გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/676-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი-ციალა გახელაძე
მოსარჩელე-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი-ნ--------------------------–-----
მოპასუხე- ინდ/მეწარმე ,,--–--------------–--
დავის საგანი- თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს- ინდ/მეწარმე ,---–--------------–ს", მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 1---,8-(ა------–-----------–-----------------–---–--------------- ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, ერთის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,შემსრულებელი") და მეორეს მხრივ- ინდ/მეწარმე ,---–--------------–ს"(შემდგომში ,,დამკვეთი") შორის 2016 წლის 11აპრილს გაფორმებული იქნა №------ ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების 1.1 და 1.3 პუნქტებისა და 2016 წლის 14 აპრილის N------ ბრძანების თანახმად, ,,დაცვას" უნდა უზრუნველყო ,,დამკვეთის" ობიექტის(სავალუტოსა და ლომბარდის) დაცვა, ცენტრალიზებული დაცვის პუნქტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით. ამავე ხელშეკრულების 1.2. და 2.1 პუნქტების თანახმად, ,,დამკვეთი" ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 1---–---- დღგ-ს ჩათვლით. ,,დაცვამ" ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად განახორციელა, თუმცა ინდ/მეწარმე ,---–--------------–მა" არ შეასრულა ხელშეკრულების პირობები და არ გადაიხადა 2017 წლის ოქტომბრის თვიდან-2018 წლის აპრილის თვის ნაწილის მომსახურების თანხა, სულ ჯამში- 8----–----. 2018 წლის 4 აპრილის ბრძანების საფუძველზე 10.04.2018 წლიდან შეწყვეტილი იქნა ინდ/მეწარმე ,---–--------------–ის" ობიექტზე ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება. ვინაიდან, ინდ/მეწარმე ,---–--------------–ის" მიერ არ იქნა გადახდილი მომსახურების თანხა 8---–---- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში. დაცვის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 6.7 პუნქტის საფუძველზე მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით დაერიცხა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით, სულ- 171.8---–---ი.
ამდენად, ინდ/მეწარმე ,---–--------------–ს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის გადასახდელი აქვს დებიტორული დავალიანება- 8----–---- და პირგასამტეხლო-171.8---–---ი, საერთო ჯამში- 1---.8-ლარი.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - ინდ/მეწარმე ,---–--------------–ს", წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზები არ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, მისი პოზიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელთან მიმართებაში უცნობია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.2016წლის 11 აპრილს, ერთის მხრივ ინდ/მეწარმე ,---–--------------–ს"(შემდგომში ,,დამკვეთად" წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი შემდგომში „დაცვად” წოდებული), დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსის მ--------–---------–---- შორის გაფორმდა ხელშეკრულება(საგანგაშო) №------, რომლის თანახმადაც ,,დაცვა" უზრუნველყოფს დანაშაულის აღკვეთას, ,,დამკვეთის" ს----–--------------–---------–-(შემდგომში ,,ობიექტად" წოდებული) მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის(ღილაკის) მეშვეობით, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, თ-------------------–-------------------- ხელშეკრულების 1.2 მუხლის თანახმად, ,,დამკვეთი" იღებს ვალდებულებას ,,დაცვას" გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით;
დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 1.2 პუნქტის თანახმად, „დამკვეთი“ იღებს ვალდებულებას „დაცვას“ გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში 135.00(ასოცდათხუთმეტი) ლარს, დღგ-ს ჩათვლით.
დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის განხორციელდეს საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში.
დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.1. მუხლის ქვეპუნქტის თანახმად, „დაცვა“ ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული: რადიო გადამცემის, რადიო მიმღებ გადამცემი მოწყობილობის, რადიო გადამცემის ყუთის, რადიო გადამცემის პლატის მონტაჟი-ინსტალაცია „დამკვეთის” ობიექტზე; ამავე მუხლის 3.1.2ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე განგაშის მიღებიდან 5(ხუთი) წუთის განმავლობაში მოახდინოს ობიექტზე" გამოცხადება და ადგილზე მისვლის შემდეგ „ობიექტზე” მომხდარი სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შს შესაბამისი ორგანოების გამოძახება, ხოლო მათ მოსვლამდე დაიცვას შემთხვევის ადგილის ხელშეუხებლობა; ამავე მუხლის 3.2.1 ქვეპუნქტის თანახმად, საფრთხის შემთხვევაში დროულად მოახდინოს სიგნალ-განგაშის გადაცემა ცენტრალიზებულ დაცვას პულტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,დაცვა” თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან; ამავე მუხლის 3.2.6 ქვეპუნქტის თანახმად წინამდებარე ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტში მითითებული მოწყობილობების(რომლებიც წარმოადგენს „დაცვის” საკუთრებას და დაცვის განხორციელების მიზნით გადაცემულა დამკვეთისათვის") განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევაში, აანაზღაუროს მიყენებული ზარალი, განსაზღვრული დაცვით საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტის "გ" პუნქტით.
დასახელებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.4 პუნქტის თანახმად, „დამკვეთი” ვალდებულია, ზიანის დადასტურების შემთხვევაში 3.2.6 პუნქტში მითითებული თანხის გადახდა უზრუნველყოს 5 სამუშაო დღის განმავლობაში; ამავე მუხლის 6.5პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას, მხარეები ხუთი დღით ადრე წერილობით აცნობებენ ერთმანეთს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ამავე მუხლის 6.6. პუნქტის თანახმად, დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, „დაცვა” უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, ამავე მუხლის 6.7. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 1.2პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „დაცვა“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „დამკვეთს" პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით, ამავე მუხლის 6.8. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 6.7 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შეუსრულებელი ვალდებულების 5%-ის მიღწევის შემთხვევაში, „დაცვა“ უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება დაუყოვნებლივ, ამავე მუხლის 6.9. პუნქტის თანახმად, „დამკვეთი” უფლებამოსილია დროებით არ ისარგებლოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებით შემდგომში „ხელშეკრულების პასიურ მოქმედებად” წოდებული), რაც გულისხმობს, „დამკვეთის” წერილობითი მომართვის საფუძველზე, „ობიექტის" დროებით ცენტრალიზებული დაცვის პულტიდან გათიშვას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 11 აპრილის ხელშეკრულება(საგანგაშო) №------(ს.ფ. 11-12)
3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016წლის 14 აპრილის N------ ბრძანებით(ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შესახებ), 2016 წლის 14 აპრილიდან დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ,,125"-ის განყოფილებამ უზრუნველყოს ქ.თბილისი, თ----------------------------–- მდებარე ინდ/მეწარმე ,---–--------------–ის'' ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 14 აპრილის N------ ბრძანება ,,ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შესახებ''(ს.ფ. 13)
3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 04 აპრილის N------------ ბრძანებით(ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შეწყვეტის შესახებ), 2018 წლის 10 აპრილიდან შეწყვეტილი იქნეს ინდ/მეწარმე ,---–--------------–ის" ობიექტის(ქ.თბილისი, თე------------------–------------------ ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 04 აპრილის N----------- ბრძანება ,,ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შეწყვეტის შესახებ''(ს.ფ. 14)
3.1.4. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 11 მაისის ცნობით დებიტორული დავალიანების შესახებ დადგენილია, რომ ინდ/მეწარმე ,---–--------------–ს"(ს/კ 0----------- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის სამმართველოს სასარგებლოდ 2018წლის 11 მაისის მდგომარეობით, N------ ხელშეკრულების საფუძველზე ერიცხება დებიტორული დავალიანება 8---------------–-------- ლარი და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ ყოველ დღეზე 0.2%-171.8---------–-----------------–-------------------–---–--------------- ლარი, სულ დებიტორი- 1---.8-(ა------–-----------–------------------–---–--------------) ლარი. მათ შორის:
1.2017 წლის ოქტომბრის თვეში -134.50 ლარი;
2.2017 წლის ნოემბრის თვეში-135 ლარი;
3.2017 წლის დეკემბრის თვეში-135 ლარი;
4.2018 წლის იანვრის თვეში-135 ლარი;
5.2018 წლის თებერვლის თვეში-135 ლარი;
6. 2018 წლის მარტის თვეში-135 ლარი;
7. 2018 წლის აპრილის თვეში-40.50 ლარი;
აღნიშნული დავალიანება მოპასუხე მხარის მიერ დღეის მდგომარეობით გადახდილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 11 მაისის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ(ს.ფ. 15)
-თანხის ბრუნვის ისტორია(ს.ფ. 16-17)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- ინდ/მეწარმე ,---–--------------–ს", მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1---,8-(ა------–-----------–-----------------–---–--------------- ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №2-- ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №2-- ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №--- ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და ინდ/მეწარმე ,---–--------------–ს" შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე(სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია, ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო- მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა- მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ,- საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ 2016 წლის 11 აპრილს, ერთის მხრივ ინდ/მეწარმე ,---–--------------–ს"(შემდგომში ,,დამკვეთად" წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი- დაცვის პოლიციის დეპარტამენტი შემდგომში „დაცვად” წოდებული), დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსის მ--------–---------–----- შორის გაფორმდა ხელშეკრულება(საგანგაშო) №------, რომლის თანახმადაც ,,დაცვა" უზრუნველყოფს ,,დამკვეთის” ვ--–-------------–--–--– პუნქტში(შემდგომში ,,ობიექტად" წოდებული) მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის(ღილაკის) მეშვეობით, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, თ-------------------–-------------------- დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2 პუნქტის თანახმად, „დამკვეთი“ იღებს ვალდებულებას „დაცვას“ გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით; დასახელებული ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, „დაცვის" მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 1-----------–---------------- ლარს, დღგ-ს ჩათვლით; დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის განხორციელდეს საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5საბანკო დღის განმავლობაში; დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.1.მუხლის ქვეპუნქტის თანახმად, „დაცვა“ ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული: რადიო გადამცემის, რადიო მიმღებ გადამცემი მოწყობილობის, რადიო გადამცემის ყუთის, რადიო გადამცემის პლატის მონტაჟი-ინსტალაცია „დამკვეთის” ობიექტზე; ამავე მუხლის 3.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე განგაშის მიღებიდან 5(ხუთი) წუთის განმავლობაში მოახდინოს ობიექტზე" გამოცხადება და ადგილზე მისვლის შემდეგ „ობიექტზე” მომხდარი სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შს შესაბამისი ორგანოების გამოძახება, ხოლო მათ მოსვლამდე დაიცვას შემთხვევის ადგილის ხელშეუხებლობა; ამავე მუხლის 3.2.1 ქვეპუნქტის თანახმად, საფრთხის შემთხვევაში დროულად მოახდინოს სიგნალ-განგაშის გადაცემა ცენტრალიზებულ დაცვას პულტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,დაცვა” თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან; ამავე მუხლის 3.2.6 ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტში მითითებული მოწყობილობების(რომლებიც წარმოადგენს „დაცვის” საკუთრებას და დაცვის განხორციელების მიზნით გადაცემულა დამკვეთისათვის") განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევაში, აანაზღაუროს მიყენებული ზარალი, განსაზღვრული დაცვით საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტის "გ" პუნქტით; დასახელებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.4 პუნქტის თანახმად, „დამკვეთი” ვალდებულია, ზიანის დადასტურების შემთხვევაში 3.2.6 პუნქტში მითითებული თანხის გადახდა უზრუნველყოს 5 სამუშაო დღის განმავლობაში; ამავე მუხლის 6.5პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას, მხარეები ხუთი დღით ადრე წერილობით აცნობებენ ერთმანეთს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ამავე მუხლის 6.6. პუნქტის თანახმად, დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, „დაცვა” უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, ამავე მუხლის 6.7. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „დაცვა“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „დამკვეთს" პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით, ამავე მუხლის 6.8. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 6.7 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შეუსრულებელი ვალდებულების 5%-ის მიღწევის შემთხვევაში, „დაცვა“ უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება დაუყოვნებლივ, ამავე მუხლის 6.9. პუნქტის თანახმად, „დამკვეთი” უფლებამოსილია დროებით არ ისარგებლოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებით შემდგომში „ხელშეკრულების პასიურ მოქმედებად” წოდებული), რაც გულისხმობს, „დამკვეთის” წერილობითი მომართვის საფუძველზე, „ობიექტის" დროებით ცენტრალიზებული დაცვის პულტიდან გათიშვას.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ვალდებულება შესრულებული იქნა ჯეროვნად, მოპასუხე მხარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იღებდა დაცვის მომსახურებას და რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს, თუმცა მის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანება დღემდე გადახდილი არ არის.
ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- ინდ/მეწარმე ,---–--------------–ს'', მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1---.8-(ა------–-----------–-----------------–---–--------------- ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ამდენად, მოპასუხეს- ინდ/მეწარმე ,---–--------------–ს"’, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე - ინდ/მეწარმე ,---–--------------–ს", მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს- 1---.8-(ა------–-----------–-----------------–---–--------------- ლარის გადახდა.
3. მოპასუხეს- ინდ/მეწარმე ,---–--------------–ს"’, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი