განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №270100119002872132 (1/19-19)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ
ანა კვირტიას მდივნობით
პროკურორის - მა---------ას,ბრალდებულ - რო--------–----ას და
ადვოკატ - მთ--------------ას
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა---------ას შუამდგომლობა
ბრალდებულ რო--------–----ას მიმართ
დაბადების თარიღი: 20-------0 წელი,პირადი ნომერი: 51--------0,საქართველოს მოქალაქე,დასაოჯახებელი,მისამართი: წა-–--------------------------–-----–ე
სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
დადგენილია, რომ რო-------–----ამ ჩაიდინა მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 18 თებერვალს, წა-–--------------------------–----–-ში რო-------–----ამ უკანონოდ შეიძინა 10,28 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, რასაც წალენჯიხა, ქ. ჯვარში მდებარე მესტიის ქუჩაზე უკანონოდ ინახავდა პირადად.
2019 წლის 27 თებერვალს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა---------ას, ბრალდებულ რო--------–----ას და ადვოკატ მთ--------------ას შორის.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული რო--------–----ა აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
ბრალდებული რო--------–----ა აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.
ბრალდებული რო--------–----ა ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.
ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
პროკურორი შუამდგომლობს ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს:
ბრალდებული რო--------–----ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 27 (ოცდაშვიდი) დღით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კვლავ ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ასევე მიემატოს დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ რო-------–----ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 27 (ოცდაშვიდი) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების პირველი ნაწილებისა და 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
მასვე, "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 პრიმა პუნქტის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 3 წლის ვადით ჩამოერთმევა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
-ამოღებული 10,28 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, რომელიც ინახება წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ჯვარის პოლიციის განყოფულებაში, განადგურდეს.
რო--------–----ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მთ--------------ა დაეთანხმნენ ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.
რო--------–----ას ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:
1. ბრალდებულ რო-------–----ას გამოკითხვის ოქმი;
2. მოწმე ირ---–---------ის გამოკთხვის ოქმი;
3. მოწმე ალ-----------ას გამოკითხვის ოქმი;
4.მოწმე ლე-----------ას გამოკითხვის ოქმი
5. მოწმე სა---------ას გამოკითხვის ოქმი;
6. პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნარკოტიკული საშუალება;
7. ქმიური ექსპერტიზის დასკვნა;
სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ რო--------–----ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
რო--------–----ას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
რო--------–----ას მიმართ მიზანშეწონილია საქართველოს სსკ-ს 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმის გამოყენება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა---------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა---------ას, ბრალდებულ რო--------–----ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ - მთ--------------ას შორის;
ბრალდებული რო--------–----ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 27 (ოცდაშვიდი) დღით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კვლავ ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ასევე მიემატოს დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ რო-------–----ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 27 (ოცდაშვიდი) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების პირველი ნაწილებისა და 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
მასვე, "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 პრიმა პუნქტის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 3 წლის ვადით ჩამოერთმევა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
-ამოღებული 10,28 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, რომელიც ინახება წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ჯვარის პოლიციის განყოფულებაში, განადგურდეს.
რო--------–----ას სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან;
რო--------–----ას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში, დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;
განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა