განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2798285-1/003-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ა---––---- რაიონული სასამართლო
01 მარტი, 2019 წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - კ---------–---–---–-;
დაცვის მხარე - ბრალდებული - ა----------------ნ - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ 4---------- მცხ: ა---––---- რაიონის სოფელი ჭა------ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ერთი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი);
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ა---––---- რაიონის სოფ.ჭა------ში მცხოვრები ა----------------ნი თანაცხოვრების პერიოდში გენდერული დისკრიმინიციის მოტივით ამცირებდა და შეურაცხყოფდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ-----–ი პ--–-----ს, რომელსაც 2018 წლის 10 ნოემბერს თავის საცხოვრებელ სახლში, ა---––---- რაიონის სოფელ ჭა------ში ღამის საათებში, ურთიერთშელაპარაკების და ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი უსიამოვნების გამო მეუღლეს ნ-----–ი პ--–-----ს ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით თავის არეში მ--ყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ასევე, 2018 წლის 01 დეკემბერს დაახლოებით 05:00 საათზე, ა---––---- რაიონის სოფელ ჭა------ში, მდებარე საცხოვრებელ სახლში ა----------------ნმა ურთიერთშელაპარაკების და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო, რომლისთვისაც ასევე ცნობილი გახდა მეუღლის ნ-----–ი პა-–----ს ორსულობის შესახებ და მოსთხოვა ნაყოფის მოშორება, რაზედაც მიიღო კატეგორიული უარი, აღნიშნულით განაწყენებულმა ა----------------ნმა მ--ყენა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ხელის ერთხელ დარტყმით მ--ყენა თავის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ასევე, 2018 წლის 01 დეკემბერს დაახლოებით 18:00 საათზე, ა---––---- რაიონის სოფელ ჭა------ში, მდებარე საცხოვრებელ სახლში ა----------------ნმა ურთიერთშელაპარაკების და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო, რომლისთვისაც ასევე ცნობილი გახდა მეუღლის ნ-----–ი პა-–----ს ორსულობის შესახებ, მოსთხოვა ნაყოფის მოშორება, რაზედაც მიიღო კატეგორიული უარი, აღნიშნულით განაწყენებულმა ა----------------ნმა მ--ყენა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით თავის და ტანის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ა----------------ნმა ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა----------------ნმა ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა,სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, (ორი ეპიზოდი) დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა ა----------------ნმა ნაწილობრივ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება-კერძოდ ბრალდებული აღიარებს ბრალად წარდგენილი ქმედების მხოლოდ მესამე ეპიზოდს(2018 წლის 01 დეკემბრის 18:00 საათის ეპიზოდი). სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომელიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ნ-----–ი პა-–----ს, ს-------რ პა-–----ს,ა---------დ პა-–----ს,ა--------კ ვ---------ს,ა----კ ვ---------ს მოწმის სახით დაკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდაო სახის მტკიცებულებანი. გარდა ბრალდების შესახებ დადგენილებისა, რომელიც დაშვებული იქნა არსებით განხილვაზე როგორც სადავო მტკიცებულება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მ--ჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
მოწმე ნ-----–ი პა-–----ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ნ-----–ი პა-–---- იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში ა----------------ნთან და ცხოვრობს მასთან, მამამთილთან ა----კ ვ--------თან და დედამთილთან ა------------------თან ერთად ა---––---- რაიონის სოფელ ჭა------ში. ნ-----–ი პა-–---- ა----------------ნთან თანაცხოვრების პერიოდში დაფეხძიმდა და 2018 წლის 28 ნოემბერს მისთვის ცნობილი გახდა, რომ ელოდება შვილს, რის შესახებაც უთხრა მეუღლეს ა----------------ნს, რომელსაც არ ესიამოვნა. 2018 წლის 01 დეკემბერს დაახლოებით 05:00 საათზე მამამთილის ა----კ ვ---------ს და დედამთილის ა-------------------- ქორწილში გაცილების შემდეგ, სახლში მარტო დარჩნენ ნ-----–ი პა-–---- და ა----------------ნი. ურთიერთშელაპარაკების დროს ა----------------ნმა გაშლილი ხელი ერთხელ მარცხენა მხარეს თავის არეში დაარტყა ნ-----–ი პ--–--ნს, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სისხლი წამოუვიდა ცხვირიდან.
2018 წლის 01 დეკემბერს ნ-----–ი პა-–---- და ა----------------ნი მეზობელთან ქეიფის შემდეგ დაახლოებით 18:00 საათზე დაბრუნდნენ სახლში, რა დროსაც ა----------------ნი ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ნ-----–ი პ--–--ნს ლანძღა, აგინა და დაუწყო ცემა მუჭებით მუცლის, თავის და მკლავების არეში. რაზეც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სხეულზე მიიღო დაზიანებები, ამის შემდეგ ნ----–- პ--–--ნმა დაურეკა დას და აცნობა ამის შესახებ, როდესაც მისი მშობლები მივიდნენ სიტუაციის გასარკევად, ა----------------ნმა უთხრა, რომ მისი ცოლი ქალიშვილი არ იყო ცოლად, რომ გაჰყვა და წაეყვანათ უკან სახლში. მოწმე ასევე განმარტავს რომ რაც ცოლად გაყვა ა----------------ნს დალევისა და სიმთვრალის დროს ძალადობს მასზე, აგინებს უცენზურო სიტყვებით, ასვეე ცემს და ურტყამს ხელს.
დაზარალებული ასევე განმარტავს რომ 2018 წლის 10 ნოემბერს მათი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში მეუღლემ მაიყენა ფიზიკური შეურაცხყოფა რამოდენიმეჯერ დაატყა ხელი თავის არეში, რაზეც განიცდა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნული ფაქტის შესახებ არავისთვის არ უთქვამს. მოწმე ასევე განმარტავს რომ მეუღლე ძალ--- ეჭვიანია, მარტო არსად არ უშვებს, არ აძლევს უფლებას ისარგებლოს ტელეფონით, ამცირებს მის ქალიშვილობასთან დაკავშირებული საუბრით, სულ უკან დაჰყვება, ეუბნება, რომ კაცი ისაა ოჯახში და ქალმა არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, იქცევა ერთპიროვნულად და ზღუდავს როგორც ქალს.
მოწმე ს-------რ პა-–----ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს მისი შვილი ნ-----–ი პა-–---- გათხოვდა ა---––---- რაიონის სოფელ ჭა------ში მცხოვრებ ა----------------ნზე და ცხოვრობდა სოფელ ჭა------ში. 2018 წლის 01 დეკემბერს საღამოს დაახლოებით 20:00 საათზე მისი უმცროსი ქალიშვილი ლ---ა პა-–---- დაუკავშირდა გათხოვილ ნ-----–ი პ--–--ნს და მათი საუბრიდან ს-------რ პა-–---- მიხვდა,რომ მის შვილს ა----------------ნი აყენებდა ფიზიკურ შეურაცყოფას, შემდეგ ს-------რ პ--–--ნმა გამოართვა ლ---ა პ--–--ნს მობილური ტელეფონი და უთხრა ნ-----–ი პ--–--ნს, რომ არ შეშინებოდა, მივიდოდა და წამოიყვანდა მას. შემდეგ ს-------რ პ--–--ნმა დაურეკა ა----------------ნის დედას ა------------------ს, რომელიც იმყოფებოდა კახეთში ქორწილში და უთხრა, რომ დაერეკა ა----------------ნსათვის, რომ მას არ ეცემა ნ-----–ი პა-–----. ს-------რ პა-–---- და მისი მეუღლე ა---------დ პა-–---- წავიდნენ სოფელ ჭა------ში და სახლში შესვლისას დაინახა, რომ მისი შვილი ნ-----–ი პა-–---- ტიროდა და აჩვენა სილურჯეები. მან განუმარტა რომ გუშინ დილითაც მცემა და საღამოს საათებშიცო. ასევე 2018 წლის 10 ნოემბერს მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა.
მოწმე ა---------დ პა-–----ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს მისი შვილი ნ-----–ი პა-–---- გათხოვდა ა---––---- რაიონის სოფელ ჭა------ში მცხოვრებ ა----------------ნზე და ცხოვრობდა სოფელ ჭა------ში. 2018 წლის 01 დეკემბერს დილიდან იმყოფებოდა სამსახურში, საღამოს დაახლოებით 19:00 საათზე დაბრუნდა სახლში, რა დროსაც მისმა მეუღლემ ს-------რ პ--–--ნმა უთხრა,რომ მათ შვილს ნ-----–ი პ--–--ნს მისმა მეუღლებ ა----------------ნმა მ--ყენა ფიზიკური შეურაცყოფა. ვინაიდან ა----------------ნის მშობლები იყვნენ კახეთში, მისმა მეუღლემ ს-------რ პ--–--ნმა დაურეკა ა----------------ნის დედას ა------------------ს, რომ მას დაერეკა ა----------------ნისთვის და ეთქვა, რომ ნ-----–ი პა-–---- არ ეცემა. როცა ა---------დ პა-–---- და ს-------რ პა-–---- მივიდნენ ა----------------ნის სახლში, ნ-----–ი პა-–---- უკვე ნაცემი დახვდათ და ტიროდა, მას ცხვირიდან ცემის შედეგად სისხლი მოსდიოდა. ა----------------ნმა იმ დღეს ორჯერ ცემა ნ-----–ი პა-–----, ერთხელ გამთენისას, ხოლო მეორედ საღამოს საათებში. ასევე შვილმა უაბო, რომ 2018 წლის 10 ნოემბერს მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, რაზეც არავისთვის უთქვამს იმის იმედით, რომ გამოსწორდებოდა ა------ი.
მოწმე ა--------კ ვ---------ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 02 დეკემბერს ღამის საათებში,ზუსტი დრო არ ახსოვს, იმყოფებოდა მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ქ.ლ------------ნ ტელეფონზე დაუკავშირდა მისი ძმის შვილის ა----კ ვ---------ს მეუღლე არ---- ვ--------- და საუბრის დროს ურთხრა, რომ სასწრაფოდ მისულ იყო ა----კ ვ---------ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, რადგან მისი შვილი ა----------------ნი და რძალი ნ-----–ი პა-–---- ერთმანეთში ჩხუბობდნენ და გაერკვია რა ხდებოდა. აღნიშნულზე მან მაშინათვე მივიდა ა----კ პა-–----ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, სადაც ა----------------ნი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, ხმამაღლა უყვიროდა მეუღლეს ნ-----–ი პ--–--ნს. აღნიშნულზე ა--------კ ვ--------მა მიუწოდა მათ დაწყნარებულიყვნენ, რაზეც მომტირალე ნ-----–ი პ--–--ნმა უთხრა, რომ ა----------------ნმა ის ცემა და ა----------------ნის სახლში აღარ სურდა გაჩერება და წასვლა უნდოდა. ამ დროს ა----------------ნის საცხოვრებელ სახლში შემოვიდა მეზობელი ო--------------ნი, რომელმაც დაიწყო ა----------------ნის და ნ-----–ი პა-–----ს დაწყნარება. გარკვეული დროის გასვლის შემდეგომ ა----კ ვ---------ს საცხოვრებელ სახლში მოვიდნენ ნ-----–ი პა-–----ს მშობლები ა---------დ და ს-------რ პ--–--ნები, რომლებმაც დაიწყეს გარკვევა თუ რატომ იჩხუბეს .
ა----კ ვ---------ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია რომ ცხოვრობს ა---––---- რაიონის სოფელ ჭა------ში მეუღლესთან ა------------------თან, შვილთან ა----------------ნთან და რძალთან ნ-----–ი პ--–--ნთან ერთად. 2018 წლის ნოემბრის თვეში მისმა შვილმა ა----------------ნმა მოიყვანა მეუღლე ქ.ა---––---–----–---------–---- დასახლებაში მცხოვრები ნ-----–ი პა-–----, რომლებთან თანაცხოვრების პერიოდში ერთმანეთში ისინი ხშირად კამათობდნენ ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებით და ა-------------ის შვილი ა------ი ვ-------ი ხშირად ეჭვიანობდა მის მეუღლეზე, მისი შვილის ა------ის გადმოცემით მისი მეუღლე ნ-----–ი ტელეფონის საშუალებით ესაუბრებოდა მისთვის უცნობ პირებს და ჰგონია , რომ ნ-----–ი ღალატობს ა------ის, ასევე ა------იმ მამისთან ამ-----ან და დედამისთან არ--------ან საუბრის დროს განაცხადა, რომ ნ-----–ი პა-–---- ცოლად რომ მოიყვანა ქალიშვილი არ იყო, რის გამოც ა------ის ხშირად მოსდიოდა მეუღლესთან კამათი და კონფლიქტი, ხოლო ა-------------ს არასდროს დაუნახავს და არც გაუგია ა------ი ვ-------ს მეუღლის ნ-----–ი პა-–----სათვის მიეყენებინოს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. 2018 წლის 01 დეკემბერს იყო დაახლოებით 05:00 საათი, როდესაც ა------ი მის მეუღლესთან ა------------------თან ერთად, წავიდა ა---––---- რაიონის სოფელ ჭა------იდან ქ.ლ--------ში მისი დეიდაშვილის შვილის მ----ო პოზ------ს ქორწილში, ხოლო საცხოვრებელ სახლში დატოვა მისი შვილი ა------ი და რძალი ნ-----–ი. 2018 წლის 01 დეკემბერს ღამის საათებში ზუსტი დრო არ ახსოვს , როდესაც ა-------------ი იმყოფებოდა ქ. ლ--------ში ქორწილში, მის მეუღლეს ა------იკს ტელეფონზე დაუკავშირდა ნ-----–ის დედა ს-----ა პა-–---- და საუბრის დროს უთხრა, რომ ამ----ს შვილმა ა------იმ მისი შვილი ნ-----–ი ცემა და მიექციათ ყურადღება, აღნიშნულზე ამ----ის მეუღლე ა------------------ი ტელეფონზე დაუკავშირდა ამ----ს ბიძას ა--------კ ვ--------ს და სთხოვა, რომ მისულიყო ამ----ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ვინაიდან ა------ის და ნ-----–ის უჩხუბიათ ერთმანეთში, ხოლო თუ რატომ მან არაფერი იცის კითხვაზე კი პასუხობს რომ მას პირადად არ დაუნახავს და არ შესწრებია მისი შვილის ა------ი ვ-------ის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოს რძლის ნ-----–ი პა-–----სათვის, გარდა იმისა, რომ საცხოვრებელ სახლში ხშირად კამათობდნენ ერთმანეთში ოჯახურ საკითხებზე და მისის შვილი ა------ი ეჭვიანობდა ნ-----–ი პ--–--ნზე. მისმა შვილმა ა----------------ნმა მის რძალს ნ-----–ი პ--–--ნს ეჭვიანობის გამო გამოართვა ტელეფონი, ვინაიდან მას არსად ესაუბრა და ა------ის გაერკვია თუ ვის ესაუბრებოდა ნ-----–ი და ვისთან ღალატობდა იგი. კითხვაზე თუ ამ----ს რძალი ნ-----–ი პა-–---- ფეხმძიმედ იმყოფება თუ არა ა----------------ნისგან ამის შესახებ მან არაფერი იცის.
ა-------------------- გამოკითხვის ოქმით დადგენილია რომ ცხოვრობს ა---––---- რაიონის სოფელ ჭა------ში მეუღლესთან ამაიკ ვ--------თან,შვილთან ა----------------ნთან და რძალთან ნ-----–ი პ--–--ნთან ერთად. 2018 წლის ნოემბრის თვეში მისმა შვილმა ა----------------ნმა მოიყვანა მეუღლე ქ.ა---––---–----–---------–---- დასახლებაში მცხოვრები ნ-----–ი პა-–----, რომლებთან თანაცხოვრების პერიოდში ერთმანეთში ისინი ხშირად კამათობდნენ ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებით და ა-------------ის შვილი ა------ი ვ-------ი ხშირად ეჭვიანობდა მის მეუღლეზე, მისი შვილის ა------ის გადმოცემით მისი მეუღლე ნ-----–ი ტელეფონის საშუალებით ესაუბრებოდა მისთვის უცნობ პირებს და ჰგონია , რომ ნ-----–ი ღალატობს ა------ის, ასევე ა------იმ მამასთან ამ-----ან და დედამისთან არ--------ან საუბრის დროს განაცხადა, რომ ნ-----–ი პა-–---- ცოლად რომ მოიყვანა ქალიშვილი არ იყო, რის გამოც ა------ის ხშირად მოსდიოდა მეუღლესთან კამათი და კონფლიქტი, ხოლო ა------------------ს არასდროს დაუნახავს და არც გაუგია ა------ი ვ-------ს მეუღლის ნ-----–ი პა-–----სათვის მიეყენებინოს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. 2018 წლის 01 დეკემბერს იყო დაახლოებით 05:00 საათი, როდესაც ა------იკი მის მეუღლესთან ამაიკ ვ--------თან ერთად, წავიდა ა---––---- რაიონის სოფელ ჭა------იდან ქ.ლ--------ში მისი მეუღლის დეიდაშვილის შვილის მ----ო პოზ------ს ქორწილში, ხოლო საცხოვრებელ სახლში დატოვა მისი შვილი ა------ი და რძალი ნ-----–ი.2018 წლის 01 დეკემბერს რამის საათებში ზუსტი დრო არ ახსოვს , როდესაც ა-------------ი იმყოფებოდა ქ. ლ--------ში ქორწილში ტელეფონზე დაუკავშირდა ნ-----–ის დედა ს-----ა პა-–---- და საუბრის დროს უთხრა, რომ მისმა შვილმა ა------იმ მის შვილს ნ-----–ის სახლიდან უშვებდა და ეუბნევა წადი მე შენთან ცხოვრება არ მინდაო. აღნიშნულზე ა------იკმა მაშინვე დაუკავშირდა თავის შვილს ა----------------ნს და საუბრის დროს უთხრა, რომ მის ჩამოსვლამდე ყოფილიყო წყნარად და არ ეჩხუბა ნ-----–თან, რომელიც დაეთანხმა დედამისს და გაუთიშა ტელეფონი, რის შემდეგაც ის დაუკავშირდა მისი მეუღლის ამ--კ ვ---------ს ბიძას ა--------კ ვ--------ს და უთხრა, რომ მისულიყო მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ვინაიდან სახლში ერთმანეთში ჩხუბობდნენ მისი შვილი ა------ი და რძალი ნ-----–ი, რომელიც მაშინვე წავიდა მის სახლში სიტუაციის გასარკვევად. კითხვაზე კი პასუხობს რომ მას არ დაუნახავს და არ შესწრებია მისი შვილის ა------ი ვ-------ის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოს რძლისათვის ნ-----–ი პა-–----სთვის. გარდა იმისა, რომ საცხოვრებელ სახლში ხშირად კამათობდნენ ერთმანეთში ოჯახურ საკითხებზე და მისის შვილი ა------ი ეჭვიანობდა ნ-----–ი პ--–--ნზე. მისმა შვილმა ა----------------ნმა მის რძალს ნ-----–ი პ--–--ნს ეჭვიანობის გამო გამოართვა ტელეფონი, ვინაიდან მას არსად ესაუბრა და ა------ის გაერკვია თუ ვის ესაუბრებოდა ნ-----–ი და ვისთან ღალატობდა იგი. 2018 წლის 30 ნოემბერს ა------------------ს თავისმა რძალმა ნ-----–ი პ--–--ნმა საცხოვრებელ სახლში საუბრის დროს უთხრა რომ, იგი იმყოფებოდა ფეხმძიმედ და ელოდებოდა შვილს.
ო--------------ნის გამოკითხვის ოქმით დადგენილია რომ 2018 წლის 10 ოქტომბერს ჩამოვიდა საქართველოში და რჩება დედამისთან ა--------------- საცხოვრებელ სახლში ქ.----––---–----------------------–ი. 2018 წლის 01 დეკემბერს შუადღისით წავიდა ა---––---- რაიონი სოფელ ჭა------ში ბიძამისთან ვ-–---------------------- სტუმრად და იქნებოდა დაახლოებით 19:30 საათი, რა დროსაც სიგარეტი გამოელია და გავიდა გარეთ რათა ვიღაცისაგან აეღო სიგარეტი, გარეთ გავიდა თუ არა დაინახა ქუჩაში იდგა მისთვის ნაცნობი პიროვნება ა--------კ ვ--------- და მას სთხოვა სიგარეტი, მან უთხრა, რომ სიგარეტს არ ეწეოდა და შემდეგ უთხრა წაყოლოდა, ო--------------ნის ძმის შვილიშვილის ა----------------ნის სახლში, რადგან ახალგაზრდებს უსიამოვნება ქონდათ,ისინი ო----სის ბიძის მეზობლები არიან , შესვლისას დაინახეს , რომ ოჯახში იმყოფებოდნენ ა----------------ნი და მისი მეუღლე რომლის გვარი და სახელი შემდეგ გაიგო ო----სმა , ნ-----–ი იყო აღელვებული და ნამტირალი, ცოტახანში სახლში შევიდნენ ნ-----–ის მშობლები მამა და დედა, მშობლების დანახვისთანავე ნ-----–ი ამბობდა , რომ ის იქ არ დარჩებოდა და წაეყვანათ იქიდან, ამბობდა რომ მისი მეუღლე მას აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, შემდგომ ნ-----–ის მშობლებმა უსაყვედურეს ა------ის და უთხრეს რატომ აწუხებდა და რატომ აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამის შემდეგ ისინი, ო----სმა და ა--------კ ვ--------მა , ა--------კის ავტომანქანით წაიყვანეს ქ.ა---––---–----–-----------–------- დასახლებაში. სადაც ცხოვრობდნენ ნ-----–ის მშობლები. კითხვაზე პასუხობს რომ მისი თანდასწრებით ა----------------ნისაგან თავის მეუღლის ნ-----–ის მიმართ არანაირ ფიზიკურ შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ნ-----–ი კი ამბობდა რომ მაგ დღეს ორჯერ სცემა თავისმა მეუღლემ ერთხელ გამთენიისას ხოლო მეორედ საღამოს. ამასობაში მან გაიგო რომ ა------ის მშობლები იმყოფებოდნენ კახეთში და სახლში არ ყოფილან. ა----------------ნი ნასვამი იყო თუ არა ო----სმა არაფერი იცის, გზაში როცა ნ-----–ი მიყავდათ თქვა რომ ისინი სადღაც საქეიფოდ იყვნენ წასულები. ნ-----–ი და მისი მშობლები დატოვეს მათ სახლში და წავიდნენ.
2018 წლის 02 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ა---––---- რაიონის სოფ.ჭა------ში და წარმოადგენს ა----------------ნისა და ნ----–- პა-–----ს საცხოვრებელ სახლს. საცხოვრებელი სახლი არის ერთ სართულ---ი კაპიტალური შენობა, აღნიშნულ სახლში შევდივართ ერთფრთიანი ლითონის მასალისაგან დამზადებული კარის გავლით, ვხვდებით დერაფანში საიდანაც შევდივართ მისაღებ ოთახში საიდანაც გავდივართ ა-------------------- საძინებელ ოთახში, სადაც განთავსებულია 2 კაციანი საწოლი, კარადა,კამოდი, ღუმელი, სამზარეულოს ოთახში -მაცივარი, გზაქურა და სამზარეულოს ავჯი,შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სახლში ყველა საოჯახო ნივთი იყო თავის ადგილას, ნივთების მტვრევის და არეულობის კვალი არ ეტყობოდა.
ლ----------------–-- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის N942/05/9-4 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ-----–ი პ--–--ნს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ორივე მხრის არეში.აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
2018 წლის 03 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ნ-----–ი პა-–---- ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით( 2 ეპიზ).
სასამართლოს დასკვნა ა----------------ნის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც სადავოდ არ გაუხდია დაცვის მხარეს და იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ერთი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ა----------------ნის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა გენდერული მოტივით, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის ნაწილობრივ აღიარება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მითითებულია დანაშაულის ჩადენა სსსკ-ის 53 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირობებში-კოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დანაშაული ჩადენილია გენდერული მოტივით.
სასამართლოს მ--ჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ბრალდებულს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთი სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების გამოყენებით ჩაეთვლება პირობით და გამოსაცდელი ვადის დანიშვნით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლ---ობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა----------------ნი( პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა -მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ოდენობით.
-ა----------------ნი (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათის ოდენობით.( 2018 წლის 01 დეკემბრის 05:00 საათის ეპიზოდი).
ა----------------ნი (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 წელი(2018 წლის 01 დეკემბრის 18:00 საათის ეპიზოდი).
- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა----------------ნს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 წელი.
2. ა----------------ნის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ყადაღისგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად 20000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ა----კ ვ---------ს (პ/ნ 4----------- საკუთრებაში არსებული 35 000 ლარის ღირებულების უძრავ ქონება, მდებარე: ა---––---- რაიონი სოფელი ჭა------ი. ს---------------. ( 2018 წლის 05 დეკემბრის №12/071-18წ. განჩინება)
- მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 02 დეკემბრიდან 2018 წლის 06 დეკემბრის ჩათვლით.
ნივთიერი მტკიცებულება
ა----------------ნის პირადობის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის პასპორტი დაუბრუნდეს ა----------------ნს.
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ა---––---- რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალცხიე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.
მოსამართლე გია ბერაია