განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 იანვარი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,ნათია რობაქიძის და შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლის ლ-------------ის,ადვოკატ გ---------------- მონაწილეობით, ბრალდებულ ს-----------------ის მონაწილეობის გარეშე, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს------ რ------------------------ის (პ/№0----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1--- წლის 3---------, თბილისში, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, ნ-----------–------------------- - მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ პუნქტებით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
ს-----------------ს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 13 ივლისს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ნ--------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ს-----------------ი ფარულად დაეუფლა ზ-----------–--–--ის კუთვნილი ავტომანქანა ,----------“-დან ელექტრო მკვებავს, მაგნიტოფონს, ხმის გამაძლიერებელ მოწყობილობას, სიჩქარის მაჩვენებელს, ქანჩს, შესადუღებელ უთოს და მეხსიერების ბარათს, რომლებიც მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედების შედეგად ზ-----------–--–--ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი სახის ზიანი 365 ლარის ოდენობით.
2017 წლის 13 მარტს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ნ---------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ს-----------------ი ფარულად დაეუფლა შპს ,------ს კუთვნილი ავტომანქანა ,,ფ---------------------დან ელექტრომკვებავს, ჰაერის ფილტრს, სალარო აპარატს, ე.წ. დონგრატს და ა------------–-----ის კუთვნილ ქანჩების ნ------- და მობილური ტელეფონის დამტენს, რომლებიც მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს ,------ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი სახის ზიანი 680 ლარის ოდენობით, ხოლო ა------------–-----ს მიადგა 30 ლარის ოდენობით ქონებრივი სახის ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ს-----------------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ პუნქტებით (ორი ეპიზოდი).
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით, ბრალდებულ ს-----------------ის დასწრების გარეშე განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს, რომ ს-----------------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ (ორი ეპიზოდი), კერძოდ:
დაზარალებულ ზ-----------–--–--ის 2017 წლის 3 მარტის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ იგი ამჟამად ოჯახთან ერთად ქირით ცხოვრობს ქ. თბილისი, ნ-------------–--–-------------–ი. დაახლოებით 4 დღის წინ მან სართიჭალაში 750 აშშ დოლარად შეიძინა 1995 წელს გამოშვებული წითელი ფერის ა/მანქანა ,----------“ სახ. #F------. ხსენებული ა/მანქანა იყო გამართული და მუშაობდა ნორმალურად. 2017 წლის 12 მარტს საღამოს დაახლოებით 23:00 საათზე მისი კუთვნილი ზ/აღნიშნული ა/მანქანით მივიდა სახლთან, გადმოვიდა, ჩაკეტა ოთხივე კარები გასაღებით და შევიდა სახლში. მეორე დღეს დილით, დაახლოებით 08:00 საათზე, როდესაც გამოვიდა სახლიდან ნახა, რომ ა/მანქანაზე ჩამტვრეული იყო უკანა მარცხენა კარის პატარა ზომის შუშა. ე.წ. ,,ვეტრავიკი“ და ღია მდგომარეობაში დახვდა მარცხენა წინა და უკანა კარების საკეტები. ასევე ღია მდგომარეობაში იყო ა/მანქანის ძრავის დამცავი ხუფი. ამის შემდეგ მან დეტალურად დაათვალიერა ა/მანქანა და აღმოაჩინა, რომ მანქანიდან მოპარული იყო მაგნიტაფონი, წინა პანელიდან ე.წ. ტორპეტოდან მოხსნილი იყო სიჩქარის მაჩვენებელი ე.წ. პრიბორები, მანქანის სალონიდან მოპარული იყო ასევე უკან განთავსებული კვერცხის ფორმის ორი ცალი დინამიკი თავისი სამაგრებით, ლურჯი ფერის 8 გიგაბაიტიანი მეხსიერების ბარათი, სალონში ასევე მოტეხილი იყო წინა საქარე მინაზე სალონში დამონტაჟებული სარკე, რომელიც ეგდო იქვე წინა მარჯვენა სავარძელზე. ასევე საბარგულიდან მოპარული იყო პლასმასის გადასაბმელი შავ ტარიანი უთო, რომელსაც გვერდებში აქვს ნიკელის მეტალის დეტალები და საბურავების შესაცვლელი ჯვარედინი ქანჩი. ასევე ა/მანქანიდან მოპარული იყო შავი ფერის აკუმულიატორი, ასევე ა/მანქანიდან მოპარული იყო წინა და უკანა მარცხენა კარებზე დამაგრებული წვიმისგან დამცავის შავი ფერის პლასმასის ოვალური ფორმის ნაწილი. როდესაც მან დეტალურად დაათვალიერა მანქანა, აღმოაჩინა, რომ მანქანას საქარე მინაზე აღენიშნებოდა სისხლის კვალი. სავარაუდოდ პიროვნებამ რომელმაც მანქანიდან მოიპარა სათადარიგო ნაწილები, შუშის ჩამტვრევის დროს გაეჭრა ხელი, ან სხვა ადგილი. მოპარული აკუმულიატორის ღირებულება შეადგენს 70 ლარს, მაგნიტაფონის ღირებულება შეადგენს 60 ლარს, ორი ცალი დინამიკის ღირებულება შეადგენს 100 ლარს. სიჩქარის მაჩვენებელი ე.წ. პრიბორების ღირებულება შეადგენს 40 ლარს, ბიზონის ქანჩის ღირებულება შეადგენს 25 ლარს. ჩამტვრეული უკანა მარცხენა პატარა ზომის ,,ვეტრავიკის” ღირებულება შეადგენს 10 ლარს. საბარგულიდან მოპარული პლასმასის შესადუღებელი უთოს ღირებულება შეადგენს 30 ლარს. მაგნიტოფონში შეერთებული მეხსიერების ბარათის ღირებულება შეადგენს 20 ლარს და კარებზე დამაგრებული წვიმისგან დამცავი პლასმასის ორი ცალი დეტალის ღირებულება შეადგენს 10 ლარს. ა/მანქანიდან მოპარული აკუმულიატორის, მაგნიტოფონის, დინამიკების, ბიზონის ქანჩის, პლასმასის შესადუღებელი უთოს, მეხსიერების ბარათის, ორი ცალი შავი ფერის პლასმასის წვიმისგან დამცავი დეტალის ამოცნობა შეუძლია. მისი კუთვნილი ა/მანქანა რეგისტრირებული არის ე-–-------------–---ის სახელზე. ა/მანქანის დაზიანებისა და სათადარიგო ნაწილების ქურდობის ფაქტის შედეგად მას მთლიანობაში მიადგა 365 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი (ს.ფ. 18-20).
მოწმე რ------–-----------ის 2017 წლის 20 აპრილის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 13 მარტს, ღამის საათებში მასთან მივიდა მისი ძმის შვილი - ს-----------------ი, რომელმაც უთხრა, რომ გვერდით ქუჩაზე გაჩერებული ჰყავდა ავტომანქანები, რომელიც თავისმა ახლობელმა მისცა დასაშლელად. ს-----------------ს მისი დახმარებით სურდა ამ ა/მანქანების ნაწილ-ნაწილ დაშლა, შემდგომ გაყიდვა, აღებულ ფულს კი მისცემდა როგორც თავის ახლობელს, რომელმაც მანქანა მისცა, ამასთანავე თავადაც მიიღებდა სარგებელს. მოწმეს ს-----------------ის ნათქვამში ეჭვი არ შეუტანია და გაჰყვა მას. თავდაპირველად ისინი მივიდნენ ქ. თბილისი, ნ-------------–--–-------ი N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაჩერებული იყო წითელი ფერის ,----------"-ის მარკის ა/მანქანა, რომელთანაც მივიდნენ. ს-----------------მა მოწმეს უთხრა, რომ პირველად აღნიშნული ა/მანქანა უნდა დაეშალათ. ს-----------------მა ჩაამსხვრია ა/მანქანის მცირე ზომის მინა და გააღო კარები. ამაზე მან რ------–-----------ს უთხრა, რომ გასაღები თან არ ჰქონდა წამოღებული. ამის შემდეგ მათ ა/მანქანიდან მოხსნეს: მაგნიტოფონი, სიჩქარის მაჩვენებელი ე.წ. ,,პრიბორები", ორი ცალი დინამიკი თავისი სამაგრებით, აკუმულატორი და წვიმისგან დამცავი პლასმასის ოვალური ფორმის ნაწილი. ა/მანქანიდან ასევე ამოიღეს პლასმასის გადასაბმელი შავ ტარიანი უთო, საბურავების შესაცვლელი ჯვარედინი ქანჩი და ლურჯი ფერის მეხსიერების ბარათი. აღნიშნული ნივთები ორივემ ერთად წაიღეს და დააწყეს პ-----------–-- სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ს-----------------მა რ------–-----------ს უთხრა, რომ ერთი ა/მანქანიდან კიდევ უნდა ამოეღოთ ნაწილები და შემდგომ ერთად მოახდენდნენ მათ რეალიზაციას. ამის შემდეგ ისინი წამოვიდნენ ნ-----------–---------კენ, სადაც N----- მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული იყო ,,ფორდ ტრანზიტი"-ს ნ-----------–---------კენ, სადაც #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული იყო ,,ფ---------------------ს მარკის მიკროავტობუსი, რომელზეც ს------მ უთხრა, რომ აღნიშნული მიკროავტობუსიც ეკუთვნოდა მის მეგობარს და აქედანაც უნდა წაეღოთ გარკვეული ნაწილები. ს------მ ამ მიკროავტობუსზეც ჩაამსხვია მინა და გააღო კარები, საიდანაც ორივემ ერთად ამოიღეს სალარო აპარატი, თავისივე დამტენით, ამწე საშუალება ე.წ. „დონგრატი“, ქანჩების კრებული და მობილური დამტენი, ასევე მიკროავტობუსის ძრავის მხრიდან ამოიღეს აკუმულატორი და ძრავის ჰაერის ფილტრი. ს------მ ოვანესიანმა რ------–-----------ს უთხრა, რომ ხელით სხვა ნივთების წაღებას ვეღარ შეძლებდნენ და აღნიშნული ნივთები მიიტანეს ისევ პ-----------–-- სასაფლაოზე და ღია ადგილზე დააწყეს. ამის შემდეგ რ------– და ს-----------------ებმა ზემოაღნიშნული ნივთების ნაწილი წაიღეს სახლში, ხოლო ნაწილი დატოვეს სასაფლაოზე რამოდენიმე ადგილზე, რაზეც ს-----------------მა უთხრა, რომ მეორე დღეს წაიღებდნენ. მეორე დღეს, როდესაც ისინი მივიდნენ სასაფლაოზე ნივთების წამოსაღებად, ისინი დააკავა პოლიციამ. რ------–-----------მა მაშინ შეიტყო, რომ ს------მ იგი მოატყუა და ხსენებული ავტომანქანა და ავტობუსი არ ეკუთვნოდა მის ახლობელს. რ------–-----------ის განმარტებით, მან არ იცოდა, რომ ს-----------------ი აღნიშნულ ნივთებს იპარავდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ გაჰყვებოდა. მოპარული ნივთების ნაწილი ამოღებული იქნა პოლიციის მიერ და დაუბრუნდა დაზარალებულებს, ხოლო ნაწილი რაც ვერ იქნა ამოღებული, მათი საფასური აუნაზღაურეს დაზარალებულებს (ს.ფ. 227-229).
ინსპექტორ-გამომძიებლის დ-------------–---–ის განმარტებით, მან 2017 წლის 13 მარტს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ. თბილისში, ნ----------------ში ზ-----------–--–--ის კუთვნილი ა/მანქანიდან სხვადასხვა ნივთებისა და სათადარიგო ნაწილების ქურდობის ფაქტი და ქ. თბილისი, ნ-----------–-------ი #---ში რ------– ა------ანის მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა ფორდ ტრანზიტიდან სხვადასხვა ნივთებისა და სათადარიგო ნაწილების ქურდობის ფაქტი ჩადენილი უნდა ყოფილიყო 1--- წლის 3--------- დაბადებული ს------ რ------------------------ის და 1----–-–------------------ დაბადებული რ------– ს------ს ძე ო---------- მიერ, რომლებმაც დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ნივთების ნაწილი გადამალეს პ-----------–-- სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე და უახლოეს პერიოდში აპირებდნენ გადამალული ნივთების მიღებას, შემდგომი რეალიზაციის მიზნით. მოწმემ აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე რ------– ა---------ა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი ცხოვრობს ქ. თბილისი, ნ-----------–-------ი #---ში. დაახლოებით 4 წელია რაც მუშაობს შპს ,------ში გაყიდვების მენეჯერის (დისტრიბუტორის) პოზიციაზე. ფუნთუშების გადასაზიდად კომპანიას ჰყავს „ფ---------------------ს მარკის მიკროავტობუსი სახ. ნომრით A--------, რომელიც რეგისტრირებულია და ეკუთვნის ხსენებულ კომპანიას, მაგრამ მფლობელობაში ჰყავს რ------– ა------ანს. აღნიშნული ა/მანქანით ასევე სარგებლობს მისი თანამშრომელი დისტრიბუტორი ა------------–-----ი, რომელსაც ასევე უწევს ქალაქის მაშტაბით ფუნთუშების გადაზიდვა. 2017 წლის 11 მარტს, დაახლოებით იქნებოდა 18:00 საათი, როდესაც დაასრულა მუშაობა და მიკროავტობუსით წავიდა სახლში. მან მიკროავტობუსი გააჩერა თავისი საცხოვრებელი სახლის წინ, გზის სავალ ნაწილზე, დაკეტილ მდგომარეობაში. 2017 წლის 13 მარტს, როდესაც სახლიდან გამოვიდა და მიკროავტობუსთან მივიდა, დაინახა, რომ მიკროავტობუსს ჩამსხვრეული ჰქონდა მარჯვენა მხარეს არსებული სამკუთხედი ფორმის საქარე მინა, ხოლო როდესაც სალონში ჩაიხედა, შენიშნა, რომ იყო არეულობის კვალი. ამ ყოველივემ იგი გააკვირვა, გააღო მიკროავტობუსის კარი და კარგად მოათვალიერა ნივთები, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ სალონიდან მოპარული იყო სალარო აპარატი, თავისივე დამტენით, ამწე საშუალება ე.წ. ,,დონგრატი“ ქანჩების კრებული და მობილურის დამტენი. ასევე მარჯვენა მხარეს არსებული უჯრიდან ე.წ. ,,ბარდაჩოკიდან“ გადმოყრილი იყო სხვადასხვა დოკუმენტები, ერთ-ერთ ფურცელზე კი შეამჩნია, რომ იყო სისხლის ლაქები, ამის შემდეგ ვიდრე იგი მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინებდა. შეეცადა დაექოქა ავტობუსი, მაგრამ არ დაიქოქა, რის შემდეგაც ახადა ძრავის ხუფი და დაინახა, რომ ასევე მოპარული იყო ,,აკუმულატორი“ და ძრავის ჰაერის ფილტრი. აღნიშნულის შემდეგ მან დარეკა 112-ში და შეატყობინა ქურდობის შესახებ. მოპარული ნივთები ეკუთვნოდა შპს ,------ს. მოწმემ ხსენებული ნივთები ამოიცნო გამოძიების ეტაპზე. მოპარული ნივთები დაუბრუნდათ მათ და ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ აქვს.
ინსპექტორ-გამომძიებელმა დ-------------მ სასამართლოს მოახსენა, რომ 2017 წლის 13 მარტს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მისი თანამშრომლის - დ-------------–---–ის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 13 მარტს, ი----------------------------–--------–-–--------- განყოფილების წარმოებაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, ქ.თბილისში ნ-------------–--–-------ი N---ში ზ-----------–--–--ის კუთვნილი ა/მანქანიდან სხვადასხვა ნივთებისა და სათადარიგო ნაწილების ქურდობის ფაქტი და ამავე განყოფილებაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ქ. თბილისი, ნ-----------–-------ი #---ში რ------– ა---------ს მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა ,,ფ---------------------დან სხვადასხვა ნივთებისა და სათადარიგო ნაწილების ქურდობის ფაქტი ჩადენილი უნდა ყოფილიყო 1--- წლის 3--------- დაბადებული ს------ რ------------------------ის და 1----–-–------------------ დაბადებული რ------– ს------ს ძე ო---------- მიერ, რომლებმაც დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ნივთების ნაწილი გადამალეს პ-----------–-- სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე და უახლოეს პერიოდში აპირებდნენ გადამალული ნივთების მიღებას, შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ ხელმძღვანელის უშუალო დავალებით შეიქმნა ოპერატიული ჯგუფები, რათა მონაწილეობა მიეღოთ ოპერატიულ ღონისძიებაში, კერძოდ მომხდარიყო ჩასაფრება დამნაშავეთა დაკავებისა და სხვა ნაქურდალი ნივთების ადგილსამყოფელის დადგენისა და ამოღების მიზნით. ოპერატიულ ჯგუფებში მოწმესთან ერთად შედიოდნენ კ---------------------–--ე, ნ--------–--–--–---–ი და რ----------------–---–ი. ასევე სხვა ოპერატიულ ჯგუფში შედიოდნენ ვ------------------ და ფ-----------------–---, რომლებიც ხსენებულ მომენტში უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ. ადგილზე გასვლამდე მათ პოლიციის სპეციალურ საინფორმაციო პროგრამაში ნახეს ინფორმაციაში მითითებული პირების ფოტოსურათები. ადგილზე, მათ მოახდინეს ჩასაფრება. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მათ ადგილზე შენიშნეს ს------ და რ------–-----------ები. ისინი ფეხით მიემართებოდნენ იმ ადგილისკენ, სადაც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები ჰქონდათ გადამალული. მათგან ერთერთს, კერძოდ, რ------–-----------ს, ხელში ეჭირა პოლიეთილენის ტომარა, რომლებიც ნივთებთან მისვლისას გაშალა და ორივე მათგანმა ნივთები ჩააწყეს ტომარაში, რის შემდეგაც ტომრით ხელში სწრაფად გაუყვნენ გზას. აღნიშნულის დანახვაზე სამივე ოპერატიული ჯგუფი გაემართა მათი მიმართულებით. ორივე მათგანმა იცნეს პოლიციის თანამშრომლები, რადგან მათ ფორმები ეცვათ, რის გამოც დაყარეს ტომრები და გაიქცნენ მიმდებარე ტერიტორიიდან. ადგილზე დარჩნენ დ------------- და კ---------------------–--ე, რათა დაეცვათ ნივთმტკიცება, ხოლო დანარჩენი ოპერატიული ჯგუფები დაედევნენ ს------ და რ------–-----------ებს. რამდენიმე წუთში ორივე მათგანი მიიყვანეს დაკავებულ მდგომარეობაში მათთან. დაკავებულებს თარჯიმნის მეშვეობით გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ამოღების ჩატარების თაობაზე, რის შემდეგაც ამოიღეს პოლიეთილენის ტომარა, რომელშიც მოთავსებული იყო ა/მანქანის აკუმულატორი და სიჩქარის მაჩვენებელი, ე.წ. ,,სპიდომეტრი“, რომლებიც დაილუქა ორ პაკეტად. დაკავებულები გადაყვანილ იქნენ პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა კ---------------------–--ემ, ნ--------–--–--–---–მა, რ----------------–---–მა, ვ------------------მ და ფ-----------------–---მ.
მოწმეებმა გ---------------მ, ლ-–---------–---–-ა, კ------------მ, თ----------------–---–-ა, ხ--------------–-–---–-ა, გ-------–-------------მ, ლ-–--------–-–---–------------------–---–------------------------------------------–---–-- სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე.
2017 წლის 13 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისი, ნ-------------–--–-------ი #42-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული წითელი ფერის ა/მანქანა, ვ--------, სახ. #F------. ა/მანქანის ძრავის ხუფი და წინა მარცხენა და ასევე უკანა მარცხენა კარების საკეტები არის ღია მდგომარეობაში. ვიზუალური დათვალიერებით ეტყობა, რომ ავტომანქანას უკანა მარცხენა კარებზე ჩამტვრეული აქვს სამკუთხედი ფორმის პატარა ზომის შუშა და შუშის ფრაგმენტები ყრია ავტომანქანის სალონში და ასფალტის ზედაპირზე. ავტომანქანის ძრავის ხუფის ახდის შედეგად ძრავის გვერდით მოთავსებული არ არის აკუმულატორი. ვიზუალური დათვალიერებით ავტომანქანის წინა საქარე მინაზე შიდა სალონის მხარეს შუშას აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა. ავტომანქანაში წინა მარჯვენა სავარძელზე დევს სალონის უკანა ხედვის სარკე. ვიზუალური დათვალიერებით ავტომანქანის სალონში აღინიშნება არეულობის კვალი. კერძოდ, მარჯვენა მხარეს გამოღებულია სათავსო, ხოლო მარცხენა მხარეს საჭის პირდაპირ მოხსნილი არის სიჩქარის მაჩვენებელი, ე.წ. ,,პრიბორები“ და ცარიელია მაგნიტოფონისთვის განკუთვნილი ადგილი. ვიზუალური დათვალიერებით, ავტომანქანის უკანა სავარძლის უკან ფანჯარასთან მოხსნილი არის დინამიკები, თავისივე დაფასთან ერთად. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ექსპერტების მიერ ამიღებული იქნა 1 ცალი ხელის კვალი დაქტილოფირზე და ხელის კვალი დისკთან ერთად, დამტვრეული შუშის ფრაგმენტები, ანაწმენდები მოწითალო ფერის ლაქით, ბიოლოგიურ დოლბანდზე საკონტროლო ანაწმენდთან ერთად და სამი ცალი სუნის ნიმუში (ს.ფ. 3-17).
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 13 მარტს, 14:50 საათზე, ქ. თბილისი, პ-----------–-- სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნა ს-----------------ი. მისი დაკავება მოხდა მას შემდეგ, როდესაც იგი პ-----------–-- სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიეთილენის ტომარაში ალაგებდა ნაქურდალ ნივთებს, ხოლო პოლიციელების დანახვისას შეეცადა გაქცევას და დაკავებული იქნა დევნის შედეგად (ს.ფ. 26-32).
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 13 მარტს, 14:51 საათზე, ქ. თბილისი, პ-----------–-- სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნა რ------–-----------ი. მისი დაკავება მოხდა მას შემდეგ, როდესაც იგი პ-----------–-- სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიეთილენის ტომარაში ალაგებდა ნაქურდალ ნივთებს, ხოლო პოლიციელების დანახვისას შეეცადა გაქცევას და დაკავებული იქნა დევნის შედეგად (ს.ფ. 33-39).
ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 13 მარტს, 15:20-15:50 საათების პერიოდში, ქ. თბილისი, პ-----------–-- სასაფლაოების მიმდებარე ღია შემოუფარგლავ ტერიტორიიდან ნანახი და ამოღებული იქნა ტომარა, ავტომობილის სალონის შიდა შემადგენელი დეტალი: სიჩქარის მზომი ე.წ. ,,სპიდომეტრი“, გარედან წინა მხარეს შავი ფერის პლასტმასის ჩარჩოთი, რომლის მარჯვენა მხარე არის დაზიანებული, გატეხილ მდგომარეობაში. მანძილმზომის შიდა მხარეს გამოსახულია ისრები და ავტომობილის კონკრეტული ტექნიკური მაჩვენებლების მოწყობილობები. ასევე ზემოაღნიშნული ტერიტორიიდან ნანახი და ამოღებულ იქნა ავტომობილის ელექტრომკვებავი ბლოკი ე.წ. ,,აკუმულიატორი“, რომელიც არის შავი ფერის პლასტმასის კორპუსით. ზედა მხარეს გააჩნია ეტიკეტი ინგლისურენოვანი წარწერით ,,expert” (ს.ფ. 41-45).
2017 წლის 14 მარტის ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ზ-----------–--–--ემ ამოიცნო მის წინ წარდგენილი სამი ცალი ელექტრო მკვებავი ბლოკიდან, ე.წ. ,,აკუმულიატორი“, მარცხნიდან მეორე შუა ადგილზე არსებული აკუმულიატორი, რომელზეც განაცხადა, რომ არის მისი კუთვნილი და დამონტაჟებული იყო მის კუთვნილ ავტომანქანაში ,----------“ სახ. ნომერი F------, რომელიც ავტომანქანის სხვა ნაწილებთან ერთად მოპარული იქნა 2017 წლის 12 მარტს 23:00 საათი - 2017 წლის 13 მარტის 08:00 საათის შუალედში. აღნიშნული ელექტრომკვებავი ბლოკი არის შავი ფერის, ყვითელი ფერის სამი ცალი ეტიკეტებით, რომელზეც ფიქსირდება წარწერა ,,expert” ,,1----------- (EN) და ერთი ცალი თეთრი ფერის ეტიკეტით (ს.ფ. 87-88).
2017 წლის 16 მარტის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ზ-----------–--–--ის მონაწილეობით დათვალიერდა მისივე წარდგენილი მაგნიტოფონი და დინამიკები. ზ-----------–--–--ის განმარტებით, აღნიშნული ნივთები მას მოპარეს მისი კუთვნილი ავტომანქანიდან და 2017 წლის 16 მარტს დაუბრუნეს რ------– და ს-----------------ებმა. წარდგენილი მაგნიტოფონი არის ,,პიონერი“ ფირმის შავი ფერის პანელითა და ყვითელი ფერის ღილაკებით. შიდა მხარე არის ვერცხლისფერი და მასზედ უკანა მხარეს მიმაგრებულია სხვადასხვა ფერის სადენები, ხოლო რაც შეეხება დინამიკებს, არის ორი ცალი, ერთნაირი ზომის, ,,პიონერი“ ფირმის, შავი ფერის კვერცხის ფორმის დინამიკები. დათვალიერების შემდეგ აღნიშნული მაგნიტოფონი და დინამიკები ამოღებული იქნა (ს.ფ. 139-140).
2017 წლის 1 აპრილის ოდოროლოგიური ექსპერტიზის #4-------- დასკვნით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე, ქ. თბილისში, ნ-------------–--–-------------–ი ზ-----------–--–--ის კუთვნილი ავტომანქანის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, ავტომანქანა ,----------“ სახ. ნომრით F-------დან ამოღებული სამი ცალი სუნის ნიმუში იდენტურია 1----–-–------------------ დაბადებული რ------– ს------ს ძე ო----------აგან და 1--- წლის 3--------- დაბადებული ს------ რ------------------------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების (ს.ფ. 181-183).
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 13 მარტს, 10:50-13:20 საათების პერიოდში რ------– ა---------ს მონაწილეობით დათვალიერდა ქ. თბილისი, ნ-----------–-------ი, #---ის მიმდებარე ტერიტორია, სადაც გაჩერებულია ,,ფ---------------------ს მარკის მიკროავტობუსი, სახ. ნომრით A--------- მიკროავტობუსი არის თეთრი ფერის, აქვს ოთხი საბურავი, ორი გვერდითა ხედვის სარკე, წინა მხარეს აქვს ორი კარი, ასევე მარჯვენა გვერდზე ერთი მოზრდილი ზომის კარი, ასევე უკანა ხმარეს ორი კარი, ავტომანქანის მარჯვენა მხარეს, წინა კართან არსებული სამკუთხედი ფორმის საქარე მინა არის დაზიანებულ მდგომარეობაში. მინის ნამსხვრევები მიმოფანტულია როგორც გარეთ ასფალტის ზედაპირზე, ასევე ავტომანქანის სალონში სავარძელსა და რეზინის საფეხებზე. მიკროავტობუსს წინა მხარეს გააჩნია მოტორი და სხვა ნაწილები. მოტორის ხუფის ახდისას რ------– ა--------- მიუთითებს მოტორის გვერდით მარჯვენა კუთხეში და განმარტავს, რომ მითითებული ადგილიდან მოპარულია მიკროავტობუსის დენის წყარო ე.წ. ,,აკუმულიატორი“, ასევე მიუთითებს მოტორის ზედაპირზე და განმარტავს, რომ მითითებული ადგილიდან მოპარულია ჰაერის ფილტრი. მიკროავტობუსს წინა მხარეს გააჩნია ორი სავარძელი, ხოლო უკანა მხარეს არის სატვირთოს ტიპის და სავარძლები არ არის განთავსებული. წინა მხარეს მარჯვენა სავარძელზე მიმოფანტულია სხვადასხვა ნივთები, კერძოდ: აუდიო მაგნიტოფონის წინა პანელი, კალკულატორი, ზეთის ქილა, სალაროს დამტენი და ქაღალდის ფურცლები. ასევე ქაღალდის ფურცლებია მიმოფანტული აღნიშნული სავარძლის ქვემოთ, რეზინის საფენის ზედაპირზე. აღნიშნული ქაღალდის ფურცლებიდან ერთ ფურცელს, რომელზეც იკითხება სხვადასხვა წარწერები, ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა. ასეთივე ლაქა აღენიშნება სავარძლის წინ, ე.წ. ,,ტორპედო“-ს ზედაპირზე. ტორპედოს შუა ნაწილში განთავსებულია აუდიო მაგნიტოფონი, რომელსაც არ გააჩნია პანელი, რ------– ა---------ს განმარტებით, სწორედ აღნიშნული მაგნიტოფონის პანელი დევს სავარძელზე. რ------– ა--------- მიუთითებს ავტომანქანის სალონში მარცხენა კარის შიგნით არსებულ სათავსოზე და განმარტავს, რომ აღნიშნულ სათავსოში ინახავდა ქანჩების ნაკრებს, რომელიც ადგილზე აღარ დახვდა და არის მოპარული. რ------– ა--------- ასევე მიუთითებს მიკროავტობუსის სალონში ტორპედოს მარჯვენა მხარეს არსებულ სათავსო უჯრაზე და განმარტავს, რომ უჯრიდან მოპარულია სალარო აპარატი, თავისივე დამტენით, მობილური ტელეფონის დამტენით, ასევე მარჯვენა სავარძლის ქვემოდან მოპარულია ამწევი საშუალება ე.წ. ,,დონგრატი“. შემთხვევის ადგილიდან ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა ორი სუნის კვალის ნიმუში, 9 ცალი ხელის კვლები დაქტილოფირზე, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე და წარწერებიანი ქაღალდის ფურცელი მოწითალო ფერის ლაქებით (ს.ფ. 196-202).
2017 წლის 16 მარტის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ რ------– ა---------ს მონაწილეობით დათვალიერდა მისივე წარმოდგენილი დონგრატი, სალარო აპარატი და ავტომანქანის ფილტრი, რომელიც რ. ა---------ს განმარტებით მას მოპარეს კომპანიის კუთვნილი მიკროავტობუსიდან და 2017 წლის 16 მარტს დაუბრუნეს რ------– და ს-----------------ებმა. დათვალიერების შემდეგ წარმოდგენილი ნივთები ამოღებული იქნა (ს.ფ. 218-219).
2017 წლის 26 აპრილის ოდოროლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე, ქ. თბილისში, ნ-----------–-------ი, #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქ. რ------– ა---------ს მფლობელობაში არსებული ავტომანქანა ,,ფ-------------------- სახ. ნომრით A-------- გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, ავტომანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია მოწმეების რ------– ს------ს ძ----------------ნ (დ------.0--1---, პ-------------) და ს------ რ------------------------ისგან (დ------------------------------) აღებული სუნის კვალის ნიმუშების (ს.ფ. 257-259).
2017 წლის 18 მაისის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დასტურდება, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: ,,...1 (ერთი) ც ბიოლოგიურ დოლბანდზე, გამოხდილი წყლით ანაწმენდი მოწითალო ლაქის, აღებული ა/მანქანის წინა საქარე მინის შიდა ზედაპირიდან 1(ერთ) ც საკონტრ. ანაწმენდთან ერთად...“, მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. #1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ------–-----------ს (ობ. #3; პაკეტი, წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე ა-------–-----0--1--- წ/დაბ რ------– ს------ს ძე ო---------- პირის ღრუდან...“) (ს.ფ. 441-444).
2017 წლის 15 ივნისის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #--------- დასკვნით დასტურდება, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: ,,...მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ჩხირზე... ამოღებული ა/მანქანის ტორპედოს მარჯვენა მხარეს პლასტმასის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. #1) და პაკეტში, წარწერით: ,,...ქაღალდის ფურცელი, ნაწერებით და მოწითალო ფერის ლაქებით. ამოღებული ა/მანქანის სალონში მარჯვენა მხარეს ფეხის დასადების ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ქაღალდზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.#2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. #1,2-ის გენეტიკური პროფილი რ------–-----------ის (ობ. #3; პაკეტი, წარწერით: ,,...რ------–-----------ის სისხლის ნიმუში...“ გენეტიკური პროფილის იდენტურია (ს.ფ. 446-450).
გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს-----------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ პუნქტებით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ - ორი ეპზიოდი) გათვალისწინებული ქმედებები; წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ს-----------------ის ბრალეულობა. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ს-----------------ის მიერ დანაშაულების ჩადენაზე. კერძოდ:
დაზარალებულ ზ-----------–--–--ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 13 მარტს, დაახლოებით 08:00 საათზე ნახა, რომ მის ა/მანქანაზე ჩამტვრეული იყო უკანა მარცხენა კარის პატარა ზომის შუშა და ღია მდგომარეობაში დახვდა მარცხენა წინა და უკანა კარების საკეტები. ასევე ღია მდგომარეობაში იყო ა/მანქანის ძრავის დამცავი ხუფი. მან დეტალურად ჩამოთვალა მოპარული ნივთები და განმარტა, რომ ქურდობის ფაქტის შედეგად მას მთლიანობაში მიადგა 365 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. მოწმე რ------–-----------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მან და ს-----------------მა, ქ. თბილისი, ნ-------------–--–-------ი N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ნ-----------–-------ი, N----- მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომანქანებიდან მოიპარეს ავტონაწილები და გარკვეული ნივთები. მოწმე რ------– ა---------ს ჩვენებით დადასტურდა, რომ მან 2017 წლის 13 მარტს, როდესაც სახლიდან გამოვიდა და მიკროავტობუსთან მივიდა, დაინახა, რომ მიკროავტობუსს ჩამსხვრეული ჰქონდა მარჯვენა მხარეს არსებული სამკუთხედი ფორმის საქარე მინა, ხოლო როდესაც სალონში ჩაიხედა, შენიშნა, რომ იყო არეულობის კვალი. შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ ავტომანქანა იყო გაქურდული და დეტალურად აღწერა მოპარული ნივთები. მოწმემ ხსენებული ნივთები ამოიცნო გამოძიების ეტაპზე. ს-----------------ის მიერ ბრალადშერაცხული ქმედებების ჩადენის ფაქტი ასევე დადასტურდა გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებითაც, ინსპექტორ-გამომძიებლების ჩვენებებით, ამოღების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთის ამოცნობის ოქმით და სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით.
დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვა ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან გამოკვლეული მასალა შეიცავს ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს ს-----------------ის მსჯავრდებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს-----------------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ (ეპიზოდი).
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში ს-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ დაზარალებულებს დაუბრუნდათ მოპარული ნივთები, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს ს-----------------ის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან და საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისთვის (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ პუნქტებით (ზ-----------–--–--ის ეპიზოდი), - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ პუნქტით (რ------– ა---------ს ეპიზოდი), - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ პუნქტებით (ზ-----------–--–--ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ პუნქტით (რ------– ა---------ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ს-----------------ს სასჯელის სახით და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ს-----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავების პერიოდი - 2017 წლის 13 მარტიდან 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით.
ნივთიერი მტკიცებულება:
1) შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი ხელის კვალი და შუშის ფრაგმენტები, ამოღებული ანაწმენდები მოწითალო ლაქებით, სუნის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუშები, ხელის კვლების ნიმუშები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები და ქაღალდის ფურცელი წარწერების მოწითალო ფერის ლაქებით და სისხლის ნიმუშები - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
2) ს-----------------ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა 25 ლარი, პ-----------–-- სახელობის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული სიჩქარის მაჩვენებელი, მკვებავი ბლოკი, ე.წ. აკუმულიატორი და ტომარა; ზ-----------–--–--ისგან ამოღებული ავტომანქანის მაგნიტოფონი და ორი ცალი ხმის გამაძლიერებელი; რ------– ა------------ნ ამოღებული სალარო აპარატი, ა/მანქანის დონკრატი და ფილტრი - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
განაჩენი მსჯავრდებულ ს-----------------ის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ან განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი დასწრების გარეშე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი