გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 210210018002536637
საქმე N2/521-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05.03.2019 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მერაბ ღვინიაშვილი
სხდომის მდივანი - ნანა გოშნიაშვილი
მოსარჩელე -მო-----------დ
წარმომადგენელი-თა-----------–--ე
მოპასუხე- იე----------–---ა
წარმომადგენელი-გო---------–---–--
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე იე----------–---ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს და მოსარჩელე მო-----------დს გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართი 5286.00 კვ.მ., მდებარე საგარეჯოს რაიონის, სოფელი ლ-----–--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 5-.2-.5-.3--;
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე იე----------–---ამ შესაგებელში ნაწილობრივ ცნო სარჩელი. ხოლო მოსამზადებლ სხდომაზე მოპასუხემ და მისმა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თანახმად, საგარეჯოს რაიონის, სოფელი ლ-----–--ში მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 5-.2-.5-.3--. მდებარე უძრავი ქონებაზე რეგისტრირებულია მო-----------დის საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26.06.2018 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15-16 )
3.1.2. დადგენილია, რომ იე----------–---ა ფლობს საგარეჯოს რაიონის, სოფელი ლ-----–--ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 5-.2-.5-.3--., მდებარე უძრავი ქონებას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 170-ე, 172-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის წინაპირობას, თუმცა მისი დაკმაყოფილება დამოკიდებულია მოპასუხის
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის მიღებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როდესაც შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარეობს. მესაკუთრეს სსკ-ის 158-ე მუხლის მეორე ნაწილის და 170-ე მუხლის შესაბამისად უფლება აქვს არ ფლობდეს ან არ სარგებლობდეს კუთვნილი ნივთით. ამდენად, მესაკუთრეს აქვს საკუთარი ნივთის თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უფლება. თუკი არ არსებობს სარგებლობის აუცილებელი სოციალური ინტერესი. ეს კი გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. აღნიშნულ ურთიერთობას აწესრიგებს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების პირველ პირობას წარმოადგენს ის, რომ მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე. ვინიადან მესაკუთრის მიერ დაბრუნების მოთხოვნა თანაბრად უკავშირდება როგორც მოძრავ, ისე უძრავ ნივთებს, ამიტომ მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია სხვადასხვაგვარად დასტურდება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების მეორე აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი. აღნიშნული თავისთავად გამომდინარეობს მოთხოვნის არსიდან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა ეხება ნივთის მფლობელობიდან გამოთხოვას, მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ მფლობელობა არ უნდა იყოს კანონიერი, ვინაიდან 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესაძლებლობას, თუ მფლობელობა არაკანონიერია. უძრავ ნივთებთან მიმართებით საკუთრების უფლება დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადასტურებული იქნა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თანახმად, საგარეჯოს რაიონის, სოფელი ლ-----–--ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 5-.2-.5-.3--., მდებარე უძრავი ქონებაზე რეგისტრირებულია მო-----------დის საკუთრების უფლება. ამ უძრავ ქონებას ფლობს მოპასუხე იე----------–---ა რომელმაც სასამართლოში ვერ წარმოადგინა კანონიერი მფლობელობის დამადასტურებელი მტკიცებულება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ'' ქვეპუნქტის, თანახმად თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება 4000 ლარით.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოსარჩელეს კი გადახდილი ქონდა ბაჟი 120(ას ოცი) ლარის ოდენობით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის 120(ასოცი) ლარის ოდენობით გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 48-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მო-----------დის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1 მოპასუხე იე----- კუ-–---- უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს და მოსარჩელე მო-----------დს გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეთ უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართი 5-86 კვ.მ., მდებარე საგარეჯოს რაიონის, სოფელი ლ-----–--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 5-.2-.5-.3--.
2. მოპასუხე იე----------–---ას დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ 120(ასოცი) ლარის ოდენოთ თანხის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე: მერაბ ღვინიაშვილი