გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.03.2019
საქმის ნომერი
330310017001875388
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
05.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N3/2477-17 26 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩხეტია

სხდომის მდივანი ანა მგელაძე

 

მოსარჩელეები - გ----------------–---–ი, მ---------------–---–ი

წარმომადგენლები - მ---------------–--ია, ვ-–----------------უა

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობა

წარმომადგენელი - შ---------------–--–---–ი

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენლები - გ------------------ი, თ--------–--ე

მესამე პირი - გ---------–---–ი

წარმომადგენელი - მ--------------------ე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. გ---------–---–ის წარმომადგენლის მ--------------------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის N1---- ბრძანების ბათილად ცნობა;

1.2. გ---------–---–ის წარმომადგენლის მ--------------------ის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის Nბ30.0------- ბრძანებისა და მასზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე უმოქმედობით ნათქვამი უარის ბათილად ცნობა;

1.3. გ----------------–---–ისა და მ---------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის გადადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 3 ოქტომბრის N1----- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეების წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სარჩელს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

3. მესამე პირის პოზიცია:

მესამე პირის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

4. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. 2011 წლის 20 მაისს ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას გ----------------–---–მა №12/5------- განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისში, მ–----ის ქუჩა N11-ში მდებარე ნაგებობის მეორე სართულისა და მიწის ნაკვეთის ½ წილის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად გამგეობას წარედგინა:

- განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

- მოთხოვნილი ქონების საკადასტრო აზომვითი ნახაზები;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის საინფორმაციო წერილები უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათება და საინვენტარიზაციო გეგმა, რომელთა შესაბამისად, თბილისში, მ–----ის ქუჩა N11-ში მდებარე 790 კვ.მ მიწის ნაკვეთი N0----- სააღრიცხვო ბარათით 1941 წელს აღირიცხა და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულსა და სარდაფის ნაწილზე, როგორც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე უფლების მქონე პირად „ბ---–--ი“ ფიქსირდება;

- „ბ---–--ის“ ტექნიკური აღრიცხვის ბარათის ასლი;

- საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი „ბ---–--ის“ ცნობები, რომელთა შესაბამისად, თბილისში, მ–----ის ქუჩა N11-ში მდებარე 110 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა ირიცხება გ--------------------------------–---–ზე, როგორც „ბ---–--ის“ მეპაიე წევრზე;

- საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი „ბ---–--ის“ ცნობა საბინაო პირობების შემოწმების შესახებ, რომლის შესაბამისად, თბილისში, მ–----ის ქუჩა N11-ში მდებარე 110 კვ.მ ბინაში მცხოვრებ პირებად მითითებულია გ--------------------------------–---–ი, მისი მეუღლე ლ--------------------–--–------ძე და შვილები - მა----- და რ--------- ს-------–---–-ბი;

- საბინაო წიგნის ასლი;

- ლ-----–-------ის გარდაცვალების მოწმობა;

- ბინის მოსარგებლის თანხმობა მისი წილის პრივატიზებაზე.

მტკიცებულება: ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 8 ივნისის N1------- განკარგულება (ტომი 1, ს.ფ. 323), გ----------------–---–ის განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 325), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო წერილები (ტომი 1, ს.ფ. 327, 328), ცნობა-დახასიათება (ტომი 1, ს.ფ. 329), გარდაცვალების მოწმობა (ტომი ქ, ს.ფ. 333), „ბ---–--ის“ ცნობები (ტომი 1, ს.ფ. 334, 335, 343-344), ტექნიკური აღრიცხვის ბარათის ასლი (ტომი 1, ს.ფ. 345-346), საბინაო წიგნის ასლი (ტომი 1, ს.ფ. 352-359), საინვენტარიზაციო გეგმა (ტომი 2, ს.ფ. 339-340), საკადასტრო აზომვითი ნახაზები (ტომი 2, ს.ფ. 341-342).

 

4.2. ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 8 ივნისის N1------- განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულების საფუძველზე გ----------------–---–ს უსასყიდლოში საკუთრებაში გადაეცა მის სარგებლობაში არსებული, ქალაქ თბილისში, მ–----ის ქუჩა N11-ში მდებარე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის II სართული (საცხოვრებელი ფართი 98.25 კვ.მ, არასაცხოვრებელი 62.6- კვ.მ, საერთო ფართით 160.90 კვ.მ), ხოლო თანასაკუთრებად გადაეცა მითითებულ ქონებაზე დამაგრებული 754.00 კვ მიწის ნაკვეთი. დასახელებული განკარგულების საფუძველზე ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობამ გ----------------–---–ზე 2011 წლის 8 ივნისს N6- საკუთრების უფლების მოწმობა გასცა, რომლის საფუძველზე ქალაქ თბილისში, მ–----ის ქუჩა N11-ში მდებარე N1 შენობის შენობის II სართულზე არსებული 160.90 კვ.მ ფართი საჯარო რეესტრში გ----------------–---–ის საკუთრებად, ხოლო 754.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი - თანასაკუთრებად დარეგისტრირდა. 2014 წლის 5 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე N1------- განკარგულებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ გ----------------–---–თან ერთად მ---------------–---–ი დარეგისტრირდა.

მტკიცებულება: ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 8 ივნისის N1------- განკარგულება (ტომი 1, ს.ფ. 323); 2011 წლის 8 ივნისის N6- საკუთრების უფლების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 324); ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 18, 17).

 

4.3. 2013 წლის 1 თებერვალს გ---------–---–ის წარმომადგენელმა მ--------------–-–---–მა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას N1-------1 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლითაც ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 8 ივნისის N1------- განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მტკიცებულება: განცხადება (ადმინისტრაციული საჩივარი) (ტომი 3, ს.ფ. 37-39); ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 47-58).

 

4.4. ქალაქ თბილისის მერიის 2013 წლის 2 აპრილის N6-- განკარგულებით გ---------–---–ის წარმომადგენელის მ--------------–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 8 ივნისის N1------- განკარგულება. სადავო განკარგულების თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მიერ ვერ იქნა წარდგენილი უფლების დამდგენი რაიმე დოკუმენტი სადაო ფართთან მიმართებაში, შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ გ---------–---–ის ინტერესი სადავო ფართთან მიმართებაში არ იკვეთებოდა.

მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მერიის 2013 წლის 2 აპრილის N6-- განკარგულება (ტომი 1, ს.ფ. 126-129).

 

4.5. 2016 წლის 17 მაისს გ---------–---–ის წარმომადგენელმა მ--------------------ემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საჩივრით მიმართა, რომლითაც ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 8 ივნისის N1------- განკარგულებისა და N6- საკუთრების უფლების მოწმობის არარად აღიარება მოითხოვა. 2016 წლის 1 ივნისს მითითებული განცხადება განსახილველად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობას გადაეგზავნა.

მტკიცებულება: საჩივარი, მიმართვა (ტომი 1, ს.ფ. 234-242, 331);

 

4.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონული გამგეობის 2016 წლის 22 აგვისტოს N2-------- წერილით გ---------–---–ს უარი ეთქვა ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 8 ივნისის N1------- განკარგულების არარად აღიარებაზე.

მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონული გამგეობის 2016 წლის 22 აგვისტოს N2-------- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 211).

 

4.7. 2016 წლის 30 აგვისტოს გ---------–---–ის წარმომადგენელმა მ--------------------ემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას N3-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონული გამგეობის 2016 წლის 22 აგვისტოს N2-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 210).

 

4.8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის N1---- ბრძანებით გ---------–---–ის წარმომადგენლის მ--------------------ის 2016 წლის 30 აგვისტოს N3-------- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 22 აგვისტოს N2-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულ იქნა, რომ:

- საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესით“ შესაბამისი რაიონის გამგებელს მიენიჭა უფლებამოსილება, მიეღო გადაწყვეტილება მხოლოდ სახელმწიფო საბინაო ფონდში ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში შემავალი ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ;

- სსსრ საბინაო კოდექსის მეოთხე მუხლის მეორე აბზაცის მიხედვით, საბინაო ფონდში შედიოდა სახელმწიფო საბინაო ფონდი, საზოგადოებრივი საბინაო ფონდი, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების ფონდი და ინდივიდუალური საბინაო ფონდი;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1512 მუხლით საბინაო- სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები გაუქმებულად ჩაითვალა 1997 წლის 25 ნოემბრიდან და მათ უფლებამონაცვლეებად მიჩნეულ იქნენ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები;

- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საკუთრების მოწმობას ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების (ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების) სახლებში არსებულ იმ ბინებზე, რომლებიც საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 ივლისის N5-- დადგენილების შესაბამისად საკუთრებაში გადაეცათ ამ ბინების მფლობელებს და რომლებიც ამ ინსტრუქციის ძალაში შესვლამდე არ არის აღრიცხული ამ ბინების მფლობელთა საკუთრებაში, საკუთრების მოწმობას გასცემს ნოტარიუსი;

- მითითებული ნორმების საფუძველზე მიჩნეულ იქნა, რომ გამგეობა არ იყო უფლებამოსილი, განეკარგა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ „ბ---–--ზე“ აღრიცხული ბინა.

მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის N1---- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 170-178).

 

4.9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის N1---- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით გ----------------–---–მა და მ---------------–---–მა 2017 წლის 6 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მომართეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის განჩინებით სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი. ამავე კოლეგიის 2017 წლის 1 მაისის განჩინებით კი მ---------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის N1---- ბრძანების მოქმედება.

მტკიცებულება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის და 2017 წლის 1 მაისის განჩინებები (ტომი 1, ს.ფ. 181-182, 193-195).

 

4.10. 2017 წლის 4 მაისის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობამ Nბ30.0------- ბრძანება გამოსცა, რომლითაც გ---------–---–ის წარმომადგენლის მ--------------------ის განცხადება დაკმაყოფილდა და არარად იქნა ცნობილი ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 8 ივნისის N1------- განკარგულება. აღნიშნული ბრძანების საფუძვლად მიეთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის N1---- ბრძანების საფუძვლები.

მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის Nბ30.0------- ბრძანება (ტომი 2, ს.ფ. 22-25).

 

4.11. 2017 წლის 10 მაისს გ----------------–---–მა და მ---------------–---–მა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას N1---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის Nბ30.0------- ბრძანების ბათილად ცნობა და ამავე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება მოითხოვეს.

მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 2, ს.ფ. 262-267).

 

4.12. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 30 მაისის N1-1--- ბრძანებით გ----------------–---–ისა და მ---------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის Nბ30.0------- ბრძანების მოქმედება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მაისის N1---------------- ადმინისტრაციული საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 30 მაისის N1-1--- ბრძანება (ტომი 2, ს.ფ. 281-282).

 

4.13. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 3 ოქტომბრის N1----- ბრძანებით გ----------------–---–ისა და მ---------------–---–ის 2017 წლის 10 მაისის N1---------------- ადმინისტრაციულ საჩივარზე დაწყებული საქმის განხილვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის N1---- ბრძანების კანონიერების თაობაზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაიდო.

მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 3 ოქტომბრის N1----- ბრძანება (ტომი 4, ს.ფ. 14-17).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საბინაო კოდექსი, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“.

 

7. სამართლებრივი შეფასება

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის N1---- ბრძანების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის Nბ30.0------- ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 3 ოქტომბრის N1----- ბრძანების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

7.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის N1---- ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადგენად უნდა იქნეს გარკვეული, დასაბუთებული იყო თუ არა ამ ბრძანებით დაკმაყოფილებული გ---------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 8 ივნისის N1------- განკარგულების არარად აღიარების მოთხოვნით ან/და არსებობდა თუ არა მითითებული განკარგულების არარად აღიარების საფუძველი.

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილისა. ამავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. არარა აქტების მიმართ არ ვრცელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისათვის ამ კოდექსით დადგენილი ვადები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით არარად აღიაროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 8 ივნისის N1------- განკარგულების არარად აღიარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ საჩივარზე მსჯელობისას საქმის განმხილველ ორგანოს პირველ რიგში უნდა დაედგინა, თუ რა ინტერესი გააჩნდა საჩივრის ავტორს მითითებული განკარგულების არარად აღიარებისათვის. ამგვარი ინტერესის არსებობის თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის N1---- ბრძანებიდან არ ირკვევა, ასევე, არ ირკვევა რაიმე სახის სხვა ინტერესთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლებოდა, დაცვის ღირსად ჩათვლილიყო. სასამართლო განმარტავს, რომ დაცვის ღირსია არა ნებისმიერი ინტერესი, არამედ ინტერესი, რომელიც არის კონკრეტული, ლეგიტიმური და პატივსადები.

ამასთან, დაუსაბუთებელია სადავო ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებული დასკვნები მასზე, ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობა 2011 წლის 8 ივნისის N1------- განკარგულების მიღებისას არ იყო უფლებამოსილი, გ----------------–---–ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა განეკარგა ქალაქ თბილისში, მ–----ის ქუჩა N11-ში მდებარე უძრავი ქონება, რამეთუ იგი აღრიცხული იყო საბინაო-სამშენებლო კოოპრატივი „ბ---–--ის“ სახელზე.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულებით „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ დამტკიცდა. აღნიშნული ბრძანებულებით აღინიშნა, რომ მისი გამოცემის მიზანია „ფიზიკურ პირთათვის მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული სახელმწიფო საბინაო ფონდის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის პროცესის დასრულება“. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით კი მიეთითა, რომ: „ეს დებულება არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს დებულებით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლება- მოვალეობებს“. ამავე წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულია არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო და მასთან დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის წესი. კერძოდ, მე-3 მუხლის მიხედვით, „არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი (თვითმმართველი ქალაქის მერი, მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქალაქ თბილისში – შესაბამისი რაიონის გამგებელი) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ წესისა და კანონმდებლობის შესაბამისად“. მოყვანილი ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს მიენიჭა უფლებამოსილება, გადაეწყვიტა არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის საკითხი, რაც გულისხმობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას და კანონმდებელი სწორედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართობს მიიჩნევს სახელმწიფო საბინაო ფონდში და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებულ უძრავ ქონებად.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელ სახლებზე საკუთრების უფლება განსაზღვრავდა მისი კონკრეტული ფონდისადმი მიკუთვნების საკითხს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საბინაო კოდექსითაც, რომელიც შესაბამის ურთიერთობებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე არეგულირებდა. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საბინაო კოდექსის მე-4 მუხლის მეორე აბზაცის მიხედვით, საბინაო ფონდში შედიოდა სახელმწიფო საბინაო ფონდი, საზოგადოებრივი საბინაო ფონდი, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის ფონდი და ინდივიდუალური საბინაო ფონდი. ამავე კოდექსის მიხედვით: სახელმწიფოს კუთვნილი საცხოვრებელი სახლები და საცხოვრებელი სადგომები სხვა ნაგებობებში შეადგენდა სახელმწიფო საბინაო ფონდს (მე-5 მუხლი); კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული ორგანიზაციების, მათი გაერთიანებების, პროფკავშირული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების კუთვნილი საცხოვრებელი სახლები შეადგენდა საზოგადოებრივ საბინაო ფონდს (მე-6 მუხლი); საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების კუთვნილი საცხოვრებელი სახლები შეადგენდა შეადგენდა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების ფონდს (მე-7 მუხლი); მოქალაქეთა პირად საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები შეადგენდა ინდივიდუალურ საბინაო ფონდს (მე-8 მუხლი).

დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 8 ივნისის N1------- განკარგულებით გ----------------–---–ს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი, რომელზეც, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, მესაკუთრედ მითითებული იყო სახელმწიფო, ხოლო საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი „ბ---–--ი“ მოსარგებლედ ფიქსირდებოდა. აღნიშნული ჩანაწერების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გამოვლენილი არ ყოფილა - წარმოდგენილი არ არის „ბ---–--ის“ საკუთრების უფლების ამსახველი დოკუმენტი. ამდენად, არ არსებობს რა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი „ბ---–--ის“ საკუთრების უფლების დადგენის საფუძველი, გ----------------–---–ისათვის ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 8 ივნისის N1------- განკარგულებით გადაცემული ბინა უსაფუძვლოდ ჩაითვალა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის ფონდში არსებულ, კერძო საკუთრების ბინად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის N1---- ბრძანება გამოცემულია საქმის გარემოებების არასწორად დადგენისა და კანონის არასწორად გამოყენების შედეგად და ამგვარად ზღუდავს მოსარჩელეების საკუთრების უფლებას, რის გამოც უნდა იქნეს ცნობილი ბათილად.

7.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის N1---- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს დასკვნები (პუნქტი 7.1) ცხადყოფს, რომ კანონმდებლობის დარღვევით იქნა გამოტანილი, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის Nბ30.0------- ბრძანება. ამასთან, 2017 წლის 4 მაისის Nბ30.0------- ბრძანების გამოტანის - ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 8 ივნისის N1------- განკარგულების არარად აღიარებაზე მსჯელობის საფუძველს ვაკის რაიონის გამგეობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის N1---- ბრძანება უქმნიდა, რომლის მოქმედებაც შეჩერებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მაისის განჩინებით. ამდენად, არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის Nბ30.0------- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

7.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის Nბ30.0------- ბრძანების თაობაზე დასკვნები (პუნქტი 7.2) ქმნის, ასევე, მასზე წარდგენილი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 3 ოქტომბრის N1----- ბრძანების ბათილად ცნობის პირობას. დადგენილია, რომ აღნიშნული ბრძანებით ადმინისტრაციულ საჩივარზე დაწყებული საქმის განხილვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის N1---- ბრძანების კანონიერების თაობაზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაიდო მიუხედავად იმისა, რომ ცხადი იყო 2017 წლის 4 მაისის Nბ30.0------- ბრძანების ბათილად ცნობის პირობა - შეჩერებული იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის N1---- ბრძანება (პუნქტი 7.2).

აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ჰქონდა რა საფუძველი, დაეკმაყოფილებინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის Nბ30.0------- ბრძანებაზე წარდგენილი საჩივარი, ამ საჩივრის განხილვის გადადების თაობაზე 2017 წლის 3 ოქტომბრის N1----- ბრძანება დაუსაბუთებელია, რის გამოც უნდა იქნეს ცნობილი ბათილად.

 

8. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ტომი 1, ს.ფ. 179-180).

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობას მოსარჩელეების - გ----------------–---–ისა და მ---------------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის ოდენობით გაღებული სასამართლო ხარჯის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გ----------------–---–ისა და მ---------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის N1---- ბრძანება;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ვაკის რაიონის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის Nბ30.0------- გადაწყვეტილება;

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 3 ოქტომბრის N1----- ბრძანება.

2. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ვაკის რაიონის გამგეობას გ----------------–---–ისა და მ---------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელისთვის გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე ანა ჩხეტია