გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2677028-2/787-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
მოსარჩელე - სს ,,ლ-------ი ბანკი’’;
წარმომადგენელი - გ---------–-----ე;
მოპასუხე - გ-------------ე; ა-–--------–-–---–ი, ნ--------–-–---–ი;
წარმომადგენელი - ა-------------–-–---–ი
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება;
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
- მოპასუხეების გ-------------ის, ა-–--------–-–---–ის და ნ--------–-–---–ისათვის სოლიდარულად სს ,,ლ-------ი ბანკის’’ მიმართ დავალიანების 13279.12 ლარის (საიდანაც ძირი თანხა არის 8485.52 ლარი, პროცენტი -2368.16 ლარი და შემცირებული ჯარიმა 2425.44 ლარი) გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის 408.57 ლარისა და უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად გადახდის დაკისრება.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2014 წლის 8 თებერვალს, სს “ლ-------ი ბანკსა” და გ-------------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N437/002/2014/07623, რომლის თანახმადაც მოპასუხეზე გაიცა სამომხმარებლო, საბანკო კრედიტი 12650 ლარის ოდენობით. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 18.25 %. ვადად განისაზღვრა 84 თვე ყოველთვიური შესატანის ოდენობა 263.73 ლარი. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით.
2014 წლის 8 თებერვალსვე, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N002/2014/07623-2, სს "ლ-------ი ბანკსა" და ა-–--------–-–---–ის შორის, რომლის საფუძველზეც, მან იკისრა სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა მისი პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 22526.68 ლარი.
2014 წლის 8 თებერვალსვე, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0002/2014/07623-1 სს “ლ-------ი ბანკსა’’ და ნ--------–-–---–ის შორის, რომლის საფუძველზეც, მან იკისრა სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 22526.68 ლარი.
სს "ლ-------ი ბანკმა" შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გასცა საბანკო კრედიტი, რის შემდეგაც წარმოეშვა აღნიშნული თანხის შეთანხმებული პირობებით მოთხოვნის უფლება. მოპასუხემ კი დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის 10 ივლისს და დღემდე არ ასრულებს მას, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა.
მოპასუხეს, 2018 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით, სს "ლ-------ი ბანკის" მიმართ, სესხზე N437/002/2014/07623 ერიცხება დავალიანება 13279.12 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა - 8485.52 ლარი, პროცენტი - 2368.16 ლარი, ჯარიმა - 2425.44 ლარი) ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხის გადახდა, რაც შეეხება დარიცხულ პროცენტს მიაჩნია, რომ არის შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი და არ უნდა დაეკისროს მისი გადახდა მოპასუხე მხარეს, თუმცა არითმეტიკულად გამოთვლილია სწორედ, ასევე მოპასუხე მხარის მითითებით პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და ასევე არ უნდა დაეკისროს მისი გადახდა მოპასუხე მხარეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 8 თებერვლის N437/002/2014/07623, ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელ გ-------------ეზე გაიცა სესხი 12650 ლარის ოდენობით, სესხი გაცემული იქნა 84 თვის ვადით, სესხის პირობების თანახმად, გაცემულ თანხას დაერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი წლიური 18.25 პროცენტი, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (იხ. ს.ფ. 20);
- საბანკო ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 21-26);
3.1.2. 2014 წლის 8 თებერვალსვე, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N002/2014/07623-2, სს "ლ-------ი ბანკსა" და ა-–--------–-–---–ის შორის, რომლის საფუძველზეც, მან იკისრა სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა მისი პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 22526.68 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ ( იხ. ს.ფ. 27);
- თავდებობის ხელშეკრულება ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 28);
3.1.3. 2014 წლის 8 თებერვალსვე, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N 0002/2014/07623-1 სს “ლ-------ი ბანკსა’’ და ნ--------–-–---–ის შორის, რომლის საფუძველზეც, მან იკისრა სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 22526.68 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ ( იხ. ს.ფ. 29);
- თავდებობის ხელშეკრულება ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 30);
3.1.4. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე და მიეცა ხუთი დღის ვადა არსებული დავალიანების დასაფარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 15.12.2017წ. შეტყობინება გ-------------ეს (იხ. ს.ფ 31-32);
- 15.12.2017წ. შეტყობინება ნ--------–-–---–ს (იხ. ს.ფ 33);
- 15.12.2017წ. შეტყობინება ა-–--------–-–---–ს (იხ. ს.ფ 34);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 13.02.2019წ სხდომის ოქმი);
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოპასუხე გ-------------ეს სს ,,ლ-------ი ბანკის’’ მიმართ 2014 წლის 8 თებერვლის N437/002/2014/07623, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 13279.12 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 8485.52 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი -2368.16 ლარი და სესხზე ვადაგადაცილების ჯარიმა - 2425.44 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 10.10.2018წ. ცნობა დავალიანების შესახებ;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ლ-------ი ბანკის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-317-ე, 361-ე, მე-400, 416-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 867-868-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
2014 წლის 08 თებერვალს მსესხებელ გ-------------ეზე გაიცა სესხი 12650 ლარის ოდენობით, სესხი გაცემული იქნა 84 თვის ვადით, სესხის პირობების თანახმად, გაცემულ თანხას დაერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი წლიური 18.25 პროცენტი, სესხის პირობების თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ანუ პირგასამტეხლო დაერიცხებოდა ვადაგადაცილებულ თანხას ყოველდღიურად 0.5%-ის ოდენობით. ამდენად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა სესხის სახით. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ლ-------ი ბანკის’’ მიერ სრულად იქნა შესრულებული საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და გ-------------ის სასარგებლოდ სესხის ფორმით გაცემული იქნა კრედიტი. გ-------------ე ვალდებული იყო აღნიშნული კრედიტი დაეფარა მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ნაკისრი ვალდებულებები და მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხის - 8485.52 ლარის გადახდა.
6.2. მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით სესხის გაცემის სანაცვლოდ სარგებლის განსაზღვრასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს შემდეგს: თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 21 მაისის განჩინებით (საქმე №2ბ/7292-14) მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებზე და განმარტა: ,, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. ამასთან, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი არ არის შეუზღუდავი უფლება და გარკვეული იმპერატიული დანაწესებით იგი შეიძლება იქნას შეზღუდული. მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სესხის ხელშეკრულების პირობა სარგებლის თაობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული სარგებლის გათვალისწინება სესხის ხელშეკრულებაში. სხვა შემთხვევაში სესხი არის სარგებლის გარეშე. "
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირობებით მოსარჩელის მიერ გაცემული სესხისათვის არ განსაზღვრულა საპროცენტო სარგებელი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საბანკო მომსახურების პირობები შეიცავს ზოგად ინფორმაციას არსებული საპროცენტო განაკვეთის შესახებ, რომლის. 2.2.3 პუნქტის თანახმად, კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი განსაზღვრულია თვეში წლიური 18.25 პროცენტი, ბანკის მიერ განსაზღვრული კონკრეტული პროდუქტის პირობების შესაბამისად. ასევე დადგენილია, რომ ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგაც მხარეები დამატებით არ შეთანხმებულან სესხით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდაზე.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 18.25 პროცენტს, და მოთხოვნილი თანხა - 2368,52 ლარი როგორც პროცენტი უნდა დაეკისროს გადასახდელად მოპასუხე მხარეს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა. მოპასუხემ სესხის სახით თანხა 12650 ლარის ოდენობით - მოპასუხემ ისარგებლა სახელფასო სესხით.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, განსაზღვრულია სესხით სარგებლობისათვის საპროცენტო სარგებელი, შესაბამისად, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა მოპასუხისათვის 2368,16 ლარის, როგორც სარგებლის დაკისრების ნაწილში, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი, ამოსავალია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლო ეკისრება მოვალეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
ქართულ კანონმდებლობაში პიგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთ მხრივ, მას ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურება მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღევევის შედეგად.
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს 2425,44 ლარის ოდენობა სესხის ძირი თანხის ოდენობისა და ვადაგადაცილებული პერიოდის გათვალისწინებით წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს და უნდა შემცირდეს 500 ლარამდე, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარჩელის აღძვრისას სს ,,ლ-------ი ბანკის" მიერ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 408,57 ლარი.
გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა განაწილდეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გათვალისწინებით. მოპასუხე მხარეს მოსარჩელე სს ,,ლ-------ი ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 17 ლარის და ასევე საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯის 72 ლარის გადახდა. ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა, უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 330,57 ლარი დაუბრუნდეს სს ,,ლ-------ი ბანკს’’ ხოლო 61 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ლ-------ი ბანკის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს გ-------------ეს (პ/ნ 1----------), ა-–--------–-–---–ს (პ/ნ 1----------) და ნ--------–-–---–ს(პ/ნ 1----------) მოსარჩელე სს ,,ლ-------ი ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს საკრედიტო დავალიანების 11353,68 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 8485,52 ლარი, პროცენტი - 2368,16 ლარი და პირგასამტეხლო - 500 ლარი.
3. მოპასუხეებს გ-------------ეს (პ/ნ 1----------), ა-–--------–-–---–ს (პ/ნ 1----------) და ნ--------–-–---–ს(პ/ნ 1----------) მოსარჩელე სს ,,ლ-------ი ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 17 ლარის და ასევე საქმის განხილვასთან რებული ხარჯის 72 ლარის გადახდა.
4. სს ,,ლ-------ი ბანკს’’ (ს/ნ2--------) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 330,57 ლარი, ხოლო 61 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი