გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/26931-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.02.2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი
მოსარჩელე ი-----–- შ----–---–-,წარმომადგენელი ლ-–- გ---–-------, ლ---- ჩ-----,მოპასუხე მ--- გ--–------,წარმომადგენელი ი-----–- ზ-------–---–-,დავის საგანი: პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფის დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მ--- გ--–------- მიერ, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში“, 2--- წლის 1- ა--------- გაკეთებული საჯარო განცხადება: ,,აი ამ ლეშმა ი-----–- შ----–---–-- 13 468 ვეტერანის პირადი მონაცემები რუსულ სპეც სამსახურებს გადასცა, დღეს კი ჩოხა -ახალუხში გამოწყობილი ქართველობას და წართმეულ ღირსებას იცავს, რომელიც არასოდეს ჰქონია. ერთი კაციც რომ არ გამოჩნდა ,,პლეხანოვზე“ რომელიც ფეხქვეშ გაიგდებდა, ჩვენი ბიჭების საფლავზე ყელზე მარყუჟწაჭერილს მიათრევდა და იქ დატოვებდა ამ გამყიდველ მოსიარულე ლეშს“, აღიარებულ იქნეს ცილისწამებად და დაევალოს მოპასუხეს სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ მეშვეობით მის მიერ გაკეთებული ცილისმწამებლური, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადების უარყოფა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით სარჩელს არ სცნო იმ საფუძვლით, რომ ,,ფეისბუქით“ გავრცელებული ინფორმაცია მართებულია ფაქტობრივი მოცემულობით და სრულად შეესაბამება აღნიშნულთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობას და აღნიშნული ინფორმაცია მანამდე იყო გავრცელებული მედიაში ვიდრე მოპასუხე გაავრცელებდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 1- ა--------- მოპასუხე მ--- გ--–------- სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ მეშვეობით მის პირად გვერდზე, სადაც მოსარჩელის ფოტო სურათი იყო ატვირთული, მოსარჩელის მისამართით საჯაროდ გაავრცელა შემდეგი განცხადება: ,,აი ამ ლეშმა ი-----–- შ----–---–-- 13 468 ვეტერანის პირადი მონაცემები რუსულ სპეც სამსახურებს გადასცა, დღეს კი ჩოხა - ახალუხში გამოწყობილი ქართველობას და წართმეულ ღირსებას იცავს, რომელიც არასოდეს ჰქონია. ერთი კაციც რომ არ გამოჩნდა ,,პლეხანოვზე“ რომელიც ფეხქვეშ გაიგდებდა, ჩვენი ბიჭების საფლავზე ყელზე მარყუჟწაჭერილს მიათრევდა და იქ დატოვებდა ამ გამყიდველ მოსიარულე ლეშს“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაბეჭდი სოციალური ქსელიდან ს. ფ. 14.
მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.2. მოსარჩელე ი-----–- შ----–---–- იყო საჯარო პირი 2----2--- წლების მოწვევის თბილისის საკრებულოს წევრი და ამავე საკრებულოს თავმჯდომარე 2----2--- წლებში. სსიპ ვ------------ ს------- ს----–-–----- ს----------- დირექტორი 2----2--- წლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ქ. თბილისის საკრებულოს მიერ გაცემული ცნობების ასლები, დადგენილების ასლი ს. ფ. 156-161.
მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.3. მოპასუხე მ--- გ--–------ იყო საჯარო პირი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
სიტყვისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კანონის 7.3 მუხლი.
3.1.4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვ------------ ს------- ს----–-–----- ს----------- 2015 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 01 აპრილამდე პერიოდის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში (დამტკიცებული 2-.0-.2--- წელს) #-----–- მე-15-16 გვერდზე მითითებულია "სსიპ ვ------------ ს------- ს----–-–----- სამსახურს და შპს ჯ--------- ფ---- ვ---------ს შორის 2015 წლის 24 ივლისს გაფორმდა ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი. შპს ჯ--------- ფ---- ვ---------ი წარმოადგენდა კომერციული იურიდიული პირის, ფ---------- ჰ---–------ს შვილობილ კომპანიას, რომელიც შექმნილია 2015 წლის ივლისში და გეგმავდა სხვადასხვა პროექტის განხორციელებას და ხელი უნდა შეეწყო ვეტერანების კეთილდღეობის და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის. ამ მიზნით კომპანია იღებდა ვალდებულებას შეექმნა და ემართა ექსკლუზიური ,,ვ----------- კ-–----“, მოეზიდა პარტნიორი კომპანიები და ისეთი იურიდიული პირები, რომლებიც დააფინანსებდნენ ,,ვ----------- კ-–----ს“ სხვადასხვა აქტივობებს. 2016 წლის 1 მარტს სსიპ ვ------------ ს------- ს----–-–----- სამსახურს და შპს ჯ--------- ფ---- ვ---------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად სამსახურს ეტაპობრივად 3 თვის განმავლობაში უნდა გადაეცა კომპანიისათვის იმ ვეტერანთა პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ვეტერანის საიდენტიფიკაციო კოდი, რეგისტრაციის მისამართი, ფაქტიური საცხოვრებელის მისამართი, ტელეფონის ნომერი), რომლებიც განაცხადებდნენ თანხმობას მონაცემთა გადაცემაზე, მათთვის ფასდაკლების ტალონებისა და სპეციალური (სასაჩუქრე, საკრედიტო და სადებეტო) ბარათების დასამზადებლად. კომპანია, თავის მხრივ, იღებდა ვალდებულებას, უსასყიდლოდ უზრუნველეყო ვეტერანთათვის ფასდაკლების ვებპორტალისა და სპეციალური (სასაჩუქრე, საკრედიტო და სადებეტო) ბარათების შექმნა და გადაცემა. ამასთან, კომპანია იღებდა ვალდებულებას, დაეცვა და არ გადაეცა სხვა პირისთვის სსიპ ვ------------ ს------- ს----–-–----- ს----------- ვ----------- აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ფიზიკურ პირებზე არსებული ინფორმაცია ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. სამსახურსა და შპს ჯ--------- ფ---- ვ---------ს შორის 2016 წლის 9 მარტს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს ჯ--------- ფ---- ვ---------ს გადაცემული აქვს 13 463 ვეტერანის პერსონალური მონაცემი (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ვეტერანის საიდენტიფიკაციო კოდი, რეგისტრაციის მისამართი, ფაქტიური საცხოვრებელის მისამართი, ტელეფონის ნომერი). სამსახურის განმარტებით, პერსონალური მონაცემები გადაცემულია ვეტერანების თანხმობით. თუმცა, მონაცემთა გადაცემის შემდეგ, აქტივობები არ განხორციელებულა".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიშის ასლი ს. ფ. 64-91.
მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.5. 2-.0-.2--- წელს კომპანია იმედი NEWS მიერ გამოქვეყნებულ იქნა ელექტრონული სტატია სათაურით "ი-----–- შ----–---–-- ვეტერანების პერსონალური მონაცემები უცხოურ ორგანიზაციას გადასცა".
0-.0-.2--- წელს, ქრონიკა+-ის მიერ გამოქვეყნებულ იქნა ელექტრონული სტატია სათაურით ,,ი-----–- შ----–---–-- 13 468 ვეტერანის პირადი მონაცემები რუსულ სპეცსამსახურებს გადასცა“. სტატიაში მითითებულია, რომ ი-----–- შ----–---–-- თანამდებობა 2016 წლის 29 მარტს დატოვა.
საინფორმაციო პორტალი ფაქტები.ge-ის მიერ 0-.0-.2--- წელს გამოქვეყნებული იქნა სტატია სათაურით "ი-----–- შ----–---–- რუსულ სპეცსამსახურებს თანამშრომლობდა - ქრონიკა პლუსი".
მოსარჩელე მხარის განმარტებით მოსარჩელეს აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებაზე რეაგირება არ მოუხდენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაბეჭდები საინფორმაციო პორტალებიდან - 92-96;
მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე მ--- გ--–------- მხრიდან სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში“ გაჟღერებული ინფორმაცია ნაწილობრივ ეხება ფაქტს, ხოლო ნაწილობრივ წარმოადგენს შეფასებით მსჯელობას.
სასამართლო აღნიშნული დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს უპირველესად განსაზღვროს, მ--- გ--–------- მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ტექსტი, რომ ი-----–- შ----–---–-- 13 468 ვეტერანის პირადი ინფორმაცია გასცა რუსული სპეცსამსახურებისათვის კონკრეტული ინფორმაციის შემცველია, თუ მოპასუხე საუბრობდა მხოლოდ მის აზრს და შეხედულებებს.
მოსარჩელეს აღნიშნული მიაჩნია მისი პატივის და ღირსების შემლახველად
ევროსასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის საქმეზე Lingens vs. Austria განმარტა, შემდეგი:
ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას... რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს.
მოცემულ დავაში მოპასუხე მ--- გ--–------ სოციალურ ქსელში ეხებოდა ი-----–- შ----–---–-- მიერ განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებას. შესაბამისად, მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ამ ნაწილში ექვემდებარებოდა გადამოწმებას და მისი, როგორც შეფასებითი მსჯელობის განხილვა, სასამართლოს მიერ ვერ მოხდება. ამდენად, მ--- გ--–------- განცხადება ამ ნაწილში სასამართლოს მიერ განხილულ იქნება როგორც კონკრეტული ფაქტის გავრცელება და უნდა მოხდეს იმის შეფასება, გაავრცელა თუ არა მან არსებითად მცდარი ფაქტი. ხოლო რაც შეეხება გავრცელებული ინფორმაციის დანაჩენ ნაწილს იგი წარმოედგენს შეფასებას ანუ პირიდ შეხედულებას დამოკიდებულებას გარკვეული მოვლენისადმი.
სასამართლო ადგენს, რომ მ--- გ--–------- მხრიდან სოციალურ ქსელში გავრცელებული ი-----–- შ----–---–---- დაკავშირებით არსებითად მცდარი ფაქტიბის, მცდარობის შესახებ მოპასუხისათვის წინასწარ არ იყო ცნობილი და იგი ვერ მიიღებდა ზოომებს მის გადასამოწმებლად და ადგილი არ ქონია აშკარა ან უხეშ დაუდევრობას.
მ--- გ--–------- განმარტებით, მან აღნიშნული განცხადება გააკეთა ინტერენეტ სივრცეში მის მიერ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელებამდე უფრო ადრე გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით და მას არ ქონდა იმის შესაძლებლობა გადაემოწმებინა იგი, ვინაიდან წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა არ იყო საჯარო და ხელმისაწვდომი, ხოლო პერსონალურ მოაცემთა დაცვის ინპექტორის წარმოდგენილი დასკვნა ფიზიკურად არ არსებობდა იმ მომენტისათვის.
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ ი-----–- შ----–---–-- როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ შპს. ჯ--------- ფ---- ვ---------თან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მოხდა 13 463 ვეტერანის პირადი პერსონალური მონაცემების გადაცემა, რის მართლზომიერების საკითხის შემოწმება მიმდინარეობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში. შესაბამისად, სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია ი-----–- შ----–---–-- შედავება მოპასუხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მოპასუხის განცხადება შეიცავდა არსებითად არასწორ ფაქტებს, რომელიც მოპასუხისავის ცნობილი იყო წინასწარ. ასევე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის, რომ ვეტერანების პერსონალური მონაცემები გადაეცა იმ იურიდიულ პირს, ვინც დაკავშირებულია პირდაპირ ან ირიბად საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტ არაკეთილგანწყობის სახელმწიფოსთან ან მის სპეცსამასურებთან და ეს პერსონალური მონაცემები, ცნობილია არის სხვა სახელმწიფოს სპეცსამასურებისათვის, თუმცა ამ უკანასკნელის მტკიცება ფაქტობრივად შეუძლებლადაც კი მიაჩნია სასამართლოს. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოპასუხე ეყრდნობოდა ინტერნეტ სივრცეში მანამდე არაერთხელ გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნულის გათვალისწინებით მის მიერ გაჟღერებული არსებითად მცდარი ინფორმაცია მოსარჩელის საქართველოსადმი მტრულად განწყობის ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის და ვეტერანების პერსონალური ინფორამციის გადაცემის შესახებ ვერ შეფასდება განზრახ არასწორი ფაქტის გავრცელებად, რომელიც მიზნად ისახავდა მოსარჩელის დისკრედიტაციას და მისი პატივის და ღირსების შელახვას.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზე არ გვაქვს განზრახ ან გაუფრთხილებლობით არსებითად მცდარი ფაქტის გავრცელება, სასამართლოს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელის მითითება, თითქოს ფაქტის გავრცელებამ ინფორმაციის ადრესატს მიაყენა ზიანი. მით უფრო, ზიანის დადასტურების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება და მან აღნიშნული ვერ დაადასტურა სარწმუნოდ, რომ მოპასუხის მიერ არსებითად მცდარი ინფორმაციის გავრცელებამდე სხვა მედიასაშვალებებში გავრცელებული ანალოგიური ინფორმაცია არ იყო მისი პატივისა და ღირსების შემლახველი, ხოლო მოპასუხის მიერ მოგვიანებით იგივე შინარსის ინფორმაციიის გავრცელებამ შელახა მისი პატივი და ღირსება.
რაც შეეხება მ--- გ--–------- მიერ გავრცელებული ინფორმაციის იმ ნაწილს, რომელშიც მან თავისი მოსაზრება დააფიქსირა აღნიშნული არ წარმოადგენს დავის საგანს ვინაიდან შეფასებას შეიცავს.
მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხის მიერ ცრუ და არასწორი ინფორმაციების გავრცელებას სოციალურ ქსელში მოჰყვა მოსარჩელის პატივისა და ღირსების ასევე მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციის შელახვა.
მოპასუხის განმარტებით კი, მისი შეფასებები იყო მოსაზრება, რაც ჩამოუყალიბდა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად.
მოსარჩელე სადავოდ ხდის, მოპასუხის მიერ გავრცელებულ ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობას და აფასებს მათ, როგორც ცილისწამებას. სასამართლომ კი უნდა დაადგინოს, გავრცელებული ცნობები განეკუთვნებიან ,,ფაქტს“, თუ წარმოადგენენ ავტორთა ,,აზრის“ შეფასებითი მსჯელობის ნაწილს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი ამ ტერმინებს განმარტავს შემდეგნაირად: ,,აზრი“ არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო ცილისწამებაა არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება;
პირს ეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი.
სადავო გამონათქვამების სწორი კვალიფიკაციისთვის უნდა შემოწმდეს მათი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივ კომპონენტებს მოიცავს, რა მიზნით იქნა გასაჯაროვებული.
სასამართლო განმარტავს, რომ ის კომენტარი, რომელიც მოპასუხის მიერ იქნა გაკეთებული მოსარჩელის მისამართით, წარმოადგენს, მისი, როგორც საჯარო პირის სუბიექტურ შეფასებას საქმის გარემოებიდან გამომდინარე წარმოშობილი ეჭვებისა და ვარაუდის შესახებ, რაც თავის მხრივ ამ გამონათქვამებისათვის "აზრის" და არა "ფაქტის გადმოცემის" კვალიფიკაციის მინიჭებას იწვევს (მით უმეტეს. რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი სადავო შემთხვევაში, გამოხატვისათვის სწორედ აზრის მინიჭების პრეზუმფციისაკენ იხრება).
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიმართ არსებითა მცდარი ფაქტების მოპასუხის მიერ განზრახ გავრცელება ზიანის მიყენების მიზნით, რასაც მის მიერ პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვა გამოიწვია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–- შ----–---–-- სარჩელი მ--- გ--–------- მიმართ არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის მე-9-ე, მე-17, 31-ე მუხლები;
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი;
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი;
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-4, მე-7, მე-14 მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართლის წყაროებთან შესაბამისობის კუთხით და შეფასდეს ყოვლისმომცველად. აღნიშნული მიზნის მისაღწევად სასამართლო გვერდს ვერ აუვლის დემოკრატიული საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი ღირებულების - გამოხატვის თავისუფლების, კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი მოვლენის ზოგად და ისტორიულ შეფასებას;
გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენადაა მიჩნეული, ხოლო მისი უზრუნველყოფა და დაცვა - დემოკრატიული პროცესების წარმატებით ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლო პირობად. ამ მოვლენას, ორმაგი ბუნება, ორმაგი დატვირთვა გააჩნია. იგი ერთდროულად მიზანიც არის და საშუალებაც. იგი არა მხოლოდ თავისთავადი სიკეთე და ღირებულებაა, არამედ იმავდროულად სხვა ღირებულებათა დაცვის საუკეთესო გზა.
საქართველოს კონსტიტუციის 9.1 მულით ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. ამავე კონსტიტუციის 17.1 მუხლით აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ხოლო 17.2 მუხლით ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.
საქართველოს კონსტიტუციის 31.1 მუხლით ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ.
საერთაშორისო პაქტის 19.3. მუხლის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია: ა. სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის...
საქართველოს კონსტიტუციის 17.5 მუხლით აზრის გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლიტური უფლება და მისი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
ამრიგად, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსახვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, არასწორი ფაქტების გავრცელება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს ცილისწამების დეფინიციას, რომლის მიხედვითაც, ცილისწამება ეს არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისთვის სახელის გამტეხი განცხადება. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვა, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება; 2. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა და 3. განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება ან/და პატივისა და ღირსების შელახვა.
კანონმდებელმა განცალკევებულად გამოყო ცილისწამება საჯარო პირის მიმართ. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო პირი არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება, ხოლო ამავე კანონის 7.3 მუხლით კერძო ან საჯარო პირის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს პირისათვის საჯარო პირის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელე არის საჯარო პირი, ხოლო რაც შეეხება მოპასუხეს მოსარჩელის მითითებით იგი იყო პარლამენტის ყოფილი წევრი, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც მხარეებს სასამართლოს შეთავაზების მიუხედავდ არ წარმოუდგენით, რის გამოც სიტყვისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კანონის 7.3 მუხლზე დაყრდნობით მოპასუხეს მიჩნეულ უნდა იქნეს ამ კანონის მიზნებისათვის საჯარო პირად, რომელთაც კრიტიკის მიმართ თმენის მეტი ვალდებულება აკისრიათ.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. ამავე კანონის 16-ე მუხლით პირს ცილისწამებისათვის არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთვევაში, თუ მან არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო. აზრი კი, ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, არის შეფასებითი მსჯელობა, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პირვილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება. ამავე კანონის პირველი მიხლის "ღ" ქვეპუნქტით მასმედიაა მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის ინტერნეტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული კატეგორიის დავის სწორად გადაწყვეტისათვის სასამართლომ უპირველესად განსახილველ საკითხად დააყენა იმის გამორკვევა, მოპასუხემ გაავრცელა კონკრეტული ფაქტი თუ მისი გამონათქვამი იყო მხოლოდ მისი პირადი აზრი და შეფასებითი მსჯელობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით, „აზრში“ იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან, რომლის სისწორე თუ მცდარობა მთლიანად პირად წარმოდგენებზეა დამოკიდებული. აზრის საწინააღმდეგოდ, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას. გასათავლისწინებელია, რომ აზრები ფაქტებთან გარკვეული დამოკიდებულებით გამოითქმება, ანუ აზრი, როგორც წესი, ეყრდნობა ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, აზრის დაყოფა შეხედულებად და ფაქტის გამოდმოცემად დაუშვებელია, რადგანაც მთლიანად გამონათქვამი აზრის თავისუფლების სფეროში ექცევა. ამავდროულად, აზრის თავისუფლებით აშკარად ცრუ ფაქტების ძირითადი უფლებით უზრუნველყოფილი დაცვა გამორიცხულია. კონსტიტუციით დაცული სფეროს ფარგლებში არ ხვდება ისეთი ფაქტები, რომელთა მცდარობის შესახებ კარგად იცის თავად გამომთქმელმა სუბიექტმა (შეგნებული სიცრუე) ან, რომელთა მცდარობა ცხადია მათი გამოთქმის მომენტში. (სუსგ №ას-1477-1489-2011, №ას-790-739-2017);
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის საქმეებზე Lingens v. Austria; Jerusalem v. Austria და სხვა, ერთმანეთისაგან განასხვავა ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა) და განმარტა, რომ „ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. ... რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს“.
განსახილველ დავაში სასამართლომ დაადგინა, რომ მ--- გ--–-------- მხრიდან სოციალურ ქსელებში მოხდა როგორც კონკრეტული ფაქტების შემცველი ინფორმაციის გავრცელება, ისე აზრის გამოთქმა ამ კონკრეტული ფაქტის თაობაზე. გამოსარკვევია, შეიცავდა თუ არა ეს ინფორმაცია არსებითად არასწორ ფაქტებს, რამდენადაც, იმისთვის რომ განცხადება მიჩნეულ იქნეს ცილისწამებად, სახეზე უნდა იყოს ისეთი ფაქტების მითითება, რომელიც რეალობასთან ახლოა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და რაც მთავარია, მისი დამტკიცება შესაძლებელია.
შესაბამისად, დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა შეაფასოს მოპასუხის მიერ გავრცელებული, სარჩელით სადავო განცხადება გამონათქვამების კონტექსტის გათვალისწინებით. ამასთან, რაც მთავარია, მათი შეფასებისა და ფაქტისა და თუ აზრის სტატუსის მინიჭებისათვის აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებული აზრისა და ფაქტის გამიჯვნის მინიმალური სტანდარტი, რომელიც ადგენს, რომ აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.
რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, ამავე კანონის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი სწორედ მოსარჩელეს ეკისრება. ის არის ვალდებული დაამტკიცოს, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ მისთვის აღნიშნულის მცდარობა ცნობილი იყო წინასწარ და რომ მას ინფორმაციის გავრცელების შედეგად მიადგა ზიანი.
ამდენად, გავრცელებული ცნობების ცილისწამებად კვალიფიკაციისათვის მეორე მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რომ სადავო განცხადებაში მოყვანილი ფაქტი უნდა იყოს არსებითად მცდარი, არასწორი. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს მტკიცების ტვირთის განსხვავებულ სტანდარტს, კერძოდ, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მე-6 პუნქტი ადგენს, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
სასამართლომ ამ გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში დაადგინა, რომ ინტერნეტ სივრცეში, სოციალური ქსელების მეშვეობით მოპასუხის მიერ მოსარჩელის მისამართით გავრცელებული ინფორმაცის ნაწილი წარმოადგენს ფაქტებს, ხოლო ნაწილი აზრს, კერძოდ არსებითა მცდარ ფაქტს წარმოადგენს ის რომ მოსარჩელემ რუსულ სპეცსამსახურებს გადასცა ვეტერანების პერსონალური ინფორმაციის შემცველი მონაცემები, ხოლო დანარჩენი მსჯელობა წარმოადგენს მოპასუხის მოსაზრებას ამ მოვლენასთან მიმართებით, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ უხამსად არის გავრცელებული. ასევე დადგენილ იქნა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის მისამართით არსებითად მცდარი ფაქტის გავრცელებამდე ელექტრონულ მედიაში იხილებოდა საკითხის ვეტერანების პერსონალური ინფორმაციის საქართველოსადმი არაკეთილგანწყობილ სახელმწიფოს სპეცსამსახურებისათვის ხელმისაწვდომობის შესახებ, რაშიც სავარაუდოდ მოსარჩელე მონაწილეობა იკვეთებოდა, რაც საზოგადოების ინტერესს იწვევდა თემის აქტუალობიდან გამომდინარე და ცნობილი იყო მოსარჩელისათვის, როემიც საჯარო პირად მიიჩნევა, შესაბამისად ამ დროისათვის მოპასუხის მიერ გავრცელებული არსებითად მცდარი ფაქტებით მოხდა მედაიში გავრცელებული ინფორმაციის გამეორება მასზედ დაყრდნობით, რისი დოკუმენტურად გადამოწმების შესაძლებლობაც მოპასუხეს იმ დროისათვის არ ქონდა, შესაბამისად იგი რის გამოც მოქმედებდა ბრალის გარეშე არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა მის მიერ გავრცელებული ფაქტების ცილისმწამებლური შინაარსის შესახებ.
სასამართლო ადასტურებს, რომ აუცილებელია დაცულ იქნას ბალანსი ერთის მხრივ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და მეორეს მხრივ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის დაცვის უფლებას შორის, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიმართ ცილისმწამებლური ფაქტების შესახებ მოპასუხის ბრალეულობა და ასევე ამით მისი პატივისა და ღირსების შელახვა, იმ მოცემულობიდან გამოდინარე, რომ ასეთი ინფორმაცია მოსარჩელის შესახებ მანამდე ვრცელდებოდა მედიაში რაზეც მოსარჩელე რეაგირებას არ ახდენდა.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცილისწამება მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება, არის თუ არა ზიანის მიმყენებელი, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემობების ანალიზითა და ურთიერთშეჯერებით უნდა დადგინდეს. ამასთან, ზიანი, ასეთ შემთხვევაში, არაქონებრივი სახით - პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვით არის გამოვლენილი. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად მოკლებულია ეკონომიკურ შინაარსს და მას არ გააჩნია ღირებულება, შესაბამისად, ამ ზიანის დამტკიცებისათვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია. (იხ. სუსგ 03.04.2012წ. განჩინება, საქმეზე #ას-1477-1489-2011წ.)
სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას იმის შესახებ, რომ ზიანი მიადგა მას, რამდენადაც, როგორც უკვე აღინიშნა, სადაოდ გამხდარი ინფორმაცია მანამდეც ვრც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვერ დადასტურდა საჯარო პირის ცილისწამებისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა წინაპირობა, რაც კანონმდებელმა კუმულატიურად დადგინა. კერძოდ, მოსარჩელემ სასამართლოში ვერ დაამტკიცა, რომ ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი, ან მან გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოხატვის თავისუფლებას მიიჩნევს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძვლად, მისი განვითარებისა და პიროვნების თვითრეალიზების მთავარ პირობად. მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფის შესაბამისად, ის გამოიყენება არა მხოლოდ ისეთი „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობილად მიიღება ან განიხილება როგორც უვნებელი ან როგორც ინდიფერენტიზმის საგანი, არამედ ისეთების მიმართაც, რომლებიც, თავისი არსით, შეურაცხმყოფელია, აღშფოთებას იწვევს და ადამიანების სიმშვიდეს არღვევს. მიუხედავად ამისა, გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ღირებულებათა შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევის მიზნით კონვენციამ და შესაბამისად, ევროპის სასამართლომაც დასაშვებად მიიჩნია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ანუ ამ უფლების განხორციელებაში ჩარევა სწორედ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანები უფლებამოსილნი არიან შეისწავლონ და აკრიტიკონ თანამდებობის პირები. თუმცა, ასეთი კრიტიკა არ უნდა ცდებოდეს გარკვეულ ლიმიტს და არ უნდა ემსახურებოდეს გამიზნულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, საზოგადოებისათვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას. მსგავს შემთხვევებში კი, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა. „იმისათვის, რათა საჯარო მოხელეებმა სრულყოფილად და ეფექტურად განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები, აუცილებელია მათ ჰქონდეთ საზოგადოების ნდობა, შესაბამისად, სახელმწიფოს შესაძლებელია დასჭირდეს საჯარო მოხელეების დაცვა ისეთი გადამეტებული კრიტიკისგან, რომელიც შეურაცხყოფს მათ რეპუტაციას და რომელიც დაუსაბუთებელია.“ (იხ. საქმე: „ლეშნიკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“ , §53, 2003 წლის 11 მარტი, №35640/97, ასევე, საქმე: „UNGVÁRY AND IRODALOM KFT უნგრეთის წინააღმდეგ“, 2013 წლის 3 დეკემბერი, §44, 64520/10).
როგორც სასამართლომ მიიჩნია, მოპასუხის მიერ გაკეთებული განცხადებების ის ნაწილი, რაც სადავოა სარჩელით (სადავო წინადადებები), არ არის შეფასებითი მსჯელობა, განმცხადებლის სუბიექტური დამოკიდებულება და მისივე კომენტარი პიროვნებისა და მოვლენის მიმართ (აზრი). აზრის თავისუფლებით აშკარად ცრუ ფაქტების ძირითადი უფლებით უზრუნველყოფილი დაცვა გამორიცხულია. კონსტიტუციით დაცული სფეროს ფარგლებში არ ხვდება ისეთი ფაქტები, რომელთა მცდარობის შესახებ კარგად იცის თავად გამომთქმელმა სუბიექტმა (შეგნებული სიცრუე) ან, რომელთა მცდარობა ცხადია მათი გამოთქმის მომენტში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ ინფორმაციის გამავრცელებელი სუბიექტი შეგნებულად ავრცელებდა სიცრუეს, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების მიზნით, რის გამოც, მას ვერ დააკისრებს სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას საჯარო პირის ცილისწამებისათვის.
ამავე დროს, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხის მიერ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელებამდე, ამ საკითხის ირგვლივ არაერთხელ იქნა ინტერნეტ სივრცეში მოსაზრებები დაფიქსირებული, რაც მოპასუხემ ნაწილობრივ გაიმეორა. შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც განზრახ არასწორი ფაქტის გავრცელებისას მოპასუხის ბრალეული აღქმა და ამ ფაქტების მიმართ არ დგინდება და მცდარი ფაქტების გავრცელებით მოსარჩელის პატივის და ღირსების შელახვა ვერ დადასტურდა მოპასუხეს ვერ დაეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი მოპასუხეს გადასახდელად არ დაეკისრება და სახელმწიფო ხაზინიდან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი