განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240100119002820862 №1/6
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18.02.2019 წელი ქ.სენაკი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე
სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია
ბრალდების მხარე
პროკურორი - ვ------------------
დაცვის მხარე
ბრალდებული: რ----–---------–--
დაბადებული: 18.11.1--- წ.
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: მარტვილის რაიონი, სოფელი ბ----
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე -ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით 2200 საათზე, მარტვილის რაიონის სოფელ ბ----ში მცხოვრებმა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რ----–---------–--მ ადრე არსებული უკმაყოფილების გამო, თავის საცხოვრებელი სახლიდან გამოიტანა ოჯახში არსებული დანა, რომლითაც გამოეკიდა მამას, რ------------–--ს და სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მას, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების განხორციელების საფუძვლიანი შიში, შეეშინდა, გაიქცა და თავი შეაფარა ამავე სოფელში მცხოვრებ მისი ქალიშვილის ფ-------------–--ს საცხოვრებელ სახლს.
2018 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 1500 საათზე, მარტვილის რაიონის სოფელ ბ----ში მცხოვრებმა რ----–---------–--მ, ადრე არსებული უკმაყოფილების გამო, თავისი მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-------- ამავე სოფელში მცხოვრებ მის დას ფ-------------–--ს ტელეფონის ნომერზე 5-------- გაუგზავნა ესემეს შეტყობინება, დაემუქრა მას, მამა, რ------------–--სთან ერთად სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანებით, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ამიტომ დარეკა პოლიციაში და ითხოვა დახმარება.
2. ბრალდებულმა რ----–---------–--მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. არსებით სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სამართლებრივი შეფასება:
5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----–---------–--მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა რ----–---------–--ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა დამაჯერებელია და აშკარად უთითებს რ----–---------–--ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6. რ----–---------–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია: ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და არ არის ნასამართლევი.
7. რ----–---------–--ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
8. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
9. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმეზე დაზარალებულებმა, რ------------–--მ და ფ-------------–--მ განცხადებით მომართეს სასამართლოს, რომ ბრალდებულს შეეფარდოს მსუბუქი სასჯელი.
10. ბრალდებულ რ----–---------–--ს მიერ სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
11. რ----–---------–--ს მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა.
12. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
13. სასჯელის დანიშვნისას რ----–---------–--ს მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს კანონის აღნიშნული დანაწესი და სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე, 63-64-ე, მუხლით, სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ----–---------–-- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (24 დეკემბრის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (25 დეკემბრის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს თანაბარი სასჯელის დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ რ----–---------–--ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ რ----–---------–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა.
3. რ----–---------–-- დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს დაკავებიდან, სხდომის დარბაზიდან.
4. რ----–---------–--ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 25 დეკემბრიდან 2019 წლის 18 თებერვლის ჩათვლით.
5. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში რ----–---------–--ს ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს.
დაევალოს მსჯავრდებულ რ----–---------–--ს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
6.1 დანა განადგურდეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
6.2 მობილური ტელეფონები დაუბრუნდეს მესაკუთრეებს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქუჩა №247) მეშვეობით.
მოსამართლე ლევან ნუცუბიძე