განაჩენი

სისხლის სამართლის 06.03.2019
საქმის ნომერი
120100118002781105
დავის ტიპი
151
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/464-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

05 მარტი, 2019 წელი ქ. ახ--––-ხე

 

ა--------- რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–-;

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – მ----------------------, დაბ.0--------- წელს, პ/ნ 3---------- საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული სა---------ს რაიონი, სოფელი ნი---–-----ა, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ახ--––-ხე რ---------------------

 

ადვოკატი - ნო-------------–---–ი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-151 მუხლის 1-ლი ნაწილით;

 

სხდომის სახე - ღია;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მა---------------–---–ს ბრალი ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობი, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

დადგენილების თანახმად, მ---------------------- გასული წლების განმავლობაში სისტემატიურად ძალადობდა ქ. ახ--––-ხე, რ--------------------ში მცხოვრებ მეუღლეს მა----------ის მიმართ, რომელსაც აყენებდა როგორც სიტყვიერ ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებით, სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით, რითაც მა----------ს უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მაგრამ ოჯახის შენარჩუნების მიზნით ითმენდა მეუღლის ძალადობრივ ქმედებებს, მიუხედავად აღნიშნულისა 2018 წლის 18 ნოემბერს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მ---------------------- ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს მა----------ს კვლავ დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით და მოკვლით, ასევე დაემუქრა ავტომანქანის დაწვით, რაც მა----------მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151 მუხლის 1-ლი ნაწილი;

 

2. სასამართლომ დაადგინა

 

2.1. ბრალდებული მ---------------------- წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია მა----------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ასევე მოწმეების ლი----------–----ს, ბე-----------ის, მი----–----------–---–-ს ჩვენებები, რომელთა გამოკვლევაც მოხდა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე.

 

დაზარალებულმა მა----------მა გამოიყენა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

ბრალდებულმა მა---------------–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება.

 

მოწმე ლი----------–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის დაზარალებულის დედა. მისი შვილი მა----------ი და მ---------------------- შეუღლების შემდეგ ცხოვრობდნენ სა---------ს რაიონის სოფელ ნ-----------–ი, 2014 წელში იგი სტუმრად იმყოფებოდა მის შვილთან ოჯახში, რა დროსაც ნასვამმა მა---------------–---–მა უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი მა----------ს, რაზეც ლი----------–---მა დედაშვილურად სთხოვა დამშვიდებულიყო, ამაზე გაბრაზებულმა მა---------------–---–მა კი მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაზეც გასამართლებულ იქნა კიდევაც. რაც შეეხება 2018 წლის 18 ნოემბერს, მას დაურეკა შვილმა მა----------მა, რომლისგანაც შეიტყო, რომ მ---------------------- იყო ნასვამი და აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა, რომ ეს იყო მისი ბოლო დღე, რაზეც მა----------მა შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. თავად მომხდარ ფაქტს არ შესწრებია.

 

მოწმე მი----–----------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ნოემბერს დაურეკა მეგობარმა ბე-----------ემ და სთხოვა მისულიყო ქ. ა--------–ი ე.წ ლტ---–---–--ის კორპუსთან და წაეყვანა სახლში, მისვლისას კორპუსთან დახვდა ახალგაზრდა ქალი, რომელიც იმყოფებოდა პანიკაში და ტიროდა. ამასობაში იქვე მივიდა ნასვამი ბიჭი, რომელმაც გოგონას სთხოვა პოლიციაში არ დაერეკა და წაყოლოდა სახლში. მისი განმარტებით იყო გოგონას მეუღლე. თავად მომხდარ ფაქტს რაც შეეხება არ შესწრებია.

 

მოწმე ბე-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ნოემბერს იმყოფებოდა ქ. ა--------–ი ე.წ ლტ---–---–--ის კორპუსში რა დროსაც ღამე დაურეკა მეგობარს მი----–----------–ვილს და სთხოვა მისულიყო და სახლში წაეყვანა. როდესაც მი----–----------–---–- მოვიდა მის წასაყვანად მასთან ეზოში მივიდა უცნობი გოგო რომელიც იყო პანიკაში და სთხოვა ტელეფონი, ამასობაში გოგონასთან მივიდა ნასვამი ბიჭი, რომელიც ეუბნებოდა რომ არ დაერეკა პოლიციაში და სახლში წაყოლოდა. ბე------------- იქ ძალადობის და მუქარის მსგავსი ფაქტი არ შეუმჩნევია, ბიჭი გოგოს მხოლოდ დაჟინებით სთხოვდა სახლში წაყოლას.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა შსს ა--------- რაიონული სამმართველოს გამომძიებელი ლა–---------–---–-, რომლის განმარტებით, იგი მოცემული სისხლის სამართლის საქმის უშუალო გამომძიებელი იყო, მან საქმეზე გამოკითხა მოწმეები, მათ შორის დაზარალებულიც, ასევე მა----------თან ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, სადაც დაზარალებულმა მიუთითა ის ადგილი, სადაც ბრალდებულის მხრიდან ხდებოდა მუქარის განხორციელება. მის მიერვე მოხდა მ----------------------ს დაკავება, მან დაადასტურა დაკავების ოქმის სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

ბრალდებულის დაკავებისა ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ნოემბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია შსს ა--------- რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ლა–---------–---–-ს მიერ, ოქმის შედგენა დაიწყო 2018 წლის 11 ნოემბერს 02:05 საათზე და დასრულდა 02:30 საათზე. 01:50 საათზე ქ. ახ--––-ხე რუ-------–-ს ქუჩაზე ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა მ----------------------, დაბადებული 0---------წ.

 

დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ნოემბრის დადგენილებით სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე მა----------ი (პ/ნ6----------) ცნობილი იქნა დაზარალებულად.

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ნოემბერს დადგენილებით სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე მ----------------------. დაბადებული 0---------წ, ცნობილი იქნა ბრალდებულად. სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო 5000 ლარის ოდენობით, ხოლო გირაოს შეტანის ვადად განესაზღვრა 30 დღე, გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით გირაოს თანხის სრულად შეტანამდე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის განაჩენით მ---------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

სასამართლომ შეაფასა რა გამოკვლეული მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა მ----------------------ს მიერ მა----------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების და ქონების განადგურების მუქარის დასადასტურებლად, არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის დასამტკიცებლად, რომ მა---------------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაულები.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა მ----------------------ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, კერძოდ, დაზარალებულმა მა----------მა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე; ბრალდებულმა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული დუმილის უფლება, გამოძიების დროს გამოკითხული იქნა ლი----------–----, ბე-----------ე და მი----–----------–---–-, რომელთაც განმარტეს, რომ ისინი უშუალოდ არ ყოფილან შემსწრე მ----------------------ს მხრიდან მუქარის განხორციელების მა----------ის მიმართ, მათი გამოკითხის დროს მიცემული ინფორმაცია კი წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირის ირიბი ჩვენება კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა ლა–---------–---–-, რომელმაც ისაუბრა დაკავების კანონიერებაზე, მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ და მას თავად დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლია.

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი დანაშაულს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობი, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მ----------------------ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ მა---------------–---–მა მისი ოჯახის წევრის, კონკრეტულ შემთხვევაში მეუღლის მა----------ის მიმართ ჩაიდინა მუქარა. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დადასტურებულიყო ბრალდებულის მიერ დაზარალებულზე განხორციელებული მუქარის შედეგად მუქარის განხორციელების რეალური, საფუძვლიანი შიში, თავად დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად, ერთადერთი მთავარი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადგენილიყო შესაძლო დანაშაულის შემადგენლობა, სახეზე არ არის.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ---------------------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სახეზე არ არის აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებებს.

 

ამდენად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმაციას მ----------------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების შესახებ, არსებული ეჭვი, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული, არ დასტურდება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობით, ხოლო, ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, მ----------------------ს მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ვინაიდან, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ---------------------- (პ-------------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. მ----------------------ს (პ-------------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 5000 ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს (გადამხდელი-ლე---------ნ პ/ნ 6----------, თანხა გადახდილ იქნა 2018 წლის 21 ნოემბერს ს----------–--------ში, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად.

 

3. განემარტოს გამართლებულს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ა--------- რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე