განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4----18
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თ---–---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ონიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გვ--–----------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - პა---------–-–---–ი (დაბადებული - 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის ადგილი: გ----------------------------–------------–---------------------------; ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ს-----------------------------–-----------)
ადვოკატი - გი-------------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
რ--------ს რაიონული პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე დაკავებულ იქნა და სასამართლოს მიერ პატიმრობა შეეფარდა ხი-------------------ვს. აღნიშნული ფაქტის შესახებ პა---------–-–---–ისთვის ცნობილი გახდა ხი---------------------- ნათესავების ცოლ-ქმარ სა--------–------------ას და დო--–------–-------ის მხრიდან. პა---------–-–---–მა, გ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ მუ-----–--–ი, ამ უკანასკნელებს მოტყუებით განუცხადა, რომ მისი ნათესავები იყვნენ რ--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორები: ქე------------ძე და თე-----–--–----–-----ი, შესაბამისად, მათი დახმარებით მოხდებოდა ხი----------------------თვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლება. 2018 წლის აპრილი-ივნისის თვეების მონაკვეთში, პა---------–-–---–მა, სა--------–------------ასა და დო--–------–-------ის შუამავლობით, ბრალდებულ ხი---------------------- ბებია, ფა------------------ვა და ბიძა, ქა------------–--ვი დაარწმუნა, თითქოს ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა რ--------ს რაიონული პროკურატურის ზემოხსენებულ პროკურორებთან, რის შემდეგაც დაპირდა, რომ დიდი ოდენობით თანხის გადახდის სანაცვლოდ ხი-------------------ვს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებოდა და პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა. ფა------------------ვა და ქა------------–--ვი პა---------–-–---–ის მოთხოვნას დათანხმდნენ და ეტაპობრივად, საპროცესო შეთანხმების გაფორმების (მათ შორის თითქოსდა, პროკურორების მიერ დაზარალებულთათვის საპროცესო შეთანხმების თაობაზე თანხმობის გამომხატველი ხელწერილების ჩამორთმევის უზრუნველყოფის მიზნით) და სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, თითქოსდა რ--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორებზე და სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების დირექტორზე გადასაცემად, მისცეს 13 000 ლარი; პა---------–-–---–ისთვის აღნიშნული თანხის გადაცემა მოხდა ქ-------------–--, კ------- და თ---–---- ტერიტორიებზე, რომელსაც ეს უკანასკნელი დაეუფლა თაღლითურად. ამასთან ერთად, 2018 წლის მაისის დასაწყისში, პა---------–-–---–მა დამატებით, ვითომდა ზემოხსენებული მიზნის უზრუნველსაყოფად, თითქოსდა პროკურორ ქე------------ძისთვის საჩუქრად მისართმევად, დო--–------–-------ს აყიდინა და ს----------- მუნიციპალიტეტის სოფელ უ-------–-, მისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში, მიაყვანინა 150 ლარის ღირებულების ბატკანი, რეალურად აღნიშნულიც თაღლითურად მიისაკუთრა.
აღნიშნული ქმედებით დაზარალებულებს ფა------------------ვას, ქა------------–--ვსა და დო--–------–-------ს მიადგათ დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
პა---------–-–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების ფა------------------ვას, ქა------------–--ვისა და დო--–------–-------ის გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების სა--------–------------ას, ქე------------ძის, თე-----–--–----–-----ის, ზა---------------ის, რა---------–-–---–ის, მე---------------ის, კო-------–-–---–ისა და შა-------------ის გამოკითხვის ოქმებს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებს, წერილობით მტკიცებულებებს, ბრალდებულ პა---------–-–---–ის გამოკითხვის ოქმსა და საქმის სხვა მასალათა ერთობლიობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ პა---------–-–---–ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობის ჩადენისათვის ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის მოტყუებით. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია, ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“
მოცემულ შემთხვევაში განაჩენში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ პა---------–-–---–ი თაღლითურად, მოტყუებით (მცდარი ინფორმაციის მიწოდების გზით) დაეუფლა ფა------------------ვას, ქა------------–--ვისა და დო--–------–-------ის კუთვნილ თანხას, რის შედეგადაც მათ მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი (მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილი დიდი ოდენობის 10 000 ლარიან ზღვარს). ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობის) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი და აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება - დიდი ოდენობა. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ პა---------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, რისთვისაც პა---------–-–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
პა---------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, გამოძიების საწყის ეტაპიდანვე ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, რომლითაც პა---------–-–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს პა---------–-–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი სახე და ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ნახევარი.
სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს პა---------–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაული); ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (პა---------–-–---–ი მოტყუებით, რომ თითქოსდა შეეძლო სხვისი დახმარებით, კორუფციული გარიგების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დაეხსნა დაზარალებულების ოჯახის წევრი, დაეუფლა დაზარალებულების დიდი ოდენობით ფულად თანხას); ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (პა---------–-–---–ის მტკიცე და ურყევ სურვილს ჩაედინა დანაშაული); ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ანგარებით სხვისი ფულადი თანხის დაუფლებას); მის პიროვნებას (პა---------–-–---–ის წარსულს) და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (პა---------–-–---–მა დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანი სრულად აანაზღაურა).
მართალია, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია პა---------–-–---–ის მიმართ, სასჯელის სახედ გამოიყენოს ჯარიმა, რაც აკმაყოფილებს კანონიერების კრიტერიუმს, თუმცა მოცემული დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასჯელის ეს სახე სასამართლოს შეფასებით, შეუსაბამოა სამართლიანობის სტანდარტთან. სასჯელის სახის შერჩევისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ პა---------–-–---–ის ქმედებამ არა მხოლოდ ხელყო საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სხვისი საკუთრების ხელშეუვალობის უფლება, რითაც მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩააყენა დაზარალებულების ოჯახი, არამედ იმასაც, რომ საზოგადოების ცნობიერებაში (განსაკუთრებითეთნიკურ უმცირესობებში) გააჩინა უარყოფითი დამოკიდებულება ქვეყნის სამართალდამცავი და სასჯელაღსრულებით სისტემებისადმი, რაც თავის მხრივ, საზოგადოებისთვის არის ხელის შემშლელი ფაქტორი სახელმწიფო ინტერესების მიმართ სათანადო რწმენისა და პატივისცემის შენარჩუნებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენში არსებული გარემოებების გათვალისწინებით პა---------–-–---–ს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და პა---------–-–---–ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს), ასევე სასჯელის ნაწილი უნდა ჩაეთვალოს პირობითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· დისკები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
· პა---------–-–---–ის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული აზარტული თამაშის 32 ცალი ბილეთი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
· პა---------–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული კაზინოს ერთი ცალი პლასტიკური ბარათი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
· პა---------–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი მობილური ტელეფონი, სამი სიმ ბარათი და ერთი ცალი მეხსიერების ბარათი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მისი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირს;
· პა---------–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად (ზურგჩანთიდან) ამოღებული ერთი ცალი მობილური ტელეფონი და ერთი ცალი მეხსიერების ბარათი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მისი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირს;
· პა---------–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 260 ლარი და ერთი ცალი მაჯის საათი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მისი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
პა---------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პა---------–-–---–ს დანიშნული სასჯელის ნაწილი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.
პა---------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 აგვისტოდან.
პა---------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, პა---------–-–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· დისკები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
· პა---------–-–---–ის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული აზარტული თამაშის 32 ცალი ბილეთი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
· პა---------–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული კაზინოს ერთი ცალი პლასტიკური ბარათი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
· პა---------–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი მობილური ტელეფონი, სამი სიმ ბარათი და ერთი ცალი მეხსიერების ბარათი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მისი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირს;
· პა---------–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად (ზურგჩანთიდან) ამოღებული ერთი ცალი მობილური ტელეფონი და ერთი ცალი მეხსიერების ბარათი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მისი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირს;
· პა---------–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 260 ლარი და ერთი ცალი მაჯის საათი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მისი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ---–---- სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თ---–---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი