განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2019
საქმის ნომერი
330100118002535368
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3----18

(გამოძიების №0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ონიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლე-----------ძე

სტაჟიორ-პროკურორები - იზ---------–-–---–ი, ან------------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ფი-----------–--–--ე (დაბადებული - 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის ადგილი: დუ–-----------------------–----------; ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, მ------------–----------------)

 

ადვოკატები - ია---------ა, გო------------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით;

 

დისპოზიცია: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 15:45 საათზე, ქ. თბილისში, კ----------------–--–--- არსებულ გადასასვლელ საფეხმავლო ხიდზე, საკანცელარიო დანის გამოყენების მუქარით, ფი-----------–--–--ემ მა-------------ის მიმართ განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა, რის შედეგადაც გასტაცა ,,ი------–--“ ფირმის მობილური ტელეფონი და ტყავის საფულე მასში მოთავსებული ფულადი თანხით. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად მა-------------ეს მიადგა 35 ლარისა და 40 თეთრის მატერიალური ზიანი.

 

2018 წლის 7 ივნისს, ქ. თბილისში, მ------------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ფი-----------–--–--ე უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰ--------“ 0,000872 გრამის ოდენობით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ფი-----------–--–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

ფი-----------–--–--ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ მა-------------ის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების - პა----------------ის, რე----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, ფი-----------–--–--ის პირადი ჩხრეკის ოქმს, პირადი ჩხრეკის ოქმის შედეგად ამოღებულ საფულეს, ე.წ. საკანცელარიო დანას და მობილურ ტელეფონს, ერთჯერად შპრიცს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ფი-----------–--–--ის ამოცნობის ოქმს, საგამოძიებო მოქმედება ამოღების ოქმს, ნარკოლოგიური შემოწმების 2018 წლის 7 ივნისის №7------ დასკვნას, 2018 წლის 7 ივნისის ქიმიური ექსპერტიზის №1--------------- დასკვნას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ფი-----------–--–--ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლში კრიმინალიზებულია ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.

 

მოცემულ შემთხვევაში, განაჩენის მეორე პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ საკანცელარიო დანის გამოყენების მუქარით, ფი-----------–--–--ემ მა-------------ის მიმართ განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა, რის შედეგადაც გასტაცა ,,ი------–--“ ფირმის მობილური ტელეფონი და ტყავის საფულე მასში მოთავსებული ფულადი თანხით.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ყაჩაღობის, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების (შეძენა/შენახვა) უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით მოწმე - რ----- ხ-------–---–-- გამოკითხვის ოქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 7 ივნისის ექსპერტიზის №1--------------- დასკვნით უტყუარად დადგენილია, რომ ფი-----------–--–--ეს, რომელსაც არ გააჩნდა ნარკოტიკული საშუალების შეძენის ნებართვა უკანონოდ შეიძინა და ასევე, უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება 0,000872 გრამ ,,ჰ--------’’. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

ზემოაღნიშნულის მტკიცებულებების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ფი-----------–--–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), რომელთათვისაც ფი-----------–--–--ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ფი-----------–--–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლითაც ფი-----------–--–--ეს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - უალტერნატივოდ თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - უალტერნატივოდ თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ფი-----------–--–--ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, სასჯელის რა ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ნახევარი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ფი-----------–--–--ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი ძალადობრივი ხასიათის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ბრალდებული დანის გამოყენებით თავს დაესხა დაზარალებულს), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს ჩაედინა დანაშაული), ქმედების ჩადენის მოტივს (ბრალდებულის განმარტებით ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე ესაჭიროებოდა ფულადი თანხა და აღნიშნულმა გადააწყვეტინა დანაშაულის - ყაჩაღობის ჩადენა), მიზანს (სხვისი ფულადი თანხისა და ნივთის დაუფლება), ასევე ფი-----------–--–--ის მიერ ჩადენილია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც მომეტებული საფრთხის შემცველია მოსახლეობის ჯანმრთელობასთან მიმართებით და არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს. თუმცა, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, ასევე ითვალისწინებს ფი-----------–--–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, კერძოდ, ბრალდებულის აღიარებასა და გულწრფელ სინანულს ჩადენილი ქმედების გამო, იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა გამოძიების საწყის ეტაპიდანვე ითანამშრომლა, მიუთითა დანაშაულის ჩადენის იარაღზე, მან ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. ასევე, კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს. ასევე აღსანიშნავია მისი პირადი და ეკონომიკური პირობები (ჰყავს პენსიონერი დედა, არის უმუშევარი), აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ფი-----------–--–--ე არის შეზღუდული შერაცხადობის მქონე. მას აღენიშნება შერეული პერსონოლოგიური აშლილობა, გართულებული ნარკოტიზაციით. ფი-----------–--–--ეს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ფი-----------–--–--ის დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ფი-----------–--–--ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს), თუმცა სასჯელის ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ფი-----------–--–--ის დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

· ორი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

· მა-------------ისაგან ამოღებული პლასტიკური ბარათები, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მობილური ტელეფონის ყუთი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

· ფი-----------–--–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სამედიცინო შპრიცი მასში მოთავსებული სითხით - განადგურდეს;

· ფი-----------–--–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ხელთათმანები და ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

· ფი-----------–--–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული საკანცელარიო დანა - განადგურდეს;

· ფი-----------–--–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული საფულე მასში მოთავსებული გასაღებით, ფულადი თანხით და ტელეფონის ნომრებით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ფი-----------–--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფი-----------–--–--ეს დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 (სამი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ფი-----------–--–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფი-----------–--–--ეს დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 (სამი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ფი-----------–--–--ეს 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ფი-----------–--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 7 ივნისიდან.

 

ფი-----------–--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, ფი-----------–--–--ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

· ორი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

· მა-------------ისაგან ამოღებული პლასტიკური ბარათები, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მობილური ტელეფონის ყუთი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

· ფი-----------–--–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სამედიცინო შპრიცი მასში მოთავსებული სითხით - განადგურდეს;

· ფი-----------–--–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ხელთათმანები და ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

· ფი-----------–--–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული საკანცელარიო დანა - განადგურდეს;

· ფი-----------–--–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული საფულე მასში მოთავსებული გასაღებით, ფულადი თანხით და ტელეფონის ნომრებით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი