გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240210016001639000
(2/555-2016)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 მარტი, 2019 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი ვასილ გოგინავა
მოსარჩელე - შპს ,,პრ-------------------------ი’’ (ს/კ 20-------)
წარმომადგენელი - ლე--- გვ-------ე
მოპასუხე - გუ-–----ა ლა–------ა
მოპასუხე - გი-----ი ლა–------ა
მოპასუხე - ნ---- კვ----–---–-ა
მოპასუხე - ელ--- ლა–------ა
მოპასუხე - ან-------ა ლა–------ა
წარმომადგენლები - რ----- მა----–-ა, გუ---- სა-----ა
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სოციალური მომსახურების ცენტრი - წარმომადგენელი - რა---- მუ-------–-ა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების გუ-–----ა ლა–------ას, გი-----ი ლა–------ას, ნ---- კვ----–---–-ას, ელ--- ლა–------ასა და ან-------ა ლა–------ას უკანონო მფლობელობიდან შპს ,,პრ-------------------------ი’’-ს საკუთრებაში არსებული ქ. სენაკში, მშ---------------------ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 4--0--3--0--, გამოთხოვა და შპს ,,პრ-------------------------ი’’-სათვის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
მოსარჩელემ მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
შპს ,,პრ-------------------------ი’’-ს საკუთრებაში ირიცხება ქ. სენაკში, მშ---------------------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით - 4--0--3--0--. აღნიშნულ უძრავ ქონებას, უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობენ მოპასუხეები გუ-–----ა ლა–------ა, გი-----ი ლა–------ა, ნ---- კვ----–---–-ა, ელ--- ლა–------ა და ან-------ა ლა–------ა, რის გამოც მოსარჩელეს არ ეძლევა თავისი კუთვნილი ქონებით თავისუფლად სარგებლობის საშუალება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეეებმა შესაგებლით არ ცნეს სასარჩელო მოთხოვნა, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა გუ-–----ა ლა–------ას, გი-----ი ლა–------ას და ნ---- კვ----–---–-ას, წარმომადგენლებმა რ----- მა----–-ამ და გუ---- სა-----ამ განმარტეს, რომ საცხოვრებელ სახლზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარება და მისი აუქციონზე გასაყიდად გატანა მოხდა კანონის დარღვევით, ისე რომ არ მიეცათ მოპასუხეებს საშუალება დაეცვათ კანონით და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. მოპასუხე მხარეს ჰყავს მცირეწლოვანი შვილები და არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი ადგილი, გამომდინარე აქედან მოითხოვეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. (შესაგებელი, 07.02.2019 სხდომის ოქმი)
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენელი - რა---- მუ-------–-ა არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას მცირეწლოვან ან-------ა ლა–------ასა და ელ--- ლა–------ს საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების თაობაზე.(07.02.2019 სხდომის ოქმი)
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1.დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. 2016 წლის 27 აპრილიდან მოსარჩელე შპს ,,პრ-------------------------ი’’-ს საკუთრებაში აღრიცხულია ქ. სენაკში, მშ---------------------ში მდებარე უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია - 4--0--3--0--. უძრავი ქონების შპს ,,პრ-------------------------ი’’-ს სახელზე რეგისტრაციის საფუძველი გახდა აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 22 აპრილის განკარგულება №A14061384-017/004.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ს. ფ. 15-16;
4.2.2. ქ. სენაკში, მშ---------------------ში მდებარე უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია - 4--0--3--0--. ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავებული აქვს მოპასუხეებს გუ-–----ა ლა–------ას, გი-----ი ლა–------ას, ნ---- კვ----–---–-ას, ელ--- ლა–------ასა და ან-------ა ლა–------ას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი. 07.02.2019).
4.2.3.მოპასუხე მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა, ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს შპს ,,პრ-------------------------ი’’-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი. 07.02.2019).
4.2.4. ქ. სენაკში, მშ---------------------ში მდებარე უძრავი ქონების, რომლის საკადასტრო კოდია - 4--0--3--0--, მესაკუთრეს, შპს ,,პრ-------------------------ს’’ არა აქვს ნივთის ფლობის საშუალება, რომლის საფუძველია გუ-–----ა ლა–------ას, გი-----ი ლა–------ას, ნ---- კვ----–---–-ას, ელ--- ლა–------ასა და ან-------ა ლა–------ას მიერ 4--0--3--0--. საკადასტრო კოდის უძრავი ქონების უკანონოდ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობის ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი. 07.02.2019).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე შპს ,,პრ-------------------------ი’’-ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეების გუ-–----ა ლა–------ას, გი-----ი ლა–------ას, ნ---- კვ----–---–-ას, ელ--- ლა–------ას და ან-------ა ლა–------ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას შპს ,,პრ-------------------------ი’’-ს საკუთრებაში არსებული ქ. სენაკში, მშ---------------------ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი - 4--0--3--0--) და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს მოსარჩელე შპს ,,პრ-------------------------’’-ს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-156-ე; 160-162-ე, 170-ე, 172-ე, 311-ე და 312-ე მუხლებით.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3065 მუხლის მე-6 ნაწილის დანაწესის მიხედვით, აუქციონზე გაყიდული უძრავი ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტისათვის ამ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.
აღსრულების ეროვნული ბიუროს №A14061384-017/004 განკარგულების საფუძველზე, უძრავი ნივთის აუქციონზე გაყიდვის შემდეგ, მისი მესაკუთრე გახდა შპს ,,პრ-------------------------ი’’. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლებითაც დატვირთული იყო უძრავი ნივთი და რომლებიც რეგისტრირებულია აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 156-ე მუხლის მიხედვით, მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სადავო ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა და მასზე ყოველგვარი უფლება დაკარგა აუქციონის შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3065 მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, აღნიშნული უფლებები გადავიდა სადავო უძრავი ქონების ახალ მესაკუთრეზე - შპს ,,პრ-------------------------ზე’’.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების მართლზომიერად განხორციელება ნიშნავს სასამართლო დავაში მონაწილე პირთა უფლების თანაზომიერად დაცვას. დავის გადაწყვეტისას სამართლის ნორმათა შეფასებას ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის კანონით დაცული უფლება.
ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.
განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ სადავო ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა და ასეთად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია შპს ,,პრ-------------------------ი“.
7.3. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.
დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე ქ. სენაკში, მშ---------------------ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 4--0--3--0-- 2016 წლის 27 აპრილიდან, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს ,,პრ-------------------------ი’’-ს სახელზე.
დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ ნივთს ამჟამად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები. ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხეთა მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხეები არ წარმოადგენენ სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
მოცემულ შემთხვევაში, ქ. სენაკში, მშ---------------------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით - 4--0--3--0-- - უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება და ეს ჩანაწერი გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც ითხოვს მოპასუხის გამოსახლებას და ნივთის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. ამ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისაა და არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მას აქვს სრული უფლება მოსთხოვოს კუთვნილ ნივთზე მოპასუხეს ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. მოსარჩელემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები, ყველა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, გამოიწვევს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით ემსახურება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ზემოთმითითებული ნორმით დადგენილი ობიქტური და სუბიექტური წინაპირობები, რის გამოც ამ ნაწილში მოსარჩელის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარი, ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, მითითებული ნორმის შესაბამისად, მოპასუხეებს გუ-–----ა ლა–------ას, გი-----ი ლა–------ას, ნ---- კვ----–---–-ას, ელ--- ლა–------ასა და ან-------ა ლა–------ას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის ანაზღაურება.
10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს ,,პრ-------------------------ი’’-ს (ს/კ 20-------) მოთხოვნა მოპასუხე გუ-–----ა ლა–------ას, გი-----ი ლა–------ას, ნ---- კვ----–---–-ას, ელ--- ლა–------ასა და ან-------ა ლა–------ას, მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
2. გამოთხოვილ იქნას მოპასუხე გუ-–----ა ლა–------ას (პ/ნ 39---------), გი-----ი ლა–------ას (პ/ნ 39---------), ნ---- კვ----–---–-ას (პ/ნ 62---------), ელ--- ლა–------ას (პ/ნ 39---------) და ან-------ა ლა–------ას (პ/ნ 39---------), უკანონო მფლობელობიდან ქ. სენაკში, მშ---------------------ში მდებარე უძრავი ქონება, (საკადასტრო კოდით - 4--0--3--0--) და მოსარჩელე შპს ,,პრ-------------------------ს’’ გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
3. დაეკისროს მოპასუხე გუ-–----ა ლა–------ას, გი-----ი ლა–------ას, ნ---- კვ----–---–-ას, ელ--- ლა–------ასა და ან-------ა ლა–------ას მოსარჩელის შპს ,,პრ-------------------------ი’’-ს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 120 (ასოცი) ლარის გადახდა.
4. მოსარჩელე შპს ,,პრ-------------------------ი’’-ს (ს/კ 20-------) უარი ეთქვას სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცევაზე, რომელიც დაუყოვნებელი აღსრულების ნაწილში შეიძლება გადაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32) სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია