გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3314-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - თ------------------–---–ი
წარმომადგენლები - შ-----------ე და გ----------------–---–ი
მოპასუხეები:
1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
წარმომადგენლები - შ-------------------------------–---ი
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - თ---------------------ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის M---------------- ბრძანება, თ------------------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის M---------------- აქტი, თ------------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 3 აგვისტოს M---------------- ბრძანება, თ------------------–---–ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ;
1.4. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თ------------------–---–ის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს პ---–-–---–-----------------------------–------–----------–---------------------------ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;
1.5. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას თ------------------–---–ს 2018 წლის 2 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდი ჩაუთვალოს შრომით სტაჟად და სპეციალური წოდებით ნამსახურებ პერიოდად;
1.6. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას თ------------------–---–ის სასარგებლოდ 2008 წლის 2 ივნისიდან მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის;
1.7. დაეკისროს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 აპრილამდე პერიოდში გადახდილი საცხოვრებელი ფართის ქირის თანხის - 5900 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა;
1.8. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას თ------------------–---–ს ჩაუთვალოს 2015 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 2 ნოემბრამდე ნამსახურები პერიოდი სპეციალური წოდებით ნამსახურებ პერიოდად.
2. მოპასუხეთა პოზიცია:
მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 2 მარტის №--- ბრძანებით ცვლილება შევიდა „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საორგანიზაციო-საშტატო საკითხების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2006 წლის 10 იანვრის №- ბრძანებით დამტკიცებულ სტრუქტურასა და საშტატო განრიგში. განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, აკადემიის სპეციალური მომზადების ცენტრის საშტატო ნუსხას დაემატა 1 საშტატო ერთეული - ც------------------------------–---------------–-------------------------–ე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 2 მარტის №--- ბრძანება, დანართით (ს.ფ. 142-146).
3.2. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა 2015 წლის 30 ივნისს მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური მომზადების ცენტრის უ-------------------–----------------–-------------------------–-) ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოფიცრის - თ-------------------------------–---–ის დანიშვნაზე თანხმობის გაცემის მოთხოვნით.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 1 ივლისის №--- პ/შ ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანხმობით, თ-------------------------------–---–ი დაინიშნა ამავე აკადემიის სპეციალური მომზადების ცენტრის უ-------------------–-----------------–-------------------------–ე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 30 ივნისის M---------------- შუამდგომლობა (ს.ფ. 126);
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა აკადემიის რექტორის 2015 წლის 1 ივლისის №--- პ/შ ბრძანება (ს.ფ. 94).
3.3. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გამოცხადდა პირის პოლიციელად მისაღები სპეციალური კონკურსი, მათ შორის, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური მომზადების ცენტრის უ-------------------–----------------–------------------------–ე) ვაკანტურ თანამდებობაზე. კონკურსში მონაწილეობა მიიღო თ-------------------------------–---–მა.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა აკადემიის სპეციალური საკონკურსო კომისიის 2015 წლის 30 ოქტომბრის №------- გადაწყვეტილებით, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური მომზადების ცენტრის უ-------------------–----------------–------------------------–ე) ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა კანდიდატი - თ-------------------------------–---–ი (აპლიკაცია №--).
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 2 ნოემბრის №--- პ/შ ბრძანებით, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა აკადემიის სპეციალური საკონკურსო კომისიის 2015 წლის 30 ოქტომბრის №------- გადაწყვეტილების საფუძველზე, თ-------------------------------–---–ი დაინიშნა ამავე აკადემიის სპეციალური მომზადების ცენტრის უ-------------------–-----------------–------------------------–-- და გათავისუფლდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური მომზადების ცენტრის უ-------------------–----------------–-------------------------–-) თანამდებობიდან (სამოქალაქო პირი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა აკადემიის სპეციალური საკონკურსო კომისიის 2015 წლის 8 აგვისტოს №------- გადაწყვეტილება (ს.ფ.135-136);
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა აკადემიაში პირის პოლიციელად მისაღები სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატებისაგან წარდგენილი აპლიკაციების გადარჩევის შესახებ 2015 წლის 25 აგვისტოს M---------------- გამოკითხვის ოქმი (ს.ფ. 123);
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა აკადემიაში პირის პოლიციელად მისაღები სპეციალური საკონკურსო კომისიის 2015 წლის 26 აგვისტოს M---------------- სხდომის ოქმი (ს.ფ. 124-125);
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა აკადემიის სპეციალური საკონკურსო კომისიის 2015 წლის 30 ოქტომბრის №------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 97);
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 2 ნოემბრის №--- პ/შ ბრძანება (ს.ფ. 98).
3.4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 26 ნოემბრის №------- ბრძანებით, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური მომზადების ცენტრის უ-------------------–----------------–-------------------------–ე) თ------------------–---–ს მიენიჭა საშუალო სპეციალური წოდება „პოლიციის უფროსი ლეიტენანტი“, 2015 წლის 2 ნოემბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 26 ნოემბრის №------- ბრძანება (ს.ფ. 172);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში თ-------------------------------–---–ის სამსახურის გავლის ნუსხა (ს.ფ. 99-110).
3.5. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის M---------------- ბრძანებით, საქართველოს მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით შევიდა ცვლილება „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საორგანიზაციო-საშტატო საკითხების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2006 წლის 10 იანვრის №- ბრძანებით დამტკიცებულ სტრუქტურასა და საშტატო განრიგში. განხორციელებული ცვლილებით სპეციალური მომზადების ცენტრის საშტატო ნუსხა შემცირდა 1 საშტატო ერთეულით - ცე-----------------------------–---------------–-------------------------–ე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელის 2018 წლის 2 აპრილის M---------------- პატაკი (ს.ფ. 28);
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის M---------------- ბრძანება, დანართით (ს.ფ. 29-30).
3.6. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის M---------------- ბრძანებით, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის M---------------- ბრძანების საფუძველზე, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური მომზადების ც------------------------------–---------------–-------------------------–ე), პოლიციის კაპიტანი თ-------------------------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის M---------------- წერილობითი პასუხით (გადაწყვეტილებით) თ------------------–---–ს უარი ეთქვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის №----------- ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის განხილვაზე (განემარტა, რომ მის მიერ მითითებული საკითხის გადასაწყვეტად და უფლების დასაცავად შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის M---------------- ბრძანება (ს.ფ. 76);
- თ------------------–---–ის 2018 წლის 1 მაისის №------- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 32-34);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის M---------------- წერილობითი პასუხი (ს.ფ. 35).
3.7. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 3 აგვისტოს M---------------- ბრძანებით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, კადრების განკარგულებაში მყოფი, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური მომზადების ცენტრის უფ---------------–-----------–---------------–-------------------------–-), პოლიციის კაპიტანი თ-------------------------------–---–ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 30 აგვისტოს M---------------- წერილით თ------------------–---–ს უარი ეთქვა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 3 აგვისტოს M---------------- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის განხილვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 03 აგვისტოს M---------------- ბრძანება (ს.ფ. 174);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 30 აგვისტოს M---------------- წერილი (ს.ფ. 175).
3.8. თ------------------–---–ის სამსახურიდან დათხოვნის დროისათვის თანამდებობრივი სარგო (დარიცხული ოდენობით) შეადგენდა 2300 (ორიათასსამასი) ლარს, წოდებრივი სარგო - 40 (ორმოცი) ლარს, წელთა ნამსახურობის დანამატი - 15% - 351 (სამასორმოცდათერთმეტი) ლარს, სპეც. დანამატი - 330 (სამასოცდაათი) ლარს. მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრებოდა სულ 3021 (სამიათასოცდაერთი) ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო სამსახურის 2018 წლის 6 ივნისის M---------------- წერილი (ს.ფ. 115).
3.9. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 24 ივლისის №--- ბრძანებით, ამავე აკადემიის ადმინისტრაციის საფინანსო სამსახურს დაევალა საცხოვრებელი ბინის (ქ. თბილისი) დაქირავება აკადემიის სპეციალური მომზადების ცენტრის უ-------------------–-- თ------------------–---–ისთვის. საცხოვრებელი ბინის ქირის ოდენობა განისაზღვრა აკადემიასა და ბინის გამქირავებელს (ფიზიკური პირი) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას (დამქირავებელი), წარმოდგენილი პრორექტორის ზ---–--------ის სახით და ფიზიკურ პირს თ---------------ას (გამქირავებელი) შორის 2015 წლის 31 ივლისს გაფორმდა ქ. თბილისში, ჟ-----------------------------, პირველი სადარბაზოში მდებარე №- ბინის ქირავნობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გამქირავებელმა დამქირავებელს დროებით სარგებლობაში გადასცა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ოროთახიანი ბინა, ფართით 59,45 კვ.მ, 2015 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას (დამქირავებელი), წარმოდგენილი პრორექტორის ზ---–--------ის სახით და ფიზიკურ პირს ე-----------------------ს (გამქირავებელი) შორის 2015 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------------------––------------------–------------------ის ქირავნობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გამქირავებელმა დამქირავებელს დროებით სარგებლობაში, საცხოვრებელი მიზნით გადასცა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ერთოთახიანი ბინა, ფართით 31 კვ.მ, 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 24 ივლისის №--- ბრძანების საფუძველზე, თ------------------–---–ის სასარგებლოდ საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის შესახებ 2016 წელს არსებული ქირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია. 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, აღნიშნულ მომსახურებაზე - აკადემიის არცერთი მოსამსახურისათვის ბინის დაქირავების ან/და სხვა სახის საცხოვრებელი ფართით დროებით ან მუდმივი სარგებლობისათვის - ხელშეკრულებები არ არსებობდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 24 ივლისის №--- ბრძანება (ს.ფ. 204);
- 2015 წლის 31 ივლისის №--- ხელშეკრულება, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 205-207);
- 2015 წლის 31 აგვისტოს მიღება-ჩაბარების ა------- (ს.ფ. 36);
- 2015 წლის 31 დეკემბრის №-- ხელშეკრულება, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 128-132);
- 2016 წლის 19 აპრილის შეთანხმების ოქმი №1 (ს.ფ. 133);
- 2016 წლის 27 აპრილის შეთანხმების ოქმი №- (ს.ფ. 134);
- ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 42-45);
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ადმინისტრაციის (სამმართველო) საფინანსო სამსახურის 2018 წლის 6 ივნისის M---------------- წერილი (ს.ფ. 115);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს M----------------- წერილი (ს.ფ. 231-234).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდება; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის M---------------- ბრძანება, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის M---------------- გადაწყვეტილება, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 3 აგვისტოს M---------------- ბრძანება წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს, გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის - თ------------------–---–ის მოთხოვნები სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან, დროის კონკრეტული მონაკვეთის შრომით სტაჟად და სპეციალური წოდებით ნამსახურებ პერიოდად ჩათვლასთან, ბინის ქირის თანხის მოპასუხის დაკისრებასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მითითებული კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).
ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი კი განმარტავს, რომ პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
სასამართლო ასევე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები. ამავე დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
დადგენილია, რომ თ-------------------------------–---–ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური მომზადების ცენტრის უ-------------------–----------------–-------------------------–-) თანამდებობაზე. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე უნდა გავრცელდეს შესაბამისი კანონმდებლობა.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით. ამასთან, მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის შესაბამისად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.
სასამართლო მითითებული ნორმების გათვალისწინებითა და საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თ------------------–---–ი წარმოადგენს პოლიციელს, ვინაიდან მას მინიჭებული აქვს სპეციალური წოდება - „პოლიციის კაპიტანი“. ასევე, დადგენილია, რომ თ-------------------------------–---–ი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და კადრების განკარგულებაში აყვანილი იქნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის M---------------- ბრძანებით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდებაზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის (შემდგომში – აკადემია) სტატუსს, მისიას, მიზნებსა და ამოცანებს, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას, მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, ასევე აკადემიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
წესდების მე-7 მუხლის თანახმად, აკადემიის მართვის ორგანოებია: რექტორი, წარმომადგენლობითი საბჭო (შემდგომში – საბჭო), პრორექტორ(ებ)ი და ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველო. ამასთან, მე-10 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების შესაბამისად, რექტორი არის აკადემიის მართვის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს აკადემიას, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემიის თანამშრომლებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. განსაზღვრავს კონკურსის ჩატარების პროცედურებსა და საკონკურსო მოთხოვნებს; ე) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს აკადემიის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და განსაზღვრავს სახელფასო ფონდს.
აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პოლიციის თანამშრომლის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გააჩნია აკადემიის უმაღლეს თანამდებობის პირს - რექტორს, შესაბამისი საფუძველის არსებობის პირობებში.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის M---------------- ბრძანების გათვალისწინებით. დადგენილია, რომ ამ უკანასკნელი ბრძანებით განხორციელდა საშტატო განრიგში ცვლილება, კერძოდ, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის M---------------- ბრძანებით, საქართველოს მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, შევიდა ცვლილება „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საორგანიზაციო-საშტატო საკითხების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2006 წლის 10 იანვრის №- ბრძანებით დამტკიცებულ სტრუქტურასა და საშტატო განრიგში. განხორციელებული ცვლილებით სპეციალური მომზადების ცენტრის საშტატო ნუსხა შემცირდა 1 საშტატო ერთეულით - ც------------------------------–---------------–-------------------------–ე).
სასამართლო აქვე მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური მომზადების ცენტრის უფროსის 2018 წლის 11 ივნისის M---------------- წერილზე, რომლის მიხედვითაც, თ------------------–---–ის შტატის გაუქმების პერიოდისათვის სპეციალური მომზადების ცენტრში შტატით ირიცხებოდა ცენტრის უფროსი (1) და უფროსი ინსპექტორი (3).
6.4. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილ პოლიციელს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლზე, რომელიც ადგენს პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-37-ე მუხლებით, კერძოდ, 34-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას; ამავე წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებები დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება, ხოლო 37-ე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 3 აგვისტოს M---------------- ბრძანებით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, კადრების განკარგულებაში მყოფი, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური მომზადების ცენტრის უფ---------------–-----------–---------------–-------------------------–-), პოლიციის კაპიტანი თ-------------------------------–---–ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. ამავე კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.
მითითებული კანონის 104-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საამისოდ უფლებამოსილი პირი.
სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.
ამრიგად, უფლებამოსილ პირს შეუძლია საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება რეორგანიზაციის თაობაზე, ხოლო შტატების შემცირება თავის მხრივ წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამასთან, საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სტრუქტურულ ერთეულში ადგილი ჰქონდა იმ საშტატო ერთეულის მთლიანად გაუქმებას, რომელზეც დასაქმებული იყო თ------------------–---–ი, კერძოდ, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური მომზადების ცენტრი არსებობდა უფროსის 1 საშტატო ერთეულითა და უფროსი ინსპექტორის 3 საშტატო ერთეულით, უ-------------------–-- თანამდებობის გარეშე. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ რეორგანიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა სადავო საშტატო ერთეული, არ წარმოადგენს დავის საგანს და არის ძალაში მყოფი დოკუმენტი, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე იყო თ------------------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
მოსარჩელის პოზიციით, არ არსებობდა რეორგანიზაციის განხორციელების აუცილებლობა, ვინაიდან აკადემიაში კვლავ ხორციელდება მისი ფუნქციების შესრულება სხვა პირისა და სხვა სტრუქტურულ ერთეულის - პროფესიული მომზადების სამმართველოს მიერ. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა, ისევე როგორც მისი მიმღები პირის უფლებამოსილების შეფასება სცდება განსახილველ დავას. ამასთან, რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ განხორციელებული ცვლილების შემდეგ დარჩა გაუქმებული საშტატო ერთეულის ფუნქციურად მსგავსი საშტატო ერთეული და მათ შორის განსხვავება მხოლოდ თანამდებობრივ სარგოში გამოიხატებოდა, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კონკრეტულად ის თანამდებობა, თავისი ფუნქცია-მოვალეობებით, რაც მოსარჩელეს ჰქონდა დაკავებული, იგივე სახით აღარ არსებობდა, ვინაიდან ის გარემოება, რომ შესაძლოა აკადემიის სპეციალური მომზადების ცენტრის უფროსის ყოფილი მოადგილის ფუნქციათა ნაწილი სხვა თანამდებობის ფუნქციათა მსგავსია, არ გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელის მიერ კონკრეტულ პერიოდში დაკავებული თანამდებობა (დაკისრებული მოვალეობები) თავისი ფუნქციური დატვირთვით კვლავ არსებობდა. სასამართლოს დასკვნით, იმ პირობებში, როდესაც განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სტრუქტურული ერთეული, სადაც იგი იყო დასაქმებული კვლავ არსებობდა, თუმცა უ-------------------–-- შტატის გარეშე, საფუძველს არის მოკლებული სხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ იდენტური ფუნქცია მოვალეობის შესრულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზების პირობებში მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რეორგანიზაციის შედეგად ადგილი ჰქონდა საშტატო ერთეულის გაუქმებას. შესაბამისად, სახეზე იყო მოსარჩელის - თ------------------–---–ის ჯერ თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის, ხოლო 4 თვის ვადის გასვლის შემდეგ, მისი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის კანონით განსაზღვრული პირობები.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-17 მუხლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის M---------------- და 2018 წლის 3 აგვისტოს M---------------- ბრძანებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით - არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის M---------------- გადაწყვეტილება, როგორც სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 2 აპრილის M---------------- ბრძანების თანმდევი შედეგი, ასევე ძალაში უნდა დარჩეს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 331 მუხლი კი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეები სამსახურიდან უკანონო დათხოვნის/ გათავისუფლების, დაქვეითების ან წოდების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარებიან აღდგენას თანამდებობაზე, ასევე უბრუნდებათ ჩამორთმეული წოდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებულის განცხადება სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მის ტოლფას თანამდებობაზე. ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, აღდგენილ სამინისტროს მოსამსახურეებს სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებათ დათხოვნის ბრძანების ხელმოწერის დღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი.
აღნიშნული განმტკიცებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ამდენად, კანონმდებლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოსამსახურის აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, ხოლო განაცდური ხელფასის ანაზღაურებასა და განაცდური პერიოდის უწყვეტ სტაჟში ჩათვლას - დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. შესაბამისად, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ ხოლო სასამართლომ თ------------------–---–ის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებები (ბრძანებები) ბათილად არ ცნო, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის, მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების და კონკრეტული პერიოდის შრომით სტაჟში ჩათვლის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
6.8. მოსარჩელის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 2015 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 2 ნოემბრამდე ნამსახურები პერიოდი ჩაეთვალოს სპეციალური წოდებით ნამსახურებ პერიოდად.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მასალებზე, რომლითაც დგინდება, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დასაქმების დროისათვის თ------------------–---–ი წარმოადგენდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოფიცერს, თუმცა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 1 ივლისის №--- პ/შ ბრძანებით იგი დაინიშნა ამავე აკადემიის სპეციალური მომზადების ცენტრის უ-------------------–-----------------–-------------------------–ე), როგორც სამოქალაქო პირი. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გამოცხადდა პირის პოლიციელად მისაღები სპეციალური კონკურსი, მათ შორის, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური მომზადების ცენტრის უ-------------------–----------------–------------------------–ე) ვაკანტურ თანამდებობაზე. კონკურსში მონაწილეობა მიიღო თ-------------------------------–---–მა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა აკადემიის სპეციალური საკონკურსო კომისიის 2015 წლის 30 ოქტომბრის №------- გადაწყვეტილებით იგი გამოვლინდა გამარჯვებულად. შესაბამისად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 02 ნოემბრის №--- პ/შ ბრძანებით, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა აკადემიის სპეციალური საკონკურსო კომისიის 2015 წლის 30 ოქტომბრის №------- გადაწყვეტილების საფუძველზე, თ-------------------------------–---–ი დაინიშნა ამავე აკადემიის სპეციალური მომზადების ცენტრის უ-------------------–-----------------–------------------------–-- და გათავისუფლდა სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური მომზადების ცენტრის უ-------------------–----------------–-------------------------–-) თანამდებობიდან (სამოქალაქო პირი).
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 26 ნოემბრის №------- ბრძანებით, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური მომზადების ცენტრის უ-------------------–----------------–-------------------------–ე) თ------------------–---–ს მიენიჭა საშუალო სპეციალური წოდება „პოლიციის უფროსი ლეიტენანტი“, 2015 წლის 2 ნოემბრიდან.
ამრიგად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ მოსარჩელე 2015 წლის 1 ივლისს კონკრეტულ თანამდებობაზე დაინიშნა, როგორც სამოქალაქო პირი, მოგვიანებით, მან გაიარა პირის პოლიციელად მისაღები სპეციალური კონკურსი და 2015 წლის 2 ნოემბრიდან დაინიშნა სპეციალური წოდებით. შესაბამისად, საფუძველს არის მოკლებული მოსარჩელის მოსაზრება, თითქოს, მისთვის უცნობი იყო სამოქალაქო პირის სტატუსით ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე და 2015 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 2 ნოემბრამდე ნამსახურები პერიოდი უნდა ჩაეთვალოს სპეციალური წოდებით ნამუშევარ სტაჟში.
6.9. ამასთან, რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეს დაეკისროს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 აპრილამდე პერიოდში მის მიერ გადახდილი საცხოვრებელი ფართის ქირის თანხის - 5900 ლარის გადახდა, სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციელის სოციალური დაცვის ღონისძიებები განსაზღვრულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლით. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ფარგლებში პოლიციელისთვის მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს ერთჯერადი დახმარების, სხვა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.
ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) დასაქმებულ პოლიციის სპეციალური წოდების მქონე პირთა, სამოქალაქო პირთა და დამხმარე მოსამსახურეთა (რომელთაც უკავიათ შტატი და არ გააჩნიათ სპეციალური წოდება) და შტატგარეშე მოსამსახურეთა (შემდგომში - მოსამსახურე) სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებს.
მითითებული წესის მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, მოსამსახურეს, რომელსაც უწევს სამსახურებრივი გადაადგილება რომელიმე სხვა ქალაქში, რაიონში ან დასახლებულ პუნქტში, რაც დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლასა და ბინის დაქირავებასთან, ან სხვა გამონაკლის შემთხვევაში, სსიპ-ის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით (შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით), საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ბინის დაქირავება განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, ხოლო ბინის ქირის ღირებულება განისაზღვრება სსიპ-სა და მესაკუთრეს (ფიზიკურ პირს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2015 წლის 24 ივლისის №--- ბრძანების საფუძველზე, 2015 წლის 31 ივლისიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა აკადემიის სპეციალური მომზადების ცენტრის უ-------------------–-- თ------------------–---–ისთვის საცხოვრებელი ბინის (ქ. თბილისი) დაქირავება. ასევე, მხარეთა მიერ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მითითებული პერიოდში ნაკისრი ვალდებულება აკადემიამ სრულად შეასრულა.
სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მოსამსახურეების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა წარმოადგენს დამსაქმებლის არა ვალდებულებას, არამედ უფლებამოსილებას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მასალების თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, აკადემიის არცერთი მოსამსახურისათვის ბინის დაქირავება ან/და სხვა სახის საცხოვრებელი ფართით დროებით ან მუდმივი სარგებლობა არ განხორციელებულა, არ არსებობს მოპასუხისათვის ხსენებული ვალდებულების დაკისრების საფუძველი და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საცხოვრებელი ბინის ქირის თანხის მოპასუხისათის დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
საქმის მასალების თანახმად, თ------------------–---–ის სარჩელზე, 2018 წლის 22 მაისს ნ-----------ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟის თანხა - 100 (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო 2018 წლის 4 ივლისს შ-----------ის მიერ გადახდილია - 170 (ასსამოცდაათი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელეს - თ------------------–---–ს უნდა დაუბრუნდეს ს---------------ში“ 2018 წლის 22 მაისს ნ-----------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 100 (ასი) ლარი და 2018 წლის 4 ივლისს შ-----------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 170 (ასსამოცდაათი) ლარი, ჯამში 270 (ორასსამოცდაათი) ლარი. მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი) მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ------------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. მოსარჩელეს - თ------------------–---–ს დაუბრუნდეს ს---------------ში“ 2018 წლის 22 მაისს ნ-----------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 100 (ასი) ლარი და 2018 წლის 4 ივლისს შ-----------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 170 (ასსამოცდაათი) ლარი. მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი) მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე