განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3----18
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
15 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ონიანი, ნატო დანელია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ცო-----–---–---ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ზუ-----------–-–---–ი, ნა----------------–----ე
ბრალდებული - ვა---–--------–---–ი, დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, მისამართის გარეშე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ---------------------, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი.
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ) 111-181-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; 2. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი; 3. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გამოძალვა - ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის მოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები; 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117–ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); 3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვა---–--------–---–მა დედის - ლე--–---------–---–-ს კუთვნილი საცხოვრებელი სახლისა და მის წინ მდებარე მიწის ნაკვეთის გამოძალვის მიზნით, 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით, განახორციელა მასზე ფიზიკური ძალადობა და მუქარა. კერძოდ, 2017 წლის ნოემბერში, ქ. თბილისში, მ----------------------ში, ვა---–--------–---–მა ყელის არეში ხელი მოუჭირა ლე--–---------–---–ს და შეეცადა მის დახრჩობას, ასევე ხელი ჰკრა და დააგდო ძირს, რის შედეგადაც ლე--–---------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ბრალდებული ემუქრებოდა დაზარალებულს და ეუბნებოდა, რომ თუ კუთვნილ საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს არ გადაუფორმებდა მას ვეღარავინ იპოვნიდა. ვა---–--------–---–ის ზემოაღნიშნული ქმედებები მიმართული იყო იმ მიზნისკენ, რომ ლე--–---------–---–ს მისთვის გადაეფორმებინა მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. 2018 წლის მაისში, ქ. თბილისში, სა------–---–-ს ქუჩაზე ვა---–--------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ლე--–---------–---–ს. კერძოდ: ხელი ძლიერად მოუჭირა მკლავებზე და ფიზიკური ძალის მოქმედებით ცდილობდა მასზე ზემოქმედებას, ასევე თმები ძლიერად მოქაჩა, რის შედეგადაც ლე--–---------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ვა---–--------–---–ი ცდილობდა აღნიშნული ქმედებებით ეიძულებინა ლე--–---------–---–- გადაეფორმებინა მისთვის ხსენებული უძრავი ქონება. ვა---–--------–---–ის ქმედებებით ლე--–---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2018 წლის 12 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ქ. თბილისში, მ----------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში, ვა---–--------–---–ი დედას - ლე--–---------–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა მას პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობით. უზღუდავდა ხალხთან კომუნიკაციას, არ აძლევდა სახლიდან გასვლის უფლებას, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და სხეულის დაზიანებით, რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და აიძულებდა სხვადასხვა ქმედებებს. 2017 წლის ნოემბერში, მითითებულ მისამართზე ვა---–--------–---–მა დედას - ლე--–---------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, სთხოვდა და აიძულებდა სახლის გადაფორმებას. 2017 წლის დეკემბერში, მითითებულ მისამართზე ვა---–--------–---–ი სახეში აფურთხებდა დედას - ლე--–---------–---–ს. ამასთან, აიძულა იგი სრულად გაეხადა ტანსაცმელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა თავი იგრძნო შეურაცხყოფილად. 2018 წლის მაისში, მითითებულ მისამართზე ვა---–--------–---–მა დედას - ლე--–---------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა და ლანძღა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. 2018 წლის 12 ივნისს, მითითებულ მისამართზე ვა---–--------–---–მა დედას - ლე--–---------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, ლანძღვადა მას სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და აიძულებდა სხვადასხვა უკანონო მოქმედებებს. ვა---–--------–---–ის ქმედებით ლე--–---------–---–- განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
1.3. 2018 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თბილისში, სა------–---–-ს ქუჩის №---ში ვა---–--------–---–მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას - და------------------ძეს. კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, ხოლო ფეხი - მარცხენა ფეხის ბარძაყში, რის შედეგადაც და------------------ძემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ვა---–--------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებებით და------------------ძეს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
2.2. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2018 წლის 12 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ქ. თბილისში, მ----------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ვა---–--------–---–ი დედას - ლე--–---------–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა მას პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობით. კერძოდ, ვა---–--------–---–მა ლე--–---------–---–- აიძულა სრულად გაეხადა ტანსაცმელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა თავი იგრძნო შეურაცხყოფილად. 2018 წლის 12 ივნისს, მითითებულ მისამართზე ვა---–--------–---–მა დედას - ლე--–---------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა; კერძოდ, მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ვა---–--------–---–ის ქმედებით ლე--–---------–---–- განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
2.3. 2018 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თბილისში, სა------–---–-ს ქუჩის №---ში ვა---–--------–---–მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას - და------------------ძეს. კერძოდ, სახის არეში ხელი დაარტყა, ხოლო ფეხი - მარცხენა ფეხის ბარძაყში, რის შედეგადაც და------------------ძემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ვა---–--------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებებით და------------------ძეს მიადგა ფიზიკური ზიანი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ვა---–--------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულების - ლე--–---------–---–-სა და და------------------ძის, მოწმეების - ნი-----------ს, ნი-------------ს, ირ---–----–----–---–-ს და ლა–-----–------ს ჩვენებები, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2-------------- გადაწყვეტილება, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის (შემდგომში - სსიპ) 112-დან გამოთხოვილი ხმოვანი შეტყობინება. საქმეში არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები ბრალდებულ ვა---–--------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.
3.2. გამოძალვა - ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები
3.2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლე--–---------–---–მა განმარტა, რომ მისმა შვილებმა ვა---–--------–---–მა და და------------------ძემ იგი ძალით წაიყვანეს ნოტარიუსთან და აიძულეს ვა---–--------–---–ისთვის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, კუთვნილი საცხოვრებელი სახლისა (მდებარე: ქ. თბილისი, მ----------------------ში) და მის წინ არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემა.
3.2.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე და------------------ძის ჩვენებით დგინდება, რომ არის ლე--–---------–---–-ს შვილი და ვა---–--------–---–ის და. მოწმის განმარტებით, ვა---–--------–---–ი მას სთხოვდა დედამისის დარწმუნებას ამ უკანასკნელის კუთვნილი ბინისა და მის წინ მდებარე მიწის ნაკვეთის მისთვის გადაფორმებაში, რათა სამომავლოდ სახლი აეშენებინა, რის უფლებასაც დედა არ აძლევდა. ბრალდებული, როგორც წესი დედამისს ეხვეწებოდა, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გადაეფორმებინა მისთვის, რადგან სურდა ოჯახის შექმნა და „ფეხზე დადგომა“. მოგვიანებით, სადავო უძრავი ქონება, ლე--–---------–---–მა მისი თანდასწრებით ნებაყოფლობით, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (ნოტარიუსის მეშვეობით), გადასცა ვა---–--------–---–ს. მოწმემ კატეგორიულად დაადასტურა, რომ გამოძალვას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან ლე--–---------–---–-ს ქმედება ატარებდა ნებაყოფლობით ხასიათს.
3.2.3. ბრალდებულმა ვა---–--------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ დედამ მას უძრავი ქონება გადასცა ნებაყოფლობით, ყოველგვარი იძულების გარეშე.
3.2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2-------------- გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად მხარეთა მიერ არ გამხდარა სადავო, დაკმაყოფილდა ლე--–---------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა, მასსა და ვა---–--------–---–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. ხელშეკრულების ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში - სკ) 530-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნა: „თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.“
3.2.5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.
3.2.6. ამდენად, წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, აკმაყოფილებს თუ არა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში პირის მსჯავრდებისთვის აუცილებელ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. უპირველესად, სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ მოიპოვება ვა---–--------–---–ის ბრალდების ამ ეპიზოდის დამადასტურებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთადერთი მტკიცებულება - ლე--–---------–---–-ს ჩვენების სახით, რომელიც არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებითაც კი არ დასტურდება. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულება არ გამოირჩევა სიმყარით, უფრო მეტიც, მასში მოცემული ფაქტობრივი გარემოებები უარყოფილია სასამართლო სხდომაზე დაკითხული, ფაქტის შემსწრე პირის - და------------------ძის ჩვენებით. კერძოდ, ამ უკანასკნელის განმარტებით, დგინდება, რომ ლე--–---------–---–მა კუთვნილი სახლი და მის წინ არსებული მიწის ნაკვეთი, ვა---–--------–---–ს გადაუფორმა ნებაყოფლობით და რომ იძულებას ადგილი არ ჰქონი-. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2-------------- სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ბათილად იქნა ცნობილი ლე--–---------–---–სა და ვა---–--------–---–ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ადასტურებს გამოძალვის ფატს, ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო, არა ლე--–---------–---–-ს იძულების შედეგად განხორციელებული „არანებაყოფლობითი“ მოქმედება, არამედ საქართველოს სკ-ის 530-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ლე--–---------–---–-ს მძიმე მატერიალური მდგომარეობა და სარჩოს არქონა გახდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3.2.7. ზემოაღნიშნული მსჯელობის შედეგად სასამართლომ დაასკვნა, რომ პროკურორის პოზიციას ვა---–--------–---–ის საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობის შესახებ, საფუძვლად არ უდევს საკმარისი მტკიცებულებითი ბაზა. შესაბამისად, ბრალდების მხარის ვერსია ვა---–--------–---–ის ბრალეული ქმედების შესახებ, ვერ სცდება ვარაუდს. სასამართლო განმარტავს, რომ პირის ბრალდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს ეჭვებსა და ვარაუდებს, იგი უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, რაც მოცემულ შემთხევაში არ გვაქვს სახეზე.
3.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვიატანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117–ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
3.3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლე--–---------–---–მა დაადასტურა მისი შვილის - ვა---–--------–---–ის მხრიდან სისტემატური ძალადობისა და შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტები, კერძოდ, თუ როგორ წაუჭირა ხელი არაერთხელ ვა---–--------–---–მა ყელში. იყო შემთხვევა, როდესაც ბრალდებულმა მას აიძულა ტანსაცმლის გახდა, რათა ეპოვნა ფული, რომელიც ბრალდებულის მოსაზრებით, მოწმეს ტანსაცმელში ჰქონდა დამალული. მოწმის განმარტებით, მან იძულების შედეგად შეასრულა ვა---–--------–---–ის მოთხოვნა. აღნიშნული ფაქტი მოხდა მისი მეორე შვილის - და------------------ძის (ვა---–--------–---–ის და) სახლში. მოწმის განმარტებით, მისი შეურაცხყოფის ბოლო ფაქტი განხორციელდა 2018 წლის 12 ივნისს.
3.3.2. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ვა---–--------–---–ის ქმედების შედეგად, ლე--–---------–---–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
3.3.3. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - თი-------------მ.
3.3.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე და------------------ძის ჩვენებით დგინდება, რომ ვა---–--------–---–სა და ლე--–---------–---–ს შორის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ხშირად იყო კონფლიქტი. მოწმემ დაადასტურა, რომ იყო შემთხვევა, როდესაც ვა---–--------–---–მა ლე--–---------–---–ს სრულად გახადა ტანსაცმელი, რადგან ეგონა მასში ინახავდა ფულს. მოწმემ დაადასტურა, რომ ვა---–--------–---–ი დედას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
3.3.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხული არასრულწლოვანი მოწმე ნი-----------ს ჩვენებით დგინდება, რომ ვა---–--------–---–ი ლე--–---------–---–ს ხშირად ეუბნებოდა უწმაწურ სიტყვებს.
3.3.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე-გამომძიებლების ლა–-----–------ს და ირ---–----–----–---–-ს ჩვენებებით დგინდება, რომ 2018 წლის 12 ივლისს, პოლიცი-ში შესული შეტყობინების საფუძველზე, გავიდნენ ქ. თბილისში, სა------–---–-ს გამზირის №---ში. ადგილზე მისულებს დახვდათ ორი ქალბატონი (დედა და შვილი), ერთი მამაკაცი (ერთ-ერთი ქალბატონის და და მეორე ქალბატონის - შვილი) და ბავშვები. პოლიციის თანამშრომლებს ქალბატონებმა განუცხადეს, რომ აღნიშულმა მამაკაცმა მათ მიაყენა შეურაცხყოფა. მოწმეთა განმარტებით, მიუხედავად შემთხვევის ადგილზე მათი მისვლისა, მამაკაცი არ წყვეტდა ქალბატონების შეურაცხყოფას. ამის შემდეგ, მან და მისმა თანამშრომელმა, ბრალდებულის სახით დააკავეს შემთხვევის ადგილზე მყოფი მამაკაცი - სასამართლო დარბაზში მყოფი ბრალდებული ვა---–--------–---–ი.
3.3.7. ბრალდებულმა ვა---–--------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
3.3.8. სასამართლომ 3.3.1.-3.3.7. პუნქტებში მითითებული მტკიცებულებები შეაფასა მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიააჩნია განაჩენის 2.2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, შემდეგ გარემოებათა გამო:
3.3.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლე--–---------–---–მა დეტალურად განმარტა ვა---–--------–---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ; კერძოდ, თუ როგორ წაუჭირა ვ----–-- ხელი ყელში. იყო შემთხვევა, როდესაც ბრალდებულმა მას აიძულა ტანსაცმლის გახდა, რათა ეპოვნა ფული, რომელიც მისი ვაჟის ვარაუდით, მოწმეს ჰქონდა ტანსაცმელში დამალული. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ფაქტი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა და------------------ძემაც, რომლის სახლშიც განხორციელდა ხსენებული ფაქტი (იხ. და------------------ძის ჩვენება, პუნქტი 3.3.4.). ლე--–---------–---–-ს ჩვენების თანახმად, ბოლო შეურაცხყოფის ფაქტი განხორციელდა 2018 წლის 12 ივნისს. მოწმის ჩვენებას დამაჯერებლობას მატებს საქმეზე დაკითხული პოლიციელების - ლა–-----–------სა და ირ---–----–----–---–-ს ჩვენებებიც, რომელნიც 2018 წლის 12 ივნისს, ძალადობის ფაქტის განხორციელებიდან უმალვე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე. სამართალდამცველებმა ერთმნიშვნელოვნად განმარტეს, რომ ვა---–--------–---–ი მათი მისვლის მიუხედავადაც კი არ წყვეტდა შემთხვევის ადგილზე მყოფი ორი ქალბატონის (ლე--–---------–---–-სა და და------------------ძის) შეურაცხყოფას, მანამდე არსებული ძალადობის ფაქტების შესახებ კი, ისაუბრეს ზემოხსენებული ქალბატონების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო აგრეთვე ითვალისწინებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული არასრულწლოვანი მოწმის - ნი-----------ს ჩვენებას, რომლის თანახმად, ვა---–--------–---–ის მხრიდან ლე--–---------–---–-ს მიმართ, უწმაწური სიტყვებით მიმართვას ჰქონდა ხშირი ხასი-თი. აგრეთვე, და------------------ძის ჩვენებას, რომლის თანახმადაც ვა---–--------–---–ი დედას ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას.
3.3.10. ლე--–---------–---–ზე განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ექსპერტ თ------- კ------ ჩვენება და მის მიერ გაცემული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ვა---–--------–---–ის ქმედების შედეგად, ლე--–---------–---–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
3.3.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც ხასიათდება ურთიერთავსებადობითა და დამაჯერებლობით, უტყუარად დასტურდება, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2018 წლის 12 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ვა---–--------–---–ი დედას - ლე--–---------–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა მას პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობით. კერძოდ, ვა---–--------–---–მა ლე--–---------–---–- აიძულა სრულად გაეხადა ტანსაცმელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა თავი იგრძნო შეურაცხყოფილად. 2018 წლის 12 ივნისს, მითითებულ მისამართზე ვა---–--------–---–მა დედას - ლე--–---------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, ლანძღვადა მას სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ვა---–--------–---–ის ქმედებით ლე--–---------–---–- განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
3.4. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
3.4.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე და------------------ძის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 12 ივნისს, მისმა ძმამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა შეურაცხყოფა (ხელი დაარტყა და მოუქნია ფეხი, თუმცა ეს უკანასკნელი აიცილა), რა დროსაც მან განიცადა სულიერი და უმნიშვნელო ფიზიკური ტკივილი.
3.4.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული არასრულწლოვანი მოწმე ნი-----------ს (და------------------ძის შვილი) ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 12 ივნისს, და------------------ძესა და ვა---–--------–---–ს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რის შედეგადაც ვა---–--------–---–მა დედამისს მიაყენა შეურაცხყოფა, კერძოდ: შეაგინა, შეაფურთხა, დაარტყა სახეში და მოუქნია წიხლი, რაც ნაწილობრივ აიცილა დედამისმა, თუმცა, მაინც მოხვდა ფეხის არეში. მოწმის განმარტებით, დედამისმა დარტყმის შედეგად განიცადა ტკივილი. მოწმეს აღნიშნულის თქმის საფუძველს აძლევს ის ფაქტი, რომ სახეში დარტყმის შედეგად, დედას უმალვე წამოუვიდა ცრემლები. ამის შემდეგ, მისმა დამ - ნი--- ბ--------- დედას მიუტანა მობილური ტელეფონი, რისი მეშვეობითაც და------------------ძემ დარეკა პოლიციაში და შეატყობინა მომხდარი ფაქტის შესახებ.
3.4.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული არასრულწლოვანი მოწმე ნი-------------ს (და------------------ძის შვილი) ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს, და------------------ძესა და ვა---–--------–---–ს შორის, საკუთარი სახლის (მდებარე: ქ. თბილისი, სა------–---–-ს გამზირი №--) წინ მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რის შედეგადაც ვა---–--------–---–მა დედამისს მიაყენა შეურაცხყოფა, კერძოდ: შეაფურთხა, ფეხი ფეხზე დაარტყა და ბოლოს წიხლი მოუქნია, რომელიც დედამისმა აიცილა. ამის შემდეგ, მან და------------------ძეს მიუტანა მობილური ტელეფონი, რომლის მეშვეობითაც დედამისმა დარეკა პოლიციაში. მოწმის თქმით, დედამისი სახეზე იფარებდა ხელს და ტიროდა, თავად კი აწყნარებდა. აღნიშნულ კამათს ასევე ესწრებოდნენ მისი და-ძმებიც. მოწმემ დაადასტურა, რომ ამ ფაქტის შემხედვარე მისი და ატირდა. მართალია, დედამისს არ უთქვამს რომ ფეხი ეტკინა, თუმცა მოწმისთვის ეს შესამჩნევი იყო, ვინაიდან დედამისი ფეხზე ხელს იკიდებდა.
3.4.4. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების - სსიპ 112-დან გამოთხოვილი ხმოვანი შეტყობინებით დგინდება, რომ 2018 წლის 12 ივნისს, სსიპ 112-ში დაფიქსირდა მოქალაქე და------------------ძის ოთხი შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილად დაფიქსირდა ქ. თბილისი, სა------–---–-ს გამზირი №--.
3.4.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლე--–---------–---–მა დაადასტურა შემთხვევის დღეს, ვა---–--------–---–ის მიერ და------------------ძის ცემის ფაქტი.
3.4.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ლა–-----–------ს ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ქ. თბილისის გ-–-----------–------------ განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძებლის პოზიცი-ზე. 2018 წლის 12 ივლისს, პოლიციაში შესული შეტყობინების საფუძველზე ის და მისი თანამშრომელი - ირ---–----–----–---–- გავიდნენ ქ. თბილისში, სა------–---–-ს გამზირის №---ში. ადგილზე მისულთ დახვდათ ორი ქალბატონი, ერთი მამაკაცი და ბავშვები. აღნიშნულმა ქალბატონებმა მათ მიუთითეს იქ მყოფ მამაკაცზე და განმარტეს, რომ მან მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმის განმარტებით, ახალგაზრდა ქალს სახის მიდამოში ეტყობოდა სიწითლე. როგორც მოგვიანებით გაირკვა ქალბატონს დაზიანება მიყენებული ჰქონდა ფეხის დარტყმითაც. მოწმემ დაადასტურა, რომ მიუხედავად მათი მისვლისა, მამაკაცი არ წყვეტდა ქალბატონების შეურაცხყოფას. ამის შემდეგ მან და მისმა თანამშრომელმა, ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს შემთხვევის ადგილზე მყოფი მამაკაცი - ვა---–--------–---–ი.
3.4.7. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა - ირ---–----–----–---–მა.
3.4.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მა---------–-–---–მა დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებათა ოქმების სისწორე.
3.4.9. საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობებით დგინდება, რომ და------------------ძის შვილები: ნი----–-------------ი, ნი------------- და ნი----------- არიან არასრულწლოვნები.
3.4.10. ბრალდებულმა ვა---–--------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, მისი და და------------------ძის კონფლიქტის დროს, მისი დისშვილები სახლში იყვნენ და ყვირილზე გამოვიდნენ გარეთ. მანვე განმარტა, რომ მის მიერ და------------------ძისთვის მიყენებული შეურაცხყოფა, მოიცავდა მხოლოდ ხელის კვრას.
3.4.11. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ფაქტების დადგენისას და მტკიცებულებათა შეფასებისას, იხელმძღვანელებს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით და შეაფასებს რამდენად შესაბამისობაშია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში აღნიშნულ სტანდარტთან. უპირველესად, სასამართლო მიმოიხილავს დაზარალებულ და------------------ძის ჩვენებას, რომელმაც დაადასტურა, რომ ვა---–--------–---–მა ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც მან განიცადა სულიერი ტკივილი. ვა---–--------–---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვნებმაც - ნი--- და ნი------------მა, აგრეთვე ლე--–---------–---–მა. ზემოაღნიშნული პირები წარმოადგენდნენ ფაქტის უშუალო შემსწრე პირებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის გარემოებებიდან, ნათლად დგინდება პოლიციელთა მხრიდან დანაშაულებრივ ფაქტთან მყისიერი შემხებლობა (მათ ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ ადგილზე მისვლისას ვა---–--------–---–ი არ წყვეტდა ლე--–---------–---–-სა და და------------------ძის სიტყვიერ შეურაცხყოფას). ლა–-----–------სა და ირ---–----–----–---–-ს ჩვენებებით, ასევე ნათლად დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე მისულებს, და------------------ძემ მიუთითა ვა---–--------–---–ზე და განუმარტა, რომ მან დაარტყა სახეში ხელი. პოლიციელებმა აგრეთვე დაადასტურეს, რომ და------------------ძეს სახის არეში ეტყობოდა სიწითლე. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო პოლიციელების ჩვენებას დანაშაულებრივ ფაქტთან მყისიერი შემხებლობის გამო, აფასებს მყარ და სანდო პირდაპირ მტკიცებულებად.
3.4.12. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სსიპ 112-დან გამოთხოვილი ხმოვანი შეტყობინება, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 12 ივნისს, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, სსიპ 112-ში დაფიქსირდა ოთხი შეტყობინება. სასამართლოს შეფასებით, დანაშაულებრივ ფაქტზე და------------------ძის სწრაფი რეაგირება გამოწვეული იყო ვა---–--------–---–ის ძალადობის შედეგად და მიმართული იყო მისგან მომდინარე საფრთხის თავიდან აცილებისკენ.
3.4.13. სასამართლო ოჯახური ძალადობის დანაშაულის კონსტრუქციიდან გამომდინარე, სავალდებულოდ მიიჩნევს დაზარალებულის მხრიდან იმის გარკვევას, განიცადა თუ არა მან ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რაც ხშირ შემთხვევაში დაზარალებულის მიერ გაკეთებული შეფასების მიხედვით დგინდება, ანუ ემყარება ე.წ. „სუბიექტურ ტესტს“, თუმცა აღნიშნული ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მართებულად არ უნდა ჩაითვალოს და შეფასება უნდა მოხდეს ე.წ. „ობიექტური ტესტითაც“, ანუ იმის დადგენით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, პირი ობიექტურად განიცდიდა თუ არა ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა და------------------ძემ განმარტა, რომ ვა---–--------–---–ის მიერ მიყენებული დარტყმით მან განიცადა უმნიშვნელო ტკივილი (თითქმის არც განუცდია), თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ მისი სუბიექტური აღქმა არ შეიძლება იყოს დანაშაულებრივი ქმედების განმსაზღვრელი, რადგან ამ დროს იარსებებს მცდარი გადაწყვეტილების მიღების რეალური საშიშროება. მოცემულ შემთხვევაში, საქმის სიღრმისეული გაანალიზების შედეგად, სასამართლოს არასრულწლოვანი მოწმეების თანმიმდევრული და ურთიერთშეთანხმებული ჩვენებებით (ნი- ბ--------- ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ და------------------ძეს ვა---–--------–---–ის დარტყმის შედეგად წამოუვიდა ცრემლები, ანალოგიურად განმარტა ნი--- ბ---------ც და დამატებით აღნიშნა, რომ დარტყმის შედეგად, და------------------ძე სახესა და ფეხზე ხელს იფარებდა), პოლიციელების ჩვენებებით, რომელთაც ძალადობრივ ფაქტთან ჰქონდათ მყისიერი შემხებლობა (მათ დაადასტურეს, რომ ადგილზე მისულებმა დაინახეს, თუ როგორ ეტყობოდა და------------------ძეს სიწითლე სახის არეში) და დანაშაულებრივ ფაქტზე და------------------ძის სწრაფი რეაგირებით (აღნიშნული დასტურდება სსიპ 112-ში შესული შეტყობინებებით), დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვა---–--------–---–ის დარტმა დაზარალებულში ობიექტურად გამოიწვევდა ფიზიკურ ტკივილს.
3.4.14. სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულად დგინდება, რომ ვა---–--------–---–ის მიერ და------------------ძის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ესწრებოდნენ ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილები, მათ შორის, ნი- და ნი--- ბა--------ი.
3.4.15. ამდენად, ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც დასაშვებობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.3. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით კრიმინალიზებულია გამოძალვა. საკუთრებითი ურთიერთობის გარდა, რომელიც ამ დანაშაულის ძირითად ობიექტს წარმოადგენს, დანაშაულის დამატებითი ობიექტი შეიძლება იყოს როგორც ადამიანის ჯანმრთელობა, ასევე მისი პატივი და ღირსება. გამოძალვის საგანი შეიძლება იყოს, როგორც ქონება, ასევე უფლება ნებისმიერ ქონებაზე. ობიექტურად ეს დანაშაული გამოიხატება დამნაშავის მოთხოვნაში, რომელიც მიმართულია ქონების მესაკუთრისადმი/მფლობელისადმი, გადასცეს მას ნივთი ან მასზე უფლება, ასევე ქონებით სარგებლობის უფლება. ამასთან, მოთხოვნას აუცილებლად უნდა ერთვოდეს დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მუქარა, რაც სხვადასხვა ფორმით შეიძლება ვლინდებოდეს. დანაშაულის კვალიფიკაციისთვის მუქარის ფორმას მნიშვნელობა არ აქვს.
4.2. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
4.3. ევროპული სასამართლოს განმარტებით, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93). სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში. თავის მხრივ, მტკიცებულებათა სიმყარეს პირდაპირი სახის მტკიცებულებები ქმნიან.
4.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს. კერძოდ, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას. ამასთან, მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური (ნეიტრალური) პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ.
4.5. მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ვა---–--------–---–ის მიერ ქონებრივი უფლების მიღების მიზნით, ლე--–---------–---–-ს მიმართ გამოძალვის განხორციელებას. აღნიშნულის გათვალისწინებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, არასაკმარისი ხასიათის გათვალისწინებით, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოების ინტერესში შედის არა მხოლოდ ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ადეკვატური ღონისძიებების გატარება, არამედ უპირველესად, შესაბამის მტკიცებულებათა არ არსებობის ფონზე, პირის მსჯავრდების გამორიცხვა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისობის და უტყუარობის კრიტერიუმის დაუძლევლობის გათვალისწინებით, გამორიცხულია ვა---–--------–---–ის ბრალად წარდგენილი ქმედების დადასტურება.
4.6. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე ვა---–--------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმად, მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება (მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებულ ლე--–---------–---–-ს ჩვენება), არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვლის №453აპ-15 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8; აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის №510აპ-14 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 21). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, ვა---–--------–---–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ არ მსჯელობს ვა---–--------–---–ის მიმართ წარდგენილი კვალიფიკაციის სისწორეზე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები არ დასტურდება.
4.7. ვა---–--------–---–ის დანაშაულებრივი ქმედების (საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით) შეფასებისას, სასამართლო უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო აქტზე, საქართველოს კონსტიტუციაზე, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებათა ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას განიხილავს. შესაბამისად, ოჯახური ძალადობა უნდა განვიხილოთ, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.
4.8. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. სუბიექტური მხრივ, განზრახი დანაშაულია და ქმედების კვალიფიკაციისთვის მოტივსა და მიზანს მნიშვნელობა არ აქვს.
4.9. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
4.10. მხარეთა მიერ სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ლე--–---------–---–- არის ვა---–--------–---–ის დედა, ხოლო და------------------ძე - ვა---–--------–---–ის და.
4.11. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სიღრმისეული შეფასების შედეგად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვა---–--------–---–ის მიერ დედის - ლე--–---------–---–-ს მიმართ განხორციელებული ქმედება შეიცავს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს, ხოლო დის - და------------------ძის მიმართ განხორციელებული ქმედება - საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედების ნიშნებს. რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დგინდება, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით, რომელიც ორივე შემთხვევაში აღმოცენდა ურთიერთშელაპარაკების ნი-დაგზე. ვა---–--------–---–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიზანს ლე--–---------–---–-სა და და------------------ძის მიმართ ძალადობის ჩადენა წარმოადგენდა, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში.
4.12. ქმედების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ვა---–--------–---–მა 2018 წლის 12 ივნისს, ძალადობა განახორციელა არასრულწლოვანი დისშვილების თანდასწრებით. ბრალდებულის ძალადობრივ ქმედებას შედეგად მოჰყვა არამხოლოდ და------------------ძის ფიზიკური და ლე--–---------–---–-ს მორალური შეურაცხყოფა, არამედ დაირღვა არასრულწლოვნების სოციაალურად ჯანმრთელ, ნორმალურ გარემოში, თავისუფალ და ღირსეულ პირობებში ფიზიკური, გონებრივი, მორალური და სულიერი განვითარების უფლება. სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობა, როგორი ფორმითაც არ უნდა ვლინდებოდეს, მის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი უშუალო დანაშაულის მსხვერპლს არ წარმოადგენს, ძალადობის მოწმედ ყოფნა უარყოფითად აისახება მის კეთილდღეობაზე და მოწყვლადს ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ.
4.13. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია განაჩენის 2.2.-2.3. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც ვა---–--------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვა---–--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმის განხილვის დროს არ გამოვლენილა.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
6.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა.
6.3. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლზე და განმარტავს, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს მიღებული ცვლილების თანახმად, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს სსკ-მა გაამკაცრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილისთვის, კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისთვის, სისტემატური შეურაცხყოფისთვის, შანტაჟის ან დამცირებისთვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და სასჯელის სახით დააწესა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ან უამისოდ.
6.4. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროის განსაზღვრას მნიშვნელობა აქვს კანონის უკუძალის საკითხის გადასაწყვეტად, რადგან სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კანონი ამკაცრებს სასჯელს მას უკუძალა არ გააჩნია.
6.5. საქართველოს სსკ-ის 2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით, რომელიც მოქმედებდა ვა---–--------–---–ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მომენტში, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი ისჯებოდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამდენად, დღეს მოქმედი რედაქციით ვა---–--------–---–ისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებისთვის სასჯელი დამძიმდა. შესაბამისად, ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის დღეს მოქმედი რედაქცია აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას - ამკაცრებს სასჯელს, ახალ კანონს უკუძალა ვერ მიენიჭება და მისი ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა უნდა განისაზღვროს ქმედების ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით.
6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულების პიროვნება. ამდენად, სასამართლო 2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული სასჯელიდან შეარჩევს რომელი მათგანი უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნების განხორციელებას.
6.7. სასჯელის კონკრეტული სახის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობის და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს ვა---–--------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი ძალადობრივი ხასიათის დანაშაული - ოჯახში ძალადობის ორი ეპიზოდი), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ვა---–--------–---–ი სისტემატურად ძალადობდა დედაზე - ლე--–---------–---–ზე, მანვე, საკუთარ დას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (ვა---–--------–---–ის სურვილს დაზარალებულთათვის სიტყვიერი შეურაცხყოფითა და დარტყმის განხორციელებით მიეყენებინა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა), დამდგარ შედეგს (ვა---–--------–---–ის ქმედების შედეგად ლე--–---------–---–მა განიცადა სულიერი ტანჯვა, ხოლო და------------------ძემ - ფიზიკური ტკივილი), მის პირად ცხოვრებისეულ პირობებს (ჰყავს მცირეწლოვანი შვილი), ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძალადობის ჩადენას) და მიიჩნევს, რომ ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, ზემოთხსენებული პრინციპებიდან გამომდინარე, ვა---–--------–---–ს სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება ქმედების შესაბამისი, რეალური და პროპორციული საშუალება სასჯელის მიზნების მისაღწევად.
6.8. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას დამამძიმებელ გარემოებად არ მიიჩნევს დანაშაულის არასრულწლოვნების თანდასწრებით ჩადენას, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს ვა---–--------–---–ისთვის ბრალად შერაცხული ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
6.9. სასამართლოს განმარტავს, რომ ვა---–--------–---–ის საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობა გამოწვეულია მისგან მომდინარე ახალი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის საფრთხის რეალურობით. სასამართლოს აზრით, 6.7. პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ვა---–--------–---–ს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილისთვის სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისთვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით. ამასთან, ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა რეციდივის გარეშე, ვა---–--------–---–ს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვა---–--------–---–ის მიმართ შერჩეული სასჯელი, პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, შექმნის მსჯავრდებულის რესოციალიზაციის რეალურ და ეფექტიან საფუძველს, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილ დანაშაულთა ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, ასევე აღნიშნული ქმედებებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
7.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ, საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულება - სსიპ 112-დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, შენახულ უნდა იქნას საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვა---–--------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ვა---–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.
ვა---–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვა---–--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ვა---–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 ივნისიდან.
ვა---–--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულება - სსიპ 112-დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი