაიხადა, მას გადახდილი თანხა პროცენტის ფულში ჩაუთვალა.
გუ------------მ ასევე განმარტა, რომ სესხის თანხა 1000 აშშ დოლარის ოდენობით, თვეში 5%-იანი სარგებლით, მიუტანა და--------–------ს მისსავე მაღაზიაში, სადაც ასევე იმყოფებოდა და--------–------ს მეუღლე - მოპასუხე ნა-----------------–-----ე და მისი შვილი. თანხა მაღაზიაში ადგილზე დ---ვალა ნა-----------------–-----ეს შვილმა. ამის შემდგ და--------–------ ისევ მივიდა მასთან და ითხოვა თანხა სესხის სახით, იმ საფუძვლით, რომ სტუდენტი შვილისთვის ბინის ქირა არ მაქვსო; გუ------------მ მას ისევ მისცა სესხის თანხა 5%-იანი სარგებლით, 2014 წლის 27 აგვისტოს, 28 სექტემბერს და 3 ოქტომბერს. გუ------------ს განმარტებით, სესხის თანხის გადაცემას ყოველ ჯერზე ესწრებოდა და--------–------ს მეუღლე - მოპასუხე ნა-----------------–-----ე. გუ------------მ განმარტა, რომ ხელწერილი, რაც სარჩელზეა თანდართული, დედნის სახით მას არ აქვს. დედანი მისცა გარდაცვლილ - და--------–------ს, თავად კი დაიტოვა ხელწერილის ასლი. გუ------------ას განმარტებით მას არ ახსოვს ჯამში რამდენი გადაიხადა მოპასუხემ. სანამ და--------–------ ცოცხალი იყო სესხის თანხას იხდიდნენ. მანვე განმარტა, რომ ნა-----------------–-----ემ მას 2016 წლის 16 თებერვალს გადასცა 1000 აშშ დოლარი, მაგრამ აღნიშნული თანხა იყო სარგებელი სესხზე. სესხზე ალბათ მოცემული აქვს მეორე 1000 აშშ დოლარი, მეტი არა. დაბრუნებული თანხა ყველა პროცენტი იყო. მოსარჩელეს წარმომადგენელმა მოსამართლის კითხვაზე, თუ რა ჰქონდა ბუ---სათვის ნასესხები, უპასუხა, რომ ბუ---ს ასესხა 1000 დოლარი, 10%-ად და ამ სესხთან არაფერი აქვს საერთო. ამის შემდეგ მან დააბრუნა თანხა 09 მარტს, 2016 წელს 10%-ანი სესხის თანხა, შემდეგ ბუ---ს ისევ ასესხა 1000 აშშ დოლარი, 5%-ად და ეს თანხაც სრულად დააბრუნა. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2000 აშშ დოლარი გადასცა ბუ---ს, ხოლო 3000 აშშ დოლარი გადასცა და--------–------ს და ნა-----------------–-----ეს. /მოისმინეთ 20.02.2109წ. სხდომის ოქმი/
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
მოპასუხე ნა-----------------–-----ემ შესაგებლით განმარტა, რომ მას მა----–--------იას ვალი სრულად აქვს დაფარული, ნა-----------------–-----ეს სესხი მის ნაცვლად ჯა--------ამ გადაიხადა. მან ასევე განმარტა, რომ და--------–-----ის მიერ 2014 წლის 27 აგვისტოსა და 28 სექტემბერს აღებული ვალების თაობაზე მისთვის ცნობილი არ არის, და--------–------ს კი სამკვიდრო ქონება არ დარჩენია.
მოპასუხის წარმომადგენლის მე---------–----–---ს განმარტებით, გუ------------ზე სესხის თანხიდან გამომდინარე ჯამში მიცემულია 3160 აშშ დოლარი, ამისა გარდა, გადახდილია ყოველთვიური პროცენტებიც. სესხის თანხა გადაიხადა პირველ ჯერზე ჯა--------ამ, როდესაც გუ------------ს მიუტანა 1000 შშ დოლარი, მეორეჯერ ვ-–--------მ გუ------------ს გადაუხადა 1160 დოლარი, ამის შემდეგ კი ნა-----------------–-----ემ მას კიდევ გადაუხადა 1000 აშშ დოლარი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. მოპასუხის წარმომადგენელმა სადაო გახადა თავად ფაქტი და--------–------ზე დამოუკიდებლად თანხის გადაცემის თაობაზე, ამასთან მიუთითა, რომ და--------–------ს სამკვიდრო არ დარჩენია.
ნა-----------------–-----ეს განმარტებით, ის სესხი, რომელზეც მას ხელი აქვს მოწერილი ნამდვილად მიიღო და--------–------მ სიძისთვის - ვ-–--------სათვის. მანვე განმარტა, რომ 2014 წლის 27 აგვისტოს და--------–------ზე თანხის გადაცემას არ დასწრებია და ამის შესახებ მისთვის უცნობია. არც 28 სექტემბრის და 03 სექტემბრის თვეში გაცემული სესხის შესახებ არის მისთვის ცნობილი. ეს თანხა გუ------------ას და--------–------სთვის მაღაზიაში არ გადაუცია. მანვე მოსამართლის მიერ დამატებით დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ ერთი სესხი იყო უშუალოდ მისი მეუღლის აღებული სესხი, რომლის თავდებიც თვითონ იყო და მეორე, ისევ და--------–------ს აღებული სესხი, რომელიც მან აიღო მისი სიძისთვის - ჯა--------ასთვის. მათ პირველი სესხის თავი ფული გადაუხადეს მოსარჩელეს 1000 აშშ დოლარის ოდენობით, შემდეგ, კიდევ მისცეს 1000 აშშ დოლარი, რომელიც არის მეუღლის მიერ აღებული თანხა. მანვე განმარტა, რომ არცერთი თანხა მის მეუღლეს და მას პირადი საჭიროებიდან გამომდინარე სესხად არ აუღიათ. /მოისმინეთ 20.02.2109წ. სხდომის ოქმი/
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. და--------–------ და ედ--------- სარჩელის აღძვრამდე გარდაიცვალნენ.
3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სარჩელზე თანდართული ხელწერილის თანახმად, ,,მე მა----–--------იამ, პ/ნ 3----------, გავასესხე 1000 (ათასი) აშშ დოლარი სარგებლით თვეში 5%, ძირი ფულის გადახდამდე. მე, და--------–------ ვალდებული ვარ გადავიხადო ყოველ 1 რიცხვში 5%, პასპორტის N3----------, აგრეთვე ვალდებულებას ვიღებ ნა-----------------–----ძე, N3----------, რომ გადავიხადოთ ყოველ 1 რიცხვში სარგებელი“. ხელწერილს ხელს აწერენ მ. გო----ა, მიმღები: დ. ნ--–------, ნ. გუ--------ნ--–------.
ამავე ხელწერილით, ,,მე და--------–------მ, დამატებით ავიღე 1000 ათასი დოლარი მა----–--------იასგან 27 აგვისტოს 2014 წელს, სარგებელი 5% უნდა გადაიხადოს სანამ ძირ ფულს არ დააბრუნებს.“ განმცხადებელი მ. გო----ა, მიმღები დ. ნ--–------.
ასევე, ამავე ხელწერილის მიხედვით, ,,28 სექტემბერს, მივიღე 500 ხუთასი დოლარი 5% სარგებლით, რასაც ხელს ვაწერ დ. ნ--–------; 03 ოქტომბერს მივიღე 500 ხუთასი დოლარი, რაზეც ხელს ვაწერ დ. ნ--–------“.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- სარჩელზე თანდართული ხელწერილი.
3.2.2. 2016 წლის 9 მარტს შედგენილი ხელწერილის მიხედვით, ,,მე გუ------------მ, ედ---------სგან მივიღე 1150 ერთი ათას ას ორმოცდაათი დოლარი. დარჩა 1000 დოლარი 5%-იანი ყოველ 9 რიცხვში გადაიხდის 50 ორმოცდაათ დოლარს. ხელს ვაწერ გ. კა-----.“
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 09/03/2016წლის ხელწერილი;
3.2.3. 24 აპრილს შედგენილი ხელწერილის მიხედვით, ,,ბუ---------მ გაისტუმრა ყველა ვალი, არაფერი არა აქვს მოსატანი. გ. კა-----“
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 24 აპრილის ხელწერილი;
3.2.4. მოწმე ჯა--------ას ჩვენების მიხედვით, მოპასუხე ნა-----------------–-----ე არის მისი ბიცოლა. გუ------------ას იცნობს სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე. მის მამას, აწ გარდაცვლი ედ---------ს დაჭირდა თანხა და თხოვა ბიძას დ---ო ნ--–------ს, მაშოვნინეო თანხა სესხის სახითო. დ---ო ნ--–------ იცნობდა ბატონ გუ----ს და მან იკისრა შუამავლის როლი, მივიდა გუ------------სთან თანხის სასესხებლად. ედ---------ს ახლო ურთიერთობა არ ქონდა გუ------------ასთან, ამიტომ გუ------------მ და--------–------ს გადასცა სესხის თანხა. პირველი ათასი დოლარი იყო 5%-ად. ეს მოხდა დაახლოებით 3-4 წლის უკან. შემდეგში, მამას - ედ---------ს ისევ დაჭრიდა თანხა და მივიდა გუ------------სთან და რადგანაც გუ------------ას სიახლოვე არ ჰქონდა ედ---------სთან, ისევ და--------–------სა და ბიცოლას ნა-----------------–-----ეს თანდასწრებით, მათი ხელწერილით, ედ---------ს ისევ გადასცა 1000 აშშ დოლარი, თვეში 10%-იანი სარგებლით. ამ სესხს ხელი მოაწერეს ბიძამ - აწ გარდაცვლილ და--------–------მ და მოპასუხე ნა-----------------–-----ემ. ჯა--------ას განმარტებით, 2000 დოლარიდან, 1000 დოლარი მიუტანა გუ------------ას თვეში 10%-იანი სესხი დასაფარად და აღნიშნული სესხი განულდა, რის შემდეგაც დაიწერა ხელწერილი. ჯა--------ამ განმარტა, რომ მამის - ედ---------ს ცუდად გახდომის შემდეგ, (ედ---------ს ინსულტი დაემართა) გუ------------ამ მას მოსთხოვა პროცენტის თანხა, თან წარუდგინა ბიძის და ბიცოლას (და--------–------სა და ნა-----------------–-----ეს ხელმოწერით) ხელწერილები, ამით მისთვის ნათელი გახდა, რომ მას მამის სესხი ჰქონდა დასაფარი 2000 აშშ დოლარის ოდენობით; პირველი 1000 დოლარით გაისტუმრა 10%-იანი სესხი; მერე1000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ, გუ------------ს გამოართვა ხელწერილი, რომ მას გასტუმრებული ჰქონდა ყველა ვალი. გუ------------ს ხელწერილები (ვალის არ არსებობის თაობაზე) გადასცა ბიცოლას, რადგან ბიძა და ბიცოლა იყო სესხის თავდები, ბიძა კი უკვე გარდაცვლილი იყო. მოწმე ჯა--------ას განმარტებით, მისთვის ცნობილი არ არის და--------–------სა და ნა-----------------–-----ეს სხვა სესხების თაობაზე. მოწმემ განმარტა, რომ სამართალწარმოების პროცესში მასთან მივიდა გუ------------ და პასუხი მოსთხოვა, მის ხელწერილებს თუ რა უნდოდა ნა-----------------–-----ესთან, რაზედაც უპასუხა, რომ მამის ედ---------ს თავდები იყო ნა-----------------–-----ე და და--------–------, სესხის თანხა ორივე გასტუმრებული ჰქონდა და ამის დამადასტურებელი საბუთი გადასცა ნა-----------------–-----ეს იმიტომ, რომ რამე უხერხულობა მათ არ შექმნოდ---. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ სასამართლო წარმოების დროს მას შეხვდა გუ------------, რომელმაც სთხოვა, რომ თუ არ უნდოდა სასამართლო პროცესზე გამოცხადებულიყო, ხელი მოეწერა მის მიერ წარდგენილ ფურცელზე, რაზედაც მოწმემ განუმარტა, რომ მას სესხი სრულად ჰქონდა გადახდილი, ხელწერილიც ჰქონდა მიღებული და ხელი არაფერზე მოაწერა. /20.02.2109წ. სხდომის ოქმი/
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- მოწმე ჯა--------ას ჩვენება;
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა რა მოპასუხე ნა-----------------–-----ეზე სესხის სახით თანხის 3000 აშშ დოლარის დაკისრება, სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლად დაუდო ხელწერილის ასლი, დართული სარჩელზე, ერთ ფურცლად. მიუთითა, რომ მან სესხის თანხა 3000 აშშ დოლარი გადასცა ნა-----------------–-----ესა და მის აწ გარდაცვლილ მეუღლეს და--------–------ს, რომ ყოველ ჯერზე და--------–------ზე სესხის გადაცემას ესწრებოდა მისი მეუღლე/მოპასუხე - ნა-----------------–-----ე. მოსარჩელეს წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მცდელობა, ნა-----------------–-----ესაგან სესხის თანხის დაბრუნებისა, უშედეგო აღმოჩნდა. მანვე განმარტა, რომ არ ახსოვს ჯამში რამდენი გადაიხადა მოპასუხემ. სანამ და--------–------ ცოცხალი იყო, იგი იხდიდა სესხის თანხას. ნა-----------------–-----ემ კი მას 2016 წლის 16 თებერვალს გადასცა 1000 აშშ დოლარი, მაგრამ აღნიშნული თანხა იყო სარგებელი სესხზე. მოპასუხე სესხზე ალბათ ჯამში გადახდილი აქვს მეორე 1000 აშშ დოლარი, მეტი არა.
მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, და--------–------ და ედ--------- არაერთგზის მოვიდნენ მასთან და თხოვეს სესხის გაცემა. დამოუკიდებლად, ედ---------ც არაერთგზის მივიდა მასთან და თხოვა ფულის გაცემა სესხად. თავდაპირველად მას არ სურდა ფულის მიცემა ედ---------ზე, თუმცა შემდეგ ბუ---ს შესთავაზა 1000 აშშ დოლარი სესხის თანხა, თვეში 10%-იანი სარგებლით, რაზედაც ედ--------- დ---ანხმდა. ედ---------ს 10%-იანი სესხის თანხა გადახდილია ედ---------ს შვილის - ჯა--------ას მიერ, რაც მან ჯა--------ას დაუდასტურა 2016 წლის 9 მარტის ხელწერილით. მისივე განმარტებით, მოწმის სახით დაკითხული ჯა--------ა არის აწ გარდაცვლილი და--------–------ს სიძე და ედ---------ს შვილი. ამის შემდეგ უშუალოდ ბუ---ს გადასახდელი დარჩა 1000 აშშ დოლარი, 5%-იანი სარგებლით. ეს თანხაც სრულად დააბრუნა ედ---------ს შვილმა - ჯა--------ამ. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2000 აშშ დოლარი გადასცა ბუ---ს, ხოლო 3000 აშშ დოლარი გადასცა და--------–------ს და ნა-----------------–-----ეს. ჯა--------ას გადახდილი ვალი სხვა ვალია. თუმცა მანვე განმარტა, რომ როდესაც 1000 დოლარი მიიღო ჯა--------ასგან, მას უთხრა, რომ თუ გადაიხდიდა თავ ფულს, მაშინ ამ თანხას ძირ თანხაში ჩაუთვლიდა, თუ არა და პროცენტის თანხაში. რადგან ჯა--------ამ არ გადაიხადა ძირი 1000 აშშ დოლარი, მას გადახდილი თანხა პროცენტის ფულში ჩაუთვალა.
სწორედ ამ გარემოებებზე მითითებით მა----–--------იას წარმომადგენელმა მოითხოვა მოპასუხე ნა-----------------–-----ესთვის სესხის თანხის 3000 აშშ დოლარის დაკისრება.
მოპასუხე მხარემ კატეგორიულად უარყო მა----–--------იას მიმართ რაიმე სახის ვალდებულების არსებობს ფაქტი. განმარტა, რომ სრულად აქვს დაფარული მა----–--------იას ვალი; ხელწერილში მითითებული და--------–-----ის მიერ 2014 წლის 27 აგვისტოსა და 28 სექტემბერს აღებული ვალების თაობაზე მისთვის ცნობილი არ არის. ამასთან, და--------–------ გარდაცვლილია და მას სამკვიდრო არ დარჩენია. სესხის თანხიდან გამომდინარე მა----–--------იას წარმომადგენლისთვის - გუ------------სთვის ჯამში მიცემულია 3160 აშშ დოლარი, ამისა გარდა, გადახდილია ყოველთვიური პროცენტებიც. სესხის თანხა გადაიხადა პირველ ჯერზე ჯა--------ამ, როდესაც გუ------------ს მიუტანა 1000 აშშ დოლარი, მეორე ჯერზე ვ-–--------მ გუ------------ს გადაუხადა 1160 დოლარი, ამის შემდეგ კი ნა-----------------–-----ემ მას კიდევ გადაუხადა 1000 აშშ დოლარი. მანვე განმარტა, რომ ერთი სესხი იყო უშუალოდ მისი მეუღლის აღებული სესხი, რომლის თავდებიც თვითონ იყო და მეორე, ისევ და--------–------ს აღებული სესხი, რომელიც მან აიღო მისი სიძისთვის - ჯა--------ასთვის.
სასამართლო, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ მოხმობილი სამოქალაქო საპროცესო ნორმებით დადგენილი, მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების საფუძველზე, აღნიშნავს, რომ სესხის სახით ნა-----------------–-----ეზე 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარის სესხის სახით გაცემის სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს, თუმცა, სასამართლოს აზრით, მან მტკიცების ტვირთი სათანადოდ ვერ განახორციელა. კერძოდ:
დადგენილია, რომ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება, რომ მოსარჩელე ნამდვილად იმყოფებოდა მოპასუხესთან სასესხო სამართლებრივ ურთიერთობაში დასტურდება და თავად მოპასუხე მხარეც აღნიშნულს აღაირებს, ეს გარემოება სადავო არაა. თუმცა სესხის ოდენობასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარის მტკიცება ბუნდოვანი და ორაზროვანია. კერძოდ, სარჩელზე თანდართული ხელწერილით დასტურდება, რომ მა----–--------იამ, 1000 აშშ დოლარი, ძირი ფულის გადახდამდე თვეში 5%-იანი სარგებლით სესხის სახით გადასცა ნა-----------------–-----ეს და მის მეუღლეს და--------–------ს. ხელწერილს ხელს აწერს ნა-----------------–-----ე და და--------–------. მიუხედავად სესხის დანიშნულებისა, წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება მა----–--------იას მიმართ ნა-----------------–-----ეს ვალდებულება 1000 აშშ დოლარისა და სესხის სარგებლის, თვეში 5%-ის ფარგლებში. ამავე ფურცელზე დაწერილი ხელწერილებით, მიუხედავად მისი ავთენტურობისა, ნა-----------------–-----ეს ვალდებულება მა----–--------იას მიმართ 2000 აშშ დოლარის ფარგლებში სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, რამეთუ მხარემ კატეგორიულად უარყო მისი მეუღლისთვის 2014 წლის 27 აგვისტოს, 28 სექტემბერსა და 03 ოქტომბერს თანხის გადაცემის ფატი, უფრო მეტი, მოპასუხის წარმომადგენელმა სადაო გახადა ხელწერილზე და--------–-----ის ხელმოწერა, ამის საპირისპიროდ, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე მტკიცებულება, რაც კანონის შესაბამისად, დაადასტურებდა ნა-----------------–-----ეს ვალდებულებას მა----–--------იას მიმართ მოთხოვნილი თანხის 2000 აშშ დოლარის ნაწილში. ამ პირობებში, სასამართლო წარმოდგენილი ხელწერილებით დადასტურებულად ვერ მიიჩნევს უშუალოდ ნა-----------------–-----ეზე სესხის თანხის - 2000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს.
სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად, მაგრამ უშვებს ალტერნატივასაც. მხარეთა შეთანხმებით, სესხის ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს წერილობითი ფორმით. რეალურად სახეზე გვაქვს ფორმათავისუფალი ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ სესხის ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადება ნდობის ხარისხზეა დამოკიდებული. კერძოდ, მხარეთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული სესხის ხელშეკრულება დადონ მარტივი წერილობითი ფორმით, თუ დაამოწმონ სანოტარო წესით. პრიორიტეტული ის სამართლებრივი შედეგებია, რომელმაც შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას ორივე მხარეს. ზეპირი ხელშეკრულების ნამდვილობის დასადასტურებლად საკმარისი არ არის მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. ზეპირი ფორმით გაცემული სესხისას, გამსესხებელი ხშირად ვერ ასაბუთებს სესხის გაცემის ფაქტს, რის გამოც სასამართლოს პრობლემა ექმნება და ხშირად მოთხოვნაზე უარის თქმა უწევს. ანუ, თუკი გამსესხებელი ამბობს, რომ მან მეორე მხარესთან ზეპირი ფორმით გააფორმა სესხის ხელშეკრულება, იგი ვალდებულია ეს ამტკიცოს. სესხის ხელშეკრულების ზეპირი ფორმის არსებობის ფარგლებშიც შესაძლებელია პრობლემის თავიდან აცილება, კერძოდ, როდესაც მხარეები, სიმარტივიდან გამომდინარე, მაინც ზეპირ ფორმას ირჩევენ, გამსესხებელმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ როდესაც თანხას გასცემს, იქვე წერილობით დაადასტურებინოს თანხის მიღება. აღნიშნულთან მიმართებაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარებში აღნიშნულია, რომ ზეპირი ხელშეკრულების ნამდვილობის დასადასტურებლად, მოწმეთა ჩვენებები საკმარისი არ არის და აუცილებელია მსესხებლის ხელწერილი ან სხვა რაიმე დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდება მსესხებლისათვის განსაზღვრული ფულადი თანხის ან სხვა ნივთის გადაცემის ფაქტი. წერილობითი მტკიცებულებანი წარმოადგენს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის უტყუარ საფუძველს. განსახილველ შემთხვევაში მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც დადასტურდებოდა მა----–--------იას მიერ ნა-----------------–-----ეზე სესხის სახით 2000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი.
სასამართლო, ფაქტის დადგენის საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელეს წარმომადგენელს მა----–--------იას სახელით არაერთხელ აქვს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, ამდენად, გააჩნია სათანადო გამოცდილება და შესაბამისი ცოდნა. ასეთ ფონზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ნა-----------------–-----ეს ვალდებულება მა----–--------იას მიმართ 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარის ფარგლებში, ვერ დაადასტურა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ, რომელსაც ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი, სათანადო მტკიცებულებების წარუდგენლობით, ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის განხორციელება. ნა-----------------–-----ეს მიერ სესხის სახით 3000 აშშ დოლარის აღების ფაქტის დადგენა წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება, ასევე ნა-----------------–-----ეს ხელწერილი მხოლოდ 1000 (ერთი ათასი) აშშ დოლარის ნაწილში, სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო და საკმარისი.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
ვინაიდან სარჩელზე დართული ხელწერილით დასტურდება და თავად მოპასუხე მხარემაც აღიარა მოსარჩელესთან სასესხო სამართლებრივი ურთიერთობა 1000 (ერთი ათასი) აშშ დოლარის ფარგლებში, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მა----–--------იასა და ნა-----------------–-----ეს შორის ვალდებულებითი-სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მხოლოდ 1000 აშშ დოლარის ფარგლებში, თვეში 5%-იანი სარგებლით. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თავად მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებაზე, იმ გარემოებაზეც, რომ ხელწერილით ვერ დასტურდება ნა-----------------–-----ეს მიერ აღებული ვალდებულების კალენდარული დრო, წარმომადგენელმა ასევე ვერ დაასახელა ჯამში რა ოდენობის თანხა აქვს გადახდილი მოპასუხეს. ამასთან, განმარტა, რომ სანამ და--------–------ ცოცხალი იყო, მოპასუხე სესხის თანხას იხდიდა სრულად, რაც იმას ნიშნავს, რომ და--------–------ს გარდაცვალებამდე - 2015 წლის 20 ივლისამდე, ნა-----------------–-----ეს ვალდებულება პროცენტის ნაწილში სრულად აქვს შესრულებული. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ნა-----------------–-----ემ ბოლო გადახდა განახორციელა 2016 წლის 16 თებერვალს, 1000 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა აქვე მიუთითა, რომ აღნიშნული თანხა იყო სარგებელი სესხზე. წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ სავარაუდოდ ალბათობით სესხის ხელშეკრულების ფარგლებში ნა-----------------–-----ეს გადახდილი აქვს მეორე 1000 აშშ დოლარი, დაბრუნებული თანხა კი ყველა პროცენტის თანხა იყო. ამდენად, თავად მოსარჩელეს წარმომადგენლის განმარტების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნა-----------------–-----ემ სასესხო ურთიერთობის ფარგლებში მა----–--------იასათვის ჯამში გადახდილი აქვს 2000 აშშ დოლარი, პარალელურად კი და--------–------ს გარდაცვალებამდე, 2015 წლის 20 ივლისამდე, სრულად აქვს გადახდილი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტის თანხა, ანუ, 1000 აშშ დოლარის 5%, რაც შეადგენს თვეში 50 (ორმოცდაათ) დოლარს. იმ შემთხვევაში, თუ სადაო არ არის ის ფაქტი, რომ და--------–------ გარდაიცვალა 2015 წლის 20 ივლისს, ხოლო ნა-----------------–-----ემ ბოლო გადახდა განახორციელა 2016 წლის 16 თებერვალს, ამასთან, ხელშეკრულების ფარგლებში როგორც მოსარჩლის წარმომადგენელი განმარტავს, მოპასუხის მიერ გადახდილია დაახლოებით 2000 აშშ დოლარი, 2015 წლის 20 ივლისიდან, 2016 წლის 16 თებერვლამდე შუალედი შეადგენს შვიდ თვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შვიდი თვის განმავლობაში ნა-----------------–-----ეს პროცენტის სახით უნდა გადაეხადა 7 ჯერ 50 აშშ დოლარი, რაც ჯამში შეადგენს 300 აშშ დოლარს, იმისთვის, რომ ნა-----------------–-----ეს ვალდებულება მა----–--------იას მიმართ სრულად იქნას შესრულებული, საჭიროა დასტურდებოდეს ნა-----------------–-----ეს მიერ მა----–--------იასათვის 1300 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. მოსარჩელე მა----–--------იას წარმომადგენელი გუ------------ს განმარტებით კი, აღნიშნულ სესხზე გადახდილია დაახლოებით 2000 აშშ დოლარი. იმ პირობებში, როდესაც თავად მოსარჩელე ადასტურებს ნა-----------------–-----ის მიერ მისთვის 2016 წლის 16 თებერვალს 1000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს, ასევე, 2015 წლის 20 ივლისამდე სესხზე სარგებლის სრულად გადახდის ფაქტს, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ვერ დასტურდება სესხის ხელშეკრულების დადების ზუსტი კალენდარული დრო და თავად მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება, რომ სესხზე გადახდილია მერე 1000 აშშ დოლარი, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, ნა-----------------–-----ეს მიერ სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტს.
სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას ასევე მხედველობაში იღებს მოწმის სახით დაკითხული პირის ჯა--------ას ჩვენებას, რომლის მიხედვით იგი მიუთითებს, ნა-----------------–-----ესა და და--------–-----ის თავდებობაზე გარდაცვლილი მამის - ედ---------ს სესხის თანხასთან მიმართებაში, ასევე მხედველობაში იღებს თავად მოპასუხის მიერ შედგენილ ხელწერილებს, ბუ---ს სესხის სრულად შესრულებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს მიერ დავის საგანად არის გამხდარი სასესხო (იქნება იგი ზეპირი, თუ წერილობითი ფორმით დადებული) და არა თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნა-----------------–-----ეს ვალდებულება მა----–--------იას მიმართ 3000 აშშ დოლარის ფარგლებში, ამდენად, დავის საგანთან მიმართებაში უადგილოა მოწმის მითითება, რომ ნა-----------------–-----ესა და და--------–------ს თავდებობის ხელშეკრულების ფარგლებში სრულად აქვთ გადახდილი მა----–--------იას ვალი, მით უფრო იმ პირობებში, რომ მოწმე განმარტავს, რომ მისთვის უცნობია ნა-----------------–-----ეს სხვა რაიმე ვალდებულება მა----–--------იას მიმართ. ამდენად, ამ მხრივ სასამართლო სარჩელის ბედის გადაწყვეტისას მხედველობაში არ იღებს არც მოპასუხის მითითებას, რომ მას სესხის თანხა სრულად გადაუხადა ჯა--------ამ. აღნიშნულ გარემოებებზე მითითება სცილდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, რამეთუ თავად მოსარჩელეს წარმომადგენელმაც მიუთითა, რომ სარჩელით მოთხოვნილი ვალი განსხვავდება ედ---------ზე გაცემული ვალისგან და 3000 აშშ დოლარის დაკისრებას ნა-----------------–-----ეზე ითხოვს ნა-----------------–-----ესა და აწ გარდაცვლილ და--------–------ს სასესხო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობიდან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 50-ე, 361-ე, 429-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემოებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი (მაგალითად თანხის ოდენობა, გადახდის ვალდებულება, ედ---------ს ვალდებულებას და ა.შ.), მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდაო და სადაო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა თანხის დაკისრების საფუძველს. სხვა დანარჩენი საკითხების სამართლებრივ შეფასებას, საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს.
6.2. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხემ გადაუხადოს თანხა. სასამართლო განმარტავს, რომ თანხის გადახდას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ, მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამდენად, გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მა----–--------იამ გაასესხა 1000 აშშ დოლარი, თვეში 5-იანი სარგებლით, ძირი ფულის გადახდამდე. თავის მხრივ და--------–------მ და მოპასუხე ნ----გუ--------ნ--–------მ აიღეს ვალდებულება, რომ ყოველი თვის 1 რიცხვში გადაიხადონ სარგებელი, პროცენტის სახით და ძირი თანხა - 1000 აშშ დოლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (იმ პერიოდში მოქმედი რედაქციით), სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, უდავოა, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან.
შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა, ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ “ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დ---ქმულ დროსა და ადგილას”. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე კოდექსის 430-ე მუხლი ადგენს შესრულების მიღების დოკუმენტების რეკვიზიტებს, როლის თანახმადაც ”კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს.”
მოცემულ შემთხვევაში მხარეების განმარტების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მა----–--------იას სასარგებლოდ მოპასუხე ნა-----------------–-----ეს სესხის - 1000 აშშ დოლარზე გადახდილი აქვს ყოველთვიური სარგებელი, ამასთან, ნა-----------------–-----ემ 2016 წლის 16 თებერვალს გადაიხადა სესხის ძირი თანხა 1000 აშშ დოლარის ოდენობით. სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო თავად მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება, რომ ,,სესხზე გადახდილია მეორე იმდენი“, ანუ ჯამში დაახლოებით 2000 აშშ დოლარი. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ შეასრულა ხელწერილის/შეთანხმების პირობები.
ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ მან მა----–--------იას მიმართ შეასრულა მის მიერ ხელწერილით ნაკისრი ვალდებულება, ასევე, არც მოსარჩელე უარყოფს, რომ მან მიიღო თანხა 2000 აშშ დოლარის ფარგლებში, რაც მხარეებს შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია.
რაც შეეხება ედ---------ს ვალის მოპასუხეზე დაკისრებას, მოსარჩელე განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნით, აღნიშნული მის მიერ სადაო არ გამხდარა, სადაო თავად ნა-----------------–-----ეს ვალდებულება მის მიერ ნაკისრი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
ამდენად, ვინაიდან სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ნა-----------------–-----ეს მხრიდან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულების შესრულება, აღნიშნული მოსარჩელეს ართმევს უფლებას მოსთხოვოს მას სხვა თანხის ანაზღაურება. კერძოდ, 3000 აშშ დოლარის გადახდა. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლოა.
6.6. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ მა----–--------იას სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. სახელმწიფო ბაჟი კი მოსარჩელეს წინასწარ აქვს გადახდილი, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწმიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ემუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მა----–--------იას სასარჩელი ნა-----------------–-----ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე