განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2019
საქმის ნომერი
330100119002793752
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2--19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 იანვარი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

სტაჟიორ-პროკურორი - გი---------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - თ---------------------------–-ა - საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, დაბადებული 1----–-–---------------რს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ-------------------------------- „ა“-ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------------–------------------–ი.

 

ადვოკატი - მ---------------ა

 

თარჯიმანი - მ----------–----ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 2------------, დაახლოებით 19:03 საათზე, ქ.თბილისში, ვარკეთილი-ახმეტელის თეატრის მიმართულებით მოძრავი მეტროს მატარებლით მგზავრობისას, როდესაც მატარებელი მიუახლოვდა მეტროსადგურ „გოცირიძეს“, გავიდა გვირაბიდან და დაიწყო მოძრაობის შენელება, მეტროსადგურ „გოცირიძის“ ბაქანზე გაჩერებამდე მატარებლის ვაგონში, თ-----------------–-ა მოქალაქე ა-------–-----–---–ის ხელჩანთიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ 2- ლარად ღირებულ საფულეს, მასში მოთავსებული 220 (ორასოცი) აშშ დოლარით, 10 (ათი) დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგითა და 10 (ათი) ლარით. თ-----------------–-ას დანაშაულებრივი ქმედებით ა-------–-----–---–ს მიადგა 656.236 (ექვსასორმოცდათექვსმეტი ლარი და 236 თეთრი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა თ-----------------–-ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმს და ამოღებულ ნივთმტკიცებებს, მოწმეების: მ--------–--–----–-----ის, გ------------–---–ის და ლ-------------ას გამოკითხვის ოქმებს, დაზარალებულ ა-------–-----–---–ის გამოკითხვის ოქმებს, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს, ნივთის ამოცნობის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ თ-----------------–-ას მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაული, კერძოდ: საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ადგენს, რომ თ-----------------–-ას ჰქონდა განზრახვა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ა-------–-----–---–ის ხელჩანთიდან ფარულად დაუფლებოდა მის კუთვნილ საფულეს მასში მოთავსებული ფულადი თანხით, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში. თ-----------------–-ას დანაშაულებრივი ქმედებით ა-------–-----–---–ს მიადგა 656,236 ლარის ოდენობის ზიანი. აღნიშნული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს - კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულ თ-----------------–-ას.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1.სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2.ქმედების ფარულად განხორცილება, 3.მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.

 

3.3. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ თ-----------------–-ას მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება ა-------–-----–---–ის კუთვნილი საფულის ქურდობაში გამოიხატა. დადგენილია, რომ ბრალდებულს არავითარი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა დაუფლებული ნივთის მიმართ. ქმედების ფარულად განხორციელება დადასტურდა საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით. ამასთან, თ-----------------–-ა სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება არავისთვის იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის შეუმჩნეველი იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში თ-----------------–-ას მიერ ა-------–-----–---–ის კუთვნილი საფულის, მასში მოთავსებული ფულადი თანხით, დაუფლება არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.

 

3.4 დანაშაულებრივ ქმედებაში, ქურდობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი ფარულად დაუფლებაც მოახერხა დამნაშავემ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ ა-------–-----–---–ისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 656.236 ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და თ-----------------–-ას მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

3.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ თ-----------------–-ას მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითთ, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. თ-----------------–-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 2-9-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ თ-----------------–-ას წარსული არაფრით არ არის შებღალული, იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითვალისწინებს მის ასაკს (არის 60 წლის), რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე.

 

5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თ-----------------–-ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნებიდან, ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან და ზემოთმითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა შეეცვალოს პირობით მსჯავრად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 3(სამი) წელი.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- თ-----------------–-ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ყავისფერი ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებულია ფულადი თანხა 220 (ორას ოცი) აშშ დოლარის, 10(ათი) ფუნტი სტერლინგის და 10 (ათი) ლარის ოდენობით, კერძოდ: 2(ორი) ცალი 100 დოლარიანი კუპიურა, 1 (ერთი) ცალი 20 (ოცი) დოლარიანი კუპიურა, 1(ერთი) ცალი 10 (ათი) ფუნტი სტერლინგის კუპიურა, 1(ერთი) ცალი 10 (ათი) ლარიანი კუპიურა და ასევე მოთავსებულია „lady.Beibel“ ბარათი წარწერით „EASY FASHION EASY LIFE“, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის პო-–-–-------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- თ-----------------–-ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული „ნოკია“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული ლაი-ლაის სიმბარათით ნომრით, „CENVINE LEATHER“ ფირმის საფულე, რომელშიც მოთავსებულია „crocobet“-ის პლასტიკური ბარათი, „T---------------“-ს სახელზე გაცემული ლიბერთი ბანკის პლასტიკური ბარათი, თ-----------------–-ას სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, PSP ბარათი, „მტრედი ბარათი“, მეტრომანი #3---------, თ-----------------–-ას სახელზე გაცემული დევნილის მოწმობა, მეტრომანი #3---------, ბ-–---------–-ას სახელზე გაცემული თბილისის მერიის სოციალური შეღავათის ბარათი და ფულადი თანხა 20 ლარის ოდენობით, ფულადი თანხა 50 თეთრის ოდენობით, კერძოდ: 1(ერთი) ცალი 20 (ოცი) თეთრიანი მონეტა, 3(სამი) ცალი 10 (ათი) თეთრიანი მონეტა, მეხსიერების ბარათი, მომცრო ზომის ელვაშესაკრავიანი საფულე, ნაჭრის სანტიმეტრმზომი, ორი სანთებელა, ხის კრიალოსანი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის პო-–-–-------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- თ-----------------–-ასგან აღებული ნერწყვის ნიმუში ერთ ცალ სტერილურ ჩხირზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

- თ-----------------–-ასგან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელისკვლების ნიმუშები, ერთ ცალ დაქტილობარათზე, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის პო-–-–-------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-8-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ-----------------–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი) წელი.

 

2. თ-----------------–-ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 27 ნოემბრიდან - 2019 წლის 30 იანვრის ჩათვლით.

 

3. თ-----------------–-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

4. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

5. ნივთიერი მტკიცებულებები:

- თ-----------------–-ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ყავისფერი ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებულია ფულადი თანხა 220 (ორას ოცი) აშშ დოლარის, 10(ათი) ფუნტი სტერლინგის და 10 (ათი) ლარის ოდენობით, კერძოდ: 2(ორი) ცალი 100 დოლარიანი კუპიურა, 1 (ერთი) ცალი 20 (ოცი) დოლარიანი კუპიურა, 1(ერთი) ცალი 10 (ათი) ფუნტი სტერლინგის კუპიურა, 1(ერთი) ცალი 10 (ათი) ლარიანი კუპიურა და ასევე მოთავსებულია „lady.Beibel“ ბარათი წარწერით „EASY FASHION EASY LIFE“, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის პო-–-–-------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- თ-----------------–-ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული „ნოკია“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული ლაი-ლაის სიმბარათით ნომრით, „CENVINE LEATHER“ ფირმის საფულე, რომელშიც მოთავსებულია „crocobet“-ის პლასტიკური ბარათი, „T---------------“-ს სახელზე გაცემული ლიბერთი ბანკის პლასტიკური ბარათი, თ-----------------–-ას სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, PSP ბარათი, „მტრედი ბარათი“, მეტრომანი #3---------, თ-----------------–-ას სახელზე გაცემული დევნილის მოწმობა, მეტრომანი #3---------, ბ-–---------–-ას სახელზე გაცემული თბილისის მერიის სოციალური შეღავათის ბარათი და ფულადი თანხა 20 ლარის ოდენობით, ფულადი თანხა 50 თეთრის ოდენობით, კერძოდ: 1(ერთი) ცალი 20 (ოცი) თეთრიანი მონეტა, 3(სამი) ცალი 10 (ათი) თეთრიანი მონეტა, მეხსიერების ბარათი, მომცრო ზომის ელვაშესაკრავიანი საფულე, ნაჭრის სანტიმეტრმზომი, ორი სანთებელა, ხის კრიალოსანი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის პო-–-–-------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- თ-----------------–-ასგან აღებული ნერწყვის ნიმუში ერთ ცალ სტერილურ ჩხირზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

- თ-----------------–-ასგან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელისკვლების ნიმუშები, ერთ ცალ დაქტილობარათზე, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის პო-–-–-------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი