გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/25411-18 17 იანვარი 2019 წელი
ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი მარი კირვალიძე
მოსარჩელე წარმომადგენლები მოპასუხე წარმომადგენელი ს.ს. ,,სა---------–--------ი“ გი-------------–-–---–ი სა---------------–---–ი შ.პ.ს. ,,ნ---------------–--“ გი---------------–---–ი
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ს.ს. ,,სა---------–--------ი“ ითხოვს შ.პ.ს. ,,ნ---------------–--ს“ დაეკისროს სოლიდარული თავდებობით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ საბანკო გარანტიის საფუძველზე გადასახდელი თანხის _ 1 068 500 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მითითებით, შ.პ.ს. ,,სა---------–-------------------–--–---–----------------------ის“ დაკვეთით შ.პ.ს. ,,ნ-----------ი“, შ.პ.ს. ,,ენ-----------“-თან (კომპანიის სახელის ცვლილების შემდეგ - შ.პ.ს. ,,ნ---------------–--ი“) ერთად ახორციელებდა მე-----ს წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ს.ს. ,,სა---------–--------ს“ და შ.პ.ს. ,,ნ-----------ს“ შორის 2011 წლის 3 ოქტომბერს გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება #P---------. საბანკო გარანტიის ბენეფიციარს შ.პ.ს. ,,სა---------–-------------------–--–---–----------------------ა“ წარმოადგენდა. ხელშეკრულების საფუძველზე გარანტი უზრუნველყოფდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი ვალდებულებების სათანადო შესრულებას 1 218 500 ლარის ფარგლებში. ს.ს. ,,სა---------–--------ს“ და შ.პ.ს. ,,ნ-----------ს“ შორის გაფორმებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულება უზრუნველყოფილი არის შ.პ.ს. ,,ნ---------------–--ს“ და ს.ს. ,,სა---------–--------ს“ შორის დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. შ.პ.ს. ,,სა---------–-------------------–--–---–----------------------ამ“ შ.პ.ს. ,,ნ-----------ის“ მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2017 წლის 19 ივნისის წერილით მიმართა ს.ს. ,,სა---------–--------ს“ და მოითხოვა გარანტიით შეთანხმებული თანხის ანაზღაურება. ბ----ა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა შ.პ.ს. ,,ნ-----------ს“, რომელიც არ დაეთანხმა შ.პ.ს. ,,სა---------–-------------------–--–---–----------------------ის“ მოთხოვნას თანხის ანაზღაურებაზე. 2017 წლის 12 ივლისის წერილით ბ----ა აცნობა ბენეფიციარს, რომ შ.პ.ს. ,,ნ-----------ი“ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას თანხის ანაზღაურებაზე. 2017 წლის 20 ივლისის წერილით ბენიფიციარმა მეორედ მოითხოვა 1 218 500 ლარის ანაზღაურება. 2017 წლის 24 ივლისს ს.ს. ,,სა---------–--------მა“ პირნციპალს გადაუხადა საბანკო გარანტიით შეთანხმებული თანხა სრულად. მოპასუხემ აანაზღაურა 150 000 ლარი, გადასახდელი დარჩა 1068500 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ თავდები არ ყოფილა ინფორმირებული ბანკსა და პრონციპალს შორის ძირითადი ხელშეკრულებების პირობების გაგრძელებაზე, ამ პირობების დაუცველობით ს.ს. ,,სა---------–--------მა“ დაკარგა თავდებისათვის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე აღარ არის უფლებამოსილი განახორციელოს მოთხოვნა მოპასუხის მიმართ. შ.პ.ს. ,,ნ---------------–--ი“ დისტანცირებული იყო ს.ს. ,,სა---------–--------ისა“ და შ.პ.ს. ,,ნ-----------ის“, ასევე შ.პ.ს. ,,სა---------–-------------------–--–---–----------------------ას“ შორის მიმოწერიდან. შ.პ.ს. ,,ნ-----------ი“ არ დათანხმდა მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნას და მოითხოვა დამატებითი ვადა საკითხის შესასწავლად, თუმცა განხორციელდა თუ არა საკითხის შესწავლა ან მიეცა თუ არა შ.პ.ს. ,,ნ-----------ის“ დამატებითი ვადები საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ დასტურდება. თანხის ანაზღაურება გარანტისაგან ბენეფიციარის სასარგებლოდ განხორციელდა იმ პირობებში, როდესაც ბენეფიციარს უკვე დაკარგული ჰქონდა ამ მოთხოვნის უფლება. შ.პ.ს. ,,ნ-----------ი“ გადახდისუუნარო კომპანია და მიმდინარეობს გადახდისუუნარობის პროცესი. სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 მე-----ს წყალმომარაგების პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოების სათანადო შესრულების უზრუნველსაყოფად ს.ს. ,,სა---------–--------ს“ და შ.პ.ს. ,,ნ-----------ი“-ს შორის 2011 წლის 03 ოქტომბერს გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება #P--------- 2014 წლის 04 ნოემბრამდე. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაიზარდა 2017 წლის 1 ივლისამდე (ტომი 1, ს.ფ. 21-43). 3.1.2 შ.პ.ს. ,,ნ---------------–--ი“-ს პარტნიორთა კრებამ 2013 წლის 11 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება ს.ს. ,,სა---------–--------თან" სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ შ.პ.ს. ,,ნ-----------ი“-ს და ს.ს. ,,სა---------–--------ს“ შორის 2011 წლის 03 ოქტომბერს გაფორმებული #P--------- საგარანტიო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად უზრუნველსაყოფად (ტომი 1. ს.ფ. 49). 2013 წლის 15 ნოემბერს ს.ს. ,,სა---------–--------ს“ და შ.პ.ს. ,,ნ---------------–--ს“ შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #P----------ა. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 1218500 ლარით (ტომი 1, ს.ფ. 44). 3.1.3 2017 წლის 19 ივნისს შ.პ.ს. ,,სა---------–-------------------–--–---–----------------------ა“-მ ს.ს. ,,სა---------–--------ს“ წარუდგინა მოთხოვნა 1218500 ლარის ანაზღაურების შესახებ, აღნიშნულის შესახებ ასევე აცნობა შ.პ.ს. ,,ნ-----------ი“-ს და შ.პ.ს. ,,ნ---------------–--ს“ (ტომი 1; ს.ფ. 58). 2017 წლის 22 ივნისს ს.ს. ,,სა---------–--------მა“ ინფორმაცია და დოკუმენტები მიაწოდა შ.პ.ს. ,,ნ-----------ი“-ს და შ.პ.ს. ,,ნ---------------–--ს“. შ.პ.ს. ,,ნ-----------ი“ არ დაეთანხმა შ.პ.ს. ,,სა---------–-------------------–--–---–----------------------ა“-ს მოთხოვნას და მოითხოვა ვადა საკითხის შესასწავლად (ტომი 1, ს.ფ. 60-61). აღნიშნულის შესახებ ს.ს. ,,სა---------–--------მა“ აცნობა ბენეფიციარს, რომელმაც 2017 წლის 17 ივლისს კვლავ მოითხოვა 1218500 ლარის ანაზღაურება (ტომი 1, ს.ფ. 62-64). ს.ს. ,,სა---------–--------მა“ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე სრულად აანაზღაურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 1218500 ლარი (ტომი 1. ს.ფ. 69). 3.1.4 შ.პ.ს. ,,ნ-----------ი“-ს (ს/კ 2--------) მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოება (ტომი 3, ს.ფ. 177). 3.1.5 ს.ს. ,,სა---------–--------ი“-ს 2018 წლის 12 დეკემბრის ინფორმაცით დადგენილია, რომ 2013 წლის 15 ნოემბრის #P----------ა თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე შ.პ.ს. ,,ნ-----------ი“-ს ვალდებულების შესამცირებლად 2018 წლის 21 ნოემბერს ჩარიცხული იქნა 150 000 ლარი (ტომი 3. ს.ფ. 133) 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ არის. სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ს.ს. ,,სა---------–--------ი“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, რომებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 463-ე, 465-ე, 879-ე, 880-ე, 881-ე, 885-ე, 887-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო გარანტია არის ფულადი ვალდებულება, რომლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ პრინციპალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გარანტს პრინციპალის ნაცვლად ვალდებულების შესრულება კი არ ეკისრება ბენეფიციარის წინაშე, არამედ ეკისრება მხოლოდ გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდა. საბანკო გარანტია ცალმხრივი გარიგებაა, რომელიც გარანტს თანხის გადახდის ცალმხრივ ვალდებულებას წარმოუშობს ბენეფიციარის მიმართ.
დადგენილია, რომ მე-----ს წყალმომარაგების პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოების სათანადო შესრულების უზრუნველსაყოფად ს.ს. ,,სა---------–--------ს“ და შ.პ.ს. ,,ნ-----------ი“-ს შორის 2011 წლის 03 ოქტომბერს გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება #P---------, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 1 ივლისამდე.
6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 880-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი სათანადო შესრულებად მიიჩნევს ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულებას.
6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.
საბანკო გარანტია არის არააქცესორული ვალდებულება. გარანტის მიერ საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულება (ბენეფიციარისათვის თანხის გადახდა) არ არის დამოკიდებული პირინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაზე. ბენეფიციარს არ სჭირდება იმის მტკიცება, ნამდვილად დაარღვია თუ არა პრინციპალმა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება. გარანტს არ შეუძლია ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს. ე.ი. ბენეფიციარის მიერ თანხის მოთხოვნისას გარანტს არ შეუძლია ამტკიცოს, შეასრულა თუ არა ვალდებულება პრინციპალმა (პრინციპალის შესაგებელი ბენეფიციარის მიმართ).
საბანკო გარანტიის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებთან მიმართებით არის ის, რომ იგი ატარებს ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებელ, ავტონომიურ ხასიათს, მაშინ, როდესაც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებები, როგორიცაა: გირაო, დაზღვევა და ა.შ. აქცესორულ ხასიათს ატარებენ, რომლებიც ძირითად ვალდებულებას ემსახურებიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარანტს არ შეუძლია, გარანტიის მიხედვით გათვალისწინებული თანხის გადახდაზე უარის თქმა იმ შემთხვევაშიც, როცა ძირითადი ვალდებულება შესრულებულია ნაწილობრივ ან ბათილია, გარანტი ვალდებულია შეასრულოს თავისი ვალდებულება, ე.ი გადაიხადოს დათქმული თანხა საბანკო გარანტიის მიხედვით. საბანკო გარანტიაში ძირითადი ვალდებულების მითითება არ არის აუცილებელი, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ასეთი სახის ვალდებულებაზე არსებობს მითითება, ეს გავლენას არ ახდენს გარანტის ვალდებულების დამოუკიდებელ ხასიათზე. 2009 წლის 20 ოქტომბრის #ას-562-871-09 გადაწყვეტილებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიუთითა: ,,საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხდავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი”. ასევე, 2009 წლის 17 მარტის Nას-781-996-08 და 2015 წლის 04 მაისის #ას-161-151-2015 გადაწყვეტილებებში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიუთითა: ,,საბანკო გარანტია ეფუძნება არა მხარეთა შეთანხმებას (ხელშეკრულებას), არამედ მისი გამცემი პირის (გარანტის) ცალმხრივ და უპირობო ვალდებულებას. საბანკო გარანტიის ზემოაღნიშნული თავისებურება ასახულია სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლში, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. ბენეფიციარის წინაშე გარანტის ვალდებულების ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებლობის პრინციპის გამოხატულება იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კანონმდებელი ორ ძირითად შემთხვევას განიხილავს, კერძოდ: თუ ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. რაც შეეხება ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, როგორიცაა: საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულება, მისი სხვა საფუძვლებით შეწყვეტა ან ბათილად აღიარება, კანონი მათ გარანტის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ განიხილავს. ასეთ შემთხვევებში გარანტი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს, თუმცა მიუხედავად ამ შეტყობინებისა, ბენეფიციარის განმეორებითი მოთხოვნა დაკმაყოფილებას ექვემდებარება.”
6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია.
ზემოთაღნიშნული ნორმების შესაბამისად, თუ ბენეფიციარის მოთხოვნა აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, წარდგენილია წერილობითი ფორმით, ერთვის გარანტიაში მითითებული დოკუმენტები, მითითებულია, რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, დაცულია მოთხოვნის წარდგენის ვადა, გარანტს წარმოეშობა ბენეფიციარისათვის გარანტიის თანხის გადახდის ვალდებულება.
6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მიხედვით, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.
ამდენად, გარანტს შეუძლია, ბენეფიციარს შესაგებელი წარუდგინოს იმ საფუძვლით, რომ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნა მას არ წარედგინა წერილობითი ფორმით, ან მოთხოვნა წარედგინა გარანტიის ვადის გასვლის შემდეგ, ან მოთხოვნა გარანტს წარედგინა საბანკო გარანტიაში მითითებული დოკუმენტების გარეშე. გარანტს უფლება არ აქვს, სხვა საფუძვლით განაცხადოს უარი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, მას არ აქვს უფლება, კრედიტორის მოთხოვნის წინააღმდეგ წამოაყენოს მოთხოვნები, რაც დაკავშირებული იქნება ძირითადი ვალდებულების შესრულებასთან. კანონმდებელმა, სწორედ, მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დაუშვა მესამე პირის მხრიდან კრედიტორის სასარგებლოდ გარანტიის გაცემის შესაძლებლობა და ბენეფიციარის უფლება არ გახადა დამოკიდებული კრედიტორსა და მოვალეს (ბენეფიციარსა და პრინციპალს) შორის ურთიერთობაზე.
დადგენილია, რომ 2017 წლის 19 ივნისს შ.პ.ს. ,,სა---------–-------------------–--–---–----------------------ა“-მ ს.ს. ,,სა---------–--------ს“ წარუდგინა მოთხოვნა 1218500 ლარის ანაზღაურების შესახებ, აღნიშნულის შესახებ ასევე აცნობა შ.პ.ს. ,,ნ-----------ი“-ს და შ.პ.ს. ,,ნ---------------–--“-ს. 2017 წლის 22 ივნისს ს.ს. ,,სა---------–--------მა“ ინფორმაცია და დოკუმენტები მიაწოდა შ.პ.ს. ,,ნ-----------ი“-ს და შ.პ.ს. ,,ნ---------------–--“-ს. შ.პ.ს. ,,ნ-----------ი“ არ დაეთანხმა შ.პ.ს. ,,სა---------–-------------------–--–---–----------------------ა“-ს მოთხოვნას და მოითხოვა ვადა საკითხის შესასწავლად. ბენეფიციარმა 2017 წლის 17 ივლისს კვლავ მოითხოვა 1218500 ლარის ანაზღაურება, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები არ არსებობდა და ს.ს. ,,სა---------–--------მა“ აანაზღაურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 1 218 500 ლარი.
6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
6.7 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
6.8 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ნ-----------ი“-ს (ს/კ 2--------) მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოება.
2013 წლის 15 ნოემბრის #P----------ა თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 21 ნოემბერს დაიფარა 150 000 ლარი და გადასახდელი დარჩა 1 068 500 ლარი.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ს.ს. ,,სა---------–--------ი“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შ.პ.ს. ,,ნ---------------–--ს“ ს.ს. ,,სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1 068 500 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან, ს.ს. ,,სა---------–--------ი“-ს სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, შ.პ.ს. ,,ნ---------------–--“-ს ს.ს. ,,სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5000 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს.ს. ,,სა---------–--------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შ.პ.ს. ,,ნ---------------–--“-ს (ს/კ 2--------) ს.ს. ,,სა---------–--------ი“-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 1068500 (მილიონსამოცდარვაათასხუთასი) ლარის გადახდა.
3. შ.პ.ს. ,,ნ---------------–--“-ს ს.ს. ,,სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 5000(ხუთიათასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50(ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი